შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილიდან სიყვარულამდე (სრულად)


6-05-2015, 22:25
ავტორი ROLIKA
ნანახია 6 160

წვიმაში გაჩერებაზე ვიდექი, ავტობუსს ველოდებოდი, უკვე 15წუთით დაიგვიანა, მე კი სულ დავსველდი, გზაზე მოხუცი ქალი დავინახე, ჯოხით ხელში, რომელიც გადმოსვლას ცდილობდა, მაგრამ გზას არ უთმობდნენ, გზის მოპირდაპირე მხარეს გადავედი და ქალს გზაზე გადმოსვლაში დავეხმარე, დიდი ჩანთა ეკავა, როცა გადმოვიყვანე მადლობა გადამიხადა და გზა გააგრძელა. ნერვები მეშლებოდა მძღოლებზე, ხედავ მოდის მოხუცი, ელემენტარული ზრდილობა, ჰო შეიძლებოდა დაეთმოთ გზა, მაგრამ არამც და არამც! ავტობუსი ძლივსძლივობით მოღოღდა, ჩავჯექი და სახლისკენ წავედი, გაწუწული შევედი
-ვაიმე ანუკა შვილო ეს რა დღეში ჩავარდნილხარ, ჰო გითხარი ქოლგა წაიღე-მეთქი
-კარგი რა ნათია, რადროს ქოლგის ტარებაა, ჰო იცი არ მიყვარს
-მაშინ ქუდი დაგეხურა
-მაგას ჰო საერთოდ, მომკალი და არ გავიკარებ
-გაცივდები და ნახავ მერე
-გავცივდე, თბილად მაინც არ ჩავიცმევ-ვთქვი და სააბაზანოში ხელების დასაბანად შევედი, როგორ კი გამოვედი მაგიდას მივუჯექი და ჩემს საყვარელ ნუგბარს ვტაცე ხელი.
-საჭმელი ჭამე გოგო ჯერ
-არ მშია
-მომაკვლევინებ თავს
-მამა როდის ჩამოდის თბილისიდან?
-არ ვიცი, ჰო იცი არა ისედაც თვეში 2ჯერ ვნახულობთ
-ვიცი და მომენატრა, მიტომ გკითხე
-ჰო, ვიცი შვილო, მეც მეცოდება ოჯახს მოწყვეტილი, მაგრამ სხვა რა გზაა
ყურადღება აღარ მივაქციე, შოკოლადი ,,ცოტა" მოვტეხე და კარებისკენ წავედი
-მომაკვლევინებ ანა თავს
-რატო?
-რა ამბავია გოგო?
-გენანება ჰო?-წარბაწეული გავხედე
-მენანება კი არა მაგ კბილებსაც მოისპობ და მერე იტყვი რა მსუქანი ვარო
-ვჭამ და არ ვსუქდები-გამოტენილი პირით ვუთხარი, ვაკოცე და სახლიდან გავედი.მეორე დღეს ისევ იმ გაჩერებაზე ვიდექი, ისევ წვიმდა, ისევ საშინელი სუსხი, ავტობუსში ავედი და ადგილი დავიკავე, დაახლოებით რამოდენიმე გაჩერების შემდეგ ავტობუსში ჩემთვის უკვე ,,კარგად" ნაცნობი მოხუცი ამოვიდა, შემამჩნია და გამიღიმა, მეც სწრაფად წამოვდექი და ადგილი დავუთმე
-გაიხარე შვილო, ღმერთმა გაგზარდოს
-მადლობთ-თავაზიანად გავუღიმე
-რა გქვია გენაცვალე?
-ანა,ანუკას მეძახიან
-სასიამოვნოა ანასტასია-თავი დამიკრა და ფეხზე წამოდგა, ისევ ის ჩანთა და იგივე ტანსაცმელები ეცვა, ჩანთა ძლივს ჩააცოცა ავტობუსიდან, შემეცოდა ფული გადავუხადე მძღოლს და ქალს ჩავყევი ძირს
-ანასტასია, რატომ ჩამოხვედი?
-ვიფიქრე დახმარება არ აწყენდა-მეთქი, მომაწოდეთ მიგატანინებთ სახლამდე
-გაიხარე შვილო..გზას მივუყვებოდით, მივადექით კორპუსს
-შვილო, აი, აქ ვცხოვრობ ავიტან ახლა მე
-არა რას ამბობთ, წამობრძანდით აგატანინებთ, რომელ სართულზე?
-მეოთხე
-კარგით, წინ მე მივდიოდი, ბებო უკან მომყვებოდა
-აი აქ დააკაკუნე შვილო-მითხრა ზურგს უკან მდგარმა, კარებზე ზარი მივეცი
-მგონი არ ესმით-ვთქვი და ისევ მივეცი ზარი, ჩანთები კი ძირს დავდე, კარები მაღალმა ბიჭმა გააღო, კუშტად ჰქონდა შეკრული წარბები,
-აი ბებო, თქვენი შვილიშვილი შეგატანინებთ ჩანთებს-მივაბრუნე თავი და თვალები შუბლს აცდა! ღმერთო რა ხდება? მერე წინ გავიხედე, ბიჭი გაკვირვებული იყურებოდა
-ბებო-ვთქვი და ჩანთას დავხედე, მაგრამ სადაა ან ბებო, ან ჩანთები, მე ვცდილობდი ამეხსნა ახალგაზრდასთვის სიტუაცია, მაგრამ დამიბღვირა და მითხრა
-რა გინდა?
-მე..ბებო..ის..ჩანთა..ავტობუსი-ხელებს ჰაერში ვათამაშებდი
