შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი


8-05-2015, 01:05
ავტორი 11♥
ნანახია 4 110

არასდროს ვყოფილვარ მომთხოვნი ბავშვი, იმის და მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს არ უჭირდა. ყოველთვის იმას ვჯერდებოდი რასაც დედა ჩათვლიდა საჭიროდ, თუმცა არც დედაზე "მიკერებული" ვიყავი, და არც ის განაგებდა ჩემს ცხოვრებას. უბრალოდ თავიდანვე გათავისებული მქონდა, რომ დედას ჩემთვის ყველაფერი კარგი უნდოდა და მე მისთვის უნდა დამეჯერებინა. უნაკლო ბავშვობა მქონდა, დედა და მამა ჩემთვის არაფერ იშურებდნენ, სანათესაოში ერთადერთი გოგო ვიყავი და შეძლებისდაგვარად ყველა თავს დამტრიალებდა. სკოლა წარჩინებით დავამთავრე, და უნივერსიტეტში დაფინანსებით მოვხვდი. რომ ვთქვა არ ველოდი თქო მოვიტყუები, ძალიან ბევრი ვიშრომე და დამიფასდა კიდევაც, გამიხარდა. ყველაზე კარგი ოჯახი, სანათესაო და სამეგობრო მყავდა, ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში, მეტი რა უნდა მდომნოდა 19წლის გოგოს. მაგრამ ერთი პრობლემა იყო, დილით გაღვიძება მიჭირდა, ზარმაცი არ ვიყავი და არც დიდხანს ძილი მიყვარდა, უბრალოდ გვიანობამდე მიწევდა მეცადინეობა და, დილით ადგომა მიჭირდა. კვირაში ხუთ დღეს დედაჩემის ყვირილი მაღვიძებდა, რომელიც მონოტორულად ჩამესმოდა ყურში, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თანდათან რომ მიახლოვდებოდა ხოლმე ხმა, ძალით ვაშორებდი ქუთუთოებს ერთმანეს და გაღვიძებას ვლამობდი, მაგრამ მაინც მჭირდებოდა რამოდენიმეჯერ შენჯღრევა.
-თიკა დე ადექი რა, დაგაგვიანდება-გავიგონე როგორ შემოაღო კარები დედამ და კარიდან შემომძახა, ამოვიზმუილე და გავაგებინე რომ ცოცხალი ვიყავი და ვდგებოდი, მარიკამა, დატოვა ჩემი ოთახი და ჩუსტების ფლატუნით წავიდა სავარაუდოდ სამზარეუიშკენ. როგორციქნა ვინებე ადგომა და პირდაპირ სააბაზანოში შევაჭერი, თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი, ოთახი მივალაგე და მე, სამზარეულოსკენ წავედი. იქ მოფუსფუსე მარიკას შემხედვარე მეც მომინდა რაიმეს გაკეთება, მაგრამ როგორც კი ჩემი უნიათობის ამბავი გამახსენდა ისევ ჯურღმულში მოვისროლე ეს აზრი, თანაც არ მქონდა ეხლა სამზარეულოში ტრიალის დრო.

-მარიკა, ყავა გამიკეთე რა


-თიკო, როგორ შემაშინე დე, ეს შემოპარვა რა იცი შენ კიდე-წარბის აწევით გამომხედა, და მე როგორც ყოველთვის გამეცინა ამ ჟესტზე-და გაცინებს ქალბატონო? შენ უნივერსიტეტში არ გაგვიანდება?



-არა, შენი მეშვეობით შემიძლია ერთი საათით ადრე გავიღვიძო-ვუთხარი დედას და ჩიქა გავუწოდე-მამა სად არი სძინავს?


-არა, წავიდა უკვვე, წუ,ელ რაგაც დაგვრჩა დასაპროექტებელიო და ადრე უნდა მივიდეო, ჰე მიდი ეხლა დალიე და წადი თორე დაგაგვიანდა უკვე.

ჩემი ჩანთა ავიღე, დედას ვაკოცე და უნივერსიტეტისკენ გავწიე. დიდხანს დამჭირდა იქამდე მისაღწევად, მაგრამ საბედნიერიდ არ დამიგვიანია, და ჩემი ლექტორის კომენტარებსაც ავცდი. აუდიტორია მოვათვალიერე და თამთას დანახვისთანავე მისკენ წავედი.


-როგორ ხარ?-გვერდით მივუჯექი და ლოყაზე ვაკოცე-გოგო რა გინდოდა გუშინ რო რეკავდი იმ შუაღამისას?

-მაგრად შენ? გოგო ნახაზებში რაღაც ვერ გავიგე და მინდოდა მეკითხა

-და ტელეფონით აგიხსნიდი? დავცინე დაქალს

-აბა სახლში ხო არ მოგადგებოდი იმ დროს? შენც რა მაგრად ვერ ხარ რა


-საბასთან რაშვები? მოვიკითხე დაქალის შეყვარებული


-რავიცი, არ მინახავს კარგა ხანია, დღეს შეიძლება ვნახო


-აჰაა, და იმიტომ ხარ ესე აცუნდრუკებული?


-ისადა, ეგ რას ნიშნავს,


-რას და აცანცა... ისე გავები თამთასთან ლაპარაკს რო ვერც, კი შევამჩნიე ლექტორის შემოსვლა, ლაპარაკი მისმა ხმამ გამაწყვეტინა "გოგოებო ხომ არ გავიდეთ?" უბრალოდ თავი გავაქნიე და ბატონ ზურაბს მივეცით საშვალება ლექცია დაეწყო. გამოსვლისას თამთას საბა დახვდა და სასეირნოთ წავიდნენ, მე გაჩერებაზე დავდექი და დაველოდე ჩემს ყვითელ რაინდს.


ბევრჯერ მიფიქრია რომ, ჩემს ცხოვრებაში არ ხდება ისეთი არაფერი რომ მე ვიყო განსაკუთრებული, ყოველთვის სწავლაზე ვიყავი გადართული და არასდროს ვფიქრობდი გართობაზე.
ერთი კვირა ისე გავიდა საინტერესო არაფერი მომხდარა, აუდიტორიაში. იჯექით და ლექტორს ველოდებოდით როცა დირექტორი შემოვიდა და თავის კაბინეტში მიმიხმო. ვფიქრობდი რა უნდა სდომნოდა თუმცა აზრად არაფერი მომსვლია, როგორციქნა მიუახლოვდა კაბინეტს, ჯერ თვითონ შევიდა, მეც მივყევი და მის პირდაპირ სკამზე ჩამოვჯექი.

-თიკა, შენ ძალიან ჭკვიანო გოგო ხარ, სხვებზე მეტი შეგიძლია, ამიტომ შენ უნდა გთხოვო, სხვა არავინ მეგულება შენზე უკეთესი


-დიახ ბატონო თენგიზ, მითხარით


-ჩვენი ფერწერის ლექტორი დეკრეტში, გავიდა და შემცვლელს ვერ ვპოულობთ, აქ ამ უნივერსიტეტში შენზე ჭკვიანს ვერ ვერავის ვერ ვნახავთ, ამიტომ ძალიან მინდა შენ დაიკავო მისი ადგილი, სანამ შემცვლელს ვიპოვით


-ბატონო თენგიზ მე ეკონომიურზე ვსწავლობ-გაოგნებული ვიყავი, არცკი ვიცოდი რა უნდა მეთქვა


-ვიცი მაგრმა, მე მჯერა რომ თავს გაართმევ

-დიდი მადლობა რომ ასე მენდობით, მაგრამ არვიცი ამას შევძლებ თუ არა

-თიკა შენ ძლიერი გოგო ხარ ვიცი რომ შეძლებ.

-რომელ კურსზე უნდა შევიდე?

-ყველასთან

-კი მაგრამ მეოთხე კურსელებს რა უნდა ვასწავლო ბატონო თენგიზ

-ნუ გეშინია,გექნევა სახელმძღვანელო რომელსაც მათთან გამოიყენებ

-არვიცი, უბრალოდ არამგონია შევძლო

-კი კი აუცილებლად შეძლებ, ეძლა წადი, და ხვალ გელოდები იცოდე.

ღნერთო ეს რა ხდება ჩემს თავს, მე ლექტორი, და თანაც რისი, არა არა ამას ვერ შევძლებ, გამიჭირდება. ლექციაზე დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, თამთას მივწერე სახლში მივდივარ და ამოდი ჩელოდები თქო, მისი მესიჯ დავაიგნორე და სახლისკენ წავედი. დედაჩემმა ეგრევე შემატყო რო' რაღაც მოხდა, დამაჯინა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა.

-მაგარია დე, გილოცავ

-მარიკა, ეხლა საერთოდ ნუ გამაგიჟებ რა, რა არი მაგარი, მე ფერწერა როგორ უნდა ვასწავლო კარგი რა

-იმ კაცს შენი იმედი აქვს და ნერვები არ მომიშალო-თავის საფირმო ჟესტით დამაჯილდოვა და სახლის ლაგება გააგრძელა. ვიბანავე და ხალათიანი შევწექი ლოგინში, სულ დამავიწყდა თამთა რომ უნდა მოსულიყო, ისე ვიყავი დაღლილი მაინც ჩამეძინა. ხვალ დიდიი დღეა.



№1  offline წევრი ხატული♥

ვაუ მაგარი იყო :დ მალე დადე შემდეგიიი love

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია:)
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent