შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ონიანი მიყვარხარ! 1


11-05-2015, 17:04
ავტორი ml99
ნანახია 4 082

ესეც ახალი ისტორია, შემიფასეთ გთხოვთ თქვენზე ვარ დამოკიდებული თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ...
უკვე 16 წლის ვარ და დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს სიტყვა ,,მიყვარხარ"და საერთოდ კითხვაზე: გყავს თუ არა შეყვარებული? ან თუნდაც, ვინმე არ გიყვარს? სიცილი მიტყდება და ვპასუხობ უკაცრავად ეგ რა ხილია ? იჭმევა ?სინამდვილეში კი ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს და მინდა რომ გვერდით მყავდეს ის ვისაც ვეყვარები და დამიცავს, ლოდინი არ მიყვარს და მინდა ის ერთადერთი მალე გამოჩნდეს...
მაღვიძარას საშინელი ხმა მაღვიძებს ვდგები ვემზადები და სკოლაში მივდივარ. სკოლაში შესულს მთელი კედლები სიტყვა ,,მიყვარხარ" წარწერითაა სავსე. მესამე სართულის დერეფანში კი ინტრიგა მთავრდება და მთელ კედელზე ,,ლენკა მიყვარხარ" აწერია. ბედნიერია ის ადამიანი რომელსაც ეს სიტყვა იმ ადამიანისგან ესმის ვინც სიცოცხლეს ურჩევნია. პირველი გაკვეთილი სწრაფად გავიდა ნიტასთან ერთად დერეფანში ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ როგორ ანადგურრბს ყველა წარწერას ლენკა. ის ვერ ხვდება რომ არა მარტო ანადგურებს სიტყვებს არამედ იმ ადამიანის გრძნობებს რომელმაც ასე ეცადა გამოეხატა თავის ცალმხრივი გრძნობა. ეს არ იკმარა ლენკამ და დეკემბერში ნაპოვნი სისხლივით წითელი ვარდებიც გაანადგურა. ღმერთო ამ გოგოს მგონი გული არ აქვს. ზარი დაირეკა, ლენკას გამწყრალი მზერა მივაპყრე და კლასისკენ გავემართე. დღეები მოსაწყენად გადიოდა მაგრამ მე ამას უკვე მიჩვეული ვიყავი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ძნელად ვამყარებ ურთიერთობას გოგონებთან აი ბიჭებთან კი საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა.
ხო მართლა მე მარიამ ონიანი ვარ გრძელი წელამდე წაბლისფერი თმით და ყავისფერი თვალებით, ჩვეულებრივი, უკარება, შკოლნიკი ვარ. რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როცა დასჭირდებათ. მყავს პატარა და ძმა ტყუპები გიორგი და ლიზა ისინი 4 წლისანი არიან.
როგორც ყოველთვის დილით ტყუპების ყვირილმა გამაღვიძა.
-ისევ! ჩავიბუტბუტე და გამეღიმა ჩემს ფიქრებზე,
-წარმომიდგენია ახლა კარს მიღმა რა ხდება...
წამოვდექი, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.
-დილამშვიდობისა!
-დილა კიი აა მაგრამ აი მშვიდობის რა მოგახსენო შეხედე მათ მიპასუხა დედამ და დაღლილი სახით მიმანიშნა ტყუპებზე.
-ჰაჰაჰჰააა გიორგი გაუშვი ხელი ლიზის თმას! ლიზი გაუშვი ხელი გიორგის სათამაშოს!
-ალაააა!!! შეჰყვირა ორივე მათგანმა ერთხმად და ისევ განაგრძეს დაუსრულებელი ომი.
-ოხხხხ! აღმომხდა გაბრაზებულს და მათკენ გავემართე.
-ლიზი დაუბრუნე გიორგის სათამაშო და გპირდები უფრო უკეთესს გიყიდი! გიორგი... კამათი რამოდენიმე წუთს გაგრძელდა საბოლოოდ კი შევთანხმდით რომ როცა შევძლებდი პარკში გავასეირნებდი და ბევრ ნაყინს ვუყიდდი.
დღები ჩვეულებრივ გადიოდა, საზაფხულო არდადეგები თითქმის უწურებოდა, ჩემი მხიარულების მიზეზი კი ტყუპები, ტყუპები და ისევ ტყუპები არიან... ყოველი დილა ახალი შემართებით... ახალი ჩხუბითა და ჩემი ბუზღუნით იწყება ეს კი ჩემთვია ყველაფერია.
-მარიამ ხვალ მე და გიორგი 1 კვირით ზურა (ბიძაჩემი) მივდივართ მა, ნელის კი ტრენინგები აქვს ამიტომ რამდენიმე დღე შენ და ლიზის მარტო მოგიწევთ დარჩენა....
-ულააა.... არ დაასრულებინეს სიტყვა დავითს ტყუპებმა და ერთხმად შეჰყვირეს.
-რა მაგალია, შენგან დავისვენებ! დაეჭყანა გიორგი ლიზის
-მე უფრო მიქარია ახლა მთელი საქლი ჩემია ჩემი... შემოირბინა სახლის ყოველი კუთხე ლიზიმ ბოლოს ისევ გიორგის პირისპირ გაჩერდა.
-იფფფ, ცემია ცემი დაეჭყანა ლიზიც და ჩემს კალთაში მოკალათდა. ჩვენ კი მათ შემხედვარე გულიანად ვხარხარებდით.
-კარგი მა არაა პრობლემა, ლიზი უკვე დიდი გოგოა და ყველაფერს დამიჯერებს. წარმოვთქვი დაბეჯითებით და პატარა არსებას წითელი ლოყები დავუკოცნე.
მეორე დღეს მე და ლიზიმ ყველა გავაცილეთ.
-აუ მარი ახალი კაბები ვიყიდოთ რა!
-კარგი ლიზი მაშინ ხვალ ბევრი ვიშოპინგოთ, და შენთვის ლამაზი კაბები შევიძინოთ!
-ურააა! შესძახა ლიზიმ და პატარა ხელები კისერზე შემომხვია.
-ლიზი მზად ხარ წავიდეთ!
-მოვდივალ! შესძახა ლიზიმ და ჩემთან მოირბინა.
-წავედით?
-წავედიტ!
-აუ მალი ესეც ვიკიდოთ ლაა! ესეც! ესეც! ტიტინებდა ლიზი და სხვადასხვა კაბებზე მიმითითებდა.
-კარგი ლიზი, აბა დატრიალდი, ღმერთო რა ლამაზი ხარ! დავუკოცნე ლოყები ლიზუს და თავზე პრინცესას გვირგვიც დავადგი.
-აუ მალიამ სენთვისაც ვიკიდოთ ლა კაბები!
-ლიზი ხომ იცი რომ კაბებს იშვიათად ვიცვამ...
-აუ გტხოვ ლა! აუწყლიანდა თვალები ლიზის
-კარგი ოღონდ არ იტირო...
-ულააა....!!!!
-მალი ესეც, ესეც, ესეც...
აგრძელებდა ტიტინს პატარა ქალბატონი და კაბების შერჩევაში მეხმარებოდა.
-მალი მიდი მოიზომე მე კი აქ დავძდები.
თვალებგაფართოებული დავხედე ზემოდან პატარა სხეულს, რომელიც თავისი ქცევებით ნამდვილ ქალბატონს მოგაგონებდათ.
-მიდი მიდი... მიბიძგა გასახდელისკენ ტასომ და თვითონ სავარძელში მოკალათდა.
-დატლიალდი, დატლიალდი, კალგია,დატლიალდი.
-კარგი რა ლიზი დავიღალე უკვე..
-აუუუ იცოდე ვიტილებ და გაგებუტები! ისევ დაბუსა ტუჩები პატარა მაიმუნმა.
-კარგი კარგი ხელი ბოლო თეთრ სარაფანას დავავლე და გასახდელში შევედი ვიცოდი ახლა თუ დაიწყებდა ტირილს, ნელიც კი ვერ გააჩუმებდა ამ პატარა გათამამებულ არსებას.
-აბა როგორია?
-ვაუუუუ ლა ლამაზი ხალ მალი!!!! ლიზიმ ჩემთან მოირბინა მე კი დავიხარე
-ულამაზესი, ულამაზესი და მკავს შეჰყვირა გახარებულმა ლიზიმ ტაში შემოჰკრა, თავიდან გვირგვინი მოიხსნა და მე დამადგა.
-შენ კველაზე ლამაზი პლინცესა დაიკო ქალ მთელ მსოფლიოსი! მიკვალქალლ...ბედნიერმა წარმოთქვა ლიზიკომ და პატარა ხელები შემომხვია.
მე გამეღიმა მის სიტყვებზე და გემრიელად დავუკოცნე ლოყები. რამდენიმე დღე მე და ლიზიკომ ბევრი ვიმხიარულეთ მაგრამ ბოლოს მოიწყინა და ხალისი დაეკარგა.
-ლიზი რა გჭირს პატარავ? ვკითხე საწოლში ჩემთან ერთად მომძინარე პატარა სხეულს, ზღაპრის წიგნი ტუმბოზე გადავტოვე და და ცისფერ თვალებში ჩავაშტერდი.
-მალი, დედა მომენატლა! მამა მომენატლა! გიოლგიც მომენატლა!.... ამოიტიტა ლიზიკომ და უფრო მომეკრო.
-კარგი რა ლიზი ნუ ტირი, მალე დაბრუნდებიან!
-მოვიწკინე მალი ადლე მინდოდა ლო გიოლგი წასულიკო მაგლამ აქლა მომენატლა!
-ჩუ ჩუ ჩემო ჭკვიანო გოგო არ იტირო, აი ნახავ მალე დაბრუნდებიან და ისევ ითამაშებთ და იჩხუბებთ შენ და გიო გამეღიმა და შუბლზე ვეამბორე დაიკოს.
-აუ ქვალვე დაბლუნდეს გიო და გპილდები აგალასდლოს აგალ ვეცხუბები...
-კარგი არ იტირო ლიზუკ, მოდი დავიძინოთ ახლა, ხვალ კი გიოს დაგალაპარაკებ კარგი?!
-კალქი.... გაიღიმა ლიზამ და თვალები დახუჭა.
დილით ლიზამ გამაღვიძა.
-მალი ადექი ლა, აი აიგე ტელეფონი გიოს დავულეკოთ ლა!
-ლიზუ ჯერ ძალიან ადრეა! დამაძინე და გპირდები, რომ გავიღვიძებ აუცილებლად დაგალაპარაკებ
ვთქვი და თავზე საბანი დავიფარე. რამოდენიმე წუთიანი ბუზღუნის შემდეგ ლიზა დანებდა და ძილი განაგრძო.
ძილი ამჯერად კარის ზარმა დამირღვია, ბუზღუნით წამოვდექი პიჟამა შევისწორე და წინ გაქცეულ ლიზუს დავეწიე.
-ვინ უნდა იყოს ამ დილაადრიან?! ჩავიბუზღუნე და კარი გავაღე.
-სურპრიზი....
-მააა!!! დეეე!!! შესძახა ლიზამ და ორივეს ჩაეხუტა.
-რატომ არ მითხარით რომ დღეს ბრუნდებოდით?
-გიო მოდი ჩემი ბიჭი როგორ მომენატრე!
-ზდალოვა მალ! გვერდით ამიარა ეს თქვა გიორგიმ და მისაღებში მდივანზე მოკალათდა.
-რა სჭირს ამ ბავშვს? გაოცებულს აღმომხდა და მშობლებს გაკვირვებულმა შევხედე.
-რა და შენი აზრით ნიკა (ბიძაშვილი) ამას რამე კარგს ასწავლიდა შენი აზრით? ქუჩური ჯარგონების გარდა?!
-დე იცი მე და მალიმ ლა ლამაზი კაბები ვიკიდეთ?
-მართლა?! გაოცებულმა შემომხედეს მშობლებმა
-ქო თავისთვის მქოლოდ ერთი კაბა სევიძინეთ, მე კი ბევლი ვიკიდე.... ტიტინებდა ლიზუ და ნელის ეხუტებოდა.
დედას ბარგის ამოლაგებაში დავეხმარეთ მე და ლიზი, ცოტა მამასაც ვეჭორავეთ, აი გიორგი კი ვერ ავიყოლიეთ.
მთელი ეს დრო სერიოზული სახით იჯდა ბატონი ონიანი და ყურადღებას არავის გვაქცევდა.
ღმერთო რამ შეცვალა ეს ბავშვი გაკვირვებული ვიყავი გიორგის საქციელით აქამდე ლიზისთან ერთად, რატომ არ ჰქონდა მთელი სახლი შემორბენილი.
ფიქრებიდან ლიზამ გამომიყვანა.
-აუ მალიამ გტხოვ ლა პალკსი წავიდეთ ძალიან ცკელა თან ქომ შეგვპირდი! მუდარის თვალები შემომანათა ლიზიმ.
-კარგი წავიდეთ და გიორგიც წავიყვანოთ.
-ულაა!!!!
-აუ მალიამ ის კაბა ცაიცვი ლააა გტკოვ ცისფერი თვალები შემომანათა ლიზიმ და ტუჩები დაბუსა.
-კარგი, კარგი....
-ლიზიკო მალე! მისაღებში ველოდით მე და გიორგი ლიზის. პრინცესა ვარდისფერ სარაფანაში გამოწყობილი და ფოტოაპარატიტ ხელში გამოემართა ჩვენსკენ.
-წავედით!
ლიზი ბავშვებისკენ გაიქცა და მათთან თამაში დაიწყო, მე სკამზე ჩამოვჯექი, გიორგი კი მოშორებით ჩამოჯდა და პლანშეტში თამაში დაიწყო. ძალიან გამაოცა მის საქციელმა ასე არასოდეს მოქცეულა. ნახევარ საათში ჩემთან მოირბინა პლანშეტი დამიტოვა და პატარა გოგონასაკენ გაიქცა, მიესალმა, ხელი მოკიდა და მასთან ერთად თამაში დაიწყო. სიცილი ამიტყდა, როდესაც დავინახე როგორ აკოცა გიორგიმ პატარა გოგონას ლოყაზე, შემდეგ კი ვითომც არც არაფერი ქვიშაში თამაში განაგრძო. აი თურმე რაში ყოფილა საქმე, ჩემი ძმაიკო შეყვარებულია. რამოდენიმე წუთი სიცილი ვერ შევწყვიტე. რამაც მოშორებით მდგომი ბიჭების გაოცება გამოიწვია. მაგრამ მე მათთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია ცხოვრებაში ასე არაფერს გავუოცებივარ და გავუხარებივარ. ცოტახანში ლიზამ მოირბინა ჩემთან.
-აუ მალი სულათები გადავიგოთ კალქი.
-კარგი გამეცინა მის ქცევაზე და ფოტოების გადაღება დავიწყე. რამდენიმე წუთში გიორგიც შემოგვიერთდა და ფოტოს გადაღება მოითხოვა.
-ააუ მე მინდა მალისთან ელთად სულათი
-აუ მეე დაიწყეს ტრადიციული ომი ტყუპებმა.
-მომეცი კამელა,
-ალა...
საბოლოოდ რათქმაუნდა გიორგი დააეუფლა ფოტოაპარატს, ლიზი კი წააქცია.
დაიკოდ კაბა შევუსწორე, ცრემლები მოვწმინდე.
-გიორგი ასე არ შეიძლება ლიზი შენი დაიკოა შენ კი მას უნდა მოუარო კი არ უნდა ატირო! დავარიგე გიორგი და ისევ ლიზას მივუბრუნდი.
პატარა ონიანმა გადაწყვიტა დანაშაული გამოესყიდა და დები გაეხარებინა, იქვე მოსაუბრე სასტავთან მიირბინა.
-სდალოვა ბიწებო! მიესალმა ბიჭებს, მათ კი გაოცებულმა გადმოხედეს ონიანს.
-ვა ვა ვა ნახე ეს რა მაგარი კაცია ტო! სდაროვა ბრატ! ხელი ჩამოართვა ერთერთმა გიორგის.
-რა გქვია?
-გიორგი შენ?
-მე დანიელი ბრატ!
-აუ სურათი გადამიგე რა ცემ დებთან ძმულად! ქო იცით გოგოები ლოგორები ალიან ალა? გამებუტნენ ტო!
-ხო ბრატ წამო არაა პრობლემა! გამოართვა ფოტოაპარატი დანიელმა გიორგის და მასთან ერთად იმ გოგონასკენ წავიდა რომელმაც იგი თავისი ღიმილით სულ ცოტახნისწინ მოაჯადოვა.
-გიორგი სად იყავი?
-ლიზი ალ იტილო აი აქლა კველა გადავიღებთ სურათს!
მარიამმა გაოცებულმა ახედა ფოტოაპარატით ხელდამშვენებულ სიმპატიურ ბიჭს რომელიც მათ უღიმოდა. ძალიან დაიბნა, ბიჭის მომნუსხველ თვალებს მზერას ვერ აშორებდა, ჩხკკ...
გონს ფოტოაპარატის ხმამ მოიყვანა, ლიზამ დაას ლოყაზე მიადო ტუჩები და ახალი სურათის გადასაღებად მოემზადა, ჩხკკ... ახლა გიორგი ეამბორა დას, აქ მარიამმა ღიმილი ვერ შეიკავა და საყვარლად გაიღიმა...
-საკმარისია! ბავშვებო ახლა კი წავიდეთ
გოგონამ ტყუპებს ლოყები დაუკოცნა. ფეხზე წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა, რომელიც ღიმილით დაჰყურებდა ბოლო ფოტოს.
-მადლობა! წარმოთქვა და ლოყები შეეფარკლა. ბიჭს გაეღიმა ფოტოაპარატი გაუწოდა და ძმაკაცებს დაუბრუნდა.
-მარიამმა უმცროს ონიანებს ხელი ჩაკიდა და სახლისკენ გაემართა. ტყუპები მარიამს რაღაცეებს უყვებოდნენ მაგრამ გოგონას არაფერი ესმოდა მხოლოდ უცნობ ბიჭის მომნუსხველ, მწვანე თვალებზე ფიქრობდა და ეღიმებოდა.



№1  offline წევრი arctic monkey

აუუ აი ძაან საყვარლობააა მართლა მაგარიაა

 


№2  offline წევრი ml99

arctic monkey
აუუ აი ძაან საყვარლობააა მართლა მაგარიაა

გავაგრძელო?

 


№3  offline წევრი ხატული♥

აუ ძაან მაგარი ისტორიაა და ძაან დამაინტერესე მალე გააგრძელე რაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent