შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზისგულიანები (ნაწილი პირველი)


8-05-2015, 22:21
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 2 001

-ხო ნინა
-გამოხვალ დღეს ჩემთან ?
-დღეს გვიან ვრჩები სამსახურს , არამგონია -ჩავილაპარაკე გულდაწყვეტილმა
-კარგი რა ბარბარე , დღეს ცოტა ადრე გაეთავისუფლე.
-რამე ხდება დღეს ? -დავეჭვდი მე
-რა რამე-დაიბნა ნინა
-კიდე ვინმეს მირიგებ ? -გავოცდი და მობეზრებულმა ავიქნიე ხელი .გეგონებოდათ ნინა ამ ყველაფერს ხედავდა
-არა რა გირიგებ.უბრალოდ ვიფიქრე მათეს ნათლიას გაგაცნობდით დღეს საღამოს
-ვის გამირიგებდი ? -შოკისგან პირი დამრჩა ღია და ძლივს მოვიფიქრე საუბრის გაგრძელება-მგონი იმ ასაკის არ ვარ რო ვინმეს მირიგებდე და მითუმეტეს მათეს ნათლიას გოგო
-არ გირიგებ მართლა.თან ისე არ არის როგორც შენ გგონია-თქვა ჩემთვის ყველაზე სასაცილო ფრაზა
-კარგი მოვალ -ჩავილაპარაკე გაწელვით და უკვე გართობის სცენა დავხატე გონებაში-მაგრამ ერთი პირობით
-რა პირობით ?
-დაიფიცე ,რომ მაჭანკლობებს შეეშვები
-ვფიცავ-ჩაილაპარაკა სიცილით
-კაი წავედი ეხლა
-საღამომდეე -ჩამძახა ყურმილში ჩემი პასუხით ნასიამოვნებმა და მაშინვე გამითიშა .
მეც სახეგაბადრული გადავწექი სავარძელში და კიდევ ერთი...
დიახ კიდევ ერთი მორიგი „სასიძო“ წარმოვიდგინე , ოღონდ ამჯერად საკმაოდ „მოხუცი“.
მათე და ნინა . ჩემი საყვარელი და იდეალური ცოლ-ქმარი ...
კიდევ არ ისვენებდნენ და მორიგი მაჭანკლობით მამხიარულებდნენ.


***
როგორც ნინას დავპირდი სამსახურიდან ადრე გამოვედი და ღიმილით დავუყევი ქუჩას.
მონატრებულ სახეებს ,რომ ვნახავდი ღიმილით სახე გამებადრა.
იქვე მდგარ ტაქსს მანქანის მინაზე დავუკაკუნე და ხელით ვანიშნე რამდენაად გამიყვანმეთქი.
სასურველი პასუხის მოსმენისას უკანა კარები გამოვაღე და ხელდაკრეფით მოვთავსდი მანქანაშ.
დამ დამმ...
კიდევ ერთი სასაცილო დღე ჯერ კიდევ წინ მქონდა...
უკვე მერამდენე კანდიდატს მირჩევდნენ .
„არ დაიღალნენ მაინც ? „ ჩავილაპარაკე ჩემთვის ჩუმად და წარბები სასაცილოდ ავზიდე.
არა რა მათეს ნათლიაღა მაკლდა .
ამხელა კაცს მე 24 წლის გოგოს როგორ მირიგებენ...
„მაგასაც რამის თავი არ ონდეს რა“ ჩაილაპარაკა ალტერეგრომ და მის უტაქტობაზე ერთიანად წამოვხურდი.
სულ ასე იცი . დამცინის და დამცინის .
და მაინც...
დღეს მშვენივრად გავერთობი . თუ ნინა პირობას შეასრულებს ბოლო დღეა მაჭანკლობის.


***
როგორც ყოველთვის ზარის ღილაკს თითი მივაჭირე და მანამ არ ავუშვი სანამ კარის იქით ჩემი დაქალის ქოთქოთი არ მომესმა.
მეც ხელი დატუქსული ბავშვივით ჩამოვიღე და დაველოდე როდის გამიღებდა ჩემი საყვარელი ნინაჩკა კარს.
-ცეცხლი გიკიდია ? -აღშფოთდა ნინა
-აბა ამდენხანს სადედოფლოს როგორ ალოდინებ ? -ვიხუმრე ჩემი აზრით მე და ჩემი საფირმო სიცილით გავიკრიჭე.
-ბარბარე შენ ,რომ იცი ეგეთები არ დაიწყო-გამაფრთხილა ჩუმად
-კარგი ჰო კარგი.-ჩავილაპარაკე მობეზრებულად და მისაღებისკენ ავიღე გეზი
მისაღებში მდგარ მათეს ხელის აწევით მივესალმე
-როგორ ხარ სიძე კაცო ? -გავიკრიჭე ჩემებურად და
-ორი წელის შენი სიძე ვარ და ეხლა დაიწყე ხო ეს „სიძე კაცოთი“ მომართვა ?
-რა ვქნა ძალიან გიხდება ეგ სახელი და -ავაფახუნე თვალები
-ესე უნდა დავიწყება ? -შეცვალა საუბრის თემა
-ყოველ კვირა თითქმის აქ ვარ და რაღა დავიწყება -ჩავილაპარაკე ღიმილით და არაფრის თქმა არ დავაცადე ისე მივაყერე სიტყვები
-ხო ისე ის შენი ნათლია სადააა ჰა ? წნევამ ხო არ აუწია ?
ვაი რომ ენას კბილს ვერ ვაჭერ...
თან მერე ჩემი სიცილი , რომ იცის ადამიანმა ვაიმე.მტრისას.
იქვე მდგარი ნინა თვალების ბრიალით რაღაცას მანიშნებდა ,მაგრამ შენც არ მომიკვდე ენას არ ვაჩერებდი პირში და სიცილ სიცილით დავცინოდი მათეს მოხუც ნათლიას.
კიდევ დიდხანს ვერ გამაჩერებდნენ ალბათ ჩახველების ხმა,რომ არ გამეგო.
რომ ვიგრძენი ჩვენ სამის გარდა კდიევ ვიღაც იმყოფებოდა იქ მხარი ვიცვალე და უცნობი ახალგაზრდისკენ შევბრუნდი.
„ეს ვინღა ჯანდაბაათქო“ გავიფიქრე ,მაგრამ კიდევ კარგი ენას კბილი დროულად დავაჭირე.
-მათეს ნათლია -მითხრა და ხელი გამომიწოდა. ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ისე ავათვალიერ-ჩავათვალიერე გასაყიდ საქონელს როგორც უყურებენ ხოლმე. მერე ვიფიქრე კარგი იუმორუს გრძნობა აქვს ამ ბიჭს თქო და მეც შევეცადე ხუმრობაში აყოლა.
-ნინას დედა-ვუთხარი თავშეკავებული სიწყნარით და ცოტა მაკლდა არ გამეცინა.
ჩემი ჭკუით ვიხუმრე ,მაგრამ სახე ,რომ შევნიშნე უცნობის უცებ მოვკუმე პირი და ჰაერში გაშეშებულ ხელს დავაკვირდი.
-კარგი , ნინას დაქალი -შევცვალე ჩემი ნათქვამი მაშინვე ,როდესაც მივხვდი ჩემმა იუმორმა ვერ გაჭრა
-მათეს ნათლია -გამიმეორა იმავე და ჩემი თვალების დაწვრილება ერთი იყო.
-ერთხელ გამეცინა , მეორედ ვეღარ -ვუთხარი ღიმილით
-და სასაცილო რა იყო რო ? -შემომიტია ახალგაზრდამ
-მაშინ ნინას დედა ვიქნები მეც
-ბარბარე ეს თომაა.თომა ეს ბარბარეაა-გაანეიტრალა სიტუაცია მათემ
-სასიამოვნოათქო როგორ გითხრათ -ვუთხარი მისგან წამოსული ცინიკურობით
-უტაქტო ბავშვი ხართ ბარბარე -არ დამაკლო მანაც
-კომპლიმენტად მივიღო ? -გავაგრძელე მეც
-მანდილი ჩავაგდო ეხლა თუ რა ვქნა ? -გაბრაზდა ნინა და თვალების ბრიალით გამათრია სამზარეულოში.
სამზარეულოში შესული არ ვიყავი , უფრო სწორად კარებიც არ გვქონდა მიხურული ლანძღვა ,რომ დავიწყე.
-ეს უტაქტო აყლაყუდა ვინ ჯანდაბაა ?
-მათეს ნათლიაათქო-გამიბრაზდა ნინა
-მეღადავებით ხალხო ? -გავოცდი მე
-მეტყობა რამე ? -არ ცხრებოდა ნინა
-აი თურმე ცინიკოსობა ვინ დაანათლა მათეს -დავიგესლე ჩემებურად და ხელები მუხლებზე დავიკრიფე
-დაწყნარდები ეხლა თუ რა ვქნა ?
-წყნარად ვარ მე
-ხოდა დამეხმარე სუფრის გაშლაში



***
მაგიდის გაშლას ,რომ მოვრჩით ნინამ მათეს და ბატონ თომას დაუძახა.
ორივე ერთად შემომწკრივდნენ სამზარეულოში.
მაგიდის ირგვლივ მოვთავსდით და ღიმილით გადავხედე ნინას და მათეს .
როგორც ყოველთვის ჩუმად ისხდნენ მაგიდის ირგვლივ და ჩუმად მიირთმევდნენ საჭმელს .
ჰაიმე .. როგორ არ მიყარს ეს სიჩუმე.
სიმყუდროვის დასარღვევად ოდნავ ჩავახველე.
ოდნავ ჩავახველეთქო ეს თქვენ გეუბნებით თორე ნერწყვი ისე გადამცდა ,რომ არა მათეს და ნინას შეძახილი ალბათ იქვე „გავფშიკავდი“ ფეხებს...
მოსულიერებული ცინიკურ თვალებს ,რომ წავაწყდი იქვე დადებული ჩანგალი ლამის ხელში მოვიმარჯვე და ეგრევე ყელში ვთხლიშე.
კიდევ კარგი სურვილი სურვილად დავტოვე და რეალურობაში არ მოვიყვანე.
ნინამ ღიმილით შესთავაზა ბიჭებს ყავა.
ბატონმა თომამ როგორც ყოველთვის შაქარი არ უქნაო.
ოჰ უშაქრო ყავას სვამს .გავიფიქრე ჩემთვის და ღიმილით ავედევნე კუდში ნინას.
მე მაგიდაზე ვიყავი მიყუდებული და მოლაპარაკე ნინას ვადევნებდი თვალს
-ეს თომასია , ეს კი მათესი -ხელით მანიშნა ყავებზე .-წავალ ხელებს გადავიბან და შენ გაუტანე კარგი ?
-კარგი -ვუთხარი ღიმილით და ყავებისკენ დავიძარი .
იქვე მდგარი სამარილე ავიღე და უშაქრო ყავაში დაახლოებით ერთ კოვზამდე ჩავაყარე.
მერე ღიმილით წავედი მოლაპარაკე ბიჭებისკენ დაყავა მაგიდაზე დავუდგი.
მე კი იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი.
მომლოდინე თვალებით ვუყურებდი იქვე მდგარს .
ერთი ყლუპის შემდეგ შეცვლილ სახეს ,რომ მოვკარითვალი ღიმილით დავაბრიალე თვალები.
ალბათ მიხვდა კიდევაც ჩემს ნამოქმედარს.
-აბა რაზე ჭორაობთ ? -შემოვიდა ოთახში ნინა
-ყავა შენ გააკეთე ნინა ? -შეხედა თომამ ჩემ დაქალს
-კი
-მერე მარილი უნდა ჩაგეყარა ყავაში ? -ვითომც არფერიო ღიმილით უთხრა
-ბარბარე -აღშფოთებულმა გადმომხედა დაქალმა
-შაქარი არ უნდაო და ვიფიქრე მარილით სვამდი -გავიმართლე სრულიად ბავშვურად თავი
არაფერი აღარ უთქვამს ბატონ თომას.
აღარც კი შემოუხედავს ჩემთვის ...
მე კი ჩემი ბავშვურობით გახალისებული ფეხი ფეხ გადადებული ვიჯექი და სიცილს ძლივს ვიკავებდი...



№1  offline წევრი londoner

დაბრუნდა ჩემი გოგოოო^^ რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა და ველოდები გაგრძელებას, რომელიც იმედია მალე დაიწერება <3

 


№2  offline წევრი Niacule

ვაიმე რამდენი ვიცინე :დდდდდ ნინას დედაო რომ უთხრა ლამის ვიხოხე,ძააანძააან მაგარიხარ,გაზარდრ თავები და არ დაგვიგვიანო❤❤❤❤

 


№3  offline წევრი Tini Gadrani

Gaagedzele!!

 


№4  offline წევრი DaaT

მაგარიაა გააგრძელე

 


№5  offline წევრი Khaleesi

აუუ რა მაგარია ისე ჩანგალზე ლალი მოროსკინა გამახსენდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent