შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქში ნაპოვნი გოგონა. 3


9-05-2015, 17:17
ავტორი ♥Caarmeen♥
ნანახია 2 070

-ჩემი რეზიუმე არ გჭირდებათ?
-რამე საინტერესო შემიძლია აღმოვაჩინო?
ცოტა არ იყოს დავიბენი. არც ვიცი ეს, რატომ ვკითხე, მაგრამ ხელფასის 100 ევროთი მომატება ძალიან გამიკვირა. ეს ყველაფერი პარიზულ ტრადიციას მივაწერე და კითხვა შევუბრუნე.
-რა მევალება?
-შენს დიდ კუნთებს მაისურიდანაც ვხედავ ალბათ კარგი იქნებოდა რამე ფიზიკური სამუშაო დამევალებინა,მაგრამ გადავიფიქრე. არც მიმტანად მინდა შენი გაფუჭება.
ცოტა არ იყოს და დავიბენი...აბა მენეჯერი უნდა ვყოფილიყავი?
-მოკლედ მიმღებში დადგები ყველა მოსულ სტუმარს მიესალმები, გააცნობ მათ ადგილებს და სასიამოვნო საღამოს უსურვებ.
-და ამ ყველაფერში 600 ევრო?
გაოცებას მაინც ვერ ვმალავდი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ფული იყო.
ლედის გამომწვევად ჩაეცინა. ჩემსკენ გადმოიხარა...მისი დიდი, ფუმფულა,თეთრი მკერდი თვალში მომხვდა და მაშინვე ცივმა ოფლმა დამასხა. მან ეს იგრძნო მიხვდა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი.
მუხლზე ხელი დამადო...
-როცა აქ მოსული სტუმრები შენ გნახავენ დამიჯერე ჩვენი რესტორანი ბევრად პოპულარული გახდება.
-ჩემს გამო?
-დიახ...შენ ისეთი სხვანაირი ხარ. ქალაქელი არ ხარ თუმცა ახალგაზრდა ჩერჩეტ გოგოებს ადვილად მიიზიდავ. თითქოს უცხო გარეგნობა გაქვს,ოდნავ მორცხვი ხარ და პროვინციელობაც გეტყობა. თუ ისე მოხდა ყველაფერი,როგორც მინდა ხელფასს ძალიან მალე გაგიზრდი.
ბოლოს მუხლზე ხელი მომიჭირა. მისი გრძელი ფრჩხილები ვიგრძენი. თითქოს შემაქო,მაგრამ ჩემს პროვინციალიზმს ხაზი გაუსვა დამამცირა, მაგრამ ჩემი წარმომავლობა არასდროს ყოფილა ჩემთვის სირცხვილი. აზრზე მალე მოვედი ზუსტად მივხვდი ეს ფლირტი იყო ბებიის ტოლა ქალთან. მაგრამ მე ინიციატივა არ გამომიჩენია.
ჩემს წინ იყო ნელა მიდიოდა მოკლე კაბას ისწორებდა. ბართან მივიდა ქაღალდები აიღო და ისევ ჩემსკენ წამოვიდა.
-ხელი მოაწერე!
-რა არის?
ლედის ისევ გაეცინა.
-ხელშეკრულებაა, რომ არსად გამექცე.
მე გამოუცდელმა ხელი დაუფიქრებლად მოვაწერე და წინასწარ 1000 ევრო მომცა საჩუქრად.
ისევ ბარისკენ მიიწევდა,მინარნარებდა ახლა ისეთი მოხუცი აღარ მეჩვენებოდა, როცა მის ფეხებს და უკანალს მოვავლე თვალი.
მალევე დავუძახე.
-შევუდგე მუშაობას?
-დღეს წადი.
ხელი მაღლა ასწია და დამემშვიდობა.
სახლში გახარებული ვბრუნდებოდი რამდენჯერმე გახარებულმა დავხედე ფულს,რომელიც ჩემი იყო და არ მჯეროდა, რომ ასე მალე ვიშოვე სამსახური.
სახლში დანიელი არ დამხვდა. ავიღე ფურცელი კალამი და წერას შევუდექი.
"გამარჯობა დედა.
მე ძალიან კარგად ვარ...აქაურობა ძალიან კარგია და სულაც არაა ისეთი,როგორიც შენ წარმოგედგინა.ქალაქი დავათვალიერე. სახლი ძალიან მომეწონა სუფთაა და მყუდრო. მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკვე ძალიან მომენატრე. მომენატრა შენი გამომცხვარი ღვეზელები.
ალბათ ფული უკვე ნახე, რომელიც კონვერტში იდო. ნუ შეგეშინდება ცუდი არაფერი გამიკეთებია. პირიქით! უკვე დასაქმებული ვარ. ხო დედა, მუშაობა დავიწყე რესტორანში. დღეს ვესაუბრე მენეჯერს...კარგი ქალი ჩანს მოკრძალებულია და თავმდაბალი. (ახლა ნამდვილად ვატყუებდი დედას,მაგრამ რას იფიქრებდა, რომ სცოდნოდა როგორი ქალი იყო მენეჯერი) წინასწარ მომცა ფული. ალბათ იმისთვის,რომ მეტი მონდომებით მოვეკიდო საქმეს. მოკლედ ეს ჩემი პირველი ხელფასია...გთხოვ არ შეინახო და არც ისეთ გამოსაჩენ ადგილას დადო, როგორც შენ გჩვევია ხოლმე. არ არის აუცილებელი ამ ფულის წლობით შენახვა მალე უფრო მეტს გამოვგზავნო. მოიხმარეთ...
გკოცნი, მიყვარხარ.
ალექსანდრა და მამა მომიკითხე.
მეთიუ"
წერილი და 500 ევრო კონვერტში მოვათავსე. მაშინვე გარეთ გავედი სადაც დანიელი შემხვდა.
-საით?
-წერილი უნდა გავაგზავნო.
-შენს სიყვარულთან?
-ვისზე ლაპარაკობ?
-ანაზე.დღეს რომ გაგექცა.
თვალები უაზროდ გადავატრიალე.
-არა დედაჩემთან ფულს ვუგზავნი.
-ფულს? საიდან?
-მუშაობა დავიწყე ძმაო.
მხარზე ხელი გადავხვიე და წავიყვანე ფოსტისკენ.
-ანუ გამოდის, რომ ჩემი მუშაობა ჯერ საჩქარო არ არის.
-სულ ჩემზე დამოკიდებული ნუ გახდები. ფული, რომ აღარ გექნება მე არ მოგცემ...მხოლოდ მაშინ დაგეხმარები, როცა ძალიან გაგიჭირდება.
-კა-რგი.
დამიმარცვლა დანიელმა. გამეცინა.
სახლში დავბრუნდით. მე მისაღებში სავარძელზე მოვთავსდი და კმაყოფილი ვიღიმოდი.
დანიელიც აქვე იყო ძალიან მოღუშული სახით იჯდა.
-ე, შენ რა გჭირს?
-არაფერი.
მითხრა ცივად.
-მიპასუხე.
დანიელმა ღრმად ამოისუნთა და მითხრა.
-მხოლოდ 100 ევრო დამრჩა...ამით ბევრს ვერაფერს იზამს ადამიანი ალბათ ორი დღე მეყოფა. მე კი სისხლი მიდუღს ახალგაზრდა ბიჭი ვარ ხომ გესმის? გართობა მინდა, ქალები დროს ტარება. უკვე საღამოა და მე ბებიაჩემივით სახლში უნდა ვიყო და ტელევიზორს ვუყურო.
აშკარად ძალიან მოქმედებდა დანიელზე სახლში ყოფნა.
-აბა ნახე სადმე იქნებ საქსოვი ძაფებიც იყოს...მომაწოდე და მოვქსოვ წინდებს ან სვიტერს.
-შენ ასეთი გართობით არასდროს დაიღლები.
-როგორ არ დავიღლები...როცა ერთი ბარი მომბეზრდება და იქ მყოფი ქალები ცოტა ხნით აღარ ვივლი. ძმაო მომისმინე...
ადგა და ჩემსკენ გადმოჯდა. თან ჩემი ორივე ხელი დაიჭირა და თვალებში ჩამხედა. ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა მეგონა გამჭვირვალე ვიყავი.
-მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ გართობა და დროს ტარება მინდა. ამაში ცუდი არაფერია...შენ რა არ მოგეწონა გუშინდელი საღამო?
-არა! არაფერი მახსოვს.
-მე მახსოვს...ცეკვა,კარგი მუსიკა,სასმელი ულამაზესი გოგონები. ამაზე ნორმალური კაცი უარს არ უნდა ამბობდეს. მიდი რა წავიდეთ. შენ უკვე მუშაობ, ამ ერთხელ წავიდეთ...გთხოვ
-ა რ ა !
დანიელი ისევ ჩემგან შორს გადაჯდა და ისევ მოიღუშა.
-მგონი ჩემი ძმაკაცი პიდარასტია და მე არაფერი ვიცი ღმერთო...ოღონდ ეს არა ოღონდ ეს არა!
წაიჩურჩულა ჩემს გასაგონად და ქვედა ტუჩი აათამაშა.
-კარგი ჩაიცვი.
დანიელი გახარებული წამოხტა ხელები მაღლა ასწია და დაიღრიალა.
-ღმერთო შენ არსებობ!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent