ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (11)
*** დიდი სისწრაფით ვიარეთ თბილისამდე. არც ერთს ხმა არ ამოგვიღია მაგრამ როცა ვხედავდი მის ჩაწითლებულ თვალებს რომელიც ტირილის შემდეგ დარჩენოდა, ჩემი გული შუაზე იპობოდა. ყოველთვის მინდოდა ჩემთანაც მოსულიყო ნამდვილი სიყვარული.. როგორც ჩანს ლუკას ეს ბედნიერება აქვს მაგრამ როგორც ამბობეს ბოროტი ანგელოზიც ისევე დაგყვება როგორც კეთილი და ცდილობს არ გაგახაროს. მეცოდებოდა ანა... მეცოდებოდა ლუკა... რატომ უნდა დამართნოდა 20-21 წლის გოგონას ასეთი რამ? რატომ ხდება ასეთი საშინელებები ადამიანების გარშემო? მაგრამ თავში უწმინდესი და უნეტარესის-ილია მეორის სიტყვები ამომიტივტივდა: ''ყველაფერი კარგად იქნება!'' მთელი გზა გონებაში ვიმეორებდი ამ სამ ფრაზას. როგორ მინდოდა გამეღვიძა და ყველაფერი სიზმარი აღმოჩენილყო.. რამოდენიმე საათი ისე ვიმგზავრეთ და თბილისში ისე ჩავედით ვერც კი გავიგე. -სახლში წაგიყვან-შემომხედა ლუკამ მაშინ როცა თბილისში შევედით-დაიღლებოდი მგზავრობისას. -მე საავადმყოფოში მოვდივარ!-ვუთხარი მტკიცედ და არც ვაპირებდი ჩემს სიტყვებში გადარწმუნებას. თავი დამიქნია და სიჩქარეს უფრო უმატა.. ასე 15 წუთში უკვე საავადმყოფოში ვიყავით. მეზიზღებოდა საავადმყოფოები... ირგვლივ სხვადასხვა ნაირი წამლის სუნი, ადამიანების უბედური სახეები.. ეს ყველაფერი ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა და მოწყენილი სახეების ზემოქმედების ქვეშ რომ ვექცეოდი ტირილი მინდებოდა. ლუკამ ლიფტში შესვლისთანავე რომელიღაც სართული მიუთითა, სახეზე აღელვება შეეტყო, სუნთქვა გაუხშირდა და აედან გამომდინარე ვიგრძენი რომ გულის ცემაც აუჩქარდა. კალიდორში, ერთ-ერთი პალატის წინ უამრავი ადამიანი შეკრებილიყო.. ყველას ისეთი ანერვიული სახე ჰქონდა.. ეს მათ მოქმედებებზეც აისახებოდა: ზოგი ტუჩს იჭამდა, ზოგი კბილს იკვნეტდა, ზოგი თმას იწვალებდა... ლუკა ადამიანების ჯგუფს შეერია და მე მაშინ მოვკარი ნაცნობ სახეებს თვალი.. აქ იყვნენ ლუკას მეგობრები... ხუთივენი.. -როგორ არის?-იკითხა აღელვებულმა. -დასაიმედებელს ვერაფერს გვეუბნებიან..-უთხრა სუსტი აღნაგობის შუახნის ქალმა და ჩასიებული თვალებიდან ცრემლები გადმოვარდა. ამ დროს პალატიდან ექთანი გამოვიდა. -როგორაა?-ჰკითხა ერთხმად ყველამ. -გთხოვთ დამშვიდდეთ.. გოგონა აპარატზეა შეერთებული.. მდგომარეობა მძიმეა.. სხვას ვერაფერს გეტყვით. თითოეული ადამინი გაყუჩდა.. ექთანი ადგილს გაეცალა.. ცოგი კედელს აეყუდა, ზოგი სკამზე დაბრუნდა... მაგრამ ერთი რამ ყველას სახეზე დავინახე.. ყველა ტიროდა... ლუკა კი.. ასეთი არასოდეს მენახა.. სახეზე მკვდრის ფერი დასდებოდა, ყელზე ძარღვები დაბერვოდა, თვალები დასიებოდა და ჩაწყლიანებოდა... ჩვენი მეგობრები კი.. ალბათ ისინიც კარგად იცნობდნენ ანას და ისე განიცდიდნენ.. მეც არ შემეძლო თითოეულის ტკივილი არ გამეზიარებინა.. მაკოსთან და მაკასთან მივედი, ორივეს ერთად ჩავეხუტე და მხრებზე სისველე ვიგრძენი.. ორივენი ტიროდნენ.. -შენ მას არ იცნობდი!-ტირილით ჩამჩურჩულა მაკამ-ის იყო სიცოცხლით სავსე, ბედნიერი არსება.. ადამიანი რომელსაც სიცოცხლე უყვარდა.. რომელსაც არ უნდოდა პრობლემები ქონოდა.. ადამიანი რომელსაც უყვარდა.. უყვარდა ყველა.. უყვარდა სანდრო.. ვუყვარდით ჩვენ. ხელი შევუშვი. -შეგიძლია მანახო?-ვთხოვე მაკას. მაკამ ჯიბიდან მობილური ამოაცურა, ეკრანზე თითები გაასრიალა და მობილური მომაწოდა. ეკრანს დავხედე და გავშეშდი... ის ნამდვილად ამართლებდა მაკას აღწერილს.. მისი შავი თვალები და ღიმილი აფრქვევდა ყველაფერს დადებითს და განდომებდა სიცოცხლის წყურვილს.. ეკრანს გაშეშებული თვალს ვერ ვაშორებდი და ვხვდებოდი რომ ეს იყო ადამიანი რომელიც დედამიწიდან არ უნდა წასულიყო. ულამაზესი, უმშვიდესი, ნათლით სავსე, ღიმცისკროვანი... თვალიდან მეც გადმომვარდა ცრემლი... ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ვიცნობდი და მისი მდგომარეობა მეც ისე მტკიოდა როგორც აქ მყოფთ სხვა დანარჩენს... მობილური მივაწოდე, თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში დავმალე. ეს ადამიანია რომელიც არ უნდა წავიდეს... ის უნდა დარჩეს!!! 888 საათები პალატის წინ... უიმედო სახით ექიმები და თვალში ნაპერწკალჩამქრალი ადამიანები. არ იგრძნობოდა სიცოცხლე... ანას მშობლები უსულოებივით იჯდნენ და მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდნენ.. ლუკა დადიოდა წინდა უკან და ბოლთის ცემას მოჰყვებოდა.. ითხოვდა შეეშვათ პალატაში მაგრამ ყველა ექიმი აცხადებდაერთიდაიგივეს: -პალატაში ვერ შეხვალთ.. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს..-და მოღუშული სახით იქაურობას გაეცლებოდა. არცერთი ექიმის სახეზე არ იკითხებოდა იმედი.. მათ თვალებში არ იყო იმედის პატარა ნაპერწკალი.. ისინი გვარწმუნებდნენ შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, გვეუბნებოდნენ რომ ეცდებოდნენ გამოენახათ რაიმე საშუალება მაგრამ მათაც არ სჯეროდათ თავიანთი სიტყვების... -მორჩა! მე ვეღარ მოვითმენ!-ლუკამ უღრიალა პალატიდან უიმედო სახით გამოსულ ექიმს-თუ არ მანახეთ...-აღარ დაასრულა წინადადება, პალატის კარები გამოგლიჯა და შიგნით გიჟივით შევარდა... არავინ, არც ექიმი და არ ექთანი აღარ შეეცადა მის შეჩერებას... ყველანი მათ მივაშტერდით.. მათი სახე მკვდარი იყო... მე უკვე მივხვდი რაც მოხდა... მივხვდი და.. გულმა რამოდენიმე წამით ფუნქციონირება შეწყვიტა და მერე ორჟერ მეტად ამუშავდა... -ის წავიდა...-როგორც იქნა მოთქვა ექიმმა. 888 წამიერი სიჩუმე.. დუმილი რომელიც საუკუნედ გაიჭიმა... ყველამ ერთმანეთს გადახედა და ადამიანთა მასამ როდესაც ექიმის ნათქვამი სიტყვები გაიაზრა-ტირილს, ხელების ქნევას და ყვირილს მოჰყვა. გრძნობებმა გასაქანი მისცა ჩემს ცრემლებს, თვალებს მოშორებოდა... და მე აღარ ვიცოდი რა გამეკე\ტებინა.. პალატას შევხედე.. მხოლოდ აპარატის ზუზუნი ისმოდა.. კარი გავაღე და შიგნით გაოგნებულმა შევიხევიხედე: ლუკა ანას სხეულის გვერდით იწვა, თვალები დაეხუჭა და მისი ხელი ეჭირა... არ ტიროდა... ცრემლიც კი არ გადმოვარდნია... იწვა საყვარელი ადამიანის გვერდით და აცილებდა უკანასკნელ გზაზე... _____________________________________________________________ ჰმ... გთხოვთ დამიკომენტაროთ.. მე თქვენი შეფასებები უდიდეს სტიმულს მაძლევს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.