შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი (მეორე ნაწილი)


6-05-2015, 19:09
ავტორი salomee
ნანახია 4 040

-სანდრო, წავიყვანოთ რა ექიმთან. - ნერვიულად გადახედა ანამ ქმრის ბიძაშვილს.
-რამდენი აქვს სიცხე?
-ორმოცს აკლია ერთი ხაზი.
-კაი მიდი ჩააცვი შენ და წავიდეთ.


-პედიატრი სად ვიპოვოთ? - თავაზიანად იკითხა მიმღებში ანამ.
-მეორე სართულზე, მეთვრამეტე ოთახში, ეკატერინე იკითხეთ.
-სანდრო, შემოხვალ? - კითხა ნაკაშიძეს, როგორც კი მეთვრამეტე ოთახს მიუახლოვდნენ.
-არა. აქ დაგელოდებით.

***
იმ დღეს ზედმეტად ბევრი პაციენტი მყავდა. საშინლად გადავიღალე, მაგრამ ორი საათი მაინც მომიწევდა მუშაობა. თეთრი ხალათი შევისწორე და ზუსტად იმ წამს დააკაკუნეს კარზე. მეც მოკრძალებულად გავძახე, მობრძანდით-თქო და სკამზე გავსწორდი.
-გამარჯობა. - მომესალმა ახალგაზრდა გოგო და 5-6 წლის ბავშვთან ერთად ჩემს მიერ მითითებულ საკმზე ჩამოჯდა.
-აბა რა ქვია ამ მაგარ ბიჭს და რა აწუხებს? - ბავშვს გავუღიმე მე.
-ანდრეა ქვია. მაღალი სიცხეები აქვს უკვე ორი დღეა, ახველებს და ცხვირშიც გაჭედილია.
-ფილტვები არ მომწონს რაღაც. - ბავშვის გასინჯვის შემდეგ ვთქვი, - ქვემოთ ჩაბრძანდით და სურათი გადაუღეთ.
-კარგით. - სწრაფად დამიქნია თავი გოგონამ და ბავშვს უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები.
-გვარი მითხარით ანდრეასი.
-ნაკაშიძე.
რამდენიმე წამით გავჩერდი. როგორ მიყვარდა ეს გვარი. ახლა ეს ბავშვი, რომ სანდროს შვილი იყოს. რა უცნაური დამთხვევა იქნება, რვა წლის მერე მის შვილს რომ ვმკურნალობდე. სისულელე! რა უცნაური ფიქრები მაწუხებს ღმერთო.
-თქვენ დედა ხართ? - ვკითხე ისევ მე.
-დიახ. ანა კაკაბაძე.
-კარგით ანა, გადაუღეთ და მერე ჩემთან გელოდებით.
ბავშვს ფილტვების ანთების დაწყებითი სტადია აღმოაჩნდა. მეც წამლები გამოვუწერე, მითითებებიც მივეცი და ერთ კვირაში დავიბარე ანდრეა ნაკაშიძე.

***
-იმედია სახეზე გახსოვარ.- აღშფოთებულმა ჩამკივლა ანომ ტელეფონში.
-ძაან მენატრებით.
-ამ შენი სამსახურის გადამკიდე, ბოლოს როდის გნახე, არ მახსოვს. - ნაწყენი იყო ის.
-დღეს გამოვალ. - დარწმუნებით ვუთხარი.
-კაი გელოდებით. გკოცნი.
მართლა კარგა ხანია არ მინახავს ჩემი გოგოები. საერთოდ ვეღარ ვიცლი. სამსახურის მერე ისეთი დაღლილი ვარ, არაფრის თავი აღარ მაქვს, პირდაპირ ვიძინებ. ხანდახან ვუფიქრდები და ისეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, შეიძლება შეიშალო! სამსახური, სახლი, სამსახური, სახლი, ხანდახან ჩემი გოგოები, სახლი, სამსახური, სახლი...
სამედიცინოზე რომ ვაბარებდი რა მეგონა?!
ხანხან ისე მენატრება 8 წლის წინანდელი ჩემი ცხოვრება, ვჯდები და კარგად, თვალების დასიებამდე ვტირი.

-თქვენ იცით დღეს ვინ იყო ჩემი პაციენტი? - გადავხედე გოგოებს.
-ვინ? - ვეღარ ითმენდა ანო.
-ანდრეა ნაკაშიძე.
-ვინმეა სანდროსი? - თვალებგაფართოებულმა მკითხა სალომემ.
-არა. უფრო სწორად, არ ვიცი. ვფიქრობდი შვილი ხო არაა-მეთქი, მაგრამ შანსი არაა, არ ეყოლება არც ცოლი და არც შვილი. - დარწმუნებით ვთქვი მე და ყავა მოვსვი.
-რატო არ ეყოლება? კატო ყველაფერი შეიძლება, ამიტომ დანამდვილებით ნურაფერს იტყვი. - გამაფრთხილა ანომ და მანაც მომბაძა.
-არ ვიცი, არ ვიცი. ხანხან ისე მენატრება, მგონია ვგიჟდები.
-ამდენი ხნის მერე, წარმოგიდგენია? - რაღაცნაირად გადახედა სალომეს.
-უყვარს.
-ხო, ისევ. - დასკვნა გამომიტანეს ჩემმა გოგოებმა.
-და მაინც, ძაან არასწორად მოიქცა ეგ ბიჭი. - ღრმად ამოისუნთქა სალომემ.
-მიყვარს, ისევ. - დავეთანხმე მეც და თვალებზე ცრემლები მომადგა. - მე კიდევ ერთადერთი, ვისაც ამდენი წელია მართლა გულწრფელად ვუყვარვარ დაჩია.
-ვაიმე, ზუსტად ოცი წელია. - სახეზე ხელები აიფარა ანომ.
-მე მაინც ატანა არ მაქვს მაგ ბიჭის.
-სანდროზე ერთგული მაინცაა. - ხმაგაბზარულმა ძლივს ვთქვი მე და მთელი ძალით მოვუჭირე ყავის ჭიქას თითები.
-აუ, დღეს ჩემთან სამსახურში იცით რა მოხდა?...- სწრაფად გადაიტანა თემა ანომ, როგორც კი ჩემი ცრემლები შეამჩნია. მეც მაშინვე მოვიწმინდე თვალები და ანოს საინტერესო ამბის მოსმენა გავაგრძელე.



***
-სანდრიკ, რას შვრებით? - სკაიპში დაურეკა მისმა ბიძაშვილმა - გიორგიმ.
-რავი, შენ რას შვრები? - გადაწყვეტილი ქონდა არ ეთქვა ანდრეას ავადმყოფობის შესახებ და ყველანაირად მშვიდად ყოფილიყო გერმანიაში, მივლინებაში წასული ბიძაშვილი.
-ეხლა მოვედი. სად არიან ჩემები? - გაიღიმა გიორგიმ.
-ძინავთ. - სწრაფად უპასუხა სანდრომ და მანაც ნაძალადევად გაუღიმა.
-რო გაიღვიძებენ დამირეკეთ. გკოცნით.
-ჩვენც. - საუბარი დაასრულეს ნაკაშიძეებმა და სანდროც მაშინვე გაემართა ანდრეას ოთახისკენ.
-კიდე აქ სიცხე? - შუბლზე ხელი დაადო ანდრეას.
-ეხლა დაუწია. ძაან კარგი ექიმი იყო ის გოგო.
-ერთ კვირაში უნდა მივიდეთ, ხო?
-ხო აუცილებლად.
-მე გავალ რა, ბიჭები უნდა ვნახო. ხო არ გინდათ რამე?
-არა სანდრო, წადი. ისედაც, რაც გიორგი წავიდა საერთოდ ვეღარ ერთობი.
-კაი ანა, რაა. ხო იცი არ მიყ...
-ვიცი, ვიცი. - გაუღიმა კაკაბაძემ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.


***
-ანა, მიდი შედით თქვენ. მოვწევ და 5 წუთში შემოვალ მეც.
-კაი სანდრო.
***
-გამარჯობაა. - მივესალმე ანდრეას და დედამისს. - როგორ არის ჩემი პაციენტი, აბა?
-გუშინ საერთოდ არ ქონია სიცხე, დღეს 37 ქონდა, ცხვირში გაჭედილი აღარ არის და ისეც აღარ ახველებს.
-ძალიან კარგი, ანდრეა. - გავუღიმე მე და გავსინჯე. - მოკლედ, წამლებმა იმოქმედა რა თქმა უნდა, ბოლომდე არ აქვს მორჩენილი და კიდევ უნდა გამოგიწეროთ რაღაცები. ერთხელ მოგიწევთ მოსვლა.
-დიახ, რა პრობლემაა.
ის იყო, პასტა ავიღე და წამლების წერა უნდა დამეწყო, რომ კარზე დააკაკუნეს.
არ ვიცი, როგორ, რატომ ან რანაირად ხდება ასეთი დამთხვევები.
გინდ დაიჯერეთ და გინდ - არა.
კარი გაიღო და ჩემს კაბინეტში სანდრო ნაკაშიძე შემოვიდა.
მე მიტკლისფერი დამედო და უბრალოდ არ ვიცოდი რა მექნა. არანაკლები რეაქცია ქონდა ნაკაშიძესაც. მიყურებდა. პირდაპირ - თვალებში. ზუსტად ისე, როგორც რვა წლის წინ იცოდა.
-სანდრო, აი დაგვიწერს წამლებს და წავიდეთ. - ხმამ გამოგვაფხიზლა და სანდრომაც მაშინვა გადაიტანა მზერა ანაზე.
-მიდი მანქანაში ჩასხედით და მე წამოვიღებ ფურცელს.
კარგიო - დაეთანხმა ანა. მე ღიმილით დამემშვიდობა და ბავშვთან ერთად დატოვა იქაურობა.
მე ისევ ფურცელს მივუბრუნდი და მაინც ვგრძნობდი, როგორ არ მაშორებდა თვალს ნაკაშიძე. ხელი მიკანკალებდა და რას ვწერდი, თვითონაც არ ვიცი. ბოლოს განერვიულებულმა ხმაურიანად დავდე მაგიდაზე პასტა და სანდროს შევხედე.
-როგორ ხარ კატო? - სევდიანად გამიღიმა მან.
-ნორმალურად. - თვალი თვალში გავუყარე მე. მთელი გულით მომინდა ის ეგრძნო, რაც მე მაშინ მაგრძნობინა, რვა წლის წინ.
წყალი მოვსვი და ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე - დასამშვიდებლად. მერე ისევ ავიღე კალამი და წამლების წერა გავაგრძელე.
ანდრეა მისი შვილი იყო - ეს ფაქტი იყო, შესაბამისად ანა - ცოლი. ახლა ისე მინდოდა ტირილი, როგორც არასდროს. ისე მეზიზღებოდა ნაკაშიძე, ამისთვის რომ გამიმეტა, როგორც არასდროს. და ისე მენატრებოდა, როგორც არასდროს.
თვალები ცრემლებით ამევსო და ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. რაღაც დარტყმის ხმა გავიგე და ელვის სისწრაფით ავწიე თავი. ასეთი განერვიულებული სანდრო მაშინაც არ იყო, როცა თაკოს ამბავი გავიგე.
-საერთოდ არ ვიცი რა გითხრა. - კიდევ ერთხელ მიარტყა მუშტი კედელს და ამღვრეულმა გამომხედა.
-აუცილებელია რამე თქვა? - სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები მე.
-კი, აუცილებელია!
-ახლა აღარაფერს აქვს აზრი...სანდრო.
რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გავაწყვეტინე
-ეს აიღე - წამლების ფურცელი გავუწოდე, - და წადი.
რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე ფურცელი გამომართვა და უხმაუროდ დაკეტა კარი.


***
სრულად მინდოდა დამედო მეორე ნაწილიც, მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ ვერ დავდებდი და თქვენს ლოდინს ისევ თავებად დადება ვამჯობინე. ძაან არ გავწელავ. მადლობა, რომ კითხულობთ! იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი mariami12

შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა როცა დავინახე . როგორ გამოვხატოვმატრამ ძალიან მომწონს ძალიან მაგრამ გეხვეწები ბანალირად არ განავითარო რაა ანი იმას ვგულისხმობ რა ვაპატიალე ეჰეევე ჩავეხუტე და რაგახ ცოტა აწვალოს :D ძაან მაგარი ხარ :*6*

 


№2  offline წევრი ninee

dzaan kaiaa da male dadee shemdegii :-*

 


№3  offline წევრი salomee

mariami12
შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა როცა დავინახე . როგორ გამოვხატოვმატრამ ძალიან მომწონს ძალიან მაგრამ გეხვეწები ბანალირად არ განავითარო რაა ანი იმას ვგულისხმობ რა ვაპატიალე ეჰეევე ჩავეხუტე და რაგახ ცოტა აწვალოს :D ძაან მაგარი ხარ :*6*

Ahaha aravitar shemtxvevashi ar ikneba raime msgavsi!! Didi madlobaaa❤
ninee
dzaan kaiaa da male dadee shemdegii :-*

Mixaria rom mogwons❤

 


№4  offline წევრი Tini Gadrani

Didi dade upro(((((

 


№5  offline წევრი ხატული♥

მალე დადეე love კარგი იყოო wink

 


№6  offline წევრი salomee

Tini Gadrani
Didi dade upro(((((

ხატული♥
მალე დადეე love კარგი იყოო wink

Madlobt❤dges an xval davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent