შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1+1! (სრულად)


7-05-2015, 14:59
ავტორი kesoo
ნანახია 14 083

უკმაყოფილოდ გავახილე თვალები და „მოცეკვავე“ ტელეფონს დავხედე.
დიდი სიამოვნებით მოვკლავდი მაგდას ჩემი გაღვიძებისთვის
-ხოო -ძილისგან დაბოხებული და უკმაყოფილო ხმით დავიწყე საუბარი
-რა იყო გეძინა?
-კი სხვათაშორის...
-რა დროს ძილია გოგო 4 საათია
-დაღლილი ვიყავი, გამოცდიდან მოვედი და ეგრევე დავეგდე ლოგინზე
-ხოდა ახლაც სწრაფად ადექი და მოემზადე რა ძაან გთხოვ, ანასტასია გამოიყვანე რა ბაღიდან -თხოვნანარევი ბრძანებით მომმართა მაგდამ
-შენ სად ხარ?
-სამსახურში, ძალიან გთხოვ რაა და საღამომდე შენთან იყოს. არ მიშვებს ბექა, ბევრი სამუშაოაო და ცოდოა ბავშვი 9მდე ბაღში ხომ არ იქნება
-კარგი, კარგი, მე გამოვიყვან ჩემ ანგელოზს...
-და ხარ ... -კმაყოფილი ხმა მომესმა ყურმილში -კაი ახლა გავიქეცი... მიყვარხარ და ბევრი ნაყინი არ აჭამო არ გამიცივდეს ბავშვი
-კარგი ნუ ნერვიულობ შენ, პირველად ხო არ ვიტოვებ?
-პირველად რომ არ იტოვებ მაგიტომ გეუბნები -ორივეს გაგვეცინა

სწრაფად მოვემზადე და ჩემი უსაყვარლესი ნათლულის გამოსაყვანად წავედი. ერთადერთი ბავშვია, რომელზეც ვგიჟდები. რაღაც სასწაულს მმართებს. ისეთი ლამაზი და საყვარელია, მუქი მწვანე თვალებით და შავი ხუჭუჭა თმით. ბავშვის იდეალია...
სანამ მაგდა გათხოვდებოდა მანამდე ვიცოდით, რომ მისი მეჯვარე და პირველი შვილის ნათლია უნდა ვყოფილიყავი. ეს ბედნიერებაც მალევე მხვდა წილად 17 წლის იყო მაგდა გიორგის რომ გაჰყვა. ფაქიურად ერთად გავზარდეთ ანასტასია. სახელი რა თქმა უნდა, როგორც ნათლიამ მე შევურჩიე. როგორც მაგდა მეც ისევე ვუთენებდი ღამეებს ავადყოფნის დროს, ისევე ვტიროდი როგორც ტასუნა, რამე რომ ტკიოდა და მოკლედ, მართალია მე არ გამიჩენია, მაგრამ საკუთარი შვილივით მყავს.
5 საათზე მივედი ტასოს გამოსაყვანად. რომ დამინახა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა და თავისი „უცნაური“ ქართულით გამოხატა სიხარული მაგდას მაგივრად მე რომ მივედი.
-მარიაამ -არასოდეს მომმართავს ნათლიათი. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ დაქალები ვართ. როგორც მაგდა ამბობს, ორივე ერთი ჭკუის ვართ და ერთად უწევს ჩვენი გაზრდა.
-ჩემი ხუჭუჭა გოგო, მოდი ჩავიცვათ და წავიდეთ, დღეს საღამომდე ჩემთან რჩები
-არა, მარიაამ -სასაცილოდ გამობურცვა ტუჩები -ჯერ ლუკას მამამ კაფეში უნდა წაგვიყვანოს ნაყინის საჭმელაად.
-ლუკა ვინაა?
-ჩემი ჯგუფელია. აი ის -თითი გაიშვირა ერთ-ერთი ბავშვისკენ
-კარგი, კარგი. მაგდამ იცის, რომ მივდივართ?
-კიი, გუსინ ვუთხარიიი -ვგიჟდები ამ ბავშვის „გაწელილ“ საუბარზე.
-კარგი წავიდეთ. ლუკას მამა მალე მოვა?
-კი მარიამ, მან ხო კაფეში უნდა წაგვიყვანოოს?
-ნუ, მაშინ რა თქმა უნდა მალე მოვა. -სასაცილოდ გავიკრიჭე და ტასოს გემრიელ ლოყებს დავუწყე კოცნა. სულ გადამავიწყდა სად ვიყავით და ისეთი სიცილი დავიწყეთ ბაღის მასწავლებელს შენიშვნა რომ არ მოეცა ალბათ არც გავჩუმდებოდით.
-აი ლუკას მამიკოო -თითი გაიშვირა კიბეებზე მომავალი მამაკაცისკენ და მისკენ გაიქცა
-ანასტასია, -გულში ჩაიკრა მამაკაცმა ბავში და ხელში აიყვანა -აბა მივდივართ დღეს?
-ირაკლი ბიძია, შეიძლება ჩემი ნათლიაც წავიყვანოთ? ბევრ ნაყინს არ შეგვიჭამს...
-კი, რა თქმა უნდა წავიყვანთ და ბევრი ნაყინიც ვაჭამოთ
-არა, მარიამი ბევრ ნაყინს არ ჭამს, ასე ამბობს ისედაც მსუქანი ვარ და კიდე როგორ გავსუქდეო
„ოპააა, ამ ბავშვს ხომ ენაზე არაფერი დაადგება“
-მამიკოო -ოთახიდან ლუკა გამოიქცა და ისიც კისერზე ჩამოეკიდა მამამისს.
-ჩემი ბიჭი, აბა როგორი დღე გაატარე? -ლოყები დაუკოცნა შვილს.
-ნაყინის საჭმელად ხომ მივდივართ?
-კი, კი ჩამოხტი და წავიდეთ.
ტასო ხელიდან გამოვართვი და ახლა უკვე ჩემს კისერზე მოხვეული ბავშვით გავედით ბაღიდან.
-მაპატიე არ გაგეცანი -ისეთი ღიმილით დამაჯილდოვა ბავშვის ყვირილი რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი -ირაკლი -გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და მსუბუქად შევახე
-მარიამი
-ძალიან სასიამოვნოა
-ჩემთვისაც.
-მანქანით ვარ და ჯერ ნაყინი ვჭამოთ და შემდეგ სახლში გაგიყვანთ კარგი?
-კი რა პრობლემაა
უდარდელად მოვკალათდი ბავშვებთან ერთად უკანა სავარძელზე.
კაფეშიც მალე მივედით და ახლა უკვე აქ მომიწია მაგდას დარიგებების მოსმენა ტელეფონით,ბევრი ნაყინი არ აჭამოვო.
ახლა შევამჩნიე ჩემს პირდაპირ მოკალათებული მამაკაცი როგორი სიმპათიური ყოფილა. დიდი, მუქი ცისფერი თვალები, პატარა სწორი ცხვირი, საშუალო ზომის წითელი ტუჩები სახის საოცარ კომბინაციას ქმნიდა. ნავარჯიშევი სხეულიც აშკარად შესამჩნევი იყო მაისურის მიღმაც კი.
ოთხი შოკოლადის ნაყინი შეუკვეთა და დიდი ცისფერი თვალები ახლა მე მაკვირდებოდნენ.
-თქვენ ანასტასიას ნათლია ხართ ხომ?
-დიახ -ღიმილით დავუქნიე თავი
-ჩემი ნათლია ძალიან ლამაზია -საუბარში ჩაერია ტასო
-კი, ნამდვილად -ღიმილით დაეთანხმა ირაკლი -ძალიან ლამაზი ნათლია გყავს.
-მადლობა -უხერხულად გავუღიმე და ტასო კალთაში ჩავისვი, ნაყინი რომ მეჭმია.
-მე შევჭამ რაა, უკვე დიდი გოგო ვარ -კოვზი ხელიდან გამომართვა და გვერდით სკამზე გადაჯდა. არა ხანდახან რამდენი ტლიკინი უყვარს ამ ბავშვს
-მე და ანასტასია შეყვარებულები ვართ -დუმილი დაარღვია ლუკამ
-ოჰოჰოჰ, როდის მოასწარით? -გადაიხარხარა ირაკლიმ
-ეს ამბავი უჩემოდ რატომ გადაწყვიტე ქალბატონო? -მოჩვენებითი სიბრაზით მივმართე ტასოს
-მარიამ, მე ხომ დიდი გოგო ვაარ -მოთხუპნული პირი გაილოკა
-მე გუშინ ვაკოცე -დაამატა ლუკამ
-ესენი ნახე რა დღეში არიან -სიცილით ვთქვი და ირაკლიც ამყვა
-რო გაიზრდებიან მერე ნახე.
-ჩვენ ერთ სკოლაში უნდა მივიდეთ და რო დავამთავრებთ მერე ცოლად უნდა მოვიყვანო. მანამდე სულ უნდა დავიცვა
-რა ჯენლტმენი ბიჭი ხარ შენ. -ისევ ავკისკისდი
-იცი, -ირაკლის მიუბრუნდა ანასტასია -მარიამსაც უნდა შეყვარებული
-ტასოო -თვალები დავუბრიალე- ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? -როგორ უცბად შეუძლიათ ბავშვებს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდონ
-არაუშავს, არ გაუბრაზდე... -სიცილით თქვა ირაკლიმ
-იცი, მამაჩემსაც უნდა შეყვარებული -ხველა ამიტყდა ამის გაგონებისას.
„მოიცა, მოიცა ამ ბავშვმა რა თქვაა? კი მაგრამ, ლუკას დედა?“ -უხერხულობის თავიდან ასარიდებლად გავიღიმე და ტასოს მოთხუპნული პირი მოვწმინდე.
-თქვენ სწავლობთ? -უხერხული დუმილი დაარღვია ირაკლიმ
-აა, კი, ვსწავლობ. -თავი დავუქნიე
-რა პროფესია?
-საბანკო, საბანკო-საფინანსო
-ძალიან კარგია. რომელ კურსზე ხართ?
-მესამე.
-წარმატებები.
-მადლობთ, მაგრამ თქვენობით მომართვა ცოტა მეუხერხულება
-კარგი, მაშინ შენობით ვისაუბროთ
-ასე აჯობებს -გავუღიმე
-აქამდე რატომ არ მინახიხართ?
-არ ვიცი -მხრები ავიჩეჩე -ტასო რამდენჯერმე გავიყვანე ბაღიდან, მაგრამ ალბათ სხვადასხვა დროს მოვედით
-ხო, ალბათ -თავი დამიქნია და ლოყაზე პატარა ნაჩხვლეტი გაუჩნდა.
„ოუ, ეს უკვე მომწონს...-სიცილით თქვა ალტერ ეგომ-როგორ მომწონს სიცილის დროს ლოყა რომ ეჩხვლიტებათ. -გონებაში დაიწყო მისი შეფასება. არა აშკარად სიმპათიურია ეს ბიჭი, ზედმეტადაც კი. ნეტავ მისი ცოლი სადაა? ან ბავშვმა რატომ თქვა ჩემს მამიკოსაც უნდა შეყვარებულიო. არა ცნობისმოყვარეობას ახლა ვერ დავიკმაყოფილებ. მაგ კითხვის დასმა უხერხული იქნება.
-კიდევ მინდა ნაყინიი -ტასოს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან
-არა, არა, ქალბატონო მეტი აღარ შეიძლება, თორემ გაცივდები და მაგდაც მომკლავს.
-მართალია, ბევრი მოგივათ. -ღიმილით დამეთანხმა ირაკლი. არა ეს მალე ღიმილშიც მაჯობებს. ესეც სულ იღიმის. აქამდე მეგონა მარტო მე ვიყავი როგორც მაგდა ამბობს „კმაყოფილი ღიმილით“ მოსიარულე, ყოველთის ღიმილი რომ მაქვს სახეზე, მაგრამ არც ეს ბიჭი აკლებს.
„უუფ რა სიმპათიურიაა-კიდევ ერთხელ შეათვალიერა ალერ-ეგომ და დასკვნა მომაწოდა. კიდევ კარგი, თორემ თვითონ ვერ მივხვდი.“
ანარიში გადაიხადა და ისევ მანქანისკენ წავედით. როგორც დაგვპირდა სახლში უნდა მივეყვანეთ.
მისამართი ვუკარნახე და 15 წუთში უკვე ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა.
-არ ამოხვალთ? -ისევ ღიმილი ავიკარი სახეზე
-არა, არ შგაწუხებთ, თან სამუშაო მაქვს.
-კარგით, ნაყინისთვის დიდი მადლობა.
-არაფერს -ისევ ის ნაჩხვლეტი ლოყასთან, უკვე ძალიან, ძალიან რომ მომწონს
გამომშვიდობებისას ლუკამ ლოყაზე აკოცა ანასტასიას და მანქანიდან გამოუშვა.
-პატარა რომეო და ჯულიეტა. რა წყვილი ხართ... -ხმამაღლა შევაქე ორივე და გადავიკისკისე
-მართლა ძალიან უხდებიან -სიცილიში ამყვა ირაკლიც
როგორც იქნა „შეყვარებულები“ დამშვიდობებას მორჩნენ და სახლში ავედით
-დედა მოვედიით. -სახლში შესვლისთანავე დავიძახე და ჩანთა და მოსაცმელი საკიდზე დავკიდე
მთელი საღამო ანასტასიას ტიტინს ვუსმენდი და სერიოზულად ამტკივდა მუცლის კუნთები ამდენი სიცილით.
მაგდა მალე რომ არ მოსულიყო ეს ბავშვი ალბათ შემომეჭმებოდა, ისეთი საყვარელია.
-დედიკოო -კარში შემოსვლა არ დააცადა კისერზე ჩამოეკიდა -იცი ჩვენ ირაკლი ბიძიამ ნაყინის სამელად წაგვიყვანა და შოკოლადის ნაყინები გვიყიდა
-ბევრი ხომ არ ჭამე დეე? -მზრუნველად აკოცა შუბლზე და მერე ლოყებიც დაუგემოვნა
-არა, იცი? მერე ირაკლი ბიძიამ სახლამდე მანქანით მოგვიყვანა
-ხოო?
-კი და სახლში რომ ამოვდიოდით მე ლუკას ვაკოცე. დეე, ლუკა ჩემი შეყვარბეულია იცი?
-ქალბატონო? როდის მოასწარით?
-ირაკლი ბიძიამაც ეგ გვკითხა და რას ნიშნაავს? -ერთდროულად ავკისკისდით მე და მაგდა
-არა, ნათლულიც რო დაგასწრებს გათხოვებას რაა -სიცილით მომიბრუნდა მაგდა
-კარგი რაა, ჩემი მეზობელი ლიანა არ მეყოფოდა ახლა შენც დამიწყე
-მაგას რაღა უნდა?
-ვიღაცას მირიგებს და აღარ შემიძლია რაა, გინდა თუ არა უნდა შეგახვედროვო ყოველდღე ამოდის სახლში, უკვე დამღალა.
-შეხვდი მერე შეენც
-ვის გოგო?
-რავი, ვისაც გირიგებს
-რაღა დროს გარიგებაა მაგდუს შენც დაიწყეე?
-კარგი ხო, აბა როგორ იქცეოდა?
-ჩემი ნათლულია, როგორ მოიქცეოდა? -ავკისკისდი -რა თქმა უნდა კარგად
-ნეტა ვინ დაანათლა ეს მეტიჩრობა
-რას უწუნებ ამის მეტოჩრობას ერთი?
-ერთხელაც იქნება რო ჩაგაყენებს უხერხულ მდგომარეობაში ნახავ
-უუფ, დღეს იყო ეგ მდგომარეობა
-რაო რა გააკეთა?
-ირაკლის უთხრა მარიამს შეყვარებულილ უნდა რომ ყავდესო -ორივე გადავბრუნდით სიცილით
-მერე? -ძლივს მოითქვა სული მაგდამ
-მერე ლუკამაც დაამატა მამაჩემსაც უნდაო -ამაზე სულ გაწითლდა სიცილით
-უუფ რა შვილი მყავს -ტასოს ლოყები დააგემოვნა
-ირაკლიმ რაო?
-რავი არაფერი, რა უნდა ეთქვა?
-რა კარგი ბიჭია -ღიმილით თქვა მაგდამ
-ხო, ძალიანსიმპათიურია.
-საწყალი, მარტო ზრდის ბავშვსს
-რატოო?
-მშობიარობას გადაყვა მაგის ცოლი
-უი, რა ცუდია, არადა არაფერი ეტყობოდა
-ვაიმე მარიამ რა უნდა შეტყობოდა -ჩბჟირებულმა ძლივს ამოიღო ხმა
-ნუ რა ვიცი -მეც ავყევი სიცილში
-კარგი, კარგი წავედით, თორე გიო თუ მივიდა სახლში და არ დავხვდით მოგვკლავს
-რას მოკლავს ნეტა ყველას შენნაირი ბუნჩულა ქმარი ყავდეს.
-ეგ ერთადერთია და მე მყავს -სიცილით თქვა მადამ და კისერზე ჩამოკიდებული ბავშვით დაუყვა კიბეებს

რატომღაც მთელი ღამე ირაკლიზე ფიქრი არ ამომდიოდა თავიდან, არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ მისი შვილისადმიდამოკიდებულებით აღვფრთოვანდი. ცოტა მამა თუ შეძლებს შვილის მარტო გაზრდას. მთელი ღამე თვალწინ მედგა მისი ცისფერი თვალები და ჩაჩხვლეტილი ლოყა. დიდი ხანია არცერთ კაცს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება. არა, დიდი ხანი კი არა, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი ფაქტი. მთელი ჩემი ცხოვრების 20 წელი მხოლოდ რაღაც უაზრო ფლირტებით შემოიფარგლებოდა და არაფერი სერიოზული. ალბათ მათი ბრალი იყომ რადგან არავის მიმართ არ გამჩნია ისეთი ინტერესი, როგორც ირაკლის.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა, მაგრამ ძილის წინ რომ აშკარად ირაკლის სახე მელანდებოდა ეგ მახსოვს. მეორე დღეს არსად არ ვიყავი წასასვლელი და ამიტომ მთელი დღე ძილისთვის უნდა დამეთმო ჩემი ჭკუით. მიყვარს როცა სახლიდან არსად გავდივარ და მთელი დღე მძინავს, განსაკუთრებით გამოცდების მერე. გადაღლილი, რომ მივეგდები საწოლზე. მაგრამ ბედნიერება ვინ გაცადა ისევ ტელეფონის ხმამ გამარვიძა.
არა ახლა მართლა მოვკლავ ვინც არ უნდა იყოს.
-გისმენთ -მომაბეზრებლად მივიდე ტელეფონი ყურზე
-გოგო შენ რა კიდე გძინავს?
-რა იყო მაგდუს რატო მაღვიძეებ?
-აუ, რა დროს ძილია გოგო 2 ხდება.
-მაგდა მძინავს და სანამ რამე ჩაგარტი მითხარი რა გინდა
-აუუ მაარ, ისევ ვერ გამოვდივარ სამსახურიდან, გოგო ინვესტორებს ველოდებით თურქეთიდან და იმდენი სამუშაოა ახლა ბექას წამოსვლა, რომ ვთხოვო ბარგსაც ამკიდებს და ისე გამომიშვებს
-კარგი ხო გამოვიყვან დღესაც. კიდე პაემანზე ხომ არ მიდის?
-არა, არამგონია. იცოდე ბევრი ტკბილეული და ნაყინი არ აჭამო
-ვიცი მაგდა ვიცი. წავედი ახლა დავიძინე და ერთ საათში ავდგები
-არ დაგაგვიანდეს რაა
-არა, თვის დროზე მივალ
-გაკოცე ჭკვიანად

ბაღის შესასვლელთან ირაკლის მანქანას მოვკარი თვალი. სახე დავილაგე და ჩვეულებრივად შევედი. ტასოს კლასის კარების ფანჯრიდან ირაკლი, რომ დავინახე ამდენ ბავშვებში დამჯდარი და სახლობანას ეთამაშებოდა სიცილი ვერ შვიკავე და დაკრეჭილს მომიწია ტასოს დაძხება.
-მარიაამ -სირბილით გამოიქცა და ხელები მუცელზე მომხვია.-მარიამ წამოდი რა ვითამაშოთ
-კარგი რა ტასო, რა დროს თამაშია, ჩიცვი და წავიდეთ
-შანსი არაა ვერ გადაურჩები, ჯობია მოხვიდე და ცოტა ხანი ეთამაშო -სიცილით მირჩია ირაკლიმ
-კარგი, კარგი -სიცილით დავიკავე ჩემი ადგილი სათამაშო მაგიდის გვერდით და ირაკლის მივესალმე
-როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა, შენ? -სერიოზულისდაჭერა ვცადე, მაგრამ ისევ გაკრეჭილს მომიწია ირაკლის ყურება აბა როგორ გინდა სიცილი შეიკავო, როცა ამხელა კაცს 190 სანტიმეტრზე მეტი რომაა, პატარა, სათამაშო სკამშია მოთავსებული და სათამაშო ჭიკით სვამს რაღაცას
-მარიამ მე დედა ვარ -თამაშის ახსნა დაიწყო ტასომ -ლუკა მამა და ირაკლი შვილი, ახლა შენც შვილი იქნები
-რა საინტერესო თამაშია. შეიძლება ყავა დავლიოო?
-მარიაამ, ბავშვები ყავას არ სვავეენ -სასაცილოდ გამოებერა ტუჩები
-კარგი, კარგი მაპატიე, მაშინ ირაკლი რასაც სვავს მეც იმას დავლევ
-რძეს მასმევენ
-ფუუ ვერ ვიტაან
-მარიაამ -ისევ დაიწყო ტასომ -რძის დალევა აუცილებელიაა, ყველა დედა ასმევს თავის შვიილს.
-კარგი, მაშინ მეც დავლევ -სათამაშო ფინჯანი მომაწოდა დამეც ვითომ რძეს ვსვავდი სრული სერიოზულობით ჩავები თამაშში.
ჩემი და ირაკლის მშობლები არც ისე მკაცრები აღმოჩნდნენ და შემდეგ ცოტა შოკოლადის ნამცხვარიც გვაჭამეს.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ თამაშსს ოდესმე კიდე თუ ვითამაშებდი -სიცილით ვუთხარი ირაკლის
-და მეე? არც არასდროს მითამაშია
-რაა? არ არსებობს, ბავშვობაში სახლობანა არ გითამაშიაა?
-არაა -ტუჩი მოიკვნიტა
-რა ბავშვობა გქონდაა?
-ჩემი ბავშვობის თამაში ბურთს და იარაღებს უკავშირდებოდა მხოლოდ
-რაა? -სერიოზულად გავიოცე -როგორ შეიძება ეს თამაში ვინმეს არ ქონდეს ნათამაშევი
-ახლა ხომ ვთამაშობ -სიცილით მითხრა და ღმერთო ისევ ეს ნაჩხვლეტი ლოყასთან. მაგიჟეებს
კიდევ რამდენიმე წუთი ვთამაშობდით და „მშობლებს“ ახლა ჩვენი ზოოპარკში გასეირნება მოუვიდათ აზრათ. ირაკლიმაც რა პრობლემაა წავიდეთო და ისე რომ არაფერი მკითხეს სწრაფად წამომადეს ფეხზე და ზოოპარკისკენ წავედით
არა უნდა ვაღიარო ასეთი მზრუნველი მამა არასოდეს მინახავს. ლუკას ისე ექცევა, როგორც ზრდასრულ მეგობარს.საოცარი ურთიერთობა აქვთ მამა-შვილს. ვერც იმას იტყვი, რომ ძალიან განებივრებული და თავხედი ბავშვია, პირიქით საოცრად თბილი და კარგია რაც მხოლოდ ირაკლის დამსახურებაა, როგორც გავიგე ყველას დახმარების გარეშე ზრდის შვილს და საკმაოდ კარგადაც. როცა საჭიროა დედის ფუნქციებსაც ითავსებს და მამისაც. მიუხედავად იმისა, რომმეორე დღეა ვიცნობ საოცრად მსიამვნებს მათი ურთიერთობის ყურება. ნებისმიერი შეამჩნევს ამ ურთიერთობის განსაკუთრებულობას.
ბავშვებმა ეშმაკის ბორბალზე რომ მოინდომეს დაჯდომა აქ უკვე სერიოზულად გავგიჟდი, სიმაღლის მეშინია და ეგ მეორედ აღარ თქვათ იქ დამჯდომი არ ვართქო, მაგრამ ვინ მოგისმინა სირბილით გაიქცნენ. ირაკლიმ მეც ხელი მომკიდა და ვერც კი მივხვდი ისე აღმოვჩნდი ჰაერში.
აქ უკვე სერიოზული პანიკა დამეწყო
-მოიცა შენ რა მართლა გეშინია სიმაღლის? მეგონა ხუმრობდი -გაოცებულმა მკითხა ირაკლიმ
-აბა ვხუმროობ? -ცოტა ხანიც და ავირდებოდი
-კარგი მოიცადე. ბავშვებო დასხედით და ხელი მოკიდეთ ერთმანეთს, დაბლა არ ჩაიხედოთ. მარიამ მომხედე, მე მიყურე კარგიი? დაბლა არ ჩაიხედო. მარტო მე მიყურე -სწრაფად მოვძებნე ცისფერი თვალები და არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე. ირაკლის ჩემი ხელები ეჭირა და თვალს არ მაშორებდა მეც, გაშტერებული ვუყურებდი თვალებში და ვცდილობდი დაბლა არ ჩამეხედა. ჩავედითო რომ გავიგე მაშინ გავიხედე და მიწაზე დადგომა რომ ვიგრძენი კინაღამ ტირილი დავიწყე
-კარგად ხარ? -მზრუნველი მზერით შემომხედა
-კი, მადლობა
-რის მადლობა? -ახლა უკვე კარგად ნაცნობი ღიმილით დამაჯილდოვა. -მეორედ აღარ დავჯდები ამ ეშმაკის ბორბალზე
-ასე აჯობებს -ღიმილით დავუქნიე თავი
-ბავშვი მე ჩამაბარა მოსავლელადდა თვითონ გავხდი მისი მისახედი -სიცილით ვუთხარი ირაკლის
-არაუშავს, ხდება ხოლმე -ღიმილითვე მიპასუხა და ბამბის ნაყინები დაგვირიგა
საღამოს ისევ მანქანით მიგვაცილა სახლში. ისევ ერთი საათი ვუცდიდი „შეყვარებული წყვილის“ დამშვიდობებას.
-ძლიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-ჰაჰ არაფერს. ხვალაც ხომ არ წავსულიყავით სადმე?
-არ ვიცი, ხვალ ალბათ მაგდა გამოიყვანს ბავშვს.
-და საღამოს არ გეცლება?
-კი მაგრამ...
-მაშინ გამოგივლი და სადმე წავიდეთ
-კარგი -მხრები ავიჩეჩე და სადარბაზოში შევედი

ერთი სული მქონდა მაგდა როდის მოვიდოდა და ყველაფერი მომეყოლა. მაგრამ ვინ გაცადა? კარები გავაღე თუ არა ანასტასია უკვე კისერზე იყო ჩამოკიდებული დედამისზე და დაწვრილებით უყვებოდა ყველაფერს.
-გოგო -სიცილით მომიბრუნდა მაგდა -რაღას ჯდებოდი ამ ეშმაკის ბორბალზე?
-მაცადა ვინმემ? ესენი რო შეცვივდნენ მერე მეც და ირაკლიც მივყევით
-კი დაგიჯდა კარგ ფასად. მართლა იტირე გოგო?
-ხო აი მაგდა, ცრემლები ვყარე იმდენი, სახლს აავსებდა -ვითომ ვიხუმრე -ირაკლისთან ერთდ ხო არ ვიტირებდი? აი გეფიცები მარტო რომ ვყოფილიყავი მართლა გავსკდებოდი ბღავილით
-ვაიმე რა გეშველება. მერე?
-დეე იცი ხვალ საღამოს დაპატიჟა ირაკლიმ მარიამი
-მოიცა რააო?
-ეს ბავშვი ხო მესაიდუმლედ არ გამოგადგება რა კაცს
-რა საღამოს, სად დაგპატიჟა?
-არ ვიცი, გამოგვილი და წავიდეთო
-სად მიყავხარ არ გითხრა?
-ნწ. ხვალაც მე უნდა გამოვიყვანო ეს მეტიჩარა?
-არა, გიორგი გამოიყვანს, მაგრამ შენ თუ ირაკლის ნახვა გინდა გამოიყვანე რა პრობლემაა -გადაიკისკისა მაგდამ
-კარგი რა, რა ნახვა. ისედაც უხერხულად ვარ დღევანდელის მერე...
-კარგი არაუშავს ყველას ეშინია რაღაცის. -ისევ გადაიკისკისა მაგდამ
-დამცინი ხო? კაი... აუ მაგდ პროსტა რა მაგარი მამააა. ეგეთ ასაკში და თან კაცი იმდენ რამეს აკეთებდეს რასაც ირაკლი არ ვიცი რაა, ძაან მაგარია.
-რა იყო გოგო ხო არ მოგეწონა?
-არა ეგ რა შუაშია, მაგრამ ძაან ვაფასებ რაა
-რაღაც სხვანაირად რომ გიციმციმებს თვალები?
-კარგი რაა, ნუ დაიწყე.
-კარგი ხო, წინასწარ არაფერს ვიტყვი. ხვალ დაგირეკავ და მომიყევი მერე რა მოხდება ახლა წავედი’თ, თორე ამას ძილიც უწევს უკვე დაღამდა
-აუ დეე, არ დამაძინო რაა, დღეს გვიანობამდე უნდა ველაპარაკო ლუკას სკაიპში
-ვაიმეეე, ესენი ნახე რაა -ერთმანეთს ვასკდებოდით მე და მაგდა
-შვილო შენ ცოტა რო გაიზარდო და მერე დაიწყო ეგეთბი არ გინდა?
-რატო? მე მიყვარს ლუკაა
-უყვარს და რა ქნაას -ძლივს ამოვილუღლუღე სიცილისგან გაწითლებულმა
-ხოო -საყვარლად დაბრიცა ტუჩები
-რაც ნათლია ის ნათლული რაა, გადაირიენ ამ ახლედიანებზე
-უი ახვლედიანიაა?
-არ იცოდიი?
-ხო არ ვკითხავდი არაა?
-კარგი, კარგი წავედით ჩვენ და ჭკვიანად.

არც ამჯერად მომეკარა ძილი გვიანობამდე, ისევ ირაკლიზე და ლუკაზე ვფიქრობდი. საოცრად მომწონდა ამ ბიჭის საქციელი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი მამობით. შეიძლება იგივე ზოგ დედასაც ვერ გაეკეთებინა თავისი შვილისთის.
მეორე დღეს ჩემი ჭკუით ისევ გვიანობამდე უნდა მეძინა, მაგრამ როგორც ყოველთვის ტელეფონის გამაბრუენელმა ხმამ გამაღვიძა. დარწმუნებული ვიყავი რომ მაგდა იყო და ისე მივიდე ყურზე ნომრისთვის არ დამიხედავს
-ხო მაგდუს
-მაგდა რომ არ ვარ?
-ირაკლიი? -ისეთი სისწრაფიდ წამოვხდი საწოლიდან. წამებში მოვასწარი გამოფხიზლება.
-როგორ ხარ? -ყურმილის მეორე მხარესაც დავინახე მისი ღიმილი
-კარგად შენ?
-კარგად. ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, ცოტათი, არა... -ვეღარ გავიგე რა უნდა მეთქვა, ან რამ დამაბნია ასე. ალბათ იმან რომ არ ველოდი ახლა მის ზარს. თან ჩემი ნომერი საიდან აქვს? უუფს, სულ დავიბენი
-კარგია. მაინტერესებდა ხომ არ დაგავიწყდა საღამოს რომ უნდა გამოგიარო და სადმე წავიდეთ.
-აა, კი მახსოვს
-ძალიან კარგი, მაშინ საღამოს გნახავ
-აა, სად უნდა წავიდეთ?
-ერთი ძალიან კარგი რესტორანი ვიცი და იქ წავიდეთ თუ წინააღმდეგი არ ხარ
-კარგი წავიდეთ. საღამომდე
არა, ახლა როგორც არ უნდა მომენდომებინა ნამდვილად ვეღარ დავიძინებდი. წინადა უკან სიარული დავიწყე ოთახში, სახეზე აკრული ღიმილით. რა მიხაროდა ვერ გავიგე, მაგრამ გული საოცარი სითბოთი და სიხარულით ამევსო მოულოდნელად. მასთან საუბარი ძალიან მაბნევდა და ამასთანავე საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა.
დედაჩემის ოთახში შემოსვლამ მომიყვანა გონს
-გაიღვიძე უკვე?
-კიი
-როგორ მოხდა?
-რავი გამეღვიძა.. დეე, დღეს სადმე ხომ არ მიდიხარ?
-არა, რა იყო?
-არაფერი... -ორაზროვნად გადავატრიალე თვალები
-რა გჭირს?
-რა მჭირს?
-რა სახე გაქვს?
-რა სახე მაქვს? -კარადის კარი გამოვაღე და სარკეში ჩავიხედე
-ისეთი ღიმილი გაქ აკრული სახეზე
-აა ხო, არაფერია, რაღაც გამახსენდა -ძლივს ამოვიბუტბუტე
-ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე პანიკაში არ ჩავარდე
-რა იყო?
-საღამოს ლიანა და ის ბიჭი ამოვლენ და იცოდე ჭკვიანად იყავი.
-არაა, ლია რაა შანსი არააა, საღამოს საქმე მაქვს და მივდივარ არ ვაპირებ აქ ვიჯდე და ვიღაც ლიანას მოყვანილ ბიჭს ვუღიმო.
-სად უნდა წახვიდე?
-შეხვედრაზე
-ვის ხვდები?
-მეეგობარს ლია
-ცოტა ხანი რა დე, ძაან გთხოვ ნუ ჩამაგდებ უხერხულ მდგომარეობაში. იმას ხომ არ გთხოვ ცოლად გაყევითქო, უბრალოდ ნახე და მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი. ცუდად არ გამოვიდეთ ლიანასთან
-კარგი რა დედა, კარგი რააა. 20 წლის ვარ რა დროს გათხოვებაა, არ ვაპირებ , არაა! და გააგებინე ამ ლიანასაც როგორმე რაა
-კარგი დედი რა, უხერხულია, გაგაცნობს უბრალოდ.
-კარგი სანამ წავალ მანამდე თუ მოვლენ სახლში ვიქნები, მაგრამ როგორც კი დამირეკავენ გავალ და ვსოო!
-კარგი დედი, ვეტყვი 5ისთვის ამოვიდნენ
-ოხ ლია რაა!!! -უკმაყოფილოდ ჩავიბურდღუნე და საწოლზე პირქვე დავეგდე

ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა საღამო. დილიდან მთელი გარდერობი გადმოვალაგე და სასურელი ტანსაცმლის მოძებნა დავიწყე. ალბათ ყველა სგაქვთ ის მომენტი, როცა მიუხედავად იმისა რომ კარადად ათასი თანსაცმლით არის გამოტენილი ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვთ, ალბათ იმიტომ, რომ გინდა დღეს განსაკუთრებულად და განსხვაებულად გამოიყურებოდე, არაფერი გყოფნის რაც გაქვს, მაგრამ ვერც ახლის ყიდვას ასწრებ და იძულებული ხარ ისევ იმ ტანსაცმლიდან აარჩიო რამე, რომელსაც ცოტა ხნის წინ „არაფერი“ უწოდე. სწორედ ამ არჩევის დროს გადააწყდებიე ერთ ძალიან ლამაზ კაბას, სწორედ ამ დღისთვის რომ გამოდგება შესაფერისი და მისი არსებობა საერთოდ აღარც გახსოვდა.
არ ვიცოდი ირაკლი რომელ საათზე გამომივლიდა, ამიტომ დრო რომ არ დამეკარგა შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი. აბაზანიდან ხალათში გახვეული და თმაგაწეწილი რომ გამოვედი ლიანა და ის ბიჭი, ლიანა რომ მირიგებდა რომ დამხვდნენ კინაღამ მიკრო ინფაქტი მივიღე
ღიმილით დავუკარი თავი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. არასოდეს მიგრძვნია თავი ასე უხერხულად. თმა სწრაფად გავიშრე. პირველივე კაბა რაც ხელში მომხვდა გადავიცვი და ისევ მისაღებში დავბრუნდი.
ღიმილით გამაცნო ლიანამ მისი ნათესავი რეზო. არა არც ისე ცუდი ბიჭი ყოფილა. სიმპათიურიცაა, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
ნერვიულად ვათამაშებდი ტელეფონს ზარის მოლოდინში და მათ საუბარზე სახეზე ღიმილს ვიკერებდი. როგორ ვერ ვიტან ასეთ სიტოაციებს. დარწმუნებული ვარ ახლა ლიანას გონია რომ გადავირიე ამ რეზოზე და ამიტომ მაქვს ბედნიერი სახე, მაგრამ რომ იცოდეს...
როგორც იქნა ტელეფონზე სასურველი ზარი გაისმა და ჩემს ოთახში ჩავედი სალაპარაკოდ.
-მზად ხარ?
-კი, თითქმის -სარკეში ჩვიხედე და რა თითქმის, ყველაფერი მოსასწრები მქონდა. თმა გასაკეთებელი, მაკიაში და მოკლედ ყველაფერი.
-მაშინ ნახევარ საათში შენ სახლთან ვიქნები და ჩამოდი
-კარგი
სწრაფად დავიწყე თმის დავარცხნა და მაკიაჟის გაკეთება. არ მიყვარს ზედმეტი მაკიაჟი და უბრალო ტონალურით, ტუც/საცხით და თვალისფანქრით შემოვიფარგლე. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი და მისაღებ ოთახში გავედი სტუმრებთან დასამშვიდობებლად.
-ძალიან დიდი ბოდიში, მეგობარმა დამირეკა და აუცილებლად უნდა გავიდე. იმედია არ გეწყინებათ -ურცხვად მოვიტყუე და ღიმილით გამოვბრუნდი კარისკენ.
-კარგი შვილო, რა პრობლემაა -კარში გასვლისას დამეწია ლიანას გაბრაზებული ხმა. თუმცა სულაც არ მაინერესებდა ამ ქალის აზრი. ძალიან გახარებული ვიყაი და ამ სიხარულს ვერც ლიანა და ვერც რეზო ვერ ჩამაშხამებდნენ.
სირბილით ჩავიარე სამი სართულის კიბეები და მანქანაზე მიყუდებულ ირაკლის კინაღამ შევასკდი :დ
-უი, ხომ არ დამაგვიანდა -ჩვეული ღიმილი სახიდან არ მომიშორებია
-მე უფრო მეტს ველოდი, მაგრამ კარგია.
-ხო, არ მიყვარს დაგვიანება -ჩემი ტყუილის მოსმენისას თვითონვე ავკისკისდი
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი საღამო გავატარე. ირაკლიც ჩემი მსგავსი გემოვნების აღმოჩნდა, რაც ძალიან მახარებდა და მისდამი ინტერესს კიდევ უფრო მიღვივებდა. ხომ არსებობს მომენტები აი, საყიდლებზე რომ მიდიხარ და რაღაცას დაინახავ და მიხვდები, რომ ის შენია და აუცილებლად უნდა იყიდო. აი ესეთი შეგრძნება მქონდა ირაკლისთანაც, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ჩემია. ჩემნაირია და ის ადამიანია, რომელთან ყოფნი დროსაც ცუდზე არასოდეს არ ვფიქრობ. ყოველთვის პოზიტიურად ვიმუხტები და ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი. რა თქმა უნდა მისი ცისფერი თვალები შემოხედვისთანავე მაბნევს, მაგრამ ეს დაბნეულობაც სასიამოვნოა და კარგ კომპბინაციას ქმნის საერთო ჯამში ჩვენს ურთიერთობაში. ურთიერთობა ვახსენე? კი ურთ?იერთობა, რომელსაც სახელი არ ჰქვია, თუმცა რა საჭიროა ყველაფერს სახელი ერქვას, მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად ბედნიერი იყო. ბედნიერი იმით რაც შენს გარშემო ხდება და მე ირაკლი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეა ვიცნობ. ის რაც „ჩვენია“ პირველი დანახვისთანავე ვხვდებით. ჩენს ქვეცნობიერში რაღაც ინფორმაცია გვითითებს, რომ ჩვენია და ამ ინფორმაციას გული გადმოგვცემს. გული მისი ბაგაბუგის გაორმაგებით, სისხლის მოძრაობის გახშირებით და აღააფერს ეკითხება გონებას, რომელზეც ოდეს?ღაც გვეუბნებოდნე, მხოლოდ მისი კანახით უნდა იმოქმედოვო. როდესაც საქმეში გული ერევა, იქ გონების ადგილი აღარაა და მხოლოდ თავად წყვეტს ყველაფერს. ჩვენი გრძნობების ერთპიროვნული მმართველი ხდება.
ჩვენი ურთიერთობა უკვე ყოველ დღიურობაში ისე გადაიზარდა თვითონაც ვერ მივხვდით, გაცნობიდან 3 თვე იყო გასული. ირაკლის ზარს რომ არ გავეღვიძებინე უკვე ცუდად ვიყავი, სამსახურში, სახლში, უნივერსიტეტში ყველგან მხოლოდ მასზე ფიქრები დამყვებოდა თან და საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა.
მისი დაკვებულობის გამო ერთი დღეც რომ ვერ მოგვეხერხებინა ერთმანეთის ნახვა უკვე ძლიან ცუდად ვიყავით ორივე.
ერთი თვის წინ ირაკლი სამსახურიდან გაუშვეს ორი დღით ბათუმში და მთელი დღე ისეთი მოწყენილი დავდიოდი დედაჩემი სერიოზულად შეშინდა რა მჭირდა.
ბედნიერებაა როდესაც ისეთი ადამიანი გყავს გვერდით მისი ერთი გამოხედვაც რომ გაბედნიერებს.
ერთ დღეს სახლში საკმაოდ გვიან მომიწია დაბრუნება. ირაკლის მეგობრებთან ერთად ვიყავით რესტორანში და ვერ კი შევნიშნე დრო ისე გამომეპარა. სახლში მისულს დედაჩემი სამზარეულოში წნების აპარატითა და წამლებით ხელში დამხვდა.
-რა გჭირს დეე? წნევა გააქვ? დავრეკო სასწრაფოში?
-შენ ხელში სულ რომ არ ვკვდები არ გიკვირს?
-მე რა შუაში ვარ?
-შუაში? შუაში კი არა თავში ხარ! ვისთან დადიხარ გამაგებინე?! ვინ არი ის ბიჭი? რა გინდა მასთან ამიხსენი?
-დაწყნარდი რა გჭირს?
-რა მჭირს? მთელი მეზობლების და უბნის სალაპარაკო რო გამხადე ეგ მჭირს.
-რა გავაკეთე ასეთი
-მე მეკითხები? არა კიდე ვერ ხვდები რა გააკეთე?
-ვერა -თავი გავაქნიე
-შვილიან კაცთან მე დავდივარ თუ ჭორია ამიხსენი
-რაა? რა გითხრეს?
-ახლავე ჩამოშორდები იმ ბიჭს და აღრასდროსს გაეკარები! გასაგებია?!
-არა/! არ არის გასაგები! მეზობლებს უნდა შევუთანხმო ვინშემიყვარდეს? -რაა? რა ვთქვი? შმიყვარდესო? კიი, ნამდვილად... მიყვარს ირაკლი! მიყვარს! მიყვარს და კიდევ ერთხელ მიყვარს!
-გიყვაარს?! -პირველად ვხედავდი ლიას ასე გაბრაზებულს.
-კი -თითქოს ამას მეც ახლა მივხვდი, თავი ჩავღუნე და უხმოდ ავტირდი
-მამაშენის ყურამდე არ მივიდეს ეს ამბავი, თორემ!..
-არ ვაპირებ რამის დამალვას
-შენ გესმის მე რას გელაპარაკები?
-დედა რა გინდა? პატარა ბავშვებივით დავმალოთ ჩვენი ურთიერთობა?
-შეეშვიი!!!!! აღარ შხვდე!!!!!! აღარ გქონდეს მასთან ურთიერთობა!!!!!!
-მაგას ვერ ვიზავ
-რას ნიშნავს ვერ იზავ?
-მაგას ვერ ვიზავ!!! არ ვაპირებ ხალხის ჭკუაზე გავლას და საერთოდ შენ იცნობ ირაკლის ასე რომ ლაპარაკობ? იცი ვინ არის და როგორი ადამიანია? დედა შემ როდიდანღა დადიხარ ამ ხალხსი ჭკუაზე?
-საქვეყნოდ თავი რომ მომჭერი იმის მერე
-რა არის თავის მოჭრა, ის რომ შვილი ჰყავს? თუ ის რომ ცოლი დაეღუპა? ამიტომ არ აქვს უფლება ვინმე შეუყვარდეს და ურთიერთობა ქონდესს?
-მარიაამ!!!!
-მე წავედი რაა და რო დაწყნარდები მერე ვილაპარაკოთ...
აცრემლებული გამოვედი სახლიდან და მაგდას დავურეკე
-რა ხმა გაქ მარუს რა გჭირს? -ნამძილარევი ხმა მომესმა ყურმილს მიღმა.
-შენთან ამოვალ რაა
-მიდი, მიდი გელოდები

15 წუთში უკვე მაგდას სახლში ვიყავი
-ჰა დაიწყე რა მოხდა?
-ლიას ვეჩხუბე
-რატო?
-თურმე მთელი უბანი ჭორაობს ირაკლის რო ვხვდები და სხვების საჭორაოდ რომ გამიხადე საქმე მაგიტოვო. უნდა დაშორდეო
-მოიცა, ეგ ლიამ გითხრა?
-ვინ გააგიჟა?
-რა ვიცი ლიანა ეტყოდა რამეს მაგის საყვარელ ნათესავს რო ვუთხარი უარი
-კაი რაა, რა პონტია? აარადა ლია ირაკლიზე უკეთეს სასიძოს სად იშოვის პროსტა?
-ოლობა მთხოვა
-რაა? -იმხელა ხმაზე დაიყვირა თვითონვე შეხტა
-ჩუუ ნათლული არ გამიღვიძო!!
-როდის?
-გუშინ
-მერე რას აპირებ?
-ჯერ არაფერი მითქვამს... რო გავყვე ჩემები ხმას აღარ გამემენ
-კარგი რაა, ერთი ორი თვე გაგებუტებიან მერე გაიკითხავენ გამოიკითხავენ და არავინ ირაკლიზე ცუდს რომ არ ეტყვის მიხვდებიან რო კარგი ბიჭია და შეგირიგდებიან მერე თვითონაც რომ გაიცნობენ სულ ინანებენ იმ ორ თვესაც.
-უუფ მაგდუს რა მარტივია. თან მარტო ირაკლი ხო არაა? მასთან ერთად ლუკაც აოცირდება და მასზე უნდა ვიფიქროთ.
-ბავშვია, თან ძალიან უყვარხარ და შეეჩვევა შენს შვილობას
-საოცარი ბავშია... მათრლა საკუთარი შვილივით მიყვარს, ტასოსგან არ ვარჩევ, მაგრამ იმას რომ მისი დედა უნდა გავხდე არ ვიცი როგორ მიიღებს.
-ჯერ არ უთქვამს ირაკლის?
-ჯერ ჩემგან ელოდება პასუხს...
-ხოდა დათანხმდი. არავის გამო არ ღირს საკუთარი ბედნიერების გაწწირვა
-კარგი, ხვალ დაველაპარაკები.
ტასოს გვერდით მომიჩინა მაგდამ ადგილი და მთელი ღამე ნათლუთან ჩახუტებულს მეძინა.

გაღვიძებისთანავე დავურეკე ირაკლის და შხვედრა ვთხოვე. დღეს ორივე ვისვენებდით და ამიტომ მთელი დღე ჩემს განკარგულებაში იყო.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ცრემლები ვერ შევიკავე.
-კარგი დაწყნარდი. მესმის და ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და ამას ვერ გავექცეოდით, მაგრამ შენ რომ ამ ყველაფერზე იტირო ეგრე არ შეიძლება. ხალხს რასაც უნდ აიმას იტყვის და ამას ვერც მე და ვერც შენ ვერ ავუკრძალავთ. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს ბედნიერებაზე უნდა ვიზრუნოთ.
-და რა ვქნათ?
-გახდები ჩემი ცოლი? -ცრემლიანი თვალებით დავიქნიე თავი და ისე ძლიერად მივეკარი სხეულზე სუნთქვა შემეკრა
-კი -ნამტირალევი ხმით ამოვილღლუღე და სადღაც უსასრულობაში დავიკარგე. მხოლოდ მე და ირაკლი.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ წინ გველოდა. ლუკასთვის ამ ამბის თქმა ჩემთვის ყველაზე რთული იყო.მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, უკვე საკუთარი შვილივით მიყვარდა, მაგრამ არ ვიცოდი თვითონ როგორ მიიღებდა ამ ფაქტს.
ბედნიერებამ მართლა პიკს მიაღწია ლუკა რომ მოეხუტებოდა და ცრემლიანი თვალებით მკოცნიდა.
-რა კარგია, ვიცოდი რომ მამიკო ჩემ დედიკოდ შენ აგირჩევდა და ყველაზე ლამაზი დედიკო მეყოლებოდა -იმხელა ბედნიერება იყო ვერ აგიღწერთ. სრულიად უცხო ბავშვი ასე თბილად რომ გეხუტება და მზადაა დედად მიგიღოს დიდ ბედნიერებასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ირაკლის წინაშე და პასუხისმგებლობა ლუკას წინაშე. ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ლოყებზე. სრულიად უფერული ცხოვრებიდან ფერთა გამაში მოვხვდი. შვთეთრი სამყაროდან უცბად ყველა ფერის სამყარო შევიცანი. ლუკას და ირაკლის წყალობით. ჩემი ორი ცალი. ძალიან ცოტაა ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო. მხოლოდ გულრწფელი და ღია გრძნობა, რომლებიც ბავშვებს მოზღვავებულად აქვთ. ყოველთვის სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებენ და სასიამოვნოა იმის შგრძნება რომ ამ თვალებში სიყვარული და იმედი იკითხება შენ კი აღარანაირი უფლება არ გაქვს ამ სიყვარულს გაორმაგებული გრძნობით არ უპასუხო და მისი იმედი არ გაამართლო. როცა ვიღაცას იმდენად უყვარხარ რომ სურს მთელი ცხოვრება შენს გვერდით გაატაროს ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!
ყველას გისურვებთ ამ ბედნიერების შეგრძნებას! <3



იმედია ეს ისტორიაც მოგეწონებათ love
ველი კრიტიკას love



№1  offline წევრი kesoo

Marley
აუ რა ძაან კაია ^^^ შესანიშნავი ხარ კესო <3

ძალიან დიდი მადლობა love :* :*

 


№2  offline წევრი ninee

dzaaan magariii iyoo :-*

 


№3  offline წევრი kesoo

ninee
dzaaan magariii iyoo :-*

უღრმესი მადლობა :*

 


№4  offline წევრი Mkitxveli

მომეწონა,უთბილესი იყო :*

 


№5  offline წევრი kesoo

Mkitxveli
მომეწონა,უთბილესი იყო :*

მიხარია ძალიან <3 <3 მადლობა :*

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ase uceb damtavrdaa uup aara da rogor shevedi kitxvis mugamshi

 


№7  offline წევრი tskriala

dzaan magari.. <3 lukaze da tasoze gaagrdzeleet raaa :)

 


№8  offline წევრი kesoo

tskriala
dzaan magari.. <3 lukaze da tasoze gaagrdzeleet raaa :)

მადლობა რჩევისთვის :*

 


№9  offline წევრი Heartbeat

უმაგრესსსიი იყო❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№10  offline წევრი kesoo

Heartbeat
უმაგრესსსიი იყო❤️❤️❤️

მადლობა love მადლობა love მადლობაააა love

 


№11  offline წევრი monika.niqo

Kaii xar qalaavb:**

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ენით ვე აღვწრ ისეთი მაგარია heart_eyes

 


№13  offline წევრი mimimimo

მეტი მინდოდა.
მშობლების ამბებიც მინდოდა.
ძალიან სწრაფად და კითხვის ნიშნებით დასრულდა.
მეტი გრძნობა მინდოდა
მაგრამ
არც ძალიან ცუდი იყო.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent