შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ თუ მიშველი (1)


15-05-2015, 19:02
ავტორი Kawaii
ნანახია 1 892

- მია მესამე მაგიდასთან ის მამაკაცი 1 საათი ელოდება თავის შეკვეთას,გინდა რომ საერთოდ სამსახურს დაემშვიდობოო? გაინძერი!! - პატარა სულელ გოგონას მკაცრი ტონით და თვალების ბრანცალით მესამე მაგიდისკენ მივახედე! ქუსლებზე შემოვტრიალდი,უკმაყოფილოდ შევედი სამზარეულოში!
- თომა,ცოტა მალე იმოძრავე და ნუ ლასლასებ.. ძილს მერეც მოასწრებ!- მთელი ორი საათის განმავლობაში ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნა და ჩემი თანამშრომლები დამეტუქსა.. რადგან ამ ბოლო დროს ჩვენი რესტორანი „ზინზილა მიმტანების ქარხანად“ შერაცხეს.. ამას არ დავუშვებდი,კრიტიკოსებმა კერძებს და ინტერიერსაც კი ვერაფერი დაუწუნეს,ნებას არ მივცემდი მამაჩემის ნაწამები საქმე ამ იდიოტმა, „ინვალიდმა“ მზარეულებმა და მიმტანებმა წყალში ჩაყარონ. ამ დროს,კაბინეტიდან მამაჩემი მეძახდა,წარბშეკრულმა მოვავლე თვალი სამზარეულოს და ოთახში შევედი.. მამაჩემის ოთახი არყის სუნით ყარდა.. მამა რუსი მყავს,ამიტომ მიხვდით ალბათ,რატომ ღვინის სუნიმა ჩემს ტვინს სასიამოვნო დარტყმა არ ხეთქა.. და მაინცდამაინც არყით გატენილი ოთახის შეღებას მაიძულებდნენ..
- კარგი რა მამა,სახლშიც სვამ,აქაც სვამ.. ერთხელაც იქნება და მართლა გადაგიმალავ მაგ შენ არაყს!! - უკმაყოფილოდ გავაღე ფანჯრები,რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო ოთახში და კაბინეტი ნამდვილ კაბინეტს დამსგავსებოდა და არა „ლოთების თავშესაფარს“,სადაც ალბათ პირველს მამაჩემს ჩავწერდი.. თუმცა სიმართლე უნდა ვთქვა,რომ აქამდე არ დაულევია ამდენი,ახლა როდესაც რესტორანს ამდენი პრობლემები აწვება,თან თანხაც არასტაბილური შემოდის,ამიტომ ცოტა თავს აძლევს საშუალებას,ფიქრისგან დაღლილმა ერთი ორი,ან სამი ჭიქა არაყი გადაჰკრაას და სულ სხვაგან „გაფრინდეს“. როდესაც ოთახი მივულაგე,ცოტა ადამიანურ სამყაროს დავამსგავსე,დივანზე ჩავეშვი და ყურადღებით შევავლე თვალი ჩემს გაჭაღარავებულ მამიკოს..
- აბაა,ლიზა,მგონი დროა რომ საბუთებს ხელი მოვაწეროთ და ჩვენი რესტორანი უფრო მეტად გავლენიან პატრონს ცავაბაროთ!!-შუბლში იტაკა ხელი მამამ და იდაყვს დაეყრდნო.. სახეზე ღიმილი მთლიანად გამიქრა,უფრო უარესიც გული კოჭებში ჩავარდა და ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს ხელახლა დავიბადეო.. ოღონდ ამაზრზენად მტკივნეული იყო.. ეს რესტორანი ხომ ჩემი იყო,ამდენი ხანია ჩემი ჰქვია და ასე ერთი საბუთზე ხელის მოწერით უნდა გამოვემშვიდობო ამ ბედნიერებას?
- არაა,კატეგორიულად უარს ვაცხადებ! მამა მე ამაზე არ ვარ წამსვლელი.ყველაფერს გავაკეთებ,რომ ჩვენი რესტორანი უკეთესი გავხადო,გეფიცები!! გთხოვ რა,ძალიან შევეჩვიე აქაურობაას!-თვალებზე პატარა ბავშვივით ცრემლები მომადგა და მამიკოს კალთაში ჩავუჯექი,“თავტყლიპინა“ თავზე დავადე ნიკაპი და ერთ წერტის უაზროდ მივაშტერდი..
- არა,ლიზა,მეტი დრო არ გვაქ.. უნდა მივყიდოთ! სხვა გამოსავალი არ არის გამიგე,ამ ფასად სხვაგანაც გავხსნით რესტორანს და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი,მხოლოდ მე და შენ!
- არა,მაა, - ფეხზე წამოვხტი,კარგი იდეა მომივიდა თავში და ჩემს თავზე ამაყმა,თვალებგაბრწინებული მამას გავხედე..- ესეიგი,მაა,ბოლო 3 თვე მომეცი,მანამდე გთხოვ ნუ მოაწერ ხელს ნურაფერს.. 3 თვეში ზუსტად ამ რესტორნზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს,მენდე,არ გაგიცრუებ იმედებს!!
- ლიზიკო,შენზე მეტად მე მინდა ამ რესტორნის შენარჩუნება და უარს როგორ გეტყვი..- წინადადების დასრულება არ ვაცადე,გახარებულმა და ახალი იდეებით შეპყრობილმა ისე გამოვიხურე კაცი და ჩემდა საუბედუროთ თომას შევასკდი.. შენელებულ კადრში ნათლად ჩანდა მისი დამცინავე სახე,რომელმაც საერთოდ ვერ შემამჩნიეს და კიდევ ის წყეული ტომატით გათხაპნული და ფეხებგადაშლილი ქათამი,რომელიც პირდაპირ ჩემს ფაფუკ ატლასის მაისურს დაეცა.. ისეთი სისწრაფიდ მოხდა ეს ყველაფერი,რომ „დაჟე“ვიგრძენი,როგორ იკივლა ქათამმა მანამ სანამ ჩემს მკერდზე ადგილს დაიოყრობდა..
- თომააააააააააააა-ისე დავიყვირე,რომ რესტორანში მსხდარ ხალხს საცოდავი ლუკმა პირში გაეჩხირათ და მიმტანები ალბათ წყლის მიწოდებაში იყვნენ გართულები.. მაგრამ მათ რას დავეძებდი..
- ლი..ლიიიზიი.. ქალბატონო ლიზი.. მე მე ვერ დაგინახ-სახეზე თომას ხან წითელი ფერი გადაეკრებოდა,ხან ყვითელი,ხან მკვდარი უროსავით თეთრი,ფიფკინა გახდებოდა.. ისედაც გაღიზიანებული ვიყავი და კიდევ ამ იდიოტმა დამამატა..
- შენნ!! თვალები რისთვის გაბიაა,თან ორიი ერთად??? არ უნდა იყუროო??- ვუკივლე საცოდავს. უკან მათე და ლაშა იცინოდნენ,მაგრამ მაგათთან ჩხუბის თავი არ მქონდა.. მამაჩემიც კი გამოვიდა ბარბაცით კაბინეტიდან და ჯერ წარბები შეკრა, მერე კი სიცილ-ხარხარი ატეხა და მთელი სამზარეულოც მას მიჰყვაა.. წამით მეც გამეცინა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ ამ დათხვრილი ზედით ვერ მოვაწყობდი დღეს მოლაპარაკებას იმ ტიპთან,რომელსაც ჩემი რესტორანი სურდა ასე გამალებით!
- ჯანდაბაა-ჩემთვის ჩავიდუდღუნე და საპირფარეშოსკენ წავედი.. გზაში კი ჩემი უკმაყოფილო სახით ყველას მოვუშხამე ალბათ დღე.. რესტორანს საერთო ტუალეტი ჰქონდა.. ანუ ისეთი პირველ კარებს რო შეაღებდი სარკეები იყო მთლიან კედლებზე და მარჯვნივ გოგოების ტუალეტში შედიოდი,მარცხნივ ბიჭების.. ამ სარკეებთან გავჩერდი და ჩემს დათხვრილ მაისურს შევხედე..
- ჯანდააბაა!! ასეთი უიღბლო როგორ უნდა იყო ლიზა,ჯანდაბაა... დღეს როგორ ვნახო ვახტანგი! ასე რომ დავენახო სასაცილოდ ამიგდებს.. კარგიი რაა თომაა!! ფუ ამისს- ვერც შევამჩნიე ისე შემოვიდა საპირფარეშოში მამაკაცი,თავი როდესაც ავწიე და მკერდიდან ხელები ჩამოვიღე,სარკიდან დავინახე ამ მამაკაცის ცინიკური სახე.. ალბათ ამდენი ხანი ისმენდა ჩემს გოდებას!!
- რა გაცინებთ? რა არი ამაში სასაცილო?- გაბრაზებულმა შევხედე ამ მამაკაცსს და გოგოების ტუალეტის კარი შევაღე.. ვიფიქრე თუ ამ მაისურს ამოვრეცხავდი ლაქა არ ექნებოდა,აქვე გავაშრობდი და მოკლედ ჩემი ქალური ინტიუიცია მეუბნებოდა რომ ამ მაისურიდან ტომატის ლაქის ამოღება ჩვეულებრივი ამბავი იყო.. მაგრამ ოხ ეს ქალური ინტუიციაა,სულ დამღუპაა.. შევაღე კარები და ღილების შეხსნა დავიწყე.. წარბშეკრულმა გავიხადე მაისური და ონკანს შევუშვირე.. ლაქა არ ამოდიოდა.. კარიდან მამაკაცის ხმა გავიგონე:
- ხომ არ დაგეხმაროთ?- მის ხმაშიც კი იგრძნობოდა ცინიზმი..
- არა თქვენ მე ვერაფრით მიშველით
- და მაინც,იქნებ როგორმე გიშველოთ? შეიძლება შემოვიდე?
- არაა არ შეიძლება,გმადლობთ მაგრამ ვერ მიშველით,შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ლობსტერის ჭამა დარბაზში.. დიაახ,ეს ის ტიპი იყო მესამე მაგიდასთან რომ იჯდა და ასე დაჟინებულად და გაბრაზებული სახით უმზერდა იმ ხალხს,რომლებიც ასე გულიანად აგემოვნბედნენ ჩვენს კერძებს.. და მაინც კარის სახელური ქვემოთ იწევა და მალევე გოგოების საპირფარეშოში წელს ზემოთ ნახევარ შიშველი მე ვდგავარ და ის ახოვანი ასეთი ცინიზმით სავსე მამაკაცი.. ალბათ არ ეგონა,რომ მართლა ვცდილობდი ამ ლაქის ამოყვანას. სახეზე სიბრაზემ იმატა და ვსელი მაისური მკერდზე მივიდეე..
- როოგოორ ბედავთ,ეს ხომ ქალების საპირფარეშოა,დროზე გაბრძანდით აქედან,თორე დაცვას დავუძახებ!!
- მანქანით ხართ?- მკითხა და სრულიად ჩვეულებრივად დამიიგნორა ჩემი სიბრაზეე!
- რა თქვენი საქმეაა,გაბრძანდით-მის მკერდზე მივადე ჩემი ხელის გულები და ძლიერი ბიძგით ვეცადე ადგილს მომეწყვიტა,მაგრამ ამაოდ.. მხრებში ჩამავლო ხელი და თვალებში შემომხედა.
- მე მხოლოდ თქვენი დახმარება მინდა, მეტი არაფერი,ბოლოჯერ გეკითხებით მანქანით ხართ? თუ არა? ახლავე იცვამთ ამას-ხელები მხრებიდან ჩამოიღო და თავისი ქურთუკი გაიხადა,გამომიწოდა.. - და მომყვებით მე!! არც გაბედოთ შეწინაამღდეგება.. ალბათ იმდენად მომაბეზრებელი მომეჩვენა,რომ მალევე მინდოდა მისგან გათავისუფლებად,ზუსტად ამიტომაც დავთანხმდი.. მისი ქურთუკი ჩავიცვი,მაისური გავწურე და დარბაზისკენ წავედით.. წელზე ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა.. მის ხელს მკაცრად დავეჯაჯგურე,მაგრამ გაწევა არც უფიქრია,ყურთან კმაყოფილი ჩაცინება გავიგონე და უკმაყოფილოდ ჩავჯექი მანქანაში..
- სად ცხოვრობთ?- მარცხენა ხელი ტუჩთან მიიდო და ცალი თვალით გადმომხედა.
- ამ ქუჩის ბოლოს,ჯერ წინ იარეთ და გეტყვით სადაც შემოუხვიოთ.-ფანჯარაში გავიხედე და მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა.. ბოლოს სადარბაზოსთან მიმიყვანა,მადლობა თავაზიანად მოვუხადე და უკანალის რხევით პადიეზდში ავედი.. კარები როდესაც გავაღე,მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,რომ მისი ქურთუკი ისევ მე მქონდა.



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს მარა ძველ ისტორიას არ გააგრძელებ აუ გააგრძლელე რა love

 


№2  offline წევრი Kawaii

lamazmani
კაია მომწონს მარა ძველ ისტორიას არ გააგრძელებ აუ გააგრძლელე რა love

Uiii kargiii <3 dzvels gavagrdzeleb mere amas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent