შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგაცილებ სახლამდე


11-05-2015, 00:54
ავტორი Peke--
ნანახია 3 396

-მიგაცილებ სახლამდე, დაბრძანდი (ჩემს წინ შეჩერდა მანქანა)
-მადლობთ არ მინდა, ტაქსს დაველოდები. (მე)
-არამგონია ეხლა რამემ გამოიაროს,თან წვიმა უფრო იმატებს დაბრძანდი ნუ გეშინია
-მეშინია? სულაც არა(მანქანაში ჩავჯექი)
-სად მიდიხარ?
-თუ შეგიძლიათ სახლამდე მიმიყვანეთ და ფულს გადაგიხდით(მე)
-არ მინდა გადახდა ისე მიგიყვან. (მეც მისამართი ვუთხარი)-სად იყავით ამ თავსხმაში ?
-ნათესავთან, ჩემი კარის გასაღები კი იქ დამრჩა, აღარ დავბრუნდი და დღეს ჩემს სახხლთანვე ცხოვრობს ნათესავი იმასთან დავრჩები, ხვალ კი გამომიგზავნიან გასაღებს.
-შენი სახელი ?
-ეკატერინე, მეგობრები კატოს მეძახიან. (მე)
-მე აკაკი, მეგობრები აკოს მეძახიან, როგორც მივხვდი დაოჯახებული არ ხარ, რამდენი წლის ხარ?(აკო)
-დაოჯახებული არ ვარ,22 წლის, თავად?(მე)
-ჩემთან ბავშვი ხარ (გამომხედა და გაიღიმა)-მე 25ის
-ოჰ, დაბერებულხარ. (მე)
-აი მოვედით(აკო)
-ხოო.. დიდი მადლობა, კარგად იყავი. -არაფრის. მაგრამ მე მაშინ წავალ როცა მეცოდინება რომ ესეთი ლამაზი გოგო გარეთ მარტო არ დარჩა(აკო)
-მომისმინე ეხლა! შენი მადლობელი ვარ მაგრამ მზრუნველობა არ მჭირდება და ზედმეტებში ნუ გადავალთ!(მანქანიდან გადმოვედი და კარზე კაკუნი გავაბი)
-ხომ ხედავ არავინ აღებს(აკო)
-რა უნდა ვქნა ეხლა?! (კარებთან ჩავჯექი და თავი მუხლებზე დავიდე)
-ნუ ნერვიულობ წამოდი ერთი ღამე ჩემთან გაატარე(აკო)
-რაა? შენ მევინ გგონივარ იდიოტო!!! თავიდან მომწყდი მალე!!!(მე)
-შენ რა გარყვნილი აზრები გაწუხებს გოგო, დაჯექი და ამაღამ დარჩი ჩემს სახლში.(აკო)
-უკეთესი ვარიანტი მაინც არ მაქვს(მე)
მანქანაში ჩავჯექი და აკოსთან სახლში მივედით.
-მარო ცხოვრობ?(მე)
-კი, მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ, მე ავიწყვე სამომავლოდ კარიერა და ჩამოვედი, უკვე 1 წელია.(აკო)
-მისმინე, არ მინდა ჩემზე რამე ცუდად იფიქრო, უბრალოდ ესე არ ვიქცევი ხოლმე ეხლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი და სხვა გზა არ მქონდა(მე)
-დამშვიდდი ნუ ნერვიულობ ცუდი რა უნდა ვიფიქრო ქუჩაში არც დაგტოვებდი! ხომარ გშია?(აკო)
-მადლობ არა, უბრალოდ ძილი მინდა(მე)
- კარგი მაშინ დავწვეთ, ამ სახლში ახალი გადმოსული ვარ ამიტომ ერთი ოთახის გარდა არსად არ შეისვლება და თუ წინააღმდეგი არ იქნები...(აკო)
-მე აქვე დავწვები შენ დაწექი შენს ოთახში(მე)
-გთხოვ, ჩემი ნუ შეგეშინდება, უბრალოდ არ ვარ ეგეთი პიროვნება რომ რამე გავნო. ეხლა კი აღარ შემეწინააღმდეგო და წამოდი დავწვეთ.(აკო)
გული ისე მიძგერდა ლამის ამომვარდნოდა, რაღაცნაირი სხვანაირი ლაპარაკი აქვს ამ ბიჭს, თვალები მაგრამ რა თვალები, ოკეანის გულის ფერი, ჩემზე საკმაოდ მაღალია,არადა მე ჩემი თავი ანძა მეგონა, ნუ მოკლედ გული მიფრიალებდა ამ მომენტში საოცრად.
-კარგი დავწვეთ.(ამოვილუღლუღე ჩუმად და აკოს გავყევი)
-მიდი გაიხადე მე არ გიყურებ(აკო ზურგით დამიდგა და თან მაისური გადაიძრო მე უცებ გავიხადე ტანსაცმელი რომელიც წვიმისგან დასველებულიყო და ლიფის და ტრუსის ამარა შევგორდი სასწრაფოდ საწოლში
-დავამთავრე გახდა(მე)
შემოტრიალდა და მისი ფრესი რომ დავინახე მუცელზე და დაკუნთული ხელები ლამის გული ამომიფრიალდა
-კარგად ხარ? რაღაც ფერი არ გადევს კატო(აკო)
-კარგად ვარ, თუ წვები დაწექი და დამაძინე (მე)
შარვალი გაიხადა და საწოლში აკოც შემოკოტრიალდა.
-იცი... (აკო) აღარ ვაცადე თქმა
-ძალიან გთხოვ მეძინება!(მე)
-კარგი ძილინებისა პატარა ქალბატონო (აკო) ეს თქვა და ხელზე ხელი დამისვა, სულ გამაჟრჟოლა, ხმა აღარ გამიცია და თვალები დავხუჭე

ღამე მისმა მძაფრმა სუნთქვამ განაღვიძა რომელიც ჩემს სახეს ეხებოდა , თავი ისე ახლოსმოეტანა ჩემთან რომ ოდნავი მოძრაობაც და მისი და ჩემი ტუჩები ერთმანეთს ეამბორებოდნენ. ამ დროს მანაც გაახილა თვალები
-რატომ არ გძინავს პატარავ?(აკო)
-მე შენი პატარა არ ვარ და წესიერად! და იმიტომ არ მძინავს რომ ხმამაღლა სუნთქავ.(მე)
-მე ესეთი სუნთქვა მაქვს და რა ვქნა?(აკო)
-ხოდა სულ ნუ ისუნთქებ. (მე) ეს ვუთხარი და ზურგი შევაქციე, ამ დროს უცებ დამეტაკა გადმომატრიალა და ზემოდან მოთავსდა ჩემს სხეულზე
-რას აკეთებ ხომარ გაგიჯდი?(მე)
-შენ გამაგიჯე!(აკო)
-გამატარე უნდა წავიდე!(მე)
-კატო როგორ გგონია ერთი ნახვით შეყვარება არსებობს?(აკო)
-გიჟი ხააარ გიჟიიი !!!(მე)
-კარგი მაპატიე დაიძინე მიდი მე აღარ შეგაწუხებ, იქეთ გავალ და დავიძინებ. უცებ წამოდგა მაგრამ შემეცოდა ისე გულ მოსაკლავად წარმოთქვა ეს სიტყვები და ძალიან მომინდა მასთან ჩახუტებულს დამეძინა
-დაიცადე, არ წახვიდე(მე) უცებ წავავლე მკლავზე ხელი და საწოლისკენ, გამომხედა და ძალიან თბილად გამიღიმა.
-კითხვაზე მიპასუხე კატო რა (აკო)
-რა კითხვაზე აკო?(მე)
-შენი აზრით ერთი ნახვით შეყვარება არსებობს?(აკო)
-რატომაც არა... ყველაფერი არსებობს, მე მაგალითად არავინ არ მყვარებია და ზუსტად ვერ გეტყვი.(მე)
-კატოო...(აკო)
-ხო(მე)
-შეიძლება აქ დავწვე შენთან და ჩაგეხუტო? არაფერს დაგიშავებ შენს თავს გეფიცები, უფრო სწორედ ყველა წმინდანს გეფიცები, უბრალოდ ჩაგეხუტები (აკო) ისეთი მუდარა გაისმა მის ხმაში რომ ლამის ვიტირე მაგრამ თან გამიხარდა მასთან ჩახუტებულს დაძინება ხომ მეც მინდოდა.
-დაწექი, მჯერა შენი.(მე)
-საიდან გჯერა ჩემი?(აკო)
-უბრალოდ მჯერა და მორჩა! მოდი დაწექი ცივა.(მე)
-კარგი კარგი(აკო) ისევ იმ თბილი ღიმილით გამომხედა, საწოლში შემოძვრა, მის მკლავზე თავი დამადებინა და მეოორე ხელი წელზე შემომხვია, ჩემს თმაში თავი ჩარგგო და ყურთან ახლოს მიჩურჩულა: -ტკბილი ძილი პატარავ(აკო)
პატარაზე აღარ შევეწინააღმდეგე იმიტომ რომ ძალიანაც მესიამოვნა, თავი მის გულზე მივადე და წავიჩურჩულე, -შენც.
ამის შემდეგ იყო ნათება მზის სხივების რომლებმაც გამაღვიძა და მალევე შევიბრუნე დილის ძილი აკოზე აკრობილმა, შემდეგ კი საშინელმა წვიმის ხმამ გამაღვიძა.



№1  offline წევრი ana-stasia

საყვარლობა იყო მომეწონა გააგრძელე

 


№2  offline წევრი Heartbeat

გააგრძელე სასიამოვნო წასაკითხია კარგად წერ❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3  offline წევრი Pekito -))

Velodebi more tavs ... Dzalian kargia
--------------------
ნათია

 


№4  offline წევრი Peke--

Heartbeat
გააგრძელე სასიამოვნო წასაკითხია კარგად წერ❤️❤️❤️

ana-stasia
საყვარლობა იყო მომეწონა გააგრძელე

Pekito -))
Velodebi more tavs ... Dzalian kargia

მოხარული ვარ რომ მოგეწონათ, ვეცდები შემდეგი უფრო კარგი გამოვიდეს love

 


№5  offline წევრი anushkaa ))

moomwoonss !! ^_^ maalee dadee axaali gtxoovv )))

 


№6  offline წევრი Winchester

ძალიაან კარგიია. <3 მომეწონაა ^-^
--------------------
ლ.შ L.SH

 


№7  offline წევრი Mari - Mari

ძალიან კარგი იყოო ^_^ მალე დადე რააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent