ცისფერთვალება-3
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ბექა იყო. - სოფი რას აკეთებ? - დილის რვა საათზე რას უნდა ვაკეთებდე ბიჭო? ვწევარ. - ალბათ გაგაღვიძე მაგრამ ეგ არაფერი. ნახე ინტერნეტში ჩვენს ვიდეოს რამხელა გამოხმაურება მოჰყვა? რა მაგარია ტოო. - კიი გუშინ ვნახე. რას ფიქრობ გავაკეთოთ კონცერტი? - რათქმაუნდა უნდა გავაკეთოთ. - ხო მარა სად რა როგორ? - ნიკას ბიძას ხო ბარი აქვს. საკმაოდ კარგ ადგილას. ჩვენს სკოლასთან არც ისე შორსაა. ვთხოვოთ. - ვაიმეე, ჩემი ჭკვიანი ბიჭიიი. - ნუ ეხლაა ( შეიფერა ბექამ ) - დღეს უთხრათ ნინის. სკოლის მერე კი ნიკას გაუაროთ და ვნახოთ რას იტყვის. - კაიი წავედი ჩავიცვაა. - კაი სკოლაში გნახავ. ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან და აბაზანაში გავედი. წყალი გადავივლე. ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.რაღაც გემრიელი სუნი იდგა. - დილამშვიდობისა მაა. რა კარგი სუნი დრას, როგორც ჩანს რაღაც გემრიელობას ამზადებ. - ხო შვილო ჭამე და ისე წადი სკოლაში, თორე სულ მშიერი დადდიხარ, არაფერს ჭამ. - არაა, არ მშია მეე. თან მეჩქარება. - კაი აღარ დაგაძალებ. მაშინნ ფული გამომართვი და სკოლაში ჭამე რამე. - კაი, ფულზე უარს ვერ გეტყვი. - ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. გაჩერებასთან დავდექი და ავტობუსს დაველოდე. არც ისე დიდი ხანი მომიწია ლოდინი. სკოლაში არ დამაგვიანდა, ბექას უნდა უმადლოდე. პირველი მათემატიკა მქონდა და ეგრევე დაფასთან გამომიძახა. ისე მეძინებოდა ძლივს დავწერე რაღაც და დავჯექი. დასვენებაზე ბექა ჩემთან მოვიდა და ნინის დავუძახეთ. ვუთხარით ჩვენი გეგმები და აღფრთოვანებული დარჩა. როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები და სკოლიდან სამივე ერთად გამოვედით. ნიკას ურეკავდი და მობილური გამორთული ჰქონდა. რამდენჯერმე ვცადეთ და ერთიდაიგივეს გვეუბნებოდა ,, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდა,,. ვიფიქრეთ ძინავსო, ან ტელეფონი დაუჯდაო. ცოტა ხანში ჩემ ტელეფონზე ზარი გაისმა. ნიკას ნომერი იყო და გახარებულმა ვუპასუხე. - ნიკა სად ხარ? - გამარჯობათ ( გაისმა უცხო ქალის ხმა ) ამ მობილურის პატრონი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში იმყოფება. მე ექიმი ვარ. თქვენი ზარი იყო შემოსული და გთხოვთ მობრძანდეთ. თან არაფერი აქვს, სახელიც არ ვიცით. - რაა? ნიკა როგორაა? ახლავე მოვალ. მობილური გავთიშე. ნინი და ბექა შეშენებულები მიყურებდნენ. ძლივს ამომვღერღე რაც ექიმმა მითხრა და საავადმყოფოში გავარდით. მიმღებში შევედით და ბექას პპალატის ნომერი ვიკითხეთ. მეორე სრთულზე მეოთხე ოთახი ხელმარცხნივ. პალატაში არ შეგვიშვეს, ცოტა ხანში ნიკა საკაცეზე დაწოლილი გამოიყვანეს, სადღაც მიჰყავდათ, არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ძლივს ვიპოვეთ მთავარი ექიმი. სასწრაფო ოპერაცია სჭირდებაო, კინაღამ გავგიჟთ. გვინდოდა შევყოლოდით მაგრამ არ შეგვიშვეს. დერეფანში ველოდებოთ, გადავწყვიტეთ ნიკას მშობლებისთვის დაგვერეკა მაგრამ ვერცერთი ვბეავდით. ბოლოს ნინიმ აკრიფა ეკას ( ნიკას დედა ) ნომერი. - გამარჯობა ეკა დეიდა (ხმა უკანკალებდა ნინის ) - ნინო შენ ხარ შვილო? როგორ ხარ ჩემო ლამაზო? - მე კარგად... - რა იყო ნინი რა გჭირს? მოხდა რამე? - არ ინერვიულოთ ეკა დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება... - ვაიმე ნინი მითხარი რა მოხდა თორე გავგიჟდი. - ნიკა... - რა სჭირს ნიკას. სადააა? - ავარიაში მოყვა. საავადმყოფოშია. - მობილური გაითიშა. ჩვენ უფრო ავნერვიულდით. გული ხომ არ წაუვიდა. ხუთ წუთში შემოვარდნენ ნიკას მშობლები, ქვევით ყველაფერი უთქვიათ. ფეხზე ძლივს იდგა ეკა. მივედი და მოვეხვიე. ყველანი ერთმანეთს ვამხნევებდით. ოპერაცია ძალიან გაიწელა. გოჩა ( ნიკას მამა ) სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ბექა ფანჯარაში იყურებოდა, მე ეკა და ნინი კი სკამზე ვიჯექით როცა ექიმი საავადმყოფოდან გამოვიდა. ხუთივე მას მივვარდით. - როგორაა ჩემი შვილი? შემიშვით მასთან. ( გამწარებული უყვიროდა ექიმს ეკა ) - დაწყნარდით ქალბატონო, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ახლა ნარკოზშია. დაახლოებით ნახევარ საათში გამიღვიძებს და პალატაში გადავიყვანთ. შემდეგ შეძლებთ მის ნახვას. - არააა, ახლავე უნდ ვნახო. შემიშვით ჩემ შვილთან. ( ხელებს ურტყავდა ექიმს.) - კარგით წამობრძანდით, ოღონდ მხოლოდ თქვენ. დანარჩენები გარეთ დაელოდეთ. სხვა რა გზა გვქონდა ეკა პალატაში შეიყვანეს ჩვენ კი ისევ დერეფანში მოცდა მოგვიწია. სულ დამავიწყდა მამაშემი. ღმერთო ვინ იცის როგორ ნერვიულობს. ტელეფონი დამიჯდა, ალბათ რამდენჯერ დამირეკა. სასწრაფოდ გამვართვი ნინის ტელეფონი და დავრეკე. - მამა მე ვარ. - შვილო ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? სად ხარ? - ტელეფონი დამიჯდა, საავადმყოფოში ვარ - რა გინდა საავადმყოფოში რა მოხდა? ხომ კარგად ხარ. მითხარი სად ხარ მოვალ ეხლავე. - მე კარგად ვარ. ნიკა ავარიაში მოყვა, იქ ვართ ყველა. - როგორაა შვილო? - კარგად მაა არ ინერვიულო. დღეს ალბათ აქ დავრჩები, - კარგი შვილო. როგორც იქნა გამოვიდა ეკა. ჯერ ნარკოზშიაო. ბექამ გვითხრა კაფეტერიაში ჩადით აქ მე დავრჩებიო. უარზე ვიყავით, არცერთს გვქონდა ჭამის თამი, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. ჩაი დავლიეთ და ამოვედით. ცოტა ხანში ნიკა გამოიყვანეს. ყველანი უკან გავყევით. პალატაში შეიყვანეს, საწოლზე დააწვინეს და ექიმებ გავიდნენ. რამდენიმე წუთში ნიკამ თვალები გაახილა. - რა ხდება? სად ვარ? - შენ რა არაფერი გახსოვს? - აუ არაა ტო რა ხდება? ვაა დედა შენც აქ ხარ? - ხო შვილო როგორ ხარ? რა მოხდა? - მარტო ის მახსოვს რო მანქანით ვიყავი გამოსული. აუუ ჩემი მანქანას ხო არაფერი მოუვიდა? დაიმტვრაა? - ბიჭო მანქანაზე ნერვიულობ? მთავარია შენ იყო კარგად. - ეე მე რა მჭირს? - ოპერაცია გაგიკეთეს. ჯერ აქ უნდა დარჩე. - აუ აქ რა მინდა, წამიყვანეთ სახლში. თქვენ ვინ გითხრათ? - ექიმმა დაგვირეკა. ჩვენ კი შენს მშობლებს შევატყობინეთ. გირეკავდით რაღაცაზე გვინდოდა ლაპარაკიმაგრამ ეხლა მაგის დრო არაა. ექიმი შემოვიდა. პაციენტმა უნდა დაისვენოსო. უკვე ღამე იყო. ეკა დიდი ხვეწნის მერე სახლში წაიყვანა თავის ქმარმა. ჩვენ სამნი კი დავრჩით. მთელი ღამე ვერ დვიძინეთ. დილით კი ჩაგვეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.