შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 1)


4-05-2015, 00:19
ავტორი schizophrenic
ნანახია 4 841

ღამის ოთხი საათი, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სამყაროს სძინავს, ჩემთვის კი ამ დროს სჩქეფს სიცოცხლე, ამ დროს მაწვება ვენებში სისხლი, ნერვული სისტემა პიკს აღწევს და საცაა აფეთქდება, ნერვებისგან დაბერილი ძარღვები ხელებზე მკვეთრად მეტყობა, ყელში არტერია მეჭიმება, ზიზღისგან ჩემი მზერა ჩვეულზე უფრო მკაცრი ხდება , სუნთქვა მიხშირდება, მუშტს ვკრავ და უკვე ვხვდები, რომ როგორც სხვა ნებისმიერ წინა ღამეს ახლაც ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ჯიბიდან კასტეტს ვიღებ, ჩემს უკვე საყვარელ ნივთს ვისისხლხორცებ და მოწყინააღმდეგეს ყბაში ვურტყამ, როდესაც წაქცეულ მოწინააღმდეგეს ვხედავ, ჩვული გამარჯვებისგან გამოწვეული ღიმილი დამთამაშებს, მაგრამ უკვე შეჩერება ჩემზე აღარაა დამოკიდებული, დაგდებულ არარაობას საყელოში ვუჭერ ხელს და გამალებით ვურტყამ მუშტებს, ისიც აღარ არის საკმარისი, რომ ის გათიშულია მისი სახე კი სისხლით გასვრილი, ამ ნაბიჭვარმა სიკვდილი დაიმსახურა მე კი ის კეთილი პიროვნება ვიქნები, რომელიც მას ამ დამსახურებას არ დაუკარგავს.. მკლავებში ხელებს ვგრძნობ, იმ არაკაცზე მოშორებას ცდილობენ, ჩემი დამორჩილება გაუჭირდათ, მაგრამ ბოლოს მაინც 'დავნებდი' არა იმიტომ, რომ სუსტი ვარ, არამედ იმიტომ რომ კმაყოფილი ვიყავი გასისხლული ლეშის ცქერით, ფეხზე წამომდგარმა კიდევ ერთი წიხლი ჩავარტყი მუცლის არეში, თითქოს და მორჩილად გავყევი პოლიციელებს, მაგრამ ზიზღით აღსავსე ჩემი მზერა კვლავ კვეთდა ღამის ქუჩებს, მანქანაში ჩავჯექი, სისხლიანი ხელები მოვისრისე და საპატრულო მანქანის სარკეში დავინახე ჩემი თავი, მაგრამ ამ გრძნობას არც სიამოვნება მოუნიჭებია ჩემთვის და არც რამე სხვა გრძნობა, სარკის მიღმა ჩანდა დემონი, რომლის არსებობის გაქრობა ან შეცვლა შეუძლებელიც კი იყო, მალევე ‘მშობლიურ’ განყოფილებაში მოვედი, აქ უფრო დიდ დროს ვატარებდი ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილს. გამომძიებელს უკვე აღარ აინტერესებდა რატომ და რისთვის ვიჩხუბე.
-აბა დამიანე, გისმენ, ამჟამად რა მოხდა? სამყარო გადაარჩინე მაფიოზური დაჯგუფებისგან თუ მეტეორი გვიახლოვდებოდა და იმ ბიჭის ცემამ შეაჩერა?
-ისევ ისეთივე მდარე ხარისხის იუმორი გაქვთ, როგორიც წლების წინ, არაუშავს გამოვასწორებთ.
-კარგია იუმორში ასეთი ჩახედული რომ ხარ, მაგრამ დროა მომიყვე შენი კიდევ ერთი გმირობის შესახებ.
-გმირობა არა, უფრო სამართლიანობა, ვიღაც ახვარი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა, მგონი ეს ჩემნაირი კანონ მორჩილი ადამიანისთვისაც საკმარისი მიზეზია, რომ ადამიანს პირის ღრუში არცერთი საღი კბილი არ დავუტოვო და არცერთი ნეკნი მთელი.
-ექსპერტიზა ადგილზევე ჩაგიტარებია, მართალი ხარ. კბილების უმეტესობა უბრალოდ აღარ აქვს, ხოლო 3 ნეკნი გატეხილი, ადვილად რომ ვთქვათ ბეწვზეა გადარჩენილი, ალბათ მისი მკურნალების თანხებსაც აანაზღაურებ.
-ხო, რა თქმა უნდა. თანხებსაც ავუნაზღაურებ და პირად მოსამსახურესაც ავუყვან, ფაფა პირის ნაცვლად თვალით, რომ არ მიირთვას. სიმართლე გითხრა ფეხებზე ეგ არსება, აქედან რომ გავალ მაგ არაკაცს კიდევ ერთხელ მოვინახულებ, ოღონდ თანხის გადასახდელად კი არა, არამედ იმისთვის რომ მის თვალებში შიში დავინახო და სხვა დეტალებზე შესათანხმებლადაც.
-რა დეტალები?
-როდის მერე გიყვები ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ?
-გასაგებია, შენთვის კარი ისედაც ყოველთვის ღიაა.
-თავისთავად, ეს ხომ ჩემი მეორე სახლია. იქნებ ცოტა ხნით დამტოვო? მგონი საკმარისად ბევრი ვისაუბრეთ.
-დიდი ხანი მოგიწევს ისედაც მარტოობა.
-მაგასაც ვნახავთ.
დილამდე წინასწარ საპატიმროს საკანში გავატარე, მაგრამ დილით ძმებმა კიდევ ერთხელ ‘გადამარჩინეს’. იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი, საავადმყოფოს კიბეებს ჩვეულად ავუყევი, მეშვიდე ოთახის კარი შევაღე, ნაბიჭვრის ირგვლივ რამოდენიმე ‘პაცანა’ ბიჭს მოეყარა თავი, მუქარით და გინებით ამკობდნენ მათი ‘ძმის’ მცემელს, ჩამეღიმა მათ ‘კაი ბიჭობაზე’, ოთახის კარი ბოლომდე შევაღე, ბიჭებს თვალი მოვავლე, კუთხეში მდგომი სკამი ავიღე, შევატრიელე და დავჯექი.
-აბა ბიჭებო აქ ვარ, ხერხემლის გადახსნით დაიწყებთ თუ რამე უფრო ორიგინალური გაქვთ მოფიქრებული? ...
-ასეც ვფიქრობდი, რომ ეგრევე გაჩუმდებოდით, თუ არასპრავედლივად აწეული გგონიათ ჩემი ხელი გავაიასნოთ მე პრობლემა არ მაქვს, ხოლო თუ მე გავმართლდები ეჭვის შეპარვის გამო 3საწოლს მიამატებენ თქვენი ძმობილის ოთახს, შემდეგ კი ერთად დასახეთ გეგმა თუ როგორ მაწამებთ...- სკამიდან ავდექი, იმ ნაბიჭვრის საწოლთან მივედი, თვალებში ჩავხედე სადაც შიშის მეტი ვერაფერი დავინახე, შემდეგ პირის ამოძრავება სცადა.
-ნასვამი ვიყავი....... არ მინდოდა..
-მისმინე ბიჭო! შენი სიმთვრალე რა მაგრად იცი? მე გიყურებ! ეს ბიჭები გიყურებენ ერთი ზედმეტი საქციელიც, რომ შევნიშნო შენი მხრიდან ჩათვალე ტრუპი ხარ! შენც და შენი საჯდომ ქიცინა ბანდაც. გასაგებია?
-დიახ, გგგასაგებია.
-ეჭვიც არ მეპარებოდა.
ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე, კარი ‘მივაჯახუნე’ და საძმოსთან ერთად დავტოვე საავადმყოფო. ჩემი ცხოვრება იოლი არ იყო, უკვე წლებია გათვითცნობიერებული მაქვს, რომ არასდროს მეყოლება სტაბილური პარტნიორი, ვერასდროს ვერავინ შემიყვარებს ისეთს როგორიც ვარ, მე კი გოგოსთვის შეცვლას არ ვაპირებ, რიგითი ნაშები ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობის არ იყო როგორიც ადამიანი რომელსაც ცხოვრების ბოლომდე უნდა გავფრთხილებოდი, დღევანდელ სულელ გოგონებს მოსწონთ ‘ბაბულიკა’ ბიჭები, კოჭების დახვრეტას რომ გპირდებიან და ა.შ, ნუ ხო აზრზე ხართ რისი თქმაც მინდა, მაგრამ როდესაც დომინანტს ხვდებიან მათი დამოკიდებულება იცვლება, არც მე მინდა ვინმეს ცხოვრების დანგრევის მიზეზი გავხდე, ამიტომაც ჩემი ცხოვრება მუდმივი ჩხუბის გარდა განსაკუთებული არაა, ოჯახად ის ძმები მყავს რომლებთან ერთადაც გავიზარდე, იდეალური ოჯახი არ მყავს და შესაბამისად არც მე ვარ იდეალური, როდესაც დედ-მამა გარდაიცვალა, 4 წლის ვიყავი და ჩემით მომიხდა ჩემი თავისთვის მესწავლებინა ის რაც ორივე მშობლისგან უნდა მესწავლა, კაცობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ცხოვრებაში ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან ეს დაუმორჩილებლობა არის, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული მის სიზუსტეში და ვერ ავიტან მასში ვიღაცამ ან ეჭვი შეიტანოს ან უხარისხოდ გააკეთოს, მაქსიმალისტი ვარ და სხვებისგანაც მაქსიმუმს მოვითხოვ.
გუშინდელი საღამოდან იმ გოგონაზე ფიქრები მიჭამს ტვინს, რომელიც ‘გადავარჩინე’, რა შეიძლება მომხდარიყო საჭირო დროს, საჭირო ადგილას რომ არ ვყოფილიყავი? სულელი გოგო თავის დაცვას ვერ შეძლებდა და იმ ს მსხვერპლი გახდებოდა... მისი წესიერად დანახვაც კი ვერ მოვასწარი ბრაზისგან გაბრუებული გონების მიღმა, მაგრამ მას შემდეგ ის გოგონა თავიდან არ ამომდის, ამ ყველაფრის გახსენებისას ყელში ბურთი მაწვება, ხელებში ძარღვები ლამის დამისკდეს, ნერვებს ვერ ვთოკავ, ბრაზისგან იმ ნაბიჭვრით კი არა, ჩემს წინ მდებარი კედლის საშუალებით ვთავისუფლდები.


---
აბა შეფასებებს ველი'თ.. ^_^



№1  offline წევრი nino(g)

me momwons..gaagrdzele

 


№2  offline წევრი FrAgOla

Ert erti films emzgavsee da mas tu ar miamsgavseb mashin kargi.iqnena

 


№3  offline წევრი kateee

ძალიაან ძალიაან მაგარიაა ^__^ მალეე დადეე <3 ეს ბიჭი შემიყვარდა უკვეე :დდ <3 lol love

 


№4  offline წევრი schizophrenic

FrAgOla
Ert erti films emzgavsee da mas tu ar miamsgavseb mashin kargi.iqnena

რომელ ფილმს?
kateee
ძალიაან ძალიაან მაგარიაა ^__^ მალეე დადეე <3 ეს ბიჭი შემიყვარდა უკვეე :დდ <3 lol love

მადლობა ^_^
nino-28
Kargi dasawyisia..

love
nino(g)
me momwons..gaagrdzele

აუცილებლად love

 


№5  offline წევრი FrAgOla

გრეის ორმოცდაათი ელფერი... მე უბრალოდ ვერ ვიტან ამ ფილმს no

 


№6  offline წევრი Winchester

ძალიან კარგიაა ❤❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent