დასასრულის დასაწყისი (I თავი)
ნინიმ ბარგი მანქანაში ჩადო და საბარგული დახურა. ესეც ასე , ცხოვრება მშვენიერია, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და დროა ამ ყველაფრისგან დაღლილმა კარგი არდადეგები მოიწყოს , ამისთვის კი მან თავისი ბიძაშვილის აგარაკზე შეაჩერა არჩევანი. მართალია იქ წასვლის გამო ოჯახთან ერთად ზღვაზე დასასვენებაზე უარი თქვა, მაგრამ მას ამის საფუძვლიანი მიზეზი ქონდა, ბავშვობიდან წყლის პანიკური შიში დასჩემდა და მისი იქ წასვლა ფაქტობრივად მთელი არდადეგების ჩამწარებას ნიშნავდა. გზაზე მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა და მუსიკაც მთელი ხმით გაჰკიოდა. ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ მუსიკის ხმას პატრულის მანქანის სიგნალები არ შეერია, რომელიც მისი მანქანის ნომერს ხმამაღლა იმეორებდა და მანქანას გაჩერებისკენ მოუწოდებდა. ამ ხმის გაგონებაზე ნინიმ მუსიკა მაშინვე გამორთო, მანქანა ჯუჯღუნით გააჩერა და პოლიციის თანამშრომლის მოსვლამდე გონებაში თავის გასამართლებელი მიზეზის მოფიქრებას შეუდგა რათა მოსალოდნელი ჯარიმა თავიდან აეცილებინა. სანამ ის ამ ფიქრებში იყო, მანქანას ახალგაზრდა პოლიციელი მიუახლოვდა: -თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება -ახლავე. - ნინიმ მანქანაში მოწმობის ძებნა დაიწყო და პოლიციელს გადასცა. დაცვის თანამშრომელმა მართვის მოწმობა შეამოწმა და ისევ უკან დაუბრუნა. -თქვენ... -ვიცი ვიცი- გააწყვეტინა ნინიმ- ვიცი რომ მართვის წესები დავარღვიე მაგრამ ყველაფერს აგიხსნით, საქმე ისაა რომ ჩემი ნათესავი ძალიან ცუდადაა და საავადმყოფოში წევს მასზე ძალიან ვნერვიულობ და მინდა რაც შეიძლება მალე მივიდე , ძალიან გთხოვთ ერთხელ მაპატიეთ და გამიშვით. -გასაგებია და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა ალბათ დამშვიდებაში გეხმარებათ არა? ნინის ოფლმა დაასხა იგრძნო რომ გამოიჭირეს მაგრამ მაინც არ დანებდა. -ჰო თქვენ მართალი ხართ, როცა ვნერვიულობ ყოველთვის მუსიკას ვუსმენ და ვმშვიდდები. ეს მართლა ძალიან მეხმარება. პოლიციელმა გამომცდელად შეხედა, შემდეგ კი ჯარიმის გამოწერა დაიწყო, ნინიმ იგრძნო რომ ამჯერად ვერაფერს გააწყობდა , ჯარიმის ფურცელი უხალისოდ ჩამოართვა და მანქანა დაქოქა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.