შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წაგებული პროცესი (სრულად)


13-05-2015, 23:42
ავტორი xoojaa
ნანახია 18 575

წაგებული პროცესი
1 თავი
ღმერთო რა პროკურორობა აუტყდა ასეთ ლამაზ და მოხდენილ გოგონას, როგორიც ელენეა? რა ჯანდაბათ გაყო ასეთ მძიმე საქმეში თავი? წასულიყო და დაემთავრებინა ქალისთვის უფრო შესაფერისი პროფესია, ეს კი სრულიად, ქალისგან შესაფერისი საქმიდან, ყველაზე ბოლო რიგში მდგომს ჩაებღაუჭა და ჯიუტად, რქებით მიაწვა, რომ სასურველი მიზნისთვის მიეღწია .
ახლა კი იჯდეს და იკირკიტოს სისხლისსამართლის და სამოქალაქო საქმეებში.
არა რა, როგორც მამამისი და დედამისი ჩასძახოდნენ, რამე ცოტა ქალური აერჩია რა! თუნდაც პედიატრი გამხდარიყო, გინეკოლოგი, უცხო ენების სპეციალისტი, ეკონომისტი ან კიდევ უამრავი რამ… არა და არ ქნა, ყველაზე მძიმე და საშიშ საქმეს შეეჭიდა.
განა ცოტა პროკურორს ემუქრებიან ? თან მითუმეტეს თუ ეს პროკურორი ქალია.
მაგრამ ელენეს ეს არ აშინებს. კაცებზე საშიში მოწინააღმდეგე ხდება, როცა მნიშვნელოვნად რთულ საქმეს მოკიდებს ხოლმე ხელს.
საქმე! თან ასეთი საქმე! მნიშვნელოვან ჩაცმას მოითხოვს. გარეგნულად როცა საქმეშია ჩაფლული არაფერი არ ანაღვლებს, მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული, მაგრამ რაღაც_რაღაცეები ქალური საქმიდან არ ავიწყდება. ყოველთვის როცა საქმიან შეხვედრა აქვს, იცავს დრესკოდს, მკაცრს, მაგრამ ელეგანტურს. გამჭოლ მწვანე თვალებსა და ბერძნულ პროფილს კი, რომელიც ქალს ნამდვილ გალანტურ სილამაზეს ანიჭებს, მასთან მკაცრი სტილის დრესკოტიც კი უძლურია.
ჯერ მხოლოდ 24 წლის არის მაგრამ მაინც წარმატების ზენიტშია. ყველა გაკვირვებულია მისი შემყურე და ამიტომ ცდილობენ ასე ახსნან: “ თავით საქმესაა გადამკვდარი და ესეც ამიტომო!“
რაც უნდა ის თქვან, ბოლოს და ბოლოს მშობლების აზრს არ აქცევდა ყურადღებას. კომპანია ქალების სიმცირეს არ განიცდიდა, როგორც მამაკაცების, მაგრამ ქალი პროკურორი თითოროლა თუ მოიძებნებოდა, აი ადვოკატი ქალები კი იცოცხლე, სადაც ქვას ააგდებდი ყველას თავში მოხვდებოდა.
რამდენი ქალის ეჭვნარევი თვალი დაზდევდა ელენეს, როცა იურისტი კაცები ზედ დაჰფოფინებდნენ, რამის იყო კაბინეტის კარი შეემტვრიათ, ერთი სიმპატიური მაჩო არ იყო გასული, რომ მეორე შემოდიოდა. ქალის გულცივობა კი კაცებზე მაგნიტივით მოქმედებდა.
არა ვის არ სიამოვნებს კაცების ყურადღბა, მითუმეტეს პირველი_ რომ ელენე, როგორც ერთი შეხედვით მკაცრი ქალის იარლიყს იყო ამოფარებული, მაინც ქალი იყო, რომელსაც სითბო და ყურადღება სიამოვნებდა და მეორეც რა იურისტები? თითქოს ყველა ნარჩევ მამაკაცს იქ მოეყარა თავი, მაგრამ ამჟამად ელენეს არანაირი რომანის გაჩაღება არ სურდა. საქმისთვის ეს არანაირად არ ივარგებდა. არადა ყველგან ყურები ჰქონდა გამოჭედილი, ყველა ეკითხებოდა, “რატომ არ თხოვდებიო?“ იქით კი მშობლები : “ დროზე შვილიშვილები გვინდაო!“ “მე რა წერო ხომ არ ვარო?“ ხუმრობით ცდილობდა თავისი გულმოსულობა დაემალა. ვისი რა საქმეა ელენე დაოჯახდება თუ სამუდამოდ შინაბერად დარჩება? მოკლედ შეიკლეს ეს გოგო ხელში.
ან ჯერ რა დროს ოჯახია? განა რამდენი წლისაა? მალე მართლა ნერვოზი დაემართება და... სამსახურშიც არ აკლდება საფიქრალი და სანერვიულო, ახლა კიდე ეს.

არა რა ასე არაფერი გამოვა, რამე უნდა მოუხერხოს ამათ, რამისაა ნაადრევად დაეწყოს გაჭაღრავება 24 წლის გოგოს. არა მისმა ძმამ, საბამ, გაასწრო რა აქედან დროზე, წავიდა გერმანიაში და მუშაობს თავისთვის მშვიდათ, თან ალბათ არც გართობას იკლებს და არც ქალებს და მშვენივრად არის თავის ჰარამხანაში. ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებს და ასეეე. რა კარგია ცხოვრება!
ელენეს კი ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. ღმერთო რამდენად უნდა გაიჭრას? არაა, ბოლოს ალბათ 2 რამ დარჩება ან თავი მოიკლას ან ყველას პრეტენზიას და ჩიჩინს გვერდი აუაროს და დაბლოკოს.
არაა, სუიციდისკენ მისწრაფება მაშინვე გამოირიცხება და ალბათ მე_2_ზე კარგათ უნდა იმუშაოს.
კიდევ კარგი მარტო მაინც ცხოვრობს, სახლში მაინც არის თავისთვის მშვიდათ. ვაკეში 3 ოთახიანი სახლი, ევრორემონტით, ყველაფრით უზრუნველყოფილი. შეიძლება დიდი ბინაა ერთი ადამიანისთვის, მაგრამ თვითონ ელენეს არ უყვარს პატარა და როგორც იტყვიან , ასანთის ყუთს რომ ჰგავს სახლი. სახლი თუ არის უნდა გეამაყებოდეს კიდევაც მისი.
მაგრამ მარტო მაინც არ ითქმის, ხშირად რჩებიან მეგობრები მასთან შესანიშნავი კამპანია ჰყავს.
4 გოგო საღამოობით , დამღლელი სამუშაოს შემდეგ, რომ შეიკრიბებიან ხოლმე და მერე იწყება ერთი ამბავი. საქმეების შეჯამებიდან დაწყებული, კაცების შეფასებიდან დამთავრებული. რამდენჯერ გახუმრებიან ელენეს მეგობრები: “ კომპანიის მაჩოებიდან 3 ჩვენც გვიწილადეო.“ ასეთ კოლექტივში ნამდვილად არ იგრძნობოდა თავს მარტო ელენე. ყველა თითქმის ერთი ასაკის იყო და ეს უფრო აადვილებდა საერთო ინტერესებზე საუბარს. რომ იტყვიან ხოლმე კოლექტივში ერთი აუცილებლად ყველაზე მოუსვენარი და ხალისიანიაო მათთანაც ასეა. ეს ნანკაა, საკმაოდ კარგი გარეგნობის 25 წლის, მხიარული და შეიძლება ვთქვათ ზედმეტად მხიარულიც კი, მეგობრების სული და გული.
როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოს ადამიანი, ნანკას ერთი სიტყვაც კი, რომ ის გაახალისოს, მაგრამ ასეთი მხოლოდ მეგობრებში რა თქმა უნდა, კაცებში სამივე მეგობრის მზგავსად თავდაჭერილია. ანა და თათია კი ელენეს მსგავსად შედარებით წყნარები არიან,
მაგრამ არც მათ აკლიათ სიხალისე და სილაღე.
თათია ელენესავით პროკურორია, ნანკა და ანა კი ადვოკატები. ოთხივეს უყვარს თავისი სამუშაო , მაგრამ ზოგჯერ თათია ისეთი დაღლილია ხოლმე პროკურორის საქმისგან, ერთი_ორს მაინც დაიწუწუნებს ხოლმე. სამსახურში მართლაც რომ იტყვიან ერთ ოჯახად ცხოვრობენ იმის მიუხედავად, რომ ინტრიგები და ეჭვები, მაინც იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ასე რომ არ იყოს, ყველაფერი იდეალური საშინლად მოსაბეზრებელი იქნებოდა.


2 თავი
არა რა რა დროს საცობი იყო? ინთება მწვანე შუქი მაგრამ რა! მანქანა ნახევარ მეტრზეც ვერ დამიძრავს. რა ენაღვლებათ ფეხით მოსიარულეებს, მთელი გზა მათია. გინდ ტროტუარზე უვლიათ და გინდ მანქანებს შორის. ვინ დაუშლის? გინდ წითელი ენთოს და გინდ მწვანე, რა მნიშვნელობა აქვს. ერთი გვერძე არ გამოიხედავენ, იქნებ რა ხდება!
ეჰ, ნეტა მას, ვისაც სამუშაოზე არ ეჩქარება. მისეირნობს თავისთვის ნელა, თითქოს ვიტრინებს უცქერს და ცდილობს, ჩამუქებული ფანჯრიდან თვალი შეავლოს სამკაულებს თუ ტანისამოსს, არა და თავის გარეგნობას ამოწმებს, უცქერს თავის ანარეკლს, გვერდიდან ხომ უფრო კონკრეტულად ჩანს მისი გარგნობა.
გარეთ შემოდგომის სურნელი ტრიალებს, ცოტა სუსხშეპარული, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ სურნელოვანი.
დედებს, ბავშვები ბაღში მიჰყავთ, პატარები, უბოროტონი. წამით წაბორძიკდებიან და ისევ ნელი და მსუბუქი ნამიჯებით განაგრძობენ გზას. ეჰ, პატარები საოცრად მსუბუქები არიან, თითქოს წონა საერთოდ არ აქვთო. ამიტომაც არიან ისინი ბუმბულისავით მსუბუქები და ნაზები. როგორ ნათელ ფერებში ხედავენ ყველაფერს, არ იციან რა არის ღალატი, ტკივილი, მარტოობა. წაქცევის დროსაც კი უმალ ავიწყდებათ ტკივილი, დაეყრდნობიან თავიანთ პატარა თითებს , წამოდგებიან და გზას სიცილით გააგრძელებენ, განა არ არიან საოცარი არსებები? თვით უფალმაც კი თქვა“ პირველი სასუფეველში ბავშვი შევაო.“ უბიწო, შეუბღალავი.
პი, პიი, პიიიი. მშვენიერ ფიქრებსაც კი არ დაგაცდიან. თანდათან საცობიც გაიხსნა, წინა მანქანას შემოვუარე და ნაგლად ჩავუხტი წინ, სხვათაშორის უკვე ძალიან მეჩქარებოდა და ეს პატარა უსინდისობა საკუთარ თავს უმალ ვაპატიე. მძღოლმა რაღაც მწარის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ რომ დამინახა ქალი ვიჯექი საჭესთან, მაშინვე ხმა წაერთვა და თანხმობის ნიშნად გამიღიმა “გიშვებო“ თვალებით მანიშნა.
ჰა,ჰა ძლივს შევიკავე იმ წამს სიცილი, მის მზერას რომ შევხედე, ტუჩები მაგრად მოვკუმე, ერთი წამით კბილების დახმარებაც დამჭირდა, რომ ტუჩები გვერძე არ გამქცეოდა. მშვენიერი საშვალებაა.
ბედად სამსახურში 3 წუთზე მეტი არ დამგვიანებია. კიდევ კარგი სააბაზანოში ზედმეტი 10 წუთი არ შევყოვნდი, თორემ მერე მენახა...
მანქანა სადგომზე დავაყენე. საქაღალდე გვერძე სავარძლიდან ავიღე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამო ნელა გადმოვედი მანქანიდან და კიბეებს მსუბუქი ნაბიჯებით ავუყევი. საკმაოდ ბევრი საქმე მელოდა. ლიფტის ღილაკს შეუსვენებლივ ვაჭერდი თითქოს მე_7 სართულიდან ასე უფრო მალე ჩამოვიდოდა. ლიფტის კარი როგორც იქნა გაიღო და იქიდან 2 ქალი და ერთი მამაკაცი გამოვიდა. სამივე კლიენტები იყვნენ, ერთი ქალბატონი კი ნამდვილად ჩვენი კომპანიისთვის ცნობილი პირი იყო. 4 წელია ადვოკატებთან დადის, სასამართლოდან სასამართლოში. გაქდაცვლილი ქმრისგან, მემკვიდრეობიდან ერთი თეთრიც კი არ რგებია. ამბობენ “საყვარელი გაიჩინა და ქმარმა ამით დასაჯაო.“ ამდენი წელია უშედეგოდ დადის და მცირე იმედსაც ვერ აძლევენ, რომ რამე ერგება გარდაცვლილი მეუღლის ქონებიდან.

ლიფტში შევედი და მე_10 სართულის ღილაკს დავაჭირე. სანამ კარი დაიკეტებოდა უცებ ვიღააცამ ფეხი დაუხვედრა და სწრაფად გადმოდგა ლიფტისკენ ნაბიჯი.
ნიკა, ქალების გულთამბყრობელი და ნამდვილი ალფონსი. არა მართლაც სიმპატიური მამაკაცია, 26 წლის დასაოჯახებელი( ალბათ 10 წელი კიდე არ უწერია, ცოლის მოყვანა) პროკურორი( ჩემი კოლეგა) მაღალი, შავგვრემანი, მომნუსხველი გარეგნობა აქვს, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოუვა.
_არა დღეს ნამდვილად იღბლიანი დღე მაქვს. მითხრა და მაცდური ღიმილი გადაიკრა პირზე.
_რა? ვითომ არც გამიგონია მისი ნათქვამი, საბუთებს ვამოწმებდი.
_შენნაირ მშვენიერებასთნ ერთად დილიდანვე, რომ მიწევს ლიფტით მარტო მგზავრობა, იღბლიანი მამაკაცად ვგრძნობ თავს. ქათინაურებად დაიღვარა ნიკა. აჰა დამიწყო შებმა, მაგრამ ნურას უკაცრავად, მაგის ქალების , ანკეტის შევსებას არ ვაპირებ, ასე ვთქვათ ბედნიერების ღიმილი ავიკარი.
_კომპლიმენტების სკივრი ხარ, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოგივა. მაინც ვუკბინე.
_როგორც ყოველთვის დღესაც შესანიშნავად გამოიყურები. არაა, ამას გინდ ურო ჩავცხო თავში მაინც არ მომეშვება.
_გმადლობ ნიკა. ცალყბად გავუღიმე და ბედად უკვე ლიფტის კარიც გაიღო. სწრაფად გამოვედი, თანამშრომლებს მივესალმე და პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ ავიღე გეზი.
შევედი და დავინახე ჩემს ტყავის, გორგოლაჭებიან სავარძელზე, თორნიკე წამუსკუპებულა. ისეთი გამგმირავი მზერა ვესროლე... აბა რა წესია? მორიგი მაჩო.
_ოჰ, ელენიკოს ვახლავარ, მითხრა და თავისი ლურჯი თვალებით ეშმაკურად ამათვალიერა. არა სადამდე? რომელი სოფი ლორენი მე მნახეს? თავს ძალა დავატანე და მოვიკითხე.
_როგორ ხარ? აქ საიდან გაჩნდი?
_შენთან რაღაც საბუთების საქმე მქონდა და... სხვათაშორის ერთ ფინჯან ყავაზეც არ ვიტყოდი უარს. რა სიამოვნებით გავუქანებდი საბუთებს თავში! 2 წელია აქ ვმუშაობ. მოსვლის დღიდანვე ხან ერთი კაცი მიზის, ხან მეორე. რა გახდა ასეთი? ციხიდან გამოქცეული პატიმრებივით არიან, რომლებსაც ქალი საუკუნეა არ უნახავთ. მდივანს ორი ყავა შევუკვეთე, მეც არ მაწყენდა გონზე მოსვლა. სწრაფად მოვაგვარეთ საბუთების საქმე და იძულებული გახდა ჩემი კაბინეტი დაეტოვებინა.
რაღაც წვრილმან საქმეებს ვაგვარებდი, როცა უფროსმა გამომიძახა. “ შენთვის ახალი, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ბევრი სამუშაო გექნებაო. აბაა, ესეც ასეე! მძიმედ წამოვდექი ჩემი კომფორტული სავარძლიდან, სწრაფი ნაბიჯით გავედი დერეფანში და კიბეს ავუყევი.

3 თავი


კაბინეტის კარს მივუახლოვდი, ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევედი. ბატონმა ლადომ სათვალის ქვემოდან ამომხედა და ხელით მანიშნა დაჯექიო.
ლადო 49 წლის ჭაღარა მამაკაცი გახლდათ. 3 შვილის მამა და ბრწყინვალე პროკურორი. დავჯექი და სანამ თავის საქმეს მოათავებდა დაველოდე და ხმა არ ამომიღია. შემდეგ ავტოკალამით ორ საბუთზე ხელი მოაწერა და გვერძე გადადო. ცოტახანი მიყურა, შემდეგ უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და წინ დამიდო. სანამ რამეს მეტყოდა მდივანს ორი ყავა და კრუასანები შემოატანინა. თითქოს გულმა უგრძნოო. დღეს ბუფეტში არც ჩავსულვარ, რომ რამე მეჭამა. ერთი კრუასანი ავიღე, საკმაოდ მაცდურად მიმზერდა. ლადომაც ყავა მოსვა და მერე ისევ მე შემომხედა.

_ელენე, საქმე გვაქვს საკმაოდ მსხვილი ჯიბის მქონე ბიზნესმენთან. სასტუმროს უამრავი ქსელის მფლობელი და ერთ_ერთი ბიზნეს კომპანიის მოწილეა. ბრალი ედება ფულის გაფლანგვასა და მიჩქმალვაში. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს ვიღაცამ მოუწყო და მას ეს შურის ძიების გამო გაუკეთეს._ ერთ წამს შეჩერდა , ყავით პირი გაისველა და მერე ისევ განაგრძო _აი ნახე მანდ საბუთებში, მთელი მისი დოსიე მანდ არის. ქსეროასლების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო.
ირაკლი ნოდია, დაბადებულია 1980 წლის 14 ნოემბერს ( მშვენიერი დაბადების დღის საჩუქარია, ციხეში რომ გიკრავენ თავს) ერთი ჩავიქირქილე და მაშინვე პირზე ავიფარე ხელი. მოკლედ მართლაც რომ დამღლელი საქმე იქნება . პირადი ანგარიშები უნდა გადავამოწმო, შემოსავალი, გასავალი, ქსელების ყოველწლიური ხარჯი.
“მშვენივრად“ დამღლელი საქმე გადმომილოცა ბატონმა ლადომ, ვერაფერს ვიტყვი.
საბუთებში სასტუმროს ყველა ქსელზე და სხვა ბიზნესზეც საკმაოდ ეწერა, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევდა, მაგრამ მაინც ყველაფრის კარგად შესწავლა იყო აუცილებელი. აი, დაცვაზე კი ეჭმიტანილის ადვოკატს ბევრი მუშაობა მოუწევს.(ცალყბად გავიღიმე)
საქაღალდე დავხურე, სახლში უფრო კონკრეტულად გადავავლებდი თვალს, მერე კი ლადომ უფრო “ სასიამოვნო“ ინფორმაცია მომაწოდა.

_ელენე, სასმართლო პროცესი 3 კვირაში გაიმართება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედო, ყველა საწინააღმდეგო ფაქტი უნდა მოიძიო, ყოველი წვრილმანი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
_კარგით ბატონო ლადო, თავს არ დავზოგავ, მორიდებით გავუღიმე და კაბინეტი წაშლილი სახით დავტოვე. კიბეებს დავუყევი. ჩემი კაბინეტის კარი შევაღე თუ არა მაშინვე გავშეშდი, კინაღამ გული წამივიდა. ორივე ფანჯარა ქარს გაეღო, წვიმა უმოწყალოდ ასხავდა, შუშებს ზანზარი გაჰქონდათ, ყველა საბუთი რაც მაგიდაზე მელაგა აქეთი_იქით გაპანტულიყო. სწრაფად მივვარდი, ორივე ფანჯარა მაგრად ჩავკეტე და ფურცლების მოგროვება დავიწყე. გულზე მომეშვა როცა დავინახე, რომ საბუთები დასველებას გადაურჩა. ყველაფერთან ერთად ამინდიც ჩემს წინააღმდეგ განეწყო, არადა მე და გოგოები სასიამოვნო საღამოს გატარებას ვაპირებდით.
ცოტახანი კიდევ ვიმუშავე, წვრილმანი საქმეები მთლიანად მოვამთავრე, შემდეგ ამის დრო სადღა მექნებოდა? რამის არის პროცესმა კარზე მომიკაკუნოს მე კი მხოლოდ დღეს გადმომცა ლადომ საქმე. ბრწყინვალეა, ვერაფერს იტყვი.
“ ღმერთო ეხლა ამ ფულის ტომარასთან უნდა ვარჩიო საქმე.“
პროკურორობა საკმაოდ სარისკო საქმეა, მაგრამ ვისაც სულიერი ადრენალინი სწყურია, მართლაც შესანიშნავია. ბევრი ცუდი ბიძიები გამოყოფენ ხოლმე თავს, იწყებენ დაშინებას: კარიერის დანგრევით, დაშინებით. კარიერა რომ პროკურორს დაუნგრიო, თან თავისი საქმის პროფესიონალს და საზოგადოებაში დაფასებულ ადამიანს ბევრი წვალება დაგჭირდება, აი მკვლელობას რაც შეეხება ეს მართლაც დასაფიქრებელია, მაგრამ როცა ასეთ საქმეზე მიდიხარ ადამიანი, მაშინ უკვე ყველაფერი გაანალიზებული გაქვს. ძალიან ბევრი პროკურორისთვის იარაღის ტარება აუცილებლობასაც კი წარმოადგენს .
ელენეს ჯერ ამის აუცილებლობა არ შეჰქმნია, ამიტომ არც საჭიროება მოითხოვს, რომ სროლის კურსებზე იაროს და იარაღი ბუდით ატაროს.
უკვე 6 საათი იყო, ცუდი ამინდის გამო უკვე ბინდი გადაეკრა ცას. საშინლად ბობოქრობდა , თითქოს ყველა მოკვდავის ტკივილს ერთად შეეყარა თავი. ცაც ვეღარ უძლებდა ამხელა სიმძიმეს, თავსაც ვეღარ იკავებდა და ბოლოს კი გადმოახეთქა ნიაღვარივით ტკივილის ცრემლები.
შავი პიჯაკი მოვიცვი, აწეული ბოლოები ჩამოვუკეცე, ჩანთას და “ახალ საქმეს“ ხელი მოვკიდე და ლიფტისკენ დავიძარი. ლიფტთან თორნიკე შემეჩეხა. მასაც დაემთავრებინა სამუშაო და ალბათ სახლში მიდიოდა. ლიფტში შევედით და როგორც ყოველთვის წუთიერმა, შემაწუხებელმა სიჩუმემ დაისადგურა. ეესეც ასეე, ალბათ სიტყვებს ალაგებს.
_ელენე, მინდა რაღაც შემოგთავაზო და იმედი მაქვს რომ დამთანხმდები.
_გისმენ! ამან ეხლა ცოლობა რომ მთხოვოს მერე ვნახოთ სეირი. ირონიულად ჩავიღიმე ისე რომ არ შეემჩნია და დაველოდე შემოთავაზებას.
_ელენე, მინდა სავახშმოდ დაგპატიჟო, სადმე წყნარ, მყუდრო რესტორანში და თან უფრო გავშინაურდებით, აბა რას იტყვი? მოუთმენლობა დაეტყო სახეზე. ვიცი მე შენი გაშინაურება, ისევ მალულად ჩავიღიმე.
_თოკო, მისმინე! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეიდან ერთი წუთიც აღარ მაქვს თავისუფალი დრო, ბატონმა ლადომ სასწრაფო საქმე გადმომცა, რომელლიც 3 კვირაში უნდა მქონდეს მზად. ძალიან სერიოზულია და მოკლედ არანაირი ფლირტისთვის დრო არ მაქვს, იმედია გამიგებ. ალბათ ჩემი სიტყვები ნემსებივით ერჭობოდა, მაგრამ რა მექნა? მართლა ასე იყო ოღონდ ცოტა გავაბუქე, რომ ეჭვი არ შეეტანა და ჩემთან ღლაბუცი აღარ გაეგრძელებინა. ლიფტი გაიღო და ცივად დამემშვიდობა . გასასვლელი მინის კარი მომენტალურად გაიღო და თავსხმა წვიმაში კიბეებს სწრაფად დაუყვა. გოგოებიც ქვემოთ ჰოლში დამხვდნენ, სავარძელში წამოსკუპებულები და ეს სცენა რომ დაინახეს, უკვე არაერთხელ განმეორებული დუბლი, ორივე ცნობისმოყვედ შეგვათვალიერეს, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და თორნიკე რომ გავიდა ერთი გემრიელად გადაიხარხარეს. ცოტა ჩემი თავის კი შემრცხვა, მაგრამ აბა რა მექნა? ამ ვახშამს რომ კარგი არაფერი მოჰყვებოდა , ეგ ნათელი იყო. გოგოებს დავემშვიდობე და კიბეებზე რაც შემეძლო სწრაფად ჩავირბინე, მანქანაში ჩავჯექი, საქაღალდე და ჩანთა, როგორც ყოველთვის გვერძე სავარძელზე დავდე და გზას გავუყევი. წვიმა ალბათ საერთოდ არ აპირებდა გადაღებას, პირიქით უფრო და უფრო უმატებდა, ქარიც ძლიერდებოდა. ერთი სული მქონდა სწრაფად მივსულიყავი სახლში და კომფორტულად, ჩემს საყვარელ სამზარულოში გემრიელად მევახშმა.
10 წუთის გავლილი არ მქონდა გზა, რომ შესანიშნავი სანახაობა გადამეშალა.
“ მანქანის ბაზარი.“ ვინ სად იჩხირებოდა, ვინ რომელ ხაზზე მიდიოდა, ვერ გაარკვევდი.
პატრულის თანამშრომლებიც კი ვერაფერს ხდებოდნენ, რკინის ნაჭრების (მანქანების) წინააღმდეგ. ნახევარი საათი ველოდე , რამე სასწაულს მაგრამ არაფერი. “ ყოვლის შემძლე ბრუსში“ რომ არის ორი თითის გაწევით, ყველა მანქანამ, რომ უმალ დაუთმო ბრუსს გზა.
აი ეხლა, რა გამოსავალი იქნებოდა! მაგრამ სასწაულები არ ხდება. შეიძლება დღეს მთელი დღე აქ მეყურყუტა, რაც ნამდვილად არ მახარებდა. სხვა გზა არ მქონდა. უკან როგორც მომიხერხდა, მაქანა მოვაბრუნე და სასტუმროსთან გავაჩერე. ერთ საღამოს აქ გავათენებდი ღამეს, რა უჭირს? უჭირს კი არადა მშვენიერიცაა. იმედი მქონდა ჩემთვის ნომერი ექნებოდათ. საკმაოდ მაღალსართულიანი სასტუმრო იყო ასე 10 სართულამდე.
მენეჯერთან მივედი, რომელიც ჩემს დანახვაზე ღიმილად დაიღვარა, მეც გავუღიმე და მივუახლოვდი.
_გამარჯობათ. ერთი დღით ნომრის დაქირავება მინდა და თუ მოხერხდება?
_ რა თქმა უნდა, ახლავე. კომპიუტერში თავისუფალ ნომერს ეძებდა, შემდეგ კი ისევ ღიმილი გადაეკრა პირზე _22_ე ნომერი, მე_4 სართულზე. ფული გადავუხადე და გასაღები გამოვართვი. ლიფტს ველოდებოდი, როცა კარი გაიღო და იქიდან მაღალი, შავგვრემანი და თაფლისფერთვალება მამაკაცი ამოვიდა, ხშირი წამწამები კი საკმაოდ მომნუსხველს ხდიდა.
არ მახსოვ, ბოლოს როდის მომეწონა საპირისპირო სქესის ადამიანი ასე. სახე მოღუშული ჰქონდა , მაგრამ როცა დამინახა ნაკვთები გაეხსნა და მისი ტუჩების ბოლოები გვერძე დაიჭიმა. მეც მორიდებული ღიმილი შევაგებე უცნობ მამაკაცს და ლიფტში დაბნეული შევედი.
კარი ნელ_ნელა დაიხურა.

4 თავი
ეს უცხო მამაკაცი ნამდვილად მომნუსხველი გარეგნობის იყო, მაგრამ ახლა მასზე ფიქრის დრო ნაკლებად მქონდა. ლიფტი მე_4 სართულზე გაჩერდა. სასტუმროს დერეფანს პირდაპირ მივყევი და თან კარებს, ნომრით 22_ს ვეძებდი. მალე უკვე ჩემი ნომრის კართან ვიყავი. გასაღები ბუდეში მოვარგე, გადავატრიალე და კარი ნელ_ნელა შევაღე.
ნომერი საკმაოდ დიდი იყო, ევროპული ავეჯით გაწყობილი, თეთრი ტონი უფრო ჭარბობდა ოთახში, რაც უფრო ფართოს ხდიდა. ჩანთა და საბუთები თეთრი ტყავის დივანზე დავდე და საძინებლისკენ წავედი. აი ეს ოთახი კი ჩემს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ღია ყავისფერ ტონებში იყო გაწყობილი, აქა_იქ კი სპილოსძვლისფერი დომინირებდა. უზარმაზარი ლოგინი კი ოთახის შუაში იყო მოთავსებული, რომელიც მაცდური თვალით მიცქერდა და დაწოლას მთავაზობდა. მაინც ვერ ვძლიე ცდუნებას და ორი წუთით გულაღმა დავეშვი რბილ ლოგინზე, რომ დაღლილობას ცოტა გადაევლო.
ახლა წამალივით მჭირდებოდა მოდუნება, რასაც ცხელი წყალი მშვენივრად მოახერხებდა.
ამიტომ ჩემს სხეულს ვაიძულე ამოძრავებულიყო. ძლივ_ძლიობით გადმოვედი ლოგინიდან და სააბაზანოს მივაშურე. ჯაკუზი ცხელი წყლით ავავსე, შიგ ქაფიცთვის განკუთვნილი ბურთულები ჩავაგდე. მალე კი ქაფით სავსე ჯაკუზში ვნებივრობდი. თითქოს სხეულიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა და ეს ტვირთი ატლასის სამოსმა შეცვალაო, რომლის შეხების დროსაც, კანზე სასიამოვნო შეგრძნება დაგივლის. ასე 20 წუთი გაგრძელდა ჩემი ნებივრობა , შემდეგ ამოვედი, წყალი გადავივლე, თეთრი, ფუნფულა და რბილი პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და ოთახში გავედი. ცოტახანში მივხვდი რომ საშინლად მშიოდა, მე ხომ დღეს ერთი კრუასანის და ყავის მეტი ყელში არაფერი გადამსვლია. უცებ ავდექი, თავი მოვიწესრიგე და გადავწყვიტე სასტუმროს რესტორანში მევახშმა, ოთახში მარტო ჭამას ეს მერჩივნა და თან... არა, არანაირი ფლირტი, არანაირი ურთიერთობა, თუნდაც ინგლისის პრიცი იყოს და კოლინ ფარელის მიმზიდველობა ჰქონდეს, თან სასწრაფო საქმეც მაქვს. მორჩა ჯერ_ჯერობით მამაკაცები ჩემს გეგმებში არ შედიან. ოთახის კარი დავკეტე და სავაღშმოდ ჩავედი. ოფიციანტმა თავისუფალ მაგიდასთან მიმიყვანა და მიცემული შეკვეთა პატარა შავ წიგნაკში ჩაიწერა. გარემოს ვათვალიერებდი როცა ზურგი ამეწვა, ვიღაცის დაჟინებული მზერისგან. უკან მიტრიალება არც მიცდია, სანამ ვიღაცის მოახლოება არ ვიგრძენი. თავი უკან მივაბრუნე და ხელში ის უცნობი მამაკაცი შემრჩა.
მიღიმოდა და თან თვალს არ მაშორებდა. მე ურეაქციოდ მოვბრუნდი თითქოს ს ღიმილი მე არც მეკუთვნოდა. ეს შეკვეთა მაინც სად იყო, ამდენი ხანი? მასზე მაინც გადავიტანდი ყურადღებას. იმ უცნობმა არც აცია არც აცხელა ახლა წინიდან მომიარა და ისევ თავბრუდამხვევი ღიმილი მომიძღვნა.
_გამარჯობათ! ეს ადგილი თავისუფალია? ჩემ მოპირდაპირე სკამზე მიმითითა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. ეჰ, რაც იქნება , იქნება.
_დღეს ამ სასტუმროში პირველად გნახეთ, კმაყოფილი ხართ მომსახურებით? მშვენიერი დასაწყისია.
_დიახ, რა თქმა უნდა, სასტუმროში მოხვედრის მიზეზს კი საცობს უნდა ვუმადლოდე.
_ჰა, ჰა , არა ზოგჯერ რა კარგ საქმეს აკეთებს ხოლმე საცობში მოხვედრა. ცინიკოსი.
_ბატონო! ვერ მივხვდი საით მიჰყავდა საუბარი.
_ეს შემთხვევა რომ არა ერთმანეთს ვე გავიცნობდით_მაცდურად გამიღიმა და განაგრძო_ ხომ მართლა მე ირაკლი ნოდია ვარ, ამ სასტუმროს მფლობელი.
რაააააააა! თითქოს მილიონმა პატარა არსებამ ერთად ჩამცხო თავში რაღაც მძიმე. ფერი დავკარგე. აი ჩემი ფულის ტომარა ბიძიაც, რომ იცოდეს თავის მოწინააღმდეგეს და რამის მტერს, რომ აბავს ამ იმ წამსვე მომისვრიდა თავის სასტუმროდან, მერე მენახა სეირი.
რაო ვერ შევხვდებოდითო? “ბატონო ფულის ტომარა 3 კვირაში სასამართლო პროცესზე აუცილებლად შევხვდებით.“ სასწრაფოდ მოვიმიზეზე “ ცუდათ ვარ და დასვენება მჭირდება თქო“ ბოდიში მოვიხადე, შეკვეთა წყალსაც წაუღია. რა ფლირტი, რის შებმა, ეგ კი არადა კაცი რამის მე უნდა გავუშვა ციხის საკანში, მაგრამ რა ჩემი ბრალია? არ მაინტერესებს და მორჩა! აი საბუთები კი რომ გამახსენდა, აი ჩემი მაშინ დამემართა.
_აბა მოემზადეთ საბუთებო, კარგათ უნდა შეგისწავლოთ! სიმწრის ღიმილმა მაშინვე სახეზე გადამკრა. დივანზე წამოვწექი და საქმის გაცნობას შევუდექი. იმდენი რამე გავიგე მის კაპიტალდაბანდებებზე და საერთოდ მის ბიზნესსზე, ტვინი ალბათ მალე თავისით გაითიშებოდა. რამის მიმეძინა ისე გადავიღალე, რომ არა კარზე გადაბმული კაკუნი.
ძლივს ავითრიე სხეული, გაოგნებული მივდიოდი კარების გასაღებად, ააა ალბათ შეკვეთას, რომ არ დაველოდე აქ მომიტანეს, მაგრამ არავინ იცის ვინ ვარ ან რომელ ნომერში გავჩერდი, მენეჯერის გარდა. სწრაფად გავაღე კარი ხელში კი... სიმწრის ოფლმა დამასხა. ოღონდ ეს არა.
_შეიძლება! თავისი ხავერდოვანი ბარიტონით, სულ თავბრუ დამახვია, თავისი ღიმილით კი ისევ ჩემი დატყვევება განიზრახა. ოხ ირაკლი.
_რა თქმა უნდა, მობრძანდით. ოჰ, როგორ სიამოვნებით დავტოვებდი აქაურობას, ამ წამსვე.
_ მითხარით ცუდათ ვარო და ვიფიქრე რამე სერიოზული ხომ არ არის თქო, უკაცრავად თუ შეგაწუხეთ.
_მადლობთ მოკითხვისთვის, მაგრამ არ იყო საჭირო, უბრალოდ ცუდათ ვიგრძენი თავი და...
_კარგი, კარგა... თქვენი სახელი ჩემთვის არ გითქვამთ.
_ელენე, დაბნეულმა ვუპასუხე.
_კარგით, დაისვენეთ ელენე, შეხვედრამდე!
“ სასამართლოზე შეგხვდებით“ გავიფიქრე და თითქოს გულის რაღაც ნაწილში ტკივილი ვიგრძენი. კარი ნელა დავხურე , საბუთებს გვერდი ცივად ავუარე და საძინებლისაკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.


5 თავი
ღამე რამის თეთრად გავათენე. რა მინდოდა ამ სასტუმროში ფეხს რომ ვადგამდი? მეცადა თუნდაც 2 საათი, საცობი სანამ გაიხსნებოდა, ასეთ მდგომარეობაში ხომ აღარ აღმოვჩნდებოდი!
საქმეში ყველაფერი კონკრეტულად უნდა შემესწავლა, რომ ჩემი საქმისთვის არ მეღალატა და პროცესი არ წამეგო. თან ისეთი ძლიერი სამხილები უნდა შემეგროვებინა(მითუმეტეს თუ მართლა დამნაშავე იყო) , რომ მოსამართლეს სამართლიანი განაჩენი გამოეტანა.
უნდა გამეწირა ციხისთვის ისეთი მამაკაცი, რომელიც...
საერთოდ რაში ვიდანაშაულებდი თავს არ ვიცოდი, მაგრამ გულში რაღაც ჭვალივით მაინც მერჭობოდა. გამთენიისას ცოტახნით ჩამთვლიმა, სანამ კარზე კაკუნის ხმა არ შემომესმა. არაა! ნუთუ ჩემს მოსაკითხად ადგებოდა ასე ადრე , ოღონდ ის არ ყოფილიყო, ოღონდ ის არა! სწრაფად გადავიცვი ტანასცმელი და ჩქარი ნაბიჯებით წავედი კარის გასაღებად. გავაღე და გულის ცემა მაშინვე სტაბილური გამიხდა. ჩემთვის საჭმელი მოეტანათ. შოკოლადიანი კრუასანები, ფორთოხლის წვენი და ხილი. სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონს მადლობის ნიშნად 20 ლარიანი მივეცი, შემდეგ კი ჩემს საუზმეს მივუბრუნდი. ერთი კრუასანი რომ შევჭამე, მერე ლამაზად დაჭრილ ხილს გემრიელად შევექეცი და თან ფორთოხლის წვენს, ყინულით სიამოვნებით ვაყოლებდი. როცა დავნაყრადი, თავი მოვიწესრიგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შანელის N 5 ვიპკურე, ჩემს ნივთებს ხელი მოვკიდე და სასტუმროს ნომერი სწრაფად დავტოვე. ლიფტი საბედნიეროდ არ იყო დაკავებული და მალე ჩემს პირდაპირ გაიღო. როგორც კი პირველ სართულზე აღმოვჩნდი, მაშინე მივედი მენეჯერთან, გასაღები მივეცი და საჩქაროდ დავტოვე სასტუმრო. მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუყევი.
ეხლა ბატონმა ირაკლი ნოდიამ, რაც უნდა ის ქნას, ნომერში და საერთოდ სასტუმროშიც რომ აღარ დავხვდები, აი სასამართლოში კი შესანიშნავი შეხვედრა გამოვა.“ პაემანი“ სასამართლო პროცესზე. მშვენიერი ურთიერთობის დასაწყისია. პირდაპირ შესაშური.
ღმერთო რას ავიჩემე? ის ხომ ერთი რიგით განსასჯელია? სწორედ ეს არის საქმე, არ ვიცი!
ცოტახანში როცა დავმშვიდდი ლადოს დავურეკე ოფისში.
_ბატონო ლადო, რაღაც საქმესთან დაკავშირებით გირეკავთ.
_გისმენ გენაცვალე, ისე დღეს ოფისში რომ მოხვიდოდი მერე გაგვერკვია.
_სწორედ მაგასთან დაკავშირებით გირეკავთ, დაახლოებით 2 დღე ოფისში ვერ მოვალ ამ საქმის გამო, ყველაფერი დეტალურად უნდ შევისწავლო, ერთ_ორ ადგილასაც მომიწევს შევლა და ამიტომ ვერ მოვახერხებ ცოტახნით მანდ მოსვლას.
_რა თქმა უნდა, რაც უფრო კარგი იქნება საქმისთვის ელენე, ისე გააკეთე, პროცესი სრულიად სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
_დიახ, ბატონო ლადო, ახლავე დავიწყებ მაგაზე მუშაობას.
_კარგათ ელენე, შენი იმედი მაქვს, ამიტომაც მოგეცი ეს საქმე.
_გასაგებია, კარგათ ბრძანდებოდეთ. სახეზე ალმური წამეკიდა. _არა საქმეს ბოლომდე მივიყვან. საჭეს ხელი რამდენჯერმე დავარტყი და სისწრაფეს მოვუმატე. ჯერ სახლში შევიარე, ტანსაცმელი გამოვიცვალე , შემდეგ სადაც უნდა წავსულიყავი საქმის გამოსაძიებლად , ყველა მისამართი ლადომ ჩამაწერინა.
პირველად იმ კომპანიაში ვიყავი სადაც ირაკლი ნოდია იყო მოწილე. როცა მივედი ჩემი ვინაობა მენეჯერს მოვახსენე და რა საქმეზეც ვიყავი მოსული და ვთხოვე კომპანიის პრეზიდენტთან შევეხვედრებინე. საბედნიეროდ ოფისში იყო და შეხვედრაზე თანხმობა განმიცხადა. მის კაბინენტამდე მდივანმა მიმაცილა. ბატონ რევაზს ყველაფერი მოვახსენე და ვუთხარი, რომ ირაკლის საქმეები ჩემთვის ეჩვენებინა რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა. კომპიუტერში შეყვანილი ყველა მისი ფაილი გადავქექე და როგორც ველოდი ბევრ უზუსტობას წავაწყდი, მაგრამ ასე ადვილი თუ იყო? არა აქ სხვა რაღაც იმალებოდა! შეიძლება მართლა მოუწყეს, აბა ამდენი უზუსტობა? დებილი ხომ არ იყო ის კაცი, ასე უშიშრად რომ დაარღვია კანონები და ფულის ფლანგვა დაიწყო? მე კი ამას ყველაფერს დაპირისპირების მიზნით გამოვიყენებდი, მაგრამ თუ უნდოდა ირაკლის ადვოკატს თავისი კლიენტი გაემართლებინათ ამისთვის საკმაო მუშაობა მოუწევდა. შურისძიება სუფთად, მაგრამ სულელურად იყო ჩადენილი, თუ ასე იყო. თუ დებილი არ არის ის კაცი ყველაფერს გაარკვევს და ირაკლის ციხეში არ გააშვებინებს მოსამართლეს.
არა უნდა მოვეშვა ამ სისულელეებს! მე ჩემი საქმე მაქვს და მას უნდა მივხედო, მე პროკურორი ვარ და არა ადვოკატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უსამართლობას შევეგუები, დარღვევები არის საქმეში? მაშინ ეცადონ რომ ყველაფერი გაარკვიონ.
ყველაფერი ფლეშკაზე გადმოვიტანე, სახლში უფრო კარგათ შევისწავლიდი და დასკვნას ცივი გონებით გამოვიტანდი. შემოსავალი, გასავალი ყველაფერი აღწერილი იყო, ამიტომ მეორე საქმე მქონდა კიდევ გადასამოწმებელი, ფული რამდენად ზუსტი რაოდენობით ირიცხებოდა. ბატონ რევაზს მადლობა გადავუხადე თანამშრომლობისთვის, ოფისი დავტოვე და ბანკის გზას დავადექი, საიდანაც ხშირად რიცხავდა ირაკლი ფულს, უნდა შემემოწმებინა რამდენი იყო გადარიცხული თითოეული საქმისთვის და მერე უნდა დამეპირისპირებინა იმ რიცხვებისთვის, რაც ფაილებში მოვიძიე.
მივედი ბანკში იქაც წარვუდგინე ჩემი თავი და ვუთხარი, რომ ირაკლი ნოდიას ხარჯების ქსეროასლები გადმოეცათ ჩემთვის, რაც დიდ საქმეს გამიკეთებდა სასამართლო პროცესზე. ერთ_ერთი თანამშრომელი ბანკის უფროსს დაუკავშირდა და სიტუაცია მოახსენა.
“ ასე და ასეა საქმე და ნებას მრთავთ კლიენტის საბუთები, პროკურორს საქმისთვის გადავცეო?“ ტელეფონში თანხმობა მიიღო ახალგაზრდა ბიჭმა. საქმე გამოიტანეს, ქსეროასლები გადაიღეს და ღიმილით გადმომცეს. “ ესეც ასე, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, უტყუარი სამხილები უნდა შევკრიბო და საქმის გახსნას, ჩემთან ერთად , ირაკლის ადვოკატსაც მივანდობ. თუ უდანაშაულოა ამის დამტკიცება მის ადვოკატს არ გაუჭირდება.“
სახლში გამოწურული ლიმონივით დავბრუნდი. სამხილების პოვნით და სიმართლის გასარკვევად რაც რაც ვნახე, ირაკლის ბიზნეს საქმეებში , ყველა ხელთ მქონდა.
2 კვირა და 5 დღე მქონდა, სასამართლო პროცესამდე, მაგრამ მე ისე უკვე აღარ ვღელავდი, 1 დღეში ყველა საქმე შევკრიბე, ახლა მხოლოდ კარგათ დაკვირვება სჭირდებოდა ყველა დეტალს და საქმეც მოგვარებული იქნებოდა. “ ყოჩაღ ელენე ბრწყინვალედ იმუშავე“ ვთქვი, შემდეგ ყველა საქმის საბუთი ერთად ავიღე, ფლეშკასთან ერთად და კაბინეტის, მაგიდის უჯრაში მოვათავსე, საქმის გამოძიებას ხვალ მივუბრუნდებოდი.


6 თავი
დილიდა მაგიდას მივუჯექი. ნოუთბუქი წინ დავიდე და ფლეშკიდან ფაილები გადმოვიტანე. დეტალურად ჩავიკითხე, რა როგორ იყო. ნამდვილად ბევრი დარღვევა აღმოვაჩინე, მაგრამ ახლა ბანკიდან წამოღებულ ქსეროასლებზე დაკვირვება იყო საჭირო. დაემთხვეოდა თუ არა კომპიუტერში ნანახ დანახარჯს, ბანკში გადარიცხული თანხა, რომელსაც ირაკლი რიცხავდა.
ავიღე საბუთები და ახლა მათი კითხვა დავიწყე. არა, ყველაფერი ემთხვეოდა, ესეიგი ირაკლი მაღთლა დამნაშავე იყო და მე მის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი სამხილები მებყრო ხელთ, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის მაინც საეჭვოდ რჩებოდა. ვერ გამეგო ასე ადვილათ და ჩახლართვის გარეშე ეთაღლითა ირაკლის, რატომ არ გააკეთა ისე რომ ყველაფერი გადაემალა? ნუ რა თქმა უნდა ბანკში ვერაფერს იზავდა, მაგრამ ეს საბუთები? ალბათ სწორედ აქედან შეიტყვეს მისი თაღლითობის ამბავი, მაგრამ რომელი სულელი გააკეთებდა ასე, რომ საკმაოზე მეტი ფული მოეტეხა და საქმე არ მიეჩქმალა, ყველა ფართო თვალის დასანახად ვინ გამოფენდა, თავის დანაშაულის დამამტკიცებელ საბუთებს?
თუ მართლა სულელი არ იყო. აი ეხლა მართლა გამიჩნდა ეჭვი რომ ეს ირაკლის ვიღაცამ მოუწყო. იმის მიუხედავად, რომ მე პროკურორი ვიყავი, სიცრუეზე მაინც ვერ დავხუჭავდი თვალს, რომ ჩემი საქმეში და უფროსების თვალში პლიუსი დამეწერა.
რაღაც უნდა მეღონა რომ თუ ირაკლი პატიოსანი ადამიანი იყო და მას ეს მართლაც მოუწყვეს და ტყუილა დასდეს ბრალი, მაშინ ისღა მრჩებოდა დამდვილი დამნაშავის კვალზე გავსულიყავი და სწორედ ის გამესამართლებინა მოსამართლის თვალში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, არამც და არამც არ მივიღებდი ლადოს რომ არ დავკითხებოდიი, რადგან ეს უკვე ადვოკატის საქმე ხდებოდა და რჩევა აუცილებლად მესაჭიროებოდა.
გადავწყვიტე დღესვე მივსულიყავი ოფისში . სწრაფად გავიხადე საღამურები და სამსახურისთვის შესაფერისი ტანსაცმელი ჩავიცვი: შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი, შავი მუხლსზემოთ ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მკრთალი სადა მაკიაჟი გავიკეთე, ჩემი საყვარელი სუნამო ვიპკურე და მანქანით უკვე 5 წუთში სამსახურისკენ მიმავალ გზას ვედექი.



ირაკლი, ირაკლი საკმაოდ წარმატებული და კარგი ბიზნესმენი გახლდათ. 32 წლის ასაკში უკვე ზედმეტად ბევრს მიაღწია. უამრავი სასტუმროს ქსელებით დაწყებული, სხვადასხვა მსხვილი ბიზნესით დამთავრებული ყველაფერს ის განაგებდა.
მამა პატარა იყო რომ გარდაეცვალა და დედამ წვალებით მიაღებინა ირაკლის უმაღლესი განათლება, რაც სამაგალითო შვილმა ასმაგად დაუფასა. ბიზნესში მართლაც გაუმართლა, მაგრამ ურთიერთობა ქალებთან ვერა და ვერ ააწყო.
ირაკლი ქალებთან ურთიერთობის დროს საკმაოდ თავდაჭერილი და მომთხოვნი იყო. ვერ იტანდა სულელ ქალებს, როგორი ლამაზებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომაც ხშირად ვერ ეწყობოდა მათ. 2_3 დღიანი ქალები იცოცხლე ბევრი ჰყავდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ანიჭებდა ჭეშმარიტ სიამოვნებას. ვერა და ვერ იპოვა შესაფერისი პარტნიორი, რომელსაც ეყვარებოდა იგი და არა მისი სქელი ჯიბე. ბევრი მდიდარიც ტრიალებდა მის ირგვლივ, ჭკვიანები, ლამაზები, მაგრამ მის გულთან ახლოს მაინც ვერავინ მიდიოდა.
მაგრამ როცა ელენას შეხვდა თითქოს რაღაც გაკრთა მის გულში. შეიძლება მასზე არაფერი იცოდა ირაკლიმ, მაგრამ მაინც ძალზედ დაინტერესდა გოგოMiss, მაგრამ მეორე დღეს შუადღისით რომ ააკითხა ნომერში, ის იქ უკვე აღარ დახვდა. შემდეგ მენეჯერთანაც მივიდა, რომ ეკითხა ტელეფონის ნომერი ხომ არ დაუტოვებიაო, ამის იმედით იყო მაგრამ იმედი გაუცრუვდა. საოცრად დაინტერესდა იმ გოგოMiss “ ელენე“ სიამოვნება მორეული ჩურჩულებდა ხოლმე თავისთვის. ამ გოგონამ დააინტერესა თვით ირაკლი ნოდია, ალბათ იმიტომ, რომ სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, ლამაზიც იყო, ჭკვიანიც, მაგრამ კიდევ რაღაცით გამოარჩია, რამაც ნოდია მიიზიდამ ამ გოგოსგან რაღაც საოცარი მუხტი მოდიოდა, რაც ირაკლისთვის სრულიად შეუცნობელი და მომნუსხველი იყო.
სად უნდა ეძება არ იცოდა, არავერი არ იცოდა ელენეზე. იმედი გადაეწურა რომ მას ისევ ნახავდა, სრულიად განსხვავებულს სხვა ქალებისგან და რაღაცნაირად იდუმალებით მოცულს. ის არ ჰგავდა სხვებს, რომლებიც ირაკლის მომნუსხველ ღიმილზე ეცემოდნენ და ყველა ხერხს მიმართავდნენ, რომ მისი გული მოეგოთ. ხანგრძლივი რომანები არასოდეს ჰქონია, უინტერესო და გახსნილი ქალები ძალიან მალე ბეზრდებოდა. აი ელენე კი ელენე მართალაც სულ სხვა იყო, თითქოს შორს იჭერდა ირაკლისგან თავს იმ დღეს, თავშეკავებაც და თან მორცხვობაც ეტყობოდა ამ პატარა ქალბატონს, რაც მის კდემამოსილებას პირდაპირ უსვამდა ხაზს. ნეტავ ოდესმე თუ კიდევ შემოივლიდა სასტუმროში? ეჰ, ვინ იცის!


ელენე როგორც კი ოფისში მივიდა მაშინვე ბატონი ლადოს კაბინეტისკენ გასწია. კარზე ნელა დააკაკუნა და მძიმედ შედგა ფეხი ოთახში.
_ ოჰ, ელენე, მეგონა ხვალამდე არ აპირებდი გამოსვლას სამსახურში, მოაგვარე საბუთების საქმე?
_ დიახ ბატონო ლადო და სწორედ ამის გამო მოვედი, რომ რაღაცეები გამერკვია.
_ელენე, მითხარი რამე ისე ვერ არის?
_იცით თითქოს ყველა სამხილი ირაკლი ნოდიას წინააღმდეგ მოქმედებს, ბანკის საბუთებიც სადაც დანახრჯია დაჯგუფებული და იმ საბუთებშიც რომელიც ირაკლის კომპიუტერში ვიპოვე, ბატონი რევაზის, კომპანიის პრეზიდენტის დახმარებით, მაგრამ რაღაც ისე მაინც ვერ არის , ბატონო ლადო.
_აბა მითხარი რას ფიქრობ, რამე ისეთი ნახე რამაც დაგაეჭვა.
_იცით, ეს ამდენი სამხილი მის წინააღმდეგ, პოცესს აუცილებლათ მომაგებინებს, მაგრამ მე მინდა იყოს ეს ყველაფერი სამართლიანად გაკეთებული.
_რა თქმა უნდა, ელენე ასეც უნდა იყოს, აუცილებელი არ არის პროკურორმა ყველა საქმე მოიგოს, რომ წარმატებას მიაღწიოს, პროკურორი იმისთვის არსებობს, რომ სიმართლეს ემსახუროს. ეხლა შენ მითხარი რაში შეგეპარა ეჭვი?
_მართა ჩახლართული საქმეა რომ გადავხედე ორივე სამხილს ყველაფერი დაემთხვა, არავითარი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ეს ირაკლის ნოდიას ჩადენილი იყოს და ვფიქრობ, როგორც ამბობენ მას ეს მოუწყვეს, რადგან ამდენი სამხილი მის წინააღმდეგ არის, რაც ნამდვილად ბადებს ეჭვს, თუ ნამდვილად ის არის დამნაშავე, ხომ უნდა გადაემალა ეს სამხილები, რომ ფართო მასებს არ ენახათ და ციხეში არ ეკრათ მისი თავი. მემგონი ჩვენ სხვაგან უნდა ვეძებოთ დამნაშავე.
_ელენე რატომღაც ამაზე არ მიფიქრია, ნამდვილად არის ეჭვის საფუძველი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ირაკლის ეს მოუწყვეს, მაგრამ თუ მართლაც ასეა, სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება, რომ ნამდვილ დამნაშავეს მივაგნოთ.
_ ამის გასარკვევად თავს არ დავზოგავ, მაგრამ ამისთვის აუცილებლად თვითონ ირაკლისთან მომიწევს შეხვედრა, ვიცი რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად გავარკვევ.
ბატონ ლადოს დავემშვიდობე და გადავწყვიტე პირდაპირ ირაკლი ნოდიას სასტუმროში მივსულიყავი.

“ ელენე აღიარე რომ მხოლოდ სიმართლის გასაგებად არ გინდა ამ საქმის გახსნა, აღიარე, რომ შენ ირაკლის დაპატიმრება არ გინდა, რადგან შენ ის კაცი მოგწონს და გიზიდავს, აღიარე!“ ასეთ კამათში იყო ცოტახანი ელნე საკუთარ თავთან, მაგრამ ჯიუტად არ ტყდებოდა, რომ მას სხვა მიზნებიც ამოძრავებდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო ბოლოს ამხელა ზეწოლას საკუთარი თავისგან და აღიარა, აღიარა რომ საოცრად მოსწონდა ირაკლი და არ სურდა დაეჯერებინა რომ ის მართლა დამნაშავე იყო. მაგრამ ბოლოს შეიძლება ამ ეჭვებს, მალე ნამდვილ სიმართლესთან მიეყვანა და ირაკლი ეხსნა ციხის გისოსებისგან.


7 თავი
ფეხები უკან მრჩებოდა. ახლა საერთოდდ არ ვიყავი სიმართლის სათქმელად განწყობილი და მასთან სალაპარაკოდ, მაგრამ ახლა თუ არ შევხვდებოდი, თანდათან უფრო გამიჭირდებოდა. სიჩქარეს მოვუმატე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულებულიყო ჩვენი შეხვედრა, რომ რამე არ შემმჩნეოდა, რომ მის მიმართ სინპათიით განვიმსჭვალე.
სასტუმროში მივედი თუ არა მაშინვე მენეჯერს ვთხოვე ირაკლი ნოდიასთვის გადაეცათ, რომ ელენე მაჭავარიანს მასთან შეხვედრა სურდა. ჰოლში ტყავის სავარძელში ჩავეშვი და მას დავუწყე ლოდინი. ლიფტი მალე გაჩერდა პირველ სართულზე და იქიდან თეთრ პერანგიანი და ჰალსტუხიანი ირაკლი ნოდია გამოვიდა. საოცად სიმპათიური, თეთრი პერანგი კი ხაზს უსვამდა მის გარულ კანს, რომელიც უფრო მამაკაცურ იერს აძლევდა.
რომ დამინახა, სახეზე სიამოვნების ალმურმა გადაჰკრა და თვალებანთებული გამოემართა ჩემკენ. მოკრძალებით გავუღიმე და პირდაპირ სათქმელზე უნდა გადავსულიყავი, თორემ ჩემს გრძნობებს უკვე ვეღარ მოვთოკავდი, თავისი მზერით ჰიპნოზს მიკეთებდა.
_ გამარჯობათ ირაკლი, მე ელენე მაჭავარიანი ვარ პროკურორი, რომელიც თქვენს საქმეს განაგებს. ეს ვუთხარი თუ არა შევნიშნე როგორ განიხიბლა და მისი თვალები უკვე გაკვირვებით მიმზერდნენ. ესეც კარგი ტიპია რა, აბა რა ეგონა ამის მომნუსხველი ღიმილისთვის მოვედი აქ? ძალიან შემცდარა თუ ასე იფიქრა .
რესტორნისკენ გამიძღვა რომ უფრო მშვიდათ გველაპარაკა. მე მხოლოდ ფორთოხლის წვენი შევუკვეთე ყინულით, ირაკლიმ ყავა და მერე ისევ ყურადღებით ჩამაშტერდა თვალებში. არა რა მის მზერას მემგონი მზეც ვერ გაუძლებს და ჩაქრება. ლაპარაკის დაწყება თავის თავზე აიღო, რადგან მიხვდა რომ ცოტა დაძაბული ვიყავი.
_აბა ელენე ჩემთან რამ მოგიყვანა, რამე გაქვთ გასარკვევი. მისი ყოველი სიტყვა ირონიით იყო გაჟღენთილი. “ ამას ვუჩვენებ სეირს.“ გავიფიქრე და ჯიქურ მივაშტერდი თვალებში.
_ირაკლი, მე გადავხედე თქვენს საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი სამხილია თქვენს წინააღმდეგ მომართული, რაც ეჭვს ბადებს, თუ თქვენ მართლა დამნაშავე ხართ , ხომ უნდა დაგემალათ ეს სამხილები? რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ, რაც მაეჭვებს იმაში, რომ ამ საქმის უკან სხვა პირი დგას. ჩემს ამ მონოლოგს ალბათ არანაირად არ ელოდა, განცვიფრებული მიყურებდა.
_ელენე, ეს რა საჭიროა ვერ გავიგე, თქვენ გაქვთ უამრავი სამხილი ჩემს წინააღმდეგ, რაც იდეალურად დაგეხმარებათ პროცესის მოგებაში, ეს არ არის თქვენი, პროკურორების მიზანი? თითქოს რაღაცამ გაიბრწყინაო მის თაფლისფერ თვალებში.
არა საოცრად გავბრაზდი მის ამ სიტყვებზე, აშკარად აზრზე არ არის პროკურორები რისთვის არსებობენ. თავი მოვთოკე რომ რამე უკმეხად არ მეთქვა და თავდაჭერილად დავიწყე მის, სრულიად აბსურდულ კითხვაზე პასუხის გაცემა.
_ირაკლი, ძალიან ცდებით ასე თუ ფიქრობთ. პროკურორი ემსახურება სიმართლეს
და არა უფროსობას. და იმისთვის არ ასწორებს ღამეებს საქმის გასარკვევად, რომ მხოლოდ პროცესების მოგებაზე იფიქროს. ამას თავი დავანებოთ და მე თქვენთან სერიოზული საქმე მქონდა და არა იმისთვის, რომ თქვენთვის ამეხსნა როგორები არიან პროკურორები და რატომ სურთ პროცესის მოგება. მე დავეჭვდი რომ შეიძლებოდა თქვენ არ იყოთ თაღლითი და ეს ვიღაცამ მოგიწყოთ და მე ამ საქმეში სწორედ დამნაშავეს ვეძებ, თქვენთვის საწინააღმდეგო სამხილები, გადაშლილი წიგნივითაა ყველასთვის და თუ თქვენ მართლა დამნაშავე იქნებოდით, აუცილებლად გადამალავდით სამხილებს.
_ ნუთუ?
_ ირაკლი მოეშვით ამ ცინიზმს და საქმიანად მოეკიდეთ ამას, თუ ციხეში ჩაჯდომა ძალიან გინდათ და უკვე ვეღარ ითმენთ? თვქალებში ჯიქურ ჩავაშტერდი და მივახვედრე გეყოს თქო.
_ელენე ერთი რამე მაინტერესებს, ამას რატომ აკეთებ? აჰაა, დაიწყო. სიყვარულს რომ არ ავუხსნი ვერ ხვდება? _ მითხარით, მაინტერესებს რატომ?
_რატომ? იმიტომ რომ თუ თქვენ არ ხართ დამნაშავე, მაშინ ეს საქმე უნდა გამოვიძიო და თუ თქვენ აღმოჩნდებით ის თაღლითი, აუცილებლად მიგაბრძანებთ ციხეში. ისე ბავშვურად დავემუქრე კინაღამ იქვე წამსკდა სიცილი.
_ ჰა, აჰ , ჰა, თქვენ აღარ ხუმრობთ ელენე. კარგით რა გაინტერესებთ, მკითხეთ? პირდაპირ ვაჯახე:
_ვისზე გაქვთ ეჭვი? გაკვირვებული და დანისლული თვალებით ამომხედა.
_ თქვენ რა მართლა გაინტერესებთ ვისზე მაქვს ეჭვი? ოხ, ისევ ეს ირონია . რა სიამოვნებით მოვგუდავდი ეხლა ამ კაცს თავისივე ჰალსტუხით. სუფთა დეგენერატია, ვითომ ვერ ხვდება რისთვის მოვედი, რა აინტერესებს, მის გამო ხომ არ მოვედი ? ვერ ეღირსება!
_ დიახ სწოედ ეგ მაინტერესებს, ვისზე გაქვთ ეჭვი?
_ კარგით გეტყვით, ჩემს ერთ_ერთ ყოფილ პარტნიორზე , რომელთანაც რაღაც საქმეზე სერიოზული უთანხმოება მომივიდა და სამსახურიდან მოვხსენი.
_რა ჰქვია და სად შეიძლება ვიპოვო?
_დათო რაზმაძე, მასთან ლაპარაკს და ჩამჭრელ კითხვებს აზრი არ აქვს.
_ეგ მე ვიცი_ მტკიცედ განვუცხადე და ყველაზე მთავარ შეკითხვაზე გადავედი_ მიუწვდებოდა თუ არა მას თქვენს ანგარიშებზე ხელი?
_უკაცრავად თქვენ ჩემს დაცვას ცდილობთ? იმედი გაუკრთა თვალებში.
_ბატონო ირაკლი დაცვით თქვენმა ადვოკატმა დაგიცვათ, მე სიმართლის გარკვევა მჭირდება და ნამდვილი დამნაშავის გასამართლება, და თუ ეს თქვენ აღმოჩნდებით, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად მოვიგებ პროცესს. პირდაპირ მიზანში მოვარტყი.
ტუჩები მოეღრიცა და თვალებში მოურიდებლად ჩამაშტერდა, თითქოს იქ რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო.
_ბატონო ირაკლი, მომეცით დათო რაზმაძის მისამართი და ყველაფერს გავარკვევ.
მის ყველა მოქმედებაში, საქციელში, საუბარში, ვხვდებოდი რომ ის მართლა უდანაშაულო იყო, მას არც უცდია ჩემთვის რამე ზედმეტად მოეხვია თავს. ოფიციანტს კალამი და ფურცელი გამოართვა და ის მისამართი დამიწერა სადაც შემეძლო რაზმაძე მენახა.
_ელენე, ჩემი ადვოკატი ბევრს ეცადა, რომ რამე ეპოვა მის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოთ, ვერაფერს გახდები!
_შენ ასე ფიქრობ?_ გავთამამდი და თქვენობითით აღარ მივმართავდი_ ეგ უკვე ჩემი საფიქრალია.
ფეხზე წამოვდექი რომ მალე დამეტოვებინა ეს სასტუმროც და მისი მფლობელიც, მაგრამ ირაკლი წინ გადამიდგა, კლდესავით და წასვლის საშუალებას არ მაძლევდა. ღმერთო, მისმა დახვეწილმა სუნამოს სურნელმა რამის ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ მაინც ვცდილობდი დავსხლოტომოდი და სწრაფად წავსულიყავი. უცებ წელზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, ერთი ხელით მკერძე მიმიკრო ირაკლიმ, მეორე ხელი თმაში შემიცურა და ჩემს ტუჩებს თვალებით ჭამა დაუწყო, ცოტაც და მაკოცებდა, მისი სუნთქვა უკვე სახეში მცემდა, ტუჩები პატარაზე გაეპო, რომ უცებ ვიღაცამ დაუძახა და როცა თავი უკან მიაბრუნა, მე დრო ვიხელთე, ხელიდან დავუსხლტი და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ.
უკან აღარც მიმიხედავს ისე ჩავჯექი მანქანაში და გზას დავადექი. ალბათ ძალიან გაწბილებული დარჩა, მაგრამ არა უშავს რა, ეგრე მოუხდება!


8 თავი
მეორე დღეს იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მაინც წავედი ოფისში.
ცოტახანი რაღაც წვრილმან საქმეებს ვაგვარებდი, რომ ოთახში თორნიკე შემოვიდა. ეტყობოდა რომ წყენამ გადაუარა.
_ვა ელენე, ეს დღეები სად დაიკარგე? მთელ კოლექტივს რომ მოგვანატრე თავი.
_საქმეზე ტოკო, საქმეზე . მთელი დღეები გადარბენაზე ვარ და ლამისაა პროკურორობის საქმიდანაც ავიღო ხელი.
_ჰა, ჰა, აშკარად ლადოს მართლაც საჩალიჩო საქმე გადმოულოცია, როგორც ვატყობ ნუნიას წვენში გაგწურავს ეგ საქმე, მეტი ადვილი ვერაფერი მოგცა იმ გამოჩერჩეტებულმა ბერიკაცმა?
_ოჰ, თოკა, თოკა, ზუსტად მოარტყი მიზანში, 2 დღეა რაც დავიწყე და სადაცაა ქანცი გამწყდება, მაგრამ მერე “მუღამში“ თუ შევედი ვეღარავინ გამაჩერებს. ერთი გადავიკისკისე და ისევ სერიოზული სახე მივიღე.
_ელენე, ხო რატომ შემოვედი, დღეს მზიას დაბადების დღე აქვს, ჩვენს ბუღალტერს და თანამშრომლები დაგვპატიჟა და უარი არ გამაგონო.
_ აუუ, მართლა ბევრი საქმე მაქვს და არ ვიცი შევძლებ თუ არა მოსვლას.
_აპ, აპ, აპ , არავითარი საქმე! დღეს საღამოსთვის უნდა დაისვენო ყოველგვარი დამღლელი საქმისგან. ვიცოდი რომ თორნიკე მაინც არ მომეშვებოდა და გადავწყვიტე უარი არ მეთქვა.
_კარგი ტოკა, დამითანხმე რომლისთვის არის დაგეგმილი?
_აი ასე არ ჯობია სიხარულო? 7_თვის ელოდება სტუმრებს, ხო კიდევ დღეს მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ. აუფ, ესღა მაკლდა, ნეტა როდის გაიაზროს რომ არანაირად არ მიზიდავს?
_თოკა, არ არის საჭირო, მე ჩემი მანქანით მოვალ და მანამდე, რაღაც საქმეზეც უნდა გავიარო.
_კარგი როგორც გინდა. სახე მთლიანად მოექუფრა , მაგრამ სიტყვებით არაფერი მაგრძნობინა. გატრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა კარში.
მწყინს რომ ასე ვექცევი, მაგრამ რა ვქნა? ჩემში არანაირად არ ზის.
საქმე რომ მოვამთავრე გადავწყვიტე ბუფეტში ჩავსულიყავი და მსუბუქად წამეხემსა. რომ ჩავედი გოგოებიც იქ დამხვდნენ. ყავას მიირთმევდნენ და რაღაცაზე გამწარებულები კამათობდნენ.
_ვა გოგოებს სალამი, რაზე კამათობთ ლამაზებო?
_ოჰ დაკარგული მტრედი დაგვიბრუნდა, სად ხარ ეს დღეები?ნანკამ კითხვა შემომიბრუნა.
_რავიცი ამ ახლამა საქმემ ერთი წუთი არ დამიტოვა თავისუფალი დრო. თქვენ რაზე კამათობდით? ახლა თათიას ვკითხე.
_ეგ ნანკას მოსთხოვე პასუხი.
_მოიცადე, მეც ავიღებ რამეს და ახლავე მოვალ. ქათმის სალათი და წვენი ავიღე და გოგოების გვერდით ჩამოვჯექი._აბა რა ხდება?თქვით!
ანამ ითავა ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის, მეგონა რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ არანაკლები იყო, შემდეგი ამბავი.
_იცი ჩვენმა სულელმა ნანკამ რა გააკეთა? ცოლ_შვილიან კაცთან დაიჭირა საქმე, იწვნენ კიდევაც უკვე და მერე რომ გრძნობების ქსელში გაეხვევა, არ დავინახო მაგის წუწუნი.
_ნანკა შენ რა გააფრინე?_ეხლა მე გავცხარდი_სხვაზე ვერ ვიტან ეგეთ რამეს რომ გავიგებ და ეხლა შენ. რა, რა გაგჭირვებია ასეთი, მასეთ კაცთან რომ დაიჭირე საქმე?
_ვაიმე ელენე , შენღა მაკლდი რა, ესენი არ მეყოფა? მე მომწონს ის კაცი და მორჩა. არაფერი აღარ მითხრათ! თუ ცხვირის წამტვრევა მიწერია , დაე ასე იყოს, შეცდომებზე ვსწავლობთ.
_არა რა, ამას არაფერი ეშველება, დაილია ნორმალური, უცოლ_შვილო კაცები , თუ როგორ არის საქმე?_უკვე ძალიან ვბრაზობდი_ დროზე მოეგე გონს სანამ გვიანი არ არის, მისმა ცოლმა რომ გაგიგოთ, მერე სად მიდიხართ?
_ვაიმე, თქვენი ჭირიმე, ნურაფერზე იღელვებთ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მე თვითონ ვაგებ პასუხს შედეგებზე.
ნანკა გაბრაზებული წამოდგა და სამივე გაშტერებული დაგვტოვა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამის გაკეთება შეეძლო.
_გოგოებო, დღეს ხომ მიდიხართ მზიასთან დაბადების დღეზე?
_აბა რას ვშვებით, ძლივს რაღაც გასართობი გამოჩნდა რა, უკვე აღარ შეგვიძლია არც მე და არც ანას აქ გაჩერება, ძალიან ვიღლებით და ლამისაა აქედან უკანმოუხედავად გავიქცეთ.
_რეებს ბოდავთ, სულ გადაირიეთ, ხომ ვიცი რომ თქვენი საქმის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლიათ, მორჩით სისულელეებს და დღეს ჩემთან გელოდებით ერთად წავიდეთ, ჩემი მანქანით მზიასთან.
ჩემი ქათმის სალათა მალე ვშთანთქე, გოგოებს დროებით დავემშვიდობე და ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. საქმე აღარაფერი მქონდა ოფისში და ჯერ კიდევ 3 საათი იყო დარჩენილი სანამ მზიასთან წავიდოდით. მშვენიერია ამ დროს ირაკლიმ რომ მისამართი მომცა, დათო რაზმაძის სახლის, ახლავე შევუვლიდი. ჩავედი ქვემოთ თუ არა, მანქანა მაშინვე საბურთალოს მიმართულებით წავიყვანე. მალე მივედი მისამართზე, მე_4 სართულზე ავედი, რაზმაძის კართან ავეყუდე და ზარი დავრეკე. მალე კარში სიმპათიური,
ოდნავ შევერცხლილთმიანი მამაკაცი გამოვიდა.
_რა გნებავთ ქალბატონო? თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მერე ისევ თვალებში მომაჩერდა.
_თქვენ, დათო რაზმაძე ხართ?
_დიახ რა გნებავთ?
_მე ელენე მაჭავარიანი ვარ, პროკურორი, ვინც ირაკლი ნოდიას საქმეს იძიებს.
_კი მაგრამ ჩემთან რამ მოგიყვანათ? ცოტა აღელვებული ხმით მკითხა, მე კი ისევ კარებში ვიდექი. ამ კაცს ნეტავ ზრდილობა არა აქვს? სახლში მაინც შემიპატიჟოს, თითქოს ჩემს ფიქრებს ნიხვდაო _უკაცრავად, მობრძანდით, ცოტა დავიბენი. შევედი. სახლი საკმაოდ კომფორტული იყო,, თანამედროვედ მოწყობილი. სასტუმრო ოთახში შევედი თუ არა, ჩემი ყურადღება ჟურნალების მაგიდაზე არსებულმა საბუთებმა მიიბყრო. სავარძელზე მიმითითა დაბრძანდიო, თვითონ კი საბუთებს ხელი მოკიდა, რომ გვერძე ოთახში გაეტანა, მაგრამ ამ დროს საქაღალდიდან ოთხკუთხედი, მოლურჯო ბარათი გადმოვარდა. ავდექი რომ მიმეწოდებინა და ხელში რომ ავიღე, გამოვშტერდი სიხარულისგან, ლურჯ ბარათზე ოქროსფერი სიმბოლოებით ეწერა “ ირაკლი ნოდია.“


9 თავი
აი ეს იქნებოდა მთავარი სამხილი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ირაკლი უდანაშაულო იყო, რადგან ეს ბარათი, საბანკო ბარათი იყო რომლიდანაც ალბათ აწარმოებდა გადარიცხვებს . მაგრამ მხოლოდ ამით ვერ გავამწესებდი დავით რაზმაძეს მსჯავრდებულის სკამზე. იმის დასადასტურებლად რომ მან ჩაიდინა ეს დანაშაული შურისძიების მიზნით, უნდა მეპოვა ამის დასადასტურებელი ქვითრები და საბუთები და ალბათ სწორედ იმ საქაღალდეში იყო არსებული ყველა სამხილი, რომელიც ირაკლის უდანაშაულოს გამოიყვანდა.
ახლა როგორმე ეს საქაღალდე ხელში უნდა ჩამეგდო და ჩემი ეჭვები გადამემოწმებინა.
_კი მაგრამ როგორ, როგორ?_ჩემს თავს ვეკითხებოდი რჩევას, მაგრამ თავში არნაირი აზრი არ მომდიოდა_ კი მაგრამ რატომ ვიმტვრევ თავს? პირდაპირ პირზე დავადგები და ყველაფერს ვათქმევინებ და აი მერე კი თუ უარზე დადგა ვაიძულებ საბუთები მომცეს. არ მივცემ იმის უფლებას რომ მის გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს.
მოურიდებლად მივყევი უკან, მეორე ოთახამდე და რომ შემამჩნია უკან მივყვებოდი, შემობრუნდა და გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
_კი მაგრამ , ხომ გითხარით იქ დამელოდეთთქო?
_უკაცრავად, მაგრამ არანაირ ლოდინს არ ვაპირებ! აი ამ ბარათმა უფრო გამიღრმავა იმის რწმენა, რომ თქვენ ხართ ის თაღლითი, რომელმაც გამიზნულად გაფლანგა ფული, სხვისი, უფრო სწორად კი ყოფილი პარტნიორის ანგარიშიდან, რომ შემდეგ მისთვის დაებრალებინათ თაღლითობა. ის ფული პირდაპირ საქმისთვის იყო არა ჩარიცხული? თუ ვცდები?_გაოცებისაგან პირი დააღო, მე კი ჩემს მიერ შემთხვევით აღმოჩენილი სამხილი, პიჯაკის ჯიბიდან ამოვიღე და პირდაპირ თვალებზე ავაფარე ოქროსფრად მოელვარე “ირაკლი ნოდიას“ ინიციალები._აბა ყველაფერს აღიარებთ და მაგ საბუთებს გადმომცემთ თუ ეს პოლიციის ძალით გავაკეთო?
_თქვენ, თქვენ არ გაქვთ ამის უფლება! რა დებილი ყოფილა! პირდაპირ ამ სიტყვებით დაიდანაშაულა საკუთარი თავი.
_რა მე? რა მე? მე სწორედ ამ საქმისთვის მოვედი, რადგან თვითონ ირაკლი ნოდიამ აიღო თქვენზე ეჭვი და აი გამართლდა კიდევაც!_ტკბილეულის მოპარვაზე წასწრებულ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც საშუალება აღარ ჰქონდა თავისი უდანაშაულობა რამით დაემტკიცებინა._მომეცით ეგ საბუთები ხელში რომ გაქვთ თორემ, იცოდეთ სრული სიმკაცრით აგებთ პასუხს იმისთვის რომ კანონს არ დაემორჩილეთ.
კაცი გაშრა, რაღა ეთქვა აღარ იცოდა, ყველაფერი გამოაშკარავდა და ვერაფერს გახდებოდა.
საქაღალდე გამოვართვი, სავარძლისკენ წავედი რომ დავმჯდარიყავი და მასაც იმავე მივუთითე დამჯდარიყო, რომ რაიმე მოულოდნელ მოქმედებას არ ჰქონოდა ადგილი.
საქაღალდე გავხსენი და ჩემი მოლოდინიც გამართლდა. იქ იყო, ქვითრები, უამრავი საბუთი გაყალბებლუი ხელნაწერებით და სხვ. რომელიც პირდაპირ ამტკიცებდა დავით რაზმაძის თაღლითობას და ირაკლი ნოდიას უდანაშაულობას.
ავიღე საქაღალდე, სასამართლო პროცესამდე დავემშვიდობე და გავაფრთხილე რომ არანაირ გაქცევას და გადამალვას ადგილი არ ჰქონოდა, რადგან ეს უფრო დაამძიმებდა მის სასჯელს და ტყუილადაც, რადგან 10 წუთში, მთელი სამართალდამცველები იქნებოდნენ საქმისკურსში და ამის საშუალებას არ მისცემდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. კარები მოვიხურე და გაბადრული სახით დავეშვი კიბეებზე.
_ესეც ასე! ყველაფერმა თავისი სახე მიიღო. მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ ავიღე გეზი. მანქანაში კი ისევ ფიქრებში გადავეშვი. უკვე საშინლად მინდოდა მალე მოსულიყო სასამართლო პროცესის დღე და მთავარი დამნაშავე გადამეცა სასამართლოსთვის და ჩემი დახმარებით გაემწესებინათ ციხეში. ირაკლი, ნეტავ ირაკლი რას იზავდა ამის შემდეგ? არ ვიცი, არ ვიცი, როგორც კი მის სახელს გონებაში გავივლებდი მაშინვე ის მომენტი მახსენდებოდა, როცა თავის მხურვალე და ძლიერ მკლავებში მომიქცია და ჩემს კოცნას შეეცადა.
ასე ფიქრებით გატენილი თავით ძლივს მივაღწიე სახლამდე. ჯერ მხოლოდ ექვსის ნახევარი იყო და აჩქარება არ მომიწევდა, შევედი თუ არა, მაშინვე სააბაზანოსკენ გავეშურე, წყალი გადავივლე დ მზადება დავიწყე.
დაბადების დღისთვის მუხლამდე წითელი კაბა შევარჩიე, საკმაოდ ელეგანტური, მაგრამ ამავე დროს ამ კაბაში სექსუალური შტრიხებიც გამოსჭვიოდნენ. ჩავიცვი და სარკესთან დავიწყე ჩემი სხეულის შეთვალიერება. “ ნარცისი“ არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა შესაშურად მომხიბლა ჩემმა სახიერებამ. გამოყვანილი თეძოები, მაღალი მკერდი და სწორი გრძელი ფეხები. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, რადგან უფრო მეტად გამომწვევი არ ყოფილიყო ჩემი გარეგნობა. ღია ფერის ტუჩსაცხი გადავისვი ტუჩებზე, თვალები კი შავიტონით გამოვიკვეთე, ტუშით მკრთალად ავიპრიხე წამწამები, ღია ფერუმარილი წავისვი და ბოლო შტრიხიც სუნამო, “ შანელი N5,“ გალანტური ქალის სიმბოლო. როცა უკვე სრულ ფორმაში ვიყავი, გოგოებს გადავურეკე რომ მოსულიყვნენ. ნანკა არ მოდიოდა დღევანდელის გამო, მაგრამ არაუშავდა რა შემოვირიგებდით.
სამივე შესაშურად გამოვიყურებოდით. ვიღაცას ეგონებოდა სამეფო მეჯლისზე ვიყავით მიწვეულები. გზაში ვულე ვუში შევირე, რომ საჩუქარი მეყიდა. “ ჟივენშის“ სუნამო შევარჩიე და მაშინვე მზიას სახლისკენ გავწიეთ. ფეხი შევდგით თუ არა სახლში, ყველას მზერა ჩვენ მოგვაჩერდა. ქალების_კაცების, დიდის_პატარის. კაცები ისე გვიყურებდნენ, ისეთი ვნებიანი თვალებით, ლამის იქვე გავეშიშვლებინეთ. აი თორნიკემ კი რომ დამინახა, მაშინვე თვალები ვნებით დაენისლა და რაღაც ამოუცნობი და ამაღელვებელი მზერით შემათვალიერა, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა. მზერა მოვაშორე და იუბილარის ძებნა დავიწყე. მზია მალე შევნიშნე ვიღაც სიმპათიურ კაცს ესუბრებოდა,
როცა განთავისუფლდა, მივედი და საჩუქარი გადავეცი. მომიბოდიშა სტუმრებს უნდა მივხედოო და ნელი ნაბიჯით წავიდა მეორე ოთახისკენ. ჰოლში დავბოდიალობდი, როცა უკნიდან ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, მოვტრიალდი და თორნიკე შემრჩა ხელში.
_ელენე რა ლამაზად გამოიყურები, შენს თავსაც კი გადააჭარბე.
_მადლობ ტოკო. ღვინის ბოკალს ტუჩები ცოტათი შევახე, შემდეგ იქვე მაგიდაზე დავდგი და ოთახის დატოვება გადავწყვიტე, რომ უცებ თორნიკემ შემაჩერა.
_ელენე ასე ცივად რატომ მექცევი?
_ვაიმე ჩვეულებრივად გექცევი, მემგონი დალევა ზედმეტი მოგივიდა და რაღაცეები გეჩვენება.
_ელენე! მკააცრად შემომხედა და ხელი მკლავზე მომიჭირა.
_თორნიკე მტკივა გამიშვი! ხელი ავიქნიე და გავშორდი.
ნამდვილი პიჟონი, როგორ ვერ უნდა შეიგნოს რომ არ მომწონს როგორც მამაკაცი?
როცა უკვე მაგიდა გააწყვეს, ყველა დალაგდა და თავის ადგილას დასხდა. მე თორნიკეს მოპირდაპირე მხარეს მომიწია დაჯდომა და ლამის თვალებით გავეშიშვლებინე. ნამდვილი იდიოტი. ცოტახანში თავისტკივილი მოვიმიზეზე და წასვლა გადავწყვიტე, უკვე შეუძლებელი იყო თორნიკესთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა.
ყველას გამოვემშვიდობე, გოგოები დარჩნენ და მარტო მომიწია წასვლამ, მაგრამ რა მარტო! აქვე არ იყო " ჩემი თორნიკე."

10 თავი
სადარბაზოდან გამოვდიოდი, როცა ვიგრძენი რომ ვიღაც მომყვებოდა და რა თქმა უნდა ეს ვიღაცა, თორნიკე იყო. რას გადამეკიდა? რა უნდა ჩემგან? მანქანას მოვუარე და ჩავჯექი, რომ სწრაფად გავცლოდი თორნიკეს, მაგრამ რათ გინდა, პირდაპირ გვერდზე მომიჯდა.
_ თორნიკე თავს არ დამანებებ? ჯიქურ მივაშტერდი, მინდოდა სწრაფად დაეტოვებინა ჩემი მანქანის სალონი.
_ელენე გთხოვ მინდა გელაპარაკო, შევიდეთ სადმე და თან ყაავაც დავლიოთ, არცერთს არ გვაწყენდა.
_ თორნიკე ძალიან დაღლილი ვარ და არანაირი რესტორნის თავი არ მაქვს.
_ გთხოვ ელენე, ეს აუცილებელია.
_კარგი წამოდი ჩემთან და იქ ვილაპარაკოთ, ეხლა არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. როგორც გინდა, სახეზე მაცდური ღიმილი გამოესახა, მაგრამ გზაში აღარაფერი აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვი. ავედით სახლში, მე ჩანთა იქვე სავარძელზე მივაგდე, თორნიკეს ვთხოვე დამჯდარიყო, მე კი ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში გავედი.
მალე ორი ჭიქა ყავით ხელდამშვენებული გამოვედი სასტუმრო ოთახში, თორნიკე ისევ იმ პოზაში იჯდა როგორშიც დავტოვე. ყავა მივირთვით, მე ნამდვილად მიშველა და გამომაფხიზლა, აი თორნიკეზე კი მემგონი უფრო უარყოფითად იმოქმედა. თვალებში ვნების ცეცხლი აენთო, თვალებით მჭამდა უკვე, უნდა გავცლოდი თორემ ეს აუცილებლად ცუდათ დამთავრდებოდა. ავდექი რომ გავრიდებოდი, ვნებამორეულ მამაკაცს, მაგრამ როგორც კი ერთი ნაბიჯი გადავდგი ის წამოემართა, მომიახლოვდა და სწრაფად მომხვია წელზე ხელები.
_ელენე არსად არ გაგიშვებ, შენ ჩემი ხარ! აშკარად სასმელი ძალიან მოქმედებდა მის ტვინზე, როგორმე უნდა მომეშორებინა და სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ჩემი სახლი, თორემ ეს ყველაფერი საშინელ შედეგამდე მიმიყვანდა. ძალა მოვიკრიბე რომ რამე ისე არ მეთქვა და ვნებამორეული კაცი უფრო არ გამეღიზიანებინა.
_თოკო, ეხლა შენ მთვრალი ხარ და არ იცი რას აკეთ...
_მორჩი ელენე, ნუ მიწვევ! _თვალები ვნებისგან საშინლად უელავდა და ხელს არაფრის დიდებით არ მიშვებდა, ეგ კი არა რამის სუნთქვა შემკვროდა, უფრო და უფრო ძლიერად მიმწყვდევდა თავის მკლავებში. როგორღაც რაიმე ხერხით თავი უნდა დამეხწია ამ პიჟონისგან, მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი. _ შენი სურნელი უფრო მაგიჟებს ელენეე, მოდი ჩემთან!არა ეს არ აპირებდა გაჩერებას მაგრამ მე არაფრის დიდებით არ დავნებდებოდი.
ჯერ ყელში მკოცნიდა, მერე კი ტუჩებში, ერთი წუთით მის კოცნას კოცნითვე ვუპასუხე რომ მეც მინდოდა მასთან დაწოლა, მაგრამ როგორც კი საშვალება მომეცა მაშინვე ქვედა ტუჩზე მწარედ ვუკბინე და ხელუკუღმა გავარტყი სახეში. ალბათ საშინლად მოხვდა რადგან კინაღამ იატაკზე მოადინა ზღართანი, მაგრამ მაგაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე როგორ გამეგდო სახლიდან ეს მოძალადე იდიოტი.
საიდან მომეცა ძალა არ ვიცი უცებ საშინელ ენერგიაზე მოვედი და მთელი ძალით შევყვიტრე.
_თორნიკე გაეთრიე აქედან სანამ, რამე სისულელე არ ჩამიდენია თორემ ვერ გადამირჩები. თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი, ისეთი გაშმაგებული ვიყავი, თავს ვეღარ ვთოკავდი.
_ელენე რა გჭირს?_ახლა მან აუწია ხმას_ რა იყო შენს შესაფერის კაცად არ გამოვდგები? ჰაა აბა მითხარი ერთი!
_ თორნიკე გაეთრიე აქედან!
_არა ჯერ ამიხსნი რატომ?
_ იმიტომ რომ სხვა მიყვარს! ეს ნამდვილად მის გასაბრაზებლად ვთქვი რადგან სხვანაირად ვერ მოვიშორებდი, ირაკლი ნამდვილად არ მიყვარდა, უბრალოდ ძალიან მომწონდა ეგ იყო და ეგ.
_რა თქვი? აქეთ _ იქით დაჭრილი ლომივით დადიოდა და გმინავდა._ ეს შეუძლებელია! შენ გგონია შენთან მხოლოდ საწოლი მაინტერესებს? ასეთი პირუტყვი გგონივარ? ჰა მითხარი. მითხარი, მითხარი ნუ გერიდება.
_თორნიკე შემეშვი! რა გინდა ჩემგან?
_რა მინდა ვერ მიხვდი? შენ ჩემი ცხოვრების ქალად გადაიქეცი რაც კომპანიაში შემოდგი ფეხი, იმის მერე ვერაფერზე ვფიქრობდი, შენს დასავიწყებლად ვის აღარ ვიწვენდი ლოგინში რომ შენს მიმართ გრძნობები გამნელებოდა, მაგრამ ეს ვერცერთმა ქალმა ვერ მოახერხა და იცი რატომ? იმიტომ რომ ჭკუის შეშლამდე მიყვარხარ გესმის თუ არა? შენ, შენ მაიძულე რომ ასე მოგქცეოდი. მაგრამ კიდევ კარგი მომიშორე თორემ ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. საყვარელ ქალს არასოდეს ჩავიწვენ ძალით ლოგინში, ახლა კი არ ვიცი რამ გამაგიჟა, ალბათ სულ უარმა, შენ ჩემთვის აკრძალული ხილივით ხარ, რომელიც შორიდან მიცქერს, მაგრამ არ მაძლევს უფლებას მოვწყვიტო, რომელიც ხის ტოტს მაგრად ჩაბღაუჭებია და არანაირ შანს არ მიტოვებს რომ ოდესმე შანსი მომეცემა და ჩემს ხელებში აღმოჩნდება. შენ გგონია ვერ ხვდები რომ არავინაც არ გიყვარს?
_თორნიკე მე შენ არ გატყუებ!
_მერე და როგორ მატყუებ, შეყვარებულ ქალს ნამდვილად არ გავხარ 2 წელია გიცნობ და ყველაფერს ვხვდები, როდის როგორ ხარ, სულ გაკვირდები, სჰენ რომ შეყვარებული იყო თვალები სხვანაირად აგიელვარდებოდა, გესმის რას გეუბნები, სულ სხვანაირი იქნებოდი, სიყვარული სულ სხვანაირს ხდის ადამიანს და შენ ალბათ ეს არ გამოგიცდია , ამიტომაც გამოდექი ცუდი მსახიობი და ვერ მოირგე შეყვარებული ქალის როლი.
აი მე კი სულ სხვანაირი ვარ, ჩაკეტილი , ჩემს სულში არავის მივცემ ხელები აფათუროს და ჩემი სიყვარული შენს მიმართ გამინელოს.
_გთხოვ თორნიკე გაჩერდი! უკვე ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები. უცებ თორნიკე მომვარდა მტირალი რომ დამინახა ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და თვალებიდან ცრემლების მოწმენდა დამიწყო.
_ელენე არ მოგცემ უფლებას ჩემს გამო ოდესმე რომ იტირო, მე შენ მინდა ბედნიერება მოგანიჭო, მაგრამ თუ შენ ეს არ გინდა გაგიგებ სხვა მე არაფერი დამრჩენია. ძალიან დიდი სითბო ჩამეღვარა გულში მისი სიტყვების გამო, ძლიერად მოვეხვიე და პერანგი ცრემლებით სულ დავუნამე.
_როგორ მიყვარხარ ელენე ვერც კი წარმოიდგენ, მაგრამ მე შენ არ დაგაძალებ ჩემთან ურთიერთობას, თუ შენ თანახმა არ იქნები. თავი ამაწევინა და შუბლზე მაკოცა. ძალა გამოცლილი ვიყავი და მის მკერდს დავეყრდენი რომ არ წავქცეწულიყავი, მაშინვე ხელი შემაშველა, ხელში ნაელა ამიყვანა და ოთახში შემიყვანა. ნელა დამაწვინა საწოლზე, პლედი გადამაფარა, ლოყაზე საჩვენებელი თითი ნაზად ჩამომისვა და მაშინვე დატოვა ოთახი. ორი წუთი სიჩუმე სუფევდა, ისიც ალბათ უკვე ვერ ახერხებდა ფიქრს და ბოლთას ცემდა ოთახიდან ოთახში. ბოლოს ეს სიჩუმე რკინის კარების გაჯახუნებამ დაარღვია. მართლა ძალიან მეტკინა გული მაგრამ რა მექნა, აზრზეც არ ვიყავი თორნიკეს თუ ვუყვარდი, მეგონა ჩემთან მხოლოდ დაწოლა სურადა და ალბათ ამიტომაც გავურბოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მე მაინც ვერასოდეს შევხედავდი თორნიკეს როგორც მამაკაცს, ის მე ყოველთვის კარგ მეგობრად მიმაჩნდა და მეტი არაფერი.

მეორე დღეს საშინლად მესიკვდილებოდა ოფისში მისვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ლადოსთან უნდა შემეთანხმებინა საქმე. ავდექი და შხაპის მისაღებად მაშინვე გავქანდი, მაგრამ როგორც კი სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი ლამის იქვე წამივიდა გული.
თვალების უპეები სულ ჩამწითლებოდა და საშინლად მეწვოდა, ამას მხოლოდ ცხელი შხაპი თუ უშველიდა. რომ გამოვედი თვალები აღარ მეწვოდა, მაგრამ სიწითლე მაინც მეტყობოდა. ტანსაცმელი ჩავიცვი, თვალების სიწითლე დავიფარე, მსუბუქი მაკიაჟით და წავედი ოფისში. ჩემდა ბედად თორნიკე არ შემხვედრია ჰოლში და პირდაპირ ლადოს კაბინეტიში გადავწყვიტე ავსულიყავი. მათან ყველაფერი გავარკვიე, საკმაოდ გაკვირვებული კი დავტოვე, რაც მთავარია საქმე გაირკვა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც წინ მელოდა. გამოვბრუნდი და გადავწყვიტე ოფისიდან წავსულიყავი, მაინც იქ არაფერი საქმე არ მქონდა, ლიფტს დაველოდე და პირველ საეთულზე ძლივს ჩავაღწიე ბოლოს. უკვე ჰოლიდან გარეთ გავდიოდი, როცა კარებში თორნიკე შემოვიდა, საბუთებით ხელში.
თვალებით სევდიანად მომესალმა და თითქოს კიდევ ერთხელ მხოვაო პატიება, მეც გავუღიმე და მივახვედრე, რომ არანაირი წყენა არ მქონდა გულში შემორჩენილი.
შემდეგ გვერძე ჩავუარე და გასასვლელისკენ წავედი, მაგრამ ვიგრძენი რომ ის ისევ სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა. მანქანაში ჩავჯექი და ისევ იმ სასტუმროსკენ წავედი სადაც ირაკლი მეგულებოდა, რომ ეს ამბავი მეხარებიან, ვის ვატყუებდი? ეგეც მაგრამ იქ მაინც უფრო მნიშვნელოვან მიზეზს მივყავდი.


11 თავი
მანქანა სწრაფად მიმყავდა და ერთ ნისანს კინაღამ შევასკდი, რომ არა ჩემი მკვეთრი და სწრაფი მოხვევა, სულიც აღარ დამყვებოდა. ერთი კი შემიკურთხა_ „შენ ვინ მოგცა მართვის მოწმობაო?“ ყურადღება არ მივაქციე, შემოვუარე და ისევ სისწრაფე ავკრიფე.
მალე სასტუმროს ტრიალა კარს მივადექი. სწრაფად შევედი და ჩემს ნაცნობ მენეჯერს ფართოდ გავუღიმე.
_გამარჯობათ, მე ირაკლი ნოდიასთან მოვედი, სასწრაფო საქმე მაქვს.
_იცით, ახლა ერთ_ერთ ოთახში ისვენებს და არამგონია თქვენთან შეხვედრა შეძლოს.
_არა იცით, მე მასთან მართლა აუცილებელი საქმე, რომ არ მქონდეს ასე არ დავიჟინებდი, იქნებ მითხრათ მისი ნომერი სად არის?
_არ ვიცი, კარგით, კარგით იმედია ამ პატარა შემთხვევას ბატონი ირაკლი მაპატიებს. ბოლო სართულზე , ერთადერთი ნომერია მხოლოდ და იქ არის .
_კარგით, დიდი მადლობა, მართლა აუცილებელი საქმე რომ არ მქონდეს, მართლა არ ჩაგაგდებდით ასეთ უხერხულ სიტუაციაში. ღიმილად დავიღვარე და ლიფტთან სწრაფად მივედი და დაველოდე როდის გაიღებოდა. შევედი ბოლო სართულს ხელი მივაჭირე და თან თავის მოწესრიგება დავიწყე. მალე უკვე მის აპარტამენტებში ვიქნებოდი, კარებთან შევჩერდი ღრმად ამოვისუნთქე და დავაკაკუნე. კარების შიგნიდან ვიღაც ქალის ხმა მომესმა, მაშინვე მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი, მაგრამ მალე ჩემს ცხვირ წინ , პირსახოც შემოხვეული თვით ირაკლი ნოდია იდგა. ფართო დაკუნთული სხეული სულმთლად სველი ჰქონდა. წამებში გავიაზრე რა საშინლად უხერხულ სიტუაციაში გამოვეცხადე. მანაც რომ დამინახა ჯერ საოცარი გაკვირვება გამოესახა სახეზე , შემდეგ კი რაღაც ამოუცნობი მზერით შემომხედა და სველ თმაზე ხელი გადაისვა.
_ბატონო ირაკლი, უკაცრავად მე დაგტოვებთ, უბრალოდ თქვენთან აუცილებელი საქმე მქონდა, სხვა დროს მოვალ. ძლივს ამოვღერღე, ნახევრად შიშველი, თან ასეთი სექსუალური სხეულის მქონე კაცის დანახვის შემდეგ.
_ელენე, გთხოვ ქვემოთ დამელოდე ახლავე ჩამ...
_საყვარელო სად ხარ ამდენ ხანს? ოთახიდან ქალმა გამოსძახა ვნებიანი ხმით. აღარაფრის თქმა აღარ დავაცადე და პირდაპირ ლიფტისკენ გავწიე. შევედი თუ არა მაშინვე ისტერიკული სიცილი ამიტყდა, ჩვენი სიტუაცია რომ გავიაზრე, როგორ არ ელოდა ქალთან თუ გამოვიჭერდი. საერთოდ არ გავბრაზებულვარ ის ხომ მე არ მეკუთვნოდა, თან ასეთ მომხიბვლელ და მდიდარ მამაკაცს მარტო ვინ დატოვებდა? მილიონ ქალს მაინც იგერიებდა დღეში, მაგრამ ზოგს გულს მაინც არ წყვეტდა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.
სასტუმროს რესტორნისკენ წავედი, ბართან დავჯექი და ერთი ტეკილა შევუკვეთე. მსუბუქი სასმელი არ მაწყენდა. სასმლის მოქმედებამ სადღაც შორს გამიტაცა და ვერც შევნიშნე ვიღაც როგორ მომიჯდა გვერდით. ირაკლის სმოკინგი ჩაეცვა, როგორც საქმიან კაცს შეშვენოდა, მაგრამ მისი მომნუსხველი ღიმილი საერთოდ უკარგავდა მის მკაცრ ჩაცმულობას იერს. თავი უნდა მომეთოკა, რომ რამე არ შეემჩნია.
_ელენე, მინდა ბოდიში მოგიხადო ამ უხერხული შემთხვევის გამო.
_არა ირაკლი, რას ამბობთ პირიქით დაუკითხავად არ უნდა დაგდგომოდით თავს, ჩემი ბრალია.
_მოდი ამ სასაცილო დიალოგს მოვეშვათ და მითხარი აქ რამ მოგიყვანა. ისევ თვალებში რაღაც ჭინკების მაგვარი აუთამაშდა.
_ხო, რა თქმა უნდა, თქვენი საქმე უკვე შევისწავლე და მინდა გითხრათ, რომ თქვენ მალე უდანაშაულოდ გცნობენ._ ბედნიერების და გაკვირვების ღიმილმა ერთად გადაურბინა სახეზე_ დათო რაზმაძე ფაქტზე გამოვიჭირე, მას ჰქონდა ყველა ის სამხილი, რომელიც თქვენს უდანაშაულობას ამტკიცებდა და ის ახლა ჩემს ხელთაა.
_კი მაგრამ ელენე, ეს როგორ მოახერხე?
_ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, დამნაშავე ნაპოვნია, თქვენ უდანაშაულოდ გცნობენ და...
_და ჩვენი ურთიერთობაც დასრულდება. რაოო? ამას ნამდვილად არ ველოდი, ცოტახნის წინ სარეცელს სხვასთან იყოფდა ახლა კი მე მაბავს. არა ვერ მივართვი!
_დიახ, ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დამთავრდა! სასამართლოზე შევხვდებით, მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
_ ელენე მე არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდეს!
_მოგიწევთ შეეგუოთ!
_აი მაგას კი არ ვაპირებ!
_მე არ ვარ წაგებას მიჩვეული და არ ვაპირებ ჩვენი ურთიერთობა დავამთავრო!
_ეგ მე არ მაინტერესებს!
_მართლა? აი ეხლა გავარკვევთ. ეს მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. ჯერ ვერ მოვედი აზრზე, კოცნით არ ვპასუხობდი, ის კი უფრო მომთხოვნი ხდებოდა. მის ცხელ და ვნებიან ტუჩებს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვაპირებდი თავი დამეკარგა, უცებ მკერდზე ორივე ხელი ძლიერად ვკარი, ისე რომ ბარის სკამიდან კინაღამ ძირს აღმოჩნდა.
_მე კი თქვნნაირი კაცები საერთოდ არ მიზიდავს! აი ეს კი მტკნარი სიცრუე იყო, მაგრამ მისი კოპებშეკრული სახე, რომ დავინახე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი თავით. ფული ამოვიღე , მაგიდაზე დავდე და საჩქაროდ დავტოვე იქაურობა, თორემ ვინ იცის ირაკლის ფეხებითაც ჩამოვეკიდე, ისეთი განრისხებული სახე ჰქონდა. „ რაო მაჩო უარი პირველად გითხრა ქალმა? ეგრე მოგიხდება!“ ფიქრებში დავცინოდი და ვამაყობდი ჩემი საქცილელით. მართლა საშინლად გამიჭირდა კოცნაზე კოცნით რომ არ მეპასუხა, მითუმეტეს ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ როგორც წინა შეხვედრაზე ახლაც სასიამოვნოდ გამაბრუა, მისმა სუნამოს სურნელმა. სახლში წასვლა ნამდვილად არ მინდოდა ამიტომ ჩემი მანქანა ერთ_ერთ რესტორანთან შევაჩერე, ძალიან მომშიებოდა, რადგან დღეს მართლაც არაფერი მეჭამა. ამ საქმემ ჭამა კი არა მემგონი ყველაფერი გადამავიწყა. შევედი, იქვე კუთხეში ვამჯობინე დაჯდომა. შეკვეთა მივეცი და ტელეფონი ამოვიღე. გოგოების უამრავი ზარი იყო შემოსული და 7 თორნიკეს ზარიც. ეხლა ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ტელეფონი გამოვრთე და შეკვეთის მოტანას დაველოდე. მალე უკნიდან ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, მივტრიალდი და მომღიმარი მაჩო შემრჩა ხელში.
_გავაგრძელოთ, დაუსრულებელი საქმე?



12 თავი
_დავამთავროთ დაუსრულებელი საქმე?
_აქ საიდან..? არა მემგონი პირში ლუკმის ჩასვლა არასოდეს მეღირსება.
_ხომ გითხარი მე წაგებული არ ვრჩები თქო? ამას ეხლა თავს წავაგებინებ თუ ამ ირონიულ ღიმილს სახიდან არ მოიშორებს, უკვე აღარ მიმაჩნია მიმზიდველად.
_რაო ბატონო ირაკლი, სარეცელი გაგიცივდათ? ტუჩები უკვე იხვეწებოდნენ გავიცინებთო, მაგრამ მე რისი ელენე ვარ ესენი მაინც თუ ვერ დავიმორჩილე, არადა გულით კი მიდოდა ერთი კარგად გადაკისკისება. ეხლა მართლა ძალიან განრისხდა, მაგრამ ეს მხოლოდ მის სახეზე იყო აღბეჭდილი, თითქოს მიტკლის ფერი დაედო, მერე კი სახე აუწითლდა. რას გაბრაზდა ნეტავ? ასე არ იყო თუ რა? რა უნდა მეც მისი რიგითი ქალების სიაში ჩავეწერო თუ როგორ მოვიქცე? მეტი დარდი არ მაქვს. უფრო და უფრო ვუშლიდი ნერვებს _ ხო ბატონო ირაკლი, რა დაუმთავრებელი საქმეო... რამე გასარკვევი დაგრჩათ? ნუღარ გაფიქრებთ ის ფაქტი, რომ ოდესმე ეჭვმიტანილად გცნეს თაღლითობაში, თქვენი უდანაშაულობა მალე ეჭვი არ შეგეპაროთ დამტკიცდება და თუ ის გაინტერესებთ რა სამხილე...
_ელენე შეწყვიტე! მისმა ხმამ ისე დაიგრუხუნა გვერდით მინებმა ზაზარი დაიწყეს. მეც კინაღამ გული წამივიდა, პირველი შეხვედრა გამახსენდა, როგორი საშინელი სახე ჰქონდა იმ დღეს, ეხლა უარესი... აბა რა უნდა სიმართლეს არ ვეუბნები? ცოტას ვამლაშებ და უფრო ვიწვევ, მაგრამ პროკურორები ასეთები ვართ, მსჯავდებულებს უფრო ვაღიზიანებთ, რომ ბევრი „წამოაყრანტალონ.“ უკვე სულ არ მადარდებდა რას იფიქრებდა ეს უჟმური ალფონსი ჩემზე. ჭამის მადაც დამეკარგა და... უკვე მერამდენედ.
_უკაცრავად ბატონო ირაკლი, საქმე მიხმობს! წამოდგომა დავაპირე, როცა ხელისგული ჩემს თითებს მაგრად მოუჭირა და ადგომის საშვალება არ მომცა. ამას თავისი მოსამსახურე პერსონალი ხომ არ ვგონივარ? პირუტყვი! _ ხელი გამიშვით!
_ვერსადაც ვერ წახვალთ! მოგიწევთ მომისმინოთ და მორჩით ჩემს გამოწვევას , თორემ იცოდეთ კარგ ჩიტს დაიჭერთ! ახლა მისთვის ყველა საშინელი სიტყვა მემეტებოდა რაც შეიძლებოდა ანბანისგან შემდგარიყო.
_ საერთოდ არ მაინტერესებს რას მოვისმენ მისგან ვინც ჩემთვის, არაფერს წარმოადგენს! მემგონი უკვე ძალიან გავამწარე. სად იყო ეს შეკვეთაც რააა...
_ელენე ნუ იქცევი პატარა მოზარდივით და ნუ ჭირვეულობ, ნუ დაეცემი ჩემს თვალში!
_მაგაზე არ ვმუშაობ ამდენი ხანი? თითქოს გავიფიქრეო, მაგრამ ირაკლის უკვე მკვდრისფერი სახე რომ დავინახე, მაშინვე მინდოდა აქედან გაქცევა, მან რასაკვირველია ყველაფერი გაიგო.
_ელენე, ვცდილობ თავი შევიკავო და შენი გამოწვევა არ მივიღო, მაგრამ შენ ცეცხლზე ნავთს ასხავ და ეს შენთვის კარგათ ნამდვილად არ დამთავრდება.
_ანუ თქვენს სასარგებლოდ გავა ბურთი კარში?
_მერედა როგორ სასარგებლოდ!
_ რა გნებავთ ჩემგან, რატომ არ მაძლევთ საშვალებას მშვიდათ ვაკეთო ჩემი საქმე. ვინმე სხვა გააბით რა თქვენს მახეში!
_მახეში? ჰა, ჰა. ეჰ, ელენიკო, ელენიკო შენ გგონია მე ვაბავ ქალებს მახეში?
_რა თქმა უნდა არა, თქვენს შებმას აქეთ ცდილობენ, ფულიანი მამიკოები ხომ არც ისე ბევრია ჩვენს ღარიბ საქართველოში?
_შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, როგორ შევცდი შენში!
_აბა, აბა.
_ერთი ამპარტავანი გოგო ყოფილხარ და მეტი არაფერი! აი აქ კი სტოპპ!
_იცით რაა! სულ არ მადარდებს თქვენ ჩემზე რა წარმოდგენა დაგრჩათ, ეგ უფრო თქვენ გაღელვებთ, ამიტომ იღელვეთ და იყავით! კბილებში გამოვცერი, ჩანთას ხელი მოვკიდე და გაწბილებული გამოვედი რესტორნიდან. „ჭირსაც წაუღია საჭმელი“.
შანსს რატომ არ ვაძლევ ასეთ მამაკცს? იმიტომ რომ ასეთია. ქალების გულთამბყრობელი, ყველაფრით და ყველანაირად! ეს დიდი დაბრკოლება მაფერხებს ზუსტად და ყველანაირ სურვილს ვუკარგავ ჩემით დაინტერესდეს, ვეუხეშები, ცინიზმს არ ვიშურებ, მაგრამ მემგონი ეს უფრო იზიდავს ჩემში. არა ხომ მითხრა „ქალები აქეთ დამდევენო!“ თავმომწონე იდიოტს ახალი თამაში მოსწონს, სადაც კატის როლი ერგო, მაგრამ არ მგონია ოდესმე დაიჭიროს უკვე შერჩეული მსხვერპლი ჩემი სახით. მიგოს მახე და იყოს, მე ყოველთვის გვერდს ავუვლი, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერმა საშინლად დამღალოს და ფარ_ხმალი დავყარო, ბედს მივენდო და თუ უფსკრულში მიწერია გადაჩეხვა, ირაკლი ნოდიასაც არ დავინდობ, თან წავიყოლებ. ვნახოთ ვინ იქნება მსხვერპლი!
მანქანა ნელა მიმყავდა წინანდელი შემთხვევა ნამდვილად არ მინდოდა განმეორებულიყო, არ მიზიდავდა ის ფაქტი, რომ ჩემი თავი მევე, უნდა გამემეტებინა, ოთხი ფიცრისთვის, და ოთხ მეტრზე ჩასაგდებად. გადავწყვიტე მშობლებთან გამევლო. უკვე დიდი ხანი იყო რაც მათთან არ მივსულვარ, იქნებოდა ნოტაციები, არ მისვლაზე, დაოჯახებაზე, მაგრამ მაინც ორივე, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემი ძმის ლაშას ჩათვლით, რომელიც მართლა ძალიან მომენატრა.
_ აბა ბებია, ბაბუა სად ხართ? მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდათ.
_ეჰჰ, ეგ უკვე აღარ ჭრის მამი, აღაარ, ნაცადი და მოძველებული ხერხია და თან იმდენჯერ ნაცადი, რომ სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს. სიცილით მითხრა ჩემმა საყვარელმა მამიკომ და გულში ჩამიკრა.
_ხო ეგ მართალია, მაგრამ ერთხელაც გაბერილი რომ შემოვალ მერე მართლა დაგაჯერებთ!
_ნეტავ, ნეტავ.
_დედა სად არის, მაა?
_სად იქნება სამსახურშია, მე ცოტახნით შვებულება ავიღე, რაღაც ამ ბოლო დროს დაღლამ მიმატა.
_ჰაა, ძვლები გისუსტდება მამი?
_ჰო, შვილო, ჰო აღარ ვარ 20 წლის ბიჭი, მალე 50 მივუკაკუნებ.
_ ოჰ, ჯერ სადაა სიბერე, კიდევ ერთი 20_30 წელი, მერე კი ღრმა სიბერეში, ვერცხლისფერ თმიანი მოხუცი მიუჯდები ბუხარს, წიგნით და სათვალით ხელში, შვილიშვილები გვერდით მოგისხდებიან და მოუყვები მათ ერთ გოგონაზე, რომელსაც საერთოდ არ სურდა სიყვარულის გაგონებაც კი, მაგრამ გალანტურმა პრინცმა ის მაინც თავისთან დაიგულა და ცხოვრობდნენ დიდხან, ღრმა სიბერმდე, სიმდიდრესა თუ სიღარიბეში, ჯამრთელობასა თუ ავადმყოფობის ხანს, ისინი ცხოვრობდნენ და... თვალზე პატარა ცრემლმა გადმოაბიჯა, შემდეგ კი გზა გაიკვალა, მკრთალად შეთეთრებულ სახეზე. ფერუმარილის ფანტელები, გააპო პატარა მოლეკულებმა. ხელით მალევე მოვიცილე ცრემლი, რომ მამას არ შეემჩნია ჩემი გულის აჩუყება.
პროკურორი ქალი როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პროცესზე, სახლში თავის მესთან როცა რჩება ის საოცრად დაუცველი ხდება, ის ყველას რკინის ლედი ჰგონია და მის სულს ვერავინ ხედავს, ასეთ ქალებს ყველაზე მეტად სტკივათ და ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა და კლდესავით მამაკაცი, რომელიც მას სულიერი შემოტევების დროს გვედში დაუდგება და გადაატანინებს მძიმე და აუტანელ წუთებს. რომელიც ტუჩებით შეუშრობს ცრემლებს და ეტყვის „ მე შენთან ვარ.“
მამას სასტუმრო ოთახში შევყევი და იქვე ტყავის , რბილ სავარძელზე მოვკალათდი.
_ელენე როგორ არის საქმეები?
_კარგათ მამი, კარგათ, ისეთი არაფერი ისევ სასმართლო საქმეების გარჩევა და ა.შ.
_ჰო შენ თუ მაგ საქმემ სამუდამოდ გაგიტაცა, სადღა დავჯდები ბუხართან სიბერის ხანს შვილიშვილებთან ერთად?
_ოჰჰ, კარგი რა ჯერ ადრეა, შემარგეთ ახალგაზრდობა, ბოლოსდა_ ბოლოს გაფურჩქვნის ასაკში ვარ. ერთი გადავიკისკისე ავდექი და მამიკოს მუხლებზე მსუბუქად ჩავუჯექი.
_ელენე შენი საქმისა შენვე იცი, რახან მე და დედაშენის ნოტაციებს არ ისმენ და მემგონი ჯინაზე საპირისპიროს აკეთებ ჯობია დროზე გავჩუმდეთ, თორემ შენს სილამაზეს ახალგაზრდობასთან ერთად დრო წაიღებს და უყარე მერე კაკალი.
_კარგი, მოვეშვათ ჩემზე ლაპარაკს, საბას ხომ არ დაურეკავს? მე ერთი_ორი კვირაა არ შემხმიანებია.
_საბამ, რამდენჯერმე კი დაგირეკა სახლში, მაგრამ ალბათ არ იყავი და შემოგითვალა შეიძლება სამუშაოდან შვებულება ავიღო და გინახულოთო.
_აუ მამა სამუდამოდ, რომ ჩამოვიდეს არ უნდა ასე მილიონში ერთხელ რომ ჩამოვა, რა არის?
_ეგ მაგის გადასაწყვეტია, იმას იქ ისე აქვს მოწყობილი საქმე აქ სამუდამოდ ჩამოსვლაზე ფიქრსაც კი არ გაივლებს.
_ ისე მეც კი მიფიქრია მასთან ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად და იქ განვაგრძო საქმიანობა თქო და...
_ელენე ხომ არ გაგიჯდი! შენც რომ წახვიდე დედაშენსაც და მეც ალბათ სიმარტოვისგან სული ამოგვხვდება, მირჩევნია აქ მყავდე ჩემთან, ჩემო შინაბერა.
_ოო, თქვენ რა გამოგასწორებთ რა!
_შენი დაოჯახება!
_კარგი მაგაზე ვიფიქრებ, მაგრამ ალბათ დიდხანს მომიწევს, ამიტომ სჯობს ამ წამიდანვე დავიწყო და ჩემი სახლის გზას დავადგე, დედა ალბათ მალე არ მოვა და მირჩევნია მალე მივიდე და დავისვენო.
_რავიცი მამა როგორც გინდა, იცოდე აღარ გაქრე ხოლმე შენებურად, თორემ ამ დედაშენმაც უკვე ხელში შემიკლა დააბრუნე ბავშვიო!
_არა, მაგაზე ფიქრიც კი არ ღირს! კარგი მე წავედი და აბა თავს გაუფრთხილდი და დედა მომიკითხე.
_აუცილებლათ.
_მიყვარხართ! ვაკოცე და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავედი. ღმერთო რამდენი რამ მიტრიალებდა თავში ვინ იცის, თორნიკე, დედ_მამა, სამსახური და ყვლაზე სანერვიულო ირაკლი ნოდია, ჩემი ენერგო ვამპირი გახდა.


13 თავი
სადარბაზოს კარი სწრაფად დავხურე . ერთი სული მქონდა როდის გადავივლებდი შხაპს და ჩემს რბილ ლოგინში როდის მოვკალათდებოდი. კიბეები ავირბინე როცა სიბნელეში ჩემს კართან ვიღაცის მაღალი სხეული დავლანდე. რატომღაც მართლა შემეშინდა ამ შუაღამისას ვინ უნდა ყოფილიყო.
_რომელი ხარ? მისი მაღალი სხეული კარებს მიეყრდნო და დავინახე, რომ ეს თორნიკე იყო. მელოდებოდა, მაგრამ რატომ ჩვენ ხომ ყველაფერი გავარკვიეთ?
_ელენე შენთან დალაპარაკება მინდოდა და იმედია უარს არ მეტყვი! გასაღები ამოვიღე რომ კარი გამეღო. თორნიკე ადგილიდან არ იძროდა და იძულებული ვიყავი მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩენილიყავი. ნასვამი იყო , მის ტანსაცმელსაც კი ვისკის სუნი ასდიოდა, ცხვირი ამეწვა, სწრაფად გავაღე კარი და დაუპატიჟებელი სტუმარი წინ გავატარე. ჩემი დასვენება ცოტახნით გადაიდო.
სავარძელში მოთავს და ყოველ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა.
_ თოკო აქ რამ მოგიყვანა? მემგონი ყველაფერი გავარკვიეთ!
_ელენე უნდა მომისმინო, გთხოვ! არა ასეთი თორნიკე არასოდეს მინახავს, ყოველთვის თავდაჭერილი იყო, თავისთავს არ ჰგავდა.
_ გისმენ თორნიკე, გისმენ, რისი თქმა გინდა ?
_ჯერ იმ შემთხვევის გამო მინდოდა პატიება მეთხოვა, არ ვიცი რა დამემართა. შენ ისეთი მიუწვდომელი რჩები ჩემთვის, რომ ინტინქტები მაიძულებენ ყველანაირ ხერხს მივმართო, რომ ჩემით დაინტერესდე, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი როგორც ჩანს არ მოაქვს.
_დაივიწყე გუშინდელი შემთხვევა, ეს ორივესთვის აჯობებს!
_ დავივიწყო? რა ადვილი სათქმელია, შენ ვერ ხვდები რა გავაკეთე? და მაგის გამო ძალიან ცუდათ ვგრძნობ თავს, ლამისაა ამის გამო „ლომკა“ დამეწყოს. ჩემთვის ეს მართლა მძიმეა და ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რაც გაკადრე. მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა საყვარელი ქალისთვის ეს გამეკეთებინა?
_თოკო, მორჩი გთხოვ! მე ყველაფერი კარგად მესმის და გპატიობ, მოვრჩეთ რა ამაზე ლაპარაკს. ნასვამი იყავი და არ იცოდი როგორ გაგეკონტროლებინა შენი გრძნობები. _ რაც შემეძლო ვამშვიდებდი რომ ჩემგან წასულს შემდგომ თავისთვის არაფერი არ აეტეხა, ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა . ისეთ დღეში იყო რა გამეკეთებინა არ ვიცოდი._ ამიტომ მოდი შევეშვათ რა!
_ელენე , მე იცი რა მაწუხებს? შენს თვალში რომ ნაგავ და ნაბ...არ კაცად გამოვჩნდი. შენთან ყველაზე საშინელი საქციელი გამოვავლინე და არ ვიცი ამას როგორ დავივიწყებ.
_მაპატიე!
_რა?დაბნეული და დანისლული თვალებით ამომხედა, სახეზე საოცარი გაკვირვება დაეტყო.
_მაპატიე რომ იგივე გრძნობით ვერ გიპასუხებ, ამას გუშინდელ შემთხვევასთან არაფერი კავშირი არ აქვს, უბრალოდ მე შენ... ვიცი რომ შენთვის ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის კარგ მეგობრად დარჩები. არ შემიძლია გესმის, როგორც მამაკაცს შემოგხედო, ეს არანაირად არ არის შენი ბრალი, ამაზე არც იფიქრო! უბრალოდ მე ვარ ესე და მორჩა. მორჩი თავის დადანაშაულებას, უბრალოდ მე შენ ვერ შეგიყვარებ როგორც შენ გინდა ისე.
_კარგი გასაგებია!
_თორნიკე!
_ყველაფერი გასაგებია, მე შენი მეგობარი ვერ ვიქნები, მაგრამ ვიქნებით კარგი ნაცნობები და შევეცდები შენი სიყვარული ჩავიკლა, რაც შეიძლება მალე რადგან ეს ნამდვილად ბოლოს მომიღებს. გაშეშებული ვიდექი რაღა მეთქვა არ ვიცოდი, ვიცოდი რომ საშინლად ვატკინე გული მაგრამ რა მექნა ჩემს თავს ვერ ვერეოდი. თორნიკე იდაყვებს დაეყრდნო და მძიმედ წამოდგა, ჩემთვის აღარც შემოუხედავს ისე გაიხურა კარები და წავიდა.
სამსახურში ისევ ჩვეულებრივად დავდიოდი, თორნიკე მხოლოდ მესალმებოდა ეგ იყო და ეგ. დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი ჩემი გრძნობების გამო. საქმეები შემიმცირდა ამიტომ სულ ირაკლის საქმეს ჩავკირკიტებდი, რომ არაფერი გამომრჩენოდა.
ყველაფერი დეტალურად შევისწავლე და მოსამართლესთან უნდა შემეთანხმებინა ეს საქმე, რომ საქმეში ნამდვილი ეჭვმიტანილი გამოჩნდა და სწორედ ის უნდა მჯდარიყო განსასჯელის სკამზე. მოსამართლის, ნოდარ გეგეშიძის ნომერი მოვიძიე და შეხვედრაზე შევუთანხმდი.
მის კაბინეტში შევედი. შუახნის კაცი იყო, ცოტა უხეში სახის მქონე . სკამზე მიმითითა დაბრძანდიო. ღრმად ამოვისუნთე და საქმის გაცნობა დავუწყე.
_ ბატონო ნოდარ , როგორც იცით ირაკლი ნოდია არის ეჭვმიტანილი ამ თაღლითობაში, მაგრამ რახან ჩვენ მხოლოდ სამართლიანობას ვემსახურებით, მე გავარკვიე ნამდვილი დამნაშავის ვინაობა და დამალული სამხილებიც მის ბინაში აღმოვაჩინე. იმას არ აქვს მნიშვნელობა, როგორ, ყველაფერი რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში მოხდა. ვიცი რომ ეს არის ადვოკატის საქმე, მაგრამ უდანაშაულო ადამიანს ვერ დავდებდი ბრალს. უნდა გავასამართლო ნამდვილი დამნაშავე და მე ის ვიპოვე. ამიტომ მის გამოძახებას მოვითხოვ , როგორც ნამდვილ ეჭვმიტანილს სასამართლოზე. გაყალბებული საბუთები და ყველა ის სამხილი წინ დავუდე, რაც ირაკლის უდანაშაულობას და დათო რაზმაძის დანაშაულს ამტკიცებდა.
_ კარგით ელენე, აუცილებლად გამოვიძახებ დავით რაზმაძეს, მაგრამ ირაკლი ნოდია ჯერ მაინც დამნაშავედ იწოდება, ამიტომ მათი დაპირისპირება მოგვიწევს, მე პირადად პრაქტიკაში ესეთი საქმე ბევრი არ მქონია, ამიტომ ყველანაირად, უნდა დაამტკიცოთ ნამდვილი ბრალდებულის დამნაშავეობა.
_რა თქმა უნდა , ბატონო ნოდარ, ყველაფერს გავაკეთებ რომ ნამდვილი დამნაშავე ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. კიდევ რაღაცეები გავარკვიეთ მე და მან სასამართლო პროცესთან და გაყალბებულ საბუთებთან დაკავშირებით, შემდეგ კი მისი კაბინეტი ნელი ნაბიჯით დავტოვე.
რაც უფრო ახლოვდებოდა სასამართლოს დღე ნერვიულობა და აღელვება უფროდაუფრო მატულობდა. ირაკლისთან აღარ მივსულვარ ისიც მეყო რაც წინა შეხვედრააზე დამემართა.
მორჩება ეს საქმე და ჩვენი ურთიერთობაც ცუდი იყო თუ კარგი. არ ვიცი მას რა გეგმები ჰქონდა ჩემთან, მაგრამ მე მის საყვარლობას ნამდვილად არ ვაპირებდი, რიგით ქალი არ გავხდებოდი, როგორც მას სურდა. როგორმე გადაიტანდა ქალის უარს და დაუბრუნდებოდა თავის ჩვეულ ცხოვრებას. მეც ასევე, მაგრამ მისგან განხვავებით ალბათ გამიჭირდებოდა ჩვენი თითქოს არ შემდგარი ურთიერთობის დავიწყება.
ამ საქმის გადამკიდე ყველაფერი გადამავიწყდა, ისიც კი მამამ რომ მითხრა_ შენი ძმა მალე ჩამოვა და გვინახულებსო. დიდიხნის მონატრებული მყავდა საბა, რასაც ჰქვია ნამდვილი ძმა იყო, ყველანაირ გაჭირვებაში გვერდით მედგა სანამ გერმანიაში არ გადაბარგდებოდა. ერთ საღამოს კი როცა მოწყენილობით და ნერვიულობით რამის მოვმკვდარიყავი, თითქოს გულმა უგრძნოო სახლში საბა მომადგა.


14 თავი
კარი გავაღე და ჩემთვის თითქმის უცხო გარეგნობის ადამიანი შემრჩა. ჩემი საბასგა აღარაფერი იყო დარჩენილი, მხოლოდ თვალთან პატარა იარით თუ ვიცნობდი, რომელიც ავარიის შემდეგ დარჩა. წარსულში გრძელთმიან საბას ახლა ნამდვილი მაჩოს გარეგნობა დაეყენებინა. ფართო და დაკუნთული სხეული, ღია და შედარებით ვიწრო პერანგში უფრო გამოჰკვეთოდა, თმა მოკლედ კი არა და რამის ნოლზე დაესვა, მაგრამ უნდა ვაღიარო ჩემი ძმის გარეგნობამ ძალიან მომხიბლა.
_ჰა ელენიკო, სამუდამოდ აქ მიპირებ დაყუდებას, თუ როგორ იქნება ჩემი საქმე? რა იყო? ეხლა არ დამაჯერო რომ ერთი ნახვით შეყვარება მართლა არსებობოს!
_შემოდი შე მასხარა, როგორ მომენატრე , რომ იცოდე. _ ეს ვუთხარი და კისერზე პატარა ბავშვივით ჩამოვეკიდე. _ კი მაგრამ რატომ არ გამაგებინე საქართველოში თუ ბრუნდებოდა უძღები შვილი?
_ საჩუქარი ელე, არ გაგიხარდა? შენთან 2 თვით ვრჩები, ამიტომ მიეჩვიე სახლში კიდევ ერთი სულის შემომატებას.
_სხვა გზას არ მიტოვებ ძამიკო! დედამ და მამამ იციან უკვე რომ ჩამოხვედი?
_იცოდნენ რომ ამ დღეებში ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ არა ის რომ დღეს ჩამოვფრინდებოდი, ხვალ ვახარებ ამ ამბავს, დღეს ძალიან დაღლილი ვარ და კითხვების თავი ნაღდად არ მაქვს.
_შენ გგონია მე ვაპირებ დანდობას? აბა დაფქვი წვრილად ყველაფერი.
_აუ ელენე, მორჩი რა. მაგის თავი რომ მქონდეს რაღა მიჭირს. ერთი კარგი შხაპი და ძილი ეხლა მართალ გაასწორებდა, ძალიან დაღლილი ვარ და ხვალ იყოს. შევუსრულე ბატონს თხოვნა და დავინდე. ჩემოდანი ავიღე და სტუმრების ოთახში შევიტანე, საბას პირსახოცი მივეცი და აბა მას მეტი რაღა უნდოდა? მალევე სააბაზანოში მიიმალა.
ასე მიილია დღეები ახალ ბინდართან თანაცხოვრებაში. ბიჭი ყოველდღე კლუბს და რესტორენს არ იკლებდა, მას ხომ „ნაშების“ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, მაგრამ ჩემთან ვერანაირად ვერ ამოათრევდა „კახპებს“, ეს თავიდანვე ავუკრძალე, ამიტომ ბიჭი სასტუმროებში დააგრიალებდა ახლა_ახალ ქალებს.
სასტუმროები? არა ირაკლიზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ, მე პირადად ცოტაღა მეკლდა შეყვარებამდე. ერთი უმნიშვნელო ბიძგიც და ჩემი გულიდან ნიაღვარივით გადმოხეთქავდა, სიყვარულის აბობოქრებული მდინარე, რომელსაც კალაპოტში თავის შეკავება არ შეუძლია და ეხეთქება ნაპირებს.
ასე იყო თუ ისე საბას ჩამოსვლამ ეს გრძნობის ამოხეთქვა ცოტახნით შეაკავა. გოგოებსაც გავაცანი ჩემი ძმა. სამივეს ძალიან მოეწონა, მაგრამ ანას ნამდვილად გამორჩეულად. მთელი დღე თვალებში შესციცინებდა და ლამის იყო იქვე შაქარივით დამდნარიყო.
საბაც, რა თქმა უნდა, ვალში არ დარჩა მომხიბვლელ ანას და ფარული ფლირტიც გაიბა მათ შორის. ვიცოდი რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გსტანდა და საბა ჩემი საყვედურებითაც შევჭამე.
_ საბა, მორჩი ტელეფონზე ლაქლაქს და მომისმინე! თვალებით გავბურღე, სანამ ნება არ იბოძა და ტელეფონის ყურმილი არ დადო.
_რა გინდა ელენე? რა შემჭამე? გოგოებთან ვეღარ გამივლია, ხომ რამე რომ არ მითხრა. შენი რა მიდის? მე ქალებში გავივლი თუ რა.
_ეხლა კარგად მომისმინე, ძამიკო! ანას გულისტკენის უფლებას არ მოგცემ და არ დავინახო სხვა ქალებივით მოექცე , თორემ საკანი უკვე გამზადებული მაქვს ძვირფასო.
_ აუუ, ამან ვაფშე გაჭედაა! გოგო რა გინდა ვერ გამიგია. ანას უნდა ჩემთან ყოფნა, მეც მომწონს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, აბა ერთი განმანათლე!
_ის რომ, ანას გულწრფელი გრძნობები აქვს და შენი შტერული თამაშით და გართობით არ დავინახო გული ატკინო, თორმ ვერ გადამირჩები დაუსჯელი, გემის რა გითხარი?
_ ესღა მაკლდა ქალმა მირჩიოს საქმეები. წადი რა მიხედე შენს მოსაწყენ საბუთებს და მე მომეშვი. კარგი სიდედრივით თავზე რომ დამადექი.
_ასე არა? მე შენ მოგიწყობ გართობას თან ისეთს, სამუდამოდ მწარე მოგონებად რომ დაგრჩება. არ დავინახო შენი სექსუალური მოთხოვნილებებისთვის ანა გამოიყენო!
საბოლოოდ უკვე ძალიან დაიღალა ამ ნოტაციებით, ბოლო ნაპასი დაარტყა, სიგარეტი საფერფლეში ჩადო და საჩქაროდ დატოვა სახლი.
მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ვიცოდი საბას ანა რისთვისაც სჭირდებოდა და, ამიტომ არ ვანებებდი თავს. ანა არ იმსახურებდა ასეთ მობყრობას, მაგრამ რას შევაგნებინებდი ჩემს საყვარელ ძამიკოს?
მოსამართლემ მალე შემატყობინა რომ დავით რაზმაძე უკვე გამოძახებულ იქნა სასამართლოზე , ამიტომ მისი დაკითხვისთვის დავიწყე მზადება. ირაკლის დასაკითხად კი ყველაფერი უკვე მზად მქონდა.
3 დღე_ღა იყო დარჩენილი სასამართლო პროცესამდე, მაგრამ ეს ჩემთვის სასიხარულო ნამდვილად არ იყო. არა იმიტომ რომ რაიმე სირთულეს წარმოადგენდა, არამედ იმის გამო, რომ ირაკლისთან მომიწევდა სამუდამოდ კონტაქტის გაწყვეტა. შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა საქმეზე შორს წასულიყო, მაგრამ ეს მე არ მოვისურვე. განა იმიტომ რომ ეს არ მინდოდა, უბრალოდ მთავარი რამის მეშინოდა. იმ გრძობის რომელსაც შეიძლებოდა თავი დაეკარგვინებინა ჩემთვის, ხოლო ირაკლისთვის მე მხოლოდ რიგითი საყვარელი ვიქნებოდი . 5 დღე, ერთი კვირა, ანდაც საუკეთესო შემთხვევაში თვე. სწორედ ამას ვერიდებოდი და ამიტომაც არ ავყევი ფლირტში. ის ხომ ისეთ კაცების რიგებს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ქალი ძალიან ადვილად ბეზრდებათ და შემდეგ მათ სამუდამოდ ივიწყებენ.
გონება სხვას მკარნახობდა და გული სხვას. ჩემი ფიქრები ორად გაიყო და მთელი სხეული მოიცვეს. აქ კი გადაწყვეტილების მიღება გაჭირდა. უკვე ყელში მქონდა ამდენი ფიქრი, ამიტომ თავი გავაქნიე, თითქოს ფიქრების გაფანტვა ვცადე , ნოუთბუქი ავიღე, რბილ სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და მუხლებზე დავიდე.
ინტერნეტში ბორიალი ყველანაირ დარდს და პრობლემას მავიწყებდა, თითქოს ეს იყო ჩემი ანტიდოტი, რომელიც წამში მკურნავდა მტკივნეული ფიქრებისგან. ცოტახანში კი მობილურზე გაბმული ზარი გაისმა, სანამ ავდგებოდიიი, მაგრამ აშკარად გათიშვას არ ჩქარობდა. დაშიფრული ნომერი იყო.
_გისმენთ! ვინ ხართ?
_ის ვის მოთხოვნებსაც თუ არ შეასრულებ პატარა ქალბატონო, შენი ჩათვლით ყველა შენი ნათესავი, დედა, ძმა, მამა ყველა საქიოს გზას დაადგებით.
_ეს რა მუქარაა? უკვე ძალიან ვიყავი აღელვებული.
_ ის მუქარაა რომ თუ სასამართლოზე შენსას გაიტან, მალე არც ერთი აღარ იქნებით ცოცხლები. ეს მითხრა და სწრაფად გათიშა. გაშეშებული ვიდექი, რა უნდა მექნა? ჩემს ტელეფონზე პირველად განხორციელდა მუქარის ზარი. მხოლოდ იმას მივხვდი რომ ეს მუქარა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ხუმრობა და ამას შემდგომშიც სისრულეში მოიყვანდნენ. ასე ადვილად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას რომ არ ჩემები, მე კიდე ჯანადბას, მაგრამ არ დავუშვებდი მათ რაიმე მოსვლოდათ. სხვა არაფერი მომდიოდა აზრად, მხოლოდ ერთი რამ მრჩებოდა, პროცესი უნდა წამეგო.


15 თავი
თითქოს ყველაფერი ბედის ბორბალივით უკან დატრიალდა, ახლა ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ჩემი პრინციპებისთვის უნდა გადამებიჯა და იმ მკვლელის მითითება უნდა შემესრულებინა. ვიცოდი რომ ეს ყველაფერი დათო რაზმაძეს უკავშირდებოდა პირდაპირ. ყველანაირად ცდილობდა თავის დაძვრენას ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა გამოუვიდოდა. მე კი ასე უმოქმედოთ უნდა ვმჯდაარიყავი. ის არაკაცი გარეთ უნდა გდებულიყო, ირაკლი კი ციხის საკანში. არა ამას ჩემს თავს ნამდვილად ვერ ვაპატიებდი. რამე უნდა მეღონა მაგრამ თავში აზრად არაფერი მომდიოდა. უნდა წამეგო პროცესი მაგრამ მხოლოდ დათო რაზმაძის სასარგებლოდ შებრუნდებოდა საქმე. მე და ირაკლი კი თანაბრად დავზარალდებოდით. არა ლადოსთან უნდა მივსულიყავი და რჩევა მეკითხა თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი, ის საკმაოდ გამოცდილი იყო ასეთ სახიფათო საქმეებში და რამე გამოსავალს მაპოვნინებდა. მთელი ღამე ვფიქრობდი ასე და მალე თავზე ისე დამათენდა წუთით არ გამკარებია ძილი. სასწრაფოდ ავდექი მაღვიძარას ხმა გამოურთე, თორემ იმხელა ხმაზე იწყებდა ტვინის ხვრიტვას, რომ ჩემი ძმის ოთახშიც თავისუფლად ახწევდა მისი ავადმყოფური ხმა. აი მერე კი მე მატყდებოდა საბას განრისხებული ყვირილი, მოკლეზე გადავუძახებ მაგ ნაგავ „რობოტსო.“ მე ამაზე კარგად ვხალისობდი, ცოტას სამაგიეროსაც ვუხდიდი ანას გამო და... მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვიყავი იმას რომ დაეწყო ღრიალი გავაფრენდი. სააბაზანოში შევედი, შხაპი გადავივლე , ჩავიცვი ისევ მკაცრი სტილის ტანისამოსი და სამსახურისკენ გავწიე. ჰოლში თანამშრომლებს მივესალმე, თორნიკე კაბინეტიდან ახალი გამოსული იყო და რომ დამინახა ცოტა დაიბნა, მე ღიმილი შევაგებე , მერე ჩემს კაბინეტში შევედი საბუთები მაგიდაზე დავაწყვე და ლადოს კაბინეტში წავედი. _ბატონო ლადო, შეიძლება? _კი, რა თქმა უნდა, ელენე რა საქმე გაქვს? _ მოკლედ და კონკრეტულად ყველაფერი აირია, გუშინ ჩემს ტელეფონზე განხორციელდა მუქარის ზარი, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს ხუმრობა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ეს დავით რაზმაძისგან დავალებული კაცი იყო. დამემუქრა ოჯახის ამოხოცვით რაც ნამდვილად საჭიროებს ყურადღების მიქცევას, მე ვერ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს, არ შემიძლია! კიდევ უამრავჯერ იქნება ასეთი მუქარები ჩემი კარიერის განმავლობაში ეს ვიცი და ამიტომ ახლა თქვენი რჩევა ყველაზე მეტად მჭირდება. ვერ ჩავსვავ უდანაშაულო ადამიან ციხეში, ეს ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. _ელენე, მისმინე! სწორად აღნიშნე რომ შენი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი დაგემუქრება, ასეთია პროკურორის ხვედრი, მითუმეტეს ქალის, მაგრამ ეს უფრო აძლერებს იმ ჟინს რატომაც ხდებიან დამწყებები პროკურორები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გატყდე, სამსახურში უნდა იყო რკინის ლედი და ისე უნდა გააკეთო, რომ შენი შიში ჩაუნერგო მსჯავრდებულებს, არ უნდა შეშინდე, მაგრამ პირდაპირ იერიშზე ნუ გადახვალ . არსებობს შემოვლითი გზებიც, დამნაშავე თავისივე მახეში გააბა და ისე რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწროს, მუქარას მიმართა? ორმაგად მოუბრუნდება და ორმაგად აგებს პასუხს. ოღონდ უნდა იცოდე როგორ მოახერხო ეს. ახლა მისმინე... არა აღფრთოვანებული დავრჩი ლადოს გეგმით, ამაზე უკეთეს იდეას ვერავინ მომაწვდიდა. სტაჟიანი და ძლიერი პროკურორის რჩევა ყველაზე მეტად გამომადგა. 25 წელი მაინც იქნებოდა რაც ამ საქმეში იყო და ერთ_ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. გენერალური პროკურორი იყო და ხშირად უწევდა საკმაოდ მძიმე საქმეების აღება. ორი ბიჭის მამა იყო და ხშირად ჩაუგდია ალბათ თავი საფრთხეში, რომ მათთვის ტყვიით გაკაწვრის უფლებაც არ მიეცა ბოროტმოქმედს. ახლა ეს გეგმა ირაკლისთვის უნდა გამეცნო, რომ საქმის კურსში ყოფილიყო და ეჭვი არ შეპარვოდა, რომ ადრე თუ გვიან თავს დააღწევდა ამ შეთქმულებას, როლის თავი და თავი დავით რაზმაძე იყო. ნომერი მოვიძიე და რამოდენიმე ზარის შემდგომ მისი ოდნავ ჩახლეჩილი და სექსუალური ხმა გაისმა. _გისმენთ, ვინს ვესაუბრები? _ ირაკლი, მე ვარ ელენე და თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა გნახოთ! _ელენე? ამპარტავანმა ლედიმ იკადრა ჩემთან საუბრის გაბმა? _ირაკლი, მოეშვით ირონიას! როდის შეიძლება თქვენი ნახვა? _ ერთ საათში „შერატონის“ პირველ სართულზე ჰოლში გელოდები და იმედია აღარ გამექცევი! ჰააა? აღარ გამექცევიო? დაიწყო ისევ. _ კარგით 1 საათში შევხვდებით. ვითომ მის ბოლო წინადადებას წავუყრუე, მაგრამ გახშირებული სუნთქვით ალბათ მიხვდებოდა, რომ ავღელდი. სახე სულ ამიხურდა, ტუჩები ამითრთოლდა, მისი ხმა სრულიად მაბნევდა, აი გამოხედვა კი ჭკუას მიბინდავდა. თავში აზრები ირეოდნენ და თავის მოყვრას ძლივს ახერხებდნენ. უფროს მამაკცებთან ცოტა მიჭირდა ურთიერთობა, მაგრამ პროკურორი ქალის იმიჯმა ეს კომპლექსი ნამდვილად გამიქრო, მაგრამ მაინც ხშირად მახსენებდა თავს. აი ახლა კი ირაკლისთან ურთიერთობის დროს ბრინჯივით ვიბნეოდი და მიჭირდა მასთან ლაპარაკის გაბმა. კომპანია სწრაფი ნაბიჯით დავტოვე და მანქანით დანიშნულების ადგილისკენ გავწიე. ცოტახნით მანქანაში შევყოვნდი, რადგან 15 წუთში უკვე „ შერატონთან,“ მანქანა მეყენა. ბოლოს მომბეზრდა ასე უსაქმურად მანქანაში ყურყუტი, მზის სათვალე გვერძე სავარძელზე დავდე და სასტუმროში შევედი. ჰოლში ისევ გაღიმებული მენეჯერი შემხვდა. _გამარჯობათ, რით გემსახუროთ? _ აქ შეხვედრა მაქვს დანიშნული ირაკლი ნოდიასთან. _ გამომყევით! _ერთ_ერთ რესტორნის მაგიდაზე მიმითითა_აი აქ დაბრძანდით, მას უკვე შეკვეთილი ჰქონდა, თქვენი შეხვედრისთვის მაგიდა. ღიმილით დამემშვიდობა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტახანში კი ირაკლიც შემოვიდა, სახეზე კი ამოცნობი ღიმილი დასთამაშებდა . _ამას თუ ჰგონია რომ აქ მხოლოდ მის სანახავად მოვედი ძალიან შემცდარა. _გამარჯობა ელენე, ადრე მოსულხარ. _ რა თქმა უნდა , პუნქტუალურობა ჩემი მოგონილია. _ელენე შენ არ გამოიცვლები! ეს მითხრა და ოფიციანტს უხმო, თავისთვის ჯეკ დენიელსი შეუკვეთა, მე კი რძიან ყავას დავჯერდი. _იცით საკმაოდ მომწონს ჩემი თავი და არც მინდა რამე ცვლილებები შევიტანო, ახლო მომავალში მაინც . _რა თქმა უნდა, როგორც გინდა. ტუჩის კუთხეები ოდნავ დაეჩხვლიტა ღიმილისგან. _ თქვენთან ძალიან სერიოზულ საქმეზე მოვედი და... _ჯერ ერთი თქვენობით ნუ მომმართავ ელენე, თავი 50 წლის კაცი მგონია. _კარგი, შევთანხმდით! მოკლედ თქვენ ისევ ეჭვმიტანილად მიგიჩნევენ სასამართლოზე და ბრალს წაგიყენებენ, რაღაც სერიოზული შემთხვევის გამო ასეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შენმა ადვოკატმა აუცილებლად უნდა გაასაჩივროს, მე კი იმაზე ვიზრუნებ , რომ როგორმე თავდებით გამოვაშვებინო შენი თავი მომავალ პროცესამდე. მერე კი დარწმუნებული იყავი სრულიად უდანაშაულოდ გცნობენ. _კი მაგრამ ასეთ მოკლე ხანში რა შეიცვალა, არ ამიხსნი? _ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან თუ ასე არ მოვიქეცით ორივეს კარიერა წარსულს ჩაბარდება და არა მხოლოდ კარიერა. _რას გულისხმობ? _ ხომ გაგიგია „ დღეს იცოცხლე, ხვალ იბრძოლეო“ ჰოდა ასეთი სიტუაცია შეიქმნა. _ელენე შენ რა გემუქრება ვინმე? _ დამალვას აზრი არ აქვს, დავით რაზმაძის ხალხზე მაქვს ეჭვი, გუშინ დამირეკა ვიღაცამ და მითხრა, რომ თუ საქმეს არ წავაგებდი, ჩემი ოჯახით გაღმა გავიდოდი, მარილზე . მაგრამ ვერც წარმოიდგენს რის გაკეთებას ვაპირებ და ეს ხელს მაძლევს, ასე მხოლოდ რაზმაძეს შეელახება რეპუტაცია და თავის ობობის ქსელში თვითონვე გაებმება, თან ისე რომ არამგონია დიდხანს შეძლოს თავის გათავისუფლება. _ელენე ვერაფერი გავიგე, ამიხსნი რას აპირებ? _ამას მალე გაიგებ, უბრალოდ მინდოდა საქმის კურსში ჩამეყენებინე და არ მინდოდა გგონებოდა, რომ პატიოსან კაცს ჩირქი მოგცხეს. _და მეტი არაფერი? _ რას გულისხმობ? _ის რომ მოგწონვარ, ყველაფრით გიზიდავ, როგორც მე შენ. _ რა ფანტაზია გაქვთ, პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ . _ფანტაზია კი არა რეალობაა, ელენე. ამას ყველა შენ მოძრაობაში, გამოხედვაში და მწარე სიტყვებში ვხედავ რომელსაც უმალ ვშიფრავ, ასეთი რამ არასოდეს მეპარება. _მართლა? მაშინ იმას როგორ ხვდებით, რომ ქალს არ ევასებით? _მაგის აღმოჩენა ადვილია, შენ კი ცდილობ დამალო შენი ნამდვილი შთაბეჭდილება, მაგრამ ნამდვილად არ ხარ კარგი მსახიობი, უფრო დამწყების ამპლუას მოგანიჭებდი. _რაც გინდა ის იფიქრე, ჩემთვის შენს სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს, კარგად! წამოვდექი და წასვლა დავაპირე მაგრამ ხელით შემაჩერა. _შენ გგონია ისე გაგიშვებ აქედან, რომ არ დაგარწმუნო ჩემს სიმართლეში? _ რას აპირებ? _აი ამას! გადმოიწია და მისი ცხელი და ვნებიანი ტუჩები ჩემს ბაგეებს, მოწყურებულივით დააცხრა, მეც ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ავყევი, უკვე საშინლად მომთხოვნი გახდა, თითქოს ეშინოდა ისევ არ გავქცეულიყავი და ტუჩების ყოველ კუთხეს უკოცნელად არ ტოვებდა. გახშირებული სუნთქვის ხმა ტელეფონის ზარმა გადაფარა. _გისმენთ! ირაკლიმ ხმა წართმეულმა უპასუხა. მეც ძლივს ვსუნთქავდი, ყავა მოვსვი და ცოტა სული მოვითქვი._ კარგი გიორგი მალე მოვალ. _უნდა წავიდე მეც. _ მანქანით გაგიყვან სადაც მიდიხარ. _არა მადლობ , ჩემი მანქანა გარეთ აყენია. _კარგი , როგორც გინდა მაგრამ ჩვენი საქმე ისევ შუაზე გაწყდა, რასაც შემდგომში ათმაგად ავინაზღაურებ და არა იმიტომ, რომ მხოლოდ შენთან ღამის გატარების სურვილი მკლავს... გაშტერებული ვიდექი, როცა ირაკლი ისევ გადმოიხარა ჩემსკენ და ტუჩის კუთხეში მაკოცა, შემდეგ კი სწრაფი ნამბიჯით გაუყვა დერეფანს.


16 თავი
3 დღე მალე გავიდა და სასამართლო პროცესზე წასვლის დროც ახლოვდებოდა. 12 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ჯერ კიდევ 4 საათი მქონდა იქამდე თავისუფალი. ირაკლიზე მეტად ალბათ მე ვნერვიულობდი, აუცილებლად უნდა მომეყვანა სისრულეში ჩემი გეგმა და ეს ჯერ ირაკლის თავდებით გათავისუფლებით უნდა დაწყებულიყო, აი მერე კი ჩემს ხელში იქნებოდა ყველა კოზირი, დათო რაზმაძემ ჯერ არ იცის ვისთან დაიჭირა საქმე და ამას აუცილებლად სიხარულით გავაგებინებ. ჰგონია ბრძოლა მოიგო , როგორც ჭადრაკშია როცა მეფეს ქიშსს უცხადებს, მაგრამ ვერც წარმოიდგენს , რომ მოწინააღმდეგე შამათით გადაუხდის სამაგიეროს, რადგან მან ვერ გათვალა მისი ჭკუა და მოხერხებულობა და თავის _ თავში დარწმუნებული, უკვე თითქმის მოგებული თამაშით ხარობს, სანამ სრულიად მოულოდნელად მეფეს არ მოუკლავენ. შამათი. მე კი არათუ ბრძოლას, არამედ ომსაც მოვუგებ რეალურ ცხოვებაში. „ცოტახანი დამაცადე ძვირფასო! შესანიშნავ საჩუქარს გიმზადებ, ორმაგად მოგაყენებ დარტყმას, ისე რომ ადგომა ვეღარ შესძლო.“ ჭადრაკის დაფა დაიხურა. ახლა რეალურად არის შურისძიება განსახორციელებელი. ეგონოს რომ დავმარცხდი, ცოტა განელდეს აბობოქრებული გრძნობები, მაგრამ მერე ქარიშხალივით დავატეხ თავზე ყველაფერს და დიდი სიამოვნებით გამოვკეტავ ციხეში. დაე პასუხი აგოს ყველაფრისთვის, თავისი ცოდვილი სულით ისედაც ძალიან დაამძიმა დედამიწა, ცოტა ჩამოიფერთხოს ცოდვის მტვერი, რა უჭირს?! ახლა ირაკლისთან დარეკვა ყველაზე მეტად მესაჭიროებოდა, მის დასამშვიდებლად თუ ჩემი თავის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. _ირაკლი! _ელენე? რას შვები ? ჩახლეჩილი და თითქმის წართმეული ხმით მკითხა, ეტყობოდა მთელი ღამე გაათენა. _რა ვიცი ვემზადები, შენ როგორ ხარ, გეტყობა ღელავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ციხეს ასცდე და მერე იმ არაკაცსაც მივხედავ. _მადლობ ელენე, მაგრამ საფრთხეში იგდებ თავს, არ ღირს. _ეგ მე მომანდე, სასამართლოზე შევხვდებით. ღრმად ამოვისუნთქე და ყურმილი გავთიშე. მასთან ლაპარაკის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა მოლოდინი. რა იქნებოდა ან რა მოხდებოდა წინასწარ არ ვიცოდი . მაგრამ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ გეგმა არ ჩამშლოდა. სააბაზანოში შევედი რომ ცოტა მოვდუნებულიყავი და დამშვიდებული ვყოფილიყავი სასამართლოზე. ცოტა დიდხანს დავყავი ცხელი წყლის ქვეშ, შემდეგ ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, როგორც ყოველთვის და ცოტახნით ისევ საბუთებს ჩავუჯექი. 11 საათი იქნებოდა ჩემს ძმას დავემშვიდობე და წავედი. მივედი და ირაკლი უკვე იქ დამხვდა. ჩვენი ურთიერთობა არ შეიძლებოდა, ამიტომ უბრალო გავუღიმე, მანაც პასუხად თავი დამიკრა და ადვოკატს მიუბრუნდა. მალე უკვე დაიწყებოდა და ამიტომ სასამართლო დარბაზში შევიკრიბეთ. ყველა თავის ადგილას დასხდა, მე ჩემს ადგილას, ირაკლი და მისი ადვოკატი, ჩემს მოპირდაპირე მხარეს აი დამსწრეები კი უკანა ფლანგიდან „ზვერავდნენ“ გარემოს. დავით რაზმაძე კი მალე გამოჩნდა თავისი ადვოკატით და ადგილები დაიკავეს. _ ყურადღება! სასამართლო მოდის. წუთიერად ყველა ფეხზე ავდექით და მოსამართლეს პატივი მივაგეთ. სასამართლო პროცესი საშინლად იწელებოდა, ჰაერში დაძაბულობის სუნი ტრიალებდა. კითხვები_ კითხვებს მიჰყვებოდა, პასუხები_პასუხებს. ორივე დათოც და ირაკლიც დავკითხე და სწორედ ისე წავიყვანე გეგმა, როგორც გადაწყვეტილი მქონდა. დათო რაზმაძე სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლეს, ხოლო ირაკლის, ადვოკატის დახმარებით, შინაპატიმრობა მიესაჯა მომავალ პროცესამდე. შინაპატიმრობა რა თქმა უნდა, საშინელი განაჩენი იყო, მაგრამ ციხის ბინძურ კამერას კი ნამდვილად სჯობდა. ადვოკატმა მოახერხა ისე რომ ირაკლი არ ჩაესვათ, თორემ მერე უთუდ ჩემი ჩარევა გახდებოდა საჭირო. უკვე გარეთ გამოვდიოდი როცა ირაკლის ხმა დამეწია, შემოვბრუნდი და ის უკვე ჩემს წინ აისვეტა. _ელენე, რა თავქუდმოგლეჯილი გაიქეცი! _ ხო, რაღაც ცუდათ ვარ და. თავი ვიმართლე რატომღაც იქ ვეღარ ვჩერდებოდი. _მადლობა რომ ასე კარგათ წაიყვანე საქმე, მარტო ჩემი ადვოლკატი ვერაფერს გახდებოდა. _ირაკლი მე არაფერი გამიკეთებია ისეთი. _მერე და როგორ გააკეთე, შენ რომ არა ახლა ციხის საკანში ამოვყოფდი და არამარტო ამ პროცესის გამო შენ ჩემი ირწმუნე, რასაც არავინ გააკეთებდა. _ირაკლი მე სიმართლეს ვემსახურები, ეს არის ჩემი ვალდებულება, ციხეში ჩავსვა დამნაშავეები და არა უდანაშაულო ადამიანები. _ხო მაგრამ შენ არ იცოდი, რომ მე... _ მერედა როგორ ვიცოდი, როცა ყველანაირი სამხილი მოვიძიე შენს წინააღმდეგ, სწორედ მანდედან გამიჩნდა ეჭვი და ეს შენთვის ნათქვამი მაქვს, რომ ძალიან საეჭვო იყო ამდენი სამხილი შენს წინააღმდეგ, რომ მოქმედებდა თან ისე, რომ ძალიან ბევრს მიუწვდებოდა ხელი. _ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? როგორ გადაგიხადო მადლობა? „შემიყვარე“ თითქოს არც მოველოდი ისე გავიფიქრე. რა სულელური ფიქრია, რატომ წამოტივტივდა ზედაპირზე ასეთ უდროო დროს? მაგრამ ყოველთვის ასეა როცა რაღაცას არ ელოდები, სწორედ მაშინ გამოჩნდება და წინ დაგხვდება. _არაფერის გაკეთება არ არის საჭირო ეს ჩემი მოვალება იყო და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ჯერ არ დამისრულებია საქმე ამიტომ მადლობა მომავლისთვის შემოინახე. თვალი ჩავუკარი და გამოვბრუნდი. _ ელენე! _გისმენ! _არ მინდა რომ წახვიდე! _მაპატიე უნდა წავიდე, არ მცალია, თან შენ ხომ არ დაგავიწყდა შინაპატიმრობა რომ მოგისაჯეს? _ეგ არ მიგულისხმია მე იმის თქმა მინდოდა, რომ საერ.... _ირაკლი სად ხარ? გეძებდი, უნდა წავიდეთ. ადვოკატი გამოვიდა გარეთ და სიტყვა ირაკლის შეაწყვეტინა, იქნებ რას ამბობდა? სულ ესე როგორ უნდა მოგვივიდეს? გულში უკვე საშინლად ვხარხარებდი, მაგრამ ეს მემგონი სიმწრის სიცილი უფრო იყო. _ კარგად ირაკლი. დავემშვიდობე ისე რომ მისთვის აღარ შემიხედავს, რადგან ვიცოდი ჩემი თვალებით გავიყიდებოდი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას გასცემდა, ჩემს გრძნობებში ჯერ არ ვიყავი დარწმუნებული. ახლა მხოლოდ სახლში , ჩემს ოთახში მარტო დარჩენა თუ დამამშვიდებდა. რამ ამაღელვა? ალბათ იმან რომ აზრზე არ ვიყავი რა გრძნობა იდგამდა ჩემს სულიერებაში ფეხს. მანქანა სწრაფად მიქროდა ისე რომ საბურავებს წივილი გაჰქონდათ, საშინელი ადრენალინი მომეძალა, რაღაცის გამო, რასაც ვერ ვუძებნიდი სახელს. სახლში საშინლად აღელვებული შევედი. საბას ოთახს ტყვიასავით ჩავუარე და ოთახის კარი გადავკეტე. კვნესა აღმომხდა. ყინულის დედოფალივით ვიყავი, რომელსაც ცხელმა სისხლმა მთელი სხეული მოუცვა და რაღაც ახალი დაბადა მასში. ცრემლები. ბურუსი. წყვდიადი. ძილში დაკარგვა.

17 თავი
დაიწყო მოქმედების დრო, ეხლა მთავარი იყო ფაქტზე გამომეჭირა და რაღაც ხერხებით გამომეტეხა და ეღიარებინა თავისი დანაშაული დავით რაზმაძეს, მხოლოდ გაყალბებული საბუთების იმედზე ვერ ვიქნებოდი , ვერანაირად ვერ დავამტკიცებდი, რომ მისი გაყალბებული იყო, ამიტომ რაღაც აზრი მომივიდა, რასაც უმალ განვახორციელებდი. წავედი სპეციალურად აპარატურის მაღაზიაში, სადაც ვიყიდე პატარა კამერა, რომელსაც გულზე დავიმაგრებდი, ისე რომ ვერც შეამჩნევდა, ხოლო ამას ყველაფერს ჩემს ნოუთბუქში ჩავიწერდი. ისე მოვუწყობდი საქმეს აზრზეც ვერ მოვიდოდა, მერე დაეწყო საკნიდან მუქარები, ვინღა გაიგებდა? დავადექი რაზმაძის სახლისკენ მიმავალ გზას, კამერა ისე დავიმაგრე რომ არ შეემჩნია კომპიუტერიც მზადყოფნაში მოვიყვანე და ახლა ყველაფერი ჩემს გამოცდილებაზე იყო დამოკიდებული. მანქანიდან გადმოვედი და ფეშენებელური კორპუსის სადარბაზოში შევაბიჯე. მალე უკვე მის კარების პირდაპირ ვიყავი, ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე. დიდიხანი არ დამჭირვებია ლოდინი მალე კარები გაიღო და რაზმაძე ამეტუზა, ირონიული ღიმილით. გვერდი გავკარი და სახლში მოურიდებლად შევიჭერი. _აქ რას აკეთებთ? ან როგორ შემოიჭერით სხის საკუთრებაში? გახვალთ თუ არა აუცილებლად გიჩივლებთ! _რაც გინდათ ის გიქნიათ, მაგრამ აქ როგორც პროკურორი ისე არ მომსულვარ! _აბა რა გნებავთ? უკვე უნდა დამეწყო გამოტეხვა. _ თქვენი დავალებით დამირეკეს ესეიგი და ოჯახის ამოხოცვით დამემუქრნენ? _ჰა,ჰა. რახან ვერაფრით დამიმტკიცებ და მარტო შენ სიტყვას ჩალის ფასი ექნება ყბელაფერს გეტყვი, პატარა ელენიკო. საჩვენებელი თითი სახეზე ჩამომისვა და იდიოტივით იღიმოდა. სახიდან ხელი სწრაფად მოვაშორებინე და დაველოდე მის აღიარებას. „დამაცადე! საკუთარ თავს თვითონვე ჩაგაშვებინებ.“ _ესეიგი ნამდვილად შენი დავალებული იყო? _რა თქმა უნდა, სხვანაირად ციხეში მომიწევდა ყურყუტი, რაც ნამდვილად არ მხიბლავდა, რასაკვირველია ამ მუქარას შედეგებიც მოჰყვებოდა, რაც შენთვის და სენი ოჯახისთვის ძალიან ცუდათ დამთავრდებოდა. _კი მაგრამ ირაკლი ნოდიამ რა დაგიშავა , რატომ გინდა ციხეში გამოამწყვდიო? იმ დანაშაულისთვის რომელიც შენ ჩაიდინე. ეგ ჩემი საქმეა, ანდა გეტყვი რა არის აქ დასამალი, ირაკლიმ შემამჩნია ფულს რომ ვტეხავდი ამიტომ მომხსნა და პარტნიორი ქუჩაში გამიძახა. _ხო, რა თქმა უნდა, თაღლითი პარტნიორი. _ზუსტად. შენი საბუთები ისე რატომ არ გამოიყენე? დამცინავად გადმომხედა და ხელები გადაიჯვარედინა. _მარტო საბუთებით ბევრს ვერაფერს დავამტკიცებდი. _ხო, მართალია. ჭკვიანი გოგო ჩანხარ, ერთად ხომ არ აგვეწყო საქმე? _არ გმადლობ! _დაფიქრდი, ფული თავზესაყრელად გექნება. _მე უკვე გითხარი ჩემი პასუხი! _კარგი ელენიკო. თუ გადაიფიქრე, იცი სადაც უნდა მიპოვო. _უნდა წავიდე, კარგათ ბრძანდებოდე! _წასვლის წინ არ მაკოცებ? _ მირჩევნია აქლემს ვაკოცო. _რა ხუმარა ხარ ელენე, პროკურორები რობოტები მეგონეთ. _კარგია რომ შეხედულება შეგეცვალათ. ირონიულად მივუგე და სახლი მალე დავტოვე. ესეც ასე! ყველაფერი იდეალურად მოგვარდა, ჩემს ხელში ხარ რაზმაძე. ნოუთბუქში გადავამოწმე ჩაწერილი „ოქროს“ ვიდეო. დისკი ამოვიღე და ხელში ავათამაშე გამარჯვების ნიშნად: „ როგორ გაები!“ მაშინვე ოფისში წავედი, რათა ლადოსთვის ჩემი ბრწყინვალე შედეგი მეცნობებინა. მისვლისთანავე პირდაპირ მისი კაბინეტისკენ გავწიე. _ბატონო ლადო გცალიატ? _კი ელენე შემოდი. გავიგე სასამართლოს ამბავი, მშვენივრად შეგიბრუნებია საქმე, რაზმაძის გათავისუფლებას თუ არ ჩავთვლით. _სწორედ მაგ საქმისთვის მოვედი . დისკი ამოვიღე და ლადოს კომპიუტერში ჩავდე. ყურადღესბით უყურებდა დისკს , სანამ ბოლომდე არ ჩამთავრდა, მერე კი სახეზე კმაყოფილება დაეტყო. _გილოცავ ელენე! შესანიშნავად კარგად მოგიფიქრებია, ეტყობა ვერაფერი შეგატყო. _დიახ, გული ჯიბის შეიგნით არსებული პატარა კამერა ამოვიღე და ლადოს მაგიდაზე დავუდე. _შესანიშნავია . ყოჩაღ, ვამაყობ შენით ელენე. _მადლობთ ბატონო ლადო, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მომავალი სასამართლო 1 კვირაში დაინიშნა, რადგან არც ისეთი მძიმე საქმე არ არის. _სამხილები, მრავლად გაქვს აბა შენ იცი, არ შეშინდე! _დიახ, რა რასაკვირველია, ახლა მე განვაგებ პროცესს. გაღიმებული დავტოვე კაბინეტი. დისკიდან ნოუთბუქზე გადავწერე, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც. სახლისკენ ხალისით გავეშურე. დღეს ჩემი საყვარელი დესერტი, შოკოლადის ნამცხვარი მელოდა. "მოვდივარ ძვირფასო, ბევრს აღარ გალოდინებ!" ჰა,ჰა. სახლში რომ მივედი კარები დაკეტილი დამხვდა. ალბათ ჩემი ძმა ისევ ქალებში დაწანწალებს და სასტუმროებს ამდიდრებს. ეჰ რა ეშველება, ნეტა როდისმე დაღვინდება? არამგონია. გასაღები გადავატრიალე და შევედი. საბას ოთახიდან რაღაც ხმები გამოდიოდა, მეგონა ტელევიზორი ჰქონდა დარჩენილი, შევედი რომ გამერკვია რა ხდება. კარი გავაღე და ლამის ადგილზე მივეყინე. _დაგერხა ძამიკო!

18 თავი
_ძამიკო დაგერხა! იმხელა ვიღრიალე, მინებმა ზანზარი დაიწყეს. _ელენეე! ყველაფერს აგიხსნი! ეს ის არ არის რასაც... _რასაც მე ვფიქრობ? უკვე მთელ ხმაზე კავკიოდი. თეთრ ზეწარში გახვეული ორი იდიოტი. გოგოს თავი ჩახრილი ჰქონდა და ვერ ვხედავდი მის სახეს. საბამ ზეწარი შემოიხვია და ჩემკენ წამოვიდა. _ელენე, გთხოვ გარეთ დავილაპარაკოთ! _არა ამ ძუკნას პირისპირ გეტყვი შენზე და ამ... ამ... ამ მოკლედ, რაც შეიძლება ასეთ ქალს ეწოდოს რასაც ვფიქრობ. _ელენე! _ვერ გადამირჩები, საბა მაჭავარიანო. უცებ, ნელ_ნელა ზეწარი გადაიწია და ქერა ლოკონები ქალს შიშველ მხრებზე დაეფინა. თანდათან გადმოიწია და ცოცხალ მკვდარი გამოხედვით, ძლივ_ძლიობით გამისწორა თვალები. _ანა? ცხვირის ძვალზე ხელი მოვიჭირე, რომ ცოტა დამეწყნარებინა ჩემი თავი. _ანა გადი სასწრაფოდ ჩემი სახლიდან, სანამ ჯერ კიდევ ვიკავებ თავს. უკვე კონტროლს ვკარგავ და, არ ვიცი რას გავაკეთებ, დროზე ჩაიცვი და დატოვე ჩემი სახლი! ოთახიდან დამბლადაცებულივით გავედი, უკვე პიკამდე მიდიოდა ადრენალინის საშინელი მოძალება. არა ეხლა ვერანაირი ვალერიანის წვეთები ვერ მიშველიდა. აქეთ_იქით კარგი ნაციხარივით კედლებს ვაწყდებოდი და რაიმე გამოსავალს ვეძებდი ამ ამაზრზენი სიტუაციიდან, მაგრამ აზრებიც ნულამდე დავიდა. ნერვიული სისტემის „ძაფები“ გიტარის სიმებივით თანდათან იწყებდნენ წყვეტას. 5 სიმიდან უკვე 3 აწყვეტილი იყო, ნერვებზე ამდენი დაკვრით და უკვე მეოთხეც თავს ვერ იმაგრებდა. მალე ჩვენმა გვრიტებმა ნება იბოძეს და დასტოვეს თავიანთი, ჯერაც ცეცხლჩაუქრობელი ბუდე, რომელშიაც მე რომ არ მიმესწრო, თავიანთ ვნების მოზღვავებასთან ერთად ჩაიფერფლებოდნენ. ანა შვლის_ნუკრივით დაუცველი და შეშინებული ძლივს ადგამდა ფეხს სასტუმრო ოთახში შმოსაღწევად . და ურცხვად ეკვროდა ჩემს ძმას მკერდზე. _ანა გადი ჩემი სახლიდან და ფეხი აღარ მოადგა, აღარასოდეს, თუ შენი თავი რამედ გიღირს. ჯერ ერთი ამ კრეტინს რომ ჩაუგორდი ლოგინში და მეორე რომ ... ამაზე საშინელი შეურცხყოფა რაღა უნდა იყოს, მეგობრისგან, არ ვიცი, ჩემამდე არ დადის. _ელენე ნუ ბავშვობ რა! აქეთ შემომიტია საბამ. _შენ მერე მოგხედავ ძამიკო. ახლა კი ანა კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინო და დროზე ეხლა... ვცდილობ თავი შევიკავო და ხელით არ შეგეხო, გაეთრიე ჩემი სა_ხლი_დან. ანას უკვე ტირილი წასკდა და ამზე მთლად დავკარგე გონი და მე_4 სიმმმაც აიწყვიტა. _ანა შენი ნიანგის ცრემლები ამ იდიოტის შესაბმელად გამოიყენე, ჩემთან ვერაფერს გახდები. წადი, წა_ეთ_რი_ე. სწრაფად გამოეცალა მკლავებიდან, ჩემს უსინდისო ძმას და კარების გაჯახუნების ხმა წამში გაისმა. _საბა რას მიდგეხარ, გაყევი, თორემ რომ ვიცი რა გიჟია რაღაცას აუტეხავს თავს, დროზე! საბაც უკანმოუხედავად გაეკიდა, აუცილებლად უნდა დაემშვიდებინა, რომ რამე სისულელე არ ჩაედინა, მოღალატეა, მაგრამ ცუდისთვის მაინც არ მემეტება. რა უნდა გამეკეთებინა ახლა, მთელი წარმატებული დღე ღამის კოშმარად გადამექცა ლამის. დაქალმა ვნების ცეცხლი გააჩაღა მეგობრის ძმასთან და თან ამ მეგობრის სახლში. როგორ მოგწონთ? შეუდარებელია, ისეთი მეტი რომ არ შეიძლებოდა. ჩემმა შოკოლადის ნამცხვრის გახსენებამ ცოტა გამომიკეთა გუნება, და პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. ახლა მხოლოდ ჩემი ნამცხვარი თუ გამახარებდა, დამიამებდა თავისი სიტკბოებით და შეუდარებელი გემოთი, დაწყლულებულ გულს. ერთი ლუკმა, ორი ლუკმა, ნაყინივით ტკბილად დნებოდა და მთელს ჩემს სხეულს ბედნიერების შეგრძნებით მოსავდა. როცა ამ ბედნიერების ხელის შემშლელი კარების გაჯახუნებით შემოვარდა ოთახში. _ელენე, რა ჯანდაბა გინდოდა ჩემს ოთახში არ მეტყვი? _ვაიმე, ეხლა შენი თავი არ მაქვს, ძლივს დავიწყნარე ნერვები და შენზე არ მაყრევინო ჯავრი, თორემ მტრისას თუ გავიღვიძე. _ანამ რა დაგიშავა? რას ერჩოდი? მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და ვაღიარებ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ცხოვრებაში აფათუროს ხელები, ეს კარგად დაიმახსოვრე! _ეხლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო, წარსულის ჰარამხანაში ხომ არ გგონია თავი, ჯერ არ წასულხარ გერმანიაში, კიდევ თვენახევარი რჩები აქ და კეთილი ინებე და მეორედ ამ სახლში, ანუ ჩემს სახლში, არ დავინახო ერთი ქალი სტუმარიც რომ მოიყვანო, თორემ მოგიწევს მშობლებთან გადაბარგება, რაც მემგონი არ გაწყობს, ამიტომ გაფრთხილებ, არავითარი ქალები ამ სახლში, მორჩა! ვერ თოკავ ჰორმონებს? დავაი სასტუმროში აქ აღარავინ დავინახო. უკვე მე_5 სიმიც გაწყდა და სწრაფად რომ არ დამეტოვებინა ოთახი, უკვე ცუდათ და თან ძალიან ცუდათ ექნებოდა ვიღაცას საქმე. ჩემი ოთახის კარები ჩავკეტე და ძალა გამოცლილი, რასაც ჰქვია დავეფინე საწოლზე, ენერგიის და ძალის ნატამალი, ნერვებმა შეჭამეს. ახლა მაქსიმუმ 10 საათი ძილი და ავიკრიფავდი ჩემს ძველ ენერგიას და ხუთი მყარი სიმისგან შემდგარ ნერვებს. უკვე გონების გათიშვასთან ახლოს, ძალიან ახლოს ვიყავი, რომ ტელეფონზე ზარის ხმამ შეაფერხა ეს ნეტარების წუთბი. _გისმენთ! ნამძინარევი და ჩუმი ხმით გავეცი პასუხი ვიღაც სულიერს. _ელენე, გეძინა ? ირაკლი? აუ ამ შუაღამისას აქ რა... რამ დაარეკვინა? მაგრამ ვაღიარებ ნამდვილად მესიამოვნა, სასურველი კაცის ხმა ძილის წინ. _ცოტა ჩამთვლიმა, მაგრამ ეგ არაფერი, რამე სასწრაფო საქმეა? _ არა დაგირეკე, რომ გამეგო გუშინდელის შემდეგ როგორ იყავი. მშვენიერი ცდაა ბატონო ჟიგოლო. _დიახ, ნუ ღელავ , მშვენივრად ვგრძნობ თავს. (მეტი არ იყოს ჩემი მტერი) _კარგი , აღარ შეგაყოვნებ, დაისვენე. _ერთი წუთით, რაღაც მაქვს სათქმელი და ბარემ ახლავე გაცნობებთ, უტყუარი სამხილი ჩემს ხელთაა და რაზმაძე ვეღარ გადამირჩება. _მართალ? ასე მალე? _რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ყოფილა რამე ისეთი გართულება და სუფთად შესრულდა საქმე. _შეგიძლიათ მითხრათ რა სამხილზეა ლაპარაკი? _დისკზე, შემთხვევით, აღიარებად ჩვენებაზე. მეტს ვერაფერს გეტყვი ირაკლი. _იცი, რახან მე ვერ მოვახერხებ სახლიდან გამოსვლას, იქნებ შენ მოხვიდე ჩემთან და თუ პრობლემა არ იქნება რაღაცეებში გამარკვიო და სამხილებსაც გადავხედავ, „ცნობისმოყვარეობა დამღუპველიაო“_ ამბობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვნად აუცილებლეია. _შევეცდები ხვალ მოვახერხო და გაგაცნოთ საქმის ვითარება. _მშვენიერია , მაშინ შევთანხმდით! ჩაიწერეთ მისამართი... _კარგი, კარგად ირაკლი, შევეცდები ხვალ მოვახერხო. _იმედს ვიტოვებ. ყურმილი დავკიდე და საშინელმა აფორიაქებამ ისევ იჩინა ჩემში თავი. არა ყურადღება ამისთვის არ უნდა მიმექცია. ბუმბულის ბალიში თავზე დავიმხე და თავი ძილს მივეცი. მეორე დილას უკვე დამშვიდებულმა გამოვიღვიძე, მაგრამ ჩემს ძმას ხმას დიდიხანი აღარ გავცემდი. დილის 9 საათზე უკვე კომპანიაში ვიყავი, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ჰოლში მითუმეტეს. ლიფტი მალე მოვიდა და მალე უკვე ჩემს კაბინეტში ვიყავი. მდივანი გამოვიძახე, ალბათ უკვე აქ იქნებოდა, რადგან ყოველთვის ყველა თანამშრომელზე ადრე უნდა გამოცხადდეს. ტელეფონის ღილაკს დავაჭირე ხელი და სალომეს ვუხმე. _სალომე! _დიახ, ელენე! _ცოტახანი ჩემთან შემოდი. მალე კარი გაიღო და მაღალი, შავგვრემანი, გოგო შემოვიდა. საკმაოდ კარგი გარეგნობის გოგო. _სალომე ჩემთვის რამე საქმე ხომ არ გაქვს გადმოსაცემი? ლადოს რამე ხომ არ გადმოუცია ბოლო დროს? _ ღმერთო რა დაბნეული ვარ, 3 დღის წინ მომცა რაღააც საბუთები, გადახედოს და თავისი აზრი მომაწოდოს შემდეგო, ახლავე შემოგიტანთ. მალე ხელში საბუთების საკმაოდ დიდი დასტით შემოვიდა._აი ეს არის, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. _ეგ არაფერი, მაგრამ აბა ერთი თვალებში შემომხედე, რა გჭირს ამ ბოლო ხანებში გათიშული რომ დადიხარ? _ააა არაფერი პირადი პრობლემებია და... _ სალომე! ხომ იცი შეგიძლია მენდო და შენი გასაჭირი მითხრა იქნებ როგორმე დაგეხმარო. _კარგი, გენდობი და გთხოვ რასაც ახლა გეტყვი არავისთან წამოგცდეს. შენთან მითუმეტეს საშინლად მცხვენია, მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებ და სხვა არც არავინაა ისეთი სანდო, რომ გავენდო და... მოკლედ უკვე 1 წელია თორნიკე მიყვარს, ის კი მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგებლება ხოლმე, მე კი ლამისაა გული ამომიხტეს მის დანახვაზე. ვიცი რომ მას შენ უყვარხარ, არანაირად არ მიიღო იმად რომ შენ რამეს გახვევ თავზე, ოღონდ ეგ არ იფიქრო და ეს არავის გაანდო და მიმსახურე როგორც გინდა. _რას ამბობ , სალომე ეგრე მიცნობ, ვიცი რომ სანდროს ვუყვარვარ, მაგრამ მე როგორც მეგობარს ისე ვუყურებ და ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ აბა შენ იცი! _არა ელენე შანსები ვიცი ნოლი მაქვს, ამიტომაც არანაირ ინიციატივას არ ვიჩენ, ან რამით მივახვედრო ან თავის მოწონება დავუწყო. ვიცი საშინლად გამომდის შენთან, მაგრამ სხვა გვარად უკვე აღარ შემიძლია, ვიღაცას უნდა გავენდო და რახან უკვე შემამჩნიე , თავი ვეღარ შევიკავე. ლამის უკვე ცრემლებამდე მისულიყო. _კარგი დამშვიდიდი_ ავდექი და გადავეხვიე_ხომ იცი რაშიც უნდა დაგჭირდე, ნუ მოგერიდება და... _დიდი მადლობა, ახლა გავალ, შენთან ლაპარაკმა ცოტა ძალა შემმატა. _სალომე, ნუ დაიტანჯავ თავს კაცისთვის, რომელიც შენი ღირსი არ არის, რადგან შენს სილამაზეს ვერ ამჩნევს. _გმადლობ. დამწუხრებული გავიდა. რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი, ვერ ავხსნი რა ვიგრძენი, როცა თორნიკეზე ასეთი სიყვარულით ლაპარაკობდა, ჩემი და ირაკლის ჯერ არ დაწყებული რომანი წარმომიდგა თვალ წინ. არა ამ გოგოს საცოდაობას უკვე მეორედ ვეღარ ავიტანდი. რაღაც უნდა მეღონა, მაგრამ რა ჯერ აზრზე არ ვიყავი. ნერვები მომეშალა ჩემს უმოქმედობაზე და ყურადღება საბუთებზე გადავიტანე. ოღონდ ეს არა რააა. ისევ იმ ქალის იდიოტური საქმე რა, ქმრის ანდერძს ვერ შეელია, ამის გადაკითვა არც ღირს, პასუხს ლადოს როგორც კი მოვა მაშინვე გავცემ, რომ საერთოდ იმ ქალს აქ შემოსვლაც კი აუკრძალონ. საბუთები სავარძელზე მოვისროლე, ავდექი და ფანჯარას მივეყრდენი. ფიქრებით სადღაც შორს, ჰორიზონტის იქით წავედი, ქვეყნის დასალიერში სადაც ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი ვიქნებოდი. საათს დავხედე 10 გამხდარიყო უკვე, ლადო უკვე აქ იქნებოდა ამიტომ ფირები უკუ ვაგდე და ლადოს გამინეტში ავედი. _შეიძლება! _რა თქმა უნდა, შემოდი. _ბატონო ლადო იმ საბუთებს ცოტახნის წინ გადავხედე კი არადა ზედაპირულად გადავავლე თვალი, რადგან რამის იყო ნერვები მომშლოდა ამ ქალის უკვე მეასე განაცხადზე. უკვე ყელშია თავისი ქონების მოთხოვნით და მოდით უბრალოდ აღარ შემოვაშვებინოთ რა აქ დაცვას. ნამდვილად დავისვენებთ, თორემ უკვე ყველა გაგიჟებული ჰყავს, პირდაპირ ფულზე დახარბებული, დედაკაცია და მითუმეტეს მაგის გამო არავინ აიღებს მაგის საქმეს და თან უშედეგო იქნება, ქმარმა ანდერძი დატოვა რასაც ვერ გაასაჩივრებს და მოკლედ მე კატეგორიულ უარს ვამბობ ამ სულელურ საქმეზე და ჩემი კეთილი რჩევა, თქვენც თუ არ აიღებთ. _ელენე, როგორ გამამხიარულე, ასეც ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, მეგონი მართლა დაცვის დახმარება დაგვჭირდება, მაგრამ მერე გარეთ არ დაგვხვდეს ხოლმე. გადაიხარხარა და მერე ისევ მე მომაჩერდა._შენ მართალს ამბობ ელენე, ნამდვილად წასაგებად გამზადებული საქმე იქნება . ვეტყვი რომ ყველა იურისტი უარს ამბობს მისი საქმის აღებაზე და იმედია აქ აღარ მოგვაკითხავს. _იმედი მაქვს. _შენი საქმე როგორ არის? ირაკლი ხომ არ შეგხმიანებია? გამომცდელად შემომხედა თითქოს რაღაცის გაგება სურსო. _დიახ, დღეს იმ დისკის შიგთავსი უნდა ვაჩვენო, მთხოვა საქმეში გამარკვიეო და... _არა ყველა კანონს ხაზს უსვამ ელენე, მაგრამ სხვანაირად საქმე არ გამოვა, მოიქეცი ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება, ჩვენ ხომ სიმართლეს ვემსახურებით. ელენიკო ასე არ არის? _რა თქმა უნდა, ბატონო ლადო, დიდი მადლობა. _არაფრის ელენე, არანაკლებად მოვქცეულვარ მეც, სიმართლე რომ დაამტკიცო ამისთვის შეგიძლია ბევრ კანონს გადააბიჯო, მაგრამ ისე რომ არავინ დააზარალო. _მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მამასავით მყავხართ და არ ვიცი ეს ამაგი როგორ გადაგიხადოთ. _იყავი კარგი და სამართლიანი პროკურორი, იბრძოლე ამისთვის და ეს იქნება ჩემთვის საუკეთესო დაფასება. _კარგით ბატონო ლადო კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. სამადლობელი მზერით შევხედე და კაბინეტი დავტოვე. თვალი გადავავლე ძველ საქმეებს, არც ერთი წაგება, ახლა კი 1 კვირაში კიდევ შეემატებოდა ამ სიას ირაკლის საქმეც, ყველაზე მთავარი ჩემთვის ამ საქმის მოგება იქნებოდა. ცოტა რომ მომშივდა ქვემოთ ბარში ჩავედი. შევედი და ჩემი გოგოებიც იქ დამხვდნენ ანასთან ერთად იჯდნენ და ყავას მიირთმევდნენ. ორივეს მივესალმე და ბართან დავჯექი. ერთი ფორთოხლის წვენი და კრუასანია შევუკვეთე და დაველოდ. ასე ორ წუთში ჩემი შეკვეთა უკვე წინ მედგა. წახემსება დავიწყე როცა გვერძე ვიღაცის სიახლოვე ვიგრძენი. თორნიკე იყო და მიღიმოდა. _როგორ ხარ თორნიკე? _თოკო აღარ ვარ? _ჩვენ ხომ აღარ ვართ მეგობრები, მხოლოდ ნაცნობები. ცოტათი წავკბინე. _ელენე! _რა ასე არ არის? _შენგან შორს ყოფნა მიჭირს. _მაგრამ ეს შენი გადაწყვეტილებაა. _კარგი ვიყოთ ისევ მეგობრები, გადავიტან როგორმე და სიყვარულზე გპირდები კრინტსაც არ დავძრავ. _მშვენიერია თოკო, შენთან ბაასი მომენატრა. _მეც იგივე შემიძლია გითხრა. დღეს ვახშამზე ხომ არ წავიდეთ როგორც მეგობრები! _აა არა დღეს მართლა არ მცალია სხვა დროს იყოს. ცოტახანში უნდა გავიდე თან. _კარგი სხვა დროც მოვა! მომხიბვლელად გამიღიმა და ერთი ყავა თავისთვის აიღო._დღეს მთელი დღეა მძინავს და იქნებ ამან მაინც გამომაფხიზლოს. _კარგი, მე უნდა წავიდე, კარგათ. გადავკოცნე და კაბინეტში წავედი, რომ ჩანთა ამეღო და ირაკლისთან წავსულიყავი. კაბინეტში რომ შევედი დავინახე რომ მთელი ფანჯრის მინა წვიმის წვეთებით დაწინწლულიყო. გადავიხედე და ქარიც არ იკავებდა თავს და პარკებს ჰაერში ატრიალებდა. ქვემოთ ჩავედი და ძლივ_ძლიობით გავაღე კარები, ქარი და წვიმა სახეში მცემდა. ღმერთო ესღა მაკლდა. მანქანა აღარ იქოქებოდა. მანქანის რულს ხელი დავარტყი და თავი გაწბილებულმა დავადე, როცა შუშაზე კაკუნი მომესმა. თორნიკე იყო. შუშა ჩამოვწიე, რომ გამეგო აქ საიდან გაჩნდა. _ელენე, ძრავა ჩაგიქვრა? _აუ ხო თოკო ესღა მაკლდა. _მოდი იცი რა ვქნათ, სახლში მე წაგიყვან და ამას მიხედავენ, ახლავე დავრეკავ და ხვალ უკვე შეკეთებულს დაგახვედრებენ. _თოკო არ მინდა რომ შეგაწუხო. _ხომ არ გაგიჟდი რა შეწუხება, ახლა მეც მივდიოდი, საქმეები დამიმთავრდა და რომ დაგინახე ასეთ დღეში , მივხვდი რაშიც იყო საქმე. წამო გადმოდი და გასაღები დაცვას დაუტოვე, მერე კი სპეციალური სამსახური წაიყვანს და სახსალამათს დაგიბრუნებენ. _კარგი, მადლობ, მაგრამ სახლში არ მივდივარ, პეკინზე გამიყვანე, მეგობართან მივდიოდი. მანქანამდე მივედით, კარები გამიღო, თვითონ ჩემი მანქანის გასაღები დაცვას დაუტოვა, შემდეგ კი ტელეფონით, სპეციალურ სამსახურში გადარეკა, რომ მოსულიყვნენ და მანქანა წაეყვანათ შესაკეთებლად. _ესეც ასე, მალე მოვლენ. ესეიგი პეკინზე არა? _ზუსტად. მორიდებით გავუღიმე. _წავედით პეკინზე, ღვედი შეიკარი, ნამდვილად არ მინდა რამე დაგემართოს. გადაიხარხარა და ირონიულად გადმომხედა. _რა ბოროტი ხარ! _ბოროტი მაშინ ვიქნებოდი, რომ არ წამომეყვანე. _უკვე წამომაყვედრე? გადავიკისკისე და ღვედი შევიკარი. _რა თქმა უნდა, არა. დანიშნულების ადგილზე ისე მივედით ერთმანეთისთვის არაფერი აღარ გვითქვამ. _მოვედით სასურველ მისამართზე. _მადლობ, თოკ. გადავკოცნე და მანქანიდან გადმოვედი. მანქანა 2 წამში ადგილზე აღარ იდგა.

19 თავი
კიბეებს ნელი ნაბიჯით ავუყევი და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ ცდუნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყოლოდი და კიდევ არ უნდა მიმეცა უფლება , რომ ჩემთვის ისევ მოეპარა კოცნა . კარებთან გავჩერდი და ზარი დავრეკე. კარები ოდნავ ხანშიშესულმა ქალმა გამიღო, მაღალი, სიმპათიური და მომღიმარი სახის მქონე. _გამარჯობათ! ვინ გნებავთ? _იცით მე ირაკლისთან ვარ, სასამართლო საქმეზე მოვედი. ღიმილი შევაგებე და დაველოდე, როდის შემიპატიჟებდა სახლში მანამდე კი ირაკლის ხმა მომესმა. _ელენე მოხვედი? შემოდი რას დამდგარხარ კარებში. სასტუმრო ოთახში შევედით და ქალმა სავარძელზე მიმითითა დაბრძანდიო. _გაიცანი ელენე, დედაჩემი ნანა. _სასიამოვნოა. _ჩემთვისაც. რამეს ხომ არ მიირთმევთ, ჩაი, ყავა, წვენი? _არა გმადლობთ. _წამოდი ელენე მეტად სერიოზული საქმე გვაქვს. _ხო, რა თქმა უნდა. კაბინეტში შევედით, ორივე ჩამოვჯექით და საქმის განხილვა დავიწყეთ. _აი აქ მაქვს ის დისკი, რომელიც უტყუარი მკიცებულებაა და რომლის წყალობითაც სასჯელი მოგეხსნება. გვერძე მაგიდაზე პლაზმური ტელევიზორი და დივიდი ედგა. დისკი გამომართვა და ჩართო. თვალს ყურადღებით ადევნებდა და გაკვირვების ღიმილი თანდათან ეპარებოდა მის ტუჩებს . _ელენე ეს როგორ მოახერხე? _ტექნიკა განვითარდა ირაკლი. _ელენე! ისევ დაიწყე? _მოკლედ გულის ჯიბეში მქონდა დამაგრებული პატარა კამერა და ვუღებდი. მთავარია სერიოზული სამხილი მაქვს გაყალბებულ საბუთებთან ერთად. _ხო ეგ ძალიან კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ დიდ რისკზე წახვედი! _საქმე რისკს მოითხოვს, თან მითუმეტეს ჩემი , ამიტომ აქ არაფერია გასაკვირი, მთელი კარიერა ჯერ წინ მაქვს ალბათ მერე იარაღის ტარებაც მომიწევს. ირონიულად ჩავიღიმე და თვალებში ჩავაშტერდი. ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა ვეღარ გავუძელი და თვალი მოვარიდე. _და მე რომ არ მხიბლავს ეგ მდგომარეობა? _რას მელაპარაკები და თავი ხომ არ დავანებო ამ საქმეს რომ შენ გასიამოვნო? _რატომაც არა. _და ერთი რა დამსახურებისთვის? _დრო გვიჩვენებს მაგას. _შენ მეხუმრები თუ როგორ არის საქმე? _ელენე შენ თუ ჯერ ვერაფერს მიხვდი, მაშინ ფსიქიკასთან ცოტა ვერ გგქონია საქმე. აი ეხლა მორჩა! _იცი რაა? მშვენივრად ვხვდები რასაც მოითხოვთ ჩემგან, შენი ქალების კოლექციას ნამდვილად არ შევავსებ და ჯობს ეს თავიდანვე იცოდე. უკვე ისე ვიყავი გაცხარებული ნამდვილად შემომაკვდებოდა, რომ მალე ჩემს ახლოს არ გაჩენილიყო და ხელები არ დაეჭირა. _შენ ფიქრობ რომ მარტო საყვარლობისთვის მჭირდები და წუთიერი ნეტარებისთვის? _ერთი სხვა რისთვის? ტუჩები უკვე მითრთოდა , ჩემთან ძალიან ახლოს იყო. _ ვერაფერს ხვდები, პატარა, სულელო გოგო! შენთან რომ მარტო ლოგინი მინდოდეს ამას აუცილებლად ავისრულებდი, თან ძალიან ადვილად, ისე გავაკეთებდი რომ შენ მოგდომებოდა ეს და შენი ნებით გაგეკეთებინა. _ხელი გამიშვი, ირაკლი! _არ ვაპირებ! და უცებ ისეთი ვნებით დააცხრა ჩემს ტუჩებს, გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. წამით არ მშორდებოდა რომ მისი ყოველი სუნთქვა და ყოველი კოცნა კარგად შემეგრძნო, არ ვიცოდი ამით რის დამტკიცებას ცდილობდა. ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა, ცუდსა და კარგს შორის რაღაც გაჩხერილიყო, რასაც ვგრძნობდი, მუხლები მეკვეთებოდა, ტანი მითრთოდა და ძლივსღა ვახერხებდი სუნთქვას, უკვე ვუძალიანდებოდი, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გავხდი. მკლავებით ძლიერად ვყავდი ჩაბღუჯული და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. ლამის იყო კოცნით მოვეკალი, რომ ტუჩზე მაგრად ვუკბინე და უცებ მოვიშორე. ნამდვილად კარგად ჩავასე კბილები, რადგან ტუჩიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. _ყოჩაღ ელენიკო, კარგი ილეთი იყო შენი მხრიდან. ხელი მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. _მაპატიე, არ მინდოდა , მაგრამ შენ მაიძულე, ვეღარ მოგიშორე და სხვა გზა არ მქონდა. _და ვე...რც მომ...იშო...რებ პა..ტა..რა ქა...ლბა...ტო...ნო! ძლივს ლაპარაკობდა რადგან პირი სულ სისხლით ჰქონდა შეღებილი. სწრაფად ამოვიღე ერთჯერადი ხელსახოცი ჩანთიდან და მასთან მივედი. _მაჩვენე ტუჩი! ხელით გადმოვუწიე და ტუჩზე დავუფინე._ახლავე მოვალ. _ქალბატონო ნანა , იქნებ სპირტი და ბამბა მომცეთ, რაღაც საქმისთვის გვჭირდება. ერთი კი გაკვირვებით შემომხედა, მაგრამ მალე ორივე ნივთით ხელდამშვენებული დაბრუნდა. მაშინვე ირაკლისთან წავედი. ხელსახოცი მოვაძრე და ჭრილობის დამუშავება დავუწყე საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. არაუშავს რა, დიდიხანი ვეღარ შესძლებს ჩემს კოცნას, ჯერ გაუსივდება და მერე სანამ ჩაუცხრება და ტკვილი გაუვლის დიდი დრო გავა. _რა სასიამოვნოა შენი პატარა ხელების შეხება, როგორ ოსტატურად ასრულებ საქმეს .სიამოვნებით განვმეორდებოდი კიდევ ერთხელ, ცოტა ტუჩი რომ არ მიშლიდეს ხელს. სპირტიანი ბამბა ისე დავაჭირე ტუჩზე, რომ ტკვილისგან სახე მოეღრიცა, მაგრამ როგორც ნამდვილმა ვაჟკაცმა ეს პატარა ტკივილიც ადვილად აიტანა. როცა უკვე მთლიანად დავუმუშავე ჭრილობა, სიცხლიანი ბამბები საფერფლეში ჩავყარე, ირკლიმ მითხრა მე თვითონ გადავყრი, რომ დედაჩემმა ეჭვი არ აიღოსო, თან ამას ისე ეშმაკური გამოხედვით ამბობდა, ასე მეგონა ბავშვობაში გადავვარდითქო. დისკი ავიღე და გამოვბრუნდი, კარებამდე ხმა ამოუღებლად მივედით, დედამისი საბედნიეროდ სასტუმრო ოთახში არ დაგვხვდა, თორემ ირაკლის ტუჩს რომ შეხედავდა, ახსნა_განმარტება არ აგვცდებოდა. მოვტრიალდი რომ დავმშვიდობებოდი, ისევ ისე ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. მან ფრთხილად მაკოცა ლოყაზე და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი. სიამოვნებისგან ტუჩები ამითრთოლდა ახლა მისი კოცნა ნამდვილად დიდი ნეტარება იქნებოდა, მაგრამ ისეთ დღეში ჰქონა ქვედა ტუჩი, რომ ვუყურებდი მეშინოდა. მართლა რა სადისტულად მოვექეცი! მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა. სწრაფად გამოვბრუნდი და კიბეებზე ათრთოლებული დავეშვი. ტაქსი გავაჩერე და მალე უკვე სახლთან ვიყავი. კარებზე კოდი ავკრიფე და რკინის კარები მძიმედ შევაღე. ლიფტს დაველოდე და მე_11_ტე სართულზე ავედი. სახლში შევედი და კინაღმ სული ჩამეხუთა. მთელი ოთახში სიგარეტის კვამლი „დაბოდიალობდა.“ სასატუმრო ოთახში შევედი და მშვენიერი სურათი დავლანდე ბურუსში. ჟურნალების მაგიდაზე საბას ფეხები შემოუწყვია, ნაპასს ნაპასზე არტყავს, გვერძე ვისკის ბოთლი უდგას, საფერფლე სავსეა სიგარეტის ნამწვავებით, შესანიშნავი ტილო შეიქმნებოდა, სად არ არის ახლა ლეონარდო და ვინჩი? შესაშური ტილო გამოუვიდოდა, სახელი კი ასეთი ექნებოდა „ კვამლით გათანგული.“ ბრწყინვალეა. _საბა აქ რა მოგიწყვია? _უიი ელენიკო მოხვედი? ადგომა სცადა, მაგრამ მისი ადგომა და დივანზე მთელი ძალით დახეთქება ერთი იყო. _რას ნიშნავს ეს? _ერთი მოიწიე ახლოს! მივედი და გვერძე ჩამოვუჯექი. _რა გინდა? _შენ რა უკვე კაცის კვლაზეც გადახვედი? თეთრი პერანგის საყელო ორი თითით ამიწია, სადაც ირკლის სისხლლის კვალი იქნებოდა, ალბათ იმ დროს დამესვარა, როცა ჭრილობას ვუმუშავებდი. _ხო აი კაცი მოვკალი და ვიმალები. ვაი შენს პატრონს! _აბა რა სისხლის ლაქაა? _შენი საქმე არ არის, გალეშილი მთვრალი ხარ, მომეცი აქ ეგ ვისკის ბოთლი და წადი ცივი შხაპი მიიღე, რომ ცოტა გამოხვიდე მდგომარეობიდან. _აუ შემეშვი რა, ჩემს გემოზე მამყოფე! ქალები არაო, დალევა არაო. ერთი მითხარი რა არ არის ჩემთვის აკრძალული? _ჰაერი, ძამიკო. ირონიით მივუგე და მის წამოყენებას შევეცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამხელა დაკუნთულ კაცთან მე რას გავხდებოდი?_ადექი ეხლა მალე, და შხაპი მიიღე, აქაურობა უნდა მივალაგო და ნება იბოძე და შენს თავს მაინც მიხედე! _ოხ ელენე, შენ ხომ კაცს არაფერს დააცდი რა. ძლივს აითრია ტანი, რომ სააბაზანოსკენ წასულიყო. ჩანთა მოვიხსენი, იქვე დივანზე მივაგდე მე კი ოთახის დალაგებას შევუდექი. სახლი გავანიავე, ისეთი ბუღი იდგა თვალები მეწვოდა უკვე. შემდეგ დასასვენებლად ჩამოვჯექი დივანზე, მესიამოვნა. ტელევიზორი ჩავრთ გასართობათ და პულტის წვალება დავიწყე. ისეთი დაღლილი ვიყავი, გონება სულ დაბინდული მქონა. ისე ჩამეძინა ვერც გავიგე, დილით კი ჩემს რბილ ლოგინში გამომეღვიძა. _ზოგჯერ რა საყვარელი ხარ საბა!



20 თავი
თავი ავწიე და საათს შევხედე ჯერ 7 იყო. ტელეფონს დავხედე და 3 მის ქოლი იყო მოსული თორნიკესგან. _ხო თოკო, რა იყო? _შენი მანქანა გამოვიყვანე და ქვევით გელოდებით. _მელოდებით? _ხო მე და მანქანა. _ააა, შენ ამოდი და იმედია მანქანას არ დავღლით ლოდინით. _მაშინ ჩავკეტავ და ამოვალ. _მიდი. ლოგინიდან წამოვდექი, სააბაზანოში შევლასლასდი, წყალი შევისხი სახეზე, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი. ხალათი მოვიცვი, რომ მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. _შემო თოკო. _გაგაღვიძე ხო? _არა უბრალოდ ცოტახანია ავდექი. ყავას ხომ დალევ? _დიდი სიამოვნებით, ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ორი ყავა გავამზადე , როცა ოთახში საბა შემოვიდა. _მე ქალების მოყვანა არ შემიძლია, მაგრამ შენ თავისუფალი გაქვს გზა. _საბა! თორნიკეც და ჩემი ძმაც ერთმანეთს უკვე ფარულად ზვერავდნენ და დრო იყო ერთმანეთისთვის გამეცნო. _თორნიკე_ეს საბაა ჩემი ძმა, საბა_ ეს თორნიკე ჩემი თანამშრომელი და კარგი მეგობარი. თორნიკეს ნაკვთები დაუმშვიდდა, საბა კი ისევ ჯიბრზე იდგა. _საბა, ყავას დალევ? სიტუაციის განმუხტვა ვცადე. _არა არ მინდა, ლუდი თუ გვაქვს იმას დავლევ. მაცივარი გამოვაღე და ვაჟბატონს დასალევი მივართვი. _ ბიჭებო, მე გავალ და თორნიკე მერე წავიდეთ. _ხო, რა თქმა უნდა. გავედი საძინებელში, რომ ჩამეცვა. თავი მოვიწესრიგე და ისევ სამზარეულოს მივაშურე. სანამ შევიდოდი უკვე მესმოდა ბიჭების ხარხარი. _რა იყო მე ხომ არ მჭორავთ? _როგორ გეკადრებათ ქალბატონო, გენერალური პროკურორის თანაშემწევ. იცი, ციხეს ვერიდები, რატომღაც ციხეს ვერიდები, იქ მგონი აშიმშილებენ ხოლმე არა? ხომ იცი მე საკვების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ელენიკო! _ვაი შე უბედურო, მარტო ეგ რომ იყოს! შიმშილი მონაგონი იქნება იმასთან, რაც იქ მოგელის. ძვალი არ შეგრჩება მთელი, მაგრამ ერთი კარგი მხარეც აქვს. პაემნები. დაიბარე ქალი და მიდიიი. ისე ხომ არ დაფიქრდებოდი, ჰაა? _ოჰ,ოჰ შემაშინე მიდი. და ტანზე დაიხედა „ ვერ მხედავ, რა ძლიერი ბიჭი ვარო?“ _თორნიკე, მგონი სამსახურში წასვლის დროა, შენ კი გირჩევნია ნარცისობას მოეშვა და დასერიოზულდე! _ხო წავიდეთ , ყავისთვის მადლობა, ძალიან ვისიამოვნე. _ძმა! გამოიარე ხშირად, ამას არ მიაქციო ყურადღება. _აუცილებლად საბა. _თქვენ რა შეთქმულებას ამზადებთ ჩემს წინააღმდეგ? _ვნახოთ! ვნახოთ! _შენ არაფერი გეშველება! ხელი ჩავიქნიე და თორნიკეს მივყევი ფეხდაფეხ. _საჭესთან დაჯდები ელე? _კი, გუშინ რომ არ მყავდა, რაღაც მოუსვენრად ვიყავი, მადლობ რა თოკ! _კარგი რა მადლობა, აჰა დაიჭი გასაღები! ოსტატურად დავიჭირე ხელისგულით და თითები უცებ მოვუჭირე. მანქან შესანიშნავად გაუკეთებიათ. პედალს ვაჭერდი თუ არა ფეხს ცოტა მაგრად, წამებში იზრდებოდა სიჩქარე. რაღაც აზრი მომივიდა და ახლა უნდა განმეხორციელებინა. _თორნიკე? _გისმენ! _რახან მეგობრებივართ ისევ, მინდა რომ რაღაც გითხრა, აი არ ვიცი ძალიან მერიდება. _ელენე! _ხო კარგი. სალომე ხომ იცი ჩემი მდივანი? _კი როგორ არა, მერე? _ისა და ხომ მაგარი გოგოა, მომნუსხველი გარეგნობის და .... _პირდაპირ მითხარი რა გინდა. _მომკლავს! _ვინ მოგკლავს, ან რატომ? გამაგებინე წესიერად! _ვიცი რომ ძალიან უხერხულია, მაგრამ იმ გოგოს საცოდაობით აღარა ვარ რა. მოკლედ დიდი ხანია უ..ყ..ვ..ა..რ..ხ..ა..რ! _ჰაა? _ხო რაც გაიგე! _შენ რა მაჭანკლობა ითავე? _ასე გამოვიდა, მაპატიე. _ძალიან დიდ შეცდომას უშვებ ჩემთან მიმართებში, იცი რომ მიყვარხა, გითხარი აღარ დაგელაპარაკები მაგ თემაზე თქო მაგრამ შენ მაიძულებ, და მეც ვარღვევ პირობას. მასეთ რაღაცაზე საერთოდ ჯობია ხმა აღარ ამოიღო! გავოგნდი, ასეთ რეაქციას არ ველოდი, ვიცოდი რომ განაწყენდებოდა, მაგრამ ასე? მას ჩემთან ასე არასოდეს ულაპარაკია, ყველაფერი კი ჩემი ბრალია რა. ცეცხლზე ნავთი დავასხი და ისევ დავძაბე სიტუაცია. _თორნიკე არ მინდოდა შენი გაბრაზება, მაგრამ გული მტკივა იმ გოგოს რომ ვუყურებ ასე სახეჩამოჟამებულს. _ის გეცოდება და მე არა? ყოჩაღ ელენე ქალებს სოლიდარობას უცხადებ, კაცები კი გკიდია. _თორნიკე გაჩერდი რა! _არა არ გავჩერდები, კაცს ქალი უყვარს და ქალი სხვასთან აგზავნის, ყველანაირ ლოგიკას სცდება. _კარგი მაპატიე, არ უნდა მეთქვა შენთვის ეს. _რა კარგია რომ მიხვდი. _გეყოს ეხლა ბავშვობა, დაჩოქებას და ხვეწნას ნამდვილად არ დაგიწყებ. მანქანა სამსახურთან შევაჩერე, თორნიკე მაშინვე გადავიდა , ალბათ უკვე ნერვებზე იჯდა და ვეღარ მოითმინა ჩემთან 1 წუთი ყოფნაც კი. ღვედი გავიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. ჰოლში მძიმედ შევედი და თანამშრომლებს მივესალმე. მალე ავედი მაღლა, დერეფანი გავიარე და სალომე, რომ იქ ვერ დავლანდე ცოტა გამიკვირდა, რადგან ყოველთვის ადგილზე მხვდება ხოლმე. ჩემს კაბინეტში შევედი, კომპიუტერი ჩავრთე და რაღაც საბუთების გადამოწმება დავიწყე, როცა გარედან სიცილის ხმა მომესმა. ყურადღება არ მიმქცევია, სანამ უკვე მკვეთრი და შემაწუხებელი არ გახდა ქალის გულიანი კისკისი. ფანჯარა ჩავკეცე და ოთახიდან გავედი, სიცილს მივყევი, გვერძე კაბინეტიდან მოდიოდა, რომელიც თორნიკეს ეკთვნოდა. კარი ნელა შევაღე და მშვენიერი სანახაობა გადამეშალა. თორნიკე და სალომე ერთ სავარძელზე ისხდნენ და ერთმანეთს ლოშნიდნენ. კინაღამ გული ამერია. აი სამაგიეროს გადახდაც ამას ქვია! უკვე ორივეზე საშინლად ამიცრუვდა გული მითუმეტეს სალომეზე. ვერ ხედავს რომ იყენებ თორნიკე? მაგრამ ალბათ ესეც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ქალებისას, რომელიც ცოტაოდენსაც კი სჯერდებიან კაცებისგან, მაგრამ ასეთი საქციელი ცოტა სხვაზე მიმანიშნებს. _გილოცავთ! ახალი წყვილი შედგა! და ბოლო ხმაზე დავიწყე ტაშის დაკვრა. ორივემ გაკვირვებულმა და შეშფოთებულმა შემომხედა. კინაღამ გული ამერია, ორივეს წითელი ტუჩის საცხით ჰქონდა მოთხვრილი სახე. _ელენე აქ რამ შემოგიყვანა? თორნიკემ მუხლებიდან სალომე გადაისვა და ჩემსკენ გამოემართა. _უბრალოდ, საშინლად გამაღიზანებელმა კისკისმა ტვინი ამატკივა! ისე ვთქვი რომ სალომესაც გაეგონა, ის კი თვალს ვერ მისწორებდა და ტუჩებს იწმენდდა. _თორნიკე ჩემი თხოვნა რა მალე შეგისრულებია! მიხარია, გულით გილოცავთ. _შენ რა ეჭვინობის სცენას მიწყობ? სახე გაებადრა და რაღაც გასახარის მოლოდინში წინ ამეტუზა. _ეჭვიანობა? არ გამაცინო რა, ვინც ეჭვიანობით კვდება უკან გიდგას, სჯობს მას მიხედო, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და მინდა გითხრა რომ მშვენიერი არჩევანია, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ, წითელი ფერის საცხს იქნებ გადააჩვიო, ხშირად ჩავარდები უხერხულობაში. ტუჩთან მოვწმინდე და ოთახი თავაწეულმა დავტოვე. _ელენე მოიცა! კარების დაკეტვას ვაპირეებდი რომ ხელი დაუხვედრა, მაგრამ ვერ მივართვი, მშვენივრად დაებეჟებოდა, ერთ_ორ წუთში ხელი ისე მწარედ მოვაყოლე. გუშინ, დღეს, ირაკლი_თორნიკე, მშვენიერი დასაწყისია კაცების ჭკუის სასწავლებლად, მაგრამ იმედია ჩვევაში არ გადამივა! _სულ გაფრინე შეენ? _წადი სალომე გაკოცებს და მოგირჩება. _ეხლა თქვი რა გინდა, ან დავაღამებთ იცოდე ფეხს ვერ გაადგამ აქედან! _და ერთი ვინ დამიშლის? _ელენე რა გჭირს ვერ მივმხვდარვარ? შენი თხოვნა შევასრულე. _მართლა? ზუსტად ათ წუთში რომ ზასაობა დაუწყე, მაგარი თხოვნის შესრულება იყო. იცი ჯობია დაიტოვო ზუსტად შენი შესაფერისია. მაგრამ გეტყვი რომ ნამდვილი იდიოტი ხარ თუ იმიტომ გააკეთე ეს ყველაფერი ჩემს საეჭვიანოდ გააკეთე. მოკლედ ყველანაირად ნატკენი მიდიხარ, სულიერადაც და ხორციელადაც, მეტნაირი ტკივილის მოყენება ტუ იცი მითხარი, არ დავიხევ უკან, ეხლა გადი ჩემი ოთახიდან, ჩაო მაჩიტო. ცოტახანში ლადომ გამომიძახა ჩემთან შემოდიო. _ბატონო ლადო მეძახდით? _კი ელენე, მოდი. _რამე საქმესთან დაკავშირები? _აა კი უბრალოდ, ეს სხვა საქმეა. ხვალ მთელი კომპანია წვეულებას ვაწყობთ და მინდოდა მეთქვა. ყველა თანამშრომელი იქნება, უფრო საღამოსთვის შესაფერისი და ნუ თქვენ ახალგაზრდებს ძალიან მოგწონთ ასეთი გართობა. _დიახ, რა ვიცი. _ მხოლოდ ამის სათქმელად გამოგიძახე. _კარგით, მაშინ დაგტოვებთ! _მიდი ელენე და ხვალ იმედები არ გამიცრუო, უნდა ბრწყინავდე ძვირფასო. კარები გამოვიხურე ამან ვითომდა სასიხარულო ინფორმაციამ საერთოდ არ გამახარა, სამი ჩემთვის არასასიამოვნო ადამიანისთვის უნდა მეცქირა მთელი საღამო, მათი ყალბი ღიმილისთვის. ანა, სალომე და თორნიკე, სამი ჭიაყელა, მშვენიერი კამპანიაა, იქნებ ვერც შევამჩნიო! მაგრამ არა ჭიაყელები თავს ვერსად დამალავენ. აბა მოვემზადო თორე ამდენ სტრესულ სიტუაციას მემგონი ვეღარ გავუძლებ.


21 თავი
სახლში ენერგიადაცლილი მივედი. კარი რომ შევაღე რაღაც საეჭვო სიჩუმე იყო. მაშინვე საბას ოთახს ვეცი, რომ შემემოწმებინა ისევ ხომ არ ცუღლუტობდა, აი მერე კი ეყურებინა, როგორ ვიფრენდი ქაღალდის თვითმფრინავივით გარეთ, მას და მის ნაშას. არა ოთახში არავინ აღმოჩნდა, გასაკვირია ნეტავ სად გაქრა? რა თქმა უნდა, ან ანასთან იქნება ან კიდევ ახალი გამოძებნა ვიღაცა. ეგ ერთხელ რამე ავადმყოფობას თუ არ აიკიდებს, ნახავს! მერე მიყუროს საწყალი თვალებით. მე რაღას ვუშველი? ჩანთა სკამზე დავდე, მე კი რბილ დივანში ჩავესვენე. როგორ არ მინდოდა რა ხვალინდელი დღის წარმოდგენა, რამდენი ყალბი თვალი იქნებოდა? ვინ დათვლის . საერთოდ არ მხიბლავდა ეს წვეულება იქ მე ზედმეტადაც კი ვიგრძნობდი თავს, რადგან არ მახასიათებს აფერისტობა, ზოგ_ზოგიერთებივით. თორნიკე ხომ შეჭამს თავისი ვარაუდებით ტვინს. ვეღარ შეიგნო რომ ჩვენს შორის, რა ხრიკებსაც არ უნდა მიმართოს არაფერი მოხდება. მტერი გადაგეკიდაო ისეა ჩემი საქმე, მაგრამ მტერზე უარესი შეყვარებული კაცი ყოფილა. ნათქვამია ქალმა თუ აიწყვიტა ცხრა უღელი ხარი ვერ შეაკავებსო. ქალი რქებით მიმწოლია სიყვარულის სახელით, მაგრამ მამაკაცებს ვერ ჯაბნიან, ისინი სულით მონადირეები არიან და ნადირი თუ უსხლტებათ იქამდე მიჰყვებიან, სანამ ხელში არ ჩაიგდებენ. თორნიკეც თანდათან ასეთ მონადირეს ემზგავსება. ვუყვარვარ? მითუმეტეს ართულებს საქმეს, არაფერზე დაიხევს უკან. ჯერ პატარა ნაბიჯებით მოიწევს ჩემთან, მაგრამ შემდეგ ალბათ ერთი გოლიათის ნაბიჯიც საკმარისი იქნება, რომ თავის მკლავებში მომიქციოს. ფიქრებმა ჩიხში შემიყვანეს და იქიდან გამოსასვლელ გზას ვეძებდი, ლაბირინთი ძალიან მიხვეულ_მოხვეული იყო და თავს ვერ ვაღწევდი, ამ სიმწვანეს. ტელეფონის ზარმა კი ყველაფერი შეცვალა, თითქოს გადახვეული კადრივით უკან დამაბრუნა. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ეკრანს დავხედე. ვინ თქვა საყვარელი ადამიანი ყოველთვის გვერდში არ გიდგასო, გაჭირვების თუ დალხინების ხანს. _გისმენ ირაკლი, როგორ ხარ? _არამიშავს ელენე, ერთი ეგ არის, რომ სახლში ყოფნა მღლის . _ცოტაც მოითმინე და ყველაფერი დამთავრდება, შენი წამებაც და ეს გაურკვევლობაც. _ხო მაგის იმედი ნამდვილად მაქვს და იმის იმედიც, რომ ურთიერთობა აგვეწყობა. _ირაკლი! _ ჩვენი ხელშემწყობიც გამოჩნდა, თან ძალიან კარგ დროს. _ხელშემწყობი? _ხო დედაჩემი ვახშმად გეპატიჟება, შენი კარგად გაცნობა სურს. _ჩემი გაცნობა რატომ სურს? ირაკლი შენი ოინებია, როგორც ვხვდები. _არანაირი ოინი, პატარა ელენიკო, ხვალ საღამოს გელოდები 7_თვის. _იცი, არ ვიცი ხვალ როგორ მოვახერხებ, მაგრამ შევეცდები მოვიდე. _ელენე, მისმინე! ხვალ აუცილებლად უნდა მოხვიდე, რადგან დედაჩემმა მემგონი, პირველი ქალი ხარ, რომელსაც სერიოზული თვალით შეხედა და მოდი ნუ გავაწბილებთ. _კარგი ვღებულობ შენს მოწვევას და ხვალ 7 საათზე მანდ ვიქნები. _შესანიშნავია! _რა უნდა მეკითხა, გადამავიწყდა. ტუჩი როგორ გაქვს? დედაშენმა ალბათ აიღო ჩემზე ეჭვი და ამიტომაც მპატიჟებს არა? _ჰა,ჰა, ელენე რა ეჭვიანი ხარ! არა ეგ საერთოდ არაფერ შუაშია, მას მემგონი არც შეუმჩნევია შენი „ეშმაკური“ საქციელი. კარგი ამას მოვეშვათ და ხვალ აუცილებლად გელოდები. _კარგი, ირაკლი. _გკოცნი ელენე! და ამ დროს გაისმა წყვეტილი გუდოკის ხმა. ტანში გამაჟრჟოლა. ამ კაცთან ლაპარაკი და მისი ხავერდოვანი ბარიტონიც კი ჭკუიდან მშლიდა. ნამდვილად დამაჰიპნოზა, მისმა ამ უშვალო და ამავდროულად გალანტურმა ხასიათმა და გარეგნობამ. მემგონი უკვე ვიპოვე ის კლდესავით ძლიერი და მამაკაცური ადამიანი რომელსაც ყველა ქალი დაეძებს. ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელმაც ქალის ფასი იცის და სიცანცარეს არ ავლენს. სწორედ ამიტომ დამაიტერესა ირაკლიმ, სხვებისგან განსხვავებული არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ თავისი სულიერი მხრითაც. არ თამაშობს და მოურიდებლად გიხსნის, მიყოლებით კარტებს. ვინ აღმოჩნდება თვითონ ნამდვილად არ ვიცი, ვალეტი, ახალგაზრდა გამოუცდელი ყმაწვილი, თუ კაროლის მსგავსად, ჩამოყალიბებული და ჭკვიანი მამაკაცი. მე კი მათ შორის დამა გულივით ვიქნები და ვნახოთ რომლის თვისებებს დავინახავ და აღმოვაჩენ კიდევ ირაკლიში, მაგრამ მემგონი უფრო კაროლისკენ მიექანება, მისი პიროვნება. ჩამოყალიბეულ, გამოცდილ, ტემპერამენტიან მამაკცთა სიაში შევიდა! ეხლა ჩემმა მშობლებმა რომ ეს ამბავი გაიგონ წარმომიდგენია რა მოხდება, მთელ სანათესაოს შემიყრიან, „ საქმრო ნაპოვნიაო!“ ასეთი ამბავი ნეტავ ყველა ოჯახშია? არამგონია. მშობლებს ასე უნდოდეთ შვილის დაოჯახება მე არ გამიგია. სულ იმაზე ფიქრობენ, მათმა შვილმა კარგი კარიერა აიწყოს და ცხოვრებას მოერგოს, მაგრამ რახან მე ეს უკვე მაქვს და ჰგონიათ, რომ მართლა თავით ვარ გადაშვებული პროკურორის საქმეში, ახლა მეორე რაუნდის მოგვარებაღა სურთ, საქმროს გამოჩენას ელოდებიან და მასზე როდის დავქორწინდები. მესამე და ბოლო რაუნდი კი შვილიშვილის დაბადება იქნება. მაგრამ ვფიქრობ, მეორე რაუდი ძალიან დაიგვიანებ ან საერთოდ არ შედგება, არ ვიცი რატომ, აი მესამე კი მითუმეტეს ჯერ_ჯერობით ისევ აბსურდათ რჩება. მშვენიერი მიზეზი მომეცა იმისთვის, რომ იმ წვეულებაზე, სადაც ჩემთვის არასასურველი ხალხი დამხვდებოდა არ წავსულიყავი, შემდეგ ლადოს ნოტაციები კი არ ამცდებოდა, მაგრამ რაღას იზავდა ამით? „სულზე მომისწარი ირაკლი!“ ვახშამს ვამზადებდი, როცა კარებზე ბრახუნი გავიგე, ვიღაცა მემგონი კარების ჩამოღებას აპირებდა. საჭმელს თავი მივანებე და კარის გასაღებად წავედი. _საბა ? რა დაგემართა? პირში ენა არ ჰქონდა._გალეშილი მთვრალი ხარ. ძლივძლიობით წავათრიე სააბაზანოში და დუშკაბინაში შევაგდე. ყინულივიტ წყალი მოვუშვი და მის გამოფხიზლებას დაველოდ. _მომეშვი რა ელენე! მაცადე რა წესიერად მოვისვენო, დაღლილი ვარ და დაწოლა მინდა. _სადამდე უნდა გიარო პატარა ბავშვივით? ერთი მითხარი რა! _გეყო გამორთე, გავიყინე! წყალი გამოვრთე და პირსახოცი მოვახურე. _ეხლა მითხარი რა გჭირს, დალევა რა შენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა? _მე შენ ცხოვრებაში არ ვერევი და მოდი რა შენც შემეშვი. _საბა შემომხედე რა გჭირს, დაწყნარდი და დაწვრილებით მიტხარი რა მოგივიდა, რაც აქ ჩამოხვედი კაცს აღარ გავხარ. _არაფერია უბრალოდ, მემგონი ანა მართლა შემიყვარდა და ჩემს თავს რა ვუყო არ ვიცი. _ოპაა! ჩვენი მაჩო დაჭკვინდა? _ეხლა არ გინდა რა. _ მაგრამ აქამდე რატომ არ მითხარი? _ ის გოგო რამის თმით ითრიე და კიდე მაგაზე დაგელაპარაკებოდი? _კარგი ხოო, ეს ცვლის საქმეს. შევურიგდები ალბათ, მაგრამ მასაც მოუწევს ბოდიშის მოხდა. _რაც გინდა ის ქენით, უკვე სხვასთან გაიჩითა. _რაა? _ხო , მაგის მერე დავიწყე სმა, აბა გიჟი ვარ ტყუილად ვთვრებოდე? _ესეიგი გამოგიყენა და ეგ იყო, და დაანებე თავი რა. _მე მალე უკვე წავალ აქედან და რაც უნდა ის უქნია. ცოტაც და ვეღარც ვნახავ. _კარგი მაგის გამო სმა და გალოთება არ ღირს. _ხო დღეიდან უკვე დავიკიდებ. იყოს იმ ვიგაც ნაბ....თან. _მაგრამ ასე რატომ მოხდა ვერ გავიგე. ხომ უყვარდი? _ვუყვარდი? ეს არის სიყვარული? ლოგინში პარტნიორი უნდოდა, ალბათ და გამომიყენა. _კარგი მიდი დაისვენე , მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. _ძალიან გთხოვ, მაგის სახელი აღარ მიხსენო. _კარგი, მიდი. ანას საქციელი უკვე ზღვარს გასცდა, ჩემი ძმის მდგომარეობას, უკვე აღარ ვაპატიებ! ქალისგან ასეთი რამ გამიგია, მაგრამ ანასგან ამას არ მოველოდი, ჯერ მეგობარს უღალატა, შემდეგ ვითომდა საყვარელ მამაკაცს. მას პასუხს არ მოვთხოვდი, ბედი თვითონვე გადაუხდიდა ასეთი ღალატისთვის სამაგიეროს.



22 თავი
მეორე დილით რაღაც აფორიაქებულმა გავიღვიძე, ალბათ საღამოს მოლოდინი უფრო იყო ეს. რაო რა თქვა ირაკლიმ? დედაჩემს ასე ქალი პირველად მოეწონაო? არა განა რა მაქვს ასეთი, სხვა ქალებისგან განსხვავებული? აზრზე არ ვარ, ან ირაკლი რამ დააინტერესა ჩემში? რა სულელური კითხვები მიტრიალებს რა, მოვწონვარ და მორჩა. განა რამე კონკრეტულისთვის მოსწონთ ადამიანებს ერთმანეთი? არა! ხოდა მორჩა. რას ვნერვიულობ? არ მოვეწონები დედამის , გამოვბრუნდები და გამოვიხურავ კარებს. „ელენე მოეშვი სისულელეებზე ფიქრს და დაუბრუნდი მიწას.“ ჩემ თავს ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი. დღეს სიცივე შემოიპარა ჩემს ოთახში და ალბათ გარეთ უარესი ხდება. ფარდა გადავწიე და მშვენიერი სურათი გადაიშალა. ქარი და წვიმა ერთმანეთს ეხეთქებოდა.ქარის პატარა წარმონაქმნები ჰაერში ტრიალებდა.ესღა მაკლდა ყველაფრთან ერთად. ხალათი შემოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. ჯემი ძმა ჯერ ისევ არ ამდგარაიყო ალბათ. როგორმე უნდა დამევიწყებიან ანას საქციელი მისთვის. ის არ იმსახურებს, რომ ჩემს ძმას უყვარდეს. მან ხომ სხვა კაცთან უღალატა. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ახლა სახლში და ცხელ ყავას თბილ გარემოში მივირთმევდი, მაგრამ აუცილებლად უნდა წავსულიყავი კომპანიაში და ჩემი გადაწყვეტილება ლადოსთვის „ მეხარებინა,“ რომ ვერ ვახერხებდი რაღაც პრობლემის გამო წვეულებაზე მისვლას. საშინლად გამინაწყენდებოდა, მაგრამ მიზეზები ნამდვილად მქონდა, მთავარი კი ირაკლისთან საღამოს ვახშამზე მისვლა იყო. რამეს მოვიგონებდი და იმას ვეტყოდი, რამე დამაჯერებელს. ჩანთა ავიღე და სახლიდან გასვლას ვაპირებდი, მაგრამ საბას ოთახში მაინც შევიხედე, გათიშულიე ეძინა. კარგია ეძინოს იქნებ ამან მაინც შეუმსბუქოს ის ტკივილი, რასაც ახლა განიცდის. არავინ არ თქვას ბიჭები არ იტანჯებიან სიყვარულის გამოო! სრული აბსურდია, მერედა როგორ იტანჯებიან, სასმელში ეძებენ ნავსაყუდელს, თუ მარცხი იწვნიეს და თანდათან იუბედურებენ თავს. კაცებსაც მიუძღვით წვლილი ურთიერთობის გაფუჭებაში, მაგრამ არც ქალები აკლებენ. ქალმა შეიძლება კაცს ისეთი რამ გაუკეთოს, გამოცდილ მამრსაც კი გაოცებისგან პირი დააღებინოს. ტყუილად არ არის ნათქვამი, „ ქალი ეშმაკზე 3 დღით ადრეა დაბადებულიო.“ ტრასას მივუყვებოდი და მთავარ გზაზე გავედი თუ არა მაშინვე შესანიშნავი საჩუქარი დამხვდა , რომელი მანქანა სად ეჩხირებოდა ჩემი „საყვარელი“ საცობის გადამკიდე ვერ გავარკვიე. საცობები ვის უყვარს, წლოობით დგომა და ლოდინი თუ როდის გაიხსნება გზა, მაგრამ ის დღე რომ არა და საცობში მოყოლა, ირაკლის სასტუმროში ფეხსაც არ მივადგამდი და, არც გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები. სასამართლოზე კი ერთი გემრიელად გავასამართლებდი და ეგ იქნებოდა, თან სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მოდი და მერე არ ვთქვა, რომ ბედისწერა არ თამაშობს დიდ როლს ადამიანის ცხოვრებაში. მე რომ იმ სასტუმროში არ მივსულიყავი და ირაკლის არ ვენახე, როგორც ქალი და არა როგორც პროკურორი, ის მე ნამდვილად დასანახავად ვერ ამიტანდა, მე უნდა გამეშვა ბოლოსდაბოლოს ციხეში. ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა, თავიდანვე როგორ მომნუსხა მისმა პირქუშმა და ამავდროულად, დახვეწილმა ნაკვთებმა. სადღაც მარლონ ბრანდოს იერიც კი შევნიშნე მის გარეგნობაში. ნახევარი საათი მაინც ველოდე გზის გახსნას, ავტობუსები უფრო აფერხებდნენ მოძრაობას და მიჭირდა შემოვლითი გზით გამეკვლია გასასვლელი მანქანებს შორის. უკვე მაგვიანდებოდა, ამიტომ რაც შემეძლო სწრაფად მიმყავდა მანქანა. ამ სისწრაფეში კი კინაღამ ვიღაც კაცი გავიტანე. სწრაფად გავაჩერე თორემ ახლა ჩემზე იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რა ტრაგიკომედიუ ფილმში ამოვყოფდი თავს! პროკურორი ციხეში. არა იმას მაინც ავცდებოდი, რომ კაცი არ ვიყავი და ქალები მაინც დამინდობდნენ ციხეში, კაცებმა არ იციან შეწყალება მაგ დროს. ისე გაიგდებენ წიხლქვეშ სამართალ დამცველებს თუ საშუალება მიეცათ, ხელიდან ვერავი გააგდებინებებთ. გაბოროტებული და ადუღებული სულის მქონენი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, რომ როგორმე სამაგიერო მიუზღონ მათ. დატანჯული პატიმრები შვებას შურისძიებაზე ფიქრში ეძებენ. ისინი დამსახურებულად არიან ციხეში, მაგრამ ისინი მაინც ხელშეუხებელ მოქალაქეებად რჩებიან და გარიყულებად არ უნდა ჩაითვალონ. ყველა ადამიანს სჭირდება ის რომ პატივისცემით ექცეოდეს საზოგადოება მათ და მითუმეტეს ყველაზე მეტად პატიმრებს სჭირდებათ გვედში დგომა და გამხნევება და არა ფეხით გათელვა მათი ღირსებების. ციხის კარების ზღურბლიდან, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა იწყება, რომელსაც დასასრული არა და არ აქვს. ციხის კედლები პატიმრების საცოდაობით არის შელახული. წამებში ჩემი თავის ზიზღმა გამიელვა გონებაში, მათ საცოდაობაში ხომ მეც შემქონდა წვლილი, მაგრამ მე ხომ იმისთვის არ ვიბრძვი, რომ პატიმრებს ჯოჯოხეთში ვაგრძნობინო თავი ? ადამიანები უამრავ შეცდომებს ვუშვებთ და ამისთვის სამაგიეროსაც ვიმკით. ციხე ადამიანის გამოსასწორებელ ადგილად უნდა ითვლებოდეს და არა დანაშაულის მაფიქრებელ ადგილად. ლამის რულთან ჩამომეძინა, სანამ სიგნალის გრგვინვამ არ გამომაფხიზლა. ყოველი კუთხიდან მესმოდა სალანძღავი სიტყვები. „ ერთი თქვენიც თქო,“ მივაძახე და მანქანა დავძარი. სამსახურში მისვლისთანავე მაშინვე ლადოს კაბინეტს მივაშურე. მოურიდეწბლად შევაღე კაბინეტის კარი და წინ ავეტუზე. _რა იყო ელენე, ვინმე მოგზდევდა? გაკვირვებით ამათვალ_ჩამათვალიერა და მერე სათვალის ზემოდან პირდაპირ თვალებში შემომაჩერდა. _იცით, რაღაც მინდა გითხრათ და ცოტა მერიდება. _პირდაპირ მითხარი, რას ნერვიულობ? _მოკლედ, დღეს კომპანიის წვეულებაზე ვერანაირად ვერ ვახერხებ მოსვლას, რაღაც ოჯახური პრობლემების გამო. _ნამდვილად გამანაწყენა ამ ამბავმა, მაგრამ თუ ასეთი სერიოზული პრობლემა გაქვს ოჯახში, სხვა გზას ვერც მე ვხედავ. _მადლობთ, ბატონო ლადო გაგებისთვის, უბრალოდ სხვანაირად მართლა არ შემიძლია. _აღარ არის ახსნა საჭირო, მესმის. _ კარგით, მაშინ დაგტოვებთ, ამის სათქმელად შემოვედი. ავდექი და რაღაც თითქოს დარცხვენილმა კაბინეტი დავტოვე. რომ გამოვედი დავინახე სალომე უკვე მოსულიყო და საბუთებს ალაგებდა. სწრაფად ჩავუარე და ჩემს კაბინეტში შესვლა ცოტაღა დამაკლდა, როცა მისი ხმა გავიგე. _ელენე, ერთი წუთით შეიძლება დაგელაპარაკო? _და რამე გასარკვევი გაქვს სალო? მწარედ ვუკბინე და თვალებში ჯიქურ ჩავაშტერდი. _ელენე გთხოვ რა... _რას მთხოვ? რაც გინდოდა ის ხომ მიიღე, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ბაასი. ცინიკურად გავიღიმე და სწრაფად გამოვბრუნდი, უკვე არათუ მისი ნადახვა, არამედ მისი ხმაც კი მაღიზიანებდა. მორიგი სულელი თოჯინა, შეუყვარდა ბიჭი და მის ერთ დაძახებაზეც კი მუხლებში ჩაუჯდა. საშინლად არ ჯდებიან ჩემს ჩარჩოებში ასეთი ადამიანები. ჩემში მხოლოდ სიბრალულს იწვევენ და სხვა არაფერს. თან რა უტიფრობაა? ჯერ ჩემთან მოხვიდე და მერე თორნიკესთან ვნებიანი კოცნა გააჩაღო. რა თქმა უნდა, სიტუაცია დაზვერა, ეს იყო და ეს. მე კი მშვენივრად გავები დაგებულ მახეში. თავი შემაბრალა, იცოდა რომ რამეს მაინც გამორჩებოდა ჩემგან. ბოლოს კი იმდენს გამორჩა, რასაც ვერ წარმოიდგენდა, თორნიკეს არათუ ყურადღების მიქცევას, არამედ... შეიძლება იწვნენ კიდევაც ერთად, ვინ იცის? სულ არ მანაღვლებს თუ უნდათ საწოლიდან საერთოდ ფეხი არ გადაადგან, მაგრამ ის მადარდებს, რომ ამ ორ იდიოტს შორის მე გავიჭყლიტე. როდის მოეღება ბოლო ასეთ დებილურ სიტუაციებს? აზრზე არ ვარ. ნოუთბუქი გავხსენი და რაღაცის გადამოწმებას შევუდექი. უკვე როლებში ვიყავი შეჭრილი, როცა კარი გაიღო და ერთ_ერთმა იდიოტმა გადმოაბიჯა კარების ზღურბლს. უფფ... ეხლა ამასთან უნდა მერკვია კიდე საქმე რა, მეტი სადარდებელი არ გამიჩინოს ღმერთმა. _აუ, კარგი რა თონიკე, რაღა გინდა ახლა? _ჯერ არ დაგვიმთავრებია ლაპარაკი. _მე დავამთავრე, ამიტომ მომეშვი! შენი მოსმენის თავი არ მაქვს. მეტყვი ეხლა_შენ არ გინდოდა სალომესთან ერთად ვყოფილიყავიო? ხო მინდოდა მერე? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს და ნუ დაიწყებ თავიდა. _შენთანნ ლაპარაკი შეუძლებელია რა, რა გავაკეთო რომ სიტუაცია გამოვასწორო? შენი დაკარგვა არ მინდა ამ სულელური ინციდენტის გამო. _და ერთი რა სახით არ გინდა დამკარგო, როგორც მოსანადირებელი ქალი, თუ როგორც მეგობარი? _ელენე ჩვენ შევთანხმდით რომ ჩემს გრძნობებზე აღარ ვილაპარაკებდი და, როგორც მეგობარი, ისე გავაგრძელებდი შენთან ურთიერთობას. იმ შემთხვევას, რაც სალომესთან შემემთხვა წუთიერი აფეთქება იყო და შენდობას მაინც ვიმსახურებ ქალბატონი ელენესგან, არა? _თორნიკე არ მაინტერესებ სხვა ქალებთან შენი ურთიერთობა, მაგრამ სალომეს შემთხვევაში მართლა პირწავარდნილ იდიოტად გამოიყვანე თავი. კარგი ეხლა მოვრჩეთ, ყველაფერს ვივიწყებ, კიდევ რამე გაქვს სათქმელი? უნდა ვიმუშაო. _დღეს ხომ მოდიხარ კომპანიის წვეულებაზე? _არა, არ მცალია ახლა მაგისთვის. _დღეს პარასკევია და ხვალისთვის რომ გადადო ის საქმე არაფერი დაშავდება. _თორნიკე ვერ გაიგე? არ მოვდივარ თქო. _რა საქმე გაქვს ასეთი? _კაცებში მივდივარ! მტკიცედ განვუცხადე და ირონიული ღიმილი ავიკარი პირზე, მაგრამ თორნიკეს გამწარებულ სახეს რომ შევხედე ცოტა შემაცივა. უცებ ისეთი კისკისი ავტეხე, ლამის იყო სავარძლიდან ძირს აღმოვჩენილიყავი. _ელენე, შენ გეხუმრება და აბა მე მკითხე ერთი. _რა გკითხო? _შენთან ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელია, როცა უკვე პიკამდე აღწევს შენი ირონია. _კარგი თოკო, კარი ღიაა არ ჩამიკეტავს. _ასე არა? იცოდე შენ მაიძულე. მომვარდა, მკლავებში მტაცა ხელი და ზეზე წამომაგდო. გაშლილ თმაში ხელი შემცურა და მთლიანად მიმიმწყვდია. მისი გახშირებული სუნთქვა უკვე სახეში მცემდა. ირაკლის რაც დავაკელი ამას ორმაგ ულუფას მივართმევ, ერთი სცადოს და მაკოცოს, მაშინვე სისხლის გემოს იგრძნობს. ტუჩები სწრაფად გაეპო და რასაც ქვია დამაკვდა და ვეღარ ავაყენე. მოწყურებულივით მარჯვნიდან_მარცხნივ შეუცვენებლივ გადადიოდა და ჩემს ტუჩებში დანავარდობდა. თან ყველაფერთან ერთად ესეც გამაბრუებლად სასიამოვნო სუნამოს სურნელს აფრქვევდა, მგონი ბოსის ფირმის სუნამო იყო. მაგრამ რა დროს ბოსია კაცო? შენი დროც მოვიდა საყვარელო, გეყო ნექტრის შესრუტვა! როგორ უნდა შემეჩერებინა ვნება მორეული კაცი? კბილებს ვერ ვიშველიებდი, ეს დეგენერატი ისე განცხრომით მკოცნიდა... ერთი ხელით თმით მიმორჩილებდა მეორით ხელებს მიკავებდა. სუფთა მოძალადე, კოცნის ქურდი. ასეთ გასაჭირში ვიყავი რომ უცებ კარი გაიღო და სალომე შემოვიდა. აბა ერი ჰაა.... თორნიკემ ხელი გამიშვა, მაგრამ ახლა მე მოვწიე პერანგით და კოცნა გავახანგრძლივე. სალომე გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და ყელზე ძარღვები ებერებოდა. ესეც ასე სამაგიერო გადახდილია. _შესანიშნავი კოცნა გცოდინა თოკო! ეს ვუთხარი, როცა მისი ტუჩებიდან ძლივს მოვძვერი, ტკბილი კანფეტის მსგავსად , როცა ტუჩებს ეკვრის. მომხიბვლელად გამიღიმა და ტუჩების ბალიშებზე ნაზად გადამისვა ხელი. ამის შემხედვარე სალომეს მწვანე ფერი დაედო და კაბინეტიდან ტყვიასავით გავარდა. მე კი დრო ვიხელთე, ხელი მოვმუშტე, დავჭიმე და მთელი მკლავით ვუთავაზე ყბაში თორნიკეს. ისე გემრიელად მოხვდა რომ მეტი არ შეიძლება. ჯერ წაბარბაცდა და კედელს რომ არ მიყრდნობოდა იატაკზე ბალერონივით გაიშოტებოდა. _ჯანდაბა ელენე, ვიცოდი რომ ის სიტყვები სალომეს გასაბრაზებლად თქვი, მაგრამ ამას აღარ ველოდი. პირიდან მცირეოდენი სისხლი სდიოდა, არაფერი საგანგაშო. კარგად ვერ მოხვდა ვატყობ. _ბარი_ბარში ვართ თორნიკე, გადი ეხლა აქედან! _ელენე! _რა იყო? _ასე უნდა დამტოვო? _ექთანს ვგავარ ეხლა მეე? ვინმეს გამოართვი სპირტი და ბამბა, დაიმუშავე, თუ არა და წყლითაც მოგვარდება ეგ საქმე. _შენს ცინიზმს საზღვარი არ აქვს. პირზე ხელი აიფარა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი. ახლა ვინ დარჩა დამცირებული და შეურაწყოფილი? შუადღემდე ვიმუშავე და მერე გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი, თან საბასთან მქონდა საქმე. ანას შესახებ კიდევ ერთხელ უნდა დავლაპარაკებოდი. ანას და ამ საქმეების გადამკიდე გოგოებთანაც ისე ვეღარ ვარ, მხოლოდ კაფეტერიაში თუ გავისაუბრებთ და ეგაა. დერეფანში ისე ჩავუარე სალომეს, თითქოს აქაოდა არაფერი მომხდარაო. მისი დაჟინებული და მკვლელი მზერა ლიფტამდე გამყვა. სახლში როგორც კი მივედი, მაშინვე საბას ოთახში შევედი და რომ დავინახე, ბარგს ალაგებდა გული მომეწურა. _რა ხდება აქ საბა? _ დედასთან და მამასთან გადავდივარ. _რა იყო, ცუდი მასპინძლობა გაგიწიე? _ეგ რა შუაშია ელენე, ცოტახნით გარემოს გამოცვლა მჭირდება. აქ რომ ვარ ანაზე ფიქრი არ მშორდება, თან შენც მთელი დღე სახლში არ ხარ და რაზე გადავიტანო ყურადღება, რომ მასზე არ ვიფიქრო არ ვიცი. _კარგი, გადადი თუ ეს შენთვის უკეთესი იქნება, მაგრამ მე რომ ძამიკო მომენატრება რა ვქნა? _გამოიარე ხოლმე თუ მოგენატრო, სანამ აქ ვარ. _შე დონჟუანო მოდი აქ! მივედი და ძლიერად მოვეხვი. რატომღაც ცრემლები მომაწვა. არ მინდოდა რომ გამეშვა. ჩემი საბა ისევ მტოვებდა. კი ჩვენს მშობლებთან გადადიოდა, მაგრამ... მერე კი ვინ იცის კიდევ როდის ჩამოვიდოდა გერმანიიდან? ჩემოდნის ჩალაგებაში მივეხმარე და გავაცილე. საშინლად მტკივნეული იყო, კარის დახურვა აღარ მინდოდა, თითქოს რაღაც ძალამ შემაკავა. ბოლოს კი კარი როცა შემოვედი და კარი მოვხურე, სახლში სიმარტოვის სურნელი დატრიალდა. საბას ოთახს შევავლე თვალი და უფორ დამწყდა გული. ახლა მივხვდი რა ყოფილა სიმარტოვე. საოცრად მივეჩვიე მასთან ერთად ცხოვრებას ერთ ჭერ_ქვეშ. ყველაზე მტკივნეული კი ის იქნებოდა, რომ მოვიდოდი საღამოს სახლში და საბას მომღიმარი სახის ნაცვლად, მხოლოდ სიმარტოვე შემომეგებებოდა „ისევ ერთად ვართო.“ საწოლზე ვიწექი და ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი. 6 :20 წუთი იყო რომ გამეღვიძა. სწრაფად ავდექი და კინაღამ იატაკზე ჩავიკეცე. საშინლად მტკიოდა თავი, მაგრამ დასვენების დრო აღრ მქონდა. მკაცრი სტილის სამოსი შემოვიძარცვე და კლასიკური, მუხლამდე კაბა შევარჩიე. მონაცრისფო ტონებში გაწყობილი, საკმაოდ დახვეწილი. აქსესუარებიდან მხოლოდ ბრილიანტის პატარა თვლიანი ბეჭედი შევარჩიე და ასეთივე საყურეები. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას აქაც ვერ ავცდი. 15 წუთში უკვე ყველაფერი მოვაამთავრე და სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი. პეკინზე გავედი და მალე უკვე ირაკლის კორპუსთან ვიყავი. ძრავა გამოვრთე და სახლს მივაშურე. ცუდი განწყობა მაინც გამომყვა, ამიტომ თავს ვაიძულე, გავიღიმე და კარზე ზარი დავრეკე. ამჯერად ირაკლიმ გამიღო კარები და თითქოს ელდა ეცაო, ცოტახანი მიყურა. მან ასეთ სტილში პირველად დამინახა და გაოგნდა, მაგრამ ასე მაინც რამ განაცვიფრა ვერ მივხვდი. _ირაკლი! რა დაგემართა, ეს გოგო რომ კარებში დაგიყენებია? ქალბატონი ნანა ჩვენსკენ წამოვიდა და ისიც ერთი წამით შედგა და მერე იაკლის მხარი გაჰკრა. _ელნე, მაპატიე ცოტა დავიბენი, შემოდი. კეტილი იყოს შენი ფეხი კიდევ ერთხელ ამ სახლში. თან მელაპარაკებოდა და თან ჩემს დათვალიერებას არ წყვეტდა. სასტუმრო ოთახში რომ შევედი, მაგიდა ორ კაცზე დამხვდა გაწყობილი. ოხ ირაკლი, შენს ოინებს საზღვარი არ აქვს. _შესანიშნავად გამოიყურები მინდა ავღნიშნო. _მადლობ, შენც როგორც ყოველთვის. მაგიდასთან სამივე დავსხედით, ვლაპარაკობდით, როცა ირაკლის ვიღაცამ დაურეკა და გავიდა. მე და ქალბატონი ნანა მარტო დავრჩით და ცოტა უხერხულობა შეიქმნა. _დიდი ხანია პროკურორად მუშაობ ელენე? _არც ისე, ასე 2 წელია. უხერხულად შევიშმუშნე, რაც მას არ გამოპარვია. _მინდა რომ დავმეგობრდეთ ელენე, მართლა ძალიან მომწონხარ, ირაკლი შენს შეფასებაში არ შემცდარა. _ირაკლი ჩემზე გელაპარაკებოდათ ხოლმე? _მელაპარაკებოდა? კი , მაგრამ მხოლოდ რამდენჯერმე ვისაუბრეთ შენზე, რადგან ის ჩემთან დიდად არ არის გახსნილი. საერთოდ ესეთია, ბევრი ლაპარაკი არ უყვას, მაგრამ რასაც ვგრძნობს მაშინვე ვამჩნევ. მას შენ უყვარხარ და შენ რას განიცდი მის მიმართ? _იცით, ჯერ არ ვარ გარკვეული ჩემს თავში და ვერ გეტყვით რომ ირაკლი მიყვარს... _ ამის თქმა არც არის საჭირო, შენს თვალებში ყველაფერს ვხედავ, გადაშლილი წიგნივით ხარ ელენე და ყველაზე მეტად ამან მომხიბლა შენში. _აბა რას შვებით? მე რაღაც მნიშვნელოვანი საქმესთან დაკავშირებით დამირეკეს და შეუზლებელი იყო არ ამეღო. ირაკლი, მე ეხლა უნდა წავიდე ლიასთნ, დღეისთვის ვიყავი შეპირებული და ისე ვერ იქნება რომ არ წავიდე. მაოატიე ელენე! სხვა დროს უფრო კარგად ვისაუბრებთ, მაგრამ შენს ამოცნობას მალე დავამთავრებ, რამდენიმე წიგნის ფურცელიღა დამრჩა. თბილად გამიღიმა, ორივე გადაგვკოცნა და მოხერხებულად შეგვატოვა ერთმანეთს მე და ირაკლი. „ყოჩაღ ქალბატონო ნანა.“ ირალიც გაოგნებული დარჩა ამ სიტყვებით, მაგრამ ძალიანაც ესიამოვნა, ეს მის ანთებულ თვალებში კარგად დავინახე. ვახშამს უჩუმრად შევექცეოდით, მაგრამ თვალებით ერთმანეთს მაინც ველაპარაკებოდით. შემდეგ ირაკლიმ ბოკლაში წითელი ღვინო შემივსო და თან სადღეგრძელოც დააყოლა. _ამ ლამაზ ღამეს გაუმარჯოს, რომელიც შენს გარეშე არ შედგებოდა. _გაუმარჯოს. ბოკალი მივუჭახუნე და ცოტა მოვსვი. დათრობა ნამდვილად არ მქონდა გეგმაში. ცოტახანი ვილაპარაკეთ, სასამართლო საქმესაც შევეხეთ. სიჩუმის დროს კი ისევ ჩემი ძმა მომაგონდა და ცოტა მოვიწყინე, რაც ირაკლის თვალთახედვას არ გამოპარვია. _როგორ ხარ ელენე? ფერი არ გადევს სახეზე. _არა კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა თავი ამტკივდა და. _მემგონი, მხოლოდ თავის ტკივილს არ უნდა გამოეწვია ეს მდგომარეობა. ეს კაცი მემგონი ჩემს სულში ცდილობს ჩაძრომას. ჩაძვრეს და რას ნახავს საინტერესოს. ვერც ვერაფერს. _უბრალოდ ჩემი ძმა, ჩემი სახლიდან მშობლებთან გადავიდა, რაღაცის გამო და ცოტა მომეწყინა. _შენ რა მარტო ცხოვრობ სახლში? _კი ცალკე მაქვს ბინა და იქ ვცხოვრობ, ჩემი ძმა კი გეერმანიიდან ცოტახნით ჩამოვიდა. _სამწუხაროა, კარგი აღარ გვინდა მაგ თემაზე საუბარი ვხვდები, რომ ეს უფრო ცუდ ხასიათზე გაყენებს. _ხო ასეა, გამიჭირდება მის გარეშე ყოფნა. სახე უფორ დამისევდიანდა, ამის შემხედვარე კი ირაკლი წამოდგა, ჩემთან მოვიდა და თვის მკლავებში მომიმწყვდია და თმაზე დამიწყო ფერება. მეც უკვე ვეღარ გავუძელი და მკლავებო შემოვხვიე. როგორი თბილი და როგორი მოსიყვარულე მამაკცია, ნუთუ მართალი თქვა დედამისმა ირაკლის უყვარხარო? აი მე კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ამ მამაკაცისსგან შორს ყოფნას ვეღარ შევძლებდი. ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ, დარჩიო მთხოვა, მაგრამ ეს ჩემთვის სურული აბსურდი იყო. წასვლის დროც მოახლოვდა. ირაკლიმ ქვემოთამდე ჩამაცილა და გამომშვიდობებისას, როგორც ყოველთვის შემაყოვნა. ჰაერში სუსხი ტრიალებდა, შემოდგომის სუსხიანი საღამო. ტუჩები მითრთოდა, ხელები მიკანკალებდა, მაგრამ ახლა ირაკლის სიახლოვის მეტს არაფერს ვიმჩნევდი. მანქანა გავღე და მას მივუბრუნდი. _მადლობ ამ ლამაზი საღამოსთვის, ეს მადლობა კი ნაწილობრივ დედაშენსაც ეკუთვნის, საოცარი ქალია. _ბედმა გამანებივრა 2 საოცარი ქალი რომ შემახვედრა ცხოვრების გზაზე. ნატიფი თითები სახეზე შემახო და უთბილესი კოცნა მაჩუქა. ტუჩებს წითელი ფერი დაუბრუნდათ, სიცივისგან გათანგულებს და არა მხოლოდ მათ, მთელი ჩემი სხეული სითბომ მოიცვა. ეს იყო შეყვარებული კაცის კოცნა, რომელიც ყველანაირად გასცემდა გრძნობის საიდუმლოს. სახლის კიბეებს ნელა ავეყუდე, კარებს გასაღები მაოვარგე და შევაღე. სიმარტოვე შემომეგება: “ შენ ისევ დაბრუნდი.“


23 თავი
ნელ_ნელა ამ სიმარტოვეს შევეჩვიე, მაგრამ მაინც მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ძმა, ჩემთან აღარ ცხოვრობდა.მარტოობას ირაკლიზე ფიქრით ვივსებდი, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ვიღაცას ვჭირდები და ბედნიერია რომ ვარსებობ. შესანიშნავი გრძნობაა, როცა იცი რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენ. თუნდაც თორნიკეს შემთხვევაში, მეგობრად მიმაჩნდა და, როცა მითხრა მიყვარხარ როგორც ქალიო, კი მეწყინა თავიდან, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გამკრა გულში, რომ ვიღაცისთვის სულერთი არ ვიყავი. დღეს სასამართლო პროცესი იმართებოდა, საქმის გადასინჯვა უნდა მომხდარიყო. სიცარიელე და მარტოობა უკან მოვიტოვე და ცივილიზაციას შევუერთდი. ხმაური , ყაყანი ქუჩებში არ წყდებოდა. ბავშვები ტიტინებდნენ, უფროსები კი ხმამაგლა საუბრობდნენ ისე რომ ჩემს მანქანაშიც აღწევდა მათი სასაუბრო თემის შინაარსი. დაღვრემილი სახეებით აპობდნენ ჰაერს და ერთი_ორი მომღიმარი მოქალაქეს თუ მოვკრავდი თვალს. ალბათ უფო იმიტომ, რომ საოცარი სუსხი იდგა გარეთ და არავის სცხელოდა გასაღიმებლად. სიცოცხლე არ ჩქეფდა , სისხლი არ დუღდა ქუჩებში, რომელიც ენერგიით აავსებდა მოსიარულეებს. მძიმედ და უგემურად დააბიჯებდნენ მიწაზე და ისედაც უღიმღამო ცხოვრებას ფერს უკარგაავდნენ. რა მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ერთი თითქოს უბრალო გაღიმება, მაგრამ გარემოსთვის ხალისის დასაბრუნებლად, ყველა ადამიანს წვლილი უნდა შეეტანა გაღიმებით. ხასიათი გამიფუჭდა ამდენი ადამიანის მოჟამულ სახეს, რომ ვხედავდი, უკვე მეშინოდა გადამეტებულად არ მეყარა ჯავრი დავით რაზმაძეზე. მაგრამ სისხლს მაინც გავუშრობ იმ კრეტინს. რას გავიხარებ?! ერთი ბოკალი სისხლი თუ შეიძლება... მოიცა რას ვბოდიალობ , რა სისხლი? კაცი ციხეში მყავს გასაშვები. თავს შევუძახე და სისწრაფეს მოვუმატე. მივედი და დერეფანში საკმაოდ ბევრ ხალხს წავაწყდი. ძლივს შევავლე თვალი ირაკლის, რომელიც ვიღაც ქერათმიანს ებაასებოდა. რაღაცამ გამკრა გულში ალბათ იმიტომ, რომ ეს ქერათმიანი საკმაოდ თამამად იქცეოდა, რაც ჩაცმულობაზეც აისახებოდა. აი სიცოცხლის დუღილი! მაგრამ მემგონი გადამეტებულია, თან როგორ? ისეთი მოძრაობეები აქვს , ირაკლის თავის სხეულით იწვევს. მაგრამ ირაკლი რისი ირაკლია თუ თავდაჭერილობა არ გამოავლინა? არც შემიხედავს ისე ჩავუარე გვერდით, მისი ისარივით გამხვრიტავი მზერა კი ტყვიასავით გამომედევნა. არაუშავს ქერათმიანი გაართობდა. კოლეგებს შევუერთდი და ლაპარაკი გავაბი, სანამ პროცესი დაიწყებოდა. სწორედ ირაკლის საქმეზეს განვიხილავდით, როცა შესანიშნავ, ცინიკურ ღიმილს მოვკარი თვალი, რომელიც დავით რაზმაძეს ეკუთვნოდა. ზიზღით შევათვალიერე და მტრული მზერა ვტყორცნე. „ ნახავ რას გიზავ, აქედან პრიდაპირ ციხის ბინძურ საკანში ამოყოფ თავს, ჯერ არ იცი რას გიმზადებ!“ თვალი მოვაშორე და მზერა ირაკლიზე და იმ გადაპრანჭულ ქერათმიანზე გადავიტანე. როგორც კი მივტრიალდი, ჩემი და ირაკლის თვალები ერთმანეთს შეხვდა, მემგონი მეუბნებოდა მომაშორე ეს ქალიო. რა სისულელეა! რომელ კაცს არ სიამოვნებს ქალის ყურადღება? უკვე 5 წუთი იყო დარჩენილი დაწყებამდე, ამიტომ ყველა დარბაზს „შევეკედლეთ“.ყველამ ადგილები დავიკავეთ, ის ქერა ქალი კი ირაკლისთან ისე ახლოს იყო, ლამის რაზმაძესთან ერთან მისთვისაც ციხეში მეკრა თავი, რა სანახავი იქნებოდა, ქერა საღებავის და მაკიაჟის გარეშე, უფფ... შეუდარებელი. ერთი წუთით ავდექი, რომ დაცვითვი ჩემი მთავარი იარაღის გამოყენებითვის აპარატურა მეთხოვა.(საჭიროების შემთხვევაში, აპარატურის შემოტანა, სირთულეს არ წარმოადგენდა) თხოვნაზე უპრობლემოდ დამთანხმდა, მალე შემოვიტანო. უკან დავბრუნი და ერთი წამით ირაკლის შევავლე თვალი. მისი დაჟინებული მზერა, ალბათ სულ თან მზდევდა. რაზმაძე ისევ ირონიულად იღიმებოდა და სახეზევე ეწერა, ნეტავ მე აქ რა საქმეზე გამომიძახესო. „სულ ცოტახანი მოგიწევს ლოდინი, მერე დაისვენე რამდენიც გინდა და იფიქრე შენს დანაშაულზე და ჩაშლილ გეგმაზე. შენ გგონია, პროცეს წავაგებ? დაე გეგონოს, იყავი მხიარულ ხასიათზე და ასეთივე ღიმილით შებრძანდები იმედია კამერაში!“ _ყურადღება, სასამართლო მოდის! მოსამართლემ თავისი ადგილი დაიკავა და მე გამომიძახა ირაკლის დასაკითხად. _ცნობთ თავს, ბატონო ირაკლი ნოდია დამნაშავედ? ძალიან ოფიციალურად გამომივიდა, ეს ირაკლისაც არ გამოპარვია და მიმიხვდა შეფარულ სათქმელს, (იმას რომ იმ ქალზე ვეჭვიანობდი) ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და შემდეგ ისევ სერიოზული სახე მიიღო. _არა , არ ვცნობ. _კი, მაგრამ თქვენს წიააღმდეგ უამრავის სამხილია წარმოდგენილი. _მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი, ისიც ამყვა თამაშში. კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი და შემდეგ ადვოკატის დაცვის დრო დადგა. რაოგორც შეეძლო იცავდა ირაკლის, მაგრამ მთავარი კოზირები მე მეჭირა ხელში და როცა დრო დადგებოდა გადმოვალაგებდი. ირაკლიმ თავისი ადგილი დაიკავა და ახლა რაზმაძე გამოიძახეს. ისიც დავკითხე, როგორც კიდევ ერთი ეჭვმიტანილი და რა თქმა უნდა ჩემთვის უკვე ცნობილი დამნაშავე. შემდეგ კი ჩემი მოთხოვნით აპარატურა შემოიტანეს. მეც დისკი ჩავრთე და ყველა იქ მყოფს ვუჩვენე ნამდვილი დამნაშავის აღიარება. _აი ბატონო მოსამართლევ ნამდვილი დამნაშავეც ეს არის, რომელმაც ირაკლი ნოდიას გადააბრალა თავისი დანაშაული, შურისძიების მიზნით და ესეც გაყალბებული საბუთები და ქვითრები, რომელის დახმარებითაც ყველანაირი ეჭვი ბათილდება. საბუთებიც მივაწოდე და ჩემი საქმეც მოვამთავრე. წავაგე წინა პროცესი თვალის ასახვევად და ჩათვალა რაზმაძემ რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ძალიან შეცდა. მან ბრძოლა მოიგო, მე კი ომის მოგებით დავაგვირგვინე. გაშტერებული იყურებოდა და თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა. ის სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს დაცვის სამსახურმა. ირაკლის კი ყველა ულოცავდა და ეხუტებოდა. როგორ მინდოდა მეც მივსულიყავი, მაგრამ მეშინოდა თანამძრახველებად არ ჩავეთვალეთ იქ დამსწრე იურისტებს და მოსამართლეს. უცებ კი ის ქერათმიანი მივიდა და პირდაპირ ტუჩებზე დააკვდა. ეხვეოდა კოცნიდა. მე კი იმის მოკვლას ვლამობდი. ეს ირაკლისთვისაც მოულოდნელი იყო, ამიტომ ცოტახანი გონზე ვერ მოვიდა. შემდეგ კი მაჯებში ხელი მოკიდა და გვერძე გაწია, რომ ჩემი რეაქცია დაენახა. მე კი რაც შემეძლო თავს ვიკავებდი და ეჭვიანობას არ ვაჩვენებდი, მაგრამ ვერავინ მიხვდებოდა რა ცეცხლი გიზგიზებდა ახლა ჩემს სხეულში. ტუჩებით ვანიშნე გილოცავთქო და სწრაფად დავტოვე დარბაზი. საოცრად შეურაწყოფილად ვგრძნობდი თავს, იმის მიუხედავად რომ ირაკლის არ უკოცნია, მაგრამ მაინც. სახლში აღელვებული მივედი და ლოგინზე უსულოდ დავეცი. ცოტახანი ასე ვიწექი, როცა ჩემმა კუჭმა განგაში ატეხა და ამის მერე წამოვდექი მხოლოდ, რომ რამე მეჭამა. შუა ჭამის მომენტში კი კარზე ზარის ხმა გაისმა. ჩანგალი თეფშზე დავდე და კარის გასაღებად წავედი. გავღე და ხელში ანა შემრჩა. დარცხვენილმა შემომხედა და თავი ისევ ჩახარა. _აქ რამ მოგიყვანა? _შენთან სალაპარაკო მაქვს, ყველაფერზე. _მე კი არაფრის მოსმენას არ ვაპირებ! კარის დაკეტვას ვაპირებდი მაგრამ ხელით დაიჭირა და დახურვის საშუალება არ მომცა._რაზე უნდა მელაპარალო იმაზე თუ როგორ უღალატე ჩემს ძმას თუ მეე? _ალბათ არ უნდა მოვსულიყავი. _რა თქმა უნდა, იმის მერე რაც შენ გააკეთე აქ ფეხიც აღარ უნდა მოადგა. _კარგი, ყველაფერი გასაგებია, აღარ შეგაწუხებ. _იმედია. კარი დავხურე და ხმამაღლა ამოვიოხრე, ჭამის მადა საერთოდ დამეკარგა და გადავწყვიტე მძიმე დღის მერე კარგად დამესვენა, რომ ახლა მობილურმა ატეხა განგაში. დავწვდი და ირაკლი მირეკავდა. „ არ ავიღებ, აი ეგრე! მეტის ღირსი არც ხარ.“ მაგრამ რომ აღარ მოეშვა რეკვას, გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია სიტუაცია. _რა გინდა ირაკლი? _ასე სწრაფად სად გავარდი? _ წყვილისთვის ხელის შეშლა არ მინდოდა. _ელენე ამ ინციდენტის გამო მართლა ბოდიშს გიხდი. _ერთი პლიუსი შენ, რომ თავის გამართლებას არ ცდილობ. _არც შევეცდები, შეიძლება ნატასთვის მე არ მიკოცნია, მაგრამ ამაში მეც მიმიძღვის წვლილი, ამიტომ არც ვცდილობ თავი გავიმართლო. _შესანიშნავია, შენი ბოდიში მიღებულია, კარგად! _ხოდა თუ მიღებულია ხვალ ჩემს სასტუმროში 9 საათისთვის, ჩემი გათავისუფლების აღსანიშნავად წვეულებაა და აუცილებლად უნდა მოხვიდე. _იცი , არ შემიძლია, უჩემოდ აღნიშნე. _ელენე, იცოდე უნდა მოხვიდე და მორჩა! _კარგი! ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლევა, რომ იმ ძუკნას სამაგიერო გადავუხადო და ვაჩვენო ვის ეკუთვნის ირაკლის სიყვარულიც და კოცნაც, მაგრამ ეს ირაკლის ბრძანებლობაც ნერვებს მიშლის, რა უფლება აქვს რამე მიბრძანოს, არ შერჩება! ცოტა გავაგიჟებ კიდევაც, იმ სასტუმროში უამრავი სიმპატიური მამაკაცი იქნება და მსუბუქ ფლირტს იმედია გადაიტანს. პატარა შურისძიება იქნება ჩემი მხრიდან!


24 თავი
სიმართლისთვის ბრძოლაც წარსულს ჩაბარდა. მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან, ირაკლი კი იყო ჩემი ნათელი წერტილი, მაგრამ სადამდე გაგრძელდებოდა ასე, ვინ იცის. ერთხელაც თავს ვეღარ შევიკავებდი და მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა? მხოლოდ ილუზიებს ვერ მოვეჭიდებოდი და წუთიერი სიამოვნება არ დამაკმაყოფილებდა მხოლოდ. შეიძლება ვინმემ თქვას ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს ირაკლიშიო, მაგრამ როცა საქმე წარსულში მექალთან მამაკაცს ეხება, ვინ მომცემს გარანტიას რომ მე ასეთ კაცს შევუყვარდი? ალბათ იმიტომ მეპარება ეჭვი რომ მას მაინც არ ვიცნობ კარგად. ახლა კი იმ ქერათმიანი, გადაპრანჭული ბარბის გამოხტომაღა მაკლდა, რომ ირაკლისთვის კიდევ ერთი მინუსი დამეწერა. არაუშავს თანდათან ყველაფერი თავის სახეს მიიღებს. ხვალ გავივლიდი მაღაზიებში და რამე გალანტურ და თან ჩემეულს შევარჩევდი. რაშიც არასოდეს დამიხარჯავს დიდი დრო ეს მაღაზიებში სიარული იყო. ვინ თქვა ქალის დეპრესიიდან გამომყვანი „შოპინგიაო?“ მე პირიქით მემართება აქეთ შევყავარ. ძებნა და მორგება, საშინლად მღლის და შემდეგ არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. მეორე დღეს სამსახურში მივედი თუ არა ლადომ გახარებული და აფორიაქებული ხმით გამომიძახა თავის კაბინეტში. ვიცოდი რა საქმის გამოც, მაგრამ დიდად არ უნდა მიენიჭებინა მგონი მნიშვნელობა ამისთვის. კიბეები ავიარე და ლადოს კაბინეტის კარების გაღება და მისი გაბადრული სახის დანახვა ერთი იყო. _ გუშინდელი დღის გმირი როგორ არის? _გმირი ნაკლებად ბატონო ლადო. მეც იგივე იერი მივიღე, რომ უხერხულობა არ შემექმნა. _მერედა როგორი? პროცესზე ლამის კინო დადგი და დამწყებ იურისტებს მაგალითი მიეცი, შენით ყველა აღბრთოვანებულია, მაგრამ ასე მალე რომ წამოსულხარ ეგ რაღა იყო? _რაღაც ცუდათ ვიგრძენი თავი, ალბათ გადაღლის ბრალი უფროა. _გადაღლის არა? ეჭვის თვალით შემომხედა და თვალებში ჩამაშტერდა. ნეტა რას ეჭვობს? _დიახ ამდენი შრომის შემდგომ, გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის რამდენიმე საათიანი შვებულება ამეღო. _ელენე, ვის მოტყუებას ცდილობ? _საით მიგყავთ ლაპარაკი იქნებ ამიხსნათ? უკვე დავიძაბა, ნეტავ რა უნდა იცოდეს? არ ვიცი, არ ვიცი! _შენ გგონია პროცესზე რა სცენაც გაიმართა შენს თვალწინ არ ვიცი? მშვენივრად ვიცი რომ ირაკლის მიმართ არ ხარ გულგრილი. _რა სისულელეა, საიდან მოგაქვთ ასეთი აფსურდული დასკვნები? _საიდან და საიდუმლო წყაროები მარტო შენ არ გაგაჩნია. ნიშნის მოგებით მითხრა და გორგოლაჭებიან სკამი დაატრიალა._შენ გგონია ეგეთი რამ მე არ მომსვლია? ელენე გამოუცდელი ხარ ჯერ ასეთ საქმეში! _ ბატონო ლადო, ძალიან ცდებით თუ... _არაფერსაც არ ვცდები! შენ რომ ირაკლი ნოდიას მიმართ რაიმეს მაინც არ გრძნობდე, ასე თავგამოდებით არ დაიცავდი და შენი რეაქციაც ნული იქნებოდა, ის გოგო რომ დარბაზში ჩამოეკიდა კისერზე ირაკლის. ვერაფერს გამომაპარებ , გამოცდილი მაქვს ეგ პერიოდი და ვიცი რაც გიდუღს სულში. ამიტომ ჩემთან არ გჭირდება თავის მოკატუნება, თუ არ გინდა ამაზე ლაპარაკი ეს სულ სხვა საბაასოა. პასუხი არ გამიცია და მიხვდა, რომ არ მინდოა ამაზე ლაპარაკის გაგრძელება, ამიტომ კიდევ ერთხელ მომილოცა პროცესის მოგება და კაბინეტიდან დამითხოვა. რა გამჭრიახი კაცი ყოფილა აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ადამიანის სულსაც თუ სწვდებოდა ეგ აღარ ვიცოდი. დერეფანს მივუყვებოდი როცა მშვენიერ სპექტაკლს შევესწარი. _ სალომე მომეში, უკვე დამღალე შენი მოთქმით და გმინვით, ატანაზე ვარ უკვე, მ ო მ ე შ ვ ი! _თორნიკე შენ საერთოდ არაფრად არ აგდებ ჩემს გრძნობებს შენდამი. _აუ ეხლა რა, ტრაგიზმი არ გიხდება და შეიშრე ცრემლები „ ძვირფასო.“ ნამდვილი ტრაგიკომედია იყო რა, სალომეს უკვე თავმოყვარეობის ნატამალიც აღარ შერჩენოდა და ლამის მუხლებში ჩავარდნოდა თორნიკეს. მაგრამ რა წესია ასე მოექცე ქალს? ესეც კარგი ვინმეა რა. _გამარჯობათ გვრიტებო! რამდენი ხანია არ მინახავხართ. _ ელენე ახლა შენი ცინიზმის დრო არ არის რა. შემომიბღვირა ისედაც ვენებგადახსნილმა სალომემ. _ეპა, ეპა, ეპაა, ახლა ჩემზე არ იყოს შხამის ნთხევა, თორემ ჩემი გესლი მორიელისაზე არანაკლები იქნება. _მორჩით გოგოებო, ამას მე არ ვიმსახურებ, დამცინავად გადმოგვხედა თორნიკემ. _ვაი თქვე გაჭირვებულო ნაწყვილაროოო! კარგად მეყოლეთ, ცუდისთვის არ მემეტებით! მივაძახე და ჩემს ოთახში ამაყად შევაბიჯე. ცოტახანი დავყავი კომპანიაში და შემდეგ „ბუტიკების“ დაზვერვა დავიწყე. _არა ეს არ ვარგა, ეს ძალიან გრეძლია, ეს ზედმეტად ამოღებული, ეს კი ძონძების მანეკენს რომ აცვია ისეთი მოდელია. დედიკო აქ სად შემოვყავი თავი? გავედი მე აქედან! ასე ვიწუნებდი ყველაფერს, მაგრამ რა მექნა ჩემს გემოვნებას არაფერი სტაცებდა თვალ, ბოლოს კი მართლაც შესანიშნავ კოლექციას წავაწყდი, მაგრამ ერთმა ჰაეროვანმა კაბამ ჩემი მზერა მაინც მონუსხა. მოვისინჯე და რასაც ქვია ზედ დამეფინა. ჰაეროვანი, ნაზი და ამავე დროს გალანტური შტრიხებიც მრავლად გამოსჭვიოდა, შოკოლადისფერი „შედევრიდან.“ ახლა ჩემი სკულპურა უნდა შემექმნა რამე საუცხოო, რომ ირაკლი გამეგიჟებინა, „ღირსი იყო.“ რას მოაბრძანა ის შეღებილი მაიმუნი? ხოდა ახლა ჩემი სვლის დროა. მისვლისთანავე კაბა სავარძელზე გადავფინე და შხაპის მისაღებად შევედი, უკვე მართლა ვღელავდი და ახლა მხოლოდ ცხელი წყლის ორთქლი თუ დამამშვიდებდა. სხეული ენერგიით დამემუხტა, მაგრამ გამოვედი თუ არა, ხალათის ამარამ მაინც დავიწყე ბოლთის ცემა. შემდეგ ნერვები მომეშალა, არ ვიცი რაზე, ალბათ ეს ადრენალინის მოზღვავება უფრო იყო, თუ რაღაცის წინათგრძნობა? იმედი მქონდა ყველააფერი იდეალურად დაგვირგვინდებოდა. რასაც ქვია საათის ტიკ_ტიკმა შემშალა და იმის ყურებამ დრო როგორ მიიზლაზნებოდა. რვისთვის კი უკვე დავიწყე მზადება. ჩემი „შოკოლადი“ ტანზე დავისრიალე, მაკიაჟი საღამოს შესაფერის ტონებში გავიკეთე. ჩემი ღია ყავისფერი თმა ოქროსფრად ელავდა სინათლის შუქზე და შესანიშნავ კომინაციას ქმნიდა ჯამში, ყველა შტრიხი. ტუჩები მიმზიდველად ელავდნენ და შეჯიბრი გაემართათ მწვანედ მოციმციმე თვალებთან. ოქოსფერი აქსესუარებით დავიტვირთე, რაც უფრო მეტ ხიბლს ანიჭებდა კაბას. სარკეში შევათვალერე ჩემი თავი, ანარეკლს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ცხრის ნახევრისთვის სიმარტოვეს გამოვემშვიდობე და კიბეები მაღალ ქუსლიანი ფეხსცმლით, ნელა ჩავიარე. მანქანა კარგად ნაცნობი სასტუმროს შესასვლელთან გავაჩერე და ნელი ნაბიჯით შევედი ტრიალა კარში. ბრბო შამპანიურის ჭიქებით აქეთ_იქით ირეოდა, ირაკლი კი ჯერ არსად ჩანდა. შესასვლელიდან როგორც კი გადავდგი ფეხი, ბაფთიანი მამაკაცების მზერამ კინაღამ ჩემს ჰაროვან კაბაშიც კი შეაღწიეს. აი ირაკლიც , როგორც ყოველთვის თავის განუყრელ სმოკინგთან ერთად, მაგრამ ახლა ნამდვილად გადააჭარბა თავისივე მიმზიდველობას. გარუჯული კანი თეთრ პერანგთნ შეხამებაში მშვენივრად შედიოდა, მისი მამაკაცური მიხვრა მოხვრა კი გონებას მიბინდავდა, მაგრამ რა დროს ეს იყო პატარა სურპრიზი უნდა გამეკეთებინა. იქვე შამპანიურის ჭიქა ავიღე და ხალხში გავერიე. მამაკცების თვალიერება და კონკრეტულად დაკვირვება უკვე შემაწუხებელი გახდა, მაგრამ ბოლომდე უნდა გამეძლო. ირაკლის ჯერ ვარიდებდი თავს და არ ვენახვებოდი, რომ სიტუაცია შემესწავლა მალე კი უკნიდან მამაკაცის ხელის შეხება ვიგრძენი, ნელა მივტრიალდი და ვიღაც სიმპატიური მამაკაცი მომღიმარი სახით მიცქერდა. ასე მალე? _ მხვდება უმშვენიერესი ლედის გაცნობის პატივი? მე ირაკლი ნოდიას პარტნიორი ვარ, გიორგი ჯინჭარაძე. ეპაააა.... მშვენიერია. _ელენე მაჭავარიანი! _დიახ გიცანით, პროკურორი არა? _დიახ ასეა. _ოჰჰ, გიორგი მოსულხარ? უკნიდან ირაკლის ბარიტონი მომესმა . ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს მერე კი ირაკლიმ მე შემავლო თვალი, შემავლო და რა შემავლოო. _ელენე? მე მეგონა უკვე აღარც მოხვიდოდი შენ კიდე უკვე აქ ხარ და თან... სიტყვა შუაზე გაუწყდა და ისევ ვნება აღდძრულმა ამათვალიერა. ირაკლი არც შენ ყოფილხარ ნაკლები სხვებისგან რა! _ხო ირაკლი ახლახანს მოვედი და ვერ დაგინახე, გილოცავ გათავისუფლებას, მაშინ ვერ მოვახერხე. შუბლზე მოისვა ხელი რომ თავისი უხერხულობა დაემალა. _ თქვენ ერთმანეთს კარგად იცნობთ? ახალგამომცხვარი მაჩო, მეცამეტე გოჭივით ჩაეჩრა ჩვენს ბაასში. _გიორგი თუ შეიძლება მარტო დაგვტოვე, მე და ელენეს სერიოზული საქმე გვაქვს. ირაკლიმ თავისი მამაკაცური პირველობა გამოავლინა. გიორგიმ უსიამოვნოდ აიწურა მხრები და სწრაფად დაგვტოვა._შესანიშნავად გამოიყურები, თვალს ვერ გწყვეტ. თვალებში ვნების ცეცხლი უფრო აგიზგიზდა და ახლა რამე ისეთზე, რომ არ გადამეკრა სიტყვა, სულ დაივიწყებდა აქ მყოფ ხალხს და პირდაპირ დამაცხრებოდა. მერე მენახა სეირი. _ირაკლი შესანიშნავი წვეულებაა გილოცავ. _ხო, მომსახურე პერსონალმა კარგად იმუშავა, წარბზე მოისვა ხელი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რა დროს მაგის თქმა იყოო! მეტი დარდი არ მქონდა მეც ავყოლოდი._წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. გაიცანით ელენეე! იქ დამსწრე საზოგადოებას მიმართა. ქალების შურიანი თვალების დანახვა ერთ რამედ ღირდა. შამპანიურის ჭიქა მაგიდაზე დავდგი, ბევრი ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ იყო ჩემს გეგმებში. საოცრად მაბნევდა ირაკლისთან ახლოს ყოფნა, მისი მამაკაცურობა და გალანტურობა ნებისმიერ ქალს გადაიყვანდა ჭკუიდან. როცა დაამთავრა ჩემი ასე ვთქვათ წარდგენა, მერე მე შემომიბრუნდა. _შენთან სერიოზულ საქმეზე მაქვს სალაპარაკო, ელენე! _კარგი, მე მზად ვარ. _არა აქ არა, სჯობს ჩემს აპარტამენტებში ავიდეთ, იქ ვახშამი უკვე გააწყვეს და მშვიდადაც მოვახერხებთ დალაპრაკებას. ეჭვისთვალით შევათვალიერე და უკან მივყევი მიმავალს. ლიფტი არ ჩქარობდა გაჩერებას, მე კი უკვე ღელვამ ამიტანა. გავედით და დიდ თეთრ კარსაც მალე მივადექით. კარები სპეციალური ბარათით გააღო და შევედით. _აქეთ მოდი ელენე, ვერანდაზე. უკან მომავალს მომაძახა და მეც მივყევი. ვახშამი ორ კაცზე იყო გაწყობილი, გრილი სიო კი გარემოს ელამუნებოდა, რაც საოცარ ნეტარებას ატრიალებდა . მაგიდას მივუსხედით და ერთმანეთს შევაცქერდით თვალებში. _ვიცი რომ იმ კოცნის გამო ისევ ეჭვები გღრღნის, ამიტომ ყველაფერს მე გაგიფანტავ. ნატასთან აღარაფერი მაკავშირებს , ამიტ... _ანუ იყო? _რაღაც მსუბუქი ურთიერთობის მსგავსი და სხვა არაფერი. _გააჩნია შენ რას ეძახი მსუბუქ ურთიერთობას. _მოდი აღარ გვინდა რა მაგის გახსენება, პატარა ბავშვები აღარ ვართ და რაღაც სისულელეზე გამოკიდება არ გვინდა. _გამოკიდება არც მიფიქრია, ლაპარაკში აგყევი. ცინიკურად მივუგე და ღვინოს ბოკალი ტუჩებთან მივიდე და ოდნავ მოვსვი. ირაკლი ოდნავ მოიღუშა, რადგან სიტყვაში მოვუგე, მაგრამ შემდეგ რა იქნებოდა არ ვიცი. _სადღეგრძელო შევსვათ ელენე! ბოკალი ამიწია და ჭიქაზე მომიჭახუნა._შენ პროფესიონალიზმს გაუმარჯოს, რომლის გარეშეც ახლა აქ არ ვიქნებოდი ასეთ მიმზიდველ ქალთნ ერთად. თვალები დაენისლა, რაც რაღაც არასასურველის მანიშნებელი იყო. _გაუმარჯოს. უცებ ვიპოვე მდგომარეობიდან გამოსავალი. ვახშამმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, რამაც ცოტა დამამშვიდა. წყალი მოვსვი და მაგიდიდან ავდექი. მოაჯირს დავეყრდენი და ღამის თბილისს თვალი გადავავლე, მშვენიერი მოციმციმე ლაპიონები დაუზარებლად ანათებდნენ დედაქალაქს. ვტკბებოდი და თვალს წყალს ვალევინებდი, სანამ კისერში გახშირებული და ცხელი სუნთქვა არ ვიგრძნი. შემდეგ მუცელზე ხელის შემოხვევა და მოტრიალება. _ირაკლი, რას აკეთბ? მიამიტური კითხვა დავსვი, მაგრამ იმ წამს რა უნდა მეთქვა აზრზე არ ვიყავი. _ არ შეიძლება საყვარელ ქალს მოვეალერსო? _ირაკლი ჩვენ ჯერ არაფერი გვაკავშირებს, ამიტომ ხელების დაგრძელებას ნუ შეეცდები! _ მერედა როგორ გვაკავშირებს. თავს აჯერებ რომ არაფერი არ ხდება, რაშიც ძალიან ცდები. სწრაფად უნდა დამეხსნა მისგან თავი, სანამ რამე სისულელეს ჩავიდენდი. ტუჩები ნერვიულობისაგან მითრთოდა და სიტყვას ვერ ვაბამდი. ხელები მკერდზე მივადე და მისგან დახსნა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, უფრო ძლიერად ამოვყავი თავი მის მხურვალე მკლავებში. _ირაკლი გამიშვი! _რომც მინდოდეს, ვერსად გაგიშვებ, რადგან შენ უკვე გიპოვე და არ ვაპირებ სადმე გაგიშვა. თმაზე ხელი მსუბუქად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. არა ამ ვნებათა_ღელვაში მე არ უნდა ავყოლოდი, თორემ გამოუსწორებელ შეცდომას ვერ ავცდებოდი, მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი. ყელიდან თანდათა მხრებამდე ჩადიოდა ირაკლის ცხელი ტუჩები. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლიდა და მისი ყოველი კოცნა ვნებას მიშლიდა. „არა უნდა გააჩერო!“ რაღაც ხმა მკარნახობდა და თავს არ მანებებდა. მალე კაბა ქვემოთ დაეფინებოდა, როცა მოდუნებული სხეული ენერგიით ამევსო და ირაკლის მკლავებისგან ოსტატურად გამოვაღწიე თავი. _ელენე რისი გეშინია? იმისი ხომ არა რომ შენც ჩემი რიგითი ქალი გახდები? ეგ აზრადაც არ უნდა გაივლო, მომენდე და ეჭვი არ შეგეპაროს ჩემს გრძნობებში! _და რას გრძნოვ, ერთი მითხარი ასეთს. _რასაც შენ გრძნობ, ამიტომ გასარკვევი აქ არაფერია. მემგონი მიმიხვდი რაც მამოძრავებს შენს მიმართ და თუ აქამდე ვერ მიხვდი, გეტყვი რომ მიყვარხარ, ეს კი არცერთი ქალითვის არ მითქვამს და იცი, რატომ? იმიტომ რომ ამას არავინ იმსახურებდა, სანამ შენ არ გამოჩნდი. შენმა გულწრფელობამ და მებრძოლმა ხასიათმა დამანახა შენში ის ქალი ვისშიც მხოლოდ გარეგნული სილამაზე არ არის. თუ გინდა მთელი ღამე ასე დაგიდგები და გეტყვი რატომ მიყვარხარ, მაგრამ ეს სისულელე იქნება, რადგან სიტყვვებს ძალიან სუსტი ძალა აქვთ, როცა გრძნობაზეა ლაპარაკი. გაოგნებული ვუყურებდი ირაკლის და მისი სიტყვები არარეალურ სიზმარს მაგონებდა. რაღაც უაზრობა მეგონა და თავს ამას ვაჯერებდი, სანამ ცივი სიო სხეულზე უსიამოვნოდ არ მომხვდა. აცივდა. მაგრამ ირაკლის თვალებში ვნების ცეცხლი, არათუ ჩამქრალიყო, არამედ უფრო აელვარებულიყო. თვალი ვეღარ გავუსწორე და შიგნით შევედი. ისიც გამომყვა და ჩემს ყველა მოძრაობას აკვირდებოდა. _რა გჭირს ელენე? რა პატარა ბავშვივით იქცევი. შენი გრძნობების გეშინია? მაშინ ნება მომეცი მათ შიში დავუფრთხო . _არაფრი არ მჭირდება! მხარი გავკარი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ დამიჭირა. _მითხარი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, რომ შენც არ გიყვარვარ და აქედან ახლავე შეგიძლია წახვიდე, აღარ დაგაკავებ. მითხარი! ხმას ვერ ვიღებდი და ვერც თვალს ვუსწორებდი. ყელში ბურთივით რაღაც გამეჩხირა და თვს ვეღრ ვთოკავდი. _მითხარი! მბრძანებლური კილოთი მომართა ახლა. _რა გითხრა , რა? რას მოელი ჩემგან? _რას მოველი? ნუთუ შენთვის ნათლი არ არის, რასაც მოველი? _კარგი, ვაღიარებ მიყვარხარ. ცოტახნის დუმილის შემდეგ როგორც იქნა წარმოვთქვი. _აი სწორედ ამის მოსმნა მჭირდებოდა, ახლა კი ჩემი ხარ და არსად გაგიშვებ. სწრაფად მომიახლოვდა და ხელში ამიტაცა. _სულ გაგიჟდი ირაკლი რას შვები? მკერდზე ხელებს ვუბრახუნებდი, მაგრამ ამ კუნთმაგართან ვერაფერს გავხდი, ჩემი პატარა მუჭებით. საწოლზე ნელა დამიშვა და თვითონ ჩემს ზემოდან მოექცა. პერანგის ღილი შეიხსნა და ჩემი ტუჩებს გახელებულმა დაუწყო კოცნა. უკვე ვეღარ ვიკავებდი თავს და მეც ავყევი. კაბის სამკლაურები გადამიღეღა და ჩემს სხეულს მოწყრებული დაეწაფა. გახშირებული სუნთქვა არ ცხრებოდა და მოფერებას და ალერსს უფრო უმატებდა. ნეტარების წუთბი დიდხანს გრძელდებოდა. ღამის სიჩუმეს, ჩვენი ალერსის ვნებათა_ღელვა არღვევდა. მის ცხელ და დაკუნთულ სხეულს ვგრძნობდი, რომელსაც ძლერად ვყავდი მომწყვდეული და ჩემს მოფერებას ერთი წამითაც არ წყვერდა. ალერსი ცოტახანში , ვნების მორევად გადაიქცა, რომელსაც ვერანაირი სულიერი ვერ დააღწევდა თავს. გაათმაგებული გრძნობით და ვნებით. ღამეს ოხშივარი ასდიოდა და სიყვარულის ნეტარებით იმუხტებოდა. ღამის წყვდიადში ჩემი და ირაკლის სხეულის მოძრაობას და გახშირებული სუნთქვა თუ გამოსჭვიოდა და არე_მარეს სიჩუმეს არღვევდა. სულ სხვაა როცა საყვარელ მამაკაცის ხდები, რომელიც მთელი არსებით გიყვარს და მთლიანად გინდა რომ მისი გახდე, მთლიანად დაგეუფლოს და შენი ყოველი სხეულის ნაწილი შეიგრძნოს. უსასრულობის დასასრული არად ჩანს , იმიტომ რომ მას არ აქვს დასასრული, ის სამუდამოდ გრძელდება, მაგრამ ჩვენი ნეტრების დრო ადრე თუ გვიან დამთავრდა. _ჩემი ხარ სამუდამოდ ელენე! _და ასე დარწმუნებული რატომ ხარ? _იმიტომ, რომ პირველი მამაკაცი ქალის ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ეს ნამდვილად ვიცი და ასეა! _ირაკლი, მეე... _ელენე გაჩუმდი! შენ ხელშეუხებელი იყავი და ამან უფრო აღმიძრა სურვილი სამუდამოდ ჩემი გახდარიყავი. წმინდა და სპეტაკი, როგორც ნამდვილ ქალს შეშვენის. ყველანაირად მიზიდავ და ამას თავს ვერასოდეს დავაღწევ, რამდენიც არ უნდა ვეცადო. იტყვი შენი გულახდილობა სასმელის ბრალიაო, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ამანაც ითამაშა დიდი როლი, მაგრამ ეს მხოლოდ სიმართლეა და ამას აუცილებლად გეტყოდი, ზეგავლენა გრადუსსაც რომ არ მოეხდინა. _მიყვარხარ ირააკლი! ვუთხარი, მის ვნებიან ტუჩებს ისევ დავუბრუნდი წამებით, შემდეგ, შემდეგ კი სიტყვები ზედეტი გახდა...


25 თავი
მეორე დღეს ირაკლის ცხელმა კოცნამ გამომაღვიძა. _საათი რომელია? _სადმე მიეჩქარება პატარა ქალბატონს? მიღიმოდა და თან ჰალსტუხს იკრავდა, მაგრამ აებურდა. ამაზე კისკისი ავტეხე და მან ვითომაც არაფერიო არ შეიმჩნია, ჩემი ბავშვურობა. _მოდი გაგიკეთებ? _ იცი? _რა თქმა უნდა. ერთი პარაზიტისთვის მიწევდა ხოლმე გაკეთება. _ და ვინ პარაზიტისთვის არ მეტყვი? _ ჩემი ძმისთის, დილით ჰალსტუხით ხელში მადგებოდა ხოლმე. უწინ. _ არ გვინდა მოწყენა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. ერთი კვირით ნივი ორკში უნდა გადავფრინდე, საქმიანი ვიზიტით და ერთმანეთს ცოტახანი ვეღარ ვნახავთ. აჰაა ესეც მეორე პრობლემამ იჩინა თავი, ქალები არ ჰყოფნიდა და ახლა სამუშაოც დაემატა. _როდის მიდიხარ? _ხვალ საღამოს. _კარგი მე წყალს გადავივლებ და გამოვალ. ცხელი წყლით სხეულს ვადუნებდი და თან ირაკლისა და ჩემს ღამეზე ვფიქრობდი. საწოლში იდეალური მამაკაცი იყო, გარეგნობაც ნამდვილად ხელს უწყობს და გასაკვირი არ არის ბევრი ქალი ჰყოლოდეს. არა, უნდა მოვეშვა ამ სულელურ ეჭვიანობას, თორემ ჩემთვისვე იქნება უარესი. ხალათი ჩავიცვი , თმები გვერძე გადმოვიყარე და სააბაზანოდან გამოვედი. ირაკლი უკვე გამოწყობილი და ღიმილნარევი სახით დამხვდა. _რა ლამაზი ხარ, რომ იცოდე ელენე! _ კომპლიმენტი მიღებულია ირაკლი. _ რა გჭირს? _არაფერი. _შემომხედე! თავი ავწიე და დანისლული თვალები შევანათე. _ თუ პრობლემას იმაში ხედავ, რომ ხვალ ასე სწრაფად მივდივარ და შენ ეს მხოლოდ დღეს გაიგე და თავს შეურაწყოფილად გრძნობ, ნამდვილად ვიმსახურებ შენს ასეთ განწყობას. გინდა რაღაც გითხრა? თავიდან მართლა ერთი ჩვეულებრივი ლამაზი ქალი მეგონე და მიზნად დავისახე, რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემი გამხდარიყავი, რადგან შენც სხვა ქალების მსგავსი მეგონე. მაგრამ იმ წუთიდან როცა შენი კარგად შეცნობა დავიწყე, ისეთი რაღაცეები დავინახე შენში რაც სხვა ქალებში არც კი მომჩვენებია. ყველას ან ჩემი გარეგნობა ან სოციალური მდგომარეობა აინტერესებს, ნუ უმრავლესობას მაინც. განა არ ვიცი? მშვენივრად ვხვდები ვის რა ამოძრავებს და რა სურს ჩემგან. შენ, შენ კი გასაღების ასხმიდან ვერც ერთი ვერ მოგარგე, ამოუცნობი და იდუმალებით მოცული ხარ, რაც ასე მიზიდავდა შენში, ახლაც ვერ ამოგიკითხე ბოლომდე. ასეთი რამ არ დამმართნია და ამიტომ უიშვიათესი ბრილიანტის ხელიდან გაშვებას არ ვაპრებ, შენი სახით. ერთადერთი ქალი ხარ რომელთანაც სამუდამოდ მოვისურვებდი დარჩენას, ამიტომ არანაირი სანერვიულო და საეჭვო შენ არ გაქვს, ეს ერთი კვირაც ძალიან მალე გაივლის და ჩვენს ურთიერთობასაც შესაფერისი სახელი დაერქმევა. მიყვარხარ ელენე და ყველაზე მეტად შენში იცი რა მომწონს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მიტოვებ და მაიძულებ შენზე ფიქრი თავიდან არ მოვიშორო და... _ირაკლი გაჩუმდი თორემ ამდენ სასიამოვნო სიტყვას ჩემი გული ვეღარ დაიტევს. _მითხარი გიყვარვარ? _ რასაკვირველია ირაკლი. _ და უფრო ამიტომ გინდოდა ჩემი დახსნა? აი სად დამხვდა ლადოს კითხვა, პირდაპირ ირაკლიმ მაჯახა. წამით ჩავფიქრდი და თვალებში თამამად შევხედე. _ეს პასუხი შენთვის რამეს შეცვლის? _ ალბათ შეცვლის რახან გკითხე. _მაშინ გეტყვი, რომ ნაწილობრივ ასე იყო. ძალა მოვიკრიბე, ჩემს თავში დავრწმუნდი და თამამად განვუცხადე. _ასეც ვიცოდი. როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალი არ გადამდგომია წინ. _ირაკლი! _არავითარი ირაკლი, რისი გაგებაც ჩემთვის აუცილებელი იყო უკვე მოვისმინე, და ჩემს თვალში უფრო ამაღლდი. _ ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, ირაკლი, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, სამსახური მიხმობს. _კი მაგრამ ამ საღამოს კაბით წახვალ? ლოგინზე გადაფენილ კაბაზე მიმანიშნა. _სახლში შევივლი და შემდეგ წავალ. _ არავითარ შემთხვევაში, მენეჯერს ვთხოვ სასწრაფოდ ახალი ტანსაცმელი მოგიტანოს. _არა არ არის საჭირო არ მეჩქარება. თან სახლში რაღაც საბუთებიც უნდა ავიღო და ასე მირჩევნია. _კარგი, ელენე მაგრამ იცოდე ერთი ზარიც და მაშინვე გაუჩენელს გაგიჩენს ჩვენი მენეჯერი. _ მადლობ ასეთი მზრუნველობისთვის. _არავითარი მადლობა არ მიიღება, შენ არაფერი გაქვს სამადლობელი, მადლობა უფრო მე უნდა მეთქმევინებოდეს, რომ ასეთი ხარ და იმისათვისაც, რომ მხოლოდ ჩემი ხარ. ტანში დამჟრიალა მის სიტყვებზე და ღაწვები ამიხურდა. ხალათი გავიხადე და ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი. ირაკლი კი იმ წუთას ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და მეც დრო ვიხელთე და ნახევრად შიშველი სხული საღამოს კაბით დავიფარე. გამომშვიდობებისას მხურვალე კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე სახლში სრულიად არეული დავბრუნდი. ჯერ ვერ გამეაზრებიან მთლიანად. ნამდვილად რაღაცნაირ განწყობაზე დავდექი როცა ირაკლიმ მითხრა ცოტახნით ვეღარ შეგხვდებიო. გუშინ ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი და ირაკლის შეჩერება ვეღარ შევძელი. მაგრამ ერთი წუთიც არ მინანია მასთან გატარებული ღამე, რადგან ეს მოხდა სიყვარულით და არა მხოლოდ ვნებით. სახლში მისვლისთანავე თითქოს მოვითენთე და გადავწყვიტე დღეისთვის სამსახური გვერძე გადამედო და მხოლოდ ჩემი ფიქრებისთვის მიმეცა გასაქანი. კაბა ერთი ჩახსნით შემოვიძარცვე და საღამურებით შევწექი ლოგინში. დღეისთვის დასვენების დღე მოვიწყვე და ყველაფერს წითელი ხაზი გადავუსვი. ყველანაირმა ფიქრმა ერთად მოიყარა თავი და ჩემი გონება მოიცვა. ძლივ_ძლიობით მივუჩინე ადგილი თითოეულ მათგანს და ძილში ფეხაკრეფით გავიპარე. ერთი კვირა უაზროდ გავიდა. სამსახური , სახლი და ისევ სამსახური. ერთი ორჯერ თუ შემოიარეს გოგოებმა და მხოლოდ გადაკვრით ვუხსენე ირაკლის პიროვნება. ქორწილი არ გამოგვაპაროო მითხრეს და კარგადაც გაჭორეს შემდეგ. წინა დღისით კი სანამ ირაკლი ჩამოვიდოდა, საბამ დამირეკა: _ ელენე რას შვები, ისვენებ და ხარ არა? _ ჩემი მტერი ისვენებდეს ისე, როგორც ახლა მე ვარ გადარბენაში. _ ჰო აბა, საქმე, საქმე და ისევ საქმე. _აბა , ასეა... ზოგი უსაქმურისგან განსხვავებით. _ხო ეს უსაქმური, რამდენიმე ხანში ქალაქში აღარ გეყოლება! _რააა? _ხვალე დილისთვის ავიღე თვითმფრინავის ბილეთი, აღარ დაველოდები საღამოს. _გამორიცხულია. _ არა, მართლა მივდივარ უკვე. _ასე მალე, კი მაგრამ რატომ? _აღარაფერი მაკავებს, თან ჩემს ბიზნესსაც უკვე ალბათ ჩემი ხელი მოაკლდა. _ ჩვენც ძალიან დაგვაკლდები. ხვალ რომელზე მიფრინავ? _7_ზე. _მაშინ გამოგივლი და აეროპორტში მიგიყვან. _ზუსტად მაგის სათხოვნელად დაგირეკე დაიკო. დამცინავად გამომიცხადა და ჩემს პასუხს დაელოდა. _ძვირფასო ძამიკო შენი ბედი აქ რომ არ ხარ. _მალე საერთოდ აგარ ვიქნები არც შენთან და არც აქეთ. _ აქეთ უნდა გადმოგასახლო! _სცადე თუ გამოგივა. _ხვალ გამოგივლი. გავუთიშე და სამსახურში წავედი.საშინლად მწყდებოდა გული საბას გამო, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. მეორე დღეს პირდაპირ საბას გავუარე და თვალცრემლიან მშობლებს ძლივს მოვწყვიტე. _ანა აღარ შეგხმიანებია საბა? _არა , იმის მერე რაც გააკეთა აღარც შევხმიანებივარ და არც თვითონ შეუწუხებია დიდად თავი. _იმედი შენი დაოჯახების ამბავი ამის გამო ძალიან არ გადაიდება. _მოიცა რა, მოგცლია. ეგ შენ იფიქრე, მე ჩემს თავს მივხედავ. აეროპორტის გზაზე გადავუხვიე და 10 წუთი უკვე იქ ვიყავით. ჩემოდანი გადმოიღო და შენობაში შევედით. უკვე ვაცილებდი როცა გამოაცხადეს რომ დილის რეისი უკვე დაეშვა. ყურადგება არ მივაქციე ამას და ჩემს ძმას უკან მივყევი. მისი თვითმფრინავი უკვე იდგა, მალე კი ტრაპიც ჩამოუშვეს. მაგრად გადავეხვიე საბას მხურვალედ ვაკოცე და ასე გავაცილე. ცოტა გზა არ მაონდა გავლილი, ვიღაც ნაცნობის ლანდი დავლანდე. კარგად დაკვირვების შემდგომ კი კარგად გავარკვიე ირაკლის სახე. და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მას ისეთი მზერა ქონდა იქვე გამაქვავა. სხეულში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა. ის კი კეისით ხელში სწრაფად გაუყვა გზას. თვითმფრინავი ნელ_ნელა მიწას მოწყდა.


26 თავი
გაოგნებული ვიდექი და ერთ წერტილს მივჩერებოდი, რა აბსურდული რამ მოხდა. რამ გამოცვალა ასე მალე ირაკლი? თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებდა, მაგრამ ამის გარკვევას აღარ დავიწყებდი, ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის. ის საღამოც ლამაზ მოგონებად ჩაიბეჭდება ჩემს გონებაში და, როგორც ირაკლიმ თქვა თავის_ თავს სიზმარშიც კი არ დამავიწყებს. რა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში რამაც ის შეცვალა, ვერ მივმხვდარვარ. აეროპორტი გაწბილებულმა დავტოვე და სამსახურისკენ წავედი. არაფრის ხალისი არ მქონდა, მაგრამ რა უნდა მექნა? ახალი საქმე გადმომცეს, მკვლელობის. საკმაოდ ჩახლართული საქმე იყო და გონების მოკრება მჭირდებოდა, მაგრამ ფიქრებით ძალაუნებურად მასთან ვიყავი. საქმე ეხებოდა ძმაკაცების ჩხუბს, რომლიდანაც ერთ_ერთს მეორე შემოაკვდა. ჭრილობა გულის მიდამოში იყო მოხვედრილი რის შედეგადაც მსხვერპლი საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა. მაგრამ ეჭვმიტანილი არ აღიარებს დანაშაულს, ყველაფერთან ერთად საკმარისი სამხილები მის წინააღმდეგ არ იყო , მხოლოდ მსხვერპლის სისხლი თუ ჰქონდა მაისურზე ეს იყო და ეს, მაგრამ მთავარი ეჭვმიტანილი ის იყო, მხოლოდ სამხილების მოძებნაღა მრჩებოდა, მაგრამ ხელმოსაჭიდს ვერაფერს ვხედავდი. საქმე წინ არ მიდიოდა და, არც პირად ცხოვრებაში მიმართლებდა. საბაც ახლა წავიდა და სულ მალე მემგონი დეპრესია დამეწყებოდა რა. საბუთებს გაშტერებული შევყურებდი, როცა კარი გაიღო და თონიკე შემოვიდა. _ პარაზიტების შემოსევაა? და თუ ასეა სჯობს ვიღაც ხვრელში შეძვრეს და, საიდანაც გამოძვრა იქ მიყუჩდეს. _ დღეს მშვენივრად გამოიყურები, რას შვები ახალ საქმეს ჩაჰკირკიტებ? _კი! _რატომ ასე უხეშად? არ შეგიძლია უბრალოდ ასე მითხრა? კი საყვარელო ახალ საქმეს ჩავკირკიტებო? _შენ ჩემს აგდებაზე სამუშაოდ შემოხვედი თუ რა ჯანდაბა გინდა? _არა პატარავ, უფრო შენს შესაბმელად. დამცინავად მითრა და ნიკაპზე ხელი ჩამომისვა. _ხელები გააჩერე თორემ აქედან ჩონჩხით გახვალ! _კარგი რა მოგივიდა? ვიხუმრე. რაღაც ნერვები არ გაქვს კარგ დღეში , რა გჭირს? _ ამ ბოლო დროს ძალიან გადაღლილი ვარ და, თან საქმეც ჯერ წინ არ მიიწევს. წინა ხუმრობა გადავყლაპე და ნორმალურად გამოველაპარაკე. _არა უშავს რა! განა ამაზე უარესი საქმეები გვერძე დაგრჩენია? არა, ამიტომ ნუ ღელავ რა ყველაფერი მოგვარდება. _მარტო ეგ რომ იყოს რაღა... ენაზე ვიკბინე, რომ რამე ისე არ წამომცდენოდა. _რას ამბობდი? _არაფერს, უბრალოდ მარტო ამის გამო არ ვარ გადაღლილი თქო. _აჰაა კარგი. იცი ჩვენს ბოლოდროინდელ დაძაბულობაზე მინდოდა მელაპარაკა შენთან. _არ გინდა რა. უკვე დავიზეპირე ეგ სიმღერა. _არა მაინც გეტვი, რაც სათქმელი მაქვს საბოლოოდ უნდა ითქვას. _კარგი მოვისმენ შენს აღიარებას, გისმენ. _იქიდან დავიწყებ რომ სალომესთან, იმიტომ დავიწყე ურთიერთობა ასე საჩქაროდ, რომ შენმა სიტყვებმა მოსვენება აღარ მომცა. უბრალოდ მართლა არ ვიცოდი იმ მომენტში ვის რას ვუმტკიცებდი, ყველაფერი ცხელ გულზე გავაკეთე და შედეგებზე აღარ დავფიქრებულვარ. მაგრამ მაინც გამიკვირდა ასე მალე როგორ დამთანხმდა სალომე და ამან უფრო გამიღვივა სურვილი რაღაცის დამტკიცების და ეს არის ჩემი შეცდომის თავი და თვი, ამის თქმა მინდოდა და ახლა უფრო მომეშვა. _სალომეს შენ უყვარხარ და ამიტომაც დაგთანხმდა! _ვიცი, ვიცი, მაგრამ მასზე ამ საქციელმა საერთოდ დამიკარგა შთაბეჭდილება. ქალი კი არა ნამდვილი იატაკის ჩვარი უფროაა. ასეთი თავის დამცირება უკვე გულს მირევს. _თოკო აბა რეებს ამბობ? მოეშვი მის ლანძღვას, ორმაგი დარტყმა უკვე მიიღო მესამესაც ნუღარ დაუმატებ რა. _არაფერსაც არ ვუმატებ, უბრალოდ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა და ჩემი შეცდომის აღიარების საერთოდ არ მცხვენია. _შესანიშნავია, მაშინ დავზავდეთ? გულწრფელი ღიმილი ვტყორცნე. _ სწორედ ამის სურვილი მკლავდა! გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა._შესარიგებელი გადახვევაღა გვაკლია! _ რასაც ქვია ნამდვილი მასხარა ხარ. ერთმანეთს შერიგების ნიშნად გადავეხვირთ და ეს საქმე მაინც მოვაგვარე. _ახლა გავალ, როგორც ვატყობ ბევრი გაქვს სამუშაო და მეც არ ვარ დიდად დასვენებული, მერე შემოგივლი. აბა შენ იცი პატარავ. _გადი თოკო, სანამ საქაღალდე ჯერ კიდევ ხელში მაქვს! თორნიკე გავიდა, მე კი ისევ ამ არაფრის მთქმელ ფურცლებთან მარტო დავრჩი. _ოხ ახლა რა დიდი სიამოვნებით დავტოვებდი აქაურობას და სადმე შორს გადავიკარგებოდი, არც სამსახური, არც კაცები და არც დარდი.აჰჰ, არა უნდა გადავიკარგო სხვა გზა არ მაქვს. გავეხვევი საბანში და გინდ ავუკლივარ ვინმეს და გინდ არა, ჩემი დასვენება ახლა ნეტარებაა. შუადღემდე როგორმე გავწელე დრო , რამდენჯერმე კიდევ გადავავლე თვალი ამ ფარტაინა ფურცლებს და მერე კომპანია დავტოვე, მანქანას დაბნეული ვატარებდი. სად წითელზე მივდიოდი და სად მწვანეზე აზრზე ვერ მოვსულიყავი და უცებ მოსახვევიდან შავი, ბოლო მოდელის აუდმა გამოუხვია და კინაღამ იმას შევასკდი, რომ არა მკვეთრი მობრუნება და დამუხრუჭება. _ეს ქალები საჭესთან ვინ დასვა? მომესმა ნაცნობი ხმა. _ჰეი თქვენ, მემგონი თქვენ არ უნდა იცოდეთ ტარება. _ელენე? _ოჰჰ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? _... _იქნებ იკადო და ხმა გამცე! _ რაღაცის ახსნა მოგიწევს! მკაცრი და მბრძანებლური კილოთი მომმართა. _მშვენიერია, როგორც გინდა, მეც მაქვს შენთან გასარკვევი. იგივე ტონით ვუპასუხე და თვალი მოვაცილე._ოღონდ აქედან გავიდეთ თორემ აიკლეს ქუჩა..


27 თავი
ირაკლის მანქანას მივყევი და ბოლოს ორივემ ისევ იმ სასტუმროსთან შევაჩერეთ სადაც პირველად ვნახეთ ერთმანეთი, საიდანაც დაიწყო ჩვენი სიყვარული და სადაც პირველი ბობოქარი ღამე გავატარეთ ერთად. მე მისი გავხდი, დამეუფლა და ნამდვილ ქალად მაგრძნობინა თავი. იმ ღამე სხეულში სისხლი დუღდა და ამოხეთქვას ლამობდა. გარემოს იდილიას მხოლოდ ჩვენი ხმა არღვევდა. ახლა კი ვინ იცის ამის შემდეგ რა მოხდება. რაზე უნდა მელაპარაკოს კი მაგრამ ირაკლი? ამ ერთი კვირის შემდეგ რა მოხდა? მეტყვის აღარ მიყვარხარ და ეს მხოლოდ ერთი ნეტარების ღამე იყოო? არ ვიცი , არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ თუ ასე მოხდა, ალბათ 1 წლიანი დეპრესია არ ამცდება. მანქანიდან გადმოვედი, ირაკლი კი უკვე წინ მიდიოდა. _ რა საზიზღარია! ფეხდაფეხ მივყევი. სასტუმროში შევედი და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ისევ დავლანდე. _მოგესალმებით! ღიმილიანი სახით გვითხრა, მაგრამ ირაკლის სახე რომ დაინახა სახის იერი შეეცვალა და მე გადმომხედა_ რა ხდებაო? მხრები ავიწურე _ არ ვიცი თქო. პიველი შეხვედრი დროსაც კი არ ჰქონია ასეთი გამგმირავი მზერა, როგორც ახლა აქვს. ლიფტის კარი გაიღო და უხერხულობამაც დაისადგურა. ისევ იმ ნომერში ავედით, ბოლო სართილზე, რომელიც მთლიანად ირაკლის ოთახს ეკავა. კარგი გააღო და რაც უნდა გასაკვირი იყოს პირველი ის შევიდა მერე კი მეც შევყევი. რა უტაქტობაა! უკვე ნერვებზე ვიჯექი და სადამდე მოვითმენდი არ ვიცოდი. ირაკლიმ ვისკი დაისხა და მხოლოდ მაშინ მომაქცია ყურადღება. _აბა ელენე დაიწყებ თუ რას იზავ? გელოდები! თვალებში მივაშტერდი და მისი ემოციის შეფასება დავიწყე, მაგრამ არაფერი სრულიად. რკინის ადამიანივით იყო. _რა დავიწყო, არ ამიხსნი რა გჭირს ან აქ რას ვაკეთებ? _კიდევ მე უნდა აგიხსნა? რაო იმ ბიჭთან კარგად გაერთე ჩემს არ ყოფნაში? მოგეწონა? _რა სისულელეს მეუბნები თუ ატყობ? რომელი ბიჭი, საიდან მოიტანე? _სადან მოვიტანე? აეროპორტში მე ვიდექი და მე ვეხუტებოდი ვიღაც ნაბ... რს? _ირაკლი სიტყვები შეარჩიე, სანამ მოთმინება დამიკარგავს. _მე უკვე დავკარგე მოთმინებაც და უკვე აღარ მოვითმენ ამ უტიფრობას. რაში დაგჭირდა ჩემთან ყოფნა მითხარი ერთი, რატომ დამეხმარე? თუ სხვასთან გინდოდა ყოფნა. უკვე ღრიალებდა მაგრამ მასეთი მოქცევით მე ვერ შემაშინებდა. _შე ავადმყოფო! იცი ვინ იყო საერთოდ? ჩემი ღვიძლი ძმა, რომელიც ცოტახანია ჩემთან არის, რომლის შესახებაც შენც კარგად იცი და დღეს გავაცილე გემანიაში. აი თურმე რა ყოფილა, ნამდვილი იდიოტი ხარ ირაკლი! მე შენთან აღარაფერი მესაქმება. ისეთ ადამიანთან ვერ ვიქნები რომელსაც ჩემში ეჭვი ეპარება და სხვის საყვარლობას მდებს ბრალად. _რა მითხარი? სავარძლიდან წამოიწია და ჭიქა მაგიდაზე დადო. _რაც გაიგე და მოვრჩეთ საერთოდ ყველაფერს. ჯერ მხოლოდ ახლა გაიდგა ფესვები ჩვენმა ურთიერთობა, შენ კი უკვე ჩემში ეჭვი გეპარება. და იმას რა დავარქვა ნატასთან რაც ხდებოდა? _ნატა ჩემი წარსულია და ახლა ვიფიქრე , რომ გამასულელე და მღალატბდი. _მშვენივრად გიფიქრია, თავიდანვე რაც გონებში პირველი მოგივიდა ის დაიჯერე. _ერთი რა უნდა მეფიქრა ელენე, გამოვედი და დაგინახე, რომ ვიღაც ბიჭს ეხუტები და კოცნი, რა უნდა მეფიქრა? _უნდა მოსულიყავი და გაგერკვია რა ხდებოდა. თვალი ავარიდე და კარებისკენ წავედი. _სად მიდიხარ? მისი სიტყვები დამეწია, წამებში კი ჩემს სიახლოვეს გაჩნდა. _ ეს უკვე შენ აღარ გეხება. _ მერედა როგორ მეხება, იმიტომ რომ შენს გაშვებას არსად არ ვაპირებ, ეს კარგად დაიმახსოვრე. _და როგორ შეძლებ ჩემს დაკავებას? რადგან უკვე მე აღარ ვაპირებ დათმობაზე წავიდე. _მაპატიე ელენე, მართლა არ უნდა გამომეტანა ნაადრევი დასკვნები. _მიღებულია, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, სასწრაფო საქმე მაქვს. _საქმე მოიცდის, აი მე კი არ ვაპირებ არც ერთი წუთის დათმობას. ირაკლი ფრთხილად შეეხო ელენეს ტუჩის კუთხეს, თითქოს ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, თითქოს თანხმობას ელოდა. ელენემაც ვეღარ მოითმინა და ტუჩებზე დააკვდა. საწოლამდე ნელი და აუჩქარებელი ნაბიჯებით მიაღწიეს. აცახცახებული ხელით ნელა გახადა ტანაცმელი, თვითონაც გაიხადა და როცა ქალის შიშველ სხეულს შიშველი შეეხო, იგრძნო, როგორ ელოდა ეს ცხელი სხეული მის ალერსს. იგი თრთოდა, კანკალებდა, სიამოვნებისაგან კანი ერთიანად დაეხორკლა… ელენეს სიზმარში ეგონა თავი… ირაკლისაც. ადრე, სხვა ქალებთან ყოფნისას, პირველ რიგში, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, თავისი სურვილის დაკმაყოფილებაზე. ახლა კი მისთვის მთავარი და უპირველესი მიზანი ელენესთვის სიამოვნების მინიჭება იყო. უცნაურია, აქამდე განუცდელი შეგრძნება სდევდა თან. არა, სექსი სულაც არ უნდოდა. უმაგისოდაც იოლად შეძლებდა გასვლას, რადგან ეს ალერსი სიამოვნებდა ყველაზე მეტად, მოფერების პროცესი ანიჭებდა ღვთაებრივ ნეტარებას. იგი თითქოს წყლის ძლიერი ნაკადივით მოეხეთქებოდა და სიცხისგან გათანგულს ნებიერად ელამუნებოდა. მამაკაცი ხარბად ისრუტავდა ქალის სხეულის სურნელს, სისხლის დუღილს გრძნობდა ძარღვებში, მთელი არსებით მისცემოდა სიამოვნებას, კოცნიდა ყველგან, სადაც მოესურვებოდა _ იქაც, იქაც, იქაც… წერტილს არ ტოვებდა უკოცნელს… ელენე ხანდახან ჩუმად ამოიკვნესებდა, მისი სხეული ვნებიანად იხლართებოდა მის მკლავებში, მის მკერდში… ვერც კი წარმოიდგენდა, ამხელა გრძნობა თუ გააჩნდა. არ ელოდა, ასე თავდავიწყებით თუ გადაეშვებოდა ვნების მორევში. მოძალებულმა ვნებამ ყველა ზღუდე გაარღვია, ყველა ბარიერი გადალახა…მისი ამაყი “მე” ხუხულასავით დაინგრა და უფსკრულში გადაეშვა, რათა წვრილ ნამსხვრევებად დაშლილიყო, ხოლო შემდეგ ისევ გამთლიანებულიყო და სხვა მამაკაცად გადაქცეულიყო _ უფრო ძლიერად, უფრო მოსიყვარულედ, უფრო ბედნიერად… _ ირაკლი, მე… შენ… _ მოდი ჩემთან, პატარავ, _ დაიჩურჩულა მან და ხელები მოხვია. ელენე ჩაიკარგა მის მკლავებში. და ირაკლიც ჩაიკარგა მასთან ერთად. ისინი ორივენი ჩაიკარგნენ უსაზღვრო ალერსის ლაბირინთებში, ამოუცნობ ვნებათა ღელვაში, სადაც ერთად დახეტიალობდნენ, როგორც ბავშვები, ხელიხელჩაკიდებულნი და დაბნეულნი ათასნაირი ლამპიონით გაჩირაღდნებულ პარკში. ორივე გრძნობდა ერთმანეთის სხეულს და ნეტარება არ წყდებოდა. აღარსად იყო წყენა, სიამაყე, მხოლოდ სიყვარულს და ვნებას დაეკავებინათ ადგილები და არ იძროდნენ. სიყვარული ნიაღვარივით მოასკდა ორივე მათგანის სულერებას და სხეულს და ისე ჩაითრია სიღმეში , რომ მათი უკან დაბრუნება ძალიან გაჭირდებოდა. მათ უყვარდათ ერთმანეთი და გააერთიანეს ერთმანეთში ის ღრმა გრძნობა , რომელსაც თითქოს არც ერთი არ ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად და დაუკითხავად ეწვიათ. შებინდებისას კი უკვე ერთმანეთის ალერსით დანაყრებულები, ერთმანეთის სუნთქვას და აჩქარებული გულის ცემის საამური ხმით ტკბებოდნენ. წამებმაც კი დაკარგეს თავისი ფასი და მათაც კი გაუგეს სიყვარულს და ალერსს გემო. პროცესი დამთავრდა. მაყურებელი ოვაციებს არ იშურებს მათი სიყვარულის შემხედვარე. წითელი ფარდა ნელა დაეშვა თეატრის სცენაზე. რა მოხდა მერე? მერე... მერე... ეს უკვე სხვა ისტორიაა... დასასრული!



№1 სტუმარი ნანო

გაგრძელება არ აქ?

 


№2  offline წევრი Hela

საოცრებააა

 


№3 სტუმარი კოკო

ნიუ იორკი და არა ნივი იორკი

 


№4 სტუმარი იზო

ძალიან კარგი იყო.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

სვეტა კვარაცხელიას რომანია ეს

 


№6 სტუმარი სვეტა

სტუმარი ნინო
სვეტა კვარაცხელიას რომანია ეს

არა, ნინო, ეს არაა ჩემი რომანი :) მე სრულიად სხვა სტილში ვწერ :) <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიკა

ავტორი მაინტერესებს...♥️

 


№8 სტუმარი სტუმარი ცაცა

[i][/i]თუ მართლწერას მიაქცევთ ყურადღებას, უკეთესი იქნება(მაგ. შეურაწყოფა არა - შეურაცხყოფა). მართალია, არ არის შედევრი, პრიმიტიული მოთხრობაა, ზოგჯერ ვულგარულიც, მაგრამ, რადგან მკითხველთა გარკვეული რაოდენობა კითხულობს, სჯობს გამართული მაინც იყოს და პატივი ვცეთ ჩვენს მშობლიურ ენას. პატივისცემით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent