შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟე თავი 1


7-05-2015, 23:30
ავტორი სალუკა❤️
ნანახია 1 728

პრონოლოგი : ხშირად ვიძახით ხოლმე,რომ ყველაფერი ბედის ბრალია.არადა ჩვენ ბედს ჩვენ თვითონვე ვქმნით!
-თათია დროზე ადექი და შენი დაც გააღვიძე!
ჯუჯღუნით შემოვიდა დედა ოთახში.
- ხუთი წუთის და ავდგები.
ხუთი არა მაგრამ 20 წუთი მაინც ვნებივრობდი ლოგინში,შემდეგ კი ძლივს დავაშორე ერთმანეთს მიკრული წამწამები და ჩემს დას პირდაპირ ბალიში ვუქანე თავში.
-თათი დამაცადე რა!
-ადექი დაო.დღეს ჩვენი დღეა!გადავჩურჩულე და აწითლებულ ლოყებზე ვაკოცე.
***
მოკლედ მე თათია აბესაძე ვარ,დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობ ქუთაისში.ჩემი და თეო ჩემზე ერთი წლით უფროსია და ხშირად ჩხუბი არ გვიწევს,ასე თუ ისე ვუგებთ ერთმანეთს.ჩვენი მშობლები გაშორებულები არიან,თუმცა მამის სოფელში თერჯოლაში სულ მივდივარ.ვგიჟდები ჩემს სანათესაოზე,ვგიჟდები ჭიშკარში მომლოდინე ბებიაზე და ბაბუაზე,ალბათ მხოლოდ მათ თვალებში შემიძლია დავინახო ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული,ზოგადად რაც კი თერჯოლას ეხება ყველაფერი მიყვარს მაგრამ ახლა ჩამოთვლას აზრი არ აქვს.
ხოდა სად გავჩერდიიი, დღეს მე და თეოს კონცერტი გვაქვს.დაახლოებით ორი თვეა რაც სიმღერაზე შევედით,ჩემი და პიანინოზე უკრავს მე კი როგორც დედა იტყოდა უშნოდ ვყროყინებ.გაგეცინათ ალბათ ხო? აი ზუსტად ასე მეუბნება ხოლმე: უშნოდ ყროყინებო..
დედა სადგურზე მუშაობა,მე და თეოს არაფერს გვაკლებს მაგრამ ხანდახან ძალიან მკაცრად გვექცევა,ეს სიმკაცრე კი უხეშობაში გადასდის და არ მესმის ხოლმე მისი,ნუთუ არ შეიაძლება ვმეგობრობდეთ? ჩვენი სიმღერა არ მოსწონს და ხშირად გვტკენს ხოლმე გულს.ძალიან ბევრჯერ მოგვოწვიეს კონცერტებზე რომ გვემღერა მაგრამ დედამ უარიი განაცხადა.მთელი ორი კვორა ვტიროდით მე და თეო მაგრამ შედეგი მაინც არ ჰქონდა,ბოლოს მივხვდით რომ აზრი არ ჰქონდა ჩვენს ასეთ ყოფნას და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდით..მგონი ძალიან გადავუხვიე.

***
ფიქრებში ვიყავი გართული დედა რომ შემოვიდა დაგვემშვიდობა და კარები გაიჯახუნა.
-თათულიიი
-რა იყო
-ცოტა ვნერვიულობ,ხო იცი დედა ამას არ გვაპატიებს რომ გაიგოს?
-ნუ გეშინია,ვერ გაიგებს დაო!
დღეს კონცერტზე მივიპარებით და ამის გამო სკოლასაც ვაცდენთ ჩუმათ,მასწავლებელმა ხელი შეგვიწყო და მალულად მივყავართ დარბაზში.სიმართლე გითხრათ არასდროს მიმღერია ბევრი ხალხია წინაშე და ძალიან ვნერვიულობ.ყველაზე მეტად კი ის მანერვიულებდა რომ დედას ეს არ გაეგო,წარმოვიდგინე მისი რეაქცია და ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა,თუმცა წამშივე გავფანტე ჩემი ფიქრები და ჩემს დას შევხედე,რომელიც დაახლოებით 20 წუთი იდგა კარადასთან და ფიქრობდა რა ჩაეცვა.
მე უბრალოდ შავი კედები,შავი შარვალი და უუბრალო მაისური გადავიცვი.ყავა დავლიეთ და ზასტავაზე გავეშურეთ,სადაც ჩვენი მასწავლებელი გველოდებოდა..
ისეთი სიცხე იყო ქუთაისშო ძლივს რომ ვსუნთქავდით,სიცხისგან ლოყები სასაცილოდ ამწითლებოდა,რაზეც ჩემი და შუა ქუჩაში გიჟივით კისკისებდა.შუა გზაზე კი სიცილი სახეზე შეაშრა როცა ჰორიზონტზე დედას სიმწრისგან ანთებულ თვალებს გადააწდა.ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ერთ ადგილას,მაშინ მოვეგე გონს როცა დედას უხეში შეხება ვიგრძენი მკლავზე და სახე სასაცილო დავმანჭე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent