უშენოდ ცხოვრება რათ მინდა? ნაწილი პირველი
ფანჯრის რაფაზე იჯდა ჩაით ხელში და უყურებდა ხალხს, ხანდახან თვალს კორპუსის შესასვლელისკენ აპარეებდა, რადგან ზუსტად იცოდა მამამისი როგორც ყოველთვის ახლაც მთვრალი მოვიდოდა და შეიძლება ისევ ეცემა, ამიტომ არ უნდოდა თვალში გაჩხეროდა. დედამისიც სვავდა, ორივე რასაც შოულობდა ფულს სასმელში ხარჯავდა. არცერთს არ აინტერესებდა თავისი ერტადერთი შვილი. მხოლოდ მამიდა ეხმარებოდა ნინას, რომელიც უკვე 5 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. იქიდან უგზავნიდა ფულს, ტანსაცმელს ყველა საჭირო ნივთს რაც კი სჭირდებოდა. მეგობრები არ ჰყავდა და ეს უფრო და უფრო ამძიმებდა გოგონას ცხოვრებას. კორპუსში შემავალი ლაშა, რომ დაინახა სწრაფათ ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან და თავის ოთახში შევიდა, სადაც ფანჯარა არ იყო. მეცადინეობა დაიწყო, ძალიან კარგად სწავლობდა, რადგან იცოდა თუ 100% დაფინანსებაში არ მოხვდებოდა მშობლები სწავლის საფასურს არ გადაუხდიდნენ, მას კი ძალიან უნდოდა სწავლის უმაღლესში გაგრძელება, სურდა წარმატებული ჟურნალისტი გამხდარიყო. იმეცადინა თუ არა დასაძინებლად დაწვა. როგორ უნდოდა ახლა მის ოთახში დედა შემოსულიყო, თავზე ეკოცნა და ტკბილი ძილი ესურვებინა, მაგრამ 18 წლის განმავლობაში ეს ერთხელაც არ მომხდარა. ძალიან ლამაზი იყო ნინა გრძელი წაბლისფერი თმით, დიდი ვარდისფერი ტუჩებით, თეთრი ნაზი კანით. მაღალი და ულამაზესი იყო. თქვენ გინახავთ სრულყოფილება? მე არ მჯერა, რომ სრულყოფილი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ერთი შეხედვით იტყოდით, რომ ეს გოგო თვით სრულყოფილება იყო. გარეგნულათ ხომ ლამაზი იყო, შინაგანათაც ისეთივე იყო. ყველაზე მეტად მის გარეგნობაში თვალები იყო რაღაც საოცარი, მწვანე ძალიან უცხო მწვანე ფერის, რომელშიც მუდამ სევდას ამოიკითხავდით. დილით მაღვიძარამ გააღვიძა სწრაფად ცაიცვა ტელეფონს დასწვდა, როელიც მამიდამ გამოუგზავნა და სკოლაში წავიდა. საშინლად გაიწელა 3 გაკვეთილი, ბოლოს ადგა და წამოვიდა. ტელეფონში სიმღერას რთავდა ვიღაცას მთელლი ძალით, რომ შეასკდა და დაბლა დაეცა. უცნობი სწრაფად მივიდა და ნინა წამოაყენა. _ კარგად ხარ? საოცარი ბარიტონით კითხა ბიჭმა. _ კი მადლობა. ბოდიში ჩემი ბრალი იყო შარვლის წმენდას მორჩა ნინა და უცნობს ახედა. მის წინ უსიმპატიურესი ბიჭი იდგა მოკლე თმით და წვერით, თაფლისფერი თვალებით სახე სერიოზული ჰქონდა და ცოტა საშიშიც მაგრამ, ეს მის გარეგნობას უფრო მეტად უხდებოდა და საშინლად სიმპატიურს ხდიდა. ერთხანს გოგონას თვალები გაუშტერდა, მაგრამ უცბათ გონს მოეგო. არანაკლებ გაოცდა ამ საოცრების დანახვისას უცნობი. _ არაუშავს ისევ ბოხი ხმით თქვა ბიჭმა. _ კარგი უნდა წავიდე ნინამ ჩანთას ხელი მოკიდა და ისე, რომ ბიჭის პასუხს არც კი დაელოდა სკოლიდან წავიდა. იმის მერე ნინას უცნობი მხოლოდ ერთხელ გაახსენდა, რადგან საერთოდ არ ქონდა დრო ვიღაც ბიჭზე ეფიქრა, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახა. ______________________________________________________________ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სრულ დაფინანსებაშიც მოხვდა, აიხდინა ის რაც დიდი ხანი უნდოდა. საღამოს 8 საათი იყო ნასვამი მამამისი ოთახში, რომ შეუვარდა. _ რას აკეთებ? შეეშვი მაგ წიგნებს და იმუშავე სახლში ფული მაინც მოიტანე. გაბრაზებულმა უთხრა ლაშამ და წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა ძირს, რომ არ დავარდნილიყო. _ ნუ იყიდით საჭმელს და გექნებათ ფული. დაიყვირა გოგომ. _ ვის უბედავ? დაიღრიალა ლაშამ და სახეშ ხელი გაარტყა ნინას მერე მეორეჯერაც და გოგონა ლოგინზე დაეცა. მამამისი ოთახიდან გავიდა. ტირილი დაიწყო უკვე 18 წელია ასე იტანჯება. 1 თბილი სიტყვაც კი არ ახსოვს მშობლებისგან. მთელი ღამე ტირილში გაატარა. მეორე დღეს უნივერსიტეტში გამოუძინებელი წავიდა, ჩალურჯებები სახეზე ძლივს დამალა, არადა ჯერ მხოლოდ პირველი დღე იყო უნივერსიტეტში. შევიდა თუ არა შენობაში ყველამ მას დაუწყო ყურება. იმიტომ კი არა, რომ ცუდად ეცვა, არა პირიქით ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ წყვეტდნენ.ნინა მიდიოდა და ფიქრობდა იქნებ ახლა მაინც შეეძინა მეგობრები, ცხოვრებაში პირველად. ან იქნებ აქაც არავის ნდომებოდა მასთან ურთიერთობა. აუდიტორია მოძებნა, შევიდა და ბოლოში დაიკავა ადგილი. დაჯდა თუ არა ცოტა ხანში გვერდით გოგო მიუჯდა. _ გამარჯობა მე თიკა ვარ მხიარულად უთხრა გოგონამ. ნინას გაეღიმა და ცოტა გაუკვირდა კიდეც. _ გამარჯობა მე ნინა. _ ვაიმე რა ძალიან ლამაზი ხარ აღრფთოვანება ვერ დამალა თიკამ, არადა თვითონაც ძალიან ლამაზი იყო. _ მადლობა აწითლდა ნინა. _შენც ძალიან ლამაზი ხარ ბოლოს დაამატა. _ კარგი ნინა რა რისი გრცხვენია, ჩათვალე მეგობრები ვართ ღიმილით უთხრა თიკამ, მაგრამ წამში დასერიოზულდა და ბოლოდ დაამატა. _ ნუ თუ თანახმა ხარ რათქმაუნდა. ნინამ გაოცება ვერ დამალა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასე მალე დაუმეგობრდებოდა ვინმეს. _ კი...კი რათქმაუნდა. გახარებული დაეთანხმა ნინა. აუდიტორიაში ვიღაც გოგო სირბილით შევარდა, თან იცინოდა. _ აი პროსტა თქვენ აზრზე არ ხართ დერეფანში ვინ დავინახე. აჟიტირებული იყო გოგო. _ ვინ? ყველამ გაოცებულმა შეხედა. _ თორნიკე მესხი. აი რა საყვარელია ასეთი საყვარელი თუ იყო ვერც ვიფიქრებდი. ყველას სახეზე გაოცება, შური და სიხარული გამოხატვოდა. _ ვინ არის თორნიკე მესხი? გაკვირვებული მიუტრიალდა ნინა თიკას. _ ჩემი დის კურსელია მეოთხე კურსზე სწავლობს. თითქმის ყველა იცნობ. გოგოები ეტენებიან, მარა ეს ძაან დასტოინი ტიპია და იმათ არაფერი არ გამოსდით. თავის სასტავი ყავს ძაან შარიანები არიან, პოლიციაში იმდენჯერ იყვნენ ყველას ჩაუძმაკაცდნენ მგონი, სხვათაშორის ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია. ყველა გოგოს მოსწონს ნუ თითქმის ყველას. ამოუსუნთქებლად ლაპარაკობდა თიკა. _ ვა პირელად მესმის მხრები აიჩეჩა ნინამ და აუდიტორიაში შემოსულ ლექტორს გახედა. ლექციები მალე დამთავრდა. თიკა და ნინა ერთად მიდიოდნენ, ვიღაც, რომ მთელი ძალით შეასკდა და გოგონა ძირს დაეცა. ნინამ ბიჭს შეხედა და წამით გაოცება გამოესახა სახეზე. _ ისე ჩვენ სულ ასე უნდა ვხვდებოდეთ? ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა. _ ჰო რავიცი ნინამ ნაბიჯი გადადგა და კვლავ უკვე ნაცნობის მკლავებშ მოექცა. თიკა ამ სანახაობას გაოცებული უყურებდა და არამარტო თიკა უნივერსიტეტის თითქმის ყველა გოოგო. _ აუ ფეხი ამოიტირა ნინამ და ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა. ბიჭი გაოგნებული იყო ამ მშვენიერებით , რომელსაც ტირილიც კი საოცრად უხდებოდა. წამში მოიქცია გოგონა თავის მკლავებში, უნივერსიტეტიდან გაიყვანა და თავის მანქანაში ჩასვა, შემდეგ თვითონაც მიუჯდა საჭეს და სწრაფად მოსწყდა ადგილს. მთელი უნვერსიტეტი კი ამ სანახაობას პირდაღებული უყურებდა. გამარჯობა ახალი ისტორიით დავბრუნდი. მგონი დიდი თავია. მოგეწონათ? გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.