შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მავნე (1)


15-05-2015, 22:55
ავტორი Feride Beradze
ნანახია 2 001

მე მალვინა რუხაძე ვარ. 18 წლის. მოკლედ აღგიწერთ ჩემ თავს: არც ისე მაღალი,შავი მხრებამდე თმებით, ყავისფერი თვალები და ცოტა პუტკუნაც.მოკლედ არც ისე ლამაზი. სხვებისგან არაფრით არ განვსხვავდები.ვცხოვრობ სოფელში, თუმცა სოფელის კვალობაზე საკმაოდ განვითარებულია. როგორც მასწავლებლები ამბობენ ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი. მაგრამ მათი აზრი დიდად არც მაინტერესებს. მე მათთვის კიარა ჩემი მომავლისთვის ვსწავლობ. ესაა ჩემი მოკლე აღწერა. ნელ-ნელა კი უფრო მეტს გაიგებთ.
დაიწყო ჩემი სკოლაში სწავლის ბოლო წელი. ყველაზე დატვირთული და ემოციებით სავსე. ვცდილობდი წლების განმავლობაშ დაგროვებული ცოდნისათვის თავი მომეყარა. ამაში მასწავლებლებიც მეხმარებოდნენ. ასევე ვანალიზებდი რომ სკოლა, და მასთან ერთად ჩემი ბავშვობაც მთავრდებოდა. გადავდიოდი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვიცოდი ეს ასაკი ძალიან მომენატრებოდა ამიტომ ვცხოვრობდი დღევანდელი დღით. ვერთობოდი კიდეც და წიგნებზეც კარგად ვურტყავდი თავს. და უამრავი გათენებული ღამის შემდეგ დადგა გამოცდების დღეც. მამაჩემმა ბავშვობიდან ჩამინერგა რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნერვიულობით ვერაფერს ვუშველიდი და ამიტომაც ტყუილად არ ღირდა. ვიცი რთულია მაგრამ ეს იმდენად მქონდა ჩანერგილი რომ არც ვნერვიულობდი. მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი გამოცდების ემოციებით. არც ბოლო ზარის და ბანკეტის. სადაც უამრავი ვიცეკვე და ვიმხიარულე. მე ხომ ის გოგო ვარ რომელიც არასოდეს ტირის სხვების დასანახად და სულ ყურებამდე გაღიმებული დადის. მოკლედ გადავაგორე ეს ეტაპიც და გამოცდების პასუხებიც გავიგე. და იციით?? მიზანს მივაღწიე. რისთვისაც ამდენს ვშრომობდი მივიღე და უბედნიერესი ვიყავი.. სტუდენტი გავხდიიიიი..
დადგა სექტემბერი. ჩემი ცხოვრება მთლიანად, ძირფესვიანად შეიცვალა. ახლა უკვე ჩემს საუკეთესო მეგობართან ლილესთან და დედამისთან ერთად გადავბარგდი ჩემს ახალ ბინაში.სტუდენტობა ჩემთვის სიზმარივით იყო. ეს ხომ ოქროს ხანაა ადამიანის ცხოვრებაში..
-მავნეეეე!! (რატომღაც ყველა ასე მეძახის. მმმ ნეტა რატო>?? :D თან მალვინა-მავნე ერითმება და ეს ჩემმა გენიოსმა დაქალმა აღმოაჩინა)
-ჰოო
-დავაგვიანეთ!!
-ხუთი წუთი რაა.. მოიცა რააააა??? დავაგვიანეთ??
-ჰოო სწრაფაად.
5 წუთში თქვენ წარმოიდგინეთ გამოფხიზლებაც მოვასწარი და ჩაცმაც. და რომ მოვიხედე ლილე გაოგნებული მიყურებდა.
-არ მივდივართ??
-აა ჰოო ჰოო... წავედით.
ლილეს მანქანა ყავდა. პრავა კი ორივეს გვქონდა. დავჯექით და უნივერსიტეტში წავედით.
-ლილეე..
-ჰოო
-კი გვეჩქარება მაგრამ ისეც ნუ იზამ რომ პირდაპირ სამოთხეში გამიშვა.
-ხარაშოო.
ორივე თსუ_ში ვსწავლობდით ოღონდ ის სამართალი, მე ბიზნესი. ასე რომ.. დაშორება გვიწევდა.
შენობაში ელვის სისწრაფით შევვარდი მაგრამ რათ გინდა! დამაგვიანდა. კი შეიძლებოდა შესვლა მაგრამ ასე ყველაზე საზიზღარ სიტუაციაში, ყველას ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებოდი. ამას ისევ გაცდენა მერჩია. ესეც ასე! უკეთეს პირველ დღეს ვერც ვინატრებდი. გამოვედი და გარეთ დავიწყე ცდა. რა მეკეთებია? ხის ძირში ჩამოვჯექი და „ნაუშნიკები“ გავიკეთე. Never open myself this way. Life is ours. we live it our way.all these words I don’t just say. Nothing else metter…
-რატო ხარ ასე დაბდური რატო. ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოს.
-აუუ ლილეე აღარ გაჩერდები?
-უნივერსიტეტამდე მიმყავხარ და იმდენს ვერ მოაბი თავი რო ერთ ლექციას დასწრებოდი მაინც?
-ჰო მაგრამ.. ჩამეძინა და რა მექნა.
-მე ვიცი რასაც გავაკეთებ.მაცადე!
-ოოჰო ვითომ მართლა ღელავდე.
-ხო ნუ ეგრეც არ ვღელავ რასაც ვლაპარაკობ მარა ასწორებს ჭკუას რო გარიგებ.
-მოკეტე!
-ხარაშოო..
-ოკ
როდესაც ჩემ დაქალთან ერთად ვიყავი არაფრის მეშინოდა. ვგრძნობდი, ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით. ან როგორ ამბობენ? - ერთი სული ორ სხეულში.
-კატოო (ლილე)
-ჰოო დედუ მოხვედიით??
-ჰოო.. აუუ მშია დეე
-მავნეს რა ჭირს?
-იმას ნუღა მახსენებ!
-რამე გააფუჭა ჰოო?
-ჰოო.. ყველა ლექცია გააცდინა და მიზეზი? დაეძინა გოგოს.
-ოო ეგ არაფერია, მოდით ჭამეთ დილიდან მშიერები ხართ.
-დედა!!
-კაი ერთი დღის გაცდენით არაფერი დაშავდება.
-მიყვარხაარ!! (მე)
-მეც (კატო)
-მე ეგრე ვაბშე ორივე მიყვარხართ!! (ლილე)
დრო სწრაფად გადიოდა.. დღეები, კვირები, თვეები და. უკვე გაზაფხულიც დადგა. ყველაზე მეტად მიყვარს ეს დრო. ყველაზე ხალისიანი, ცოცხალი. გაზაფხულს ბევრი რამის დაწყებას, დაბადებას უკავშირდება (მეც გაზაფხულზე დავიბადე) . აი კიდევ ერთ სიმღერაში როა ცოტა კიდე მოითმინე გულო გაზაფხულზე სიყვარული მოვაო. სიყვარული არა კვახი !. ამხელა 18 წლის გოგო ვარ და არც ერთხელ არ მოსულა სიყვარული.. იტყუებიან ესენი რაღაცას.
უამრავი მეგობარი გავიჩინეთ.უნივერსიტეტშიც ერთ ერთი საუკეთესო ვარ. მე და ლილეს სიმღერა გვეხერხება თან ფანდურზე ვუკრავთ და უკვე ყველა გვიცნობს. სულ ვიცინით, ვმღერით, და ვერთობით. ლილე ძალიან ლამაზია.თითქმის ჩემი სიმაღლის დიდი მწვანე თვალები აქვს. შეყვარებულიც ჰყავს, უცნაურია მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე მისი გაცნობა. მე კი თაყვანისმცემლებით ამით ვერ დავიკვეხნი. მაგრამ მეც მყავს რამდენიმე. თუმცა ჩემ უკუღმართ გონებას დიდად არც ჯერა სიყვარულის და ალბათ ვერც დავარწმუნებ.
-რალამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს მავნეეს დაბადებისდღეაა!! გილოცაააავ.. -მძინარეს დამადგა თავზე ღამის თორმეტ საათზე.
-მმმ რაა? რა დაბადებისდღე აგიტყდა ამ შუაღამეს გოგო. მძულხარ!
-მეც ძაააალიან მიყვარხაარ !! -ზედ დამახტა და გამომაფხიზლა.
- შენ რომ არ მყავდე როგო უნდა მეცოცხლა? (ჩავეხუტე)
-რავი. მოახერხებდი რამეს.
-საზიზღარო მეძინება. (და ასე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა)
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დილით ჩემით გავიღვიძე. ჩემი „მრავალფეროვანი“ გარდერობიდან ჯინსის შარვალი, და თეთრი მაიკა ჩავიცვი, ხოლო ფეხზე კედები. შემდეგ სარკესთან დავდექი და ჩემ თავს დავუწყე ლაპარაკი: უკვე ცხრამეტის ხარ. ოოჰ როგორ გაზრდილხარ გოგოო. აბა შეეცადე დღეს არაფერი გააფუჭო და ჭკვიანად მოიქცე. უცებ უკნიდან ლილეს ისტერიკული სიცილი გავიგონე და ჩემ თავთან დამშვიდობება მომიხდა.
დაბადებისდღე ყოველთვის პატარა ბავშვივით მიხაროდა და ახლა მითუმეტეს. თან შაბათი იყო და შეგვეძლო მთელი დღე გვებოდიალა. მეგობრებმა მომილოცეს ყველამ. ლილე ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. სულ ცქმუტავდა. აშკარად რაღაცას აპირებდა მაგრამ რას? სახლიდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით.
-საეთ?- ვიკითხე.
-მალე ნახავ.
-კაი
არ ვიცოდი სად მივდიოდით. მაგრამ ვიცოდი ცუდ ადგილზე არ წამიყვანდა. ხიდთან გავჩერდით. ძირითადად ბიჭებს მოეყარათ თავი. ვცდილობდი ნაცნობი სახეები დამენახა მაგრამ ვერავინ ვიცანი.
-სად ვართ?
-ვერ ხვდები გოგო?
-ნწწ.
- რა იყო შენი ოცნება? რითაც ამდენი ხანი მიჭამდი ტვინს?
-მმ ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომა.
-კიდევ?
-საჰაერო ბურთით ფრენა.
-ე გოგო დაეშვი მიწაზე.
-ჰოო და კიდევ.. ლილე... რაა?? ეს რა.. ის არი რაც მე მგონია?? როგორ. ვაი გულო
-ჰოო ჰოო. შენი დაბადებისდღის საჩუქარი.
- არ არსებობს!!
-არსებობს.
ეს იყო (bunjee jumping)ხიდიდან ბაგირით ხტომა.
მანქანიდან კიარ გადავედი გადავფრინდი. ნუთუ ეს ამიხდებოდა? აუ რა მაგარია. სულელურია მაგრამ ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. და ახლა ამიხდებოდა. გული მიფრიალებდა სიხარულით და ყელში ბურთი მაწვებოდა ამდენი ემოციებით. ხიდზე მივდიოდით.. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გამაკანკალებდა ხოლმე. ცოტა მეშინოდა კიდეც.ცოტა კიარა ძაან მეშინოდა მაგრამ როგორ ვიტყოდი რამეს. ბოლო ბოლო ჩემი ოცნება ახდენის პირას იყო. ლილე ბიჭებთან მივიდა და გამოელაპარაკა თან მისი შეყვარებული, ბექაც იქ ყოფილა რომელსაც რაღაცატომ აქამდე არ ვიცნობდი და გამაცნო.საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა ლილესთვის შესაფერისად რომ ჩამეთვალა ბევრი ძალისხმევა დასჭირდებოდა.დანარჩენი ალბათ მისი ძმაკაცები იყვნენ. ბექა და ლილე ერთად გადახტნენ. ერთი, ორი და.. წყვილი ჰაერშია. ალბათ რა მაგარი შეგრძნებაა. ბექა ზემოთ ბიჭებს ცერა თითს უჩვენებდა მაგარიაო. ერთს მეორე მოყვა და თითქმის ყველა გადახტა. მხოლოდ ერთი დარჩა. საკმაოდ სიმპატიურები იყვნენ. ეს ბოლო? ალბათ ყველას ჯობდა. მაღალი და შავგვრემანი. კუპრივით შავ თვალებში პატარა ბურთულები დახტუნავდნენ. რა ლამაზი ღიმილი აქვს.. არა! მალვინა მოეშვი მასზე ფიქრს. სადაცაა შენი ოცნება ახდება და შენ რა სისულელეებზე ფიქრობ. თანაც ვარიანტი არაა იმნაირმა ბიჭმა შემოგხედოს. ნუღა მიშტერებიხარ დებილივით და სხვა რამე უფრო ნორმალურზე იფიქრე.
-თქვენ არ ხტებით? -ჰკითხეს ბიჭს
-მოდი მანდილოსანს დავუთმობ. როგორც ჩანს სულ არ ეშინია. (დამცინავად ჩაილაპარაკა)
ოოჰოო ეს ჩემზე თქვა? გაკვირვებულმა შევხედე.
-გმადლობთ არ მინდა. როდესაც ჩემი რიგი მოვა მაშინ გადავხტები.
-მივხვდი. გეშინია და არ გინდა რომ ჩვენთან შერცხვე? შეხედე სადაცაა ტირილს დაიწყებ.
მე და ტირილი? ჰმ რა სისულელეა.ისე ცოტა კი მეშინია. რა თავხედი ვიღაცაა მომიშალა ნერვები. აი, უნდა რომ ოცნება ჩამიშალოს მაგრამ ვერ მივართვი. მალვინა არ დაუთმო.
-არა, მე არ მეშინია აი თქვენ კი როგორც ჩანს გეშინიათ და ცდილობთ თავიდან აიცილოთ.
-იცოდე ვის როგორ უნდა ელაპარაკო. ჯერ შენ გადახტები გასაგებია?
-არ გადავხტები.
ისე ვიყავი გაბრაზებული რომ ცოტა მიკლდა და ხიდიდან გადავაგდებდი. ალბათ სულ აწითლებული ვიყავი. ღმერთო რა სირცხვილია.
-არ ვაპირებ საღამომდე გელოდო.
-ჰოდა არც არავინ გთხოვთ დალოდებას.
ლილე გაოგნებული მიყურებდა. როგორ გამწარებული ვუტევდი ბიჭს. აბა რატო უნდა დამეთმო.
-ეგრე არა? ახლა მისმინე. როგორც მივხვდი ძალიან გინდა გადახტომა და თანაც ეს შენთვის პირველია. თუ ახლავე არ გადახტები ვეღარასოდეს მოახერხებ შენი სულელური ოცნების ასრულება.
გაოგნებული ვიყავი.ამ ადგილის მფლობელი და ეგ როგორც ჩანდა კარგი ძმაკაცები იყვნენ და რასაც ამბობდა აასრულებდა კიდეც. ისე მომინდა ტირილი როგორც არასოდეს. ყელი ამეწვა ცოტაც და ალბათ ცრემლები გაიკვლევდნენ გზას.
-არა!
-კარგი.
-ლილე წავედით.
-არა. (ლილე)
-რა?
-ერთი წუთი მაცალე.
ბიჭს ხელი მოკიდა და ლამის ძალით გაათრია გვერძე. რაღაცეები ელაპარაკა. არ მესმოდა მაგრამ როგორ მინდოდა გამეგონა. ბიჭი მომღიმარი სახით შემოტრიალდა.
-კარგი.
მეტი აღარაფერი უთქვამს. არც გადამხტარა. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ...
გამეხარდა რომ მე მოვიგე. ფარხმალი არ დავყარე და იმ ლუციფერს თავი არ დავაჩაგვრიე. მართალია ლილეს დახმარებით, მაგრამ ჩემი ოცნების ასრულებას ერთი ნახტომი მაშორებდა. მაგრამ მაინც სულში, შიგნით მეწყინა რომ წავიდა...
-მზად ხარ?
-კი
-ერთი, ორი სამი...
აუუ რა მაგარი იყო იციით? წარმოიდგინეთ როდესაც ჰაერში შეიჭრებით და მიფრინავთ. როდესაც გული საგულეში აღარ გაქვთ. გგონიათ ახლა ამოფრინდებაო. ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ. ნელა მიაპობ ჰაერს და ქარი სახეზე და ტანზე გეფინება და გრძნობ რომ აი ეს არის სიცოცხლე და თავისუფლება...
საღამომდე ვიბოდიალეთ. ხან სად ვიყავით ხან სად.და საღამოს სახლში მისულს მონატრებული მშობლები და დაძმა დამხვდნენ მე ერთი და მყავს და 2 ძმა. ჩემზე ცოტა პატარები. ისეთი გახარებული ვიყავი ჩემი საყვარელი ადამიანების ნახვით რომ მეგონა მალე ჭკუიდან შევიშლებოდი.
ახლა ღამის 4 საათია. რა უბედურება მჭირს ნეტა ვიცოდე. თვალი ვერ მოვხუჭე. აუ რატო ვარ ასე უკუღმართი? ისე შეიძლება მე ტვინი უკუღმა მქონდეს? აი ხო არიან ადამიანები მარჯვნივ რომ აქვთ გული ან რამე ამდაგვარი ანომალიით. ჰოდა დავადგინე. მე ტვინი მაქვს უკუღმა. აღფრთოვანებული ვარ ჩემი აღმოჩენით. აუუ ვერ ვისვენებ. უნდა ავდგე. ავდექი და აივანზე გავედი. საოცრად სასიამოვნო სიო ქროდა. მომწონდა ქუჩას რომ გადავყურებდი ხოლმე, ლამპიონები რომ ანათებენ. ეს საოცრად მამშვიდებდა. აივნის კუთხეში ჩამოვჯექი, პლედი მოვიხურე და გისოსებიდან გადავხედე ქუჩას. კაციშვილის ჭაჭანება არარის. მომშორდი დამანებე თავი. არ მინდა არაა. რა საშინელებაა ღმერთო. მეფიქრება. ვიცი რომ არ უნდა ვიფიქრო. წესით ასე არ უნდა იყოს. რატომ მახსენდება გამუდმებით ის ბიჭი? ის ხომ ისე უზრდელად მომექცა და დამამცირა.-ბიჭზე ფიქრი ტვინის ღრმა კუნჭულში მივმალე და თვალები დავხუჭე. იცით? ღამე კარგია.ის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს იმისას რომ დავისვენოთ,მივუტევოთ სხვას, ვიოცნებოთ,გავიღიმოთ და გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები. ისე, ნეტავ მართალია რომ ამბობენ, ღამე თუ არ გეძინება ვიღაც შენზე ფიქრობსო? ნეტა ვინმე ფიქრობს ახლა ჩემზე? რა სისულელეა! ახლა ხომ 4 საათია. მაგრამ მაინც, იქნებ ფიქრობს...


ეს ჩემი პირველი ისტორიაა.და შემიფასეთ. მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს თუარა გაგრძელება <3



№1  offline წევრი Black girl

კარგიაა <3

 


№2  offline წევრი exitosa exitosa

გმადლობთ. აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ ამ ექაუნთით დავდებ ხოლმე. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent