შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (I თავი)


12-05-2015, 15:14
ავტორი N7
ნანახია 4 602

რეალური საფრთხე

ქარი წიოდა. ხეებს შუა ქროდა და იქიდან თავდაღწეული ადამიანებს მრისხანედ აწყდებოდა, მათაც გადათელავდა და გზას აგრძელებდა. თბილისისთვის უჩვეულო მოვლენა არ იყო, მაგრამ რატომღაც დღეს დილით კარგად ვერ გათვალა რაღააცები ელენემ. ფარფატა, მოკლე კაბა ჩაიცვა და იმიტომაა ახლა რომ ნატრობს, მანქანა ახლოს დაეყენებინა. კაბის მატერიას არ ენანება გოგონა შესარცხვენად და ისიც გრძნობს ტყუპ თვალებს აქეთ–იქიდან, მასზე მიშტერებულს. არა, არც პირველი შემთხვევაა და იცის, რომ არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც საშინელებაა.
ტელეფონი აზმუვლდა ჩანთაში. ესღა აკლდა, სად აქვს ამდენი ნერვი. ქარმა ისეც თმები აუბურდა და ძლივს არჩევს სად მიდის. რომ არ გაჩერდა ტელეფონი და მიხვდა არც აპირებდა, შეჩერდა, ჩანთაში ჩააცურა ხელი და ფათურით ძლივს მონახა ტელეფონი. დემეტრე იყო, რა თქმა უნდა.
–მოვდივარ, დემეტრე, მოვდივარ! – ამოიხვნეშა დაღლილმა და გზა გააგრძელა.
–არ ჩერდება მაშო, თავის ქალა ამხადა, მალე რა.
–მოვდივარ, ვაჰ!
ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის! და და მშობლები ჩამოუვიდნენ მოსკოვიდან და თავზე იმხობენ ქალაქს. მშობლები არა, გატყუებთ,მშობელი დედა და მამინაცვალი. პატარა იყო მამა რომ გაულოთდა და გაშორდა, დედა კი აგერ უკვე 3 წელია ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად, შვილი გააჩინა და რუსეთში ბედნიერად ცხოვრობენ. რატომაც არა?!
ძლივს მიაღწია მანქანამდე და მაქსიმალური სისწრაფით დაეშვა სავარძელზე. შვებით ამოისუნთქა. ხელწამოსაკრავი ქალი რომ ყოფილიყო, კიდე ხო, მაგრამ მეუღლე წარმატებული ბიზნესმენი და თავად მთავარი ექიმი, სულ ელიტარულ საზოგადოებაში იყრიდნენ თავს და სირცხვილი იყო, ახლა, ასეთ მდგომარეობაში რომ დაენახა ვინმეს.
როგორც იქნა მიაღწია სახლამდე. მაშოს ხმაური ჯერ კიდევ ეზოში ესმოდა. სახლში შევიდა თუ არა, ფეხი რაღაცას წამოსდო და შებარბაცდა. ბევრი არ აკლდა, რომ დაცემულიყო და ალბათ დაეცემოდა კიდეც, რომ არა მეუღლის ძლიერი მკლავები.
გაეცინა ელენეს.
–მადლობა, – უთხრა და სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო, ფეხზე რომ დაქაჩა მაშომ. – მოგკლავ შენ, გოგო, – პატარასკენ დაიხარა და ხელში აიტაცა.
–ელე, – დაიწყო პატარამ ენის ბორძიკით, – ამან გამაბრაზა! – თითი გაიშვირა დემეტრესკენ და შეუბღვირა მამაკაცს.
–ოხ, შე საძაგელო ძია, – ხელზე უბწკინა მამაკაცს, რომელსაც სახე დაემანჭა.
–მეტკინა, ელენე, – შეუბღვირა.
–საჭმელი არ გაჭამა? – მიუტრიალდა ისევ მაშოს ელენე.
უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია მაშომ.
–მოგკლავ, დემეტრე! და შენ შვილი გინდა, ხო? – შეუბღვირა და სამზარეულოში გავიდა.
–შვილი მე მაინც დამემსგავსება და ეს... ჯოჯოხეთია, – გაეცინა მამაკაცს.
–ელზა რას შვრება? – თემა შეცვალა ქალმა და გაზქურაზე კერძი შემოდგა გასაცხელებლად.
–გოგო ეყოლა შვილს და რამოდენიმე დღეში დაგვიბრუნდება.
–დავიღალე ამდენი დიასახლისობით, – ამოიხვნეშა, – პლიუს ამას, იმდენი ოპერაციაა, იმდენი, რომ არ ვიცი!
–დაისვენე მერე, – თავზე აკოცა და გაკვირვებულ მაშოს სიცილით გადახედა. – ხედავ? არც ისეთი ცუდი ძია ვარ, – ახლა მაშოსთან მივიდა და დიდი ლოყები დაუკოცნა.
ელენემ გაზქურა გამორთო, კერძი დაუსხა და წინ დაუდო.
–შეჭამ თუ გაჭამო? – თავზე აკოცა.
–შევწამ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა პატარამ.
–კარგი, – თავი დაუქნია და დემეტრეს თავით ანიშნა წამოდიო.
მისაღებში გავიდნენ. ელენეს სერიოზულობა ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ასეთია.
–რა ხდებოდა, აბა?
–გავარკვიე, ყოველშემთხვევაში ნაწილობრივ, – თვალი ჩაუკრა და ფანჯარასთან მივიდა. – ვიღაც, გვარად ბიჭიაშვილი, ტეხავს სერვერებს. ადვილი მოსასყიდია და შეგვიძლია ავაჭიკჭიკოთ. სხვა ვარიანტი, უბრალოდ არ არსებობს.
–მთავარია არ ჩავფლავდეთ და არც ეგ არ არის ცუდი, – თვალი ჩაუკრა.
–მაკვირვებს შენი ასეთი განწყობა მაშინაც კი, როდესაც უდიდესი საფრთხის წინ დგახარ, – თქვა ელენემ სრულიად მოულოდნელად.
–გგონია ბედნიერი ვარ? გგონია მინდა, რომ ასე იყოს? – გაეცინა დემეტრეს. სიცილშიც კი აშკარად იგრძნობოდა ირონიული ბედის დამოკიდებულება მასზე.
–არ ნებდები, დემე, მაოცებ!
–რომ დავნებდე, უნდა დავთმო ყველაფერი, რაც ჩემთვის ძვირფასია და როგორ გგონია, დაგთმობ? – ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ელენეს და თვალებში ჩახედა. – როგორ გგონია, დაგთმობ? – გაუმეორა უფრო მკაფიოდ. არ სჭირდებოდა პასუხი, რადგან ეს არ იყო კითხვა. არც რიტორიკული და არც ჩვეულებრივი, უფრო რაღაც სხვა იყო.
ის იყო ელენეს ბაგეებისკენ დაიხარა დემეტრე, რომ მაშოს ხმა გაისმა ოთახში და ორივე შეცბა.
–შევწამე და თამაში მინდა ახლა! – წამოიძახა აღტაცებულმა.
–გადავიფიქრე! აღარ მინდა შვილი, – შეძრწუნებულმა თქვა დემეტრემ და სავარძელში ჩაესვენა.
ელენეს გაეცინა.
–სად წაგიყვანო, მაშიკო?
–მთაწმინდაზე, – პატარა თითები ერთმანეთში აბლანდა, ოდნავ გვერდი იცვალა და უმწიკვლო გამომეტყველებით შეევედრა ნახევარ–დას.
–ესეიგი, მთაწმინდა მოგეწონა შენ? – პატარასთან მივიდა, დაიხარა და მის კულულებს წაეთამაშა.
–კი, ძალიან! – წამოიძახა აღტაცებულმა, გამარჯვების ნიშნად.
–მოდი მოვილაპარაკოთ, – თხოვნით გადახედა დემეტრეს, რომელსაც მაშინვე სახე ეცვალა.
–არავითარი მოლაპარაკებები! – წამოიძახა. – მე სამსახურში მივდივარ!
–დემეტრე! ოპერაცია მაქვს დანიშნული ერთ საათში და რომელი „შუსტრი“ მე მნახე?
–ელენე! – გააჯავრა ცოლს, – ათასი საბუთია ხელმოსაწერი, რომელი „შუსტრი“ კიდე მე მნახე?
–გაგშორდები იცოდე და მერე ეშველება შენს „არა–შუსტრობას“ – დაიმუქრა გოგონა.
–რატო მაწამებ, ელენე, რა გინდა? – დამარცხებულმა ხელი ჩაიქნია დემეტრემ.
–ბავშვია, რა მოხდა, რომ წაიყვანო? მაინც უსაქმურად ხარ და კომპანიას ყავს მგონი მენეჯერები, რომლებიც ხელფასს იღებენ, თანაც ჩემზე ორჯერ მეტს, – ხელები ჰაერში გააქნია ელენემ.
–სამაგიეროდ, შენზე ხუთჯერ მეტი იხარჯება თვეში, – გაეცინა დემეტრეს.
–რა სასაცილოა! – გააჯავრა ელენემ.
–კარგი, ელენე! – გაბრაზდა მამაკაცი, – 28 წლის ქალი ხარ, რამ აგაცუნდრუკა?
–და შენ, 30 წლის მამაკაცო? – არ დააკლო ელენემ.
–ნუ მეჯიბრები!
–არ გეჯიბრები!
–ელენე!
–დემეტრე!
–დღითიდღე აუტანელი ხდები, ელენე, – სრული სერიოზულობით და ამჯერად გაწონასწორებით უთხრა.
–მართლა? – ირონიულად ჩაეღიმა ქალს.
–რა ჩავაცვა მაშოს? – დანებდა მამაკაცი.
–არ ჭირდება შენი ჩაცმა მაშოს. მე მივხედავ, – გაბუტულმა აიღო იერიში თავისი ოთახისკენ.
მართლაც ოპერაცია ჰქონდა დანიშნული ერთ საათში. ალბათ, რატის და ტასოს თხოვდა წაეყვანათ მაშო და თუ მათ არ ეცლებოდათ, გადადებდა ოპერაციას.
–რატო დაუყვირე დემე ძიას,ელენე? – ჰკითხა მაშინ, როცა საკმაოდ მოშორდნენ დემეტრეს.
–იმიტომ, რომ არ მიჯერებს, – მაშოს კულულებს წაეთამაშა ელენე.
–მეც რომ არ დამიჯერებს ალექსი, მასე უნდა დავუყვირო? – გულწრფელად შეეკითხა ელენეს, რომელიც აშკარად დააბნია მაშოს ასეთმა გონებამახვილურმა შეკითხვამ.
–შენი ალექსი თუ ასე გაგაბრაზებს, ცუდი ბიჭია, უნდა დაშორდე, – გაეცინა ელენეს.
–დემე ძია არ არის ცუდი ბიჭი, – თქვა წყენით. – ძალიან მხიარულია, ეს მე გავაბრაზე, ძალიან.. – თავისი თავი ამხილა.
–აჰა, ესეიგი არ არის ცუდი ბიჭი, ხო? – ეღიმებოდა ელენეს პატარას ასეთ მოსწრებულობაზე.
–არა, – თავი გაიქნია მაშომ.
–მაშინ მიდი, ბოდიში მოუხადე, – გამომცდელად შეხედა გოგონამ დას.
–მივალ, – საწოლიდან ჩამოხტა და მისაღებში გაიქცა, სადაც დემეტრე ეგულებოდა.
იქ აღარ დაუხვდა. ელენე ანერვიულდა.
–წავიდა დემე ძია? – იკითხა დაბნეულმა მაშომ, იმის შემდეგ, რაც ყველა კუნჭული მონახა, მაგრამ არსად არ დაუხვდა.
ელენემ ხმა არ გასცა. კუთხეში იდგა და ფიქრობდა.
–ვაწყენინეთ? – გაისმა ისევ მაშოს შეშინებული და ამავდროულად ნაწყენი ხმა.
–არა, მაშიკო, – ახლაღა გაუღიმა ელენემ, – სამსახურში საქმეები ჰქონდა და წავიდა.
თავზე აკოცა და ისევ ოთახში შეიყვანა. ჩააცვა, გამოპრანჭა. კულულები მაღლა აუწია და მხრებზე ჩამოუყარა. მერე საათს დახედა, ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა. რატისა და ტასოს დაურეკა.
–ტასო, როგორ ხარ? – ჰკითხა მაშინ, როდესაც ტელეფონს იქით დაქალის მხიარული ხმა გაისმა.
–ელე, კარგად შენ? – მხიარულად უპასუხა.
–ნელ–ნელა. თბილისში ხართ?
–ხო, აბა სად ვიქნებით?
–გოგო, მაშო რომ ჩამომივიდა ხო იცი და ოპერაცია მაქვს ნახევარ საათში დანიშნული, შეგიძლია დაიტოვო?
–რა თქმა უნდა, რა კითხვაა! და დემე?
–მერე მოგიყვები. გამოგიყვანო? – სულ არ იყო მხიარულ ტალღაზე.
–კი, გამოაცუნცულე მიდი.
ტასოს ძალიან უყვარდა ბავშვები. ჯერ ცხრამეტისაა, მაგრამ უკვე მოასწრო პატარა საბას მოვლენა ქვეყანაზე და ელენესთვის თავის შეყვარება. მეზობლები არიან, ელენეს სახლის შემდეგ პატარა სახლია და იქ ტასო ცხოვრობს, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ელენემ ეს მშვენიერი, სიცოცხლით სავსე გოგონა საავადმყოფოში გაიცნო და იქვე გაირკვა, რომ მეზობლები ყოფილან. მას შემდეგ ამ ამბავს კურიოზად იხსენებენ.
პერანგის საყელო შეისწორა ელენემ, აბურდული თმაც წესრიგში მოიყვანა, სახლი დაკეტა და ტასოს ჩაუყვანა ბავშვი. მაშოს პრობლემა არ ქონდა, ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვი იყო. შესაძლოა ესეც გახდა მიზეზი იმის, რომ დემეტრე ასე შეღონდა. მხიარულად მიიღეს მაშო ტასომ და საბამ და ელენემ, დამშვიდებულმა, სამსახურისკენ აიღო გეზი. კაბა ისევ უმშვენებდა გრძელსა და სწორ ფეხებს.
ცოტა დაუგვიანდა. ამისდა საუბედუროდ, საცობში ამოჰყო თავი და იმ საცობის ფონზე, კიდევ მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე. პაციენტს უკვე ამზადებდნენ საოპერაციოდ. რთული ოპერაციის გაკეთება უწევდა, იმისდა მიუხედავად, რომ მისი არც ერთი ოპერაცია არ ყოფილა ადვილი, სიმსივნის მეტასტაზები უნდა მოეშორებინა ქალისთვის თირკმლიდან, რათა არ გავრცელებულიყო სიმსივნე შორ მაშტაბებზე. ფაქტიურად, სიკვდილთან ჭიდილი მოუწევდა.
მოწესრიგდა და საოპერაციოში შევიდა. მშვენიერი ქალბატონი იწვა და თვალებით გადარჩენას სთხოვდა. როგორი ნაცნობი იყო ეს თვალები და თან როგორი მტკივნეული...
___________________________________________________________
ვისკი მოსვა დემეტრემ და ფიქრებში გადაეშვა. როგორ არ უყვარდა ფიქრი, მაგრამ რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა, მხოლოდ ფიქრს მიჰყავდა სწორ გადაწყვეტილებამდე.
უყვარდა ელენე. ეს მშვენიერი გოგო, ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში შეუყვარდა და მას მერე მოდიან ერთად. მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ფორმალურობა მოითავეს და ახლა უკვე ცოლ–ქმარი არიან, მაგრამ უნდა აღიაროს დემეტრემ, ადრე უფრო სხვა, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენჯერ უფიქრიათ შვილზე, ელენე სულ გაიძახოდა, რომ პირველ გოგოს ლიზას დაარქმევდა და პირველ ბიჭს ანდრიას, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი აირია. თითქოს მოგვარებული საქმე ჰაერში აიტაცა რაღაც ძლიერმა და ისევე ძლიერად დაანარცხა მიწაზე, რომ გააცამტვერა და შეცვალა მისი რაობა. სწორედ მაშინ ჩადგა ამ ორ უმშვენიერეს ადამიანს შორის ნისლი, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი.
პირველ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ისე დაუღამდა, ვერც მიხვდა.
გონზე რომ მოვიდა და ბარს თვალი მოავლო, ცარიელი იყო. იქით, კუთხეში, ბარმენი ტელეფონზე რაღაცას კრეფდა და თან იღიმოდა. მერე კარის ხმა გაიგო და მალე ფეხსაცმელების რითმული კაკუნი. ქალი მოიწევდა და აშკარად მისკენ. თავი არ აუწევია, არც ის უფიქრია, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი მასთან იქნებოდა, მაგრამ...
–ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი, – გაისმა მისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი ხმა და ღიმილით ასწია თავი მაღლა.
–ყოველთვის ყველაზე კარგად მცნობდი, – უთხრა ღიმილით.
–სირცხვილი იქნებოდა, რომ არ მეცნე, – გაეცინა ქალსაც და ვისკი მოითხოვა.
_______________________________________________________________
მცირედი პაუზა მოვინდომე და გამომივიდა კიდეც. არ მინდოდა, რომ ასე მეჩქარა, ჯერ ვაპირებდი დამეწერა სულ და მერე დამედო, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ რომ ვიღებ გადაწყვეტილებას, მერე ვფლავდები ხოლმე.
იმედი მაქვს, რომ არ შევცდი და მოგეწონებათ და დაინტერესდებით და ამავდროულად გამამხნევებთ, რადგან მკლავს მხარდაჭერის წყურვილი.



№1  offline წევრი lamazmani

ისტორია მომწონს კარგია მარა მაინტერესებს წინა ისტორიას მოდელი ფეხბურთელი და მესამე პირი არ გააგრძელებ?

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
ისტორია მომწონს კარგია მარა მაინტერესებს წინა ისტორიას მოდელი ფეხბურთელი და მესამე პირი არ გააგრძელებ?

ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ იმის გაგრძელებას და თუ მოვახერხე, აუცილებლად ავტვირთავ სრულად. მადლობ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი EiLuL♥

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და მომეწონა ძალიან ❤ არ დააშორო რა,,,თუ გინდა არიე დარიე ურთიერთობა მაგრამ ბოლოს ერთად დატოვე ❤
--------------------
elene

 


№4  offline წევრი lamazmani

N7
lamazmani
ისტორია მომწონს კარგია მარა მაინტერესებს წინა ისტორიას მოდელი ფეხბურთელი და მესამე პირი არ გააგრძელებ?

ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ იმის გაგრძელებას და თუ მოვახერხე, აუცილებლად ავტვირთავ სრულად. მადლობ❤

ძაან გამიხარდება თუ გააგრძელებ love

 


№5  offline წევრი TaMuNa ™

კაია გააგრძელე love

 


№6  offline წევრი human

ძალიან მომწონს იმედია თავებს არ დააპატარავებ და მალე დადებ ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent