ისევ საწყისითან
1 –ალექსანდრე მოისვენე მალე ჩავალთ, უსაფრთხოების ღვედი შეიკარი! უკვე ჯდება თვითმფრინავი!– ბავშვს ღვედი შეუკრა და თვითონაც გადაიკრა, ერთი ამოისუნთქა და გვერდით მჯდომ მეუღლეს ხელი ჩასჭიდა, პირველადაც მასთან ერთად ჩაჯდა, მას მერე კი ჩვევად აქვს აფრენა–დაფრენის მომენტში ხელი ჩასჭიდოს და მანამ არ გაუშვას სანამ „სამშვიდობოს“ არ იქნებიან. 20 წლის იყო დემეტრე ახველედიანი რომ გაიცნო, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის 3 კურსზე იყო, ბატონი დემეტრე კი როგორც გამოცდილი ქართველი ქირურგი მოწვეული ყავდათ იტალიიდან. ლამის ტვინი შეუჭამა ლექტორებს მის ჩატარებულ სემინარებსა და ლექციებს რომ დასწრებოდა, ლექციებიც და სემინარებიც კი მხოლოდ რეზიდენტურის სტუდენტებისთვის იყო. თუმცა მარიტა ჯაშმა მაინც არ მოისვენა და სახელგანთქმული ნეიროქირურგის ლექციებზე მაინც მოახერხა შესვლა. საშვალო სიმაღლის გოგონა, რომელიც იმ პერიოდისთვის 7 თვის ორსული იყო იმდენად გონივრულ კითხვებს უსვამდა რეზიდენტებს შეშურდებოდათ. ვერავინ ხვდებოდა რომ ეს პატარა ქალბატონი რეზიდენტი საერთოდ არც კი იყო. ეს უბრალოდ იმიტომ რომ როგორც კი ექიმობა სერიოზულად განიზრახა მაშინვე იცოდა რა სურდა, ეს ქირურგია იყო! თანარც მეტი არც ნაკლები ნეიროქირურგია. შემდეგ იყო რამდენიმე წვეულება ექიმებისთვის, სადაც მარტო იმიტომ წაიყვანა დემეტრე ახვლედიანმა რომ ეს პატარა გოგო უამრავ ცოდნას ფლობდა, რა თქმა უნდა, იყო დაინტერესებაც დემეტრეს მხრიდან. *** –ჩავედით!–ხელი ოდნავ აუშვა დემეტრემ და მზრუნველად ჩასჩურჩულა ცოლს. ამ უკანასკნელმა თვალები გაახილა და ფიქრებიდან და მოგონებებიდან განთავისუფლდა, სულ ესე ემართება როდესაც სამშობლოში ბრუნდება, ყველაფერი ახსენდება, მთელი სიყმაწვილის წლები, პირველი სიყვარული, ანუ ალექსანდრეს მამა და შემდეგ უბედნიერესი პერიოდი – დემეტრესთან ურთიერთობის თბილისური დღეები. აეროპორტში მშობლები დახვდნენ, მარიტას მშობლები რადგან დემეტრეს მხოლოდ დედა ყავდა ისიც იტალიაში ცხოვრობდა მათთან ერთა და რძალს შვილის გაზრდაში ეხმარებოდა. ალსექსანდრე ბებიანის და ბაბუამის მიეკრა გახარებული, მერე კი ჯაშების წყნეთის სახლისკენ გაემართნენ მათი დაბრუნებისთვის თამარს, მარიტას დედას, ყველაფერი მოემზადებინა. *** მეგობრები, მშობლები, წყნეთის სახლი, სადაც ბავშობა გაატარა, აქ მას მერე გადმოვიდნენ რაც მარიტა გათხოვდა, მანამდე კი მთელ ზაფხულს აქ იყვნენ. ეს ის გარემო იყო რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა მილანში ცხოვრებისას, იმ ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრებას ბევრად ერჩინა მშვიდი თბილისური ყოფა, თუმცა არ ეს ადგილი იყო მისთვის მშვიდი. თავისი ოთახის აივანზე გამოიპარა, უკვე გვიანი იყო, მის მშობლებს და ალექსანდრეს უკვე ეძინათ, სთუმრები კი რომლკებიც სამეგობრო წრეს შეადგენდნენ, დაშლას ჯერ არც კი ფიქრობდნენ. იჯდა, ეწეოდა და თან ღამის 2 საათზე გაბატონებული სიწყნარით ტკბებოდა. –ლაშაა ჩამოსული!–უკნიდან ხმა გაიგო, რომელიც ჯერ კიდევ საძინებელში იდგა და თითებს იმტვრევდა არ იცოდა საიდან დაეწყო სათქმელი და პირდაპირ თქმა არჩია. (ეს მისი ბავშიბის დაქალი თიკა იყო, 27 წელი რომ ეთად მოდიოდნენ. თიკამ მის გამო გააგრძელა სწავლა იტალიაში, დაქალთან ახლოს ვიქნებიო, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებული ცოლად მის პირველს სიყვარულს ნიკა გაბისონიას გაყვა ცოლად, სწორედ მისგან გაიცნო მარიტამ ლაშაც, მაშინ 17 წლის იყო, ლაშა 18ს და ცხოვრებას სულ მარტივი თვალით უყურებდა.) მისკენ შეტრიალდა, წელი მოაჯირს მიეყრდნო და ბოლი გამოუშვა, თან ცინიკურად ჩაიცინა. –ახლოს მოდი, რა შეშინებული მიყურებ!–გოგო გაუბედავად მიუახლოვდა, მარიტამ მის გამობერილ მუცელს გადაუსვა ხელი და ოდნავ აწყლიანებული თვალებით ახედა, თუმცა აღელვების დასამალად ღიმილი აეკრა სახეზე თიკა მაინც მიხვდა მის განცდებს. –როდის ელოდები?–შესცინა და თან სიგარეტი იკვე საფერფლეში ჩაწვა. –მარტში, მაგრამ რადროს ეს არის?!–გაბუსხულმა გახედა მეგობარს. –მარტში?! –კვლავ ვითომდა უდარდელად გაუცინა დაქალს– ჩემ დაბადებისდღეს დაამთხვიე რა! –მუდარით შესცინა, 13 მაერტს უნდა გაბდეს! –მარიტა! –ახლა უკვე ნამდვილად გაბრაზდა თიკა, რომელიც ძლივს შენარჩუნებული მოთბინებით იტანდა მარიტას უნიჭოდ გადატანილ თემას. –ჰო კარგი იდეაა! ბავშვს მარიტას თუ დაარქმევ! –მის გაბრაზებულ სახეზე სიცილს ვეღარ იკავებდა ჯაში. –მარიტა გეყოფა! ლაშა დაბრუნდათქო! –გავიგე თიკა და რა გინდა რომ გითხრა? მე ეგ ადამიანი დიდი ხანია აღარ მაინტერესებს! მიზეზი შენც კარგად იცი! –გაწიწმატდა მარიტა და ხმა ვეღარ გააკონტროლა. –გუშინ ჩვენთან იყო მოსული!–არწყვეტდა თიკა–შეცვლილია, დედას გეფიცები შეცვლილია! აი ამ ბავშვს გეფიცები, რომ შეცვლილია. –და მერე მე რა?! დემეტრეს გავშორდე და ლაშასთან გამოვიქცე? თუ რას მთხოვ? –ცრემლები მოსწოლოდა თვალებში და ხედვაში ხელს უშლიდა, შეკავებული ცრემლები ცხვირს უწვავდა, მაგრამ არ იტირებდა! ალეკსანდრე რომ გააჩინა მაშინ შეპირდა საკუთარ თავს რომ ლაშა ჯაფარიძის გამო არასდროს აღარ იტირებდა! არც ახლა აპირებდა. –მაგას შენც იცი არ გთხოვ! დალაპარაკება უნდა! –საშინლად ნაწუენი ხმით უთხრა თიკა ბაკურაძემ. ან რატომ უკვირდა ჯაშის რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო, მოსალოდნელზე რბილიც კი. –ოჰ დალაპარაკება! კიდევ რა უნდა? –ალექსანდრეს გაცნობაც. –ალექსანდრეს აქვს ბებიამისთან კონტაკტი და შეუძლია მაშინ ნახოს. –ვერ გამიგე! უნდა რომ მამობა გაუწიოს შვილს და გვარი მისცეს! –მეღადავებით?! კიდევ რა უნდა?! –უკვე ყვირილზე გადავიდა.–მე აღარაფერს მეკითხება?! 15 ნოემბერს მარტო რომ მიმაგდო სამშობიაროში და თვითონ თავის დამპალ ძმაკაცებთან ეგდო წამლის გასაკეთებლად მაშინ რატომ არ გავახსენდით?! მაშინ რატომ არ გაახსენდა ბავშვისთვის გვარი რომ უნდა მიეცა?! –დაწყნარდი გთხოვ! –უთხარი რომ დაველაპარაკები. –რა? –გულწრფელად გაუკვირდა ბაკურაძეს. –ჰო ოღონდ მე ვითომ არაფერი ვიცი! არმინდა იცოდეს რომ მასთან შეხვედრა მინდა. მოკლედ ხვალ პირველი დღე მაქვს თბილისის საავადმყოფოში მუშაობის, პირველივე დღეს თუ არდამაცხრება კარგს იზავს! მოკლედ ამ კვირაში გამოჩდეს უთხარი და დამელაპარაკოს, საკადრის პასუხს ჩემგან მოისმენს! –მარი! –ჰო –ჩემზე არ გაბრაზდე რა! რაც მითხრა ის გითხარი მეც! –სულელო! შენზე რატო გავბრაზდები!–გაიცინა და მონატრებულ დაქალს ჩაეხუტა. –იცი გოგოა! –მუცელს დახედა თიკამ –მარიტას ვარქმევ! –ვაიმე!–ახლა უარესად ჩაეხუტა და აზლუქუნდა–ძალიან მიყვარხარ თიკ! შენ რო არ გვყოლოდი ალექსანდრეს და მე არ ვიცი რა გვეშველებოდა! –მე რომ არ გყოლოდი ლაშასაც ვერ გაიცნობდი და არც ალექსანდრე გეყოლებოდა! –სულელო! ___________________ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ ისტორიის დაწერას და ამ საიტზე დაბრუნებას, იმედია მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.