-ვერ ხარ ჰო? სახლში დამადექი და ახლა ვერ მიხსნი ვერაფერს, კარგად ბრძანდებოდე-მომიჯახუნა კარები, გაგიჟებული გამოვედი, არც სახელი ვიცოდი ქალის, ან სად გაქრა ასე უცებ? ნუთუ მომატყუა სხვა სართულზე ცხოვრობდა და არ მენდო? მაგრამ ასეთი ქალი არ ჩანდა, რა ვქნა? ვფიქრობდი და თან გზაში მივდიოდი..მთელი ერთი კვირა ვცდილობდი ეს მოხუცი ქალი, რომელიც დაახლოებით 57წლის იქნებოდა მეპოვნა, სულ გაჩერებასთან ვიყავი და ერთი და იგივე ავტობუსში დღეში 10-ჯერ ავდიოდი. უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი ჩემს ნინისთან და გიოსთან ერთად, უკან გიჟივით მოგვზდევდა ლუკა და მარიამი, სიცილით მოვუყვებოდით ქუჩას, კაფეში შევედით, მარტის თვე არის, მარტივით გიჟი ამინდებიც იცის, ხან გამოანათებს, ხანაც გაწვიმდება უსაშველოთ, ჩვენს პარალელ ჯგუფელზე ვსაუბრობდით, რომ უცებ ფანჯრისკენ გავაპარე თვალი, აი ბინგო! ბებო დავინახე სწრაფად წამოვვარდი, ქუჩა გადაიარა, ბავშვები გამომეკიდნენ
-სად მიდიხარ?-მკითხა ნინიმ
-სასწრაფო საქმე მაქ დაგიკავშირდებით და ჩემთან ამოდით მერე
-კაი გაუშვით-თქვა ლუკამ და კაფეში შებრუნდა, მოხუცი ჩიხისკენ მიდიოდა, გზა გადავიარე ჩიხში შევედი, დავინახე, როგორ შეჩერდა და ერთ კარებს ჩააშტერდა, ამ ქალს აქ რა უნდა?
-ეი, ბებო-დავუძახე, კარები გააღო და შევიდა-ბებო,-კიდევ დავუძახე, მეც შევედი კარებში და კაზინოში აღმოვჩნდი, ქალი ვეღარ ვიპოვე, აქეთ-იქეთ ვიყურებოდი, ვცდილობდი მეპოვნა, ბოლოს შესვლა დავაპირე, რომ დაცვამ გამაჩერა
-უკაცრავად, მაგრამ ვერ შეხვალთ თუ ვინმესთან არ ხართ
-მე..მე..-თვალების ცეცება დავიწყე და საჭირო ადამიანს მოვკარი თვალი-აი, მასთან ვარ!-გავიშვირე თითი ბიჭისკენ, უკვე ნაცნობი ბიჭისკენ, აი ცხვირწინ რომ მომიჯახუნა კარები
-ჩვენც გამოგყვებით-განაცხადა იგივემ
-კ..კარ..გი-წინ გავუძეხი და მივუახლოვდი საჭირო ობიექტს,
-ძვირფასო-გამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა, მუჭები შეკრა, მეგონა ახლა დამარტყამდა, ფაქტიურად თვალებით უკვე ჯვარს მაცვა
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-დამიყვირა, დაცვა შეცბა, ერთს მივუახლოვდი და ვუთხარი-გაბრაზებულია, მინდა შევურიგდე-გავუღიმე და მათაც დაგვტოვეს, უკან გამოვბრუნდი და ბებოს მოძებნა დავიწყე, გადავდგი ნაბიჯი და მკლავში მწვდა
-შენ გეკითხები, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-დაებერა ცხვირის ნესტოები
-ბებოს ვეძებ-თვალებით დავიწყე მოხუცის ძებნა
-რომელ ბებოს, ვითომ ჩემს სახლთან, რომ იყო? კარგად ვიცი რასაც აკეთებ, ისიც ვიცი, რომ დამყვები, ისიც ვიცი ვიღაცამ, რომ გამოგიშვა, აღიარე!-ყვიროდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, რაო? რა თქვა? დამყვებიო? ეს ვერაა ჰო?
-შენ თავში ფეხი ხომ არ გააქ? რა შენ დაგყვები ბიჭო, დავინახე მოხუცი და იმასთან მოვედი, რომ შემოვეშვი ამათ, იმიტომ ვთქვი შენზე, თორე შენ ვაბშე ვინ ხარ?-არც კი ვიცი რა დამემართა, თუ ავფეთქდი მტრისას, იშვიათად ვბრაზდები, სულ ვიცინივარ, ამიტომ ჩემი გაბრაზება რთულია, მან კი სწრაფად შეძლო ეს, გამოვბრუნდი და გიჟივით გავვარდი, ნერვები მეშლებოდა, ყველაფერზე და ყოველივე ამაზე, ეს მოხუციც ხან ჩნდება, ხან ქრება, ვინაა საერთოდ? რატომ მოვყავარ ამ ქალს ამ ბიჭთან? ნერვები მეშლებოდა და გზას მივუყვებოდი, აი! კიდევ ერთი, ეს ქალი მეთამაშება?
-ბებო, მოიცადე სალაპარაკო მაქ-უცებ გაჩერდა, არც გამობრუნებულა, დავიბენი, მაგრამ მივუახლოვდი
-ბებო, სად წახვედი იმ დღეს?
-არსად წავსულვარ-მითხრა ისე, რომ არ გამობრუნებულა, მხარზე ხელი დავადე, მშვიდად დაიწყო შემოტრიალება, უეცრად მთელი ძალით რაღაც დამეტაკა და მეც სადღაც შორს გავვარდი, ძლიერი ტკივილი შევიგრძენი..

თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, რაღაც მაკავებდა, საშინლას ვხურდი, დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ხელი ოდნავ ავამოძრავე, მერე თავს გავუჭირვე და თვალები ზანტად გავახილე,ოთახში ექიმკ შემოვიდა
-გილოცავ შვილო, ახლა გაგსინჯავ-მომიახლოვდა გამსინჯა, ყველაფერი შეამოწმა და ოთახი დატოვა, პალატაში ლუკა, გიო, მარი და ნინი.
-ან-ბედნიერი მომვარდა ლუკა-როგორ მომენატრე
-დაო, როგორ ხარ?-ნინიც გამხიარულდა
-რა..რა მოხდა?
-გეძინა-თავი დახარა გიორგიმ
-1 საათი? 2 საათი? 3 დღე თუ რამდენი?
-1წელი -ცრემლმორეულმა მითხრა მარიამმა, რა ვიგრძენი? შოკი, დიდი შოკი
-ღმერთო-აღმომხდა და ცრემლები წამსკდა, არ ვიცი იმ დროს რა გადავიტანე, არც ის მახსოვს რა მოხდა, მაგრამ გახსენებაც არ მინდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, მე იმ მოხუცს ველაპარაკებოდი, რომელიც არც კი ვიცი ვინ იყო, როდის ჩნდებოდა, ქრებოდა, სულ ერთი და იგივე ადამიანთან მივყავდი, აშკარად ბედი მეთამაშება. საავადმყოფოში კიდევ 1 კვირა ვიწექი, სახლში ბედნიერი დავბრუნდი, არც მინდოდა გამეგო რატომ დამემართა ის ყოველივე, აშკარაა ცოცხალი ვარ დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. 1თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, მერე უნივერსიტეტში დავბრუნდი სხვა გზა არ იყო, იგივე კურსიდან გამაგრძელებინეს, ჩემი მეგობრები კი 1 წელში დაამთავრებდნენ მე კი 3-ში, ნერვები მეშლებოდა, თუმცა მამაჩემის დახმარებით გამოცდები ჩავაბარე და მეც მეგობრებთან ერთად განვაგრძე სწავლა. ზაფხული ახლოვდებოდა, გამოცდებიც მოახლოვდა, მაისის თბილი დღე იყო, ნინოსთან და მარიამთან ერთად უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, ტროტუარ მივუყვებოდი, გვერძე გავიხედე და დავინახე! კი, ის იყო! ისევ ის ქალი! თვალებს არ მაშორებდა, უცებ უკან დავიხიე, სახეზე ფერი არ მედო, გოგოებმაც იქეთ გაიხედეს, მერე მე შემომხედეს და ჩემი დაწყნარება სცადეს
-გამაგებიე რას უყურებ
-იმ ქალს-გავიშვირე ხელი
-იქ არავინ დგას
-კი, დგას მე მას ვხედავ
-არა ანა, დაწყნარდი
-არა ვხედავ, თვალს არ მაშორებს-უკვე ტირილს ვიწყებდი, რომ ვიღაცის შეხება ვიგრძენი უკნიდან, გოგოებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს, მეც მივტრიალდი და აი, სიურპრიზიც!
-რა გინდა?-უკმეხად ვუთხარი
-ბოდიში?
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?-მოვიშველიე მისი სიტყვები
-ბოდიში
-რამე გინდა?-ისევ სწერვულად
-გოგო-დამიძახა ნინიმ
-გისმენ
-ჩვენ გვეჩქარება
-ფეხს არ მოიცვლით უჩემოდ, მეც მოვდივარ-ვტაცე ხელი და წამოყვანა ვცადე, მაგრამ არ ინძრეოდნენ
-რას აკეთებთ?-გაკვირვებული ვუყურებდი
-ამ ადამიანს უნდა მოუსმინო-მითხრა მარიამმა და თითით მიმანიშნა მამაკაცზე
-ვის ამას?-ირონიულად გავხედე
-ჰო მაგას, რომელიც მთელი დღეები აღამებდა შენს პალატასთან-თქვა ნინიმ და უეცრად ხელები აიფარა ტუჩებზე-ზედმეტი ვთქვი, წავედით-სტაცა ხელი მარიამს და გახევებული დამტოვეს მასთან ერთად
-უნდა ვილაპარაკოთ
-რა გინდა ჩემგან?
-მე ვიცი ვინ ბებოზე ამბობ
-რა?-ლამის პირი ჩამომივარდა
-ჰო, უნდა ვილაპარაკოთ იქ, სადაც არავინაა-მტაცა ხელი და თავის მანქანაში ჩამსვა
-სად მივდივართ?
-კუსტბაზე
გადმოვედი და იქვე ჩამოვჯექი
-მისმინე-დაიწყო მან, მე კი სმენად ვიქეცი-როცა 14 წლის ვიყავი დამეღუპა ბებო, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, სიგიჟემდე მიყვარდა იგი, ყოველთვის მიგებდა, მეხმარებოდა, როცა დავკარგე, სულ ვნატრულობდი, რომ როდესმე დამსიზმრებოდა,მაგრამ არასდროს, ზუსტას 10 წელი გავიდა მას მერე,იმ დღეს როცა შენ მოდი ჩემთან ბებოს დაბადების დღე იყო, სასაფლაოდან ახაი მოსული ვიყავი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ყველას ჩამოვშორდი და სახლში არავინ მაკითხავდა, მაშინ ვერ მივხვდი ვინ ბებოს ახსენებდი, მერე კაზინოში კიდევ როცა თქვი ბებოო დავეჭვდი და უკან გამოგყევი, დავინახე იდექი შუა ქუჩაში, ხელს ჰაერში წევდი და რაღაცას ამბობდი, დავინახე როგორ მოდიოდა მთელი სისწრაფით მანქანა, გამოვიქეცი, მაგრამ ის უკვე შენ დაგეტაკა ჰაერში იყავი, ძლიერად დაენარცხე ასფალტს, მაშინვე დავრეკე სასწრაფოში და საავადმყოფოში მიგიყვანე, შოკში ვიყავი, ასეთი რამის მომსწრე პირველად გავხდი, სახლში აფორიაქებული დავბრუნდი, პირდაპირ დავენარცხე საწოლს, ჩამეძინა, მაშიმ ვიხილე პირველად ჩემი ნანა, მას ნანა ერქვა, ისევ ისეთი იყო, მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა
-მე გამოგიგზავნე და წავიდა, მაშინვე გამეღვიძა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ცხადი იყო, ის შენზე ამბობდა, მაშინვე გამოვქანდი საავადმყოფოში, სულ მთელი 1 წელიწადი შენს პალატაში ვატარებდი, მაშინ შემიყვარდი იცი? მაშინ ვიგრძენი სიყვარული, რომ ვხედავდი როგორ გეძინა მინდოდა შეგხებოდი, ანგელოზივით იყავი, დაუცველი ანგელოზივით, შემიყვარდი ანა, ჩემო ანასტასია, ერთი ნახვით შემიყვარდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი ამას, ბებომ შენი თავი მე გამომიგზავნა, სულ როცა პატარა ვიყავი მეუბნებოდა, მე სულ შენს გვერდით ვიქნებიო, 1წლის შემდეგ ზუსტად იმ დღეს, შენთვის აპირებდნენ აპარატის გათიშვას, მე კი სასაფლაოზე ვიჯექი, არასდროს ვტიროდი, მაგრამ მაშინ ავტირდი, მეშინოდა, რომ შენ დაგკარგავდი, სასაფლაოზე ვიჯექი და ვეჩხუბებოდი მას, თითქოს მისმენდა, არა ის მისმენდა
-რატომ ბებო? თუ შენ ის მე გამომიგზავნე, მაშინ რატომ მართმევ? მიყვარს, უზომოდ მიყვარს, შენ ჰომ ჩემი გესმის? გთხოვ ის ერთადერთი დამრჩა ნუ წამართმევ-ვყვიროდი მთელი ძალით, მაგრამ არავის ესმოდა ჩემი, საფლავის ქვას დავადე თავი და მოვთქვამდი
- სიგიჟემდე მიყვარხარ ანასტასია, მე ვერ დაგკარგავ ანა!
მაშინვე გამოვქანდი, როცა შემოვედი, მოვედი და შევეხე, შევეხე შენს ნაზ ტუჩებს, ჟრუანტელმა დამიარა ერთიანად, ვიგრძენი როგორ ახურდი, ხელზე გაკოცე, ბედნიერმა გავიღიმე, მან შენი თავი დამიტოვა ანა, მინდა იცოდე, რომ უზომოდ მიყვარხარ, შემიყვარდი ასე, უბრალოდ..
ცრემლები მდიოდა, ნუთუ შეიძლება ასე გიყვარდეს ადამიანი, ნუთუ შეიძლება ეს სასწაული არ იყოს, თუნდაც ,,ის" გრძნობა, რომელსაც სიყვარული ქვია, არც კი ვიცოდი რა მეთქვა, თუმცა ერთი რამ ფაქტი იყო, მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მე ის შემიყვარდა, ასე უბრალოდ და მარტივად..



-ფრთხილად ჩემო ცუღლუტო ბავშვო-დაბუძახე სასაფლაოსკენ სწრაფად მიმავალ ზიზის, ვარდი ნანა ბებოს საფლავზე დადო და თქვა
-დაბანდების დგეს გილოჩავ ნანუნინა ბებო
ბედნიერი გამოიქცა ჩვენსკენ, საბას კისერზე შემოსკუპული ლიზი კი კისკისს არ წყვეტდა
-ძვირფასო, ჩამოუშვი ეგ ცუღლუტი ბავშვი ძირს, ხედავ ზიზულისაც უნდა,
-კარგი ან, აბა ჩამოფრინდა ძირს ლიზაზუნა-სტაცა ხელი და დასვა ძირს, ლიზიკოც გაიქცა ნანა ბებოს საფლავზე, მანაც დადო ვარდი
-მეჩ გილოჩა ბებიკუნა დაბადების დგეშ, იჩი? მე და ჯიჯი 2 წლიშ ვალთ-აწია ზემოთ 2 თითი და ნანა ბებოს სურათს მიადო
-საბა, დემეტრე სად არის?
-მანქანაშია თამაშობს, დაიცა მოვიყვან-გავიდა და რამოდენიმდ წუთში დემესთან ერთად დაბრუნდა
-რაო დედიკო, რას შვებოდი მანქანაში?-ვუჩამიტე ლოყაზე
-სპაიდერდმენს და ბეტმენს ვათამაშებდი
-მეჩ მინდოდა-თქვა ზიზიმ და გაბუსული დადგა
-აბა მამას გოგოები და კაცი, წადით ეხლა მანქანაში გაიქეცით და ჩვენც მოვალთ
-კაი-სიხარულით გაიქცნენ
-დემე, მიხედე შენს დაიკოებს
-აუცილებლად დე, მე ხო დიდი კაჩი ვარ
-გენაცვალოს დედა-ვუთხარი და ვაკოცე
- მამას კაცი-თქვა საბამ
-ჯერ 4-ის არის და როგორ იცავს მის ტყუპებს, რომ გაიზრდება წარმომიდგენია
-ჰო, გახსოვს ეს დღე?-ხელზე მაკოცა საბამ
-კი-ბედნიერი ვუთხარი-მისი დამსახურებაა-ცრემლი მომადგა თვალზე
-მომენატრა-თავი დამადო მუხლებზე..
-მა, დემე გვაჭვალებშ-ტირილით გამოიქცა ზიზი
-მოვდივარ მა-თქვა და გაეკიდა ბავშვს
ბედნიერი წამოვდექი ფეხზე, სასაფლაოს გასასვლელისკენ დავიძარი, მოვბრუნდი, ბედნიერმა გავიღიმე და ვთქვი
-მადლობა-გამოვბრუნდი და სასაფლაოს კარები დავხურე..


დიდი მადლობა ყველას...! იმედია მოგეწონათ..! დიდი მადლობა, რომ კითხულობთ



№1  offline წევრი NataShka()()()

dzalian magarii iyoo momewonaa :* :*
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№2  offline წევრი მარიამი13

ვიტირე :( ძალიან მაგარი ხარ <3

 


№3  offline წევრი ROLIKA

NataShka()()()
dzalian magarii iyoo momewonaa :* :*

Madloba genacvalee gaixaree <3

მარიამი13
ვიტირე :( ძალიან მაგარი ხარ <3

Ugrmesi madlobaa...dzaan dzaan<3

 


№4  offline წევრი ხატული♥

უმაგრესი იყოო wink შემიყვარდა love

 


№5  offline წევრი -tiko))

Vaimee... ai ragac gansxvavebuli da kargi iyo
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი ROLIKA

ხატული♥
უმაგრესი იყოო wink შემიყვარდა love

Madlobaa didi <3 gaixaree :*

-tiko))
Vaimee... ai ragac gansxvavebuli da kargi iyo

Madlobaa didi <333 gamaxaret rom kitxulobt :**

 


№7  offline წევრი Geek Girl

უმაგრესია ცრემლი მომადგა თვალზე

 


№8  offline წევრი ROLIKA

Geek Girl
უმაგრესია ცრემლი მომადგა თვალზე

ვაიმეე უღრმესი მადლობაა <3333 ყველას ძაან დიდი მადლობაა..აი ძალიან მახარებთ

 


№9  offline წევრი anushkaa ))

yochaag !!Dzaliaann momewonaa :*

 


№10  offline წევრი ROLIKA

anushkaa ))
yochaag !!Dzaliaann momewonaa :*

აი ძაან დიდი მადლობაა.. love ენით ვერ გადმოვცემ ისე მიხარია <3 ყველა ძალიან მიყვარხართ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent