შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი 5


12-05-2015, 20:33
ავტორი 11♥
ნანახია 3 658

თავის ტკივილმა გამომაღვიძა, ქუთუთოები ისე ძალიან მქონდა ერთმანეთზე მიწებებული არ მეგონა როდესმე თუ დავაშორებდი ერთმანეთს. თავი საშინლად მტკიოდა, როცა აღვიდგინე რა მოხდა, დაფეთებული წამოვხტი. გარემო ვერ ვიცანი, ნაცრისფერ დივანზე ვიჯექი და ოთახს ვათვალიერებდი. ბუხარი სასიამოვნოდ ანათებდა და ოთახში სასიამოვნო აურას ქმნიდა, ოთახი პატარა იყო თუმცა ავეჯის განლაგებით მშვენიერ კონსტრასტს ქმნიდა. გიჟივით ვაცეცებდი თვალებს, ოთახში უამრავი სახატავი ტილოები ეკიდა, ამის დამხატავი უდაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო. მხოლოდ ერთ ტილოს ჰქონდა თეთრი ფარდა გადაფარებული. ხმამაღალი ჩახველება გავიგე და მეც ინსტიქტურად მისკენ შევტრიალდი. კარში სინით ხელში უცნობი იდგა, თვალებს არ ვუჯერებდი, მე ამასთან რა მინდოდა.

-შენ აქ რა გინდა?-ძალიან უადგილო კითხვა დავსვი, მომიახლოვდა, სინი ჩემს წინ პატარა ჟურნალების მაგიდაზე დადო და წინ დამიჯდა.

-როგორ ხარ?

-შენ აქ რა გინდა თქო?-მაინც არ ვიშლიდი ჩემსას

-კარგი რა რა პატარა ბავშვივით იქცევი, რა უნდა მინდოდეს?

-მერავიცი-სასაცილოდ ავიჩეჩე მხრები

-მე ვატო მქვია

-თიკა

-ვიცი ლექტორო-სასაცილოდ ჩატეხა ტუჩი

-აქ რა მინდა?

-რაღაც უნდა მეჩვენებინა შენთვის

-მერე ცივილიზაციაზე გსმენია რამე? წესიერად არ შეგეძლო რომ მოსულიყავი და გეთქვა, თიკა წამოდი რაღაც მინდა გაჩვენო?

-კარგი რა შენც კარგად იცი რომ, არსადაც არ გამომყვებოდი-რას ვერჩი ამ ბიჭს, რაღაც რაღაცებს მშვებივრად ხვდება

-მიდი მაჩვენე და წავედი თორე დედა ინერვიულებს-ეხლაღა გამახსენდა დედაჩემის არსებობა

-ნუ ნერვიულობ, ქეთის დავურეკე და ვუთხარი, დედაშენისთვის ეთქვა რომ მასთან რჩებოდი

-შენ რა ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ.

-კარგია, უკვე წინ მივიწევთ.

-კარგი ნერვებს ნუ მიშლი, მიდი მაჩვენე-ძალიან გავუთამამდი, ვატოს.

ვატო სკამიდან წამოდგა, სინი ოთახიდან გაიტანა და ისევ უკან დაბრუნდა. ვერ ვხვდებოდი რა უნდა ეჩვენებინა ან აქ რისთვის მომიყვანა. ჩემს წინ სახატავი ტილო ეკიდა მასზე კი თეთრი ფარდა იყო გადაკიდებული. ვატო ნელა მიუახლოვდა ტილოს და ნელი მოძრაობით ჩამოხსნა ფარდა.
გავშრი...
გავოგნდი...
ვერ მივხვდი...
ეს...
რა...
იყო...
ტილოზე ჩემი თავი ამოვიცანი, ვიდექი პირღია და ვერ ვინძრეოდი არ რა უნდა მეთქვა. ტილოზე მე ვეხატე, როცა მათ აუდიტორიაში შევედი ლექტორის სტატუსში, ზუსტად იმ პოზაში ვიყავი დახატული, არცერთი დეტალი არ ქონდა დავიწყებული, ზუსტად ჩემი ასლი იყო, შავი ფანქრით ნახატში ერთი შტრიხიც ვერ ვიპოვე რომ არ მომწონებოდა.

-მოგწონს?-მკითხა ვატომ და წინ გადამიდგა

-ძალიან, ეს... ეს შენ დახატე?-ისევ უაზრო კითხვა დავსვი

-ვაიმე, თიკა რა კითხვებს სვავ?

-კარგი ხო, ძალიან მაგარია, მართლა, მაგრად ხატავ

-მადლობა, ეს ერთი კვირა იმიტომ არ დავდიოდი რომ ამით ვიყავი დაკავებული

-ვატო, არ ვიცი რა გითხრა მართლა, მადლობა

-წაიღე კარგი? მინდა რომ შენ გქონდეს

-მე? კარგი წავიღებ მაგრამ რატომ დამხატე?

-თიკა, პირველად რომ დაგინახე, ჩემთან რომ მოხვედი დასახმარებლად, შემოგხედე.თუარა ვიგრძენი რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა, რაღაც.კარგი, მერე მეორედ როცა ლექტორად გამომეცხადე, ისეთი.სასაცილო.იყავი, ისე ნერვიულობდი, მინდოდა მოვსულიყავი, მაგრად ჩაგხუტებოდი და მეთქვა "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ" მერე გადავწყვიგე ჩემი ეს გრძნობები თუ ამას გრძნობებს ვუწოდებთ ნახატში გადამეტანა. მთელი ერთი კვირა ვიჯექი აქ და გხატავდი შენ. მეშინოდა, მეშინოდა იმის რომ არ გამომივიდოდა.ისეთი როგორიც მართლა იყავი, არადა ჩემს ნიჭიერებაში ეჭვი პირველად შემეპარა.

ვუსმენდი ვატოს და სიამაყით ვივსებოდი, თურმე სულ ტყუილად არ მენატრებოდა.

-მადლობა ვატო, უნდა წავიდე შეხვედრამდე-უცებ მივაყარე და სახლიდან ისე გამოვიქეცი ვატო გაშეშებული დავტოვე. გარეთ გამოსულს ცივი ნიავის შეხება მესიამოვნა, გონს მომიყვანა. დავფიქრდი და მივხვდი რომ ვატო უკვე ჩემში ღრმად მყავდა და მისი ამოშლა საერთოდ არ მინდოდა.








ბავშვებო, შემიფასეთ მოგწონთ? მაპატიეთ პატარა თავი, სიცხე მაქვს და წერას ვერ ვახერხებ ♥♥♥



№1  offline წევრი ხატული♥

კაია გააგრძელე love

 


№2  offline წევრი mariam m.k

Uhhhh magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent