შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ "მე"


7-05-2015, 00:55
ავტორი Mariam Holmes
ნანახია 1 832

ჩემი ისტორია თითქმის ორი წლის წინ დაიწყო...
დაიწყო კიდევ ერთი ჩვეულებრივი სასწავლო წელი... გავიცანით ახალი კლასელები... დავმეგობრდით... დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩემმა ერთ-ერთმა ახალმა კლასელმა მომწერა და მომიკითხა, მეც მოკითხვაზე ჩვეულებრივად ვუპასუხე, მაგრამ ვატყობდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მიმოწერა... მე და მას მართლაც კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და მასთან სხვანაირ ურთიერთობაზე არც მიფიქრია. და უცებ მიმოწერისას გამომიტყდა მომწონხარო... არ ვიცოდი რა მეპასუხა, მე ნამდვილად არ მომწონდა და მისთვის სხვა თვალით არც შემიხედავს. ვთხოვე ცოტა ხანი მაცალე და მოვიფიქრებ-მეთქი. იმ დროს სულ სხვა ადამიანზე ვიყავი შეყვარებული და მის გარდა არავინ არ მინდოდა. ოთო მართლა კარგად მექცეოდა, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ და ჩემთან ძალიან თბილი იყო. სულ რამდენიმე დღეს გვქონდა მიმოწერა, მერე კი უარი ვუთხარი ურთიერთობაზე. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი რამ იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი, თუმცა ყველაზე ხშირად ერთი მომენტი მახსენდება.
მახსოვს, 6 ოქტომბერი იყო... მან მომწერა შენს სახლთან ვარ და ერთი წუთით გამოდიო. არ გავედი, მაგრამ იმდენი მთხოვა, რომ ბოლოს მაინც მივედი. სულ ხუთი წუთი ვისაუბრეთ და ვთხოვე სახლში წასულიყო. ბოლოს დავითანხმე. მეგონა სახლში წავიდა და მშვიდად შევედი ჩემს ბიძაშვილთან სახლში, რომელიც ჩემ გვერდით ცხოვრობდა. ცოტა ხანში მომწერა. ვთხოვე ასეთი სისულელე მეორედ აღარ გააკეთო-მეთქი და იცით რა მითხრა? ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აწი გავაკეთებო და მითხრა, ნახევარ საათში გარეთ გამოიხედეო. სახლში მარტო მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით. იმასაც აინტერესებდა რა მოხდებოდა და მეც ძალიან აჟიტირებული ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, გავიდა ნახევარი საათია... გარეთ გავედი... მთელი ქუჩა განათებული იყო... შემეშინდა ძალიან, უცებ ვერ მივხვდი რა მოხდა... კართან მივედი და ვნახე, რომ რაღაცას ეკიდა ცეცხლი... თურმე ნახერხი დაუყრია გულის ფორმით, ბენზინი დაუსხამს და ცეცხლი წაუკიდებია... მე და ჩემმა ბიძაშვილმა ძლივს ჩავაქრეთ, შემეშინდა ვინმემ არ ნახოს-მეთქი, თუმცა მეორე დღეს მაინც ნახა ყველამ ცეცხლის კვალი.
მიუხედავად იმის, რომ იმ დღეს ძალიან შემეშინდა, ამავდროულად, ძალიან ბედნიერიც ვიყავი. მაგრამ მის მიმართ მაინც არაფერს ვგრძნობდი, სამწუხაროდ. სწორედ ამიტომ უარი ვუთხარი.
გავიდა რამდენიმე თვე... მარტის თვე იყო ლექსების წერა რომ დავიწყე. ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, დღეში რამდენიმე ლექსს ვწერდი... ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ მე ოთო მიყვარდა. როცა საკუთარ თავს ამაში გამოვუტყდი, თითქოს მომეშვა, მაგრამ რა უნდა მექნა ეგ კი აღარ ვიცოდი. თან გავიგე, რომ მას სხვა უყვარდა. სხვა გზა არ მქონდა, გარდა მოცდისა.
დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი არ იცვლებოდა. ოთოს შეყვარებული ჰყავდა და მეც ვიცნობდი იმ გოგოს, ვიცნობდი კი არა ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. ვიცოდი, რომ ერთად იყვნენ, მაგრამ იმ გოგოსთან ცუდი ურთიერთობა არასდროს არ მქონია. მერე რა, რომ ოთოს ის უყვარდა, ამის გამო ერთი წამითაც კი არ შემძულებია, პირიქით, მემგონი, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს.
ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, თუმცა სულ მთლად ასე არ იყო... ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელთან ყოფნისასაც ოთოზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მთელი ზაფხული ისე გავიდა, გრძნობებში ვერ გავერკვიე. იყო შემთხვევები, როცა ოთოსთან დიდი დროის გატარება მიწევდა, მაგალითად, სკოლაში, თუმცა სკოლა ზაფხულის დასაწყისში დამთავრდა. კიდევ მქონდა შემთხვევა. როცა მასთან მთელი საღამოს გატარება მომიწია. ეს იყო ბანკეტი, თუმცა არც მიფიქრია, რომ მას ბანკეტზე ვნახავდი. ეს საღამო მართლაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის, რადგან ამ საღამომდე მე და ოთო ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, უბრად ვიყავით. მთელი ბანკეტის განმავლობაში სკამიდან არ ავმდგარვარ და არც სურვილი მქონია ადგომის, მხოლოდ ერთხელ ავდექი, როცა ერთმა ბიჭმა მასთან ერთად ცეკვა მთხოვა. ბოლოს როცა უკვე მთავრდებოდა წვეულება, გარეთ გავედი, დერეფანში ბიჭები ისხდნენ და ოთოც მათ შორის იყო. ისე ჩავიარე მისთვის გამარჯობა რა მითქვამს. ეზოში გავედი, მაგრამ მალევე შევბრუნდი რესტორანში. იმ ბიჭებისთვის ისევ უნდა ჩამევლო, როცა იქ გავიარე „ის“ მომესალმა. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა მაინც მივესალმე. მოვიდა, გადამკოცნა და ერთად გამოვედით დერეფანში. ზუსტად არ მახსოვს რას მეუბნებოდა, ისეთი აღელვებული ვიყავი, არც მესმოდა რას მეუბნებოდა. მაგრამ ვცდილობდი აღელვება არ შემემჩნია. დერეფანში აქეთ-იქით დავდიოთ და ვსაუბრობდით, მერე გარეთ გავედით. ეზოში დავსხედით და იქ გავაგრძელეთ საუბარი. ცოტა შეზარხოშებული იყო და ძალიან სასიამოვნოდ მესაუბრებოდა. არასდროს დამავიწყდება ის ერთი საათი, რაც მასთან საუბარში გავატარე. იმ დღეს მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent