შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მთელი ხმით ვიყვირო: შემიყვარდი ! მეშინია მარტოობის !


6-05-2015, 18:42
ავტორი SweetDemon
ნანახია 2 715

ისინი სადარბაზოს შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს.
მარი შედიოდა, ზურა გამოდიოდა.
მარი ექვსი თვის უნახავ ქმარს ხედავდა ზურა კი მიტოვებულ ცოლს.
მარის სიყვარულის,ზიზღის,მონატრების გრძნობამ ერთად დაუარო სხეულში.ზურას -სისხლი გაეყინა.
ერთმანეთს გაუსწორდნენ . წამით შეჩერდნენ, თითქოს თვალებით მიესალმნენო და მარიმ სევდა ნარევი ხმით ჰკითხა:
-ამაღამაც არ მოხვალ შინ ?
ჩემოდნებით დატვირთული ზურა მანქანას მიუახლოვდა.
მარიასაბარბაზოში შევიდა.

ღამის 12 საათი.
ზარის ხმა.
მარიმ იცნო
გააღო
ზურა კარებთან იდგა.

***
24 აპრილი. ერისთავების ოჯახში ჩვეული ხმაურით გათენდა ახალი დილა. ოჯახის უფროსი უკვე დიდი ხანია წასულიყო ხოლო ნანა ყველანაირად ცდილობდა ბავშვების გაღვიძებას. მარია მე-11 კლასსში სწავლობდა . სიმართლე რომ გითხრათ თავი არასდროს მოუკლია სწავლით. არა მასწავლებლები კი ამბობდნენ რომ, ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო მაგრამ , მაინც და მაინც არასდროს შეუწუხებია თავი გაკვეთილებს ჩაკირკიტებოდა და თავისუფალი დრო ამაზე დაეხარჯა , თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები აიღო და სწორედ მისი შედეგების წყალობით მოიპოვა არდადეგების მეგობრებთან ერთად გატარების უფლება . თავის თავზე დიდი წარმოდგენა არასდროს ქონია იმის მიუხედავად რომ , სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგო იყო და მთელი ქალაქი ფეხებქვეშ ეგებოდა. ერთადერთი რაზეც 24 საათი ფიქრობდა გართობა იყო . სადაქალო კიდევ თავისზე უფრო გადარეული ყავდა ნინი მისი ძუძუმტე იყო ნანა კი სკოლაში შეძენილი ”პადრუგა” გახლდათ.
ზურა რომ გაიცნო იმ საღამოს ის და მარიამი ნანასთან იყვნენ ასული . მეორე დღეს ბათუმში მიდიოდნენ ასე რომ ბოლო დღის გატარებას ძალიან მხიარულად აპირებდნენ . საღამოს დათო,გიორგი და ზურაც ავიდნენ. ზურას თავდაპიველად თვალი სარკეში მოჰკრა. ზურა მეტისმეტად გამხდარი, ქერა და ნათელთვალება ბიჭი იყო . ”ნამდვილად არშემეფერება, არაა ჩემი გემოვნების ” - გაიფიქრა მარიამ და მისკენ გაიხედა .
ზურას არ შეუმჩნევია გოგო სიმღერით ჩაესვენა სავარძელში , გონზე კი ნანას ჩახველებამ მოიყვანა , ისეთი გამომეტყველება მიიღო გეგონებოდა ვიღაცამ დანაშაულზე წაასწრო ეს კი ეხა ნანობსო.

-გაიცანით ერთმანეთი
-მარიამი
-ზურა. მარიამ თქვენ ძალიან ლამაზი გოგო ხართ
-ვიცი ზურა.
-მარიამ მე თქვენ..
-ზურა ... მოდი წაგვიკითხე რამე
-კარგი, ოღონდ სინათლეები ჩაქვრეთ და სანთლები აანთეთ.

ოთახში სინათლეები ჩაქვრა. კარებთან მარიამი იდგა სანთლით ხელში. ის წმინდა მარიამს წააგავდა . ზურა ლექსს წმინდა მარიამზე კითხულობდა წმინდა იყო მისთვის ორივე მარიამი და ორივეს უმღეროდა.

ნანა ტიროდა !
დათო ტიროდა!
ნინო ტიროდა !
გიო ტიროდა !
სანთლები ? სანთლებიც კი ტიროდნენ. მხოლოდ მარიამი არ ტიროდა ზურამ ლექსის კითხვა დაამთავრა და მარის კითხა:

-მოგეწონა მარიამ ?
-არა ზურა !
-ეს შენს გარდა არავის უთქვამს
-აი მე კი გეუბნები.

***

მართა ერთი საათის შემდეგ წამოვიდა ნანადან . ზურასთან გამოლაპარაკებამ ცოტა არ იყოს გუნება წაუხდინა . უხალისოდ ჩაირბინა კიბეები და წვიმაში გავიდა. წვიმიანი საღამოს ჰაერს ხარბად ისუნთქავდა გადაწყვიტა , ფეხით გაევლო. ფეხით სიარული ყველაზე მეტად უყვარდა მით უმეტეს ესეთ ამინდში. თავს უკვე კარგად გრძნობდა და ზურაც სულ მთლად გადაავიწყდა . მალე სახლისკენ გაემართა . სადღაც შორს კი შუქი ციმციმებდა.

მეორე დილით მაღვიძარას ხმამ გააღვიძა. გამთენიო იქნებოდა . სიკვდილამდე სძულდა ასე ადრე გაღვიძება თუმცა ისე უხაროდა ბათუმში ყოფნა რომ ამის ატანაც შეეძლო. კარგა ხანს გულდასმით აკვირდებოდა სარკეს.
გოგოებს 8 საათზე უნდა გამოევლოთ ახლა კი 7 საათი იყო ასე რომ მშვენივრად შეეძლო თავი მოეწესრიგებინა.
სააბაზანოში შევიდა , დაიხარა და ის იყო სახე უნდა დაებანა , რომ მობილურის ზარი გაისმა

-ალო , გისმენთ
-მარია შენ ხარ ?
-დიახ, მოხდა რამე ?
-მარია... ნინიმ თავი მოიკლა...
მართა კარებთან ჩაიკეცა, მას ხომ ძლიერ უყვარდა ნინო.



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაი იყო ველი ახალ ტავს მარა ცოტა ვერ გავიგე რა მოხდა ზურა დად მარი ცოლ ქმარნი იყვნენ და მერე მათ გაცნობას ყვები?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent