შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 6


13-05-2015, 03:12
ავტორი dusu
ნანახია 3 271

ასე ჩემს წვალებაში გადიოდა დრო. ჩემსა და მათეს შორის არაფერი იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათე სულ ჩემს გაბრაზებას ცდილობდა, მაინც მიყვარდა. ხო, ბავშვური სიყვარული ხომ მაიინც განსაკუთრებულია და ასე ვიყავი მეც. მის ცუდად მოქცევასაც მივეჩვიე, თუმცა გულის სიღრმეში მწყინდა მისი ასეთი საქციელი. თაკო (მათეს დედა) და ეკა მეგობრობდნენ და დღესაც ასეა. ყოველთვის უნდოდათ რომ ჩვენც ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ ეს არ გამოგვვდიოდა რატომღაც, როდესაც თაკო ჩვენს „ჩხუბს“ შეესწრებოდა მათეს საყვედურობდა, რომ ვინმე თუ გამაბრაზებდა უნდა დავეცავი და არა პირიქით - თვითონ გავებრაზებინე.
ასე გადიოდა დრო. მათე სკოლაში მიიყვნეს, მე კი ერთი წელი კიდევ უნდა მევლო ბაღში. თუმცა ბაღში აღარავინ მაბრაზებდა, მაინც ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი, რომ ეზოში ჩავსულიყავი და მათე მენახაა. როდესაც ჩემი სკოლაში მიყვანის დრო დადდგა, მეც იმ სკოლაში მიმიყვანეს სადაც მათე დადიოდა. სკოლაში ერთად ივლით, თან მათე ყურადღებას მოგაქცევსო. თითქმის ყველა დასვენებაზე ჩემს კლასში იყო, თავის კლასელებთან არ ჰქონდა ისე კარგი ურთიერთობა როგორ ჩემს კლასელებთან, რა თქმა უნდა, თავისი ჩვევისთვის არ უღალატია და სულ იმას ფიქრობდა როგორ გავებრაზებინე, მაგრამ სხვას არასოდეს აძლევდა ჩემი წყენინების უფლებას. ასაკის მატებასთან ერთად შედარებით კარგად მექცეოდა, განსაუთრებით, როცა მარტო ვიყავით. აი ხალხთან ერთად კი ისევ ისეთი აუტანელი იყო, მასში ისევ იყო ძველი მათე, ოღონდ ცოტა უკეთესი. ცოტა რომ წამოვიზარდეთ სულ ერთად ვიყავით, საერთო სამეგობრო წრე და დრო, რომელსაც ერთაად ვატარებდით. თითქმის ყველაფერზე ვკამათობდით, მაგრამ მაინც განუყრელები ვიყავით. ჩვენი გაბუტვა ორ წუთზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა და უცებ ვურიიგდებოდით ერთმანეთს. დადიოდა ხმები ჩვენი მიჯნურობის შესახებაც, თუმცა მინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, რადგან მე ისევ მიყვარდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. იმის გამო რომ სულ არ დამეკარგა ისევ სიჩუმეს ვარჩევდი, როგორც მეგობარი ისე ხოომ მაინც იყო ჩემს გვერდით...
ერთხელ, როდესაც მის 3 წლის ძმას ვასეირნებდით, მათე ნაყინის საყიდლად შევიდა, მია ჯერ პატარა იყო და ფეხზე ვერ დადიოდა, ამიტომ ეკა არ გვანდობდა გარეთ მის გაყვანას, ბავშვს მომიკლავთ თქვენ ისეთი არა ნორმალურები ხართო.
-სენ და მათე სეყვალებულები ხართ? -მკითხა საბამ. ამ პატარა ბავშვმა რა იცოდა რაას ნიშნავდა შეყვარებული.
-ეგ ვინ გითხრა? - დაცვინტერესდი მეც
-ცემმა სეყვალებულმა. -სიცილით მითხრა საბამ.
-ჩვენ არ ვართ შეყვარებულები და აბა შენ შეყვარებულზაე მომიყევი ერთიი, მე მიმალავდი შეყვარებული რომ გყავს ხოომ?
-ეხლა ხომ გითხალი?
-მაინც გაბრაზებული ვარ შენზე, აქამდე რომ არ მითხარი. ვსო გაგებუტე მე შენ. -ვუთხარი და გვერდზე გავიხედე, ამ დროს ჩვენსკენ მომავალი მათეც შევნიშნე.
-შენ ძმას რომ ცოლი მოყავს იცოდი? -ვუთხარი მხიარული სახით.
-ალაა მათე, ჯელ ალ მომმყავს. -უთხრა შეწუხებული სახით საბამ.
-აბა როდის? -კითხა მათემ და სერიოზული სახე მიიღო, არა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ გასცინებოდა.
-დიდი ბიწი ლო გავიზდები მელე. -თქვა სერიოზული სახით საბამ. -ნიტა სემილიგდეს ლაა? -დაამატა მოწყენით.
-ნიტა იცოდე ძმას ნუ მიბრაზებ და შეურიგდი. -გამაფრთხიოა მათემ.
-შეყვარებული ყოლია და მე არ ვიცოდი, არა და ჩემი ძმაკაცი ხარო მეუბნებოდა. -ვიწყინე მე.
-კალგი ლაა ნიტაა, სემილიგდი კაი? -ისეთი საწყალი სახე მიიღო დიდი ხანი ვეღარ გავუძელი მის საცოდავ მზერას და დაბუშტულ ლოყებზე გემრიელად ვკოცე.
-ნიტა სემილიგდაა, ლა მაგალიაააა. -ყვვიროდა საბა.
-კარგი საბუშ ნუ ყვირი, თორემ მაბრაზებ და ისევ გაგებუტები. -ეს ვთქვი თუ არა საბააც მაშივე შეწყვიტა ყვირილი.
საათი საათს მისდევდა, დღე დღეს, მალე კი ჩემი დაბადების დღე იყო. 27 ივლისიც დადგა... მე და მათე, როგორც ყოველთვის, მთელ დღე ერთად ვიყავით, ჩვენი მეგობრები და რამდენიმე კლასელი იყო მოსული, მაგრამ ვინაიდან პატაარები ვიყავით ჯერ მაინც, მალევე დავიშალეთ.
-წამო, ცოტა ხანი გავისეირნოთ. - მითხრა მათემ.
-კარგი, ეკას გავაფრთხილებ....
-იცის უკვე, ჩვენთან იყო და გავაფრთხილე. -მითხრა და გამიცინა.

-------------------------
ვიცი, ძალიან პატარა თავია და დადება საკმაოდ დავაგვიანე და ამიტომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ვეცდებიი რაც შეიძლება მალე დავდო შემდეგი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent