შეგიყვარდები პატარავ
რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალა…მეგონა ამით ყველაფერი დასრულდებოდა, საშინელ დეპრესიაში ვიყავი, თუმცა ,დედამ ჩემმა ძმამ და მეგობრებმა ყველაფერი გადამატანინეს. მე ელენე დემეტრაძე ვარ, 17 წლის 11კლასელი მაღალი, შავგვრემანი მწვანე თვალებით. არ მიყვარს ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა.დედაჩემი ჩემი გმირი და ეტალონია. ხშირად მამსგავსებენ გარეგნობით , მაგრამ მის სილამაზემდე ვერ მივალ .მყავს უუსიმპატიურესი ძმა ალექსანდრე, გოგოების ნამდვილი გულთამპყრობელი. სანდრო 20წლისაა, უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდში თამაშობს, საუკეთესო მოთამაშეა. ჰააჰჰ, როგორ ვამაყობ მისით. სანდროს ყავს ასევე ძალიან, ძალიან სიმპატიური ძმაკაცები, ისინიც ისე მექცევიან როგორც პატარა დას. ლუკა, ბექა და უჩა. უჩა ძალიან მხიარულია, ხშირად გვიშლის თავისი ხუმრობებით ნერვებს:დდ ბექა ძალიაან დასტოინია, ცოტა მკაცრიც, აი ისეთი სულ მართალს რომ ამბობს. ლუკა განსაკუთრებით თბილია. მოკლედ არა ერთი, არამედ 4 ძმა მყავს.^^ დედაჩემს სამსახურიდან ერთ თვიანი მივლინებით საზღვარგარეთ უშვებენ. ჩემ თავს სანდროს აბარებენ , ან მე მაბარებენ სანდროს :დდ ნუ საბედნიეროდ, თაყვანისმცემლები არასდროს მაკლდა, თუმცა დღემდე შეყვარებული არ მყოლია :დ. ჩემი ძმისა და მისი ძმაკაცების ხასიათების გათვალისწინებით ნამდვილად არაა გასაკვირი. მყავს საუკეთესო დაქალი მარი, ჩემი ასაკის, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. მარი მაღალი, ყავისფერთმიანი, მწვანეთვალება ძალიან ლამაზი გოგოა. ორივენი საკმაოდ ცანცარები ვართ. მარისაც ისე მფარველობენ ჩემი ბიჭები, როგორც მე . -ელეე, ადექი დროზე გაგვიანდება (სანდრო) -აუუ, 2 წამიც რაა ადრეა ჯერ (მე)- ყოველი დღე ასე იწყება ჩემთან, ჩემი გაღვიძება მეტად რთული საქმეა. -ადექი, დროზე თორემ ცივ წყალს მოვიტან, მიდი დროზე თან მშია რა (სანდრო) -კარგი, მოვემზადები და ავეგდები (მე)- დავუყვირე და ძლივს ავდექი, თან გულში ყველა სიტყვით ვლანძღავდი სკოლას :დდ ავდექი, შხაპი მივიღე. მაისი იყო, სიცხე, ამიტომ, მაღალწელიანი ჯინსი, მოკლე შავი მაისური ჩავიცვი, კუბოკრული „საროჩკა“ წელზე მოვიხურე, ფეხზე შავი კედები ჩავიცვი და კიბეები მთელი სიჩქარით ჩავირბინე. -ოუ, ფრთხილად ელე ცოტა. ნეტა, თუ დასერიოზულდები ოდესმე - მითხრა სანდრომ და იმ ღიმილით გამიღიმა ყველა გოგო რომ გიჟდებოდა და ეცემოდა. მე კი ამ ღიმილს ყველაზე ხშირად ვიმსახურებდი . გავუღიმე მეც, და სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყე, რაც საკმაოდ კარგად გამომდის :დდ -უნდა ვაღიარო ჩემი პატარა ძალიან გემრიელად ამზადებს-(სანდრო) -ხოოო, ყველას შენნაირი და კი არ ყავს - სიცილით ვუთხარი და ვანიშნე რომ მალე დაემთვრებინა. -კაი მზად ვარ , გავედით - მითხრა და მანქანის გასაღები აიღო კარიდან მოვბრუნდი, ჩემი სიცოცხლის არსი- ყურსასმენები მრჩებოდა :დდ მანქანაში ჩავჯექი, სანდროს ვთხოვე რომ მარისთვისაც გაგვევლო. ერთად მივედით სკოლაში. მანქანაში რათქმაუნდა ენა არ გაგვიჩუმებია. ჩვეულებრივ, ასე ხდება, როცა ერთად ვართ. ;დდ როგორც იქნა, სკოლაშიც მივედით, მანქანიდან გადმოვედით მე და მარი, ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული. არა, ჩემი და მარის გამო არა, ყურადღების ცენტრში სანდროს 2014 წლის ბმვ და თავად სანდრო იყო, რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო. -ელე, დღეს შეიძლება მე ვერ მოგაკითხო. ალბათ, უჩა მოვა და გამოყევით შენ და მარი (სანდრო) -კაი სანდრ - გავუღიმე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, უკანაც იგივე მივიღე და ისევ ის ღიმილი ყველა გოგო რომ ნატრულობდა. -ელ, დროზე თორემ გვაგვიანდება (მარი) -კაი რა, როდის მერე გეჩქარება გაკვეთლებზე(მე) -მოიცა, შენ არ იცი? (მარი) -და რა უნდა ვიცოდე?? (მე) ვუპასუხე და ისეთი გაოცებული სახით გავხედე მარიმ სიცილი ვერ შეიკავა. -არაფერი, უბრალოდ ახალი კლასელი გვეყოლება, თან ბიჭი, იმედია სიმპატიური იქნება - თქვა და ხელი მიჯიკა -ოო, იმედია. ისე სულ ბიჭებზე როგორ უნდა ფიქრობდე - მეც ხუმრობით ვუპასუხე და სიცილ სიცილით შევედით კლასში. გაკვეთილის დაწყებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი. ჩემს მერხთან მივედი და ჰოიი საოცრებავ, ჩვენი ახალი კლასელი ჩემს მერხთან იჯდა. -იცი, ეს ჩემი ადგილია - შევეცადე ბრაზი არ დამტყობოდა -ჰოდა დღეიდან ჩემია- ისე მიპასუხა არც შემოუხედავს. გაბრაზებული და საშინლად გაღიზიანებული სხვა ადგილას გადავჯექი. როგორც ჩანს მარის, დრო არ დაუკარგავს და სახელი გაუგია, სანამ მასწავლებელი შემოვიდოდა ჩემთან მოირბინა -გოგ, ის სიმპატიური ბიჭი შენს მერხთან რომ ზის გიგა ხვისტანია, აი ძაან გაჩითული და ცოტა ბაბნიკი როჟაა, გოგოები აფანატებენ - სიცილით ჩამიჩურჩულა მარიმ -ერთი უზრდელი ტიპია, ნეტა რა მოწონთ გოგოებს- გაბრაზებული ტონით ვუპასუხე მეც. და აი , შემოვიდა ჩემი მუდამ ბრაზიანი გეოგრაფიის მასწავლებელი და დაიწყო 45 წუთიანი წამება ......... პ.ს ბავშვებო იმედია მოგეწონებათ, ჩემი პირველი მოთხრობაა, ძაან მკაცრადაც ნუ განმსჯით რაც, შენიშვნა გაქვთ, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.