შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (3)


6-05-2015, 00:19
ავტორი Anime
ნანახია 6 235

მთელი გზა ვფიქრობდი... მე, 17 წლის თაკო-გამათხოვეს, ქმარმა სახლიდან გამაგდო, თავი ძმაკაცდან შევაფარე, ჩემი ქმარი მომადგა და ისევ უკან მივყავარ, ახლა კი ვიგებ, რომ ახალ სახლში ვიცხოვრებ...
ეს ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე... ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი :სკოლის მოსწავლე, დედის ერთა, მხიარული... ახლაც ასეთი ვარ იმ განსხვავებით რომ ახლა გათხოვილი ვარ... ყველაფერი ისე უცებ მოხდა... დაჯერება მიჭირს...
თითოეული ადამიანი რომელიც ოდესმე შემხვედრია მეუბნევა რომ უსაზღვროდ ნიჭიერი ვარ... თავის ქება არ მიყვარს მაგრამ ჩემ ნიჭს მეც ვაღიარებ: არაჩვეულებრივად ვუკრავ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, გასაოცრი ხმა მაქვს, ვგიჟდები ხატვაზე... მგონი არ არის ცოტა... რათქმაუნდა როგორც ყველა ადამიანს მინუსები მეც მაქვს... რომ ვთქვა სკოლაში სწავლაზე გადაკლულივართქო, ტყუილი გამომივა... ჩემი მეგობრებიდან უმეტესი ნაწილი ბიჭები არიან... მეგობრები ცოტა მყავს მაგრამ სათითაოდ ამორჩეული. მგონი ასე ჯობია..
აი ‘’პაკლონიკები’’... ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებული... ალბათ ვინც გაიგო რომ გავთხოვდი გინებით ამოხადა სული ჩემს მეუღლეს... მაგრამ არაუშავს, მე გოგო ვარ და ცოტა მეუხერხულება მაგრამ საგინებელი კია...
მახსოვს როცა პატარა ვიყავი პირველად ამიხსნეს სიყვარული... ბიჭმა მითხრა რომ ვუყვარდი მე კი ვუთხარი, რომ დედა მიყვარდა, მამა და კარაქიანი პური... მაგის მერე მემუქრებოდა უნდა მოგიტაცოო მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
შეყვარებული ერთხელ მყავდა.. ერთმანეთი გვიყვარდა მაგრამ ის მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა და მას მერე არც მინახავს.
სკოლაში ალბათ ცოტა ხანი ვერ ვივლი.. მცხვენია... ალბათ მთელი კლასი ჩემს ქორწილს განიხილავს უკვე... ღმერთო... გამოცდები რომ დაიწყება მაშინ მივალ და როგორც იქნება და დავამთავრებ...
ამ ფიქრებში გართულმა ვეღარც კი გავიგე როგორ მივედით ახალ სახლში... ლუკა მანქანიდან გადმოვიდა, მანქანას მოუარა, კარები გამიღო, მეც გადმოვედი და სახლს ერთად მივუახლოვდით.
ლუკამ გასაღები ამოიღო, კარებს შეურჭო და ნელა გადაატრიალა.
შევედით... ლუკამ კარების გვერდით სასურველი ადგილი მონახა, ღილაკს თითი მიაჭირა და ოთახიც წამში განათდა.
სახლი პატარა და მყუდრო... შესასვლელი სადად გაწყობილი... დიდი დივანით და დიდი ტელევიზორით. ნამდვილად კარგი ატმოსფეროა...ოდნავ წინ წავედი, ლუკა ადგილზევე დარჩა... სახლი დავათვალიერე... ძალიან მომეწონა... თვალი ძალაუნდაბურად ორი კარებისკენ გამექცა..
-მარჯვენა ჩემი საძინებელია,მარცხენა შენი.-ამოვისუნთქე... კარგია რომ ცალ-ცალკე ოთახებში დავიძინებთ.-შენ ბარგს რამდენიმე წუთში მოიტანენ.. მანამ თუ გინდა შენს ოთახში შედი და დაათვალიერე.
მეც ჩემს ოთახში შევედი. ოთახიც ძალიან მყუდრო მეჩვენა:ლურჯი შპალიერი,საწოლნახევრიანი საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, მაღალი, ე.წ ''ნაჩნიკი'' და პატარა კარი რომელიც სააბაზანოში გადიოდა... მშვენიერია...
-მოგწონს?-ოთახში ბოხი,სასიამოვნოდ ჩახლეჩილი ხმა გაისმა.მივტრიალდი. თავისდაუნებურად გამეღიმა.
-ძალიან მომწონს...
ცოტა ხანი გაუნძრევლა, ხმის ამოუღებლად მიყურა... მერე კარები გადმოკვეთა, ჩემს ოთახში შემოვიდა და მომიახლოვდა.
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ-მისი ხმა და თვალები აღარ იყო უწინდებურად ცივი. ახლაღა შევნიშნე მისი სახე რომელიც ძალიან სიმპატიური მეჩვენა... ნამდვილად არ არის ფიზიკურად ცუდი.. შავი მოკლე თმა,შავი თვალები, წითელი ტუჩები და ჩემზე ერთი-ორი თავით მაღალი.-მე არასწორად მოვიქეცი..
-ბოდიშის მოხდა საჭირო არაა-გავაწყვეტინე და თავი ჩავღუნე-არც მე უნდა დამეჭყაპნე... ბავშვივით მოვიქეცი..
-მაინც... გეუზრდელე და თანაც უხეშად მოგექეცი,სახლიდან გაგადე... ურალოდ.. მაპატიე...-დაამთავრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
ნამდვილად არვიცი რა ჭირს.. უეჭველად მიხვდა რომ ჩვენს ნაძალადევ ქორწინებაში ჩემი სურვილი არ ფიგურირებს... აქამდე მეგონა რომ ცხოველი იყო... თურმე პატიების თხოვნა შეუძლია... აი ერთ ერთი ადამიანური თვისებაც...
-დღეს ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ-გამომძახა სხვა ოთახიდან-წინააღმდეგი ხომარხარ შენი თავი გავაცნო?
გამეცინა... თვითონ არ მიცნობს და სხვას რანაირად უნდა გამაცნოს??
-არა, არა.. პირიქით... გავერთობი..
მალე ჩემი ჩვენი ბარგიც მოიტანეს.თითქმის დავლაგდით... მერე ლუკამ დიდი პიცა შეუკვეთა და ამასობაში მისი მეგობრებიც მოვიდნენ... სულ ხუთნი იყვნენ:სამი ბიჭი და ორი გოგო...
--ჩაეკონა ერთ-ერთი გულში-ცოლი რო მოიყვანე არ უნდა გეთქვაა?-მერე მე შემომხედა-ნახე როგორი კამფეტივით გოგოა ტოო
ლუკამ გაიცინა.. უი,გაიცინა... პირველად ვნახე მის სახეზე სიცილი... მჯერა? მგონი არც კი მჯერა..
შემომიტრიალდა და ყველა სათითაოდ გამაცნო:-ეს სანდროა-მიმანიშნა მასზე ვინც ''კამფეტივით გოგო'' მიწოდა-ეს ნიკაა-დამანახა მათში ყველაზე მაღალი-ეს გიოა-მანიშნა მწვანეთვალებაზე-ესენი კი ჩვენი დაიკოები არიან, მაკა და მაკო-გოგოები მართლაც ძალიან თბილები და საყვარლები ჩანდნენ... ყველას გავუღიმე და ვუთხარი-სასიამოვნოა! მე თაკო ვარ...
ლუკას მეგობრები ნამდვილად კარგი დამიანები აღმოჩნდნენ.. გიჟები,ჭკუა სუსტები.. ისეთი ხალხი როგორიც მე მიყვარს..
მაგრად გავერთეთ, ბევრი დავლიეთ... ლუკა ლუკას არ გავდა... თავის მეგობრებში სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა.. თანაც ამ სიმთვრალეში ერთმანეთი უფრო გავიცანით და ყველა ერთმანეთს დავუახლოვდით..
როგორც გავიგე ლუკა 24 წლისაა... მუშაობს მამამისის კომპანიაში, ჯერ-ჯერობით ერთ თვიანი შვებულება აქვს აღებული. არასოდეს ყოლია ცოლი, არ ყავს შვილები, არ ეწევა, უყვარს სანადიროდ და სათევზაოდ სიარული...
მის მეგობრებზეც ბევრი რამ გავიგე... მაგალითად ის რომ ოთხივე ბიჭს ერთად ნაცემი ყავთ მაკას შეყვარებული... ის რომ მათი შიშით გოგოებს უკვე აღარავინ ეკარება... ცოტა ეგოისტობაა.. ასე არ ფიქრობთ?
შუაღამეს სანდრომ წამოიყვირა -ლუკამ გიტარაზე დაგვიკრასო.. აჰაა... მშვენიერია... ჩემი ქმარი გიტარაზე უკრავს... გიო სახლიდან გაიქცა და ორ წუთში გიტარით ხელში დაბრუნდა.
-იციით? მეც ვიცი გიტარაზე დაკვრა!-გამოვაცხადე სასმელით გათამამებულმა და გიოს გიტარა გამოვართვი.-ქარტული დავუკრა თუ ინგლისურები ჯობია? მგონი Pink Floyd-ის Wish You Were Here კარგია ხოო?
-ვაუუ... წამოიყვირა მაკომ-მაგის დაკვრა იცი? ჩემი ფავორიტია..
კიტარა კომფორტულად დავიჭირე, სიმებს ხელი ნაზად ჩამოვუსვი და სიმღერა დავიწყე:
‘’So,so you thin you can tell,
Heaven from hell
Blue skies from pain…..’’
სიმღერა რომ დავამთავრე მხურვალე ტაშითა და ქატინაურებით დამაჯილდოვეს... როგორც მახსოვს ლუკა შოკში იყო.. ვფიქრობ ამდენს ჩემგან ნამდვილად არ ელოდა..
-შეიძლება მეც ვიმღერო-ხმა ამ გისმენთ!
დაიწყო... საყვარელი მელოდიის გაგონებაზე სხეული ‘’დამიბუსუსდა’’
უკრავდა და ტკბილი ხმით მღეროდა სიმღერას-‘’ანგელოზი შემიყვარდა’’
‘’მოღუშულა მთვარე,ჩაფიქრებულა ღამე,
და პატარა ვარსკვლავები,ჩამოკიდულან ცაზე...’’
მღეროდა მეორე ხმაში, მე ავყევი პირველში და ასე შევქმენით დაუვიწყარი ტრიო....
კიდევ დიდი ხანი ვიჯექით, ვსვავდით,ვლაპარაკობდით, ვმღეროდით... საოცარი საღამო გამოვიდა... ლუკა აღარ იყო გულქვა... მე აღარ ვიყავი ბავშვი... უცნაურია..
მერე აიჩემეს გინდათუარა უნდა წავიდეთო და წავიდნენ.. ყველანი ერთმანეთს ‘’ჩავეკონეთ’’ და დავემშვიდობეთ.
-შენი მეგობრები მართლა კარგები არიან...-ვუთხარი ლუკას როცა წავიდნენ...ლუკა მომიბრუნდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-ერთი თვე მაინც გავჩერდეთ ერთად, მერე განვქორწინდეთ... შენ სწავლას გააგრძელებ... მე სამსახურს... ეხლა ერთთვიანი შვებულება მაქ და მერე ორივენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
ჩემს სააბაზანოში შევედი... წყალი გადავივლე და ცივ საწოლში შევწექი.
-ერთ თვეში ისევ ისე ვიქნები როგორც ადრე-ბედნიერების მორევში ჩაფლულს მალევე ჩამეძინა...
______________________________________________________________
ბოდიშით თუ ტექსტში რამე შეცდომები დავუშვი... დიდი მადლობა ვინც ჩემს მოთხრობას კითხულობს... მიყვარხართ ყველა)))



№1  offline წევრი xatiaa

Vატყობ ამ ერთ თვეში ამათ ერთმანეთი შეუყვარდებათ:-! Aუ ძაან მაინტერესებს ეს გოგო ძალით რატო გაათხოვეს და გთხოვ ამაში გამარკვიე...ველოდები ახალ თავს:-* შესანიშნავი ხარ:-*

 


№2  offline წევრი Anime

მადლობ რომ დადებითად შემფასე <3 რაც შეეხება თაკოს გათხოვების მიზეზს, ამას მაშინ გაიგებთ როდესაც მოთხრობა დასასრულს მიუახლოვდება <3
--------------------
By Anime))

 


№3  offline წევრი ხატული♥

კარგიაა მალე გააგრძელეე wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent