შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტყვი წადიო, მეც წავალ... (თავი პირველი)


9-05-2015, 22:51
ავტორი королева
ნანახია 2 430

უკვე 4წელი გავიდა.... ვხედავ როგორ იტანჯება ჩემი სიყვარულით...
უი, სულ დამავიწყდა, ჰომ, მე ანასტასია თოფურია ვარ, ირაკლი აბესაძის 4წლის ოცნება. ალბათ გაინტერესებთ ვინაა ირაკლი აბესაძე?!
ირაკლი არის პიროვნება რომელიც თითოეულ ბნელ დღეს მილამაზებს.. ყველაზე ბედნიერს მხდის... ყველაფერი იცის ჩემზე.. ყველაფერი აქვს ჩემი სიყვარულის გარდა.. დამიჯერეთ, ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად აკლია ეს.. რატომ ვერ ვიყვარებ ეს მეც არ ვიცი… არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უტკენია ჩემთვის გული.. სხვებისგან განსხვავებულია, ორიგინალურია, მაგრამ ვერ ვიყვარებ, ყველაზე დიდი პრობლემაც ამაშია.
მოდით უკეთესად გაგეცნობით, ანასტასია თოფურია 16წლის, დედის ერთა... მაღალი, სუსტი და შავგრემანი, „მამიკო“-ს გათამამებული გოგონა, მყავს ორი „დაქალი“ ელენე და ეკა. დავდივარ ამერიკულ-ქართულ აკადემიაში და ვცხოვრობ საბურთალოზე, დედა მარიამ სანიკიძე, მამა თორნიკე თოფურია... რომ არ დაგიმალოთ, ბევრი მომწონს მაგრამ სიყვარულით არავინ მიყვარს... ჩემ თავზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოდით ჩემს ტრადიციულ დილას გაგაცნობთ.
ჩემი დილა იწყება 7საათზე, ალბათ გაგიკვირდებათ 7საათზე როგორ ვდგები მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ და მერე მივდივარ სკოლაში.. დილაობით დედაჩემი ადრე მიდის, მამაჩემიც და ბოლოს სახლიდან მე გავდივარ. სკოლაში დაქალებთან ერთად მივდივარ.
როგორც ყოველთვის ჩემი ტელეფონი არ ჩერდება
-გისმენთ
-გოგო, გისმენთ კიარა, სად ხარ?
-ეკა შენ ხარ?
-ხოო
-სახლში, ჯერ, რაიყო?
-დღეს ადრე რომ უნდა ვიყოთ სკოლაში დაგავიწყდა?
-რატო, რახდება?
-გოგო დღეს ხომ ელენეს დაბადების დღეა
-ვააიმეე, სულ დამავიწყდა, კაი გამოვდივარ
-კაი
ელენე და ეკა ჩემი კლასელები-ც არიან. ტელეფონს ვთიშავ ჩანთას ვიღებ და გიჟივით გავრბივარ გარეთ
-ეკა, შენ სახლთან ვარ, ჩამოდი
-დამაცადე
-დაგაცადო?! მე გიჟივით გამომაქციე
-ჩამოვდივარ ანასტასია!
-დროზე ეკა!
სკოლაში ტაქსით წავედით, კლასსში რომ შევედით ბავშვებს ბუშტები გაბერილი ქონდათ და ელოდებოდნენ ელენეს... მე და ეკაც მივეხმარეთ ბავშვებს და დაველოდეთ ელენეს
კარები გაიღო და ელენეც შემოვიდა
გილოცავთ!!!!!!!!!!! მთელმა კლასმა ერთად ვიყვირეთ
ელენეს სახეზე შეეტყო რომ ძალიან გაუხარდა, და ჩემსკენ წამოვიდა... ჩამეხუტა
-საუკეთესო დაქალი ხარ, ანასტასია
-მიყვარხარ!! გილოცავ!!! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჯანმრთელობას ბედნიერებას და კაი დროის ტარებას ჩემთან ერთად
-ჰაჰაჰა
ელენე ეხლა ეკას ჩაეხუტა, და შემდეგ ბავშვებს მადლობა გადაუხადა. პირველი გაკვეთილი უაზროდ გავიდა, ქიმიის გაკვეთილი როგორც ყოველთვის უაზროდ გადის ხოლმე... რატომღაც გაკვეთილის მერე გარეთ გასვლა გადავწყვიტე, კიბეებზე ჩავრბოდი, როდესაც ვიღაც დამეჯახა
- „ჰეიი ახალგაზრდავ“ უნდა მეთქვა მაგრამ ირაკლი დავინახე და შევჩერდი
-აუ სტას, რამე ხოარ გეტკინა?
-არა არაფერი, და სტას ნუ მეძახი რა, ანასტასია ან ტასო
-კაი ხოო, რას შვები აბა?
-არაფერს შენ?
-არც მე, გამოხვალ დღეს დიღომში?
-რამინდა დიღომში?
-ჩემთან გამოდი უბანში
-არა, არმცალია
-როდის გცალია?
-მმმ, დღეს რა დღეა?
-სამშაბათი
-ხვალ გამოვალ
-კაი, მაშინ ხვალე სკოლის მერე ერთად წავიდეთ
-კაი
ირაკლი ჩამეხუტა და მერე თავის მეგობრებთან ერთად განაგრძო გზა, დედაჩემი ირაკლის კარგად იცნობს, და ყოველთვის ამბობს რომ „მისნაირი ბიჭი არ არსებობს, რომ ის ყველასგან გამორჩეული და ზრდილობიანია“ ამიტომაცაა, რომ მასთან ერთდ ყველგან მიშვებს.. სახლში ავედი. დედა მოსული დამხვდა სამსახურიდან
-ტასს, გშია დე?
-კი, რა გვაქვს?
-შემწვარი კარტოფილი, წადი ხელები დაიბანე
შემწვარი კარტოფილი მგონი ყველაზე მეტად მიყვარს, სიხარულით გავიქეცი აბაზანაში
-დეე, მამამ დამირეკა წეღან
-რაო?
-დღეს ადრე მოვალ და შენ და დედა მზად იყავით, უნდა წავიდეთ სადღაცო
-კარგია.. მიდი ჭამე
-დეე ხვალ არ მეცლება ირაკლისთან მივდივარ, მთხოვა და რომ არ წავიდე ტეხავს
-კარგი, რა პრობლემაა პირიქით ირაკლისთნ ერთად ქვეყნის დასასრულშიც რომ მთხოვო ხომ იცი რომ გაგიშვებ

გამეღიმა... ოთახში შევედი და გამოვიცვალე... მისაღებში გავედი იქ მამა და დედა დამხვდნენ

-წავედით? (მამა)
თავი უთქმელად დავუხარე
-სად მივდივართ? (დედა)
-გზაში ნახავთ (მამა)
ძალიან დავინტერესი და მშობლები მაქსმილურად დავაჩქარე....



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ავტორ,სუსტი სხვაა და გამხდარი კიდევ-სხვა,გაითვალისწინე:დ
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent