უკუღმართი ქორწინება (ელენე და დათა)
არასოდეს უგრძვნია თავი ასე ცუდად. საკუთარ სახლშიც კი ტუსაღი ეგონა თავი. პატიმარი იყო, რომელიც ცხოვრებამ არ დაინდო. პატიმარი, რომელსაც ხუთი წელია, მზის სინათლე არ უნახავს. რაღაც მანათობელ ვარსკვლავს დღის ცაზე ყოველთვის ხედავდა, მაგრამ ეს არ იყო ის ციური ვარსკვლავი, რომელსაც "მზეს" უწოდებდა. მისი მზე ხუთი წლის წინ ჩაქრა, ხუთი წლის წინ დაკარგა ყველაფერმა სახე. დათას გაატანა ის, რასაც არსებობისთვის აუცილებლად მიიჩნევდა. ერთადერთი, რაც სუნთქვის საშუალებას აძლევდა, ის იყო, რომ დათას გული ისევ ცემდა.. მერე რა, თუ ეს ყველაფერი მისგან შორს ხდებოდა? მთავარია ის ადამიანი ცოცხალი იყო, ვისთვისაც თავად უღირდა სიცოცხლე. უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა. აქ მეგობრებიც გაიჩინა, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც "სულის ნაწილებთან" უყვარდა ყოფნა. მათ უსიტყვოდ შეეძლოთ თანაეგრძნოთ ერისთავისთვის და მასთან ერთად ეტირათ. - ასე როდემდე უნდა იყო? -დაქალის ამბით შეწუხებულმა ნინუცამ, ვეღარ მოითმინა და ლანდს დამსგავსებულ ელენეს უსაყვედურა. - ჩვეულებრივად ვარ. -ჩუმად უპასუხა. არა და თვითონაც იცოდა, რომ ცრუობდა. - არ ხარ ჩვეულებრივად! -გააპროტესტა მაკუნამ ერისთავის ნათქვამი. - ჩვენ მაინც რას გვატყუებ? -მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა "ოდიმ". - და როდემდე უნდა იგლოვო ქვეყნიდან გაქცეული დათა არაბიძე? -ამჯერად მაჩხოშვილმა დაუსვა კითხვა ერთ ადგილას აწურულს. - მანამდე სანამ არ მომბეზრდება! -კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მუშტით მოიწმინდა. - ნუ იბუტები! -წარბი მაღლა აზიდა ნინუცამ. - ჩვენ მივდივართ, ელე. თუ რამე მოხდა, დაგვირეკე. -სწრაფად წამოყარა დაქალები ფეხზე ოდიმ და კარისკენ უბიძგა სამივეს. - რომელიმე დარჩით, ისედაც მარტო ვარ. -ხმის უცვლელი ტონით დააწია სიტყვა დაქალებს და უკან გაჰყვა. - შენები სად არიან? - სოფელში, გეგასთან და ელენასთან ერთად. -კარების ძგიდეს მიეყრდნო და ზღურბლს მიღმა ჩამწკრივებულ გოგონებს თვალი მოავლო. -ჰა, არც ერთი არ რჩებით? - ნინუცა დარჩება, -სამივემ ერთხმად ჩაილაპარაკა და ხელის კვრით შეაგდეს დაქალი ბინაში. ყველას დაემშვიდობა და ხარებაშვილთან ერთად დაბრუნდა სამზარეულოში. - აბა, გშია? -თავიდან ფეხებამდე მაცივარში შემძვრალმა სავარძელზე ჩამომჯდარ დაქალს გამოსძახა. - არაა, -იმხელა ხმაზე დაუძახა, თითქოს ელენე გვერდით ოთახში კი არა, სადღაც შორს ყოფილიყოს. - არც მე. -მოწყვეტით დახურა მაცივრის კარი და თვითონაც სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე საათი ლაპარაკში გლიეს. ვერც კი გაიგეს, ისე მოაკაკუნა პირველმა საათმა. ერთად წავიდნენ დასაძინებლად. ^^^ საღამო ხანი იყო. გოგონების ბინიდან სახლში მოდიოდა. სადარბაზოში ისე შეაბიჯა, თავი არ აუწევია, მაგრამ როცა იგრძნო, რომ იქ მის გარდა კიდევ ვიღაც იყო ერთ ადგილს მიეყინა. უცნობი ადამიანის ხშირი, ღრმა სუნთქვა სადარბაზოში გამეფებულ სიჩუმეს მკვეთრად არღვევდა. შეეძლო დაეფიცებინა, რომ ამ სუნთქვას, ყველასგან გამოარჩევდა. იმიტომ კი არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ყველაზე გამორჩეული ადამიანი იყო ამ ყველაფრის ეპიცენტრი. სხეული ნელ-ნელა უახლოვდებოდა და მისი მღელვარებაც ზენიტს აღწევდა. ხელ-ფეხი აუკანკალდა და ინსტიქტურად, ერისთავმაც უკან-უკან დაიწყო სვლა. ნერწყვი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა, როდესაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა და გზა ყოველი მხრიდან მოეჭრა. - ელე.. -მკაცრი, თუმცა მაინც თბილი ხმით გაჟღენთილიყო მისი ტონი. -ჩემი ელე. - დათა შენ ხარ? - ძლივს ამოღერღა ორიოდ სიტყვა, როდესაც ხველა შეუწყდა. - ჰო, მე ვარ.. გრძნობდა, დათას გრძნობებით გრძნობდა, თუ როგორ უჭირდა საუბარი. ამდენხნიანი ინტერვალის შემდეგ, როგორც იქნა შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე ხვდებოდა, ადვილი რომ არ იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველა ტკივილი ერთად მოაწვა გულზე. ისე დაუმძიმდა ორგანო, რომ ლამის მარცხენა მხარეს გადაიხარა მთელი სხეულით. ყველა ტკივილი, ტვინმაც უნებლიედ აღიქვა და ნეტავ ასე არ მომხდარიყო. საკუთარი თავის დამცველობითმა სისტემამ ისე სწრაფად დაიწყო მუშაობა, ვერც კი გაიაზრა. გაბრაზებულმა, სიმშვიდის შესანარჩუნებლად თვალები დახუჭა, მაგრამ ვერც ამან გამოიღო შედეგი. - ეს როგორ გამიკეთე, დათა?- აყვირებულმა, მკერდზე მუშტების ცემა დაუწყო, -ასე როგორ გამიმეტე? ნუთუ ოდნავ მაინც არ შეგეცოდე? ან ის წერილი რომ დამიტოვე! ფაქტიურად, პირში მითხარი, მოვკვდიო! ეს როგორ გამიკეთე? ნუთუ ამზელა ტკივილისთვის, ასე უპრობლემოდ გაგემეტე? რატომ გამოჩნდი? ხელები სწრაფი მოძრაობით გაუკავა ზურგს უკან არაბიძემ და კედელს მთელი ძალით ააკრო, ისე რომ მათი სხეულები ერთმანეთს ეხებოდა. - უნდა დამაცადო ახსნა! -გამოსცრა გაბრაზებულმა. მისმა გაბრაზებამ კიდევ უფრო წაუკიდა ცეცხლი ერისთავის მოთმინებას და სახეში გემრიელი სილა უთავაზა. დაზუსტებით იცოდა, ამ ყველაფერს რომ ინანებდა რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ ცხელ გულზე ამის გააზრებას ვერ ახერხებდა. - თავი დამანებე! -ხელები სწრაფად დაიხსნა მისგან და ნატკენი მკლავები ოდნავ დაიზილა. -ჩვენს შორის ყველაფერი თავად დაასრულე. ერთი წამითაც არ იფიქრე ჩემს გრძნობებსა და ხასიათზე. მაშინაც, ავარიაში რომ მოყევი, პალატიდან ისე გამომაგდე, ერთი სიტყვის თქმა არ დამაცადე.. შენი აზრით, ჩემ გრძნობებზე შეეძლო შენს ინვალიდობას გავლენის მოხდენა? არ შეეძლო! შენგან განსხვავებით, ძლიერი სიყვარული შემიძლია! ბოლო ხუთი სიტყვა საოცრად ამაყმა მიუგდო და სადარბაზოში დატოვა არაბიძე. თურმე რა უნდოდა ბედნიერებისთვის! უნდოდა ეთქვა სიმართლე და ბრაზი რასაც გულში მალავდა. ბოლომდე მაინც არ მოეშვა.. იცოდა, ბოლომდე, საერთოდ არასდროს რომ არ მოეშვებოდა გულს, თუ დათა არ იქნებოდა მის გვერდით, მაგრამ ამითაც კმაყოფილი იყო. სახლის კარები მექანიკურად შეაღო. გონებით ისევ არაბიძისკენ იყო. იცოდა, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ასე თუ გამოეცხადებოდა რას წარმოიდგენდა. ^^^ დათა იმ დღის შემდეგ აღარც გამოჩენილა. მისგან არანაირი ყურადღება არ უგრძვნია ელენეს და ეგონა, რომ საერთოდ ფეხებზე დაი*იდა. ამის დაჯერება კი არა, გაფიქრებაც რთული იყო მისთვის. უნივერსიტეტში ჩვეულებრივად დადიოდა გოგონებთან ერთად. ტაისია და ლექსო, ისევ სოფელში იყვნენ და მგონი ჯერ ჩამოსვლას არც აპირებდნენ. იმდენი სამეცადინო ჰქონდა, თავის განძრევის დროსაც ვერ პოულობდა. ხუთ საათიანი ჯაფის შემდეგ, როგორც იქნა ამოისუნთქა და წიგნები გვერდზე გადადო. იფიქრა, თვალებს ცოტა ხნით დავასვენებო, მაგრამ ესეც არ დასცალდა. კარებზე ზარის ხმამ დაურღვია სიმშვიდე. "ალბათ გოგონები არიან" გაიფიქრა და თვალების სრესით გართულმა გააღო კარი. ალკოჰოლის მძაფრ სურნელთან ერთად, მამაკაცის სუნამოს არომატიც იგრძნო და სიამოვნებისგან თვალები მიელულა, მასში საყვარელი სუნი და სიგარეტის კვამლი რომ ამოიცნო. მერე სწრაფად გაიაზრა რა ხდებოდა და თვალები დაქაჩა. დათა, ელენე რომ არა, ლამის იატაკზე გაერთხმებოდა. მხარი სწრაფად შეაშველა გოგონამ გონის დაკარგვამდე მთვრალ არაბიძეს და ხოხვა-ხოხვით შეიყვანა ოთახში. სავარძლამდე ძლივს მიაღოღიალა და მძიმე სხეულს ხელი შეუშვა. ეს უკანასკნელიც, მოცელილივით ჩაესვენა დივანზე და ოდნავ მოჭუტული თვალებით ამოხედა ქანცგამძვეალ ერისთავს. - რატომ ხარ მთვრალი? - სრულიად უაზრო კითხვა დასვა ელენემ. „იმიტომ რომ დალია“ სწრაფად გასცა გონებამ პასუხი. - იმიტომ რომ დავლიე. -მთვრალი ღიმილი სტყორცნა მის წინ ატუზულ გოგონას და ოდნავ წამოიწია სავარძლიდან. - რატომ დალიე? -დაკითხვას არ ეშვებოდა ერისთავი. - იმიტომ რომ.. იმიტომ რომ ასე მინდოდა. -ძლივს მოაბა რამდენიმე სიტყვას თავი, რომ ამოეღერღა. ერისთავს უკვე ნერვები ეშლებოდა და მოთმინებაც ეკარგებოდა. ღრმად სუნთქავდა და ამით თავის დამშვიდებას ცდილობდა. მართალია, მასზე ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ კარგად იცნობს და იცის, დათას სიმთვრალის მიზეზი თვითონ რომ არის. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ უბრაზდება და ვერ ეუბნება ვერაფერს. სამზარეულოში გავიდა წყლის გამოსატანად. არაბიძე ისევ უგონოდ იყო გაწოლილი დივანზე და თვალების გახელას ცდილობდა, თუმცა ყოველ ჯერზე უიმედოდ ელულებოდა ისინი. წამით ელენემ წარმოიდგინა, რომ დათა და ის ცოლ-ქმარი იყვნენ. არაბიძე კი სახლში მთვრალი დაბრუნდა და ახლა უნდა მოუაროს. საკმაოდ სასიამოვნო იყო ამაზე ფიქრი, მაგრამ გონებიდან მალევე განდევნა, რადგან საკუთარი თავი სისუსტეში გამოიჭირა. საწოლზე მისვენებულს თავი წამოაწევინა და საკუთარი ხელით დაალევინა წყალი. როგორი სიამოვნება იყო.. მართალია, ისეთი არაფერი გაუკეთებია ამხელა ბედნიერება რომ მინიჭებოდა, მაგრამ.. ოხ ეს მაგრამ! ის ბედნიერი იყო და ახლა, სწორედ ეს იყო მთავარი! ცარიელი ჭიქა იქვე საჟურნალე მაგიდაზე დადო. დათას თავი რბილად და მოხერხებულად დაადებინა დივანზე. არაბიძე რაღაცას ლუღლუღებდა, გაურკვეველ სიტყვებს იძახდა და წამდაუწუმ უჭერდა ხელს მკლავზე ერისთავს. - ელე.. - მთვრალი, მაგრამ მაინც თბილი ხმით ამოილაპარაკა და ოდნავ გაახილა თვალი. - ხო. -ასევე ჩუმად, ჩამწყდარი ხმით უპასუხა ელენემ. - ხო გიყვარვარ? ამ კითხვას არ მოელოდა და ერთ ადგილზე გაშრა. საუბრის საშუალება კი არა _ შესაძლებლობაც აღარ ჰქონდა. იცოდა, ამ კითხვას ოდესმე რომ დაუსვამდა მაგრამ ახლა? ასეთ მდგომარეობაში? ტყუილი ბავშვობიდან არ უყვარდა, არც გამოსდიოდა მისი თქმა. - მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. -კითხვას თავი აარიდა. - ახლა მინდა.. მაინ..ტერეს..სებს, -ამოილურლუღა და ოდნავ წამოიწია. ელენეს გაუსწორდა. - დათა... -ამოილუღლუღა ჩუმად და შეწინააღმდეგება სცადა. - მითხარი ! -მკაცრი ტონით გამოსცრა არაბიძეს. - ღმერთო, მთვრალიც კი ჯიუტია! -თვალები ოდნავ დააწვრილა და ტუჩები გაწელა. -სხვათაშორის, შენც მოგიწევს რაღაც-რაღაცეების ახსნა. - გისმენ. -მისი ბოლო წინადადებისათვის ყურადღება არ მიუქცევია. - მე არც კი მეგონა, ოდესმე თუ დაბრუნდებოდი.. ან ჩემთან მოხვიდოდი.. მგონი კარგად იცი, რა დღეშიც ვიყავი ეს ხუთი წელი.. არც შენ იქნებოდი კარგად და.. რატომ დაბრუნდი? -შენ მომენატრე და იმიტომ. -მე? -ხო , აბა ვინ? -მაშინ, საერთოდ რატომ წახვედი? -ჩამჭრელი კითხვა დასვა ერისთავმა. -ყველაფერს მოგიყვები.. ხვალ. -ბურტყუნით თქვა და თვალები მილულა. ჩაეძინა. ^^^ ქუჩის „სასტავთან“ კავშირი არასოდეს ჰქონია არაბიძეს. მათ არც ყურადღებას აქცევდა. ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით ისე, რომ არასოდეს ჩამორჩენია დინებას. არ იცოდა, ეს ხალხი რატომ ემტერებოდა, ან რა უნდოდათ მისგან. ამის გარკვეევას არც დააპირებდა, რომ არა მისი უფროსი და _ სოფო. სოფო ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა იყო. არც მას ჰქონია კავშირი „ქუჩის ხალხთან“, რადგან მამა ამას კატეგორიულად უშლიდა. ნამდვილი ანგელოზი იყო სოფო. მოწითურო-მოყავისფრო, ტალღოვანი თმითა და კამკამა ცისფერი თვალებით. ქათქათა თეთრი კანი და ულამაზესი ღიმილი ჰქონდა. ნებისმიერს მოხიბლავდა მისი ერთი შეხედვითაც კი. საშინელ 90-იანებში, როდესაც ტყავის ქურთუკი და იარაღი „ჭრიდა“, არავის გამორჩენია სოფოს სილამაზე. ერთ-ერთმა მათგანმა თვალი დაადგა არაბიძეების ქალიშვილს. ეს არ გამოჰპარვია სოფოს. მამამისს მაშინვე ყველაფერი ჩაუკაკლა და ვაჟამაც ერთადერთი (იმ დროისთვის) ქალიშვილი რუსეთში გააგზავნა, მალულად. ამ დროს, დათა 18 წლის იქნებოდა, მხოლოდ. სამი წლის შემდეგ, „ზარალომ“ (ასე ერქვა იმ კაცს, ვინც გოგონას თვალი დაადგა) გაიგო სოფოს ადგილ-სამყოფელი და რუსეთში დაუწყო ძებნა. სწორედ ამიტომ მოუწია დათას საავადმყოფოდან პირდაპირი რეისით მოსკოვში გამგზავრება. მისი მისია, დის დაცვა იყო. საქმე არც ისე ადვილად იყო, როგორც გვეგონა, ან გვინდოდა. მთელი კრიმინალური სამყარო შეძრა „ზარალომ“. „ან სოფო იქნება ჩემთან, ან არავინო.“ ასე უთხრა დათას, ერთ-ერთი შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, არავის ემეტებოდა სოფო ქურდისათვის, რომელსაც ყველა იცნობდა. ამიტომ ბოლომდე ებრძოდნენ „ზარალოსა“ და მის ბანდას. ბოლოს მიხვდნენ, მართლა ვერაფერს რომ ვერ გააწყობდნენ. იმასაც მიხვდნენ, „ზარალოს“ სოფოს გამოყენება და მიგდება კი არ უნდოდა, არამედ მისი ცოლად შერთვა და ბედნიერად ცხოვრება. ერთხელ, ისიც კი თქვა, რომ მისი ხათრით, ამ საქმესაც შეეშვებოდა. ვაჟა ბოლომდე არ ენდობოდა კაცს. მერე სოფომაც თქვა, რომ მართლა უყვარდათ ერთმანეთი მას და „ზარალოს“. ახლოს რომ გაიცნო დათამ ეს ადამიანი, არც ისე ცუდი „ვინმე“ აღმოჩნდა, პირიქით. ამდენი ჩხუბისა და ომის შემდეგ ძმადაც მიიღო „ზარალომ“, უთხრა რომ ყველგან მისი იმედი შეეძლო ჰქონოდა. ასე დააქორწინეს დაჩი (ზარალო) და სოფო. დათა მაშინვე დაბრუნდა საქართველოში. ^^^ ყველაფერი მოუყვა დათამ. თავიდან შოკში იყო და ვერ იჯერებდა. თავი რომელიმე კრიმინალურ სერიალში ეგონა, ლამაზ გოგოს რომ გადაეკიდებიან. თურმე „ზარალოს“ მსგავს ადამიანებსაც შეძლებიათ სიყვარული. ჩემი აზრით, ყველანაირ ადამიანს შეუძლია სიყვარული... რადგან თავად ეს გრძნობა არის ბრმა და ის არ გვაძლევს უფლებას ადამიანი რაიმე ნიშნის მიხედვით განვასხვავოთ.. გავრიყოთ. შეეცოდა კიდეც დათო, ამდენის გადატანა რომ მოუწია, მის გარეშე. რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა, მერე კი ფეხზე წამოდგა და თავჩაღუნულს მთელი ძალით შემოხვია ხელები. ამ ჩახუტებაში ჩაატია ყველა მონატრება. ყველა თბილი ოცნება. ყველა ლამაზი სიზმარი. და ყველაზე დიდი სიყვარული! -ახლა აქედან, მე და შენ, მთაწმინდაზე თუ არ ავალთ, გავგიჟდები! -შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა და ღიმილით ჩახედა აწყლიანებულ თვალებში. -არ მინდა ჯერ გათხოვება. -ამოისრუტუნა ცრემლმორეულმა. ჯერ „ფლირტის“ ულამაზესი პერიოდი უნდოდა ჰქონოდათ.. ამიტომ შეეწინააღმდეგა. -არ თხოვდები.. და მთაწმინდა შენთვის ხელის თხოვნასთან ნუ ასოცირდება! იქედან, მთელს ქალაქს უნდა დავუყვირო, რომ 'მე მიყვარს ელენე ერისთავი.' ტოჩკა. ლიჩელს უმადლოდეთ. მომატყდა ხელები! ვერ დაგწყვიტეთ გული. ლავლავ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.