გრძნობების წინააღმდეგ
დღესაც როგორც ყოველთვის წინ ვიდექი და ზურგით თაღის კედელს ვეყუდებოდი სრულიად მოულოდნელად გვერდით რომ ჩამიარა. ჩემსკენ არც კი გამოუხედავს. არადა ზუსტად ვიცი დამინახა. თუმცა რომც არ დავენახე რათ უნდოდა ჩემი დანახვა, ისედაც იცის,რომ იქ ყოველთვის მხოლოდ მე ვდგავარ და არავინ სხვა. წინ დამიდგა. არც ერთი შემოხედვა... არცერთი გამარჯობა... არცერთი ღიმილი... არცერთი... როგორც სრულიად უცხოს... როგორც სრულიად უცხოს? ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. უფროსწორად ის არ მიცნობს მე, მე მას - კი. მან არ იცის ჩემი სახელი. არც გვარი. არც წლოვანება. არაფერი არ იცის ჩემს შესახებ. მე კი მის შესახებ ყველაფერი. სახელი, გვარი, წლოვანება, საცხოვრებელი, სასწავლებელი, ოჯახის წევრები, მისი ჰობი და საერთოდ საერთოდ ყველაფერი და მისი მთელი ცხოვრება. მან კი ჩემი სახელიც არ იცის. ალბათ არ უნდა და ამიტომაც არ იცის. ალბათ კი არა უეჭველად ასეა. რომ სდომოდა აქამდე უკვე ბევრჯერ ეცოდინებოდა. ერთმანეთიც აქ გავიცანით. გავიცანით? ალბად უფრო გავიცანი. ეს ყველაფერი უკვე წლებია დაიწყო, დაიწყო და აღარც დამთავდა... უკვე 4 წელია ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. 4 წლის მანძილზე ყ ო ვ ე ლ დ ღ ე. ყო-ველ-დღე. რამდენი წელი, რამდენი თვე, რამდენი კვირა, რამდენი დღე, რამდენი საათი, რამდენი წუთი და რამდეი წამი, მან კი ჩემი სახელიც არ იცის რა სასაცილოა არა? თუმცა სახელს ვინ ჩივის გამარჯობასაც კი არ მეუბნება. არც კი მიღიმის მოსალმების ნიშნად, თუმცა რა მიღიმის, მოსალმების ნიშნად მზერასაც კი არ მაღირსებს. სულ ერთ მზერას. საერთოდ არ მიმჩნევს. ხანდახან მგონია რომ იქ ჩემს მაგივრად რაიმე უსულო საგანი დგას, მაგრამ უსულო საგანს უფრო შეიმჩნევდა ადამიანი და წმაით მაინც შეხედავდა ოდესმე. ხანდახან მგონია არ ვარსებობ და ჰაერიივით შეუმჩნეველი ვარ. როგორც ყოველ მის დანახვაზე დღესაც ასე დამემართა. პირველი რაც ვიგრძენი დაბნევა იყო. არ ვიცოდი საით გამეხედა, ვისთის, ან რისთვის შემეხედა, რა გამეკეთებინა, როგორ დავდგარვიყავი და საერთოდ როგორ მესუნთქა. გულმა ფეთქვას მოუმატა და ყოველწამს უფრო და უფრო ძლიერდებოდა იმდენად, რომ გულის ძგერას მთელი სხეულით ვგრძნობდი და მისი ხმა საგრძნობლად მესმოდა. მთელი სხეული გამეყინა. ძარღვებში სისხლს ვეღარ ვგრძნობდი მციოდა. მხოლოდ ხელის გულები გამიოფლიანდა. იქ ასე მდგომმა ვერც კი გავიგე 5 საათი როგორ გავიდა. არც ის მახსოვს რახდებოდა ამ დროის მანძილზე ჩემს ირგვლივ როგორ ვიყავი მე. როგორ იყო ის. როგორ იყვნენ სხვები. არაფერი დამინახავს და არაფერი გამიგონია, მხოლოდ ვახოს ხელის შეხება ვიგრძენი და მაშინ დავეშვი დედამიწაზე. -არ მოდიხარ? - აზრზე მომიყვანა ვახოს ხმამ. -კი, კი. ვახო? ვახოც იქ გავიცანი. იქ სულ ერთი სასტავი დავდიოდით. სულ ერთაიგივე ხალხი მხოლოდ. ყველა ყველას იცნობდა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი უცნობები. მოვდიოდი გზაში ვახოსთან ერთად და ისევ ავფრინდი. ვიხსენბდი იმდღევანდელ სიზმარს, რომ უნდა დამლაპარაკებოდა და ზუსტად ამ დროს გამაღვიძეს. იგრძნეს ალბათ. იქ მაინც ხომ ვიყავი ბედნიერი. იქ ხომ მაინც მიყურებდა. იქ ხომ მაინც მიღიმოდა და იქ ხომ მაინც არპირებდა ჩემთვის რაღაცის თქმას. არ უნდა შემყვარებოდა! მისი შეყვარება ხომ არ შეიძლებოდა! რატომ მოხვდა ასე? რატომ დამემართა ეს მაინც და მაინც მე? მას ხომ... რატომ ვერ მივდივარ ჩემი გრძნობების წინააღმდეგ? მისი სიყვარული ხომ არ შეიძლება?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.