შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის მსხვერპლი (სრულად)


14-05-2015, 17:38
ავტორი lucky_kitty
ნანახია 4 977

მე ელენე ამაშუკელი ვარ. 24 წლის. რამდენიმე თვის წინ ფსიქიატრიულ კლინიკაში დავიწყე მუშაობა. 12 პაციენტი გვყავდა. ყველა 50 წელს გადაცილებული. მხოლოდ ალექსანდრა იყო 20 წლის. გოგონა ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა. სულ იჯდა და ხატავდა.
მორიგეობის პირველ დღეს აბების მისატანად შევედი მის ოთახში. გრძელი, ლამაზი, წაბლისფერი თმა ქონდა. ნატიფი თითები და გიტარასავით გამოყვანილი სხეული.
-ალექსანდრა! მე ელენე ვარ, ახალი ექთანი. წამლის დალევის დრო გაქვს.
გოგონამ შემომხედა და გამიღიმა. წამალი უყოყმანოდ დალია და ნახატს მიუბრუნდა. რამდენიმე დღე ასე გრძელდებოდა. ერთ-ერთ ექთანს დავუახლოვდი და ვკითხე
-მე-5 ოთახში რომ გოგოა, ალექსანდრა, როგორ მოხვდა აქ?
-ამბობენ სცადაო.
-არავის ელაპარაკება?
-არა, არასდროს გამიგია მისი ხმა.
მეორე დღეს წამლის შესატანად შევედი და ჩაძინებული დამხვდა. ისეთი მშვიდი სახე ქონდა, რომ გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-ალექსანდრა! გაიღვიძე...
გოგონა შეიშმუშნა და თვალების გახელისთანავე ცრემლები გადმოსცვივდა. გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე. თავი მხარზე დამადო და ასლუკუნდა.
-დამშვიდდი, ნუ ტირი, რამე გტკივა?
გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-მაშინ მითხარი, რა გჭირს?
-სიზმარში მინდა!
-რა ხდებოდა სიზმარში?
-მასთან ვიყავი. ხმა აუკანკალდა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვისთან?
-გიოსთან.
-გიო ვინაა?
ალექსანდრას აღარაფერი უთქვამს. წამალი დალია და დაწვა. მეც ოთახიდან გამოვედი და სახლში წავედი. მთელი დღე ვერ მოვისვენე. გოგონაზე ვფიქრობდი. დილით ადრე გამეღვიძა. შხაპი მივიღე და ყავის ჭიქით ხელში ფანჯრიდან ვიყურებოდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა
-გისმენთ?
-გამარჯობა ელენე. გაგაღვიძე?
ასეთი ხმის დავიწყება ძნელია, ასერომ მაშინვე ვიცანი
-არა ალექსანდრა, კარგად ხარ?
-კი, შეგიძლია მოხვიდე? რაღაც მინდა მოგიყვე.
-რა თქმა უნდა. ახლავე გამოვალ.
ტელეფონი გავთიშე და სასწრაფოს ჩავიცვი. ნახევარ საათში უკვე კლინიკაში ვიყავი
-დილამშვიდობისა ქალბატონო მარინა. ხომ არ იცით ალექსანდრა სადაა?
-კი, ჩემო კარგო. ბაღშია.
-მადლობა.
გეზი ბაღისკენ ავიღე და დავინახე ალექსანდრა. გოგონა დრძელ სკამზე იჯდა და რაღაცას ღიღინებდა. ახლოს რომ მივედი სიტყვები გავარჩიე და Bruno Mars-Talking to the moon-ს მღეროდა.
-კარგი სიმღერაა
-ისე რა..
-აბა რა ხდება?
-მინდა ჩემი ამბავი მოგიყვე
მესიამოვნა ეს სიტყვები და თბილად გავიღიმე. გოგონამაც ღიმილით მიპასუხა. გვერდით მივუჯექი და სმენად ვიქეცი. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები უსასრულობას მიაპყრო, თიტქოს გონებაში კადრებს იღდგენსო და დაიწყო მოყოლა...

-ყველაფერი 6წლის წინ დაიწყო. მაშინ 14 წლის ვიყავი. გულუბრყვილო ბავშვი, რომელიც ყველას თვალდახუჭული ენდობოდა. მყავდა დაქალი - მარია კუზნიკოვა, რომელიც ყველაფერს მერჩივნა. ტოლები ვიყავით და თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით. 20 მაისი იყო... დედასთან საშინლად ვიჩხუბე და სახლიდან ატირებული გავიქეცი. იქვე ბაღში ვიჯექი და მარიას ველოდებოდი. ახლოს ცხოვრობდა და მალევე მოვიდა. გვერდით მომიჯდა და მაწყნარებდა
-კარგი, ხომ იცი ყველა დედა ეგეთია
-არა მარია! დედაჩემი ყველაზე შეუგნებელი ადამიანია
-ეგრე ნუ ლაპარაკობ დედაზე!
-ხო აბა რა
-კარგი, დაწყნარდი!
-ის ბიჭი როგორაა?
-ვინ ბიჭი?
-მაშინ სურათი რომ მანახე.
-დათო? კარგადაა. გინდა გაგაცნო?
-რავი...
მე და მარია სასეირნოდ წავედით. საღამოს facebook-ზე შევედი. მარიამ ჩათში დათო რაზმაძე ჩააგდო
-დათო გაიცანი, ეს ალექსანდრაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი.
-სასიამოვნოა პატარა ქალბატონო
-ჩემთვისაც.
დათომ დამამატა და ურთიერთობაც ავაწყვეთ. 21წლის იყო. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება... საკმაოდ თბილი და მზრუნველი იყო. მეტი რა უნდოდა 14წლის ბავშვს? ნელ-ნელა მიყვარდებოდა. დათოც და დათოს სამეგობროც. მხოლოდ 2 პრობლემა იყო: სხვაობა ასაკში და ის, რომ ნანახი არ მყავდა. მარია ხშირად ნახულობდა, მაგრამ მე არა..
ივნისის შუა რიცხვები იყო, როცა მე და დათო ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ყველაფერი ვირტუალური იყო, მაგრამ მაიც ლამაზი, სანამ 10 სექტემბერს დათოს ფოტოს უცხოურ ჟურნალში ვიპოვნიდი. გადავატრიალე დათოს მეგობრების ფოტოები და ყველა უცხოელი მოდელი აღმოჩნდა. გამწარებული გავიქეცი მარიასთან
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-ალექსანდრა დაწყნარდი.
-დავწყნარდე? როგორ ავწყნარდე? ყველაფერი ტყუილი იყო! შენ გამოიგონე? შენ მწერდი ყველაფერს? ხომ ასეა?
-არა! ეგრე არ არის, უბრალოდ დათოს სინამდვილეში გიორგი ქვია. გიორგი მიქელაძე და ისე არ გამოიყურება როგორც ის მოდელი. დანარჩენი ყველაერი სიმართლეა.
ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა, ისევ შევრიდით და გიორგისთანაც ძველებური ურთიერთობა გავაგრძელე. 27ნოემბერს მითხრეს რომ გიორგი დაიღუპა. ყველაფერი დამთავრდა და ცხოვრებისგან ხელი ავიღე. ყველას ვეხვეწებოდი რომ საფლავზე წავეყვანე, განსაკუთრებით მარიას, მაგრამ ამაოდ. დავიწყე ხელების დასერვა და ყოველ ღამე გიორგი მესიზმრებოდა... ისეთი, რგორიც წარმომედგინა, ნანახი ხომ არ მყავდა.. არც ხმა გამიგონია.
თებერვალში მარიამ წერილი მომცა, რომელიც სიკვდილის წინ დამიტოვა გიორგიმ. ამან კი საბოლოოდ მომიღო ბოლო.
3წელი გავიდა... იყვნენ ბიჭები, მაგრამ არ იყო სიყვარული. ისევ მასზე ვფიქრობდი და ისევ ისე მიყვარდა, როგორც ადრე. ალბათ იფიქრებ რა სისულელეაო, მაგრამ დამიჯერე, ასე არასდროს მყვარებია.
სექტემბერი იყო როცა გავიგე რომ ცოცხალია. ისევ facebook-ის მეშვეობით აღვადგინეთ ურთიერთობა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ არც მიკითხავს რისთვის დასჭირდა ამხელა ტყუილი. ისევ ბედნიერი ვიყავი... მარიაც მოლბა გიოს მიმართ და ზღაპარიც გაგრძელდა. 6თვე ისე გავიდა, რომ ყოველდგე საათობით ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ არც მნახულობდა და არც ხმას მაგონებდა. მარიას ვეხვეწებოდი, რომ რამენაირად შევეხვედრებინე, მაგრამ ყოველთვის უარით მაბრუნებდა უკან.
-გიორგი მნახე რა, უკვე 18წლის ვარ. აღარ ვარ ბავშვი.
-ჩემო პარატა, ხომ იცი, ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნები.
-ხო, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-არ ვიცი
-მნახე ან საერთოდ წადი.
გიორგიც წავიდა და აღარ დაბრუნებულა. 2წელი გავიდა და ისევ უაზროდ ვცხოვრობდი. მარიას ვეხვეწებოდი, რომ გიორგისთან წავეყვანე, მაგრამ ამაოდ...
ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ძმამ ყველაერი გაიგო
-სანდრა! მოდი აქ!
-გისმენ ანრი
-შენ გოგო დებილი ხარ?
-რაზე ამბობ?
-ვერ ხვდები რომ არც გიორგი არსებობს და არც იმ გიორგის სამეგობრო? და უბრალოდ მარიას ზღაპრებია ყველაფერი?
-საიდან მოიტანე? მარია მაგას არასდროს გამიკეთებდა
-რა სულელი ხარ! ყველას ნუ ენდობი ეგრე ბრმად, რამდენჯერ უნდა გითხრა?
-არა! არა!
სააბაზანოში შევვარდი და ძველი მეგობარი მოვნახე, რომელსაც ისევ ეტყობოდა ჩემი სისხლის კვალი. წინ და უკან დავდიოდი და ჩემი ძმის ნათქვამი გულს მიწვავდა. ცრემლები მოვიწმინდე და ბრიტვა ვენაზე გადავისვი. ჭრილობა ნელ-ნელა სისხლით აივსო და იატაკზე დაეცა ჯერ ერთი წვეთი, მერე მეორე... ვანის კუთხეში დავჯექი და სიმღერა დავიწყე. იმ სიმღერას ვმღეროდი, გიომ რომ მომიძღვნა
I know you're somewhere out there
Somewhere far away..
I want you back!
I want you back!
ვგრძნობდი როგორ მიბუჟდებოდა სხეული და ვეღარ ვმოძრაობდი. შოერდან ჩემი ძმის ყვირილი მესმოდა
-ალექსანდრა! სანდრა! ეს რა ქენი?! სანდრა! არ დამტოვო გესმის?! ჩემო პატარავ არ დამტოვო! სანდრაა!!!
როგორც ხედავ გადავრჩი და აქ მომიყვანეს...
-ალექსანდრა! წამლის დალევის დროა - ქალბატონი მარინა ღიმილით მოდიოდა ჩვენსკენ.
გოგონამ წამალი დალია და ცრემლები მოიწმინდა.
-ესე იგი დღემდე არ იცი რა მოხდა სინამდვილეში?
-არ ვიცი... მე მიყვარს მარია და ვენდობი, მაგრამ ჩემი ძმის სიტყვებიც არ მასვენებს.
-და გიორგი? ისევ გიყვარს?
ალექსანდრა წამოდგა, მზეს შეხედა და შემდეგ გამიღიმა. ზურგით მოტრიალდა და მხაეზე ლამაზი ტატუ მაჩვენა Till the very end..!
ამ დღის შემდეგ ალექსანდრა ისევ დადუმდა, მე კი დიდ საგონებელში ჩამაგდო....



№1  offline წევრი lucky_kitty

დამავიწყდა მიმეწერა... ალექსანდრას ისტორია რეალურია გარდა იმისა რომ ფსიქიატრიულში მოხვდა...

 


№2  offline წევრი ninee

dxalian kargi iyo mitumetes sinamdvilis natamalic qonda :-*

 


№3  offline წევრი lucky_kitty

ninee
dxalian kargi iyo mitumetes sinamdvilis natamalic qonda :-*

მადლობა <3 ნამდვილად რეალური ამბავია

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

fsiqiatriulshi ra unda esets ver vxdebi...
magram me vfiqrob unda gaagrdzelo,dzaan saintereso gamova.
ogond aleqsandras gamosvla unda agwero iqidan da mere shen ici...
ravi ra...
kargi iyo.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი lucky_kitty

psychopath_013
fsiqiatriulshi ra unda esets ver vxdebi...
magram me vfiqrob unda gaagrdzelo,dzaan saintereso gamova.
ogond aleqsandras gamosvla unda agwero iqidan da mere shen ici...
ravi ra...
kargi iyo.

ალექსანდრა მე ვარ... ეს კი ჩემი ცხოვრებაა.. შევეცდები გავაგრძელო, მაგრამ ვერ შეგპირდები რომ ამ დღეებში იქნება... შენ როგორ ფიქრობ, მარიას ზღაპრები იყო?

 


№6  offline წევრი -tiko))

Auuu... gaagrdzele raaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

lucky_kitty
psychopath_013
fsiqiatriulshi ra unda esets ver vxdebi...
magram me vfiqrob unda gaagrdzelo,dzaan saintereso gamova.
ogond aleqsandras gamosvla unda agwero iqidan da mere shen ici...
ravi ra...
kargi iyo.

ალექსანდრა მე ვარ... ეს კი ჩემი ცხოვრებაა.. შევეცდები გავაგრძელო, მაგრამ ვერ შეგპირდები რომ ამ დღეებში იქნება... შენ როგორ ფიქრობ, მარიას ზღაპრები იყო?

ara,ar iyo))
marias ubralod ar sheedzlo tavi sheeyvarebina gios saxit. aleqsas gio sheuyvarda,misi xasiatis sheqmna ki marias ubralod ar sheezlo. ver sheqmnida gios)
gargzelebit uechveli gaagrzele. magram ragac chixia. ver vxdebi ra.ragac xelis shemshlelia
magram eshveleba.
da is gamoricxe,ro gio maria iyo.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline წევრი lucky_kitty

psychopath_013
lucky_kitty
psychopath_013
fsiqiatriulshi ra unda esets ver vxdebi...
magram me vfiqrob unda gaagrdzelo,dzaan saintereso gamova.
ogond aleqsandras gamosvla unda agwero iqidan da mere shen ici...
ravi ra...
kargi iyo.

ალექსანდრა მე ვარ... ეს კი ჩემი ცხოვრებაა.. შევეცდები გავაგრძელო, მაგრამ ვერ შეგპირდები რომ ამ დღეებში იქნება... შენ როგორ ფიქრობ, მარიას ზღაპრები იყო?

ara,ar iyo))
marias ubralod ar sheedzlo tavi sheeyvarebina gios saxit. aleqsas gio sheuyvarda,misi xasiatis sheqmna ki marias ubralod ar sheezlo. ver sheqmnida gios)
gargzelebit uechveli gaagrzele. magram ragac chixia. ver vxdebi ra.ragac xelis shemshlelia
magram eshveleba.
da is gamoricxe,ro gio maria iyo.

გიო აღარ გამოჩენილა ამ ყველაფრის მერე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent