შენმა სიკვდილმა გამაძლიერა! (თავი 1)
ეს ყველაფერი ღამის 11 საათზე დაიწყო, როდესაც გოგონებს შორის შეკამათებისას ჩემი და მძიმედ დაიჭრა, ის მსხვერპლი იყო ამ ყველაფრის,მსხვერპლი აგვისტოს ღამისა.. თვალწინ დაეცა მიწაზე, მისი სისხლით შეიღება ქუჩის ფილაქნები, მისგან მხოლოდ ესღა მახსოვს, მისი ბოლო სიტყვები „ ალექსანდრე დედას და მამას უთხარი რომ მიყვარს და თავს მიხედეთ!“ არავინ იცოდა ვინ იყო მკვლელი, რა მოხდა სინამდვილეში, ის ხომ მხოლოდ მსხვერპლი და უდანაშაულო ადამიანი იყო, სულ პატარა 14 წლის ქრისტინე წავიდა ამქვეყნიდან მაგრამ ჩემს გულში მუდამ დარჩება! დაკრძალვის შემდეგ ყველამ მიივიწყა ეს ამბავი, მხოლოდ რამოდენიმეს გვახსოვდა, ის გოგონები რომლებიც ქუჩაში უამრავჯერ მხვდებოდნენ მისამძიმრებდნენ, არავინ იცოდა სინამდვილეში რამოხდა.. მე კი ვცდილობდი მკვლელი ამომეცნო, გამეგო ვისი დანა მოხვდა ქრისტინეს გულში.. ამაში ჩემი ძმაკაცი სანდრო მეხმარებოდა, ისიც ცდილობდა რაიმე გაეგო ამის შესახებ.. -ნუ ნერვიულობ ამდენს, აუცილებლად ვიპოვით და დასჯით იმ გოგოს! (სანდრო) -მე არავის დასჯა მინდა სანდრიკ, მხოლოდ კითხვა მაქვს „რატომ მაინც და მაინც ჩემი და?“ ის ხომ ჯერ პატარა იყო, არაფერი გაეგებოდა ცხოვრების , ახლა სწავლობდა ბედნიერებას... -მესმის შენი ალექს მაგრამ უნდა დამშვიდდე ასე არაფერი გამოვა... ხომ არ ჯობია პოლიციას ვაცნობოთ? -არა! არავინ მინდა ეს გაიგოს! რაღათქმაუნდა დედა და მამაც რთულ პერიოდში იყვნენ მაგრამ არც მათ იცოდნენ სინამდვილეში რა მოხდა, ექიმებმა გულის პრობლემა დაადგინეს ასერომ სიმართლე არც მათ გაუგიათ, ჰო მართლა სულ დამავიწყდა მე 17 წლის ვარ.. ერთ დღეს ყველა ის გოგო დავიბარე, რომლებიც ჩხუბის დროს იმ დაწყევლილ ადგილას იყვნენ, ერთის გარდა ყველა მოვიდა, თქვეს გამოცდები აქვს და ვერ მოახერხა მოსვლაო.. -მე მინდა ვიპოვო ჩემი დის „მკვლელი“ მინდა გავიგო ვინ ჩაიდინა ეს, მაგრამ არ ვაპირებ პოლიციაში დასმენას, არც მე ვიზავ რამეს, მხოლოდ ისმინდა გავიგო ვინიყო.. და ვკითხო რატომ.. -პოლიციას რატომ არაფერს შეატყობინებ? (ერთ-ერთი გოგო) -იმიტომ რომ ეს შემთხვევითობა იყო, უბრალოდ თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს, რატომ მაინც და მაიცნ ქრისტინე... ამ კითხვას სანამ არ დავიკმაყოფილებ მანამდე გამოძიებას არ შევწყვეტ.. არავის არაფერი უთქვია, ყველა გაჩუნდა, იგივე სიწყნარე იყო როგორიც მაშინ, ღამე სისხლის დაღვრის შემდეგ.. ამის შემდეგ სიგარეტის მოწევას მოვუმატე, სკოლაში ყველა თბილი გახდა ჩემს მიმართ, რაც მაღიზიანებდა, მათი პირფერობა გულს მირევდა, ვერავინ შეძლებდა ჩემი დის ადგილის დაკავებას და მათი ყველა მცდელობა უშედეგო იყო.. მე კი დაფიცებული მქონდა რომ ყველაფერს გავარკვევდი სიცოცხლის ფასადაც რომ დამჯდომოდა.. პ.ს ესეც ახალი ისტორია.. მოგწონთ? შემდეგში უფრო დიდ თავს დავდებ ეს შემზადების ეტაპი იყო.. იმედია მოგეწონებათ.. იაქტიურეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.