შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკუშა ყაზბეგის გოგო ხარ (თავი 5)


9-05-2015, 10:13
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 027

-დაბლა გელოდები ჩამოდი - მე კიდევ რამოდენიმეჯერ თავიდან გადავიკითხე ესემესი მერე ავდექი ცრემლები მოვიწმინდე და დაბლა სასწრაფო წესით ჩავვარდი ამ წუთას არ მაინტერესებდა არაფერი სანდროსაც რომ დავენახე არ მადარდებდა მხოლოდ ერთი მინდოდა მენახა ნიკუშა და ჩავხუტებოდი ეთქვა რომ ეს არ იყო მისი გაკეთებული დავინახე და მისკენ გავიქეცი ჩავეხუტე მანაც არ დააყოვნა და თავისი ძლიერი მკლავები მომხვია მერე თავი ჩემს თმებში ჩარგო მე კი მის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი არ მინდოდა დამვიწყებოდა... ორივე კიდევ დიდი ხანი ვიდგებოდით ასე ჩახუტებულები სანდროს ხმა რომ არ გამეგო...
-მოშორდი მას - ცარიელ ქუჩაში მბრძანებლურად გაისმა სანდროს ხმა. მე ნიკუშას მოვშორდი სანდროსკენ შევტრიალდი და თავი მაღლა ავწიე
-რატომ? - ვკითხე ძალიან მშვიდად
-იმიტომ რომ მას სიყვარული არ შეუძლია ის ადამიანებს იყენებს შემდეგ კი თავიდან იშორებს
-არა ის არარის ასეთი სანდრო შენ ცდები
-ანა სახლში შედი - მითხრა სანდრომ მკაცრად და თითი სახლისკენ გაიშვირა აქამდე ჩუმად მდგარმა ნიკამ კი ხმა ამოიღო და მითხრა.
-სახლში შედი... მიდი.... - მე სახლში შევედი და ფანჯრიდან მათ ქმედებებს თვალს ვადევნებდი. დიდი ხანი იდგნენ ასე ერთმანეთის წინ და ლაპარაკობდნენ დიდი ხნის შემდეგ სანდრო სახლში შემოვიდა და სამზარეულოსკენ დაიძრა მე კი უკან მივყევი მან მითხრა ის რასაც აქამდე მეუბნებოდა
-მას აღარ შეხვდები, აღარ დაურეკავ, აღარ მისწერ გასაგებია? - მერე გამიღიმა და წვენი ჭიქაში დაისხა
-რატომ? - ვკითხე მაგრამ ,,ნივიჟუ'' ჩამირტყა და მოთმინებიდან გამოსულმა ჭიქა რომელიც მაგიდაზე იდგა გადმოვაგდე და კითხვა გავუმეორე
-რატომ?!! - ვხედავდი მის თვალებში ცეცხლს რომელიც თავისით არ ჩაქვრებოდა თუ არ ჩააქრობდი. ამ ცეცხლზე კი ნავთი დავასხი და შევძელი მისი წყობილებიდან გამოსვლის მიზეზი გავმხდარიყავი
-იმიტომ რომ ასეა საჭირო - კბილებში გამოსცრა მკაცრად
-მართლა?! საჭიროა? სერიოზულად? ამ ქვეყნად იცი რამდენი რამეა საჭირო?! მაგრამ ამას არ აკეთებენ არ იქცევიან საჭიროებისდამი ისე იქცევიან როგორც თვითონ უნდათ! მომისმინე სანდრო... მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ამ სამყაროში, ეს არის ადამიანი, რომელსაც თვალებში ჩახედავ და უბრალოდ იცი რომ ის „ შენია“! მასში არის რაღაც, რასაც სხვა ვერავისში ხედავ…. ერთმანეთის პოვნაში ხშირად ბევრი რამ გვიშლის ხელს, ხან საჭირო დრო არ არის, ხან -საჭირო ადგილი!!! ხან ვპოულობთ ერთმანეთს და მერე სიამაყის, სიმხდალის, შეცდომების გამო ვკარგავთ! ხშირად ვოცნებობთ ვიღაც იდეალურზე, მაგრამ ოცნებას იმედგაცრუება ანაცვლებს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ….ბევრი ცხოვრობს უაზრო მოლოდინით, რომ ერთ დღესაც ვიღაც გამოჩნდება და ყველაფერს შეიცვლება. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს…ყოველთვის იპოვი უკეთესზე უკეთესს, ლამაზზე ლამაზს, ჭკვიანზე ჭკვიანს, მაგრამ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც დაგაფასებს,პატივს გცემს,მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ… ესმის შენი დუმილი და ამიტომ, ყველაზე უკეთ ის გაიგებს შენს საუბარს! -თვალებში რომ ჩახედავ და რომ იცი,ისწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი; ის, ვინც არავის არ ჰგავს! …და სწორედ მაშინ,როცა იპოვი ასეთ ადამიანს, რომელიც ბოლომდე გაგიგებს და უყვარხარ იმისთვის, ვინც ხარ, მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარასდროს გაუშვა… რადგან მას თუ გაუშვებ, მასთან ერთად შენი ბედნიერების შანსიც წავა……და ბოლოს, ბედნიერება ძალიან ახლოსაა ხშირად, ჩვენ რომ არ ვეძებდეთ შორს….! მე ვიპოვე ბედნიერება ის მასშია გესმის? მე ის მიყვარს - დავასრულე ტირადა და აცრემლებული ჩემს ოთახში დავბრუნდი საწოლზე დავემხე და ცრემლები სამსკდა. არასოდეს არ მიტირია ბიჭის გამო და სიმართლე რომ ვთქვა ისინი მეცოდებოდნენ ვინც ვიღაცის გამო (შეყვარებულს ვგულისხმობ) ტიროდნენ... ახლა გავიგე იმ სიმწარის გემო... ახლა მივხვდი რა მწარეა როდესაც საყვარელ ადამიანს გართმევენ... ცრემლები შევიმშრალე და ფანჯარასთან მივედი ამაღამ სავსე მთვარეა ვარსკვლავებითაა ცა მოჭედილი როგორ მიყვარს ასეთი ღამე... აქამდე არაფერი მახარებდა ჩემი ძმის შემდეგ რათქმაუნდა ვარსკვლავების გარდა მათ ვუყურებდი ვითვლიდი და ფიქრების ოცნებების სამყაროში ვერთვებოდი ეხლა კი.. ეხლა ნიკუშას ერთი ღიმილიც კი ყველაფერს მირჩევნია ესე მალე... ასე უცბად და მოულოდნელად შემიყვარდა ადამიანი რომლის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი გარდა უაზრო წორებისა რომელიც თბილისს მოდებოდა და ხალხს სალაპარაკოს არ ულევდა... ის ღამე არ მეძინა აივანზე ჰამაკში ვიწექი და ვფიქრობდი დილით როცა სანდრო წავიდა ოთახიდან გამოვედი და დაბლა ჩავედი წვენი დავისხი სენდვიჩი გავიკეთე და ძალდატანებით შევჭამე ძალდატანებიტ იმიტომ რომ ჩემს მეგობარს რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა სიკვდილის წინ დავპირდი თავს გავუფრთხილდებოდი და არასოდეს არავის გამო თავს არაფერს ვავნებდი. მას იკა ერქვა ის იყო ყველაზე არაჩვეულებრივი ადამიანი ამქვეყნად... ეხლა ის ჩემთან რომ იყოს მირჩევდა რა უნდა გამეკეთებინა ზუსტად იცოდა როგორ ეპოვა გამოსავალი იმ სიტუაციიდან რომელშიც ვიყავით ყოველთვის იცოდა პრობლემის ისე გადაჭრა რომ არავისთვის ზიანი არ მოეტანა... როგორ სიგიჟემდე მენატრებოდა მისი ჩახუტება... მისი ხმა მენატრებოდა... ვიბანავე და ჩავიცვი შავი მთლიანი კაბა მოკლემკლავიანი მუხლებამდე ტაქსი გავაჩერე და მის საფლავთან მივედი ველაპარაკებოდი ისე თითქოს ეხლა ჩემთან იყოს წინ მეჯდეს ის დღე გამახსენდა ორივე გაბაზებული ვიყავით ერთმანეთზე მანქანას დიდი სისწრაფით ატარებდა მე კი მეშინოდა მან ჩემი და მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ჩართო:https://www.youtube.com/watch?v=1crz1NWSKHk
და ორივემ სიმღერა დავიწყეთ იმ დღს შემდეგ აღარ მეშინოდა სისწრაფის. უბრალოდ ორივე გიჟებივით ვუსმენდით ორივე ბოლო ხმაზე მუსიკას და თანაც ვმღეროდით... საღამომდე იქ ვიყავი მერე სახლში წამოვედი სანდრო და სასტავი იქ იჯდა ნახევრამდე ვიყავი მხოლოდ მისული ისინი რომ დავინახე იგნორი გავუკეთე სუყველას და სამზარეულოსკენ დავიძარი სანდროს ხმა გავიგე და მისკენ შევტრიალდი და გაოცება ვეღარ დავმალე როდესაც ნიკუშა და მისი საძმაკაცოც იქ იყვნენ მათთან ერთად ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და სრულიად უვნებლები თანაც.
-ვინც უყვართ ასე არ ესალმებიან - ნიკუშამ მითხრა და ჩემკენ დაიძრა ნიკაპი რომელიც ჯერ კიდევ დაღებული მქონდა და თვალებს გაოცებისგან ვაფახულებდი ნიკაპი დამახურინა და ჩამეხუტა ხელები მეც მალევე მოვხვიე და კისერში ვაკოცე ისინი კი გაღიმებულები გვიყურებდნენ. ნიკუშას მოვშორდი და გაოცებულმა ვთქვი:
-კი მაგრამ აქ რა ხდება?!
-გრძელი ამბავია თუმცა მოკლედ მოყოლაც შეიძლება - მიპასუხა სანდრომ და ლოყა ჩაეჩხვლიტა გაღიმებისას.....

გამარჯობა <3 მოკლედ წინა თავზე შემეშალა ბევრი რაღაცა თანაც მეოთხე თავის ნაცვლად მესამე დავაწერე <3 შეაფასეთ იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი maridb

მომეწონა ძალიან.))ცოტა დიდი თავები დადე
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent