შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამუნჯებული


14-05-2015, 21:19
ავტორი daro
ნანახია 2 442

1 თავი

სიჩუმე. ჩვენს სხეულში სიჩუმე ყველაზე საშინელ დროს ისადგურებს. ეს ისაა რაც გაგრძნობინებს რომ მარტო ხარ. სიჩუმე, ის ისაა რისთვისაც თავის არიდებას ვცდილობთ. ვცდილობთ მთელი ცხოვრება ხმაურში გავატაროთ, თითქოს ეს გაქცევა იყოს სიჩუმისგან.

იყო ჩუმი, ეს გასხვავებულია. იყო სამუდამოდ დამუნჯებული ეს სხვა გრძნობაა, ხოლო ლაპარაკი შეგეძლოს და მაინც არ ლაპარაკობდე, ეს სხვა.
ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვლაპარაკობთ რაც არავის არ აინტერესებს და გვაიგნორებენ. ამას სიჩუმე ჯობს.

ჩემი სახელი ჟენევიევაა და მე ჩუმი ვარ.

14 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს დავილაპარაკე. 14 წელი მას შემდეგ რაც ბოლო სიტყვა ვთქვი. ლაპარაკი არ შემიძლია. არ შემიძლია სხვებს გავუზიარო ჩემი მოსაზრებები.

ჩემი სახელი ჟენევიევაა და მე მუნჯი ვარ.

ჩვეულებრივ დავიბადე როგორც ყველა პატარა ბავშვი. დედის სხეულიდან გამოსვლისას მეც ვიტირე და მეც ვფართხალებდი. სიარული ვისწავლე, როგორც სხვებისა ისე ჩემი პირველი სიტყვებიც 'დედიკო' და 'მამიკო' იყო.

მაგრამ შემდეგ ორი წლის გავხდი.

ამ ისტორიას ბევრჯერ ვიმეორებდი ჩემთვის გონებაში.
მზიანი, ლამაზი ზაფხულის დღე იყო, დღე ჩემი დაბადებისდღის შემდეგ.
ეზოში ვიყავი და ვთამაშობდი, დედაჩემი კი პირველი სართულის პატარა აივანზე იჯდა და თან მე მიყურებდა, თან წიგნს კითხულობდა. წამით გაიხედა, მე კი სასრიალოზე ჩამოვსრიალდი. ჩემდაბედად წავიქეცი და მიწას თავი დავარტყი. დედაჩემმა ჩემთან მოირბინა, უგონოდ ვიყავი ამიტომ საავადმყოფოში წამიყვანეს. გაირკვა რომ ტვინის ბროკის არე მქონდა დაზიანებული. ბროკის არე ლაპარაკსა და მეტყველებას აკონტროლებს.

ამ დღის შემდეგ აღარ დამილაპარაკია.

როდესაც გავიღვიძე პირი გავაღე რომ რაიმე მეთქვა მაგრამ ვერაფერი ვთქვი.

მე გავხდი მიზეზი ჩემი ოჯახის დანგრევისა.

მუნჯების ენა მასწავლეს თუმცა მისი გამოყენება არ მომწონდა. როდესაც გარეთ ვიყავი და ხალხი მე მაშტერდებოდა თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.

დედაჩემი პარანოიამ შეიბყრო.

წლების განმავლობაში ცდილობდა მამა დედას დაწყნარებას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს როდესაც ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო ადგა და წავიდა.

ჩემი უფროსი და ბრაზდებოდა მთელი ყურადღება ჩემზე რომ იყო მომართული, ამიტომაც როდესაც 18 წლის გახდა სახლიდან გაიქცა.

ჩემი ჩავარდნა არამარტო ჩემს, არამედ ჩემი ოჯახის ცხოვრებაზეც ცუდად აისახა.

მეგონა რომ დრო ყველაფერს შეცვლიდა მაგრამ ამაოდ.

იგივე იყო ჩემი მეტყველების გზა.

იგივე ხალხი მაშტერდებოდა ყოველდღე.

იგივე ქალაქში.

იგივე ცხოვრებაში.

შემდეგ დედაჩემმა გადაწყვიტა რომ საცხოვრებელი ადგილი უნდა გამოგვეცვალა. ახალ ქალაქში გადავედით. ახალ ქალაქში დავიწყე სკოლაც.

მაგრამ ეს მხოლოდ ცვლილებების დასაწყისი იყო.

ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ რაც ის ბიჭი გავიცანი ვინც სამუდამოდ შემცვალა.

ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა რაც ჰარი სტაილსი გავიცანი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent