შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუღმართი ქორწინება (გაგრძელება, მეორე ნაწილი {1})


10-05-2015, 17:32
ავტორი MyLove
ნანახია 7 576

–ლექსო, ლექსოოოო! -გამწარებული ყვიროდა ტაისია და მოჩხუბარი ტყუპების გაშველებას ამაოდ ცდილობდა, გასავათებულს ხალათი დაეუთოვებინა თუ ეს ორი ველური გაეშველებინა ვერ ხვდებოდა, _მომაცილე ეს ველურები! სულ შენ გგვანან რა! -არ ცხრებოდა გაბრაზებული და ქმარს აბრალებდა შვილების "სიველურეს".
_მე სხვანაირად ვარ ველური, ტასო! -ენა გადმოუგდო ცოლს და ერთი ტყუპი მარჯვენა ხელზე შემოისვა, მეორე_მარცხენაზე. _მამას ვაჟკაცებო, დედას რატომ აბრაზებთ?
_ალ..ალ ვაბ..ვაბლაზებთ, -ბლუყუნით ამოთქვა ლაზარემ და ძმას ნიშნის მოგებით გადახედა, შენზე პირველი მე გავეცი მამას პასუხიო.
_შე..შენ ენ..ენა ბლუკ..ბლუკუ..ნა ვის ეე..უბნ..ეები მმაგ..მაგას? -არანაკლებ ბლუყუნით გააკეთა ძმის ნაკლზე აქცენტი სანდრომ.
ლექსო კი უკვე სიცილისგან იჭაჭებოდა ამ ორს რომ უყურებდა, ლამის ბავშვები ხელიდან გაუვარდა, ამას დაემატა ტაისიას კივილი "ლექსო, ბავშვებს ყურადღება მიაქციეო" და სულ გაწვებოდა იატაკზე, ელენე რომ არ შემოსულიყო მისაღებში და ერთ-ერთი ტყუპი თვითონ არ დაეჭირა ხელში.
ტაისია კი უკვე ჭკუიდან აიწეოდა, იმდენად ღლიდა სამი ბავშვი სახლში! ტყუპები არიან მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი ბავშვები. ერთხელ, ტაისია და ლექსო, ელენეს წაყვნენ სკოლაში კრებაზე და შინ რომ დაბრუნდნენ, ძიძა, რომელიც რამდენიმე საათით დატოვეს სანდროსა და ლაზარესთან ერთად, ადამიანს აღარ ჰგავდა. დენდარტყმულივით ჰქონდა თმა ყალყზა დამდგარი და სათვალის ცალი მინა ჩამსხვრეული, საცოდავი ქალი ისე გაიქცა სახლიდან, ფულიც კი არ აუღია. გზაში მოაძახათ "თქვენი არც ფული მინდა, არც არაფერი, ეს ორი საათი თავი ჯუნგლებში მეგონაო". ამაზე ლექსოს ფხუკუნი აუტყდა და წარბაწევით მოჩერებულ ტაისიას ტუჩები დაუკოცნა.
_მაგრები ხართ მა, ის ქალი ამ სიბერეში ჯუნგლებში გიმოგზაურიათ.-სიცილით გადაუსვა შვილებს თავზე ხელი და სამზარეულოსკენ წავიდა.
_შენ გააფუჭებ ამ ბავშვებს, სხვა არავინ! -წყრომით უქნევდა ქმარს ტაისია ხელს და ტყუპები დასაძინებლად მიჰყავდა, მანამდე კი დედის ლექციის მოსმენა მოუწევდათ.
პრინციპში, ტყუპები ყოველ საღამოს ზღაპრების მაგივრად, დედისა და იშვიათად მამის ლექციებს ისმენდნენ, რომ მათი საქციელი არაადეკვატურია და ასე მოქცევა არ შეიძლება. თუმცა იმ ველურებს რას შეაგნებინებ!
საღამოობით, მშვენიერ რელაქსაციას უტარებდა ცოლს ლექსო და ცელქობებით არ აწყენდა. ცოლის მოფერება და კოცნა უკვე რუტინად ექცა და გამოწერილი წამალივით აქვს, არ შეუძლია ერთი დღეც კი ჩააგდოს ტაისიას გარეშე. სულ უნდა რომ ეფეროს, ეფეროს და არ ჰყოფნის! როდესაც გვერდით ისეთი ვნებიანი და სექსუალური ქალი ჰყავს, როგორიც ტაისიაა არც ერთ ჭკუათმყოფელს არ ეყოფა დრო მის მოსაფერებლად. არც მისი კოცნა ბეზრდება, ყოველთვის, როცა კოცნის ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს პირველად ეხება მის ბაგეებს და სწორედ ეს არის მასში მომხიბვლელი, იდუმალი.
ელენე გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა, მეათე კლასშია, საბედნიეროდ უამრავი კარგი მეგობარი ჰყავს, რომელთან ურთიერთობაშიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ლექსო და ტაისია. შეყვარებულს რაც შეეხება, დიდად მორცხვია ერისთავის ასული და ყველასთან ერიდება ამ თემაზე საუბარი,თუმცა ტაისიას უმხელს ხოლმე მის პატარ-პატარა საიდუმლოებებს. ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს დათა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ელენეს ხშირად უშლის ნერვებს.
* * *
_არ წვები? -როგორც კი ტყუპები მიაძინა ლექსომ მაშინვე გვერდით მიუჯდა ცოლს, რომელიც ფეხმორთხმით იჯდა მდივანზე და გამორთულ ტელევიზორს უაზროდ მიშტერებოდა. _ტაისია.. -სახელით მიმართა, როცა ცოლმა ყურადღებაც კი არ მიაქცია მის კითხვას.
_ძალიან დავიღალე, ლექსო. ასე არ შემიძლია, უკვე ძალიან ცუდად ვარ, -ცრემლმორეული ხმით ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო, _დავიღალე.. ძალიან დავიღალე. ელენეც და შენც ყველაფერში მიწყობთ ხელს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია? უკვე ნერვები აღარაფერზე არ მყოფნის... -ამჯერად ხმამაღლა ატირდა ტაისია და ერთ ადგილას გაშეშებულ ქმარს გულზე მიეკრო.
ასეთ მდგომარეობაში, რა ხანია ტაისია არ უნახავს. სახეზე ეტყობა, რომ ცუდადაა, კანკალ ავარდნილი გულზე მიიკრა და თვალებდახუჭული ეამბორა შუბლზე.
მის შეჩერებას არ აპირებდა. ფიქრობდა რომ გულიდან უნდა ამოეშვა ის, რასაც ამდენი ხანი იტევდა. დილამდე შეეძლო კალთაში ჩასმული ცოლის ტირილი მოესმინა, მაგრამ მის ასე გულამომჯდარ ქვითინს უკვე ვეღარ უძლებდა, რაღაც უნდა მოეფირებინა, თორემ ტაისიას ცუდად ყოფნით უკვე თვითონაც აღარ ეკუთვნოდა საკუთარ თავს.
ძლიერი და ფოლადის ხასიათი ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი ტაისიასთან და მის ოჯახთან აღარ ჭრიდა. როცა საქმე ჭელიშვილს და მის ცრემლებს ეხებოდა თავიდან უახლდებოდა სულში ყველა ცხოველური გრძნობა და ამ ყველაფრის მიზეზს უპრობლემოდ მოკლავდა, თუ ''ვინმე'' ცოცხალი იყო.
_ჩშ.. დაწყნარდი რა, ასეთს ვერ გიყურებ ხომ იცი, -ხმა გაიმკაცრა ერისთავმა.
_დავიძინოთ რა,-ჩაწმენდილი ხმით ჩაილაპარაკა გოგონას, ისე რომ ქმრისთვის თვალებში არ შეუხედავს.
_მოიცა, მოიცა, -მკლავში ხელი ჩაავლო ტაისიას და საწყის პოზიციას დააბრუნა. _ჩემზე ხარ ნაწყენი თუ როგორაა საქმე?- თავი ორი თითით ააწევინა ცოლს და აწყლიანებულ თვალებში ჩააჩერდა.
_არა, -თვალები დახარა და მობუსხულმა ამოილაპარაკა.
_აბა ეს ბუზღუნი და თვალის არ გასწორება რას ნიშნავს? -წარბები შეკრა და ხმა უფრო გაიმკაცრა.
_არაფერს, ლექსო! -გაბრაზებულმა მოიშორა მისი ხელი და სირბილით წავიდა საძინებლისკენ.
ერისთავმა ღრმად ამოიხვნეშა და ნერვიულად გადაისვა ხელი ხშირ თმაზე.
_ღმერთო, გაძლება მომეცი. -ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა.
ეს ოჯახური აურ-ზაური არც მისთვის იყო ადვილი, მაგრამ რას გააწყობდა. თვითონაც უნდოდა დასვენება, ყველაზე მეტად ტაისიას მოსვნება უნდოდა,მაგრამ ეს სამსახური არ აძლევდა საშუალებას. იქედან რომ წამოსულიყო, ელემენტალური პურის ფული არ ექნებოდათ.
მძიმე ნაბიჯებით შევიდა საძინებელში და საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გაწოლილ ცოლს ღიმილით მიუახლოვდა, გვერდით მიუწვა და წელზე ხელი შეუცურა.
არასოდეს იქნებოდა მათთვის, ერთმანეთის შეხებისას გამოწვეული ბუსუსები ჩვეულებრივი მოვლენა. ყოველი შეხება, ყოველი კოცნა, მათთვის განსხვავებული იყო, სწორედ ეს ხდიდა მათ ურთიერთობას და რაც მთავარია სიყვარულს ურყევს. როდესაც რაღაც გინდა და თვითონაც არ იცი _ რა, გონებაში აკეთებ ყველაფრის ანალიზს, ყველა სურვილი სააშკარაოზე გამოგაქვს და ბედნიერი ღიმილით, აბედნიერებ შენს მეორე ნახევარსაც, ამის უნარი ორივეს არაჩვეულებრივად შესწევდათ. აი, რატომ იყო მათი ურთიერთობა იდეალურობასთან მიახლოებული. მთლად იდეალურიც იყო-თქო ვერ ვიტყვი, იიყო დრო და სიტუაცია, როცა მწარედ ჩხუბობდნენ. მაგალითად, ტაისიას სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე.
_მოდი ჩემთან, -ღიმილით მოხვია ცოლს წელზე ხელი და რასაც ჰქვია მთელს სხეულზე გაიწვინა.
ტაისიამ თავი გულზე დაადო და გაურკვეველი ფიგურების ხაზვა დაიწყო მის გულ-მკერდზე, თან სლუკუნს ვერ წყვეტდა. აწითლებულ ცხვირზე ღიმილით აკრა თითი ლექსომ და გაწეწილი თმები დაუსწორა.
_ყველაფერზე ნერვიულობა რომ არ შეიძლება იცი უკვე, მგონი.. არც უაზრობებზე გაბრაზება, უმიზეზოდ! -მკაცრად შეკრა წარბები და ცოლის დატუქსვა დაიწყო, _შენ ლაზარესა და სანდროს ეჩხუბებოდი, წესიერად მოიქეცითო, თვითონ კიდევ ისეთი ემოციური ხარ, ყველაფერზე ტირი. ასე არ შეიძლება. მერე მეც ვნერვიულობ, შეიძლება არ გამოვხატავ, მაგრამ ხომ იცი, რომ ვნერვიულობ? -ხმადაბლა ებურტყუნებოდა თითქმის დაწყნარებულ ცოლს და დროგამოშვებით კოცნიდა შუბლზე.
_არ..არ ვიცი რა მჭირს, რამე ცუდი ხომ არ არის? ადვილად ვიღლები და... თავბრუ მესხმის ხოლმე. -გულის დარდი გაუმხილა ქმარს, როცა ცრემლებმა ლაპარაკის საშუალება მისცა.
_ცუდი რა უნდა იყოს, ტასო? რა სისულელეებს ლაპარაკობ? -წარბები კუშტად შეკრა და ოდნავ მოწიწკნა თმა, _მაგრამ შენს ჯანმრთელობაში დასარწმუნებლად, თუ გინდა მივიდეთ ექიმთან.
_ხო მივიდეთ, -თავი დაიმედებულმა დაუქნია ქმარს და ცრემლები მოიწმინდა._ახლა დავიძინოთ!
_რა დროს ძილია! -თვალებმილულულს ზემოდან მოექცა და ნაზად დააკვდა გამობერილ ტუჩებზე. ქალმაც სწრაფად დაჭყიტა თვალები და ჭინკებათამაშებულ ლექსოს, ორივე თვალი დაუკოცნა.
კაცსაც ვნებიანი ღიმილი გამოესახა საზეზე და ცოლი საღამოს რელაქსაციისათვის მოამზადა.
ვნებიანად დაუკოცნა ყელი და უკვე მონატრებულ ტუჩებს გემრიელად წაეტანა.
* * *
_ტასო, ტაისია-აა, -ღიმილით წაიღიღინა ცოლის სახელი ლექსომ, კიდევ კარგი ხმადაბლა, თორემ ყველას გააღვიძებდა. _გაიღვიძე, ცოლო-ო... -ღიღინს არ ეშვებოდა ერისთავი და მის ვოკალურ მონაცემებში ცოლის დარწმუნებას ცდილობდა, რომელსაც უკვე გაეღვიძა.
_მმმმ.-ზმუილისმაგვარი ხმა ამოუშვა ტაისიამ და ლექსოსგან თავის დახსნას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. კაცი იმდენად იყო მასში გადახლართული, განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა. ბოლოს სული რომ დაეხუთა და სუნთქვაც გაუჭირდა, გუშინდელი ღამის ნათევმა, ძლივს გაახილა თვალები. _რა? -ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა გაკრეჭილ ქმარს მისი ღიღინისა და გაღვიძების მიზეზი.
_მომენატრე, -ვნებიანად ჩაილაპარაკა და ჭელიშვილმა გონზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო, ისე წაეტანა დაბუჟებულ ბაგეებზე ერისთავი.
გემრიელად და მომთხოვნად უკოცნიდა ორივე ბაგეს, თან უმისამართოდ დააფათურებდა ხელს გოგონას სხეულზე. თეძოზე უხეშად მოუჭირა ხელი და თითები ბარძაყისკენ ჩაასრიალა. უცნაური ბგერებისგან თავის შეკავებას ვეღარ ახერხებდა ტაისიას და სიჩუმეს ვნებიანი წამოძახილებით არღვევდა.
ესეც დილის წავარჯიშება.
საწოლში მანამდე ინებივრეს, სანამ ტყუპები არ დაადგნენ თავს. წყრომით გაყარა ორივე შვილი ოთახიდან ლექსომ და ტაისიასთან ერთად ადგა.

ბავშვები ასაუზმა, ელენე სკოლაში გაუშვა, ტყუპები ლექსოს გააყვანინა ბაღში და თვითონაც მოწესრიგდა, ექიმთან წასასვლელად. ძალიან ნერვიულობდა, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, რამე რომ მოსვლოდა, ალბათ გაგიჟდებოდა. ამის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა ტანში და მუცელი ნერვიულობისგან ტკიოდა.. ისტერიული კანკალი უტყდებოდა და კბილები უკაწკაწებდა.
დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა ლექსო სახლში და ცოლი საავადმყოფოსკენ გააქცუნა, თან გზაში ეუბნებოდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ეცადა, ლექსოს დასანახად ნერვიულობა არ შეემჩნია, მაგრამ ამას რამდენად ახერხებდა თვითონახ არ იცის.
საავადმყოფოში სპეციფიკური სურნელი ტრიალებდა და უამრავი თეთრხალათიანი ირეოდა ერთმანეთში. აკანკალებულ ცოლს წელზე ხელი მოხვია ერისთავმა და მიმღებისკენ წაიყვანა.
ტაისიას ანალიზები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ რამდენიმე საათში სახლში გაუგზავნიდნენ პასუხებს. გზად, კაფეში გამოიარეს და ბევრი სახალისო ამბავი გაიხსენეს წარსულიდან. ტყუპების გიჟობებზეც გემრიელად იცინეს. ტაისია როგორც ყოველთვის, ქმარს აბრალებდა მათ მოუსვენრობას, ლექსო ამ ფაქტს არც კი უარყოფდა, პირიქით, ამაყობდა კიდეც, აბა ჩემი შვილები სხვას ვის უნდა დაემსგავსონო.

საღამო ხანს, როცა მთელმა ოჯახმა ერთად მოიყარა თავი, ტაისიას ეგონა, რომ ისევ ჟრიამული და წეწვა-გლეჯვა ატყდებოდა, თუმცა შეცდა. ტყუპები მშვიდად უყურებნენ მულტფილმებს, ელენე როგორც ყოველთვის მეცადინეობდა, ლექსო სამსახურის საქმეებს აგვარებდა. მოსვენებულ-გაკვირვებულმა მოავლო სახლს თვალი, რომელსაც რამდენი ხანია სიმშვიდე არ უგემია და თავისუფლად ამოისუნთქა.

ანალიზების პასუხები, დაახლოებით, შვიდ საათზე მოუვიდა. არ უნდოდა ამ კონვერტის მარტო გახსნა, ამიტომ საძინებელში მყოფმა ლექსოს დაუძახა, რომელიც მალევე მასთან გაჩნდა.
_შენ გახსენი რა, -აკანკალებული ხელით გაუწოდა კონვერტი ქმარს, რომელიც უკვე ნერვებზე მოიშალა, ჭელიშვილის ნერვიულობის გამო.
_ოხ, ტასო, ტასო.. -გაბრაზებულმა გახია კონვერტიი და დიდი თეთრი ფურცელი ამოაძვრინა იქედან. ისე ჩავიდა ბოლომდე, წარბიც კი არ შეუხრია, ბოლოს კი ღიმილით ჩატეხა მარცხენა ტუჩის კუთხე.
_გაორმაგებული ძალებით მომიწევს მუშაობა ცოლო, ბავშვისთვის ტანსაცმელები და ახალი ოთახის აქსესუარებიც გვაქვს საყიდი.. ნეტავ, ბიჭია თუ გოგო?
თავისთვის ბურტყუნებდა თვალზე კურცხალ მომდგარი და პირდაღებულ ცოლს ყურადღებას არ აქცევდა.
უკუღმართი ქორწინება (გაგრძელება, მეორე ნაწილი {1})
უკუღმართი ქორწინება (გაგრძელება, მეორე ნაწილი {1})
უკუღმართი ქორწინება (გაგრძელება, მეორე ნაწილი {1})

________________________
პამპაარამპომ!
ვიცი, ამ ისტორიის გაგრძელებას არ ელოდებოდით, მაგრამ მე ძალიან მომენატრნენ ლექსო და ტაისია! იმედია, თქვენც.. ვეცდები, ის რაც წინა ნაწილში ვერ „ვიცუღლუტე“ აქ ვიცუღლუტო :დდ
გამახარეთ აბა!




№1  offline წევრი grifini

ზუსტად ამ წამს დაიდო და ზუსტად პირველი ვარ wink ვიწყებ ცხოვრება wink

ეეეეეეეეეეე რა მაგარი იყო ზუნზულ wink ზუნზულ ზუნზულ ხო დადებ ხვალაც ? აუ ელენე რა საყვარელია მარა ელენს ქერა თმა არ ჰქონდა გოგო ?! ოხ ლუცი wink ველოდები ახალ თავს ჩემო სიხარულო wink love

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

ეე რა მაგარია როგორ მომწონდაა❤წავალ წავიკითხავ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი anna777

ძაან კამიხარდა ამ ისტორისს დანახვა საწყალი ტაისია:დ
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№4  offline წევრი nuki-nuka

არ მოველოდი, დღეს რაღაც იტორიების დაბრუნების დღეა...
გამახარე ძალიან მეც მომენატრნენ ესენი.
იმედია ყველაფერი კარგად გაგრძელდება. love

 


№5  offline მოდერი D-roni

აეეეეეე ახლა იწყება თავ დავიწყება wink როგორ შეიძლება ამის დანახვა არ გაგიხარდეს ადეკვატურ ადამინს? wink აუ მაგარი ვიღაც ხარ შენ რა wink
იცი რა ? მე შენს ადგილას ელენეს ისტორიის დაწერაზეც ვიფიქრებდი wink
ოღონდ გაცნობის დღიდან რა ...
მაგარი იქნება ესეც wink
მერე ჰა ტყუპები მიაყოლე და ეგააა აჰაჰჰაჰა
მიყვარხარ რაა
wink wink wink love

 


№6  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიააა , ოგონდ რამე ცუდი არ დამართო რაა

 


№7  offline წევრი p♥♥h ^^

ეს რა ისტორია გაიხსნენე lol გოგო ეყოლება ეს ხო ვიცით lol
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№8  offline წევრი tawka_tamunia_tako

ძაან ძაან ძაან მაგარიაა მე მიყვარდა ეს ისტორია მიყვარს და მეყავრება. ისევე როგორც პირველი ნაწიკია იგივე ნაიარდაც ეს.. ნუ რამ გაყო ერთი ისტორიაა და :D ცუღლუტობებში წაფმატებებიი ველოდები ხვალეე :* და ხომ. კიდევ ძაან ლამაზიი პერსონაჟები გყავს :* <3

 


№9  offline წევრი მარიამი ))

ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა აი უსაშინლესად love ძალიან კარგი მწერალი ხარ love

 


№10  offline წევრი teddy))

Rogor gamixarda umagresi xar poziitiuri

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიკა

1 ნაწილი სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent