საბოლოო არჩევანი შენზე (1)
-საღამოს შემეხმიანები?_იკითხა გოგომ და საწოლის გვერდით, სკამზე გადაკიდებული, მოკლე ხალათი შიშველ სხეულზე შემოიცვა. -არა... ნინი უნდა ვნახო._ თქვა ბიჭმა და აივნისკენ დაიძრა, თან სიგარეტს მოუკიდა. ანიტამაც ხმა აღარ ამოიღო ისე შევიდა სააბაზანოში, იქიდან გამოსულს კი საბა იქ აღარ დახვდა, მაგრამ მთელს ოთახში მისი სუნამოს სუნი ტრიალებდა, რამაც ღიმილი გაუკრთო დარდიან სახეზე. საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო და ერთ ღერს გაუკიდა, ისევ საწოლში დაბრუნდა და თვალები დახუჭა, პარალელურად ღრმა ნაპასიც დაარტყა, უნდოდა რომ კვამლისთვის თავისი ტკივილი გაეტანებინა, მაგრამ როცა ამოსუნთვქვის შემდეგ შვება ვერ იგრძნო, თვალიდან ობოლი ცრემლი გადმოაგდო... უკვე ორი წელია ეწევა... მას შემდეგ რაც მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს, ჯიბეში ნაპოვნი ხურდებით, მარკეტში სიგარეტი იყიდა, მაშინაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კვამლს უნდა გაექრო მისი დარდი, მაგრამ მთლიანი კოლოფის გამოცლის შემდეგ გაიაზრა, რომ ის იმედგაცრუება ისევ მასში სახლობდა... წარსულის გახსენებას თან მოჰყვა საბას სახეც, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ბნელ ცხოვრებაში... გონებაში ისევ ნათლად აღიდგინა მისი შეხება, მოფერება, კოცნა... თვალებდახუჭულს გაეღიმა და ხელი ტუჩებზე გადაისვა... მერე ისევ წამოიშალა წარსული და ღიმილი სახეზე შეეყინა... რომ არა ის ღამე, ხომ შეიძლება დადიანს ისე შეყვარებოდა, როგორც ნინი? იმ გარეწრის სახე გონებაში აღიდგინა და სახე ზიზღისგან მოეღრიცა... ყველაფერი კი აი ასე დაიწყო... ბავშობიდანვე ლამაზი ბავშვი იყო. მთელი უბანი დასდევდა, რომ არ წაქცეულიყო ან რაიმე არ ეტკინა. მთავარი იყო თავისი ცისფერი თვალებით შემოეხედა, რომ ენას ჩაგაგდებინებდა და თავის მარწუხებში გაგხვევდა, გრძელი, შავი თმები ყოველთვის უსწორმასწოროდ ეყარა მხრებზე და ალბათ ესეც აჩენდა განსხვავებულად, რადგან შავგვრემან ანიტას ცისფერი თვალები ისე ამშვენებდა, როგორც ცას მზე... წამოიზარდა თუ არა ნაკვთები უფრო დაეხვეწა და გალამაზდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 წლის იყო, ბიჭების ამალა არასდროს არ აკლდა. ძმა არ ყავდა, ამიტომ თვითონ უწევდა თაყვანისმცემლების მოგერიება, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ როგორც ზრდასრული ისე იქცეოდა, რადგან არ უნდოდა მისი ქცევები ვინმეს ცუდად გაეგო, ან ბიჭებს ერთი ავარდნილი გოგო ჰგონებოდათ და ამით თავისი თავისთვის მეტის უფლება მიეცათ. ბევრი ცდილობდა მის მოტაცებას, მაგრამ გეგმები ყოველთვის წყალში ეყრებოდათ, რადგან ანიტა მარტო თითქმის არასდროს დადიოდა... 16 წლის რომ გახდა დაბადების დღე დაქალებთან ერთად, სახლში აღნიშნა...უკვე შუა ღამე იყო და ერთ-ერთი დაქალი საკმაოდ დათვრა, ამიტომ მარტო არ გაუშვა და თვითონაც გაყვა. სადარბაზოდან, როგორც კი გავიდნენ კუთხეში ბიჭების "ბირჟას" მოკრეს თვალი, თუმცა დიდი ყურადღება არ მიაქციეს და ქუჩას დაუყვნენ... ანიტას უკან ფეხის ხმა ესმოდა, მაგრამ ჩვეულებრივ გამვლელად ჩათვალა და არც კი გახედა. მეგობრის სადარბაზოს, რომ მიუახლოვდნენ ანიტამ დიანას აკოცა და იქამდე უყურა სანამ გოგო თვალს არ მოეფარა, მერე კი უკან გამობრუნდა, ოღონდ ამჯერად უფრო სწრაფი ნაბიჯით... უკან ისევ ესმოდა ვიღაცის მძიმე ფეხის ხმა, ამან უკვე ააფორიაქა, თუმცა შიშისგან უკან გახვედას ისევ ვერ ბედავდა. ტელეფონი ამოიღო, რომ მამისთვის დაერეკა, თუმცა ვიღაც ხელში სწვდა და ტელეფონი გააგდებინა, ანიტა დაკივლებას აპირებდა, მაგრამ ბიჭმა მეორე ხელი პირზე ააფარა და იქვე, კორპუსებს შორის ჩიხში შეათრია... გრძობდა ბიჭის ხელებს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. როცა წელს ქვემოთ ტკივილი იგრძნო, ხმამაღლა დაიყვირა, თუმცა მისი ხმა, იქვე კუთხეში, სანაგვესთან მჯდომ კატასაც არ გაუგია, რადგან ბიჭი მთელი ძალით აჭერდა პირზე ხელს... უნდოდა, რომ გათიშულიყო და სისხლისგან დაცლილიყო, როგორც ჩანს ამაში მაინც არ გაწირა ღმერთმა და გაუბედურებულ ანიტას თვალები დაეხუჭა... ალბათ მოკვდებოდა კიდევაც, დილაადრიან ქალბატონ ლიას ნაგვის გადაყრა, რომ არ დასჭირვებოდა. ქალმა იმხელა იკივლა, რომ წამებში მთელი უბანი ფეხზე დადგა. ლიას ქმარმა გაფითრებული გოგონა ხელში აიტაცა და მანქანით სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა. წამებში დაირხა ამბები " ანიტა ჩოხელზე იძალადეს და ახლა საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვისო"... გოგონამ, რომ თვალი გაახილა პირველი თვალში თეთრი ჭერი შეამჩნია და იფიქრა სამოთხეში ვარო, თუმცა, როცა დედამის ჰკიდა თვალი, მაშინ კი ყველაფერი გაიხსენა და ისტერიული ტირილი აუტყდა, ვერავინ ვერ აჩერებდა, მთელ ხმაზე ღრიალებდა და ვენაში გარჭობილ ნემსებს ხელიდან იცლიდა, მალევე შემოვარდა ექიმი და დამამშვიდებელი გაუკეთა... მთელი უბანი ფეხზე დადგა, რომ დამნაშევე ეპოვათ, მაგრამ სამწუხაროდ იმ ღამით ანიტა არც არავის ენახა, დიანას გარდა, თუმცა ისიც ვერაფრით ვერ დაეხმარა გამოძიებას. უნდოდათ ანიტა დაეკითხათ, თუმცა, გოგონა ხმას არ იღებდა და თავის ოთახში, ერთ წერტილზე მიშტერებული იჯდა. რა თქმაუნდა ხალხმაც მიივიწყა ეს ამბავი, თუმცა როგორც კი ჩოხელი სკოლაში გამოჩნდა, ყველამ სხვანაირად დაუწყო ყურება, ბიჭები უფრო აქტიურობდნენ, გოგონები კი მასთან მეგობრობას ერიდებოდნენ, ანიტას კი არც ერთი აინტერესებდა და არც მეორე, თავის თავში ჩაკეტილი დადიოდა და ყურადღებას არავის არ აქცევდა. ერთხელ თავისმა კლასელმა დაბადების დღეზე დაპატიჟა, რა თქმა უნდა წასვლას არ აპირებდა, მაგრამ დედამ იმდენი ეხვეწა, ბოლოს დაიყოლია და საღამოს 7 საათზე უკვე ბინის წინ იდგა... როცა ერთი ჭიქა დალია, თითქოს ტკივლი გაუქრა, მერე მეორე ჭიქაც მოიყუდა და თავი უფრო თავისუფლად იგრძნო, მესამეზე უკვე საზოგადოების ხუმრობებზეც იცინოდა და აი მეოთხეზე თითქოს გონება გაეთიშა... ვერც კი გაიაზრა ისე მოხვდა ვიღაცის მკლავებში, მხოლოდ ის ახსოვდა, თუ როგორ გადააწვინა ბიჭმა საწოლზე და მისი სხეული მიისაკუთრა... ეს ღამე ძვირად დაუჯდა ანიტა ჩოხელს, მეორე დღეს ყველა იმაზე ლაპარაკობდა გეგა გამრეკელთან იწვაო , "ჩვეულებრივი აო" "როგორ შეიძლება ეგრე მოქცევაო", "არადა რა კარგი გოგო იყო და იმ ერთმა მოვლენამ, როგორ შეცვალაო"... სკოლაში გოგონები ამრეზით უყურებდნენ და თავისთვის ჩურჩულებდნენ, ბიჭები კი რესტორნებში ეპატიჟებოდნენ და დაუვიწყარ ღამეებს ჰპირდებოდნენ... როცა უკვე გაუსაძლისი გახდა მათი მოსმენა, ანიტა გოგონების საპირფარეშოში ჩაიკეტა და ცრემლებს წამოსვლის უფლება მისცა... სახლში, როცა დაბრუნდა, თვალი დედამისის განრისხებულ სახეს მოჰკრა, მერე კი თავის სკოლის ჩანთიანად კარს მიღმა აღმოჩნდა, არ უტირია, მუხედავად იმისა, რომ მშობელბი იყვნენ, მაინც არ განიცადა მათთან დაშორება, არც ის ბედნიერი წუთები დაენანა ბავშვობა, რომ ჰქვია. გამოტრიალდა და ქუჩაში გამოვიდა, ფეხით აუყვა მთაწმინდას და იქიდან თბილისს გადმოხედა, სევდიანად გაეღიმა, მაგრამ თვითონაც არ იცის რაზე, თუმცა როგორ არა... იცის... იმ ბოღმამ გააღიმა, რაც ამ ქალაქის მიმართ დაუგროვდა, იმ ტკივილმა გააღიმა რაც ამ ქალაქში ნახა და იმ უბედურ მომავალს გაუღიმა რაც წინ ელოდა... იმ ღამით პარკში გაათია, ხან სეირნობდა, ხან სკამზე წამოწვებოდა, არავინ ჰყავდა, რომ დახმარება ეთხოვა.. მთელი ერთი კვირა ასე იხეტიალა, უკვე ძალა აღარ ჰქონდა აღარც სიარულის და აღარც არსებობის, ერთი პური მხოლოდ ოთხ დღეს იმყოფინა, დანარჩენი სამი კი შიმშილში გაატარა. გრძნობდა როგორ ეკვეთებოდა ფეხები, მაგრამ სკამს არ დაეყრდნო, უნდოდა რომ ახლა მაინც ეგრძნო უსასრულობა, მხოლოდ ერთი გრძნობა არ ასვენებდა, იმ ქვეყნად ზიარების გარეშე მიდიოდა, ცოდვებით სავსე... ალბათ ბედის მართლაც უნდა გვწამდეს, რადგან ღამის ორ საათზე, თავის აივანზე, წელზევით შიშველმა ყიფიანმა, რომელიც აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს, პარკში გოგონას სილუეტი შეამჩნია, ცოტა ხანი უყურა მის მობარბაცე სხეულს, მაგრამ როცა გოგონა მიწაზე გაიშოტა, სიგარეტი მოისროლა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა გარეთ, სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა და ისევ სადარბაზოში შევარდა... საოცარია არაა? ვიცი რასაც ფიქრობთ, გგონიათ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ და იცხოვრეს დიდხანს და ბედნიერად... მაგრამ შეცდით!!! საბამ მხოლოდ ის შენიშნა, რომ გოგონა ლამაზი იყო, ყველანაირი "ძალიან" და "ყველაზე"-ს გარეშე, დადიანისთვის ანიტა "უბრალოდ" ლამაზი იყო, სხვა თვალით გოგონასთვის არ შეუხედავს... როგორც იქნა გამოაფხიზლა, მაგრამ, როცა გოგონას თვალები შეამჩნია, ერჩივნა ისევ სძინებოდა, თუმცა არ შეიმჩნია აღტაცება და წარბშეკრულმა გახედა აცრემლებულ გოგონას... ანიტა მთელი სხეულით თრთოდა, რადგან ეშინოდა ტრაგედია ისევ არ განმეორებულიყო, მაგრამ როცა ბიჭს თვალებში ჩახედა სული დაუმშვიდდა და ერთიანად მოეშვა. -ამ შუა ღამით რას დაბოდიალობთ ეს თინეიჯერები არ მესმის._თავისთვის ჩაილაპარაკა დადიანმა და გოგონას თვალი აარიდა. -რა იცი რა ხდება... ათასი ლოთი და ნარკომანი დადის, მე რომ მთვრალი ვყოფილიყავი და შენ ქუჩაში დამენახე, მერწმუნე ხელიდან არ გაგიშვებდი_ ამჯამად გოგონას მოუტრიალდა და ვნებიანი მზერით აათვალიერა. -არაფერი მოხდებოდა ისეთი, რაც არ მომხდარა._ტკივილიანი ხმით ჩაიბურტყუნა ანიტამ, მაგრამ საბას სმენას მაინც მისწვდა მისი სიტყვები და გაკვირებულმა გამოხედა. -სად ცხოვრობ? სახლამდე მიგიყვან._ხმადამთბარმა ჰკითხა დადიანმა და ანიტას წინ ჩამოუჯდა. -არ მაქვს სახლი. -მშობლები? -არც მშობლები. -აბა სად ცხოვრობ? -ქუჩაში._მხრების აჩეჩვით უპასუხა ჩოხელმა. ბიჭმა ცოტა ხანი უყურა, მერე კი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, იქიდან კი ჩაით ხელში დაბრუნდა. -ეს დალიე, სანამ რამეს მოგიმზადებ, მერე კი აბაზანა მიიღე და დღეს ჩემთან დარჩი,_ანიტას დიდხანს არ უყოყმანია, მაშინვე დასთანხმდა და ჩაის ჭიქა ხელიდან გამოართვა. იმ ღამით საბას მაისურში გახვეულს ეძინა და თან მის პატრონზეც ფიქრობდა, გააკვირვა მისმა საქციელმა, რადგან ამ დროში უცხო ადამიანს არავინ შეუშვებდა სახლში, რაღაც წამებში შიშიც შეეპარა და თავისთავიც დაწყევლა, რომ ასე ადვილად ენდო სრულიად უცხოს, თანაც ბიჭს... თავსაც მოიკლავდა კიდევ ერთი შეცდომა, რომ დაეშვა ამ ცხოვრებაში... დილით, რომ გაიღვიძა და საწოლიდან წამოდგა, კუთხეში სკამზე მიყრილ თავის ტანსაცმელს გადახედა, თუმცა უკვე იმდენად იყო დაბინძურებული, რომ ტუჩი აიბზუა, მერე საბას მაისურს შეხედა, რომელიც კაბასავით წვდებოდა, ამიტომ მორცხვად გამოაღო კარი და სამზარეულოსკენ წავიდა, იქ შესულს გაზქურასთან, წელსზევით შიშველი საბა დახვდა, რომელიც კვერცხს წვავდა და თან ყავას სვავდა... ფეხის ნაბიჯის გაგონებისას საბამ კარში აყუდებულ ანიტას გადმოხედა და გოგოს გრძელი და სწორი ფეხები ვნებიანად აათვალიერა, ბიჭმა გულში აღიარა, რომ გოგონა მართლაც, რომ დიდი სილამაზის პატრონია, მაგრამ სახის მიმიკა არ შეცვლია... საჭმელი მაგიდაზე გადმოალაგა და გოგოს თავით ანიშნა დაჯექიო, ანიტაც ნაზად ჩამოჯდა სკამზე და საუზმეს გემრიელად შეექცა... -არ გინდა მომიყვე რა გადაგხდა?_კითხა საბამ, როცა ორივე ჭამას მორჩა და მისაღებში ერთმანეთს პირდაპირ ისხდნენ... -შეიძლება იცოდე კიდეც._ჩუმად ამოთქვა და ფანჯრიდან ცას გახედა. -საიდან უნდა ვიცოდე? -რავი, მთელი თბილისი ჩემზე ლაპარაკობდა და იქნებ შენც იცი._მხრების აჩეჩვით მიუგო გოგომ. -შემახსნე რა მქვიაო?_ჩაფიქრებულმა ჰკითხა საბამ და მოჭუტული თვალებით გახედა. -ანიტა ჩოხელი. -გამახსენდი... შენ ის არ ხარ?_გაოცებულმა შეხედა ბიჭმა და ბოლოდროინდელი ჭორები კიდევ ერთხელ გადახარშა. ცოტა ხანი ჩუმად იჯდნენ, მაგარამ როცა საბამ ანიტას თვალებზე ცრემლი შენიშნა, ვეღარ მოითმინა და ხელები მოხვია. -ნუ ნერვიულობ, მე დაგეხმარები...აი, ნახავ ყველაფერი რა მაგრად იქნება..._ამშვიდებდა და თან თმებზე ეფერებოდა... იმ დღიდან ყველაფერი სხვანაირად წავიდა, საბამ შესთავაზა, რომ მის მეორე ბინაში გადასულიყო და თვითონ კი ხშირად მოინახულებდა და დაეხმარებოდა კიდეც... ახალ სკოლაშიც გადავიდა, თუმცა ჭორებს აქაც ვერ აცდა, ყველა იმაზე ჩურჩულებდა, რომ ანიტა ჩოხელმა ახალი საყვარელი იშოვა, საბა დადიანის სახით... და მოხდა სასწაული... ანიტას მართლაც შეუყვარდა საბა, მისი დანახვისას სულ იბნეოდა და ცდილობდა, რომ მასთან ლაპარაკისთვის თავი აერიდებინა, საბამაც შეამჩნია მისი მორიდება, ამიტომ ერთ საღამოს მეტი განტვირთვისთვის სასმლით ხელში დაადგა ჩოხელს... ჭიქას ჭიქა მოყვებოდა, ანიტა კი შეცდომას შედომაზე ამატებდა... დილით, რომ გამოიღვიძა, როგორც ხდება ხოლმე წელზე მძიმე მკლავი იგრძნო, ცრემლები წამოუვიდა, იმის გამო, რომ ქუჩის ქალივით მოიქცა და იმ სიტყვას დაეთანხმა, რაც დედამ მოაძახა, როცა კარებს უკეტავდა, "ბო*ო"... ფრთხილად მოიშორა საბას ხელი და მისაღებში გავიდა, სავარძელი ფანჯარასთან მიაჩოჩა და მძიმედ დაენარცხა, ფეხები რაფაზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა... ისევ ის შეგრძნება, რომ კვამლმა შენი ტკივილი უნდა წაიღოს, მაგრამ ისევ იმედგაცრუება... ცოტა ხანში საბა ოთახიდან გამოვიდა, უნდოდა ანიტასთვის რამე ეთქვა, მაგრამ გოგონამ ხელით ანიშნა გაჩუმდი და წადიო, ამიტომ საფულე აიღო და სახლი დატოვა... საბა მთელი გზა გოგონას ტკბილ ტუჩებზე ფიქრობდა, რომელთა გემო ახლაც კი ქონდა შერჩენილი ბაგეებზე... არ უყვარდა, მაგრამ ის ვნება, რომელიც მის მიმართ გააჩნდა, არცერთი ქალის მიმართ არ ქონია... 16 წლის გოგონამ ისე გადარია, რომ მის თვალში სხვა ქალები უბრალოდ გაუფასურდნენ, ამ პატარა გოგონამ მთელი 23 წლის დალაგებული ცხოვრება თავიდან აურია და ახალი მიზანი დაუსახა... დადიანმა დიდი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ თავის სურვილებს არ შეწინააღმდეგებოდა და თითქმის სახლთან მისულმა, მანქანა უკან მოატრიალა.... იმ დღიდან ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, მათ გრძნობას-ვნება, ხოლო ანიტას-საყვარელი... მთელი 6 თვე ასე იცხოვრეს, საბა ანიტასთან ღამით მოდიოდა, დილით კი ან სამსახურში ან ბიჭებთან ერთად გადიოდა... ერთმა დღემ კი ყველაფერი არია... იმ საღამოს საბა ზურასთან ავიდა და მის დასაც 20 წლის იუბილე მიულოცა, სოფოს სახლში კურსელები და დაქალები ყავდა, დადიანმაც შემფასებლური მზერით აათვალიერა გოგონები და ბოლოს ქერა, ცისფერთვალება გოგონას ჩააშტერდა თვალებში... გაიკითხა-გამოიკითხა და აღმოჩნდა რომ ის გოგონა ნინი მიქავა გახლდათ, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან და რაც მთავარია ძალიან პატიოსანი... მაგ დროს ვისღა ახსოვდა ანიტა, საბა აღარც კი ურეკავდა, მთელი ერთი კვირა ელოდა ჩოხელი, მაგრამ ბიჭი არ გამოჩნდა და მანაც ცრემლები გადმოყარა... მეორე კვირას საბა შუა ღამით აადგა და ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე ტუჩებზე დააცხრა... ვნებიანი ღამის შემდეგ ანიტამ თავი ბიჭის მკერდზე მოათავსა და კითხვები დილისთვის გადადო, თუმცა დილით საბა სახლში აღარ დახვდა, მთელი ორი კვირა ასე გაგრძლედა, მერე სკოლაში შემთხვევით მოჰკრა ყური... "დადიანს ახალი შეყვარებული ყავს, ძალიან მაგარი წყვილიაო", კლასიდან, რომ გამოვიდა გოგონების საუბარი მოესმა. -მართლა ერთად არიან?_ იკითხა პირველმა -ხო გოგო, მთელი ერთი თვე სდია დადიანმა, გოგო ჭკუიდან აწია და ბოლოს მაინც დაითანხმა._უპასუხა მეორემ. -მერე ჩოხელი?_იკითხა მესამემ -ეგ ჩვეულებრივი ბ**ია საბასთვის, სად ანიტა და სად ნინი გოგო, ვერ ხარ?_უპაუხა ისევ მეორემ. -ძალიან მაგარი წყვილია._გახრებული ხმით წარმოთქვა პირველმა. -დიდი არაფერი, თქვენს ნინის ანიტა მილიონჯერ ჯობია._უპასუხა ისევ მესამემ. პ..ს ისევ დავბრუნდი.... ^^ ეს ახლახანს დავიწყე, სხვას ვწერდი, მაგრამ უცებ ამან გამკრა თავში და რომ არ დამვიწყებოდა, მალევე დავიწყე წერა... ეს თავი იმიტომ არ გავავგრცე, რომ მაინც წარსულის გახსნებაა და ჯობია არ გავწელო... ნუ ალბათ ბევრს არ მოეწონება ანიტას პერსონაჟი, მაგრამ რა ვქნა... ჩემი ისტორიაც ესააა... :დ ნუ მოკლედ ველოდები თქვენს შეფასებას, ძალიან მაინტერესებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.