შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები 1


14-05-2015, 12:52
ავტორი malena
ნანახია 19 090

დაკრძალვიდან მოდიოდნენ, ორნი. ერთს მუქი ყავისფერი კაბა ეცვა, წელს ქვემოთ
აზბორილი. სიგრძე კოჭებსა და მუხლებს შორის გაჩხერილი. იფიქრებდით, სხვისი,
ნათხოვარი სამოსი აცვიაო. აშკარად, განივრად ადგა კაბა ტანზე, მისი სხეულის
კონტურებს თითქმის არ კვეთდა. ფეხზე უხეში, მამაკაცური ფეხსაცმელი ეცვა
ჩაჩაჩული წინდებით და მაინც, დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, წვრილ,
ჩამოსხმულ წვივებს. ღია ფერის თმა დაუდევრად ჰქონდა დაწნული და ერთი გრძელი,
მსხვილი ნაწნავი წინ, მხარზე ჰქონდა გადმოგდებული. მოკლე სახელოებიდან
ჩამოქნილი მკლავები მოუჩანდა. თლილი თითები, მოვლილი მაგრამ არა დაფერილი
ფრჩხილებით. არავითარი სამკაული. სახეზე მწუხარება ჰქონდა აღბეჭდილი. ლამაზი
თვალები ცრემლით დაბინდვოდა. გაფითრებულს ტირილით გაღიზიანებული ცხვირი
წითლად უღვიოდა. წარამარა სატირლად ებრიცებოდა მსხვილი, ლამაზი ტუჩები.
მხრებში მოხრილი ნელა მიდიოდა, მძიმედ დგამდა თითოეულ ნაბიჯს, თითქოს უხეში,
მამაკაცური ფეხსაცმელი ამძიმებსო.

მეორე ქალბატონი საოცარ კონტრასტს ქმნიდა პირველთან. სულ შავებში იყო გამოწყობილი
და მაინც, მისი სამოსი შედარებით ხალისიანი ჩანდა პირველთან. უამრავი მეტალი ჰქონდა.
ტყავის ქურთუკზე ეკლების სახით, ყველა თითზე ბეჭედი, ტყავის სამაჯური ასევე
მეტალით გამორმებული, ყურები საყურეებით დაფარული, ასევე, გახვრეტილი ნესტო
და ქვედა ტუჩი. თვალები შავი ფანქრით ჰქონდა ჩაშავებული, ტუჩები მელნისფერი
საცხით დაფარული, თმა ნახევარ თავზე აპარსული, მეორე ნახევარზე კი იასამნისფრად
შეღებილი. მიდიოდა პირველივით ნელა, მაგრამ არხეინი სიარულის მანერით და
თავხედურად აღლაჭუნებდა საღეჭ რეზინას. ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, ერთმანეთს
არ ეხებოდნენ, ერთმანეთს არ უყურებდნენ, მოდიოდნენ ერთად და არც.

საქმე ის გახლავთ რომ ბიძაშვილ–მამიდაშვილები არიან და საკუთარი ბებიის,
ქალბატონი ლუარას დაკრძალვიდან მოდიან. პირველს, აი იმას, მეტალის გროვად რომ
არ არის ქცეული და წარამარა ტირილი უნდა, ფეფო ჰქვია. ლუარამ გაზარდა, ზედ გადაჰყვა,
თავისებური გაგებით, მაგრამ მაინც გადაჰყვა და ყველაფერიც მას დაუტოვა, იმიტომ რომ
განსაკუთრებულად უყვარდა და იმის შემდეგ, რაც მისი შვილი ვაჟა, ანუ ფეფოს მამა,
მეორედ ჩასვეს ციხეში ნარკოტიკის მოხმარების გამო, ლოთ და მსუბუქი ყოფაქცევის რძალს
სოლიდური საჩუქრის ფასად გარკვეულ საბუთზე მოაწერინა
ხელი და პატარა გოგონას მეურვე ოფიციალურად გახდა. სახელი ფეფოც ლუარამ დაარქვა
შვილიშვილს.

ციხის მძიმე პირობებს, მისმა ნაფერებმა შვილმა ვერ გაუძლო და რამდენიმე წელიწადში
გარდაიცვალა. ფეფოს რომ ჰკითხოთ, ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია ბებიას, როცა
მისი შვილის გარდაცვალება შეატყობინეს. ვინ იცის?.. იქნებ ბევრად ადრე გამოიტირა
ქალმა შვილი და წინასწარ შეაგუა თავი შვილის ასეთ ბოლოს. საერთოდ, ძალიან ძლიერ
ქალად ითვლებოდა ქვრივი ლუარა. აი, მაგარ ქალერბს რომ ეძახიან მასეთად. ყველა პატივს სცემდა
სანათესაოში, სამეზობლოში, თუ სამსახურში. მკაცრი, ამაყი და ცივი იყო. ზოგი სამართლიან
ადამიანად მიიჩნევდა, ზოგი პირიქით. ლუარამ იცოდა ვინ იყო, რას წარმოადგენდა და
უაზრო ილუზიებით შეპყრობილი საკუთარ თავთან, შვილებთან, ან შვილიშვილებთან
დაკავშირებით არ იყო.
პირველად რომ დაიჭირეს მისი ვაჟა, გამოიყვანა, გადაუხადა გირაო, მაგრამ მკაცრად
გააფრთხილა, თუ მსგავსი რამ განმეორდებოდა, დაივიწყებდა რომ ვაჟი ჰყოლია როდესმე
და ასეც მოიქცა.
მანამდე კი ქალიშვილი, მეგი კი არც მეტი არც ნაკლები თოთხმეტი წლის გაეპარა და გათხოვდა,
თანაც ჩვიდმეტი წლის ღლაპზე. მაშინვე მიხვდა, მათი სულელური აცანცარება ოჯახის სახეს
რომ ვერასდროს მიიღებდა. მაგრამ ახტა, დახტა მეგი და არფრით გაჰყვა დედას. ორი თვის
შემდეგ კი ისეთი ნაცემი მიადგა მშობელს, სახეზე ნაკვთების გარჩევა გაგიჭირდებოდათ და
შეგეცოდებოდათ. აი, ლუარას კი არ შეცოდებია, ემოცია არ დატყობია სახეზე. უხმოდ
შემოატარა შვილი სახლში და მეგიც უხმოდვე, ცრემლების ყლაპვით გაემართა თავისი
ბავშვობის ოთახისკენ.
ერთ საღამოს სახლში ესტუმრათ სიძედ წოდებული ბედოვლათი, გალეწილი მთვრალი.
ფეხზე ძლივს იდგა და ქუჩური ტერმინოლოგიით "უიასნებდა" ლუარას, რომ მეგი ცოლია
მისი, საკუთრებაა მისი და მონაა მისი, რასაც უნდა იმას უზამს, ქალების საბლატაო
სადაა?.. არც აცია ლუარამ, არც აცხელა და ისეთი შემოსცხო ჯერ ერთ ყბაში და მერე
მეორეში, სულ ნაპერეწკლები აყრევინა თვალებიდან . ასი მეტრის რადიუსში არ
გნახო ჩემს შვილს მიახლოებული, თორემ ისე ვაცემინებ შენ თავს, სამუდამოდ
დასახიჩრებული დარჩებიო, მშვიდად დაემუქრა და ცხვირწინ მიუკეტა კარი.
ეგ დღე იყო და ეგ, ბედოვლათმა კაცობანას და ქმრობანას თამაში დაამთავრა, ლუარას
და მეგის სიახლოვეს არ გაჭაჭანებულა. დედა–შვილს კი ძველებური ურთიერთობა
აღარ აღუდგათ. არ გააჩნდა ქალბატონ ლუარას პატიების უნარი, არ შეეძლო და მორჩა.
ვერ აპატია მეგის, რომელსაც ჯერ ისევ ბავშვად თვლიდა, მსგავსი სურვილები.
მაშინ, როცა გაპარულს მიაგნო და სახლში არ გამოჰყვა, ნაადრევად ახურდიო, დანანებით
უთხრა და ასე დატოვა შვილი. განა რამეს საყვედურობდა, განა თათხავდა მეგის, მაგრამ
სწორედ მის სიჩუმეში, გულგრილ დამოკიდებულებაში ჩანდა ყველაზე დიდი საყვედური.
ჩანდა რომ არ აპატია, ვერ. ხან ასე მიუდგა შვილი, ხან ისე. შევცდი, შემეშალა, ამ ერთხელ
მაპატიე მხოლოდო, ქვითინებდა მეგი, მაგრამ არა და არა. სულაც არ შეუძრავს ქალი
შვილის თავგანწირულ თვითგვემას. მთელი წელი გრძელდებოდა ასე. მერე მეგისაც
მობეზრდა, თავადაც გულგრილი და გულქვა გახდა, და აუშვააა... ხან ვის საწოლში
ატარებდა ღამეებს და ხან ვისაში. ამან სულ გადარია ლუარა და აქამდე თუ გულგრილად
უყურებდა შვილს, ახლა ზედაც აღარ უყურებდა. მეგის ერთი დიდი პლიუსი
ჰქონდა, საოცრად კარგად სწავლობდა და ერთ დღესაც, როცა სახლში გამოაცხადა,
ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელებაო, ლუარამ წინააღმდეგობა სულაც არ გაუწია,
პირიქით ხელი შეუწყო და გაუშვა. ძალიან იშვიათად ურეკავდნენ ხოლმე ერთმანეთს,
თუმცა, ლუარა სისტემატიურად უგზავნიდა ფულს. ისწავლა კიდეც და დასაქმდა კიდეც
მეგი, მაგრამ პირადი ცხოვრება ვერაფრით მოიწესრიგა, ისევ პარტნიორების მუდმივ
ცვლაში იყო. მერე ვიღაც ქართველი ბიჭისგან დაფეხმძიმდა და გოგონა, ლეა შეეძინა.
სულაც არ გაუოცებია ამ ამბავს ქალბატონი ლუარა. უბრალოდ, მოითხოვა, ყოველ
ზაფხულს ბავშვთან ერთად მასთან გაეტარებინა გარკვეული დრო მეგის. მეგიც დათანხმდა
და პირველად ორი წლის ბავშვით ეწვია დედას. მას შემდეგ ორი კვირით მაინც, ყოველ
ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში.
დანახვისთანავე აითვალწუნა შვილიშვილი ლუარამ, პატარები კი ყოველთვის გრძნობენ
მათდამი გამოვლენილ არაკეთილგანწყობას და პატარა ლეაც ლუარას მოღუშული სახის
დანახვისთანავე პირს ფლაშავდა და ბოლო ხმაზე ტიროდა.
ამასობაში ვაჟამ ივაჟკაცა და ცოლი მოიყვანა, სახე დადღაბნილ და კოლგოტ დაფხრეწილ
ქალს ზედ ეწერა ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან რომ იყო მოხსნილი. ახლა უკვე მეორე
შვილმა გაუცრუა იმედები ლუარას, მაგრამ არ დაუდგამს ისტერიკები. დაკეტილი
ერთოთახიანი ჰქონდა. იმის გასაღები მისცა შვილს და სახლიდან გაისტუმრა თავის
პატარძლიანად. არცერთხელ მიუდგამს ფეხი შვილთან. ისინი მოდიოდნენ, უმთავრესად
ფულის სათხოვნელად. ესეც ხან აძლევდა, ხან არა. მერე ვაჟა დაიჭირეს, დაიხსნა. მერე
ისევ დაიჭირეს და აღარ დაიხსნა. ამასობაში ფეფო დაიბადა. ის ვისიცაა ეს ისტორია.
მაშინ პირველად და უკანასკნელად ესტუმრა რძალს და იმ ერთოთახიანის და დამატებული
თანხის ფასად შვილიშვილი წამოიყვანა. მაგ დროს ლეა უკვე ხუთი წლის იყო.
ლეა და ფეფო ზაფხულობით ნახულობდნენ ხოლმე ერთმანეთს, სანამ წამოიზრდებოდნენ
და სკაიპს დაუმეგობრდებოდნენ. ლეამ თავიდანვე შეიყვარა ფუმფულა, ლოყებწითელა
არსება, რომელიც ძალიან ჰგავდა მის საყვარელ თოჯინას. წამოიზარდნენ და დამეგობრდნენ.
ბუნებით ჩუმ, მშვიდ და ყოველთვის უცნაურად, არამოდურად ჩაცმულ ფეფოს თანატოლები
ვერ უგებდნენ. არ დასცინოდნენ, არ აწვალებდნენ. ყველა საყვარელ და კეთილ გოგოდ
თვლიდა, მაგრამ ვერ უგებდნენ. არც ფეფო შედიოდა მათთან კონტაქტში.
აი, ლეასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. მასთან ბოლომდე იხსნებოდა, ყველაფერზე
საუბრობდა. არა, ლეა სულაც არ უჩიოდა მეგობრების ნაკლებობას, მაგრამ მისი მთავარი
მესაიდუმლე მაინც ფეფო იყო.
ერთ ზაფხულს თხუთმეტი წლის ლეა თვალებჩაშავებული, ტუჩზე ლურჯი საცხით ჩამოვიდა.
ლუარამ და ფეფომ თვალები გადმოკარკლეს. ლეა კი არხეინად იდგა და თავხედურად
უღიმოდა ბებიას, რომელსაც ვერაფრით შეაგნებინა რომ ლეა ერქვა და არა ლელა. საქმე
იმაში იყო რომ, ლუარამ ძალიან კარგადაც იცოდა, რაც დაარქვა მეგიმ ქალიშვილს, მაგრამ არ
იღებდა, არ მოსწონდა და უცბად გადაუკეთა, გადაუქართულა სახელი ბავშვს.
იმავე ზაფხულს იყო, რომ ლუარამ და ლეამ კინაღამ დახოცეს ერთმანეთი. ღამის ორზე,
სამზე და ხანხან გამთენიისას ბრუნდებოდა სახლში ლეა, სიგარეტისა და ალკოჰოლის
სუნად აქოთებული. რაც რა თქმა უნდა სასტიკად აღიზიანებდა ქალბატონ ბებიას. ჰოდა,
აუკრძალა მსგავსი ქცევა საქართველოში და მით უმეტეს მის სახლში, მაგრამ ლეამ შენი
საქმე არაა როდის წავალ და მოვალო. ამის გამგონე ლუარამ, თავისი საფირმო ლაწანი მიართვა
ლოყაში. ისე გადაუგრიხა ლეამ მაჯა, ვის გაუბედე ხელის დაკარებაო, კინაღამ მოტეხა.
მეგიმ შვილის მხარე დაიჭირა და ლუარამაც სახლიდან გაყარა, თვალით აღარ დამენახოთო.
პატარა ფეფო ამ ყველაფრით დაბნეული და შეშინებული ოთახის კუთხეში იდგა და
ტიროდა. ვერ გაეგო, ამ სამ ქალს, ასეთ ძვირფასს და ასეთ ახლობელს რატომ ჰქონდათ
ერთმანეთთან პრეტენზიები და როგორ შეეძლოთ ასეთი უშვერი სიტყვებით დაელანძღათ
ერთმანეთი. ამ ამბის მერე ორი წელი ისე გავიდა, მეგი და ლეა არ ჩამოსულან. ძალიან
სწყდებოდა ფეფოს გული და ძალიან განიცდიდა, მაგრამ კრინტს ვერ ძრავდა ლუარასთან.
ერთხელ სცადა და მკაცრად მოუჭრა ქალმა, არცერთის სახელი მიხსენოო.
სკაიპით აქტიურად კონტაქტობდნენ ლეა და ფეფო. მიუხედავად რადიკალური
განსხვავებულობისა, უგებდნენ ერთმანეთს. ფეფო მშვიდი იყო, ლეა პირიქით, ნამდვილი
ქარბორბალა. ფეფო მორცხვი და მორიდებული იყო, ლეა არა. ფეფოს ბევრი, ძალიან ბევრი
კომპლექსი აწუხებდა, ლეას არცერთი. ფეფო ეკლესიური იყო, ბებიამ გახადა მასეთი, ლეა
კი ათეისტობდა. ფეფოს ბიჭთან ურთიერთობის არანირი გამოცდილება არ გააჩნდა, ლეა
კი ქალწულობას თხუთმეტი წლის ასაკში გამოემშვიდობა. ფეფო ვიოლინოზე და გიტარაზე
უკრავდა და კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, ლეა კი როკით და ელექტრონული
მუსიკით. თუმცა ორივე კარგად სწავლობდა, ორივეს უყვარდა მხატვრული ლიტერატურა,
შეეძლოთ წაკითხულ წიბგნებზე და მათ პერსონაჟებზე დაუსრულებლად ელაპარაკათ.
ორივე გიჟდებოდა ბუნებაზე. ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე. ფილმებიც ორივეს
უყვარდა. მართალია, განსხვავებულ ჟანრებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ძლიერი
და სერიოზული ფილმები ორივეს ერთნაირად აინტერესებდა. ორივე ოპტიმისტი იყო და
ორივეს სწამდა სიყვარულის საოცარი ძალის. თუმცა ლეა უფრო რეალისტი გახლდათ,
ფეფო კი ჯერ კიდევ ზღაპრების სამყაროში ცხოვრობდა...



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოგესალმებით ახალი ისტორიით.
იმედია, მოგეწონებათ. ცოტა დიდი შესავალი აქვს,
მაგრამ საინტერესო.



№1  offline მოდერი malena

Mrs. animal
ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი რა სიამოვნება მელის წინ ^_^ ძალიან კარგი ხარ, ადამიანო! <3


მადლობა და მაშინებს ხოლმე თქვენი მოლოდინები. :)

 


№2  offline წევრი ninaa26

უხ რა მაგარი იყოო ვაიმეე.. ვერ მოვითმინე რომ არ წამეკითხა და დასრულებამდე მეცადა… ეხლა კიდე ყოველ დღე ამის ლოდინში ვიქნები :D აი ძალიან ძალიან კარგი ხარ :*

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

wonderful!
loveu!
vso.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი nestanuka13

სულ მაკლდი და ძლივს არ გამოჩნდი

 


№5  offline წევრი Mkitxveli

ძალიან მაგარი ისტორია გველის წინ, უეჭველია! :*

 


№6  offline წევრი Unnamed

Xom yoveldge dadeb? :D dzaalian dzalian kargi iyo :D :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ნუ,რა გითხრა ეხლა. ქალი დონე ხარ დონეე. კოჭებში ეტყობა ისტორიას, რომ მოლოდინს გაამართლებს. ველი ბანალურ ისტორიას, არაზღაპრული და გამოგონილი გრძნობა-ემოციების გარეშე. და რაც მთავარია,რამდენი თავიც არ უნდა იყოს მხოლოდ წინ მიიწევდე და წრეზე არ ტრიალებდე სიუხვისთვის.

 


№8  offline მოდერი malena

ძალიან დიდი მადლობა ყველას.♡♡♡♡♡
ვეცდები ყოველდღე დავდო. :)

 


№9  offline წევრი marisa

როგორ გამახარე ♡♥ სულ ასეთი თავებით თუ უნდა დაბრუნდე ხოლმე, მზად ვარ ვიცადო, მაგრამ მანამდე ამ რომანის გაგრძელებას ველი მოუთმენლად.. ძალიან მომწონს ლეა, როგორც არ უნდა ჟღერდეს.. ძალიან ლამაზი სახელია :) სად შემიძლია მე ლოდინი, როცა დადებ, მაშინვე დავეძგერები.. ფორმაში ხარ, მალენ ♡♥

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

საინტერესოა... ვნახოთ როგორ გაგრძელდება... )))

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ისეთი საინტერრესო დასასწყისი აქვს ერთი სული მაქვს შემდეგი წავიკითXო

 


№12 სტუმარი Guest lia

Dzalian kargi xar.
italiashi var cxovrebas mixangrdzlivebs es istoriebi.
kidev bevri were.

 


№13  offline წევრი sofi_sofiaa13

ანუ უკვე მეორედ ვკითხულობ და მართლა საოცრებაა
--------------------
ფეფო

 


№14 სტუმარი ლამარა

სად ვიპოვო გაგრძელებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent