შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი თინეიჯერი 1


10-05-2015, 20:50
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 4 884

დავიწყოთ.... მოკლედ ბევრი სისულელე და ბოდიალი არ გვინდა, ევა მქვია. 16 წლის ვარ... არც თუ ისე ცუდი ტიპი, მოკლე შავი აჩეხილი თმით, დიდი მოყვანილი ტუჩებით, და ცისფერი თვალებით. ღაწვებზე ცოტა ჭორფლიც მაქვს. ვერ ვიტყვი რომ ლამაზი ვარ, მაგრამ მაინც არის რაღაც ისეთი ჩემში რითაც ხალხს ვხიბლავ. აზრზზე არ ვარ ეგ რაარი და ფეხებზე . მთავარია რომ ხალხს იმას ვაკეთებინებ რაც მე მინდა. ოდნავ თვალების მინაბვა, ტუჩის კუთხის მოკვნეტა ვნებიანად და ყველაფერს ვიღებ ... უცნაურია 16 წლის „ღლაპი“ ამდენს რომ ვბედავ?! ხო თინეიჯერი ჩემნაირად არ უნდა იქცეოდეს და არც ე.წ. ბიწიერი აზრები და სურვილები არ უნდა უჩნდებოდეს ... ვიცი და მოკლედ თავიდანვე გეტყვით მე ჩვეულებრივი 16 წლის გოგო არ ვარ...


მე გარყვნილი თინეიჯერი ვარ!

თამამი განცხადებაა არა ? სასაცილოა, გარყვნილი ვარ და ვაღიარებ კიდეც . რატომ უნდა დავმალო რასაც სინამდვილეში წარმოვადგენ? არ ვარ ანგელოზი და ნამდვილად არ მიჩნდება სურვილი საპირისპირო სქესის წარმომადგენლთან ე.წ. სულიერი კავშირი გავაბა-პირიქით ჩემს „კეთილ“ სურვილებს უფრო სხვა მხრივ სურთ წასვლა და ხანდახან მსგავს დროს, ნერვებისგან, სწრაფად ვიკვნეტ ხოლმე ტუჩის კუთხეს. ალბათ ამის ბრალიცაა მთელი ტუჩები დაჭმული რომ მაქვს არა ?! მოკლედ ბევრი რო არ ვიბოდიალო მგონი უკვე ხვდებით რომ მთელ სამყაროს უკვე კახპად წარმოვუდგენივარ. მათ არც ვამტყუნებ, ალბათ მეც მათნაირად იდიოტი რომ ვიყო და მხოლოდ იდიოტური „რომანტიული“ ოცნებები რომ მქონდეს არც მე მომეწონებოდა ალბათ ჩემი საქციელი. მაგრამ მე ასეთი არ ვარ!

მე გარყვნილი თინეიჯერი ვარ!


....


შავ გრძელ და დაჭმუჭნილ მაისურს შიშველ სხეულზე პირდაპირ ვიცვამ, ისევ ტუჩებს ვიკვნეტ, იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და კბილებით ვიჭერ. სარკეში ვიყურები და მეღიმება. მერე იქვე მიგდებულ შავ კუბიკებიან საროჩკასაც ვიცვამ. შიშველი ტერფებით დავაბიჯებ ყინულივით ცივ იატაკზე, აივანზე გავდივარ. სიგარეტი ისევ კბილებით მიჭირავს. ასანთი იქვე მაგიდაზე იყო „მიგდებული“ მოვუკიდე და ღრმად ჩავისუნთქე. ბოლმა ხახა ჩამიწვა, მესიამოვნა, მაგრამ გარეთ გამოვუშვი. გამეღიმა. მოძრაობა რამდენჯერმე გავიმეორე. გავბრუვდი. ოთახში შემოვბრუნდი და სამზარეულოსკენ გავეშურე ღვინის ჭიქა ავიღე და ბოლომდე ავავსე საფერავით. ჭიქა რამდენჯერმე შევანჯღრიე, მინამ მოვარდისფრო ელეფერი შეიძინა. ცოტა მოვსვი, ტვინი სასიამოვნოდ გამიხურდა. თვალები მექანიკურად მიმენაბა სიამოვნებისგან... სუფთა ყურძნის წვენი იყო არანაირი წყალი და შაქარი... ოდნავ მომჟავო გემოც დაკრავდა, მაგრამ მაინც თაფლივით ტკიბილი იყო.... სითხე ნელა მიიზლაზვნებოდა ჩემს სხეულში და ყველა იმ უჯრედს აბრუებდა და ათბობდა, რომელიც გზად შეხვდებოდა.
გულმკერდი სასიამოვნოდ ამიტოკდა... ვგიჟდები ამ შეგრძნებებზე, ღვინო საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის.
1 ბოთლი-1 ბედნიერი დღე.


სამზარეულოში ჩემზე ორი თავით მაღალი ბიჭი შემოდის.ჩემი მგავსი კუპრივით შავი აჩეჩილი თმა, ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს. ერთადერთი რითაც განვსხვავდევბით ტუჩებია, დედაჩემისნაირი ტუჩები აქვს. იღიმება კარადიდან ერთ ვაშლს იღებს და ჭამას იწყებს.
-გასარეცხია!
-არ გკიდია ?
-დაახლოებით
-აბა ჩემო ძვიფასო დაიკო, დღეს რას ვჭამთ?
-ჩემ ფეხებს!
-არ გამოვა ზედმეტად სუსტი ხარ და მე ძვლები არ მიყვარს!
-ჭირი!
-მადლობთ
-მაცივარში კვერცხია და შეიწვი
-მიდი რა შენ შეწვი მე ცოდო ვარ, თავი მისკდება...
- 1 ცალი კვერცხი 1 კოლოფი ღირს!
-პარაზიტო!
-მადლობთ!
-აჰა აიღე და დროზე შეწვი!
-ჰო ნუბუზღუნებ!


...
ხანდახან ვფიქრობ, ეს ცხოვრება მეტისმეტად მოსაწყენი რამაა-მეთქი. მართალიც ვარ. იძულებული ხარ სკოლაში იარო და მასწავლებლების უაზრო ბუტბუტს უსმინო. ნეტა რამ უნდა დაარტყას ადამიანს თავში მასწავლებლობა რომ მოუნდეს ?! თავი მისკდება და იმის ნაცვლად რომ საწოლში ვინებივრო ჩემს ოფიციალურ ჯოჯოხეთს ვუახლოვდები. ხანდახან მგონია რომ უცნაური ვარ, ვერცერთ გოგოსთან ვერ ვმეგობრობ, ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელთანაც საუბარი მიწევს ჩემი დამრიგებელი ნონაა.მასაც იმიტომ ველაპარაკები რომ ყოველდილით დაგვიანებულს მიზეზის ახსნა მიწევს. კლასის კარებს ვაღებ, მასწავლებელს ბოდიშს ვუხდი და ოთახის ბოლოში ჩემს საყვარელ ადგილს ვუბრუნდები. თავს კედელს ვადებ ყურსასმენებს ვირჭობ ყურებში და სამყაროს ვეთიშები. გაკვეთილების დამთავრებამდე ასე ვაგდივარ. როცა ბავშვები სახლში იწყებენ წასვლას მხოლოდ მაშინ ვკადრულობ წამოდგომას და კარებისკენ მივდივარ... სკოლის წინ ჩემი ე.წ. „ყოფილი“ მხვდება. ღიმილით ვუახლოვდები და საუბარს ვაბამთ. საძილე არტერია ზედმეტად სექსუალურად უცემს.... სურვილი მიჩნდება ხელები შემოვხვიო ჩავეხუტო და არტერიასთან ჩემი სუნთქვა დავუტოვო. თავს ვაქნევ და გაოგნებულ ბიჭს ვტოვებ. ყოველთვის ასე მემართება... კისერი და ზურგი ჩემი სუსტი წერტილია. სურვილი მიჩნდება ხელის თითები ავუსრიალო მკერდზე და მერე.... ისევ თავს ვაქნევ რომ აზრები გაიფანტოს უფრო ჩქარა ვიწყებ სიარულს... სიჩქარისგან ვიღაცას ვეჯახები ბოდიშს ვიხდი და გზას ვაგრძელებ... თეატრისკენ მივდივარ. დამავიწყდა მეთქვა, პატარა სპექტაქლში ვიღებ მონაწილეობას... ზოგადად მსახიობობაზე ვოცნებობდი ყოველთვის და შანსიც მომეცა... ქასთინგზე შევედი თუ არა რეჟისორმა არაფრის თქმა არ მაცალა მითხრა გიპოვეო. დღეისთვის დამიბარა. ჰოლში შევდივარ და იქაორობას ვათვალიერებ, ყველაფერი მხიბლავს. ნელ-ნელა ვაგრძელებ სიარულს, კედლებს ვეხები და მასზე ისე ნაზად ვასრიალებ თითებს გეგონება მამაკაცი იყოს . უცებ ბატონ ნიკოლოზს ვხედავ (რეჟისორს). ხელი დამიქნია და წამოდიო დამიძახა . პატარა ოთახისკენ წამიძღვა კარები გააღო და შიგნით შემიშვა.
- აი ეს ის ხატიაა, რომ გეუბნებოდი ვიპოვეო- ჩემზე მიუთითა ოთახში მდგარ მისტერ სექსუალურობას და გადაიხარხარა მერე მე შემომხედა-ევა ძვირფასო აქ დამელოდე. მალე მოვალ, მანამდე შენი მეწყვილე გაგესაუბრება.

კარები მიიჯახუნა და გავიდა... ღმერთო რა უცნაური ხალხი არსებობს დედამიწაზე.... თავი გავაქნიე რომ სიცილი შემეკავებინა და ჩემს წინ მდგარ ოციოდე წლის ბიჭს შევხედე. მოჭუტული თვალებით მათვალიერებდა. ბოლოს თვალებში შემომხედა და პირდაპირ მითხრა
-ლამაზი არ ყოფილხარ!
-არც თქვენ მყავხართ პრინცი.
-არც მაქვს სურვილი პრინცი ვიყო
-არც მე მაღიზიანებს ჩემი გარეგნობა.
-სამაგიეროდ მე მაღიზიანებს.
-შეგიძლიათ თავი მოიკლათ
-არ გაღირსებ.
-ეჰ შვილო რადონეზე ფეხებზე შენი აზრები და შენი არსებობა ვერ წარმოიდგენ- ჩავიფრუტუნე და იქვე მდგარ დივანზე დავებერტყე.
-წარმოვიდგენ-ეს მითხრა და გაიღიმა ფანჯრისკენ შებრუნდა და დადუმდა. ყურში ყურსასმენები გავიჩხირე და ისევ გამოვეთიშე სამყაროს.



№1  offline წევრი შიკალატკა

Kargia da gaagrdzelee. ❤️

 


№2  offline მოდერი Kira

auu dzaan mainteresebs.. male dade ra kargia :D mec garyvnili tineijeri var :D :D
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline წევრი Only DrEAmer

Kira
auu dzaan mainteresebs.. male dade ra kargia :D mec garyvnili tineijeri var :D :D

რაჯობია მაგას მეც :დდდ

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

samagierod me ar var garyvnili tineijeri :DDDD oxeri siyvaruli mewvia da ra vqna axla,daviviwye garyvniloba :DDDD
xoda,male dade tore danit mogadgebi :DDD
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი bendeniani gogo

მომწონს გააგრძელე აუცილებლად <3

 


№6  offline წევრი Only DrEAmer

psychopath_013
samagierod me ar var garyvnili tineijeri :DDDD oxeri siyvaruli mewvia da ra vqna axla,daviviwye garyvniloba :DDDD
xoda,male dade tore danit mogadgebi :DDD



ფრთხილად იყავი ევასავით არ გაირყვნა შენაც :D :D :D

 


№7  offline წევრი Annee

მე მგონი ეს ნაწილი უფრო საინტერესო იქნება ^_^ :*:*:*

 


№8  offline წევრი Only DrEAmer

Annee
მე მგონი ეს ნაწილი უფრო საინტერესო იქნება ^_^ :*:*:*

ნიას დაწერილია და :დდ დაბდურა ანაბელი კიარწერს

 


№9  offline წევრი Anka.11

მალე დადე რა ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent