შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი ..24..


12-05-2015, 15:00
ავტორი terooo
ნანახია 3 089

–არა ლუკა შენ არ დარჩები სახლში წადი–უკვე მერამდენედ ეუბნებოდა მდივანზე მისვენებული ლიზი ძალა გამოეცალა
–მეც მერამდენედ გპასუხობ არ წავალ–ღიმილს ვერ იკავებდა ლუკა
–რატო ადამიანო გამაგებინე.
–შენ მშვიდ ძილს უნდა ვუდარაჯო.
–ვერ დავიძინებ თუ მეცოდინე რომ აქ ხარ.
–რატოოომ?–ეშმაკური ღიმილი აუთამაშთა სახეზე, თვალებში კი ჭინკები დახუტუნავდნენ–ანუ შეენც...
–ლუკა–თვალები დაუბრიალა ლიზიმ სახეზე კი ფერებმა გადაურბინა
–ღმერთო ლიზი რა აზრები მოგდის მაგ თავში, და მე მეტყვი კიდე გარყნილი აზრები მოგდისო.
–მე ეგ არ მითქვამს
–მითუმეტეს მე.
–ლუკა წადი რა–ტხოვნას გული ამოაყოლა ლიზიმ
–დაიძინე და წავალ.
–ხომ იცი რომ ვერ დავიძინებ შენთან ერთად?–და მაშინვე გაასწორა–რომ ვიცი რომ ჩემს სახლში შენც ხარ.
–სხვები პირიქით არიან, უფრო მშვიდად არიან როდესაც მათ ძილს დარაჯობენ.
–მე სხვა არ ვარ და გთხოვ წადი
–ანუ მაგდებ–გაბრაზდა ლუკა
–არა არ გაგდებ შენზე ვზრუნავ–იმ ღიმილით გაუღიმა ბიჭს რომ უყვარდა.
–კარგი მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ჯიუტი და ეგოისტი გოგო ხარ, მაგრამ ვიცი ისევე გინდა ჩემი აქ დარჩენა როგორც მე, მაგრამ ჩემი ჯიუტი ხარ. ამიტომ წავალ და იცოდე მეორედ ვეღარ გადამირჩები და არ წავალ–ლუკა ადგა და წასასვლელად მოემზადა ლიზი არც კი განძრეულა.
–შენ რა არ გამაცილებ?
–ლუკაჩო ხომ იცი კარი სადააცაა? დავიღალე დღეს.–იცოდა რომ ეწყინებოდა და მიტომ უთხრა.
–კარგად და დაგირეკავ–კარისაკენ გაემართა, როდესაც მკერდზე შემცივნებული ხელები შემოეხვია.
–ჭკვიანად იყავი და ეს გავიწყდებოდა, –უთხრა ლიზიმ და როგორც წინათ ლუკამ ახა მან გაუკეთა ყურსასმენები.– იცოდე არავითარი გათიშვები და ჯარიმები რა თქმა უნდა შენზეეა.
–ანუუ?–და გოგონა მკლავებში მოიქცია.
–უნდა ვიცოდე, ჩემიდან ,,ვისთან“ წახვალ.–მკაცრად უთხრა ლიზიმ
–ხომ იცი აქედან ბარში ბარიდან კიდევ ვიღაც სექსუალურ გოგოსთან ერთად.
–ლუკა–ხმა გაიმკაცრა ლიზიმ–იმედია მომესმა.
–მოგესმა აბა მე ხომ არ ვიტყოდი ამას?როგორ ვიტყოდი ან ვიფიქრებდი მაგას–დაცინა ლუკამ.
–წადი თორე ვიჩხუბებთ–მკლავებიდან ოდნავ დაიხსნა თავი და ლოყაზე აკოცა.
–ლოყაზე აკოცე მეზობელს–მოჩვენებით გაუბრაზდა ლუკა–კოცნა უნდა ესეთი–უთხრა და ველურივით დააცხრა არც თუ ისე მონატრებულ ტუჩებს–ლიზი უკეთესად შეგიძლია.
როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთის ტუჩებს.
–დავრჩები რა–მუდარით შეხედა გოგოს
–ეგ თემა განხილვას არ ექვემდებარება.–უთხრა ლიზიმ და კარისაკენ უბიძგა.
–კარგი ხო მივდივარ– უთხრა და ისევ აკოცა. ტელეფონი ამოიღო და უკვე კარგად დამახსოვრებული ნომერი აკრიბა და კარში გაუჩინარდა. ლიზი ფანჯარასთან მივიდა და ლუკა მანქანასთან არ მივიდა დააგვიანდა, ლიზის კი უკვე შიშები დაეწყო. ამ დროს კარძე ზარი იყო.
,,ალბათ ლუკაა, რამე დარჩა– გაიფიქრა ლიზიმ და წამში მოათვალიერა მისაღები თვალებით. კარი გააღო თუ არა მაშინვე დაეტაკა მძიმე სხეული და კედელზე მიანარცხა.
–უსაშინლესად მომენატრეე–ამოილუღლუღა და ისევ ტუჩებზე დააკვდა.–ახლა კი წავალ–უთხრა და გაოგნებული გოგონა ღია კარში დატოვა.
*ლიზი კარი დაკეტე გაცივდები–, ყურმილიდან ესმოდა ხმა.
*ოხ ლუკა–ამოიხვნეშა და მთელი ძალით დაკეტა კარი.
*ვითომ არ მოგეწონა ხოო და მაგ კარს რაღას ერჩი?–დასცინა ლუკამ.
*************************************************************
დილით გვერდების ტკივილმა გააღვიძა, მდივანზე მიძინებია ლუკასთან საუბარში, არ ახსოვს როდის დაეძინა, მაგრამ საწოლის უკომფორტობამ გააღვიძა და მდივანზე აღმოჩნდა. ლუკას, ტასოს, მარის და უცხო ნომრის დანარეკები იყო, რამდენიმე შეტყობინებაც ლუკასგან რომელიც დასცინოდა და ,,საყვარელ“ სიზმრებს უსურვებდა.
–ამას დირექტორობამაც არ უშველა–გაიფიქრა და სამზარეულოს მიაშურა.
–კობახიძე, შემომაკვდები, ჯობია გამეცალო–დაუყვირა მდივანზე მჯდომმა გიომ კიჭას.
–რავა ყველა მე მკლავთ?ჯობია რიგში ჩადგე ან როგორმე მორიგდეთ, ვინ უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მომიღებთ ბოლოს–უთხრა კიჭამ და მდივანზე სწერვა გოგოსავით განაზებული ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე ჩამოჯდა, შემდეგ კი მინიატურული მოკლე კაბა გაისწორა და ტუჩემო მოპრუწკა–თუმცა მე უკეთესი შემოთავაზე მაქვს, გაგტყიპავთ.
–ფუ ამის პიდარასტი .....– გინება გულში დაამთავრა გიომ– ვფიქრობ და ვერ გამიგია, ეს იყო ჩემთან ერთად რომ იზრდებოდა უბანში? გიორგობიანი ჩემს გამო რომ ცემა? ჩემზე წინ რომ მიდიოდა ხელის დასარტყმელად? მგონი ყველაფერი შეიცვალა არა?–სიტყვას ოხრა ამოაყოლა თან–მგონი რაღაც შეგვეშალა ან იმ გოგომ რომ ცემა მესამე კლაში, უფრო სწორად ჩანთა რომ ჩააარტყა მის შემდეგ გადაუტრიალდა რაღაც.
–გენიოსა–კბილებში გამოსცრა კიჭამ–სანამ სათითაოდ არ დაგარწმუნებთ ჩემს ორიენტაციაში მანამდე არ შეწყვეტ მაგ თემის განხილვას?–მერე კი ისევ–ძედკი ხომ მართალი ვააარ დავუმტკიცოოო
–ალექსანდე მიფ.........
გიორგიმ ბოლომდე ვერ დააამთავრა მისი მონოლოგი, ოთახში გაბადრული თეო შემოვიდა რომელიც ანასტასიას რაღაცას უყვებოდა, კიჭა მაშინვე გასწორდა და სახე დაალაგა, ოთახში მყოფებმა მხუკუნი დაიწყეს და კიჭას მკვლელი მზერაც მიიღეს, გოგოებმა კი სიცილი დაიწყეს, ლიზიმ გაიფიქრა.
,,ახალი love story იწყებაო.
–აუ სადმე წავიდეთ რა, გავერთოდ დავლიოთ–მობეზრებულმა თქვა მარიმ და სკამიდან ადგა
–ეს მგონი გალოთდა–სერიოზულად თქვა გიომ და მარის ნასროლი ბალიში სწრაფად დაიჭირა
–არ გვინდა სადმე წასვლა, მოდი რაღაცეები გავაკეთოდ, ინგამაც დამიტოვა რაღაცეები სამი დღე მოკვდები მშიერი და არაფერს გაიკეთებ შენთვის–თქვა ლიზიმ და სამზარეულოში გაუჩინარდა.
რაც წყვილი გაუშვეს სამოგზაუროდ ყველას დაეტყო უმათობა, განსაკუთრებით კი ლიზის და ცდილობდნენ რომ მარტო არ დაეტოვებინათ, თან ლუკასაც არ რჩებოდა ბევრი დრო მისთვის, რაღაც ახალ პროექტზე მუშაობდა და თითქმის სულ სამსახურსი იყო. ამას ისიც დაემატა, ინგა და თემური შეხვედრაზე წავიდნენ და ქალაქში არ იყვნენ, ეს გადარეულებიც რომ არ ყოლოდა ალბათ გაგიჟდებოდა,ამას კიდე თან დართული, სივი შესებული ქონდა და არ ურეკავდნენ.
–კარზე ზარია ვინმემ გააღეთ რა–სამზარეულოდან თავი გამოყო ლიზიმ. ანასტასია წამოიზლაზნა და კარისაკენ გაემართა, ოთახში ერეკლესთან ერთად დაბრუნდა რომელსაც ხელში ორი დიდი პარკი ეჭირა, ბავშვებს მიესალმა, პარკები კი ლიზის გაუწოდა.
–საღამოს მეგობრები მეყოლება სტუმრადო რომ მითხარი, მეც შემოგიერთდით, იმედია ხელს არ შეგიშლით.
ლიზის არ გამოპარვია, ბიჭების დაჭიმული სახეები და გიოს მომუშტული ხელი, ლიზიმ თხოვნის თვალებით შეხედა. ,,ჩემ გამო გთხოვო“ შემდეგ კი დაამატა
–მიდი ჩამოჯექი, ბავშვებს უკვე იცნობ, ეს კი გიოა, მასთან ხუმრობას არ გირჩევ.–და გიოს გადახედა რომელსაც ტუჩის კუთხეში ღიმილი გაპარვოდა.
გოგოებმა მისაღებსი გაშალეს მაგიდა და სალათები დაალაგეს, ლიზიმ პიცაც დაჭრა და თავადაც მიუჯდა მაგიდას. იმის მიუხედავად რომ ერეკლეს იქ ყოფნა ბიჭებს ცოტა დისკომფორტს უქმნიდა მაინც ცდილობდნენ ტავი შეეკავებინათ და რამე ისე არ წამოცდენოდათ რაც ლიზიზე ცუდად იმოქმედებდა, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ლუკას გამოჩენას მოყვა, ლიზი კართან შეეგებაა და ჩახუტებულს ყურთან უჩურჩულა
–აბა, დღეს ვერ გნახავოო?
–ასეთი ტკბილი არ იქნებოდა მომლოდინე შენი ტუჩები და თვალები ასე არ გაგინათდებოდა, –ბიჭმაც უჩურჩულა და ყურზე მსუბუქად უკბინა.
მისაღებში შესულებმა ყიჟინა დააყარეს ლუკას, ის ყველას მიესალმა და მდივანზე მჯდომ ერეკლეს რომ მოკრა თვალი კისერზე ძარღვები დაეჭიმა, თუმცა არაფერი შეიმჩნია და მშვიდად ჩამოჯდა ლიზის გვერდით, მშვიდად აიგნორებდა, ერეკლეს მზერას და ცდილობდა წყობილებიდან არ გამოსულიყო, ბოლოს რომ უკვე მიხვდა აქ ცუდ ამბებს ატეხდა.
–არ გინდა გავისეირნოთ–ყურთან უჩურჩულა და ფარული კოცნა დაუტოვა ყელთან.
–მერე აქედან დავტყდეთ– კარგად შეზარხოშებულ ბავშვებს გადახედა ლიზიმ.
–რატომაც არა, შეხედე რომელი შეამჩნევს ჩვენს აქ არ ყოფნას?
–ლუკა კარგი რა ისინი ჩემს სახლში არიან ჩემთან სტუმრად.
–ლიზი, ყველამ კარგად იცის შენს სახლში მოძრავი და უძრავი ნივთების ადგილი, რამე რომ დაჭირდეთ, თან ეკაკო თითქმის ფხიზელია და მიაქცევთ ყურადღებას.
–რამე რომ დაჭირდეთ?
–ლიზი პირდაპირ მითხარი რომ ჩემთან ერთად არ გინდა წამოსვლა და გავიგებ–ჯერ თავად წამოდგა მერე ლიზი წამოაენა საკიდიდა ლიზის მოსაცმელი ჩამოხსნა და ანიშნა მოდი ჩაიცვიო, თავად ჩააცვა და ღილებიც თავად შეუკრა.
ჩუმაად ჯაშუშებივით გაიპარნენ სახლიდან, ძალიან გაუკვირდა როდესაც გასაღები ამოიღო ჯიბიდან და ანიშნა ფეხიტ კი არა მანქანით მივდივართო, ამჯერად კარი არ გაუღო რითაც ლიზის, გაბუტვა, გაბრაზება და გაოცება გამოიწვია. ასე უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს ნანახით, კი მართალია სულსწრაფია მაგრამ მაინც ესე ურჩევნია.
გრძნობს რომ სალაპარაკო აქვთ, იცის რაღაც მნიშვნელოვანი უნდა უთხრას, რამდენიმე დღეა ამას ცდილობს ლუკა, ლიზიც არაფერს ეკითხება, მაგრამ ხვდება რომ ეს ყველაფერი იმაზე მტკივნეული იქნება ვიდრე გონია და ცდილობს წარსული არ გაიხსენოს, მაგრამ გონია რომ ისევ წარსული დასდეს ლანდად, ვერ განთავისუფლდა მისგან. იცის რომ რაღაც აწუხებს ლუკას მაგრამ ვერ ეხმარება, რადგან არც ლუკა ეუბნება რამეს, როცა მანქანამ მთავარი გზიდან გრუნტოვან გზაზე გადაუხვია მაშინვე მოვიდა აზრზე და ამაზრზენ ფიქრებს თავი დააღწია.
ლუკამ მანქანა გააჩერა, ლიზისკენ გადაინაცვლა და ჩაფიქრებული თვალები დაუკოცნა, მერე ტუჩებისკენ გაააპარა მზერა და ველურივით დააცხრა ტუჩებზე.
–ლუკა მეჩვენება თუ რამეზე ნერვიულობ? გინდა რამე მითხრა–კითხა ლიზიმ რომელიც სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
–იმედი მაქვს, წამო გადავიდეთ–და გადასასვლელად უბიძგა გოგოს.
–დიდი ხანია აქ არ ვყოფილვართ,–სევდა ნარევი ხმით ამოთქვა ლიზიმ.
–არ მოიწყინო რა–უთხრა ლუკამ და ზურგიდან აეკრა სასურველ სხეულს.
სად იყვნენ? მათ საყვარელ ადგილას სადაც მხოლოდ ორნი დადიოდნენ და არავითარ შემთხვევაში ცალ–ცალკე. ორივენი სივრცეს გაყურებდნენ, არც ერთი არ არღვევდა სიჩუმეს, მხოლოდ ამ წამებით ტკბებოდნენ,მხოლოდ ორნი და მათი ორი გული, ერთმანეთისთვის ძგერდა.
–ლიზი იცი რა მინდა?–ჩუმად ყურში უჩურჩულა ლუკამ, არ უნდა მყუდროება და ეს სასიამოვნო სიჩუმე დაერღვია.
–რა?–მანაც მშვიდად უპასუხა.
–მინდა გვერქვას ჩვენ და არა მე და შენ.
–ჩვენ უკვე ამაზე ვისაუბრეთ და მინდა რომ გითხრა კიდევ ათი დღე დამრჩა.
–ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს ამ ათ დღეში.
–რა უნდა შეიცვალოს?
–ლიზი არ მომწონს ერეკლე შენს გვერდით–უცებ შეცვალა თემა ლუკამ–არ მომწონს შენს სახლში სტუმრად ესე ხშირად რომ მოდის, არ მომწონს ესე რომ გიყურებს, დამშეული გამოხედვა აქვს.
–კარგი რა ლუკა ჩვეულებრივი გამოხედვა აქვს და ჩვეულებრივად მიყურებს, არანაირი სხვა გამოხედვა.
–ნუ მასწავლი ლიზი მე ბიჭების გამოხედვას, მშიერი მგელივით გიყურებს, ერთი სული აქვს ყურადღება მოვადუნო და მაშინვე შეგჭამს.
ლიზიმ სიცილი ატეხა და ვეღარ ჩერდებოდა.
–ლიზი რა ვთქვი მე სასაცილო?–ძარღვები დაებერა ლუკას.–არ მინდა შენს სიახლოს ეგ ახ...რი დავინა და .....–კიდევ აპირებდა რაღაცეების თქმას, მაგრამ ლიზის ტელეფონმა დარეკა.
–ხო დე–სწრაფად უპასუხა ლიზიმ.
–ლიზი ვიღაც გოგომ დამირეკა, ვიღაცის მდივანი ვარო, სივი შეავსო და ორშაბათს დილის ათზე გასაუბრებაზე მოვიდესო, შენ გირეკავდნენ და გამორთული გქონდა ტელეფონი მერე მე დამირეკეს და მითხრეს აუცილებლად მოვიდესო.
–ვაიმე ინგუშ მართლა?–ჩაყვირა ტელეფონში და ლუკას მაგრად მოუჭირა ხელი.
–ხო მართლა და ნუ ყვირი, შენ ნომერთან ერთად ჩემი ნომერიც მითითებული გქონია და შუადღისას დამირეკეს, მაგრამ აქამდე ვერ მოვიცალე შენთვის დამერეკა.
–ვაიმე დე რა მაგარია.
–გილოცავ ჩემო ლამაზო და ჭვიანად იყავი მოგვიანებით დაგირეკავ ახლა მამაშენი მელოდება უნდა გავიქცეო–და უცებ გაუთიშა ტელეფონი.
ლიზი კი ლუკას ჩაეხუტა ბიჭმა კითხვის ნიშნის მზერა ესროლა. ,,რა მოხდაო“
–ვაიმე ლუკ, ჩემი სივი მოეწონათ და ორშაბათს გასაუბრებაზე დამიბარეს.
–რომელ კომპანიაში?–და როცა ლიზიმ კომპანიის სახელიუთხრა–შენ მანდ მუშაობას ვერ დაიწყებ, თუ გინდა ორსაბათ წადი გასაუბრებაზე მაგრამ შნ იქ მუშაობას ვერ დაიწყებ–მკაცრად და სერიოზულად ეუბნებოდა ლუკა.
–რააა? შენ ნორმალური ხააარ? ჯერ ერეკლესთან ურთიერთობას მიშლი, კარგი მაგას ვხვდები რომ ეჭვიანობ, მაგრამ მუშაობის დაწყებაზე უარის თქმა უკვე მეტის მეტია იციი?–წყობილებიდან გამოვიდა ლიზი
–ლიზი ჩაჩუა, იცი ექვსი თვით მივდივარ–ბოლო ხმაზე იღრიალა ლუკამ და ლიზის თვალებში ჩახედა ჯობდა არ დაენახა იქ რასაც ჩაწვდა.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხომ დაგპირდით მალე დავდებთქო და შევასრულე კიდეც სიტყვა, ,,ახლა მე რომ ვარ ისე გეყოლათ მტერი" როგორც ჩემი დიდი ბები იტყოდა. სიცხე გაციება და უკვე მეოთხედ შებრუნებული ვირუსი. იცი როგორ მინდა თქვენი აზრები გამიზიაროთ? ძალიან ძალიან, ძალიან მინდა მითხრათ. ეს ბოლოს წინა თავია, ოცდამეთუთე თავი დასასრული იქნება. მაპატიეთ თუ იმედებს გიცრუებთ, დასასრული რეალური იქნება. ცხოვრებისეული გადატანილი ტკივილები გაკვეთილები და მოულოდნელი სიურპრიზები. ჩვენს ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ იდეალურს მხოლოდ ჩვენ ვქმნით დ ჩვენივე გამოგინილ ზღაპარში ვცხოვრობთ.



№1  offline წევრი Annee

ისეთი ეპილოგი გაუკეთე ამ თავს, რომ გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.. არ გინდა რა, არ ამაბღავლო მერე.. :(( დასასრულისთვისაც არ მემეტება ეს ისტორია.. :((( მომწონს ძალიან ძალიან ძალიან.. ^_^ მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით აგვიანებ, მაინც შენს ერთგულ მკითხველად ვრჩებიი. :*:*:*

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
ისეთი ეპილოგი გაუკეთე ამ თავს, რომ გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.. არ გინდა რა, არ ამაბღავლო მერე.. :(( დასასრულისთვისაც არ მემეტება ეს ისტორია.. :((( მომწონს ძალიან ძალიან ძალიან.. ^_^ მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით აგვიანებ, მაინც შენს ერთგულ მკითხველად ვრჩებიი. :*:*:*

ზუსტად ისეთი დასასრული ექნება როგორც სინამდვილეში ქონდა და უფრო სწორად ახლაც აქვს.... მიხარია და მეამაყებიიი... love მადლობა შენ...

 


ისე გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა...
თან სანამ შემოვიდოდი ისე ვიყავი დარწმუნებული რომ არ დამხვდებოდა საპირისპირო აზრადაც არ მომსვლია...
ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზით ვკითხულობდი ნაწერს მაგრამ იმდენად დიდი იყო ემოცია მაინც ვახერხებდი გამეღიმა...
ცოტა არ იყოს მწყინს ფინალისკენ რომ "მივდივართ"
ჰო "მივდივართ" და არ მკითხო რომელი კანონით დავწერე ასე...
მესიამოვნა ეს თავი მთლიანად ლიზის და ლუკას რომ "მიუძღვენი".
მიუხედავად იმისა რომ "ფეირვერკები" არასდროს მყვარებია, სწორედ ასეთ თავს ველოდები...
წარმატებები

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

შოკოლადიანი კრუასანი
ისე გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა...
თან სანამ შემოვიდოდი ისე ვიყავი დარწმუნებული რომ არ დამხვდებოდა საპირისპირო აზრადაც არ მომსვლია...
ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზით ვკითხულობდი ნაწერს მაგრამ იმდენად დიდი იყო ემოცია მაინც ვახერხებდი გამეღიმა...
ცოტა არ იყოს მწყინს ფინალისკენ რომ "მივდივართ"
ჰო "მივდივართ" და არ მკითხო რომელი კანონით დავწერე ასე...
მესიამოვნა ეს თავი მთლიანად ლიზის და ლუკას რომ "მიუძღვენი".
მიუხედავად იმისა რომ "ფეირვერკები" არასდროს მყვარებია, სწორედ ასეთ თავს ველოდები...
წარმატებები

ანუუ მოგეწონაააააა............. ურაააააააააააააააააააა................. მიხარია...... გამახარე და ამ ორ დღეში უფრო გაგახარებთ.

 


№5 სტუმარი ირი ირინე

მდივანს ნუღა ჟასწერთ მდივანის მაგივრად, თან ზედიზედ მიყოლებით...მხიარული, სასიამოვნო წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent