ცისფერთვალება-1
ცხოვრება მშვენიერიაო იძახიან, მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები რისი თქმა უნდათ ამით.რა არის მშვენიერი ამ ცხოვრებაში?! ბედნიერება? სიყვარული? სიხარული? - ამ სიტყვების განმარტებაც კი არ ვიცი წესივრად. ყველაფერი კარგი ხომ მალე მთავრდება და ისევ ცუდი, ცუდი და ისევ ცუდი იწყება. ზოგიერთი ადამიანი ამ “მშვენიერ„ ცხოვრებას რაღაცის მოლოდინში ატარებს, კარგის მოლოდინში, თუმცა ეს კარგი არსად ჩანს და ამ მოლოდინში ცხოვრებაც მთავრდება. შეიძლება იყოს კიდეც რაღაც კარგი, მაგრამ წამიერი და უცბად გაქრეს, სადღაც წავიდეს და დაგვიტოვოს იმხელა სიცარიელე, რაც სულ გვემახსოვრება, ვერასდროს ამოვიგდებთ თავიდან. ამ ფიქრებში გართული მიაბიჯებდა სოფი წვიმიან ქუჩებში. დროდადრო ჩერდებოდა და ხალხს უყურებდა, აკვირდებოდა მათ სახეებს და ფიქობდა თუ რამდენად განსხვავებული გამომეტყველება ჰქონდა თითოეულ მათგანს. ზოგს სიხარული და ბედნიერება ეხატა სახეზე, ზოგს დარდი და მწუხარება, ზოგს იმედგაცრუება და ზოგსაც მოლოდინი, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველა მათგნში სიყვარული იყო, ოღონდ განსხვავებული ფორმის. სოფის თვალები კი ისეთი ამოუცნობი იყო, ერთი შეხედვით ვერ მიხვდებოდი რას გრძნობდა იგი. ეს იყო 17წლის, საშვალო სიმაღლის გოგო, შავი თმით, ცისფერი თვალებით და სისხლისფერი ტუჩებით. სოფი მამამ გაზარდა, დედამ 4წლის ასაკში მიატოვა და მას მერე მისი ხმაც არ გაუგონია. მიუხედავად იმისა, რომ მამა ყველაფერს უკეთებდა და არაფერს აკლებდა დედა მაინც ყოველთვის ენატრებოდა, მაგრამ ამას მხოლოს მამასთან კი არა არავისთან არ იმჩნევდა. ყავდა სამი საუკეთესო მეგობარი- ნიკა, ბექა და ნინი. მეგობრები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნები იყვნენ. ნინი და ბექა კლასელები, ნიკა კი მათზე ერთი წლით უფროსი იყო. ყოველთვის ერთმანეთზე ზრუნავდნენ, მაგრამ ოთხივე განსხვავებულად. მათ შორის ყველაზე მხიარული ბექა იყო და ადვილად შეეძლო ადამიანის გამხიარულება ნებისმიერ სიტუაციაში. ისე გავერთე მეგობრებზე ლაპარაკით, სულ დამავიწყდა სოფი. ქუჩაში თვჩაღუნული მიაბიჯებდა სახე წვიმას, რომ არ დაესველებინა და ვიღაც ბიჭს დაეჯახა: - რა იყო წინ არ... შეხედა სოფის და გაჩერდა. ერთი წუთით ორივე გაჩუმდა. სიჩუმე სოფიმ დაარღვია. - ვაიმე, ბოდიში ჩემი ბრალი იყო. - არა. არაა ჩემი ბრალი იყო. სულ ასე ვიცი,გიჟივით დავდივარ და ხან ვის დავეჯახები ხან ვის. კარგ დღეს გისურვებ ცისფერთვალება. - უცნობმა ბიჭმა გზა განაგრძო სოფი კი გაოცებული დატოვა მისმა... არც ვიცი რა ვუწოდო. მისმა თან ვაშკაცურმა და თან ბავშურმა მზერამ. ეს „ცისფერთვალება“ აქამდე მისთვის არავის დაუძახია მიუხედავად იმისა,რომ ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდა. უნდოდა ეთქვა, რიმ სოფი ერქვა და არა „ცისფერთვალება“ მაგრამ ისე მალე მოსწყდა იქაურობას ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. ცოტა ხანში დანიშნულ ადგილას მივიდა, ეს იყო ჯგუფი სადაც მეგობრები თავისუფალ დროს ატარებდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ, თავის პონტში ერთობოდნენ და თან საქმესაც აკეთებდნენ. - ვაა, დაკარგულიც მოვიდა.- როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო ბექა და სოფის დანახვამ უფრო გაამხიარულა. - ხოო, როგორც იქნა გამოვედი, დავიღალე სახლში ჯდომით. ძალიან მომენატრეთ. - ჩვენს მოგვენატრე სოფ. ახლა ხომ კარგად ხარ? - კი ნინი ახლა კარგად ვარ. უბრალოდ გავცივდი, სერიოზული არაფერია.თქვენ როგორ ხართ? - უკვე კარგად. გვიჭირდა შენს გარეშე დაკვრა. - კარგით გეყოთ ლაპარაკი, დავიწყოთ - გაგვაჩუმა ბექამ და გიტარა აიღო. ნიკა დრამზე უკრავდა, ნინი და ბექა ელექტრო გიტარაზე, სოფი კი მღეროდა, თან გიტარაზე უკრავა. საღამომდე უკრავდნენ, მერე კი გადაწყვიტეს სადმე წასულიყვნენ გასართობად. კლუბში წავიდნენ, ბევრი დალიეს და ბევრიც იცეკვეს. ბექამ და ნიკამ როგორც ყოველთვის გოგოების დკერვა დაიწყეს, მაგრამ ისეთი მთვრალები იყვნენ არფერი გამოუვიდათ. გვიანი იყო იქიდან რომ წამოვიდნენ, ბიჩები და ნინ ტაქსით წავიდნენ, სოფიმ კი ფეხით ამჯობინა შინ წასვლა. გზაში ვიღაც დაინახა, უფროსწორად შეამჩნია რომ ეს ვიღაც უკან მიყვებოდა, იმ ბიჭს მიამგვანა დილით კინაღამ რომ წააქცია, მერე გაახსენდა რომ იგივე სახე კლუბშიც შენიშნა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. სახლში მივიდა, თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა. იმ ბიჭზე ფიქრობდა ერთ დღეში სამჯერ რომ დაინახა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული რომ ეს სამი ერთიდაიმავე ვინმე იყო, იქნებ უბრალოდ მიამგვანა. ვერ მოიცვენა, მობილური აიღო და ნინის დაურეკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.