აუცილებელი შემთხვევითობა {1}
4 საათია სტამბულის ქუჩებში უაზროდ დაძრწის,ღმერთო რა ცუდი იდეა იყო უცხო ქალაქში მარტო ჩამოსვლა? თან მის ორიენტაციის „ნიჭსაც“ თუ გავითვალისწინებთ,ალბათ ახლა სულ სხვა მხარეს დადის თვითონ და მისი სასტუმრო სულ სხვა მხარესაა. რამდენიმე თურქს ეცადა რომ გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ინგლისური არავინ იცოდა,ან იცოდა და ისე დამტვრეულად ლაპარაკობდა ვერც ვერაფერი გაიგო. ბოლოს ქერა მამაკაცი დაინახა,როგორც ჩანს საყიდლებზე გამოსული. ტურისტს მიამსგავსა და გახარებული მიეჭრა რუკით ხელში. ის იყო გამარჯობა უნდა ეთქვა რომ რუკა ხელიდან გაუვარდა და ქართან ერთად ჰაერში აიჭრა. -უხ შენი!! ქართულად დაიგმინა გოგომ და გაფრენილ რუკას მუშტი მოუღერა. -ქართველი ხართ? მოისმა უცნობი მამაკაცის ხმა და დაახლოებით ისეთი რეაქცია ჰქონდა როგორც ჯარისკაცის მამაშია „აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო,შენა?!“ -ვაიმე თქვენც არა? სიხარულით შეკივლა გოგომ და კაცს ლამის მხარზე ჩამოეკიდა. სასტუმრო „ინტერპოლისს“ * ხომ ვერ მიმასწავლით? იცით,არ შეგაწუხებდით მაგრამ დავიკარგე. ოთხი საათია უკვე ვეძებ და ვერაფრით დავბრუნდი. -ვიცი ეგ სასტუმრო,წამოგყვებით ერთი გზა გვქონია. სტამბულში პირველად ხართ,არა? -დიახ. დღეს ჩამოვედი. წესიერად ვერაფერი ვერ დავათვალიერე. ამოიბურტყუნა გოგომ და სახე მოეღუშა. -ვაჩე. -რა? -ვაჩე მქვია. გაიღიმა კაცმა და გოგონას ხელი გაუწოდა -აჰ,ნატალი. -სასიამოვნოა შენი გაცნობა ნატალი. -თქვენ აქ ცხოვრობთ? -არა მივლინებით ვარ ჩამოსული.თუმცა,არა პირველად. ერთადერთი რაც შემიძლია შემოგთავაზოთ ქალაქის დათვალიერებაში დახმარებაა,ამაში კი გაწაფული ვარ. , -ასე ვერ შეგაწუხებთ. თავად ვიზამ რაღაცას -აბა სხვანაირად როგორ შემიძლია რომ თავი მოგაწონოთ? გაიღიმა კაცმა და ნატალის ზურგაჩნთა გამოართვა -თუ ასე ხშირად გაიღიმებთ დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. გაეცინა ნატალისაც და თავი სხვა მხარეს გააბრუნა. -რას საქმიანობ საქართველოში ნატალი? -ერთ-ერთი კომპანიის ფინანსისტი ვარ,ნუ არც ისე მსხვილი კომპანიის მაგრამ. დაიჭყანა გოგო და მხრებზე ჩამოყრილი თმა ხელით შეიკრა. -რა კომპანიაა? -ტკბილეულის კომპანია „გრინბლუმი“ ** -აჰ ვიცი. გაეცინა ვაჩეს. შენ წარმოიდგინე ჩემი ბიძაშვილის კომპანიაა და გაყიდვებით საქართველოში მესამე ადგილზეა,ასე რომ შენი შეფასება არც ისე სწორი იყო. -ღმერთო ხომ არ ეტყვით ბატონ უჩას? შეშფოთებული სახით შეხედა გოგონამ და სვლა განაგრძო. -რამდენი წლის ხარ ნატალი? გაეცინა ვაჩეს. -24ის. შენ? -ოჰ,უკვე დიდი გოგო ყოფილხარ. მე კი თვრამეტისაც ძლივს მეგონე. 28 -ის რომ ჩემზე 4 წლით დიდი ხარ არანაირ პრივილეგიას არ განიჭებს. თვალები სასაცილოდ დააწვრილა გოგომ და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. აი ეს არის ჩემი სასტუმრო. ორი წუთის მერე ბედნიერმა წამოიყვირა -სულ 2 დღე დამრჩა აქ და კიდევ რომ არ გნახო საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. გაიღიმა ვაჩემ და გოგოს ზურგჩანთა გაუწოდა -ასე ნუ იღიმები,თორემ დაგთანხმდები და მერე თავს ვერ ვაპატიებ -როგორ,ასე? -ღმერთ ჩემო! გაეცინა გოგოს, კარგი ხვალ საღამოს შვიდზე აქ მომაკითხე,თორემ სხვანაირად შეიძლება დავიკარგო და ვინმე სიმპატიურ კაცს გადავეყარო. -ახლახან სიმპატიური მიწოდე? გაეცინა ვაჩეს და ნატალის შეშფითებული სახის დანახვაზე უფრო ახარხარდა. -მომწყდი თავიდან! სიცილით აუქნია ხელი გოგომ და სასტუმროს მბრუნავ კარში გაუჩინარდა. -ქეთ,არ იცი რა მოხდა. სიცილით დაიყვირა სკაიპის ჩართვისთანავე -მშვიდობა გაქვს გოგო? მოსწავლეებს ვამეცადინებდი და სასწრაფდ გავყარე შენი მესიჯი ისეთი იყო. -კარგი რა ქეთო,ნუ აზვიადებ. ხელი აიქნია ნატალიმ და ისევ გაიცინა. -რა გაჩნდი ღმერთო ასეთი სულ სიცილის ხასიათზე რომ ხარ? -იცი დღეს დავიკარგე. -მერე რა გიხარია?სასტუმროში როგორ დაბრუნდი? მოგშივდა? გარეთ ეგდე ხო? ხომ არ შეგცივდა? წამოიყვირა ქეთამ -ბიჯოოო,შუბლი შეჭმუხნა ნატალიმ. მაცდი თუ არა? ჰოდა ერთი ქერა კაცი გამოჩნდა,ტურისტი. მივაჭერი რუკით ხელში მაგრამ ის იყო მივედი რუკა ხელიდან გამისხლტა და ქართულად დავადევნე ჯნდაბათქო. თურმე ქართველი არ ყოფილა? -მერე? -მერე ხვალ შვიდზე პაემანი მაქვს. თვალები მინაბა ნატალიმ და საკუთარ ოცნებას გაუღიმა. -გოგო შენ ნორმალური ხარ?რეალობაში ისევ ქეთას კივილმა დააბრუნა. მანიაკი რომ აღმოჩნდეს? -რა მანიაკი შე მართლა არანორმალურო! დაიღრინა ნატალიმ და ჩემოდანი გადმოიღო. -ქეთუს,მირჩიე რა ჩავიცვა? სასაცილოდ დამანჭა სახე და ყელი გამოწელა. -ის შავი კაბა ჩაიცვი ძალიან რომ გიხდება. ჩაიბურტყუნა ქეთიმ და ბოლოს მაინც გატყდა-იცოდე ჭკვიანად იყავი. დედასავით აარიგა და სკაიპი გათიშა. ნატალი ბედნიერი გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა. ხვალ პაემანი აქვს,ისე მაინც როგორ მოახერხა თურქეთში ქართველს გადაყროდა,თანაც ასეთ სიმპატიურს?. დაღლილობამ,მგზავრობამ და მერე ფეხით ბოდიალმა თავისი იჩინა და დღის სამ საათამდე ბედნიერად ეძინა ნატალის. თვალები რომ გაახილა სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და აქეთ-იქით სიარულს მოყვა. პაემნებზე სიარულის გამოცდილება თითქმის არ აქვს. შეყვარებული როგორ არ ყოლია,მაგრამ სკოლის პერიოდში და პაემნებზეც თითქოს,თავისთავად დადიოდნენ. იმდენად ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს სკოლაში სხვაგან წასვლა აღარც უნდოდათ. აი ეს კი სულ სხვა შემთხვევაა როცა სკოლის მოსწავლე კი არა უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ საფრთხეც უფრო მეტია და თანაც ყველაფერი უფრო რთულადაა. საღამოს დაპირებულად ზუსტად შვიდ საათზე უკვე მზად იყო,ვერ იტანს ამ ქალურ დაგვიანებებს. მაკიაჟს თითქმის არ ხმარობს ამიტომ ყოველთვის სწრაფად ემზადება. ფანჯრიდან მალულად გადაიხედა და წინ და უკან მოსიარულე ვაჩეს მოკრა თვალი. სიხარულით ტაში შემოკრა ბოლოჯერ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და სასტუმროდან სირბილით გაიქცა. -არ მჯერა ზუსტად დროზე გამოხვედი. შენ რა,მატყუებ და ქართველი არ ხარ? ეჭვით შეხედა ვაჩემ და ხელი ისე სწრაფად ჩაკიდა გაპროტესტებაც ვერ მოასწრო ნატალიმ. პრინციპში,სურვილიც არ ჰქონია. ცხელი ხელის შეხებაზე სიამოვნებისგან გააკანკალა და უცნაური გრძნობა დაეუფლა გულში. -სად მივდივართ? მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა ნატალიმ და ეცადა მასზე ჩაჭიდული ხელი როგორმე დაეიგნორებინა. -პორტში. ვიფიქრე პატარა იახტით გასეირნება კარგი იდეა იქნებოდა. -იახტით? ბოსფორის სრუტეზე? ხუმრობ? წამოიყვირა ნატალიმ და ვაჩეს ხელს თავისი მოუჭირა. -არავის უთქვამს შენთვსი რომ გიჟი ხარ ნატა? გაეცინა კაცს და ხალხმრავალ ქუჩაში გზის გაკვლევას შეეცადა -მაგას თქმა არ სჭირდება,ისედაც ნათელია. მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ და სვლა განაგრძო. -იცი რა? სწრაფად დაისერიოზულა სახე ვაჩემ -რა? ღიმილით კითხა ქალმა -ვშიშობ,შემიყვარდი. ---------------------------- გამარჯობათ! არ ვიცი რა გამოდის მაგრამ ძალიან მოწადინებული ვარ. და რა საკვირველია თქვენს შეფასებებს ველი ისევ და ისევ. ჰო რაც ფიფქრით არის აღნიშნული იშნავს რომ გამოგონილი სახელებია. არ მინდოდა რეალური კოომპანიები გამომეყენებინა და თუ სულელურ სახელებს მოკრავთ თვალს არ შეიმჩნიოთ! იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.