შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა სიცოცხლის მომტანი? მგონი პირიქით (1)


9-05-2015, 15:04
ავტორი salomeee...
ნანახია 1 650

“სიყვარული უბედურების ჟამს მოდის” ხშირად მსმენია ეს ფრაზა, მაგრამ ასეა?
მთელი ცხოვრება სიყვარულს ვეძებდი, ყოველთვის მეგონა რომ ეს იყო ბედნიერების საწინდარი, მაგრამ მე მას არასწორ დროს, არასწორ ადგილას და არასწორი ფორმით ვეძებდი. ახლა ვიცი თუ რა შეცდომები დავუშვი, მაგრამ უკვე გვიანია მათი გამოსწორება…
ცხოვრება თავზე მენგრეოდა და მე ამას მხოლოდ ახლა მივხვდი. სიყვარული? ეს გრძნობა ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ არა ისეთი სიყვარული რომელსაც შემიძლია ნამდვილი ვუწოდო. დღემდე მყავს ისეთი მეგობრები რომლებიც ოჯახის წერებივით მიყვარს, მაგრამ მე ამ სიყვარულზე არ ვლაპარაკობ…
ჩემი სახელია ევა ჯაყელი, ვარ 27 წლის. ყოველთვის მეგონა რომ განსაკუთრებული ვიყავი, მეგონა რომ მე რაღაც დიდისთვის ვიყავი დაბადებული, მაგრამ ახლა როცა ვზივარ აქ, ამ სრულიად თეთრ ოთახში, სულ მარტო ვხვდები რომ არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან. საგიჟეთი? დიახ… მაგრამ აქ რა მინდა? არა, მე გიჟი არ ვარ… ეს ექსპერიმენტია… ჩემი პირადი ექსპერიმენტი, რომ დავადგინო რისთვის ვარ დაბადებული…
ვიცი ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჟღერს მაგრამ მინდა ყველაფერი დაწვრილებით გიამბოთ და ეს ყველაფერი დავასრულო, აღმოვაჩინო დასასრული, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება…
ყველაფერი კი ძალიან ადრე დაიწყო, დიახ ეს ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო, და მართლაც მინდა რომ ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი აღვწერო. მინდა სიკვდილის წინ კიდევ ვიგრძნო, რომ მეც ადამიანი ვარ, მთელი არსებით. მეც მყვარებია, მიგრძვინია იმედგაცრუება, ტკივილი, სიხარული, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. რატომ? მე ვიყავი ჩემივე უბედურების მიზეზი, ყოველთვის…

იცით ჩემი სახელი ევა ბერძნულად სიცოცხლის მომტანს ნიშნავს, მაგრამ მე მხოლოდ სიცოცხლეებს ვანადგურებ… რატომ? ან როგორ? მომისმინეთ და ყველაფერს თქვენით მიხვდებით, მე კი ყველას მხოლოდ პატიებას გთხოვთ და მოგიწოდებთ რომ ჩემი შეცდომები არასდროს, არასდროს არ გაიმეოროთ…


ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო…
27წლის წინ დედაჩემი უბედნიერესი ადამიანი იყო, მას შეეძინა ქალიაშვილი, მისი სულის ანარეკლი, გოგონა რომელსაც ბედნიერს გახდიდა…
დედაჩემს ძალიან მწარე ცხოვრება ჰქონდა, როდესაც მამაჩემს ცოლად გაჰყვა და ეგონა რომ მისი ტანჯვა დამთავრებული იყო, მაშინ უარესი დაიწყო, ყველანი აგიჟებდნენ… მაგრამ ეს ისტორია ჩემზეა და არ ღირს დედაჩემზე დიდხანს ლაპარაკი, თორემ ისე მოვკვდები მთავარ სათქმელს ვერ გეტყვით.
დრეები გადიოდა, დედაცემი უკვე შეგუებული იყო ტანჯვას, და ყველანაირად ცდილობდა რომ მე მაინც მქოოდა ბენიერი მომავალი და კარგი ოჯახი, მისი ბედნიერება კი მე ვიყავი. დიახ მამაჩემი მას არანაირ პატივს არ ცემდა და ისე ექცეოდა როგორც სახედარს, მაგრამ როდესაც ჩემს სიცილს გაიგონებდა ყველანაირი ტკივილი ქრებოდა…
2 წლის რომ გავხდი დედიკომ საჩუქარი გამიკეთა, მითხრა რო 7-8 თვეში მე ვიღაცის დაიკო ვიქნებოდი, მას მუცელი ეზრდებოდა და მეც სულმოუტმენლად ველოდი როდის დაიბადებოდა ჩემი ძამიკო, სანდრო. მჯეროდა რომ ერთ დღეს დედიკოს მუცელი “ბუხ”-ს იტყოდა, გაქრებოდა და მის მაგივრად სანდრო გაჩნდებოდა,დიახ მე უზრუნველი ბავშვობა მქონდა და არაფერი არ მახსოვს ცუდად. ერთ მშვენიერ დრეს მართლაც მომიყვანეს სახლში სანდრო, ის ისეთი პატარა იყო, ისეთი საყვარელი. მე გავხდი მისი ცხოვრების განადგურების მიზეზი. ვნანობ თუ არა ამას? საშინლად… მე რასაც ახლა ვწერ, ჩემი ფიქრებით სავსე ოთახში სრული სიმართლეა, მე ძალიან ცუდი ცხოვრებით ვიცხოვრე და ეს არის ჩემი აღსარება. გთხოვთ ნუ განმსჯით, არა მე არ გთხოვთ რომ ჩემს მდგომარეობაში შეხვიდეთ, მაგრამ თუ ამ წერილს ჩემი სიკვდილის მერე ვინმე იპოვის მინდა რომ დედაჩემს აჩვენოთ, ის ყველაფერს მიხვდება… ბოდიში დე თუ აქ რამე ისეთს დავწერ რაც გულს გატკენს მაგრამ შეჰნ ყოველთვის მეუბნებოდი რომ გულახდილი უნდა ვყოფილიყავი…
ახლა კი ძალიან გთხოვთ, უბრალოდ ბოლომდე მომისმინეთ და შემდგომ გადაწყვიტეთ ჩემი ბედი…



№1  offline წევრი ana-stasia

მომეწონა,განსხვავრბულია და გააგრძელე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent