შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (II თავი)


11-05-2015, 20:45
ავტორი andybiersack
ნანახია 2 218

ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა სახლსაც მიაღწია, მანქანა ეზოში დააყენა , შემდეგ კი ბარგით ხელში სახლში შევიდა.
-ნინ, ასე ადრე არ გელოდი, როგორ ხარ?
ჰკითხა მისმა ბიძაშვილმა მარიმ, და გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-კარგად ვიქნები თუ ბარგის შემოტანაში დამეხმარები- უთხრა ნინიმ და თვალებით ჩემოდანზე ანიშნა.
-კარგი ახლავე- მარი ჩემოდანს დასწვდა- ჯანდაბა ამდენი რამ რად გინდოდა? სამუდამოდ აქ ხომ არ აპირებ დარჩენას?
-მაგაზე ვიფიქრებ- თქვა ნინიმ და სახლში შევიდა.
- წამოდი გავისეირნოთ, თან ბავშვებს გამაცნობ, რომლებზეც ამდენს მელაპარაკები ხოლმე- უთხრა ნინიმ
-დღეს არა, ძალიან დაღლილი ვარ, ხვალ ლაშქრობაზე მივდივართ ტყეში და იქ ყველას გაგაცნობ, ძალიან კარგი ბავშვები არიან, მათ გარეშე აქ ყოფნა ვერ წარმომიდგენია.
- კარგი მაგრამ მანამდე ქალაქში უნდა გავიდე, ჯარიმა მაქვს გადასახდელი, გზაში დამაჯარიმეს, თქვენ წადით და მეც მანდ მოვალ - უთხრა ნინიმ
- ამას მარტო შენ თუ მოახერხებდი - უთხრა მარიმ სიცილით
დილით ნინი ქალაქში წავიდა ფულის გადასახდელად, მერე კი ტყესთან გააჩერა და მანქანისგან ცოტა მოშორებიით აღმოჩნდა როდესაც მისკენ ძაღლი ყეფით წამოვიდა.
- აი ეხლა კი დავიღუპე- თქვა მან და ხეზე ავიდა. დიდ ხანს უცადა მაგრამ ძაღლი ხის ქვეშ დაწვა და წასვლას არ ჩქარობდა.
ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა ბიჭი, შავგრემანი, სუსტი, მაღალი, რომელიც ძაღლის სახელს გაიძახოდა, მოუახლოვდა ხეს და როდესაც ზევით აიხედა სიცილი დაიწყო
-როგორც ვხედავ შენი ძაღლია, ამ ცოფიანის გამო ნახევარი დღე ხეზე მომიწია ჯდომა- ყვიროდა ნინი
- ჩემთვისაც სასიამოვნოა - უთხრა ნიკამ
-მომაშორე შენი აყროლებული ძაღლი
- როგორც ვხედავ ძალიან გრძელი ენა გაქვს, მაგრამ არაუშავს მაგის გამოსწორება ადვილად შეიძლება - თქვა ნიკამ და ძაღლი იმ ხესთან მიაბა სადაც ნინი იჯდა
- არ გაბედო, თორე მწარედ განანებ
- უკვე გავბედე - უთხრა ნიკამ და წავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent