თუ დავრჩები
7:09 ბევრი ფიქრობს,რომ ყველაფერი თოვლის ბრალია.არ ვიცი,შეიძლება,ასეც იყოს. იმ დილით რომ გავიღვიძე,გაზონი თხელ,თეთრ საბურველში იყო გახვეული,თოვლის სისქე ერთ ინჩსაც კი არ აღწევდა,მაგრამ ორეგანოს ამ ნაწილში ესეც კი საკმარისია,მოსახლეობა რომ შეშფოთდეს,ქალაქში მხოლოდ ერთი თოვლსაწმენდი მანქანაა გზების გასაწმენდად.ისე,ჩვენთან თოვლჭყაპი უფრო იცის,გაყინული ფიფქების ნაცვლად,ციდან ნოტიო,სისველეშეპარული ფანტელები ცვივა წკაპაწკუპით. დღევანდელი მცირე ნალექიც კი სკოლაში სწავლის გადადების მიზეზი ხდება.ჩემი პატარა ძმა,ტედი,საომარ ყიჟინას სცემს,როგორც კი დედიკოს ძველებური რადიო სწავლის შეწყვეტის შესახებ გვამცნობს.-თოვლის დღეა!-ღრიალებს,-მამიკო,მოდი,თოვლის კაცი გავაკეთოთ. მამას ეღიმება და ყალიონს ფერთხავს,რომლის მოწევაც მას ემრე დაიწყო,რაც 1950-იანი წლების პოპულარულმა ტელესერიალმა "მამამ უკეთ იცის" გაიტაცა. სხვათა შორის,ყელზე ბაფთასაც ატარებს,ოღონდ დღემდე ვერ გამირკვევია,როგორი დამოკიდებულება აქვს ან აქსესუარის მიმართ,სამოსის ელეგანტურ ნაწილად მიიჩნევს თუ სარდონიკულად დასცინის საკუთარ თავს-თითქოს,სურს,ყველას გააგებინოს,ყოფილმა პანკმა საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობაო...იქნებ სწორედ მასწავლებლად მუშაობამ მისცა მამას ბიძგი,ძველი დროის თაყვანისმცემლად ქცეულიყო...ყალიონის სუნი კი მომწონს,მოტკბო კვამლის სუნი ასდის,ზამთარსა და შეშის ღუმელს მახსენებს. -შეგიძლია,გახვიდე და სცადო,-ეუბნება მამა ტედის,-მაგრამ ჯერ მიწასაც ვერ ფარავს ხეირიანად,თოვლის კაცის ნაცვლად,თოვლის ამება თუ გამოგივა. მინდა,გითხათ,რომ მამა ბედნიერია.ერთინჩიანი თოვლის საფარი ნიშნავს,რომ მთელ ოლქში ყველა სკოლა დაიხურა,მათ შორის,ჩემი უმაღლესი სკოლა და ის საშუალო სკოლა,სადაც მამა მუშაობს,გამოდის,რომ მასაც მოულედნელად უქმე დღე გამოუჩნდა.დედა ქალაქში,ტურისტულ სააგენტოში მუშაობს.დგება,რადიოს რთავს და მეორე ჭიქა ყავას ისხამს. -მოკლედ,თუ დღეს ყველანი უსაქმურობთ,მეც არ მსურს მუშაობა,ეს ხომ უსამართლობაა!-ტელეფონის ყურმილს სწვდება და რეკავს.საუბრის დამთავრების მერე ჩვენ შემოგვცქერის.-საუზმე მე უნდა მოვამზადო?-მე და მამა ერთდროულად ვიწყებთ ხარხარს.დედა მხოლოდ სიმინდის ფანტელებს და დაბრაწული პურის "მომზადებას" თუ ახერხებს ხოლმე,ოჯახში მთავარი მზარეული მამაა. დედა კარადას აღებს და ორცხობილის კოლოფს იღებს,თითქოს,არ ესმის ჩვენი ხარხარი,მერე კი გვეუბნება,-კარგი,კარგი,არა მგონია,ასე ძალიან გამიჭირდეს...მაჭკატები ვის უნდა? -მე მინდა!მე მინდა!-ყვირის ტედი,-შეიძლება,მაჭკატებს შოკოლადის ბურბუშელა დავაყოლო? -რატომაც არა,-პასუხობს დედა. -ვაშაა!-ყვირის ტედი და ხელებს იქნევს. -ამ დილაადრიან რაღაც მეტისმეტად ენერგიული ხარ,-ვაჯავრებ ძმას,მერე კი დედას მივმართავ.-ალბათ ამდენი ყავის სმის უფლებას არ უნდა აძლევდე. -დიდი ხანია,მხოლოდ კოფეინგამოცლილს ვასმევ.-მეპასუხება დედა,-ბუნებრივადაა ასეთი ჯან-ღონით სავსე. -მთავარია,მეც უკოფეინო ყავის სმაზე არ გადამიყვანო,-ვეუბნები მე. -ეგ ხომ ბავშვზე ძალადობად ჩაეთვლება.-მეუბნება მამა. დედა ორთქლადენილ ყავადანს და გაზეთს მიწვდის. -შენი შეყავრებულის მშვენიერი ფოტოა დაბეჭდილი. -მართლა?მისი ფოტოა? -ნამდვილად.ისე,ზაფხულის ემრე საერთოდ აღარ გვინახავს.-მეუბნება დედა და წარბაწეული გვერდიდან მიცქერს,ასე ცდილობს,სულში ჩამწვდეს. -ვიცი,-ვამბობ და,მიუხედავად იმისა,რომ ამის საბაბი სულაც არ მაქვს,ვოხრავ. ადამის ჯგუფი,"ვარსკვლავთცვენა",თანდათან დიდების ზენიტისაკენ მიდის და ეს ნამდვილად კარგი ამბავია. -ოჰ,ეს ახალგაზრდობაში უქმად გაფლანგული დიდება!-ამბობს მამა,მაგრამ იღიმის,ვიცი,რომ ადამი მოსწონს,ეგ კი არა,მისით ამაყობს კიდეც. გაზეთს იმ გვერდზე ვშლი,სადაც კალენდარია დაბეჭდილი.პაწაწინა მიოხილვაა "ვარსკვლავთცვენაზე" და კიდევ უფრო ციცქნა სურათია მოთავსებული,რომელზეც ჯგუფის ოთხივე წევრია.არადა,მათ გვერდით უზარმაზარი სტატიაა ჯგუფ "ბიკინისა" და მათ სოლო მომღერალზე,პანკ-როკ დივა ბრუკ ვეგაზე,ამ ქალბატონის მოზრდილ ფოტოსთან ერთად. მიმოხილვაში ნათქვამია,რომ ადგილობრივი ჯგუფი "ვარსკვლავთცვენა" "ბიკინის" პორტლენდური ტურის დაწყების აღსანიშნავ კონცერტს ხსნის,ჩემთვის უფრო მნიშვნელოვან ამბავზე კი ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.წუხელ ბიჭერბი სიეტლის ერთ-ერთ კლუბში უკრავდნენ და ადამმა შეტყობინება გამომიგზავნა ნაშუაღამევს,დარბაზი სავსე იყოო. -მიდიხარ ამაღამ?-მეკითხება მამა. -ვაპირებ,მაგრამ მეშინია,დიდთოვლობის გამო გზები არ ჩაიკეტოს. -ჰო,ნამდვილად ქარბუქი ამოვარდება,-ამბობს მამა და მიჩვენებს,როგორ ეემა მიწაზე ერთადერთი ფანტელი. -იმ პიანისტთან ერთადაც მომიწევს,ალბათ,რეპეტიციის გავლა,პროფესორმა კრისტიმ საიდანღაც რომ ამოთხარა.-პროფესორი კრისტი პენსიაზე ფასული მუსიკის მასწავლებელია უნივერსიტეტიდან,რომელიც ბოლო რამდენიმე წელია,მე მამუშავებს და გამუდმებიტ ეძებს მოხალისეებს,ჩემთან ერთად რომ დაუკრან.-იცოდე,მაგრად დაუდექი,უჩვენე მაგ ჯულიარდელ სნობებს,დაკვრა როგორ უნდაო,-ხშირად მეუბნება ხოლმე. მე ჯერ არ ვსწავლობ ჯულიარდში,მაგრამ მოსმენამ შესანიშნავად ჩაიარა.ბახის სუიტამ და შოსტაკოვიჩმა ისე შთამაგონა,როგორც არადროს და თითები პირდაპირ დასრიალებდნენ სიმებსა და ხემზე.დაკვრა რომ დავასრულე,გული ამოვარდნაზე მქონდა,ერთმანეთზე მიტყუპებული ფეხები კი საშინლად მიკანკალებდა დაძაბულობისაგან.ერთმა გამომცდელმა ტაშიც კი დამიკრა,რაც არც ისეთი ხშირი ამბავია მოსმენაზე.გასასვლელისაკენ რომ წავლასლასდი,იმავე გამომცდელმა მითხრა,კარგა ხანია,ჩვეს სასწავლებელში "ორეგონელ სოფლელ გოგოს ფეხი არ შემოუდგამსო". პროფესორმა კრისტიმ ეს ნათქვამი ჩარიცხვის გარანტიად ჩათვალა.მე კი დარწმუნებული იმასაც ვერ ვიტყვი,მინდა თუ არა,იქ ჩავირიცხო."ვარსკვლავთცვენის" მეტეორივით გაელვებისა არ იყოს,ჯულიარდში მოხვედრა,თუ ჩავირიცხე,ამ ბოლო თვეებში გაჩენილ პრობლემებს მხოლოდ მომიმატებს. -მე კიდევ მინდა ყავა,თქვენ?-კითხულობს დედა და თავზე მადგება ძველი ყავადნით ხელში. ხარბად ვსუნთქავ შავი,გემრიელი,ცხიმიანი,ფრანგული წესით მოახალული ყავის არომატს,ასე ძალიან რომ მიყვარს.-ისევ ლოგინში ვაპირებ ჩაწოლას,-ვამბობ მერე,-ვიოლონჩელო სკოლაში დამრჩა,ასე რომ,ვერც კი ვიმეცადინებ. -ვერ იმეცადინებ?მთელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში?ნეტავ,გული არ გამისკდებოდეს.-ამბობს დედა.მართალია,ბოლო წლებია,ისწავლა კლასიკური მუსიკის მოსმენა,მაგრამ ამბობს ხოლმე,ეს იგივეა,აქოთებული ყველის გემოს შეეჩვიოო.მიუხედავად ამისა,ჩემს რეპეტიციებზე დასწრება თუ უწევს ხოლმე,დიდად არ არის აღტაცებული. ზედა სართულიდან ბრახი-ბრუხი მესმის.ტედი უკრავს კათავის დოლზე.ეს საკრავი ადრე მამას ეკუთვნოდა,მაშინ,როცა ჩვენს დიდ ქალაქში ღმერთმა იცის რომელ ჯგუფში უკრავდა და თან გრამფირფიტების მაღაზიაში მუშაობდა. მამას ეცინება ტედის ხმაურზე და ამის დანახვაზე კარგად ნაცნობი გრძნობა მებადება,სინდისი მქენჯნის.ვიცი,რომ სისულელეა,მაგრამ მინდა,ვიცოდე,მამა იმედგაცრუებული ხომ არ არის,როკით რომ არ დავინტერესდი...თავიდან,თითქოს,გეზი ამ მიმართულებისაკენმქონდა აღებული,მაგრამ მესამე კლასში ვიოლონჩელო აღმოვაჩინე მუსიკის კაბინეტში და,ლამის,ადამიანად მომეჩვენა,ისე მიყურებდა,თითქოს,მეუბნებოდა,თუ ჩემზე დაუკრავ,საიდუმლოს გაგანდობო და მეც დავიწყე.იმ დღიდან უკვე აღი წელი გავიდა და ამ საქმისთვის თავი არ დამინებებია. -ამ ბრაზაბრუხში ძილს ვეღარ შეიბრუნებ.-ყვირის დედა,ტედის ხმაურში რამე რომ მაინც გამაგონოს. -იცით ,რა?-ამბობს მამა და ყალიონს აბოლებს,-თოვლი უკვე დნება.-უკანა კარს ვუახლოვდები და გარეთ ვიხედები.ღრუბლებიდან მზე იჭყიტება და ყინულის დნობის ხმა ისმის.კარს ვხურავ და მაგიდასთან ვბრუდნები. -ოლქის ხელმძღვანელობამ,მგონი,გადაამლაშა. შესაძლოა,მაგრამ უკვე გვიანია,სკოლაში სწავლის შეწყვეტის ბრძანებას ვეღარ გააუქმებენ.რაც არის,არის,მეც ხომ დავეთხოვე სამსახურიდან.-ამბობს დედა. -მაშ ვისარგებლოთ ამ მოულოდნელი წყალობით და სადმე გავისეირნოთ,-ამბობს მამა,-მანქანა დავქოქოთ და ჰენრისა და უილოუს შევუაროთ.ჰენრი და უილოუ დედასა და მამას ძველი მუსიკოსი მეგობრები არიან,მათაც შეეძინათ ბავშვი და იძულებულები გახდნენ,დასერიოზულებულიყვნენ.დიდ,ძველ,ფერმის სახლში ცხოვრობე. ჰენრიმ ბეღელი ოფისად გადააქცია და ვებდიზაინს აკეთებს,უილოუ კი იქვე,ახლომდებარე საავადმყოფოში მუშაობს.ჩვილი გოგონა ჰყავთ და ამიტომაც უნდათ დედას და მამას მათთან სტუმრობა,ტედი უკვე რვა წლისაა,მე-ჩვიდმეტის და კარგა ხანია,დედის რძის ის მომჟავო სუნი არ დაგვკრავს,უფროსებს რომ აგიჟებს ხოლმე. -შეგიძლია "ბუკნარში" შევიაროთ შინ დაბრუნებისას,-ამბობს დედა და ცდილობს,მომთაფლოს."ბუკბარი" უზარმაზარი,მტვრიანი ბუკინისტური მაღაზიაა.შენობის უკანა ნაწილში უცდახუთცენტიანი ფირფიტები აწყვია კლასიკური მუსიკის ჩანაწერებით,რომელთაც,როგორც ჩანს,მხოლოდ მე ვყიდულობ და საძინებელში მთელი გროვა მაქვს საწოლის ქვეშ დამალული.კლასიკური მუსიკის ჩანაწერების ყველასთვის ჩვენებას აზრი არ აქვს,არაა ისეთი რამ,რითაც შეიძლება,თავი მოიწონო.ადამს კი ვუჩვენე,მაგრამ მაშინ უკვე ხუთი თვე იყო შესრულებული,რაც ერთმანეთს ვხვდებოდით.მეგონა,გაიცინებდა,ის ხომ მაგარი ტიპია,დახეული ჯინსები,თხელძირიანი შავი კედები,პანკ-როკის სტილის აჩაჩული მაისურები აცვია და სხეულზე დახვეწილი ტატუებიც აქვს.ადამი სულაც არ ჰგავდა იმ ბიჭს,რომელიც ჩემნაირ გოგოსთან გააბამდა ურთიერთობას,ამიტომაც ორი წლის წინ პირველად რომ შევნიშნე,როგორ მიყურებდა მუსიკალურ სტუდიაში,ვიფიქრე,სასაცილოდ ამიგდებს-მეთქი და მოვერიდე.მოხდა ისე,რომ სულაც არ ავუგდივარ სასაცილოდ,ეგ კი არა,მოგვიანებით გაირკვა,რომ თავადაც პანკ-როკ ჩანაწერების მტვრიანი კოლექცია ჰქონდა საწოლქვეშ გადამალული. -სადილად შეგვიძლია,ბებია-ბაბუას შევუაროთ,-ამბობს მამა და ტელეფონის ყურმილს იღებს,-შინ კი ისეთ დროს დავბრუნდებით,პორტლენდში წასასვლელად დრო დავზესაყრელად რომ დაგრჩეს. -წინააღმდეგი არ ვარ,-ვამბობ მე,საქმე არც "ბუკბარნით" ცდუნებაშია,არც ადამის ტურში ყოფნაში,ან კიმას,ჩემი საუკეთესო მეგობრის მოუცლელობაში,რომელიც ახლა სკოლის ფოტოალბომზე მუშაობს,არც იმაში,რომ ვიოლონჩელო სკოლაშინ დამრჩა ან შინ დარჩენა და ტელევიზორის ყურება შემიძლია.უბრალოდ,სიამოვნებით გავისეირნებდი ოჯახთან ერთად.ესეც ისეთი რამეა,რასაც ყველას ვერ მოსდებ,მაგრამ ადამს ჩემი ამ საკითხშიც კარგად ესმის. -ტედი,-ეძახის მამა ჩემს ძმას,-ჩაიცვი და თავგადასავლისათვის მოემზადე. ტედი დოლზე ბრაგუნს თეფშებზე სოლო შესრულებით აგვირგვინებს და ერთი წუთიც არაა გასული,სამზარეულოში რომ თავიდან ბოლომდე გამოწყობილი შემოდის,ალბათ,თან ჩვენი ვიქტორიანული სახლის კარგად შეკრულ კიბეებზე ჩამორბოდა და თან თანსაცმელში უტრიდა ხელ-ფეხს.-"სკოლა საზაფხულოდ დაიხურა..."--მღერის თავისთვის. -ელის კუპერი?-ეკითხება მამა,-ნუთუ ასე დავეცით? ბოლოს და ბოლოს "რამონესი" მაინც გემღერა. -დიდი ოპტიმისტია,-ვამბობ მე. დედა იცინის,მაგიდაზე ოდნავ დანახშირებულ მაჭკატებს აწყობს და გვეუბნება,-აბა,ოჯახობავ,ჭამას შეუდექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.