შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისში დაწყებული სიყვარული {1}


13-05-2015, 17:47
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 550

-ანაა სკოლაში დაგაგვიანდებაა - მიყვირა დედაჩემმა და მეც საწოლიდან წამოვდექი. სარკის წინ კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი. გრძელი სწორი თმა უკან გადავიყარე და კარადა გამოვაღე. შავი მოკლემკლავიანი მაიკა წარწერით NIRVANA ჯინსის რასაცქვია დაგელიჯილი შარვალი გადმოვიღე. ფეხზე შავი კეტები ჩავიცვი. თმა გადავივარცხნე უკან გადავიყარე და ჩემი უსაყვარლესი ჟაკეტი ავიღე (უსაყვარლესი იმიტომ რომ მამაჩემმა მაჩუქა თანაც ისეთია ამერიკულ სკოლებში ბიჭების ფორმა რომაა მკლავები თეთრი თვითონ კი ლურჯი ასეთი წითელიც მქონდა თუმცა ლურჯი მამას ნაჩუქარია ამიტომაც სკოლის პირველ დღეს ლურჯი ჩავიცვი) ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და დედაჩემთან სამზარეულოში გავედი.
-ყავა გინდა? - მკითხა და სკამიდან ადგა
-აუ კიი რა - ვუთხარი და მობილური ავიღე სოციალურ ქსელში შევედი. ჩემ ახალ ვიდეოს უამრავი ახალი ლაიქი ქონდა და საყვარლობა კომენტარები რამაც ღიმილი მომგვარა. ხო ვმღერი გიტარაზეც ვუკრავ და ვიდეოებს ვტვირთავ. სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია მინდა ყველაფერი რასაც გავაკეთებ მუსიკასთან იყოს დაკავშირებული მინდა ბევრს წარმატებას მივაღწიო ამ სფეროში.
-რა არის შენი ღიმილის მიზეზი? - მკითხა მამამ და საბუთები მაგიდაზე დაალაგა
-ახალი ვიდეო დავდე და - ვუთხარი ღიმილით
-არა რაა აი ნანაა ეტყობა ამ ბავშვს რომ მამამისი ვარ. სულ მე მგავს - გასძახა დედაჩემს და ისიც ამის გაგონებაზე უმალ გაჩნდა ჩვენთან
-ეე ვითომ მარტო შენ რატომ გგავს? - უთხრა დედაჩემმა და დაეჭყანა
-იმიტომ რომ ჩემსავით ნიჭიერია - მამაჩემმა წინადადება დაასრულა და წელში გასწორდა თავი კი მაღლა ასწია სიამაყის გამოსახატათ
-დეე აღარ მინდა ყავა წავედი მე ისედაც დავაგვიანე
-მოიცა მე გაგიყვან ახალი სკოლაა მაინც და თუ რამე დაგჭირდეს მითხარი
-მე არც გაყვანა მინდა და ხუთ ლარიანის გარდა არც არაფერი მჭირდება და ა ხო კიდევ მჭირდება მე ის რომ ჩვენი ახალი სახლი სანამ მოვალ დალაგებული დამხვდეს რა უბედურებაა ეს ვერაფერს ვერ ვპოულობ ამ ყუთებში ისეა ჩალაგებული დღეს რომ მოვალ ჩემს ოთახს მეთვითონ დავალაგებ - ვთქვი ორივეს ვაკოცე ლოყაზე და სახლიდან გამოვედი ყურში ნაოშნიკები ხელები ჯიბეში და მუსიკა:
https://www.youtube.com/watch?v=v6rfv5Pb6R4
ახალი სკოლა ახალი სახლი ახალი უბანი ახალი თავგადასავლები. გაკვეთილზე დაგვიანებით შევედი და ბოდიშიც მოვიხადე თუმცა ეს ქიმიის მასწავლებელი კაი ნაგლი ქალი ყოფილა და მთელი გაკვეთილი გარეთ უნდოდა ვყოფილიყავი. გამოვედი და ბუფეტისკენ დავიძარი თავისუფალი ადგილი დავიკავე და მობილურში ჩავძვერი. ზარი დაირეკა და მთელი სკოლა აქ შემოერეკა ,, აუ ჩემი რა სოფელო ხალხია’’ გავიფიქრე და თვალები გადავატრიალე დერეფანში მივდიოდი როცა ვიღაც ბიჭი დამეჯახა და თავისი წითელი ალუბლის წვენი ზედ ჩემს უსაყვარლეს ჟაკეტზე გადამასხა თანაც წამაქცია. ჩემი აყენება არც უცდია მეც მალევე ავდექი და თვალი თვალში გავუყარე.
-შენ ნორმალური ხარ? ჯერ დამეჯახე მერე ჩემი უსაყვარლესი ჟაკეტი დასვარე ეხლა კი ბოდიშის მოხდაც კი არ გინდა
-მე ბოდიშს არ ვიხდი პატარა განებივრებულო გოგო - მითხრა ცივად და იქაურობას გაეცალა მე კი დავეწიე მკლავში ხელი ჩავჭიდე და შემოვატრიალე
-შეიძლება სხვას არ უხდი ბოდიშს მაგრამ მე მომიხდი ამას არ შეგარჩენ გპირდები - ვუთხარი და გამწარებული დავეშვი კიბეებზე პირველსვე კლასში შევვარდი და ჩემი ადგილი დავიკავე ერთ ერთი გოგო კი ჩემთან მოვიდა და მითხრა
-უკვე კარგად დაიწყე კი მაგრამ მასთან ამდენი არავის გაუბედია და შენ :D - რომ მიხვდა გაოცებული ვუყურებდი მერე ხელი გამომიწოდა
-მე თამო ვარ
-მე კი ანა - ხელი ჩამოვართვი და მეც გავუღიმე. გაკვეთილების ბოლომდე ვლაპარაკობდით საკმაოდ კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მაინც ვერ მომენელებინა იმ ჟაკეტის ამბავი ისე მიყვარდა რომ ვერ შეველეოდი ასე ადვილად და იმ ბიჭსაც აუცილებლად გადავუხდიდი სამაგიეროს. სახლში მივედი წესით დედა უნდა შემომგებებოდა კარებში მაგრამ ასე არ მოხდა და ცოტა გამიკვირდა სახლი დალაგებული იყო რამაც ძალიან გამახარა მაგრამ ჩემი ოთახი იყო კარგად დასალაგებელი მეც ჩავრთე ბოლო ხმაზე მუსიკა:
https://www.youtube.com/watch?v=J6Ygf4pGcjo
და დავიწყე ოთახის დალაგება რომ შეხვიდოდი მარცხნივ დიდი ორადგილიანი საწოლი იდგა სულ პირდაპირ კი მთელ მხარეზე დიდი ფანჯრები იყო დიდი რაფით მარჯვნივ იდგა დიდი კარადა და შესასვლელი კარების მხარეს კედელზე რამოდენიმე თარო იყო გაკეთებული წიგნებისთვის ჩემი ოთახი ძალიან მიყვარდა განსაკუთრებით ჩემი სწოლი მთელ საწოლზე ფუმფულა ბალიშები ეყარა რაფაზეც რამოდენიმე ფუმფულა ბალიში მედო იქ ვჯდებოდი ხოლმე და წიგნს ვკითხულობდი. ოთახის დალაგებას რომ მოვრჩი დავჯექი და დაკვრა დავიწყე. გიტარაზე რამოდენიმე მუსიკა დავუკარი თან ვიმღერე და კარზე ზარიც დაირეკა გასაღებად წავედი რომ გავაღე ხელში ის იდიოტი ბიჭი შემრჩა სკოლაში რომ დამეჯახა
-შეგიძლია აღარც დაუკრა და შენი ყროყინი აღარ გაგვაგონო? უკვე შევწუდით მე და ჩემი მეგობრები
-აჰ ჰა ჰა არ ვაპირებ გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შევწყვიტო და იცი რატომ არ მოსწონთ ალბათ შენს მეგობრებს ჩემ სიმღერა?! იმიტომ რომ შენ ძალიან უგემოვნო ხარ და რაღა მაინც და მაინც ამ უგემოვნებაში დაგემსგავსნენ შენი მეგობრებიც? - მხრები ავიჩეჩე და კმაყოფილმა გავიღიმე როდესაც მის გაცეცხლებულ სახეს წავაწყდი დავამატე
-და ა ხო კიდევ თუ არ მოგწონთ ჩემი ნამღერი ან კიდევ დაკრული წადით და თქვენ რომ მოგეწონებათ ისეთ მუსიკებს მოუსმინეთ ნინო ჩხეიძეს ან კიდევ საქეიფოებს მის მსგავს ეხლა კი უნდა დაგემშვიდობო კარგად - კარები ცხვირწინ მივუჯახუნე და ოთახში დავბრუნდი მის ჯინაზე კიდევ ბევრი მუსიკა დავუკარი და ვიმღერე რათქმაუნდა ინგლისურები ვერ ვიტანდი ქართულ მუსიკებს შემდეგ კი სოციალურ ქსელზე შევედი და ჩემს ვიდეოებს კიდევ დამატებოდა კომენტარები და ლაიქები მერე მაღლა ავედი და ვნახე ჩემი სკოლელების და კლასელების კომენტარები ადრე დაუწერიათ დღეს კი აღმოვაჩინე რომ ჩემი კლასელები იყვნენ ამან ძალიან გამახარა თანაც გავიგე რომ ისინიც უკრავდნენ. დედაჩემი და მამაჩემი ერთად დაბრუნდნენ საღამო იყო უკვე
-კი მაგრამ ერთად სად იყავით?! მაა დეე რომანტიული ვახსამი და რამეე? - წარბები ავათამაშე და სიცილი ამიტყდა მათაც გაეცინათ
-ვაიმეე ეს როდის დასერიოზულდება - ჩაიქნია მამაჩემმა ხელი და ღიმილით წავიდა ოთახისკენ მე კი ზურგზე შევახტი და სიცილს არ ვწყვეტდი ესე ვიქცეოდი სულ მერე ის დამატარებდა ასე სახლში და ბოლოს დაღლილები დავეგდებოდით ორივე ძირს დედა მოვიდოდა მერე და სამივე ხელჩართულ ბრძოლაში გადავერთვებოდით სიცილ-კისკისით. ეხლაც ასე მოხდა უკვე გვიან იყო ჩემს ოთახში წავედი და დავიძინე.

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო დაგიბრუნდით ახალი ისტორიით იმედია მოგეწონებათ არც ძველ ბიჭებზეა და არც კონკიაზე. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი იმიტომ რომ ის სტიმულს მაძლევს.... ვერ შეგპირდებიტ რომ ყოველდღე დავდებ მაგრამ ვეცდები მაინც. <3



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომეწონა ველი ახალ თავს love

 


№2  offline წევრი bendeniani gogo

ძაან კაია აუცილებლად გააგრძელე და მალე დადე მაინტერესებს როგორ განვითარდება <3

 


№3  offline წევრი cancara

Kai gaagrdze le da didi tavebi dade

 


№4  offline წევრი Tini Gadrani

au rakaia male Dade didebi❤❤

 


№5  offline წევრი Winchester

ძალიან მაგარიააა ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent