უკვდავი იები [1]
16.02.2010 როგორც ყოველ საღამოს ახლაც ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და დათოვლილ ჰორიზონტს გავჰყურებდი... თუმცა დღეს განსაკუთრებულად ემოციური საღამო იყო.. თითქოს ყველა დაგროვილმა ტკივილმა და წყენამ ერთად იჩინა თავი... ახლაც ვფიქრობ.. ეს როგორ გამიკეთა.. მე ხომ მთელი არსებით შევიყვარე.. მე ხომ მას ყველაფერი შევწირე.. რატომ გამიმეტა უსასრულობისთვის.. რატომ დამიკარგა რწმენა? უკვე ეს კითხვა ნერვებს მიშლის.. ყოველთვის რატომ უნდა მიტრიალებდეს დაუსრულებლად თავში „რატომ?“ ... ასეთი რა დავაშავე.. როგორ მომატყუა.. მეგონა ვუყვარდი.. ბოლომდე მივენდე.. შენი სუსტი წერტილიც ეგარის ლიზა რომ ყველას ენდობი, უფრო სწორად ენდობოდი.. შევიცვალე, მარტოობამ და ტკივილმა გამაძლიერა.. ცხოვრება მასწავლა და რეალობას დამაჯახა, რამაც ჩემი რადიკალურად შეცვლა განაპირობა... მაგრამ მაინც ვერ ვხვდები თუ ცოლი ყავდა რატომ გამიკეთა ასეთი რამ? რატომ გამიმეტა? რამიზანი ჰქონდა? ღმერთო, ამდენი გაურკვევლობა შემშლის... რადროს ფიქრია, ლიზა- შემოვუძახე ჩემს თავს , ყავიანი ჭიქა ავიღე და რაფიდან ჩამოვედი... ცოტა მივალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ემოციებისგან დაღლილს მალევე დივანზე ჩამეძინა... „ბნდელოდა, საშინელი წყვდიადი იყო.. თიტქოს სადღაც მივდიოდი, დაუსრულებელ გზაზე, დაუსრულებელი მიმართულებით, მოულოდნელად ინათა, ჩემს თვალბს მზის სხივები შეეგებნენ, რომლებიც საშინელ ზამთარში ცდილობდნენ ოდნავ მაინც გაეთბოთ ჩემი სული... მივდიოდი, მაგრამ სად არვიცი... გარეთ არავინ იყო.. სრულიად არავინ.... როგორც ყოველთვის ახლაც მართო ვიყავი.. ჩემს ტკივილთან ერთად.. უცებ თოვლით გადათეტრებულ პარკის ერთ-ერთ სკამზე დამჯდარი მოხუცი დავინახე.. მას ისეთი ტვალები ჰქონდა რომ სული გამითბა... არაამქვეყნიურად ლურჯი თვალები შემომანათა და ულამაზესი , თუმცა უდიდესი ტკივილით სავსე ღიმილი შემომაგება... ადგილზე გავიყინე, გავშეშდი... ვერ გავიგე რა მოხდა.. უცებ მან ერთი ხელი მუხლზე დაიდო და მეორეთი მანიშნა დავმჯდარიყავი.. გვერდით კი იები ედო... იების კონა.. ისინი იმდენად მომნუსხველები და ლამაზები იყვნენ რომ მომინდა წამით შევხებოდი.. მისკენ უნდა წამეღო ხელი , როცა საშინელი ზარის ხმა გაისმა.. მოულოდნელად ყველაფერი გაქრა... ყველაფერი გაიფანთა... მოხუცი ბილიკს გაუყვა და გადაიკარგა თოვლით გადათეთრებულ გარემოში... დავრჩი მარტო.. გაოგნებული... ზარი არ წყდებოდა... და უცებ“-თვალი გავახილე.. მოულოდნელობისაგან შევხთი.. სიზმარი იყო.. ღმერთო, ეს ხომ შეუძლებელია.. მე ხომ სიზმარი არასდროს მინახავს.. ეს, ეს ჩემი პირველი სიზმარი იყო 27 წლის მანძილზე... როგორ? რანაირად? არვიცი მაგრამ ეს არაჩვეულებრივი გრძნობა იყო.. თითქოს ცხადში ვიყავი.. ყველაფერი იმდენად რეალური იყო რომ... სიზმარი ვერაფრით ავხსენი... იმას დავაბრალე რომ წინა დღეს ზედმეტად დავტვირთე თავი ფიქრისგან... უსიამოვნო აზრები თავის გაქნევით გავფანტე და ავდექი... მე ხომ სამსახურში მაგვიანდებოდა, თანაც დღეს სასამართლო მაქვს. ამის გახსენებაზე უცებ წამოვხტი და პირდაპირ აბაზანას მივაშურე. ცხელმა შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა , თუმცა სიზმარზე ფიქრი მაინც არ მშორდებოდა... კარადასთან მივედი, გამოვაღე და კლასიკურ ტანსაცმელს შერჩევა დავუწყე. მუქი ლურჯი მუხლამდე ტანზე მოსული კაბა გადმოვიღე თავისივე პიჯაკით, საკმაოდ ჩახსნილი, თუმცა მოხდენილი, კრემისფერი, კლასიკური, მაგრამ თანამედროვე პერანგი ჩამოვიღე, თმები დავისწორე და მაღლა ავიწიე კუდივით, პიჯაკი მოვიცვი, კრემისფერი მაღლები და ჩანთა ავიღე, ლურჯი მანტო მოვიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. ღმერთო რა გადატვირთული დღე იქნება.. მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა იურისტობა ადვილი ხომ არაა?.. ზოგჯერ ძალიან ვიღლები.. განსაკუთრებით სასამართლო პროცესებზე.. თავი გავიმხნევე და დავიმშვიდე. „დღეს კიდევ ერთი ადამიანი უნდა გავათავისუფლო ამ ჯოჯოხეთიდან“- ჩავილაპარაკე ჩემთვის და გაღიმებული შევედი სასამართლო დარბაზში. პროცესმა, როგორც ყოველთვის, წარმატებით ჩაიარა. ჩემი თავით კმაყოფილი, თუმცა ძალიან დაღლილი სახლისკენ გავეშურე. მანქანაში ჩავჯექი და ის ის იყო უნდა დამექოქა, რომ მოულოდნელად თვალწინ სიზმარი წარმომიდგა და რატომღაც გადავწყვიტე ცოტახნით გამესეირნა... თოვდა.... განუწყვეტლივ უძღვნიდა ცა დედამიწას თეთრ ფიფქებს, რომლებიც განათებულ ქუჩებში ულამაზეს სანახაობას ქმნიდა... მსიამოვნებდა თითოეული ფიფქი, რომელიც ჩემს სახეს ეცემოდა და უცებ ქრებოდა... ფიქრში გართული რომელიღაც პარკის შუაგულში აღმოვჩნდი.. ყველაფერი თეთრში იყო ჩაფლული.. ისევ სიზმარი ამეკვიატა... ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? მივდიოდი და განუწყვეტლივ ვფიქრობდი... თავი ავწიე, გარემო მოვათვალიერე და.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.