შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (5)


7-05-2015, 20:33
ავტორი Anime
ნანახია 5 467

*****
აი თურმე რა შეგრძნება ყოფილა როდესაც იცი რომ უეჭველად მოკვდები.
-თაკო?-სახლიდან გიჟივით გამოვარდა სანდროც-შენ... ჰეი, ჩემი მანქანა-ახლა მანქანას შეხედა გაოცებუმა-ეს.. ეს შენ გააკეთე?
-არა!-საიდანღაც გამოვიდა ნია-ეს მე ჩავიდინე!-გამოაცხადა ამაყად.
-ნია?-რამის იქვე დაეცა სანდრო-შენ... თქვენ...ერთად საიდან?..-ხან მე მიყურა, ხან მას-ვაიმე!-ამოიხვნეშა ბოლოს და გაიტვრინა.
აი თურმე აქ რა ხდება... ეს სანდრო ყოფილა ნიაკოს ყოფილი ''ძალიან დიდი'' შეყვარებული რომელსაც ნია იმისათვის მიმალავდა რომ ''ძალიან დიდი'' იყო..
ესეც ასე... მე და ლუკა,ნია და სანდრო... ჰმ..რომანტიკაა.))
-გამარკვევს ვინმე აქ რა ხდება?-ლუკას ხმის გაგონებამ გულისრევის შეგრძნება მომგვარა.. შეიძლება ძალიან კარგად გავერთე მაგრამ დილანდელი ნამდვილად არ დამვიწყებია.
ზიზღით შევხედე...
-ჰმ..-ამოვიხვნეშე და ისე განვაგრძე ვითომ ლუკას ხმა არც კი გამიგონია-ანუ შენ ხარ ნიას ყოფილი?-შევხედე სანდროს და გულიანად გადავიკისკისე,მერე ლუკას გაკვირვებულ სახეს რომ შევხედე ისტერიული სიცილი დამეწყო და ბოლოს თავჩაღუნულ სანდროს რომ მოვკარი თვალი სიცილისაგან რამის გული წამივიდა.
-იქნებ რომელიმემ ამიხსნას რას ერჩოდით ჩემ მანქანას?-ლექსომ ხმა გაიმკაცრა და სიცილიც მაშინვე შემიწყდა...ნია მომიახლოვდა, ხელი გადამხვია და არხეინად უპასუხა:
-შენ დიდი ბიჭი ხარ! შენს ''დიდ'' მეგობრებთან ერთად სამრეცხაოს მოძებნა არ გაგიჭიდება.
-მოიცა,მოიცა..-წამოიწყო ლუკამ
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?-გააწყვეტინა ნიამ.. ლუკა ვეფხვს დაემსგავსა.
-მმმ...-მივუბრუნდი ნიას-მგონი დროა გაიცნო ჩემი მოსიყვარულე ქმარი.-შევეცადე ბოლო ორი სიტყვა მაქსიმალური ირონიით გამომეთქვა-მისტერ ლუკა.
ნია გაშტერდა...
-ეს არის?-სახე სიბრაზისაგან დაეჭიმა.. ეს შევატყვე თუ არა მაშინვე ყურში ვუჩურჩულე ჩუმად-ახლა არა..სხვა დროს იყოს..
-ხომ იცი შენ მიყვარხარ თორემ ამწუთას გავპუტავდი-გადმომჩურჩულა მანაც. თავი დავუქნიე...
-მგონი სახლში უნდა წავიდეთ არა?-ჩაერია ლუკა.
-ოპს...რატომ? იცოდე მე იმ მაცივარს აღარ მივეკარები-ჩემი ირონისს მეც კი გამიკვირდა.
ლუკამ ეშმაკის სახით შემომხედა. მის სახეზე ეწერა წარწერა ''სახლში რომ მივალთ მოგკლავ!!!''
ბოლოს დავთანხმდი... ნია და სანდრო მარტოები დავტოვეთ და ''ჩვენს'' სახლში ლუკას ბე-ემ-ვე-თი წამოვედით...
მთელი გზა ერთმანეთისათვის ხმა არ გაგვიცია...
სახლში რომ მივედით სახლის კარი ნერვიულად გააღო და ისევ ნერვიულად მიიჯახუნა... ბრახუნის შემეშინდა და უცებ მივტრიალდი. ისიც ნერვიული სახით მომიახლოვდა და მთელი ძალით დამიყვირა:
-შენ რა სულ გაგიჟდი? რანაირად მელაპარაკები, შენ თავი მართლა ჩემი ცოლი ხომ არ გგონია?შენ ერთი პატარა გოგო ხარ რომელიც ვერასოდეს ეღირსება ჩემს სიყვარულს! სად დაეთრევი ამ შუაღამისას შე პატარა ?!-ეს უკვე პიკი აღმოჩნდა! მთელი ენერგია ხელებში მომაწვა,ხელი მაღლა ავწიე და მთელი ძალით გავარტყი სახეში, ისე, რომ მე ხელი ამეწვა მას კი მთლიანი სახე..
მთელი სხეულით დაიძაბა.. ახლა მეგონა ისიც დამარტყავდა მაგრამ მისგან აღარაფერი გამიკვირდებოდა.
-შენ შეგიძლია მიწოდო რაც გინდა,-ვუყვირე გაუანალიზებლად- პატარა,სულელი,გაუნათლებელი, უშნო... მაგრამ უფლებას არ მოგცემ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი შეიტანო! ასეთი სიტყვით მომართვა ჩემთან აღარასოდეს გაბედო თორემ ჩემ თავს გეფიცები მოგკლავ და ციხეში წავალ!
შემდეგ კი რაც ასე ძალიან არ მინდოდა ის მოხდა... თვალიდან ცრემლები წამომივიდა...როგორ არ მინდოდა ჩემი სისუსტე შეემჩნია ... ცრემლები ერთი ხელის მოსმით მოვიგერიე, ჩემს ოთახში შევვარდი, კარი შიგნიდან ჩავკეტე და საწოლს მთელი ძალით დავასკდი.
მის გამო მეორეჯერ მივეცი თავს უფლება მეტირა.. ამას აღარასოდეს ჩავიდენ.. სხვის გამო არასოდეს ვიტირებ.. ის არაადამიანია,უგულო,უგრძნობი... ნეტავ მიზეზი მაინც ვიცოდე რატომ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა მივეთხოვებინე ამ არაადამიანზე.. როცა ვკითხე ამას რატომ აკეთებდნენ არაფერი მიპასუხეს და მხოლოდ ისღა გააკეთეს რაც დარჩენოდათ,თავი ჩაღუნეს!
ძალიან პატარა ვარ ამ ყველაფრისთვის... პატარა ვარ იმისთვის რომ მას გავუძლო.. ამ ყველაფერს გავუძლო... დროის მანქანა ახლა ისე მჭირდება როგორც არასდროს... მინდა ეს ერთი თვე წამებში გადავახვიო და ჩემი გონებიდან ყველა ის მოგონება ამოვშალო რომელიც ამ ცხოველს უკავშირდება..
ვგრძნობ შიგნიდან რაღაც მტკივა.. დილას მომხდარი ინციდენტი.. მერე ეს ყველაფერი მოხდა... ჩემი პატარა გული ამდენს ვერ გაუძლებს, გასკდება და მისგან პატარ-პატარა ნაწილებიღა დარჩება...
არც კი ვიცი ბედისწერამ ასე რატომ გამწირა.. უზრუნველი ბავშვობა მქონდა.. არასოდეს არაფერი მინატრია.. რაც კი ოდესმე მდომებია ყველაფერი მქონდა.. შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი ვიყავი და არასოდეს არაფერი არ მაკლდა. ჩემი ბავშვობა მაინც და მაინც ამ ჯოჯოხეთური ქორწილით რატომ უნდა დამთავრებულიყო?!
ახლა ნამდვილად არ ვიცი რას ვიზავ.. აღარ მინდა ამ ადამიანთან ერთად ერთ ჭერქვეშ დარჩენა.. მოვიცდი კი ერთი თვე?არა...არ მინდა...არაფერი აღარ მინდა მისგან წასვლი გარდა... ხვალ ჩემს ნივთებს შევკრავ და ბებოსთან გურიაში წავალ...
საშინელი ტკივილისაგან დატანჯულს მკვდარივით დამეძინა.


******
სკოლას მიჩვეულს დილით რვა საათზე გამეღვიძა... ლოგინიდან ავდექი და ზლაზვნით შევედი აბაზანაში. გუშინ ღამით ტანსაცმლიანს ჩამძინებოდა სველ ბალიშს კი ჩემი ერთი ლოყა მთლიანად აეწითლებინა...
სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი ვეღარ ვიცანი... თვალები მთლიანად ჩასისხლიანებული და დასიებული მქონდა... თმები აჩეჩილი...
ჩემი თავი რამის შემზიზღდა.. სასწრაფოდ ყველაფერი გავიხადე და დუშის ქვეშ მოვთავსდი... წყალი ყოველთვის მთენთავდა და მამშვიდებდა.. ახლაც ზუსტად ასე მოხდა.. დავმშვიდდი.. ცოტა მოვწერსრიგდი, ტანსაცმელი გადავიცვი, ჩემი საწოლი გადავასწორე, ლეპტოპი ავიღე და ჩემი საყვარელი ფილმის ''დიდებული გეთსბის'' ყურება დავიწყე... გული ვერც ამ ფილმს დავუდე... ყველაფრის სურვილი დამკარგვოდა... პირი საშინლად მქონდა გამომშრალი მაგრამ ახლა გარეთ გასვლას და ლუკას დანახვას სიკვდილი მერჩივნა.
ბოლოს თავი იმით დავიმშვიდე რომ ეძინებოდა და სამზარეულოში გავედი... წყალი ორი დიდი ბოთლით ავავსე, დიდ თეფშზე იმდენი საკვები მოვიმარაგე რაც მთელი დღის განმავლობაში მეყოფოდა და ოთახში დავბრუნდი.
კიდევ კარგი ჩემი ოთახის უკან აბაზანაა.. ახლა ნამდვილად აღარაფრის გამო აღარ მომიწევს გარეთ გასვლა..
მობილურს სატენი შევუერთე და ჩავრთე.. ასე 10 ცალი ნარეკი იყო ნიასაგან შემოსული, მაგრამ ახლა არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა ამიტომ მობილური ისევ გამოვრთე.



არც კი ვიცი საღამომდე ასე უაზროდ როგორ გავძელი მაგრამ ფაქტია ექვს საათამდე ჩემი ოთახიდან ფეხი არ გამიდგამს.. არც ლუკას გავხსენებივარ... კარზე ერთიც არ მოუკაკუნებია.. სულ ფეხებზე ჰკიდია ცოცხალი ვარ თუ მკვდარი.. მშია თუ მწყურია.. რამდენჯერმე კი გავიგე კარს უკან მისი ნამიჯების ხმა მაგრამ მას არაფერი მოუმოქმედებია და მეც ვიჯექი ჩემითვის ასე მშვიდად და წყნარად..
საღამოს შვიდის ნახევრისთვის კარზე ზარის ხმა მომესმა, მერე კარის გაღების ხმაც გავიგონე და ბოლოს მონატრებული ხმები... როგორც ჩანს ლუკას მეგობრები მოვიდნენ:სანდრო,ნიკა,გიო,მაკა და მაკო..
კარს უკან გარკვევით ისმოდა მათი მხიარული ხმები,როგორ მინდოდა ახლა კარი გამეღო,გარეთ გავსულიყავი და ხუთივეს სათითაოდ ჩავხუტებოდი მაგრამ ''ისიც'' იქ იყო და ოთახში დავრჩი..
მათი მოსვლიდან რამოდენიმე წუთში გოგონების ხმა გარკვევით გავიგე:
-თაკო სად არის?-იკითხა ერთ-ერთმა
-თავის ოთახშია-გავიგე ლუკას ხმას..
რამდენიმე წამში კარებზეც მომიკაკუნეს.
-ვინ არის?-ვიკითხე უხალისოდ
-ჩვენ ვართ თააკ-დამიყვირეს კარს იქით გოგონებმა-გააღე რაა..
საწოლიდან ზლაზვნით წამოვიწიე, გასაღები გადავატრიალე და გოგონები ოთახში შემოვუშვი... კარი ისევ მივხურე, ჯერ მაკას ხოლო შემდეგ მაკოს გადავეხვიე.
-ე,შენ რაგჭირს გარეთ რატო არ გამოხვედი?-მკითხა მაკომ მას შემდეგ რაც ერთმანეთი მოვიკითხეთ
-მე...-ორივენი ლუკას მეგობრები იყვნენ და ვერაფერს მოვუყვებოდი ამიტომ დუმილი ვამჯობინე.
-იჩხუბეთ ხოო?-ნაღვლიანად შემომხედა მაკამ... მის გულრწფელ სახეზე გამეღიმა.. ორივენი რა საყვარლები და გულჩვილები არიან..
-ხო, ნუ რაღაც ეგეთი იყო...
-რა პრობლემაა მერე?გამოდი და ამწუთას შეგარიგებთ!-განაგრძო მაკამ. გულმა ბაგაბუგი დამიწყო.. ნამდვილად არ მინდოდა ახლა ოთახიდან გასვლა და მასთან შერიგება..
-არა,იცი.. მირჩევნია დავიძინო.. დაღლილივარ!-მოვიტყუე უსინდისოთ.
-კარგი,როგორც გინდა.. შენ დაისვენე, ჩვენ გავალთ.
-ორივეს დიდი მადლობა-გადავეხვიე სათითაოდ გავიდნენ თუ არა დაძინება ვცადე... ძილი არაფრით მომეკარა.. ოთახში ვიჯექი და ვუსმენდი მათ მხიარულ ხმებს... ღამე მივხვდი რომდაიშალნენ რადგან მხიარული შეძახილები შეწყდა. სახლის კარების მიხურვის შემდეგ ჩემი ოთახის წინ ნაბიჟები შეჩერდა და ჩემს კარზე კაკუნი გაისმა..
გული ორჯერ უფრო ძლიერად ამუშავდა.. კაკუნისთვის ხმა არ გამიცია... გადავწყვიტე ვითომ მეძინა..
-ვიცი რომ გღვიძავს-კარს უკან სასიამოვნოდ ბოხი ბარიტონი გაისმა-უბრალოდ...-მერე გაჩუმდა და ბოლოს ''აჩემფეხებას'' ტონით დააყოლა-არაფერია..დაივიწყე..
შიგნიდან რაღაც ჩამწყდა.. მეგონა ბოდიშს მაინც მომიხდიდა აგრამ არა.. გაბრაზებულ გულძე საწოლიდან წამოვხტი, რაც კი ხელში მომხვდა პატარა ჩემოდანში ჩავტენე და დილაადრეან წასასვლელად მოვემზადე.
_______________________________________________________________
ესეც მეხუთე თავი.. დღეს სკოლაში არ წავსულვარ და ორი თავი დავდე.. უი,სულ დამავიწყდა-ყველას გილოცავთ გიორგობის წმინდა დღესასწაულს <3 წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს <3

პ.ს. სურათზე თაკოა))



№1  offline წევრი dartymuli princesa

Auu dzaan magaria

 


№2  offline წევრი cancara

Diaxac wadi da naxos lukam rogor unda pativiscema fidi tavebi dade ra

 


№3  offline წევრი S.likuna

au male dadee dzaan kaia

 


"დიდებული გეთსბი" კი არა "დიდი გეტსბი"...
ისტორიას რაც შეეხება სასტიკად გავს ერთ-ერთ ისტორიას... (რომელიც შეიძლება ითქვას ამ საიტზე ჩემი ერთ-ერთი "ფავორიტია") ამის გამო უხალისოდ ვაგრძელებ კითხვას... თუმცაღა ცოტატი მაინც განსხვავებული სიუჟეტის და წერის მანერის იმედად დავრჩები და დაველოდები შემდეგ თავს...

 


№5  offline წევრი Anime

ინგლისურად ''The Great Gatsby''-ა და შესაბამისად ითარგმნება ქართულადაც, რაც შეეხება მიმსგავსებას-ერცერთ ისტორიას არ მიმიმსგავსებია უბრალოდ ბევრი მოთხრობაა დაწერილი ამ შინაარსით და შესაძლოა ბევრი მსგავსებაც აღმოჩნდეს))
--------------------
By Anime))

 


№6  offline წევრი ninonino7500

აუ დზ მაგარია მალე დადე რა :*

 


Anime
ინგლისურად ''The Great Gatsby''-ა და შესაბამისად ითარგმნება ქართულადაც, რაც შეეხება მიმსგავსებას-ერცერთ ისტორიას არ მიმიმსგავსებია უბრალოდ ბევრი მოთხრობაა დაწერილი ამ შინაარსით და შესაძლოა ბევრი მსგავსებაც აღმოჩნდეს))


წიგნის სათაურს ვენდე ამ შეთხვევაში, ასეა ნათარგმნი...
და არც არაფერს "გაბრალებ" პირადად მაქვს წაკითხული არაერთი და ერთ-ერთს მივასგავსე(თქო)...
ზოგადად "მწერლებს" და ამა თუ იმ ისტორიის ავტორებს ძალიან სიამოვნებთ ცუდიც და კარგიც... ასე რომ როგორც თავში ავღნიშნე მიყვარს მსგავსი სიუჟეტის ისტორიები და ვაგრძელებ კიდევაც კითხვას, უკეთესი და განსხვავებული თავების მოლოდინში.
წარმატებები

 


№8  offline წევრი Anime

მადლობ love მერთლაც მსიამოვნებს ცუდიც და კარგიც უბრალოდ მეც ჩემი აზრი გამოვთქვია <3 მადლობ რომ ობიექტური ხარ ჩემს მიმართ <3 love
--------------------
By Anime))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent