ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (1)
********* ოთახში ვზივარ და ვცდილობ დავფიქრდე,ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდება თუ უბრალოდ სიზმარია... მე, თაკო ყიფიანს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი-უბრალოდ იმ ბიჭს ''მიმათხოვეს'' რომელიც თვალით ნანახიც არ მყავდა,საკუთარ თავზე მეცინება. როცა სხვის ამბავს ვიგებდი- მშობლებმა ძალით დააქორწინესო მეცინებოდა.. ხოდა ახლა თვითონ გავხდი დასაცინი. განა შეიძლება 17 წლის გოგოს გათხოვება? ღმერთო ჩემო.. ეს რა შარშივარ.!. ჩემი აწ უკვე ''მეუღლე '' -ლუკა-რამდენჯერმე შევათვალიერე მაგრამ ნერვებმოშლილი დავრჩი... უბრალოდ წინ იყურებოდა და იბღვირებოდა. ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. საზიზღარი და უჟმურია.. მგონი მეზიზღება. როგორც ჩანს სახლში მე, ჩემი ''ქმარი'',დედამთილი და მამამთილი ვიცხოვრებთ. სახლი დიდი და მდიდრულია... ''ჩვენი'' ოთახი პატარა და მყუდრო. ჩემს ნერვებს ახლა დაბლიდან მომავალი სიხარულით სავსე ხმებიც დაემატა ''ჩვენი'' შეუღლების შესახებ და რამისაა გავსკდე. ოთახში ჩემი ''ქამარი'' შემოდის.. ამრეზით ამათვალიერა და საწოლზე მიწვა.. ზოგადად ბიჭებთან პირველ ინიციატივას არ ვიჩენ ხოლმე მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დავუშვი. -როგორც ვიცი ქმრებს აინტერესებთ როგორი ცოლი მოყავთ ხოლმე.. თავი ბალიშიდან წამოწია და პირველად შემომხედა. მეღირსა... -ხო მეც ეგრე მსმენია. -იმედია ჩვენს ჯოჯოხეთურ ქორწინებაში მე არ მადანაშაულებ.. -ან ტლიკინს მორჩი ან გაა*ვი ოთახიდან-იმხელა დაიღრიალა რამის ჭახი თავზე დამეცა. როგორც ჩანს ამ ბიჭს სიცოცხლე მობეზრდა.. -უკაზრავად, მომესმა?-წამოვიწიე დივნიდან პასუხი არ გამცა. მივედი და ზემოდან დავაცქერდი. თვალებში შემომხედა. -მგონი ჯობია დაწვე-მითხრა უემოციოდ-პირველი ღამის დროა..თუ რათქმაუნდა პირველია-ფრაზა ცინიკური ღიმილით დააგვირგვინა და თვალები დახუჭა. ახლა რამითხრა? რათქმაუნდა თუ პირველიაო? ოკეი, როგორც გინდა... გადავწყვიტე არაფერი მეთქვა რადგან თავში კარგი აზრი მომივიდა, როგორც ყოველთვის, რათქმაუნდა.. უკან დივანზე დავბრუნდი და დაველოდე სანამ ჩაეძინა შენდეგ კი ჩემი სახატავი ნივთებით აღჭურვილ ჩემოდანში ხელი ჩავყავი და ფლომასტერები ამოვიღე. ბოროტული გეგმის განხორციელების დროა!!! მძინარეს გვერდით მივუჯექი და.. 1)ტუჩის მაღლა ლურჯად ულვაშები დავახატე 2)ტუჩები მწვანედ გავუფერადე 3)თვალები შავად ჩავუხატე და 4)შუბლზე წითლად დავაწერე ''პირველი ღამე'' ეს ჩემი პირველი ისტორიაა... ვიმედოვნებ მოგეწონებათ :))) ვინც ამ თავს წაიკითხავს გთხოვთ საკუთარი აზრი დამიფიქსიროთ კომენტარებში ,,მიყვარხართ ყველა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.