შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი-მე,რომ მიყვარდა


11-05-2015, 20:30
ნანახია 1 977

დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ცა ჩამომექცა თავზე. ზლაზვნით წამოვდექი,ფანჯარაში გავიხედე და ხასიათი უფრო გამიფუჭდა. ცა საშინლად მოქუფრულიყო. შავი ღრუბლები ერთად მოგროვილიყვნენ,რამდენიმე წამში ისეთი წვიმა წამოვიდა,ფანჯარა სწრაფად რომ არ დამეხურა სულ მთლად დამასველებდა. თხელი ხალათი მოვიცვი და ნელა დავეშვი კიბეებზე.
სამზარეულოში მოფუსფუსე მამაჩემი,რომ დავინახე გამეცინა. მერე,თეფშის ნამსხვრევებს მოვკარი თვალი და მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-რას აკეთებ მამა? -ვიკითხე სიცილით.
დათომ ეჭვის თვალით გამომხედა და სიცილით დააყოლა.
-შენი დაცინვაღა მაკლდა ახლა.
-დედა სად არის? -სკამზე წამოვსკუპდი და დედაჩემის გამომცხვარი ნამცხვარი ერთ ლუკმად გადავსანსლე.
-სამსახურში წავიდა ადრიანად. საუზმის გამზადებაც ვერ მოასწრო. -დანანებით თქვა მამა და საქმე განაგრძო.
მისი შემხედვარე,სიცილის ვერ ვიკავებდი,მაგრამ ტუჩზე ვიკბინე და ფეხზე წამოვდექი.
-მოდი,მოგეხმარები,თორემ რაღაცას კიდევ დაამტვრევ.
მამაჩემი მორჩილად გამომეცალა.
საუზმე გავამზადე,მამა სამსახურში გავაცილე და მოწყვეტით დავეშვი დივანზე.
უკვე ერთი თვეა სამსახურიდან წამოვედი. სახლში ჩავჯექი დეპრესიული თინეიჯერი ბავშვივით,მაგრამ რა ვქნა,სხვა გზა არ მქონდა. ჩემი უფროსი იმდენად აუტანელი კაცი იყო,რომ მისი დანახვისას ტანში უსიამონოდ მბურძგლავდა. ორი წელი ვმუშაობდი იმ აუტანელ ადგილას,თანაც კაპიკების სანაცვლოდ. ის გამოშტერებული კი,მაინც უკმაყოფილო იყო.
აქტიურად ვცდილობ სამსახურის შოვნას,მაგრამ ამაოდ. ყველგან მპირდებიან დაგირეკავთ,დაგირეკავთო,თუმცა მომდევნო დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარი-ნინას გარდა არავინ მირეკავს. ახლაც ნინას ზარმა გამომაფხიზლა უსიამოვნო ფიქრებისგან.
-ჰო ნინა.
-ელე ჩემთან გამოდი რა,მარტო ვარ.
-რამე ხდება? -საშინლად ცუდ ხასიათზე ვიყავი,მეზარებოდა და არ ვაპირებდი ნინასთან გასვლას,მაგრამ ისე მელაპარაკა ყველანაირი გზა მომიჭრა.
-აუცილებლად უნდა გამოხვიდე!
-კარგი ხო. -უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
თბილი,ამინდისთვის შესაფერი ჯემპრი და შავი შარვალი ჩავიცვი. თავს ყველაზე მეტად ამ სამოსში ვგრძნობდი კომფორტულად. ფეხზე ჩვეულებისამებრ კედები ჩავიცვი და სწრაფად გავედი სახლიდან. 22 წლის ვარ და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი სულ ორჯერ მეცვა. ერთხელ ბანკეტზე და მეორედ დედაჩემის დაჟინებული თხოვნით ჩემს დაბადების დღეზე. ამ ორი უიშვიათესი შემთხვევიდან ორივეჯერ წავიქეცი,თანაც ყველას თვალწინ. არაუშავს ხდება ხოლმე.
ტაქსი გავაჩერე,მისამართი ვუთხარი და გავიტრუნე. წვიმისგან გაჟღენთილ ქალაქს გავხედე,რომელიც უჩვეულოდ დადუმებულიყო.
ცოტა ხანში ნინას კორპუს მივუახლოვდით. ცხრა სართული წამებში ავირბინე და მოურიდებლად დავაკაკუნე კარზე.
-ასე რამ გაგამწარა? -გამოენთო შეშინებული ნინა.
-რავიცი,ცუდ ხასიათზე ვარ. -ნინა სახლში შემიძღვა და სამზარელოსკენ აიღო გეზი.
-რა გჭირს?
-არაფერი,ისე. -ამოვიოხრე.
-სამსახურზე თუ ნერვიულობ,შეგიძლია დაწყნარდე.
ხასიათი წამში შემეცვალა.
-რატო? ვაიმე,ნინა სამსახური მიშოვე? -აღმომხდა გახარებულს.
-კარგი,ხო! ნუ წიკვინებ და ყველაფერს გეტყვი.
პირზე ხელი ავიფარე,იმის ნიშნად ჩუმად ვარ მეთქი და ნინას გაოცებული თვალებით მივაჩერდი.
-მოკლედ,ბატონი გოგი მამაჩემის თანამშრომელი იყო,თუმცა რამდენიმე წლის წინ საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. გამოცდილ,ჭკვიან დიპლომატებს ეძებს. როგორც კი მამაჩემმა ეს მითხრა,ეგრევე გამახსენდი და შევათავაზე კიდეც შენი ვარიანტი. ხელფასი საკმაო გექნება,მთავარია მოეწონო,რა! შენი CV გავგზავნე უკვე.
-მეღადავები? -წამოვიკივლე და ნინასკენ ხელგაშლილი გავექანე.
-კარგი,ელენე ნუ დამახრჩობ ახლა!
-ძალიან მაგარი გოგო მყავხარ და ვგიჟდები შენზე!
-გამოსვლაზე კარგად მეწუწუნებოდი?! -გადაიკისკისა ნინამ.
-ერთი მწარე,რომ არ გაურიო არ შეგიძლია ხო? -მეც გამეცინა,მიუხედავად ნაკბენისა.
-ეგ,კი არა იცი ვინ ჩამოვიდა?
-ვინ?
-ცხადაძე.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თვალწინ დამიდგა ცხადაძის ლურჯი თვალები და გულმა გამალებით დაიწყო ძგერა.
-ელეეეეე,ნუ ჩაიკარგე ახლა ფიქრებში,გამოფხიზლდი! ცხადაძე ჩამოვიდა-მეთქი. -გამიმეორა ნინამ.
-მერე რა ვქნა მე? ვიცეკვო? -ერთმა უბრალო გვარმა ასე გამიფუჭა ხასიათი,არადა საქმეც იმაშია უბრალო,რომ არაა. ცხადაძე მთელი ცხოვრება მიყვარდა,ის კი ყოველთვის ბავშვივით მექცეოდა. მოკლედ ხუთი წლის წინ ამერიკაში წავიდა და ახლა ჩამოსულა თურმე.
-უნდა ნახო?
-მე არავის ნახვას არ ვაპირებ! -ჩავილაპარაკე მტკიცედ.
-აუ,არადა მაგრად გიყვარდა ეგ ბიჭი. -გაიღიმა ნინამ.
-ხო,მაგრად. -სიმწრისგან მეც გამეღიმა,არადა ახლა მერჩივნა ხმით მეღრიალა.
ცხადაძე თუ აქაა,ეს იმას ნიშნავს,რომ ჩემი მშობლების სანახავად მაინც მოვა. ადრე თუ გვიან მომიწევს მისი ნახვა და წარმოდგენა არ მაქვს როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. საკუთარი თავის არ მესმის.
-ჰააა,ელენე,მომაქციე ახლა ყურადღება და ნუ მაფიქრებინებ,რომ კიდევ გიყვარს ეგ ბიჭი.
-მიყვარს არა ტოროლა!
-აბა რა,ფიქრებში გადაეშვი?
-კარგი ნინა,ნუ გადამაყოლებ ახლა!
-კაი ჰო!
კიდევ ბევრი ვიჭორავეთ,უფრო სწორად ნინა ლაპარაკობდა გაუთავებლად. დედაჩემის ზარმა მიხსნა როგორც იქნა.
-სახლის გზა დაგავიწყდა ელე? -მის ტონზე გამეცინა.
-ეგ შენს ნათლულს უთხარი დე,გამაბრუა ლაპარაკით. -გადავხედე ნინას და მის გაბუტულ სახეზე უნებურად გამეცინა.
-გამოდი ახლა,საღამოს სტუმრები გვყავს და მომეხმარე რაღაცების გამზადებაში. -ტანში სულ ეკლებმა დამიარა,ისეთი შეგრძნება მქონდა გეგონება ასი კაცი სხეულში რაღაცას მირჭობდა. ცხადაძე და მისი ოჯახი,რომ წარმომიდგა თვალწინ უარესი დამემართა.
-ცხადაძეებზე ამბობ?
-რა იცი შენ?
-ნინას რამეს გამოაპარებ? -ახლა უკვე ვეღარ გამოვძვერი და ბალიში გემრიელად მომხვდა გვერდებში.
-მიდი,მიდი გამოდი. -გაეცინა დედასაც და ყურმილი დაკიდა.
-ეეჰ,წავედი ნინუშ,მომიწევს იმ მამლაყინწას სახის ყურება მთელი საღამო.
-გაჩერდი,ახლა! ვითომ არ გაგეხარდა,რა. -გაეცინა ნინას.
-არ გრცხვენია,ხომ? -ტუჩები გავბუსხე. -შენც ხომ გამოხვალ?
-აბა მაგ სცენას როგორ გამოვაკლდები. -გადაიკისკისა ნინამ.
-საზიზღარი გოგო ხარ.
დაძაბული გავედი ნინას სახლიდან და ტაქსი გავაჩერე. იმხელა საცობები იყო,ფაქტობრივად მივხოხავდით.
უკეთესი,მეტი დრო მქონდა საფიქრელად.
ოხ,ეს საზიზღარი ცხადაძე. რით ვერ მოვიშორე ეს ბიჭი?
ჯერ,ხომ მთელი ბავშვობა გამიმწარა,ისე მაწვალებდა ხოლმე სიმწრისგან ვერც ვკიოდი. ბავშვობიდა ისეთი პარაზიტი იყო.
ერთხელ ისე შემაშინა ორი დღე ვალერიანის აბებით დამსდევდა დედაჩემი.
ბავშვობის გახსენებაზე ოდნავ გამეღიმა.
არადა,მაინც როგორ მიყვარდა ცხადაძე. საშინლად.
სახლში მისულს ეკა წინასაფრით შემომეგება.
-მოდი,დედიკო მოდი! სად ხარ ამდენ ხანს? ლამისაა მოვრჩე ყველაფრის გაკეთებას.
-კარგი ეკა რა,სულ როგორ მებუზღუნები? -ლოყაზე მაგრად ვაკოცე ჩემს დედიკოს და თმა ავიკარი. ვერ იტანდა ეკა თმა რომ გაშლილი მქონდა. „შენს ბუწუწებს ყველგან მიყრიო“ მეუბნებოდა ხოლმე. -ისე როდის ჩამოვიდა ვაჟბატონი?
-არ ვიცი დედიკო, მანანამ დამირეკა დღეს ,სანდრო ჩამოვიდა და აუცილებლად გამოგივლითო.
-ოჰ,როგორ გამახარეს. -ჩუმად ჩავიბუტბუტე,ისე რომ ეკას არ გაეგო. ხელში დანა ავიღე და მონდომებით დავიწყე ხახვის დაჭრა.
უცბად კარი ჩემმა გადარეულმა ძმამ შემოაღო. ისე შევხტი,მკლავის სიმსხო დანას კინაღამ ზედ დავეგე. დედაჩემი უარეს დღეში იყო,მოსასლუერებლად სკამზე დამჯდარიყო და ტილოს აქეთ-იქით იქნევდა.
-შენ ნორმალური ხარ,ტატო? გული გაგვიხეთქე!
-ჩემი დანახვისას ,ომახიანად რომ არ იწივლო ისე არ იქნება ხომ? -გაიცინა ტატომ და ლოყაზე მაკოცა. -აბა ემზადებით გოგოებო? აუ მაგრად მიხარია სანდროს ჩამოსვლა,რამდენი ხანია არ მინახავს.
-შენ მე მკითხე! -ისევ ჩემთვის ჩავიბუტბუტე.
-რამე მითხარი ელე? -წაიყრუა ტატომ.
-არა,არაფერი.
ტატო ჩემზე ერთი წლით უფროსია. როგორც უფროსი ძმა,ისიც ღირსეულად ატარებდა დესპოტის სახელს მთელი ბავშვობა.
ის და სანდრო ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ ჩემი ნერვების დაპუტვას.
-რა გატირებს გოგო?
-ხავს ვჭრი ტატო,რა უნდა მატირებდეს.
-რავიცი აბა,ვიფიქრე სამსახურის გამო ხომ არ იწირპლება-მეთქი. -ოსტატურად მიკბინა ჩემმა საყვარელმა ძამიკომ და მისი მიმართულებით ნასროლი ხახვი აიცილა.
-როდის გაიზრდებით,როდის? -ეკა კვლავ ქოთქოთს მოჰყვა.
ამასობაში ყველაფერი გავამზადეთ. ყველაფერს,რომ მოვრჩით ოთახისკენ ავიღე გეზი.
საშხაპედან გამოსულმა ძლივს ავარჩიე ნორმალური კაბა. არჩევანი მოკლე,ზურმუხტისფერ სადა კაბაზე შევაჩერე. ამავე ფერის საყურები გავიკეთე და მხოლოდ მცირე დოზით წავისვი ტონალური. არ მიყვარს მკვეთრი მაკიაჟი. თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის,ყოველთვის მსუბუქით შემოვიფარგლები ხოლმე.
დაბლა ჩასულს ეკა შემომეგება.
-ქუსლიანები ჩაიცვი ელენე,რა!
-არ არსებობს დე,ორჯერ მეცვა და ორჯერვე წავიქეცი. შანსი არაა! თავს ტატოს და სანდროს დასაცინს ნამდვილად ვერ გავიხდი!
-ელენე,გეხვეწები! -ეკამ ისე შემომხედა რა მერქვა ის დამავიწყდა.
-ოოოო,ეკა ნუ მიყურებ მასე,არა მეთქი-გითხარი.
-ახლავე გამოვიტან,შენ რომ მოგწონს იმას. -სახე გაებადრა ეკას. არა,რა ამასთან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.
წამებში მოარბენინა ჩემი შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.
-აი დედიკო! მიდი ჩაიცვი! სულ არ არის მაღლები. ხომ ხედავ? ნახე როგორ მოგეწონოს.
-კარგი ეკა,კარგი! -ფეხები ჩავყავი და უკვე მივხვდი დღეს ტატოს გავახარებდი.
-არ ჩამოვარდე ელე! -აჰა დაიწყო უკვე.
-შენ წადი პირი დაიბანე,შოკოლადის ზოლები ზედ გეტყობა.
-მართლა,ტო? -ტატომ სარკისკენ გაიწია. ჩემს სიცილზე უკან გაბრუნდა და ოდნავ ხელი მკრა.
-ეეე,ტატო! ეგეთებს არ ვიყოთ,იცოდე! ისეც ძლივს ვდგავარ,ვერ მიყურებ?
რამდენჯერმე გავიარე. რომ მივხვდით მყარად ვიდექი ცოტა ხნით მისაღებში გავედი და ნინას დავურეკე.
-რას აკეთებ,არ მოდიხარ?
-გზაში ვარ,გეფიცები!
-რა უნამუსო ხარ,გოგო? ფენის ხმა მაინც არ მესმოდეს.
-10 წუთში მოვალ,შენ თავს ვფიცავარ! -გაეცინა ნინას და ყურმილი დაკიდა.
ცხადაძეები როგორც ყოველთვის ჩვეული არაპუნქტუალურობით გამოირჩეოდნენ. უკვე ნახევარი საათით დააგვიანეს. დაჟე,ნინამაც კი მოასწრო მოსვლა.
-ეს არის 10 წუთი?
-ხო კარგი,რა იყო? -გაეცინა ნინას.
თავაზიანად მიესალმა ჩემს მშობლებსა და ძმას და ახლა მე გადმომწვდა.
-რაო ელიჩკა,ხომ არ ნერვიულობ?
-რა მაქვს სანერვიულო?
-რავიცი მაინც,ძველი სიყვარული მოგდის სახლში და. . . -სიცილს ძლივს კავებდა.
-წადი შენიც! -გამეცინა მეც.
კარზე ზარის ხმაა.
დედაჩემის სუფრაში რაღაცებს ამატებს.
ტატო ოთახშია.
მამაჩემი სააბაზანოშია.
ყველას სათითაოდ დავუძახე მოვიდნენ-მეთქი და ნელა მივლასლასდი კარისკენ.
საკუთარ თავში დარწმუნებულმა გავაღე. ცხადაძე ხომ ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო?
ხოდა სანერვიულო არაფერი მაქვს,ახლა აღარ მიყვარს და მორჩა.
-ელენე,როგორ ხარ ჩემო ლამაზო? -პირველი მანანა შემოიჭრა სახლში.
-კარგად,ქალბატონო მანანა,თქვენ როგორ ბრძანდებით?
-ახლა კარგად,ჩემი სანდრო ჩამოვიდა და რა მომაწყენს.
„თქვენ ეგა თქვით“ -გავიფიქრე გულში.
ახლა თამაზი (სანდროს მამა) მეცა და ისე ჩამბურჯგნა ლამის წვენი გამივიდა.
სულ ბოლოს.
მემგონი ვნანობ,ახლა აღარ მიყვარს-მეთქი,რომ ვთქვი.
-ელეეე,როგორ ხარ გოგო? -სანდრომ ხელები გაშალა და მაგრად მიმიხუტა გულზე.
ორი რამ მასში უცვლელი დარჩენილიყო: სუნი და თვალები.
თითქოს რეტი დამესხა,მაგრამ მაინც უდარდელად ვუპასუხე.
-სანდრიკ,შენ როგორ ხარ?
ყურადღებით ამათვალიერა და თვალი ჩამიკრა.
-გაზრდილხარ ხომ იცი?
-15 წლის გოგო აღარ ვარ სანდრო.
-ვაა,ვაა ქუსლებზე სიარულიც გისწავლია. ყოჩაღ შენ! -მაინც წამკბინა. იდიოტი!
ნინას გავხედე. სიცილის ძლივს იკავებდა.
-შენ კიდევ,თმა დაგივარცხნია. ყოჩაღ სანდრიკ,გაბურძგნული რომ აღარ ხარ ეგეც კარგია.
-ისევ ისეთი ენა მწარე ხარ?
-რა შემცვლიდა? -თვალი გამომწვევად ჩავუკარი.
-რავიცი,რავიცი! -შევნიშნე,ისევ ამათვალიერა,კმაყოფილმა შემომხედა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
ისე,ადრე მე რომ მიყვარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent