შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ! (სრულად)


16-05-2015, 04:55
ავტორი sallollo
ნანახია 12 031

პირველ რიგში ყველას მოგესალმებით! ძალიან მიხარია ისევ აქ რომ ვარ და როგორც იქნა შევძელი ახალი ისტორიის დაწერა.. ვწუხვარ ამხელა პაუზა რომ გავაკეთე, ალბათ ძალიან ბევრ ჩემს მკითხველს გვაუცრუე იმედი და უდიდეს ბოდიშს გიხდით ამის გამო...ამიტომ გადავწყვიტე როგორმე გამომესყიდა ჩემი დანაშაული და 5374 სიტყვიანი თავი "გამოვაცხე"..
ახალ ისტორიას ძალიან უბრალო სახელი შევურჩიე, იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ... ისევ და ისევ უდიდეს მადლობას გიხდით ყველა თბილი მესიჯისთვის, ყველა ძალიან, ძალიან მივარხართ :* <3
ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრები და ყველაზე მეტად ველი შენიშვნებს, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებ შემდეგ ისტორიაში..


ძლიერმა ბრახუნმა გამოაფხიზლა, მძიმედ დააშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს და ზოზინით წამოდგა ფეხზე.
_ბოდიში რა სამსახურში მაგვიანდება და ვიფიქრე ჩუმად გავიპარებითქო, მაგრამ სკამს წამოვედე, უხერხულად აიწურა გეგა.
_ისე მიდიოდი არ მემშვიდობებოდი ? ვითომ გაბრაზებულმა შეკრა წარბები და გამაბრთხილებლად დაუქნია ძმას თითი.
_ისე გეძინა შემეცოდე ასე ადრე გასაღვიძებლად. თბილად მიიხუტა გულზე ერთი თავით დაბალი სიფრიფანა გოგო და თავზე აკოცა.
უნდოდა ხმამაღლა ეტირა. ვეღარ იტანდა თავის არანორმალურად ქაოსურ ცხოვრებას, მაგრამ იცოდა ვერაფერს შეცვლიდა, არც ის უნდოდა გეგა განერვიულებული გაეშვა, ამიტომ ყელში გაჩხერილი ბურთი სწრაფად გადააგორა და თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა ცრემლების შესაკავებლად.
_მომავალ შაბათ-კვირას ჩამოხვალ თუ ისევ სამსახურში უნდა იყო ?
_ვეცდები რომ ჩამოვიდე, მანამდე შენ არ მოიწყენ ხომ ასეა ? ცხვირზე თითი ჩამოარტყა და კიდევ ერთხელ აკოცა.
ახლა გეგა წავიდოდა და ალბათ ისევ ძალიან, ძალიან ბევრს იტირებდა , მერე ისევ ამაყად აწევდა თავს, ტონალურით დაიფარავდა ჩაშავებულ თვალებს და ყალბ ღიმილ აკრული დაელაპარაკებოდა მშობლებს სკაიპით.
გასვლისას პირჯვარი გადასახა და სახლისკენ სწრაფად მობრუნდა, რომ როგორმე ამოეშვა დაგროვილი ემოციები.
_ტატა
_ხო გეგა?
_ძალიან მიყვარხარ იცოდე
ელექტროდენივით დაუარა მთელ სხეულში გეგას სიტყვებმა და ძლივს დაფარული ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან.
_მეც მიყვარხარ იცოდე, დაუძახა ხმაჩამწყდარმა და კარი დახურა.
თითქმის ორი წელი სრულდებოდა რაც მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ.უფრო სწორად უსამართლოდ მოუწიათ იძულებით დაეტოვებინათ საქართველო და უცხო ქვეყნისთვის შეეფარებინათ თავი.
ოჯახის სითბოს მიჩვეულს საშინლად უჭირდა მარტო ცხოვრება, აღარც მშობლები,აღარც ძმა. ხანდახან ეგონა მთელ პლანეტაზე ყველაზე მარტო იყო... თავისი ოჯახის ფოტოებით აჭრელებული კედლები კიდევ ერთხელ მოათვალიერა ცრემლიანი თვალებით და ასლუკუნებულმა ჩარგო თავი ბალიშში..
მეგობრების უამრავი ზარის მიუხედავად მაინც არ გასულა გარეთ.. არც დასასვენებლად წასვლა უნდოდა. ერჩია თავის სახლში ყოფილიყო და ყველაფერზე ეფიქრა..
აბიტურიენტობის ურთულესი წელი ეწყებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ზაფხულის გატარება სახლში ჰქონდა გადაწყვეტილი.
ფიქრებში ისე ჩაეძინა თვითონაც ვერ გაიგო. მობილურის ზარზე უკმაყოფილოდ ამოიბზუვლა და გვერდი იცვალა. რომ აღარ გაჩერდა იძულებული გახდა ძილის სამყაროდან გამოსულიყო და რეალობას დაბრუნებოდა..
_ჰმმ. უცნაური ბგერები ამოუშვა პირიდან
_ტატა სად ხარ დე, ძალიან შემეშინდა აქამდე რომ არ შემოხვედი სკაიპში.
_მეძინა დედა, მოვწესრიგდები და მოვალ ცოტა ხანში.
მობილური გათიშა და გვერდი იცვალა. როგორ ეზარებოდსა ახლა ადგომა, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ განიხილებოდა და იძულებული იყო ამდგარიყო. სარკეში ჩაიხედა თუ არა მაშინვე ინანა შუადღისით ძილი რომ გადაწყვიტა.. ახლა დასიებული და შეშუპებული თალებისთვის რამე რომ არ მოეხერხებინა.დარწმუნებული იყო ნანოს ვერ გადაურჩებოდა..როგორც იქნა მოამთავრა ტონალურის წასმა და სიშავეების დაფარვა. სწრაფად ჩართო ლეპტოპი და სახეზე ღიმილი აიწება.
_დედუ რას შვები ? თბილი ხმით მოიკითხა ნანომ
_რავი დე, შენ რას შვები ? მამა როგორაა?
_მამიკოს გოგოს ხმა მომესმაო, ღიმილით მოუახლოვდა კომპიუტერს დავითი.
_მამიკოს რას შვები ?
_რავიცი მამი პროდუქტებზე ვიყავი გასული სტუმრებს ველოდებით.
საათნახევარი მაინც ისაუბრეს. ძალიან არუნდოდა გამომშვიდობება, მაგრამ სადაცაა სტუმრები მოვიდოდნენ..
ისევ ძალიან მოეწყინა მარტო რომ იყო, მაგრამ თავი გაიმხნევა და დღიური მოიმარჯვა.. ზარი რომ დარეკეს ისე შეეშინდა გულზე ხელებს იჭერდა როგორმე რომ დაწყნარებულიყო..
მონიტორზე კატო რომ გამოჩნდა ამოისუნთქა და კარი გააღო.
_კატო ეზოში აღარ გამომიყვანო რა, პირდაპირ შემოდი,ჩასძახა მიკროფონში და ისევ სავარძელში მოკალათდა
_მოკლედ, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთანო რა ხოიცი და გადავწყვიტე დღეს მთა ვყოფილიყავი, გადაიკისკისა და ხმაურით აკოცა ლოყაზე. _რაიყო გოგო გარეთ არგაქვს ხოლმე მაკიაჟი და დღეს რამ მოგიარა გეხვეწები მითხარი, პრინცესობანას ხომ არ თამაშობდი ? სიცილს არ წყვეტდა კატო
_კატო რამდენს ქაქანებ? სიცილით უპასუხა ტატამ და გვერდი გაკრა. _ყავას ხომ დალევ ?
_აბა რას ვიზავ, ძლივს ამოვგორდი ამხელა აღმართზე. სავარძელში ჩაეხეთქა და ფეხები მაგიდაზე შეამოალაგა
_ტატუს იცი რა ვიფიქრე? ის კექსი ხომ არ გამოვაცხოთ ხილით რომ ვაკეთებდით ხოლმე ?
_თუ რ გეზარება გამოვაცხოთ.
ალბათ თავს მარტო მაშინ გრძნობდა კარგად როცა მეგობრებთან იყო. შეიძლება ითქვას მხოლოდ მაშინ იღიმოდა გულწრფელად, აფასებდა თავის მეგობრებს ამხელა თანადგომისა და სიყვარულის გამო..განსაკუთრებით კატოს შეეძლო მისი ხასიათზე მოყვანა. ახლაც სიცილით აცხობდნენ კექსს და სკოლის ამბებს იხსენებდნენ.
_ისე ტატუს რა მაგარია წელს დავამთავრებთ და მერე ბანკეტი. აღფრთოანებული ლაპარაკობდა კატო.
_ბანკეტზე აზრი არ შემიცვლია კატო. 12 წელი ვუძლებდი მაგათ გამოხტომებს და რომ ვიცი ბანკეტზე რა სიტუაცია იქნება ნამდვილად არმაქვს სურვილი მაგათ გამო საშინლად უხერხულად ვიგრძნო თავი.
_ტატა რანაირი გოგო ხარ, წამოდი რა, მე შენ და თიკა ვიქნებით და ისინი დაიკიდე.
_კატო აღარ ვილაპარაკოთ მაგაზე და მიდი კექსი გამოიღე თორე დაიწვა
უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა კატომ და ფეხზე წამოიზლაზნა. ხმადაბლა ჩაიჩურჩულა „ნამდვილი ჯიუტი ვირი ხარო“ და გაზქურასთან მივიდა.
_კატო მესმის, ხომ არ დაგავიწყდა 100%-იანი სმენა რომ მაქვს?
_ აუ შენ ლოკატორები გაქვს ყურების მაგივრად ხომ ? ჩაიქირქილა კატომ და წვალებით გამოაცოცა ჟარონა.
ძალიან ბევრი ხვეწნის მიუხედავად მაინც არ დარჩა კატო ღამე, დედაჩემი გადაირევა და უნდა წავიდეო..
ყველაზე მეტად მარტო დარჩენას ვერ იტანდა. მართალია არც სიბნელის შიში ქონდა და არც სახლში მარტო ყოფნის, მაგრამ მაინც არ უნდოდა ახლა მარტო ყოფნა. გაეცინა თავის ფიქრებზე, ადრე სულ ოცნებობდა რომ მარტოს ეცხოვრა, ახლა ხვდებოდა სულაც არიყო კარგი მარტო ყოფნა და ცარიელი კედლების ყურება..ემბრიონის ფორმა მიიღო და დაფიქრდა ყველაფერზე რაც მის გარშემო ხდებოდა. არუნდოდა ცრემლებით დაესრულებინა დღევანდელი დღე, ამიტომ თავი იძულა დაეძინა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
რაღაც საშინლად „ბჟუოდა“ ბალიშის ქვეშ. თავიდან ვერაფრით მიხვდა სადიყო ან რა ხდებოდა, ბოლოს უკმაყოფილოდ შეაცურა ხელი ბალიშის ქვეშ და მობილურს დაწვდა.
_გისმენთ?
_დილამშვიდობის ჩემო პრინცესა
ხანდახან როგორ აღიზიანებდა ეს ბიჭი, არა ხანდახან კი არა სულ აღიზიანებდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად.
_გამარჯობა, ცივად და მოკლედ მოუჭრა
_არმეგონა ისევ თუ გეძინებოდა უკვე 2 საათია, თორემ არ დაგირეკავდი
_არაუშავს
_მაპატიე რა ტატუს
_უფალმა მოგიტევოს ლაშა, ჩასძახა გაბეაზრებულმა.
_მგონი ცუდ ხასიათზე დადექი რომ დაგირეკე, პრინცესა რა გჭირს ტო.
_ლაშა არვარ მე შენი პრინცესა, არც ვყოფილვარ და არც ვიქნები, ასე ძნელია რომ გაიგო ?
_კაი ხო, რაიყო არ მცემო
_არ გცემ, უბრალოდ არ მიყვარს როცა რაღაცას ვამბობ და საპირისპიროს აკეთებენ ხოლმე..
_კაი იზვნი რა, ცოტა მერე დაგირეკავ
ეგონა გასაგებად უთხრა ამ ბიჭს რომ არ შეეძლო მასთან ურთიერთობა, მაგრამ თუ იმას გაითვალისწინებდა, რომ შეუგნებელი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც არასდროს არაფერი ესმით, ხვდებოდა რომ ამ ბიჭს ასე ადვილად ვერ მოიშორებდა. არადა არც ის უნდოდა გეგა შეეწუხებინა.. ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩები და ფეხზე წამოდგა. ყველა საჭირო პროცედურის ჩატარების შემდეგ ეზოში გავიდა და თავისი საყვარელი ძაღლის გალიას მიუახლოვდა, მამამ რომ აჩუქა წასვლამდე.
პატრონის დანახვაზე წკმუტუნი და ყეფა დაიწყო. ტატას ხმამაღლა გაეცინა.. ჯერ დავარცხნა, მერე საყვარელი იოგურტი აჭამა და სასაცილოდ დასვრილი პირი სველი სალფეტკით გაუწმინდა. სეირნობა ყოველთვის ძალიან კარგ ხასითზე აყენებდა. თითქოს ასე უფრო უადვილდებოდა თავისი ქაოსური ცხოვრებისგან თავის დაღწევა და არასასურველ ფიქრებს ჯანდაბაში გზავნიდა. მხიარულად გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ ისევ სახლში დაბრუნდნენ. ბუბუს საყვარელი წვნიანი მოუმზადა, თვალმოუშრებლად აკვირდებოდა რომ ბოლომდე ეჭამა. ცოტა ხანს კიდევ ეფერა უზარმაზარ კავკასიურ ნაგაზს და სახლში შევიდა, საყვარელ წიგნს დაწვდა და კომფორტულად მოთავსდა სავარძელში.. უკვე მილიონჯერ კითხულობდა, მაგრამ ყოველი წაკითხვის შემდეგ სულ სხვადასხვა გრძნობა ეუფლებოდა..
მობილურის ზარმა როგორც ყოველთვის საყვარელ მომენტს მოწყვიტა.
_ტატა მე და თიკა მოვდივართ და რას აკეთებ? საუბრის დაწყება არ დააცადა ისე მიაყარა კატომ
_წიგნს ვკითხულობ, მოდით ოღონდ მაღაზიიდან ყავა წამოაყოლეთ, სულ გადამავიწყდა წეღან მეყიდა..
_ისევ „სამოსელ პირველს“ კითხულობ ხომ ? შენ როდის უნდა დაიჯერო, რომ ასეთი სიყვარული არ არსებობს? კაი ხო წამოვიღებთ.. ისევ სწრაფად მიაყარა კატომ და მობილური გათიშა..
უკმაყოფილო სახით მოიშორა მობილური და თავისთის ჩაილაპარაკა: „ერთ დღეს დაგარწმუნებთ, რომ არსებობს“
გოგოება შემოსვლისთანავე აახმაურეს სახლი. „დღეს შენთან ვრჩებით“-ო გამოუცხადეს და უფრო კომფორტულად მოთავსდნენ მისაღებში დაყრილ პუფებში..
_თითქმის მთელი ღამე არ ძინებიათ. ათასი წვრილმანს იხსენებდნენ ბავშვობიდან და სიცილით კვდებოდნენ რა უაზროდ იქცეოდნენ ხოლმე.
დილით ხელის შეხებამ გამოაფხიზლა, სწრაფად წამოჯდა საწოლზე და შოკისგან ხმა ჩაუწყდა.. იგრძნო როგორ დაეჯახა ბედნიერების ტალღა მკერდში და შეკავებული ცრემლებისგან ცხვირი აეწვა.
_მამა? აღმოხდა ფერწასულს
_ხო მა, მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა შენთვის, მოდი ჩემთან ჩემო პრინცესა
სითბოს და სიყვარულის შეგრძნებამ ერთიანად დაუარა მთელ ორგანიზმში, ეგონა ცოტაც და ძალიან, ძალიან ბევრს იტირებდა. ვერგადმოცემული ემოცია გუდავდა და აზროვნების უნარს მთლიანად უბლოკავდა. თითქოს წამებში დალაგდა ყველაფერი. იმ წუთას აღარც ორწლიანი ტანჯვა და ტკივილი ახოვდა და აღარც მარტოობის შეგრძნება, რომელიც ამდენ ხანს უდიდეს ტკივილად და ტრაგედიად ქცეულიყო მისთვის. ოჯახის ერთად დანახვამ ძლივს შეკოწიწებული მოთმინება წამებში გაუქრო და პატარა ბავშვივით ატირდა... ტიროდა თავის უკვე დაძლეულ ტკივილს და ამდენ ხანს შეკავებულ ემოციას ერთიანად ანთხევდა..
აღარ იცოდა რომელს ჩახუტებოდა და მოფერებოდა, გონზე რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ შეამჩნია აცრემლებული დაქალები, სიყვარულით რომ უყურებდნენ.
სულ ამბობდა სანამ ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდით მეყოლებიან ვერაფერი მომერევაო.. ორი წლის უკან მშობლებმა რომ შეატყობინეს საზღვარგარეთ მივდივართო თავში განგაშის ზარებმა დარეკეს. გრძნობდა როგორ ცარიელდებოდა და კვდებოდა წვეთ-წვეთ. სიძლიერე და გამბედაობა არასდროს აძლევდა საშუალებას ეტირა ან რამეზე ზედმეტად ენერვიულა. სულ ცდილობდა ფუჭი ნერვიულობის მაგივრად ყველაფერი გამოესწორებინა და დაელაგებინა. ამ წლების განმავლიობაში კი თავისი სისუსტე და უძლურება ყელში უჭერდა და გუდავდა.. როცა მის ოჯახს ძლიერი და მხნე ჭირდებოდა, სულიერად გატეხილი და დანაწევრებული იყო, მაგრამ როგორ დაუშვებდა ეს ვინმეს შეემჩნია..ახლა კი ბედნიერების ზენიტში მყოფს რა გაეკეთებინა აღარ იცოდა და დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.. ცოტა რომ მოისურვილა ოჯახი, მაშინვე თავისი მშობლების საყვარელი კერძების მზადებას შეუდგა. გამოაცხადა დღეს ისევ მე ვარ სახლის უფროსი, ყველაფერს მეთვითონ მივხედავო და ღიმილით გაუჩინარდა სმზარეულოში.
საღამოს ყველა ერთად ისხდა მაგიდასთან და ძველ დროს იხსენებდნენ. ყველაზე მეტად ბედნიერი და ამაყი იყო ასეთი თბილი და მოსიყვარულე ოჯახი რომ ჰყავდა. უფალს უამრავ მადლობას სწირავდა ამხელა ბედნიერებისთვის, რომელიც ოჯახის და მეგობრების სახით არგუნა..
შუაღამე იქნებოდა დაწოლა რომ გადაწყვიტეს. ბოლო თეფშს დებდა ნიჟარაში ნანოს თბილი ხმა რომ მოესმა.
_დედუ არ დაიღალე ? შეეშვი და ხვალ ერთად დავასრულოთ დალაგება.
_მართლა არ დავღლილვარ და დავამთავრებ ბარემ, ბევრი მაინც არაფერია..
_კარგი, ვიცი ახლოს მაინც არ მომიშვებ, ამიტომ საუბრით გაგამხნევებ..
ერთმანეთს აჩუმებდნენ ცოტა ხმადაბლა გაიცინე ხალხს ძინავსო, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდნენ ხმის გაკონტროლებას.. დიდხანს ყოყმანობდა ეკითხა თუ არა, იფიქრა თუ საჭიროდ თვლის თვითონ მეტყვისო, მაგრამ ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა და მაინც კითხა..
_ტატა დე, როდის უნდა მომიყვე იმ ბიჭზე ასე რომ მოწონხარ და თავს რომ არ განებებს ?
ტატამ ხმადაბლა ჩაიფხუკუნა „ვიცოდი რომ მკითხავდი და თან ყოყმანობდიო“
_აბა როგორ, არ უნდა ვიცოდე ჩემი ანგელოზი ვის მოწონს ? წარბები აზიდა ნანომ
_კარგი რა დედა, არც კი ვიცნობ ნორმალურად ვინ არის, უბრალოდ სულ ოდნავ მოვწონვარ და ეგაა.. ნანო ნუ მიყურებ ასეთი თვალებით გთხოვ, მე არ მომწონს. ხმამაღლა განაცხადა ტატამ და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო..
_უჰ, რანაირი გოგო ხარ ტატა რა, ნეტა თუ მეღირსება ოდესმე ვინმე დავინახო შენს გვერდით, მაგრამ შენ ისეთი აუტანელი ხარ ვინ გაგიჩერდება, ჩაიფხუკუნა ნანომ და მხარი ოდნავ გაკრა..
_ოხ დედა რა, შენ იმდენს იზავ მართლა არ გეღირსება მაგის ნახვა ვგონებ, წარბაწევით გადახედა ტატამ და ნანოს რეაქციაზე გულიანად გაეცინა.. წადი დაიძინე თორემ ხვალიდან დიდი სტუმრიანობა დაგვეწყება და მერე ვეღარ შეძლებ დასვენებას, უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ტატამ..
_ნუხარ შენ უჟმური, ნეტა ვის გავხარ ასეთი უხასიათო, ბურტყუნით დატოვა ნანომ სამზარეულო..
დილით სასიამოვნო სურნელს გრძნობდა და უფრო მეტად იძირებოდა ბურანში. ძლივს აიძულა თავს, რომ ცოტა მოფხიზლებულიყო. თმააბურძგნული და თვალებდასიებული ძლივს წამოდგა და ფეხები ფართხუნით გაუყარა ჩუსტებში..
_დე რამ აგაფუსფუსა ამ დილაადრიან ?
_ოლადებს გიკეთებ დედუ.
_ოჰო, ეს უკვე სხვა საქმეა, ჩაიხითხითა და სააბაზანოში გაფრატუნდა..
შხაპის ქვეშ იდგა და ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. სადღაც გულის ძალიან ღრმა კუნჭულში ისევ ძალიან ეშინოდა ეს ბედნიერება ხანმოკლე არ აღმოჩენილიყო.. ამის გაფიქრებაზე სასოწარკვეთილება, პანიკა და შიში ერთდროულად დაეჯახა მკერდში და ღრმად ამოისუნთქა, რომ არ გაგუდულიყო.. „არა, ახლა ამაზე არ უნდა ვფიქრობდე“ გაურკვევლად ბუტბუტებდა თავისთვის და ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა.
როგორც ვარაუდობდა აბაზანიდან გამოსულს უამრავი სტუმარი დახვდა. არესმოდა ასეთი ხალხის, ორი წლის განმავლობაში არცერთი გამოჩენილა, ახლა კი თითქოს ძალიან აინტერესებდათ მათი მდგომარეობა ისე მოუყრიათ თავი.. უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, არც კი უცდია ზრდილობის გამო მაინც გაეღიმა. მშრალად თქვა გამარჯობა, ყველას მომღიმარი სახე დააიგნორა და ბართან დაეყუდა, მისაღებს და სამზარეულოს რომ ყოფდა შუაზე.. ნანოს თვალების ბრიალისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ცერად გადახედა ყველას და გაზქურას მიუახლოვდა..ტაფაში ოხშივარადენილი ოლადები ეწყო. რამდენიმე თეფშზე გადმოათრია და ზემოდან თაფლი მოასხა.. ხასიათი იმდენად წაუხდა, საყვარელი ოლადების გემოსაც კი ვერ აღიქვავდა ნორმალურად და გაბეზრებული უღიმღამოდ ღეჭავდა ლუკმას..
_დღეს სტუმრად დაგვპატიჟეს, ღიმილით მიუბრუნდა ნანო
_სად ? ძლივს ამოღეჭა პირგამოტენილმა და ინტერესეით შეაშტერდა..
_ჩვენთან, წარმოთქვა მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვეღარ იტანდა..
_მე არ მოვდივარ, წარბები შეკრა და ოლადის ბოლო ლუკმა პირში ჩაიტენა
_ტატა! მკაცრად ჩაილაპარაკა ნანომ
_რა ტატა დედა? ორი წელი მარტო ვიყავი, დღეს დიდი გულშემატკივრებივით რომ ჩამომისხდნენ სახლში მაშინ სად იყვნენ ? ვერვხვდები რა ლოგიკით მოქმედებენ და მომკალი, ნერვიულად გადაყლაპა ლუკმა და თეფში წკრიალით ჩააგდო ნიჟარაში.. _ მე ასეთი ახლობლები და ნათესავები არ მჭირდება, ვისაც მხოლოდ მაშინ გავახსენდები, როცა მშვენივრად ვიქნები და ჩემიდან გამორჩენას დაინახავს. მკვლელი მზერა მოავლო ოთახში მყოფებს, მათი დაძაბული სახეები ბოლომდე დააიგნორა და მოსაცმელი აიღო.. _დღეს კატოსთან ვრჩები , გაისმა ავტორიტეტული ხმა და კარი გაჯახუნდა.
დავითი ღიმილით უყურებდა ტატას ქმედებებს და უფრო მეტად ამაყობდა მისით. იცოდა ბევრი თავს შეიკავებდა ზრდილობის გამო მაინც, მაგრამ ტატას არც კი უცდია თავისი უკმაყოფილება დაეფარა, მითუმეტეს მაშინ როცა მართალი იყო.
ნანო ნერვიულად ატკაცუნებდა ხელებს და ანთებული თვალებით უყურებდა აფხუკუნებულ გეგას და დავითს.
უამრავი ბოდიშის მოხდა მოუწია ნათესავებისთვს, საშინლად ბრაზობდა ტატაზე. ნაძალადევი ღიმილით გაისტუმრა ბოლო სტუმარიც და ქმარს შეუტია
_დათო სასაცილოა ახლა ეს ? რა საქციელი იყო მითხარი ერთი, უზრდელიც გამოჩნდა და ჩვენც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. არ ცხრებოდა ნანო.
_კარგი რა, გაბეზრებულმა აიქნია ხელი დავითმა. მართალია ეს ბავშვი და რაზე უჯავრდები ნანო, მართლაც არავის გახსენებია ამდენ ხანს მისი არსებობა და რატომ უნდა მიეღო ახლა თბილად ვერ ვხვდები.
_თქვენთან ლაპარაკი შეუძლებელია ! მაინც მას ამართლებ, ქოთქოთს არ წყვეტდა ნანო.
დავითმა და გეგამ მხრები აიჩეჩეს და ღიმილით გადახედეს.
ტატა სახლიდან რომ გავიდა იმდენად გაბრაზებული იყო ცეცხლს აფრქვევდა.. სასწრაფოდ კატოს დაურეკა შენთან მოვდივარო და ნაბიჯს აუჩქარა.. ვერაფრით მიმხვდარიყო ასე ძალიან რატომ იცავდა ნანო ქმრის ნათესავებს, მითუმეტეს ძალიან კარგად იცოდა ვინ რას წარმოადგენდა..საერთოდ ბოლო დროს ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ხვდებოდა, უფრო სწორად ხვდებოდა მაგრამ ძალიან ბრაზდებოდა რატომ იყვნენ მის გარშემო სულ ასეთი იდიოტი და ფულზე დახამებული ხალხი.
კატოსთან ქარიშხალივით შევარდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, რომ იხსენებდ ამათ სახეებს ბოღმისგან უფრო მეტად სივდებოდა და ძალიან ბრაზდებოდა უფრო საზიზღარი რაღაცეები რატომ ვერ მოიფიქრა იმ წუთში... „ აბობოქრებას“ „დაბობოქრება“ მოყვა და ტატაც ჩარკვიანის „ზღვად გავხარ“-ში ჩაიძირა...
უკვე ოქტომბერი იყო, სადაცაა საატესტატო გამოცდები დაეწყებოდა, თვითონ კი საერთოდ ვერ გძნობდა მღელვარებას ლაშას განუწყვეტელი ზარები თავს ატკიებდა.. ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო რა უნდა გაეკეთებინა ეს აბეზარი ადამიანი თავიდან რომ მოეშორებინა..
რამდნეიმე დღეში ნახევარი ატესტატი რომ ეკავა ხელში ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა, იმ საღამოს იმდენი დალიეს სავარაუდოდ მარანში შესულ დავითს გულის შეტევა დაემართებოდა გამოცარიელებულ ბოთლებს რომ დაინახავდა.
მომდევნო თვეები საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა.. ამდენი სამეცადინო უკვე ტვინს ატკიებდა..მოუთმენლად ელოდებოდა როდის გავიდოდა ეს წელი, რომ ადამიანურად დაესვენა..
14 მაისს სკოლიდან დაითხოვეს, ბოლოზარის დღესაც გათიშვამდე სვეს, 15-ში ცოცხალ-მკვადარი ადგა ფეხზე..ეგონა მხრებზე თავი კი არა ტანკი ედო...
ძლივს მოახერხა თავის მოწესრიგება და ტელევიზორთან მოკალათდა... კატომ მანამდე არ მოასვენა სანამ ინტერნეტში არ შეიყვანა ბილიარდის სათამაშოდ, არადა ახლა ყველაზე მეტად დასვენება უნდოდა, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ერთკვირიანი დასვენება ეღირსა წინა საგამოცდოდ, მაგრამ ვინ რას შეარგებდა...უკმაყოფილოდ გახსნა ლეპტოპი და ფეხები დივანზე აიკეცა...
კატოს მაგიდაზე იმდენი ხალხი დახვდა, ყველა ნიკი რომ წაეკითხა მთელ დღეს მოანდომებდა..
_გამარჯობათ, მოკლედ მოჭრა და სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა
_გაიცანით ჩემი ყველაზე სერიოზული და სტროგი და, სიცილის სმაილები დაწერა კატომ და მალე აიყოლია ყველა..
გაბეზრებული კითხულობდა მესიჯებს, სურვილიც კი არ ჰქონდა თვითონაც დაეწერა რამე..
_ტატა ეს ნიკი შენთანაა? მობილურზე წერდა კატო
_რომელი ნიკი?
_ბოლოს რომ შემოვიდა, ინიციალები რომ უწერია
_წარმოდგენა არმაქვს ვინაა
სწრაფად დაემშვიდობა ყველას და გამოვიდა, ვერიტანდა ასეთ უაზრო საუბრებს, კატოზე ნერვები ეშლებოდა, თავისუფალი დროის მთელი 32 წუთი დააკარგვინა..საიტიდან გამოდიოდა იმ უცხო ნიკმა რომ მოიწვია...ცოტა ხნით გასვლა გადადო და თამაშზე დაეთანხმა..
_შენი და მაგრად აფრენს, უტიფრად მიახალა უცნობმა
_უკაცრავად ?
_ხო რა, აფრენს მაგრად, არმითხრა რომ აქამდე ვერ შეამჩნიე, გაიოცა უცნობმა
_შენც რომ აფრენ ეგ იცი ალბათ ხომ ? პლიუს უტაქტოც ხარ.
ისე მოეშალა ნერვები, სადაცაა ბოლი აუვიდოდა, კიდევ რამდენიმე წუთს გაჩერდა და დაუმშვიდობებლად დატოვა ოთახი...
ახლა სასეირნოდ რომ არ წასულიყო ერთიანად აფეთქდებოდა.. მოსაცმელი აიღო და სახლიდან გავიდა..
უყვარდა მარტო სეირნობა, ასე უფრო მარტივად წყვეტდა ყველაფერს... სიმშვიდე და გრილი ჰაერი გონებას უნიავებდა და ადეკვატურ აზროვნებას უბრუნებდა...კიდევ დიდხანს უნდოდა დარჩენა, მაგრამ ისე მოღრუბლულიყო, პატარა ბიძგი და ცა ჩამოინგრეოდა..
სახლში მისულმა შესასვლელში გაიხადა ფეხსაცმელი და უხმაუროდ შევიდა ოთახში.. ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული იყო ნანოზე და არუნდოდა უფრო მეტად დაეძაბა ურთიერთობა, ამიტომ ყველაზე კარგი იქნებოდა ცოტა ხანს თავს თუ აარიდებდა მასთან დალაპარაკებას, დროთა განმავლობაში კი ალბათ გადაუვლიდა ბრაზი..
ოთახში შესულს უამრავი საშინელი აზრი მოუვიდა თავში, როგორ გაემწარებინა ის უცნობი, აუცილებლად აგებინებდა პასუხს თავის სიტყვებზე.. კატოზე ზედმეტის თქმას არავის აპატიებდა.. ახლა მთავარია ისევ შეხვედროდა როგორმე, დანარჩენს მერე მოიფიქრებდა.. სიხარულისგან ლამის იკივლა საიტზე შესული დაკეტილ ოთახში რომ მოიწვია უცნობმა..
_ზუკა ამაშუკელი
_ტატა ხომერიკი
საერთოდ გამოუფრინდა თავიდან უცნობის გამწარების გეგმა.. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ საკმაოდ ზრდილობიანი და სასიამოვნო მოსაუბრე იყო ზუკა..
_ხვალ მიტინგზე მივდივარ და იმედია იქიდან დალეწილი არ მოვალ
_არგინდა მეც წამიყვანო ?
_ხო არ ღადაობ ? იქ იმაზე ვიფიქრო შენი თავი არ მიცემონ თუ იმაზე რომ გემრიელად ამოვულეწო ყბები უჯიშო პედერასტებს..
_ნუ გეშინია თუგინდა იქით დაგიცავ..
მუცლის ატკიებამდე იცინეს იმის წარმოდგენაზე როგორ ცემს ტატა ვიღაცეებს.. გამთენიისას გადაწყვიტეს, რომ დასვენება სჭირდებოდათ და საიტზე შესვლის დროზე შეთანხმდნენ..
ბარბაცით წამოდგა ფეხზე და გაუხდელად „დაეფერთხა“ საწოლზე..
შუადღისას გამოღვიძებულს თავი ისე დამძიმებებოდა წამოწევის ძალა არ ჰქონდა, საქმე მაინც არაფერი მაქვსო ჩაიბურტყუნა და ისევ ძილი გააგრძელა..
უკვე ძალიან აღიზიანებდა მობილურის ხმა..საოცარი სურვილი გაუჩნდა კედელზე მიენარცხებინა და სამუდამოდ დაედუმებინა ეს საშინლად მოწრიპინე ქმნილება, ასე ძალიან რომ ატკიებდა თავს...უაზრო ფიქრები გაფანტა და მობილურს უპასუხა..
_დიახ?
_ტატუუს ისევ გძინავს ტო ? გაიწელა ლაშა
_ამის შემდეგ შენ გკითხავ როდის დავიძინო ხოლმე, უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ტატამ
_რატომ მეუხეშები ტატა, ასე ძალიან ვერ მიტან ?
_შენთვის ეგ არმიკადრებია, უბრალოდ დავიღალე იმის ახსნით, რომ ჩემთვის უბრალოდ მეგობარი ხარ, რაზეც შენ ძალიან ბრაზდები, მე შენთან სხვა ურთიერთობის სურვილი არმაქვს..
_მე ძალიან მიყვარხრა ტატა
_ხოდა ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ შენ გიყვარვარ
_შენც შეგიყვარდები ტატა
_არასდროს გესმოდა რას გეუბნებოდი, არც ახლა გესმის და ვერც ვერასდროს გამიგებ.. ჩვენ სხვადასხვა პოლუსებზე ვდგავართ ლაშა..არ მაქვს შენთან ყოფნის სურვილი, სამაგიეროდ შენ ჩემი მეგობარი ვერ გახდები ვერასდროს, ამიტომ ყველაფერი დავამთავროთ, აღარ მინდა რომ დამირეკო. შენ იცი ზრდილობის გამო მაინც გიპასუხებ და არმინდა ჩემი ეს ქმედება ისე მიიღო თითქოს იმედს გაძლევ..
_ტატა შენ მაინც ჩემთან იქნები, შენს გვერდით სხვას არასდროს ავიტან
_ეს უკვე შენ აღარ გეხება, გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა..
უსიამოვნოდ დაწყებული დღე ასევე გაგრძელდა..12 საათამდე დრო ისე იწელებოდა სადაცაა ნერვები დააწყდებოდა, ვერც წიგნის კითხვას დაუდო გული და ვერც ფილმის ყურებას.. ისე უნდოდა ზუკასთან საუბარი თვითონაც უკვირდა ამხელა ზეგავლენა როგორ ჰქონდა ამ ბიჭს, რომ ყველანაირ დაძაბულობას უხსნიდა..
ზუსტად 12-ზე შევიდა სათამაშოდ.. გულში რაღაც ძალიან ჩაწყდა ზუკა რომ არ დახვდა..ცოტა ხანს დაელოდებოდა, მერე კი ალბათ დაიძინებდა..
ერთი საათი უშედეგოდ ლოდინის შემდეგ მოთმინების ფიალაც აევსო და ნერვებიც უფრო მეტად მოეშალა... ყველაზე ეტად იმაზე ბრაზდებოდა ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ასე რომ ელოდებოდა, მეორეს მხრივ იმასაც ფიქრობდა შეიძლება მიტინგზე დაშავებულიყო და ვერ შემოსულიყო..
ყველანაირი აზრი გაუფანტა ზუკას ნიკის დანახვამ.. კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ეს ბიჭი ზრდილობის ეტალონი იყო.. დაწვრილებით აუხსნა რატომ შეაგვიანდა ასე ძალიან და უამრავი ბოდიშიც მოიხადა..
უკვე ძალიან მოსწონდა ეს გოგო, მშვენივრად ხვდებოდა სხვა ტატას ადგილას არც დაელოდებოდა და ძალიანაც გაბრაზდებოდა.. ტატა კი ისე მშვიდად ელოდებოდა, არც კი უფიქრია, რომ თავის დამცირებად ჩაეთვლებოდა ლოდინი..ყველაზე მეტად უბრალოებას აფასებდა ადამიანში, პირველივე საუბრიდან გამოჩნდა ტატას სულიერი სამყაროც და უშუალობაც..ალბათ სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, ცხოვრებაში პირველად ვიღაცისთვის აეხსნა თავისი საქცილი..
_დიდი ეჭვი მაქვს ნაცემი წამოხვედი იქიდან
_შენ წარმოიდგინე და არა, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, არადა სიმართლე გითხრა ხელები მექავებოდა ისე მინდოდა ყბები ამომელეწა მაგ პედერასტებისთვის..
_ზუკა რა სისასტიკეებს ლაპარაკობ ? ადამიანები ვართ ყველა
_კაი რა ტატა, არგვინდა ამაზე საუბარი თორემ შორს წაგვიყვანს, შენ ის მითხარი როგორი დღე გქონდა ?
_ოო მე სისასტიკე დღე მქონდა სიმართლე გითხრა..
_ამ სისასტიკეებზე რა აკრეფვა გაქვს შენ რაიყო ?
_უაზრო პრივიჩკა ზუკაკო, სიცილით მიწერა და საწოლზე გადაწვა..
იმდენად ახლობლად თვლიდა ორი დღის გაცნობილს, ყურადღებაც კი არ გაამახვილა როგორ დაუძახა მოფერებითი სახელი.. ზუკა შეგნებულად არ აგრძნობინებდა, მაგრამ ძალინ სიამოვნებდა ტატა ასე გახსნილი დ მშვიდი რომ იყო მასთან..
ტატა მისი ყოველი სიტყვიდან ხვდებოდა რამდენად თბილი და სასმიამოვნო ადამიანი იყო.. წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა მისი ყურადღება და სითბო.. ბავშვობიდან გიჟდებოდა მზრუნველ და ყურადღებიან ადამიანებზე, ასლბათ ესეც აუცილებლად იქნებოდა იმ მიზეზთაგან ერთ-ერთი ზუკას რატომაც მიეჯაჭვა ასე ძალიან... წინ კიდევ უამრავი დრო ჰქონდა და იმედოვნებდა კიდევ უფრო მეტ დადებითს აღმოაჩენდა ზუკაში..
გამოცდების მოახლოებასთან ერთად მღელვარებაც ემატებოდა.. აქ კიდევ ერთხელ შეამჩნია ზუკა რამდენად დიდ როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში და რამდენად ცდილობდა დაძაბულობის გარეშე გადაეტანინებინა ეს გამოცდები მისთვის...
არცერთი ღამე დაუტოვებია მარტო, მანძილის მიუხედავად უპრობლემოდ ახერხებდა მის გამხიარულებას და წინასაგამოცდო ნერვიულობის ჩახშობას... ტატა მშვენივრად ხვდებოდა ზუკაზე ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანდა და თუ ოდესმე აღმოაჩენდა, რომ ზუკა არცისე კარგი იყო პიროვნულად, ძალიან ეტკინებოდა.. ამაზე ფიქრს ყოველთვის თავს არიდებდა, მაგრამ გულის ძალიან ღრმა კუნჭულში მაინც ჰქონდა ოდნავი უნდობლობა...
ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს უკვე ატესტატიანი, ვერ გაიაზრა ისე აღმოჩნდა ზუკა ადამიანი, რომელსაც პირველი ემოციები გაუზიარა.. საერთოდ, ბოლო დროს ვეღარ ამჩნევდა როგორ ხდებოდა ზუკა პირველი ადამიანი, რომელსაც ყველაზე გულწრფელ ემოციებს უზიარებდა...ერთის მხრივ ეს კარგიც იყო მათი ურთიერთობისთვის, რაც უფრო თავისუფლად იქნებოდნენ ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოვდებოდნენ, ტატას აზრით რაღაც ზღვარი მაინც უნდა ყოფილიყო მას და ზუკას შორის, მაგრამ იმასაც მშვენივრად ხვდებოდა როგორ უჭირდა ზუკას გარემოცვაში თავის დაჭერა და საზღვრების დაწესება..
ყოველ დილით მიწერილი „დილამშვიდობის პატარა“, „პრინცესა“ და „საყვარელო“ იმდენად არ აღიზიანებდა ზუკასგან, გაოცებულიც კი რჩებოდა რა გარდატეხა მოხდა ასე უცებ მის პიროვნებაში..არც იმაზე ბრაზდებოდა, თუ ზუკას ზარი გააღვიძებდა, უკვე მეათე დღე იყო რაც იცნობდა და მშვენივრად ხედავდა, როგორ შეძლო ზუკამ მისი ხასითის უკეთესობისკენ შეცვლა..
საღამოს რომ დაურეკა უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგა..ზუკათი ბენდიერებას უკვე მიჩვეული იყო და რაოცრად არ უნდოდა რამე შეცვლილიყო მათ შორის..
ზუკას საუბრის მანერაზე და ხმის ტემბრზე გიჟდებოდა ისე მოწონდა.არც ხრინწიანი იყო და არც ძალიან ბოხი, რაღაც ოქროს შუალედი იყო დაცული.. ბოლო დღეებში აღმოაჩინა, რომ ზუკას საოცრად „ტკბილი“ საუბრის მანერა ჰქონდა.. ახსოვდა რაღაცას ეუბნებოდა, უფრო სწორად უხსნიდა რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი გახდა ბოლო დღეებში მისთვის.. უცებ გონებამ ისე დაამუხრუჭა საფეთქლები აეწვა.. ჯერ კიდევ ცდილობდა ყველაფრის გადახარისხებას გონებაში..
_ზუკა გაიმეორე რას მეუბნებოდი
_რას და იმას, რომ ჩემი სიხარული. სიყვარული და ძვირფასი ადამიანი ხარ
_რა?
_ხმა არ ისმის ? იმას ვამბობდი რომ..
_ხმა ისმის ზუკა, მე ვერ მიგიხვდი.. გააწყვეტინა ტატამ და იგრძნო როგორ ჩაუწვა ყელი, ძლივს გადაყლაპულმა ნერწყვმა
ზუკად ჩაეცინა..
_ტატა სწორად გაიგე, არმითხრა რომ შენც იგივეს არ გრძნობ, მაინც არ დავიჯერებ
_კი მაგრამ, ჯერ მხოლოდ ათი დღე თუ იქნება რაც ერთმანეთს ვიცნობთ...ეს...ეს...როგორ?
_შენთვის დროს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თუ გრძბობას ? ზემდეტად სერიოზული და მკაცრი მოეჩვენა ზუკას ხმა..
_გრძნობას, ძლივს ამოიკნავლა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს
_და შენ რას გრძნობ ?
_მე...მე..
_შენ ?
_მე მიყვარხარ, მგონი
_მგონი თუ კი?
_კი.. იგრძნო როგორ მოეკიდა სახეზე ცეცხლი, მიუხედავად იმისა, ზუკა ვერ დაინახავდა, მაინც საშინელ უხერხულობას გრძნობდა.
_მეც მიყვარხარ..ჩუმად ჩასჩურჩულა ზუკამ
მაშინ მიხვდა რა გრძნობაა როცა დაფრინავ, ეგონა ღრუბელზე იწვა და უდარდელად დალივლივებდა.. საოცრებაც კი იყო ასე მცრიე დროში ნაპოვნი სიყვარული.
ფრენა და ღრუბლებზე ლივლივი მაშინ უფრო გაუმძაფრდა, ყოველ დილით ძალიან ბევრი თბილი მესიჯი რომ ხვდებოდა. პირველი ერთი თვე არავისთვის უთქვავს ზუკასთან ურთიერთობის შესახებ.. ეჭვი არ ეპარებოდა თავის გრძნობებში, უბრალოდ არ მიაჩნდა საჭიროდ ყველას მასზე ელაპარაკა.. სხვისთვის ალბათ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა ვირტუალურად შეგყვარებოდა, თანაც არც მეტი, არც ნაკლები 10 დღეში..
ყოველდღე რწმუნდებოდა როგორ ავდებდა ზუკა მის ცხოვრებას.. არასდროს ეხერხებოდა გრძნობების გამოხატვა, ზუკამ თითქოს მთლიანად ამოაყირავა მისი პიროვნება.. თავისი გულჩვილობა საოცრად აოცებდა, ხანდახან ისე მიუსაფრად გრძნობდა თავს, შეეძლო დაეფიცა მხოლოდ ზუკას შეეძლო მისი ბოლომდე დაცვა..
წარმატებით ჩაბარებულმა გამოცდებმა და ილიას სტუდენტობამ ბედნიერებისგან ფრთები შეასხა..
ახლა ერთადერთ საფიქრელად ზუკასთან შეხვედრა რჩებოდა.. მათი ურთიერთობის მესამე თვე იწყებოდა ზუკამ რომ საურეკა შენთან მოვდივარო.
დაიფიცებდა, რომ მართლა ვეღარ გრძნობდა გულის ცემას, ვერც იმას სუნთქავდა თუ არა..თავში ფიქრების კორიანტელი დაუტრიალდა..ნერვიულობდა ყველაფერზე, არსებულზეც და არარსებულზეც..ძალიან ეშლებოდა ნერვები ასეთ სისუსტეს რომ იჩენდა, მაგრამ ყოველ დღე ხომ არ ხვდებოდა ადამიანს, რომელიც ძაილიან უყვარდა და ცხოვრებაში პირველად უნდა ენახა.. ისევ წიგნის კითხვაში იპოვა შვება, მაგრამ ზუკასან მოსულმა მესიჯმა „უკვე აქ ვარ და სად წავიდე წარმოდგენა არ მაქვსო“ ყველაფერი ისევ ჩახლართა და დაატრიალა.. წამებში ატეხა ტვინის ყველა უჯრედმა განგაში.. ახლა მართლა დარწმუნდა, რომ აღარ სუნთქავდა..
ძლივს მოაბა თავი ჩაცმას და სახლიდან გავიდა.. კატო რომ არ ყოლოდა მართლა გაგიჟდებოდა ნერვიულობისგან..
შორიდან რომ დაინახა დიდი დათუნიათი ხელში, იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში ძალა.. ვერიჯერებდა მის სხეულზე შემოხვეულ ცხელ ხელებს და ყელში კოცნას.. ყველაფერი იმდენად გავდა ზღაპრულს და არარეალურს, ცოტა განცვიფრებული და დაბნეულიც კი იყო..
_სიყვარულის ქალაქში ჩამოგაკითხე და სყვარული დაგვებედება, ხუმრობდა ზუკა
_შენ გირჩევია მამაჩემთან შესახვედრად მოემზადო, არაგგადატენილი გელოდება, იცინოდა ტატა..
გრძნობდა ზუკას დაუფარავ ნერვიულობას და ეღიმებოდა..მკლავზე დამამშვიდებლად დაუსვა ხელი და სახლში შეუძღვა.. დარწმუნებულიც კი იყო, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნებოდა, ვიდრე ზუკას წარმოედგინა.. თვითონ ხომ ყველაზე კარგად იცოდა, როგორი უშუალო და მეგობრული ოჯახი ჰყავდა...
სიცილისგან ჭარხლისფერი ედოთ კატოს და ტატას, ისეთი გაფაციცებით უყურებდა ზუკა თურქულ სერიალს..რამდენჯერმე კი დაუბღვრათ ზუკამ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ..
საღამოდ სასეირნოდ რომ წავიდნენ, უფრო მეტად უშლიდნენ ნერვებს ზუკას.
_ზუკიი ძაან საინტერესო სერიალი იყო ისე ხომ იცი, მოგვიყევი რა ხდებოდა, ომარ ბეიმ რაო?
_ტატა! თვალებ დაუბრიალა ზუკამ
_რომ მახსენდება როგორ იჯექი, მინდა მთელ ხმაზე ვიცინო, არ ჩერდებოდა ტატა
_მეც მინდა ძალიან ბევრი ვიცინო, რომ მახსენდება კოცნა არ იცი და საშინლად დამფრთხალი თვალებით მიყურებდი შენკენ რომ წამოვედი, ნიშნისმოგებით გადახედა ზუკამ..
ტატას სახე აელეწა კოცნის გახსენებაზე, ზუკა სიცილისგან გაწითლდა..
_გაგებუტები! ტუჩები გაბუსხა ტატამ
_აბა შენიცი, იცინოდა ზუკა
რამდნეიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ზუკა ფეხზე წამოდგა..
_კაი თუ არ მელაპარაკები, მაშინ წავალ თბილისში.
ტატას ერთიანად დასცხა, ჯერ მონატრების 1%-იც კი არ ჰქონდა ჩამცხრალი და ახლა მართლა რომ წასულიყო ზუკა, ჭკუიდან გადავიდოდა.
_გადავიფიქრე, შეგირიგდი. ფეხზე ადგა ტატაც
ზუკა სევ გაწითლებამდე იცინოდა.. ტატა აღარ გაბუტულა..
საშინალდ არუნდოდა ზუკას თბილისსში დაბრუნება, მაგრამ ამდენ ხანს ვერ დარჩებოდა, ისედაც მესამე დღე იყო მისი იქ ყოფნის..
შეეძლო დაეფიცა, საოცრად ეტკინა ტატას ცრემლები, საწოლზე მობუზული რომ დანახა, თანაც დათუნია ჩახუტებული.. ერთიანად მოაწვა ყველა ემოცია და ძარღვებად ამოებერა მის სხეულზე..
_ტატა, ფრთხილად შეეხო და შუბლზე აკოცა.. _ხომიცი ხვალ რომ არ წავიდე გამორიცხულია, მაგრამ, ასე თუ ინერვიულებ, კაცობას გეფიცები ახლავე მოგკიდებ ხელს და ჩემთან ერთად წაგიყვან.
პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ტატა, ბოლოს ასე გულამომჯდარმა ძალიან პატარა რომ იყო მაშინ იტირა...
როგორღაც გადააგორა ზუკას წასვლა..ყველაზე მეტად ენატრებოდა ზუკას გულისცემის მოსმენა..იმასაც ხვდებოდა, პატარა ცანცარა ბავშვივით ვერ მოიქცეოდა და უაკნ ვერ გაეკიდებოდა, ბოლოს და ბოლოს ჯერ კიდევ ძალიან ცოტა დრო იყო გასული მათი გაცნობიდან..
ბავშვობიდან სულ იმას ეუბნებოდნენ, შენ პატარა არასდროს ყოფილხარ, ჩამოყალიბებული დაიბადეო... სწორედ ეს აფიქრებდა ყოველთვის და სულ ცდილობდა დიდი პასუხისმგებლობა თავიდან აეშორებინა.. მშვენივრად ხვდებოდა მისი აზროვნების მიუხედავად, ოჯახის შექმნა საოცარ გარდატეხას მოახდენდა მასში და ყველაზე მეტად დასწყდებოდა გული, მისი ბავშვობა რომ დამთავრდებოდა... იმასაც ხვდებოდა, გათხოვილი ქალი ვერც შუაღამისას ადგებოდა და ჩუმად ისეირნებდა მთვარიან ღამეს და ვერც სილაში ითამაშებდა პატარა ბავშვებთან ერთად.. ესეც რომ არ ყოფილიყო, არ შეეძლო ზუკასთვის იმედი გაეცრუებინა.. ერთხელ მაინც რომ დაენახა ზუკას თვალებში მისით გამოწვეული უკმაყოფლება ან იმედგაცრუება, მაშინვე წავიდოდა მისი ცხოვრებიდან როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო..
ყველაზე მეტად ახარებდა სწავლის დაწყება და ზუკასთან ახლოს ყოფნის პერსპექტივა.. ძალიან მოენატრებოდა ოჯახი, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა ცხოვრების სხვა ეტაპი რომ უნდა დაეწყო, თანაც დამოუკიდებლად...
ზუკას ჯერ კიდევ ეგონა, რომ დაბადების დღის გატარება ტატას გარეშე მოუწევდა... საჩუქარი გამოგიგზავნე და დახვდიო რომ უთხრა, ძალიან გაბრაზდა, აშკარად ერჩია ტატა ყოფილიყო მის გვერდით და არა საჩუქარი, რომელიც არაფერში ჭირდებოდა..
ტატა რომ დაინახა სამარშუტო ტაქსთან სიხარულისგან გაიბერა...
ტატა ალბათ არასდროს დაიწუწუნებდა, მის ცხოვრებაში საშინელი მარტოობის ორი წელი რომ არ ყოფილიყო.. ზუკა იმდენად ავიწყებდა ყველა ტკივილს, თითქოს ის არც ყოფილიყო..ყველაზე მეტად ეამაყებოდა ასეთი ადამიანი რომ ჰყავდა გვერდით და შეეძლო თავისუფლად ეწოდებინა მისთვის „მეორე ნახევარი“, რომელიც არასდროს არავითი ჩანაცვლდებოდა...
დილით კატო დაახტა თავზე, ჩქარა ჩაიცვი ბიჭები გამოვლენ და მივდივართო.. კი იბუზღუნა კვირა დღეს მაინც დამასვენეთო, მაგრამ ვინ მოასვენებდა... ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და საშინლად დისორიენტირებული შევიდა აბაზანაში.. თავისი ამბავი რომ იცოდა თუ სწრაფად არ მიიღებდა შხაპს, უეჭველად ჩაეძინებოდა და მერე მართლა არსად აღარ წავიდოდა... ერთ საათში მომზადებული იდგა და მოთმინებთ ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა კატო,ტუჩსაცხის მისი გამოთვლით მეათედ შესწორებას..
ზუკას დანახვამ ძილიც გადაავიწყა და წეღანდელი ბუზღუნიც.. პატარა ბავშვივით უხაროდა ყველა ატრაქციონი.. ზუკა სიცილით დაყვებოდა უკან.. ყველაზე ემტად ტატას ბავშვური ხასიათი მოწონდა... ხანდახან ისეთ სისულელეზე შეეძლო ეტირა, როგორიც მომღერალი თოჯინა იყო, რომელსაც რა თქმა უნდა არ ყიდულობდნენ მისთვის!
დაღლილები ჩამოსხდნენ მთაწმინდის პარკში და თბილისს გადმოხედეს.. თითქოს ვერაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც იყო ამ ქალაქში ისეთი რაღაც, რაც სიყვარულს განდომებდა...
_ნაყინი მინდა, წაიბუზღუნა ტატამ
_ტატა დეკემბერია, წარბები აზიდა ზუკამ
_მერე რა, მე მაინც მინდა, მხრები აიჩეჩა და ტუჩები გაბუსხა
სიცილით წამოდგა ზუკა და ჩამოსასხმელ ნაყინთან მივიდა... ცოტა ხანში ცარიელი ხელებით რომ დაბრუნდა, და თქვა უკვე იკეტებიან და ნაყინიც არ აქვთო, ტატას ცოტა დააკლდა პატარა ბავშვივით რომ არ ეტირა.. ზუკას სულ ცოტა აკლდა აფეთქებამდე, ყველაზე მეტად ტატას ცრემლებს ვერ იტანდა, ახლა კი ხედავდა როგორი აწყლიანებული თვალებით იყურებოდა და უნდოდა ის ჯიხური ერთიანად დაელეწა, პირველი რომ იკეტებოდნენ და მეორე ჩამოსასხმელი ნაყინი რომ არ ჰქონდათ...
სახლში ძალიან გვიან მივიდნენ, ტატას ნახევრად დაეხუჭა თვალები და ზუკას ეყუდებოდა...ფრთხილად მიიყვანა საწოლამდე, ზედ დააწვინა და საბანი შემოუკეცა, ცოტა ხანს უყურებდა როგორ აცმაცუნებდა ტუჩებს და რა ღრმად სუნთქავდა, ბოლოს კი თვითონაც ჩაეძინა..
დილით ტატას შეხებამ გამოაღვიძა, ხელში ტოსტები და ყავა ეჭირა და უღიმოდა..
_ტატა ოქრო მყავხარ, ნამდვილი ბაჯაღლო ოქრო.. გაუცინა და საწოლზე წამოჯდა
ტატას გულიანად კისკისებდა..
გიჟდებოდა ტატას სიცილზე, განსაკუთრებით უყვარდა სიცილისას ლოყებზე ჩაღრმავებები რომ ჰქონდა..
საახალწლო არდადეგები საერთოდ არ ახარებდა..ზუკას გარეშე გასული დღეები ისე ეზიზღებოდა, ასეთი არც ახალი წელი უნდოდა და არც დასვენება.. მოწყენილი და ჩაფიქებული იჯდა ფანჯარასთან და კატოს ლაპარაკს უსმენდა..
_ტატა გამოფხიზლდი, ხელი გაკრა კატომ, დარწმუნებული ვარ სულ ტყუილად ვილაპარაკე ამდენი და ერთი სიტყვაც არ გაგიგია
_კატო მესმის.. ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ ფანჯარაში გაიხედა..
_ვიცი რომ გიყვარს და მოგენატრება, მაგრამ ჩამოვა ხოლმე, თან დასვენებაც მალე დამთავრდება და ისევ ნახავ ყოველდღე, კაი რა..
ტატას გამხიარულების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელი ჩაიქნია და მობილურში თამაში გააგრძელა..
მთელი საღმო ისე ეხუტებოდა ზუკას, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე უშვებდნენ და ვეღარ ნახავდა..
ბოლოს ის ახსოვს ზუკა რომ ეჩურჩულებოდა მივარხარო, მერე კი უბრალოდ თეთრ ღრუბლებში ჩაიძირა..
დილით ადრიანად გაიღვიძა, სწრაფად მოემზადა და წინასწარ მომზადებული ჩანთები მოიკიდა, ზუკას გადაურეკა მზად ვარო და სადარბაზოსთან ჩაირბინა..
გამომშვიდობება ძნელი აღმოჩნდა, ისევ ტატას აწყლიანებული თვალები და ზუკას დაბერილი ძარღვები, ბოლოს კი ყველაზე თბილი ჩახუტება და დამშვიდობება..
საახალწლო განწყობა რა თქმა უნდა არ ჰქონია, ახალი წლის ღამეს მოვალეობის მოხდის გამო იჯდა სუფრასთან, 15 წუთში ბოდიში მოიხადა და დასაძინებლად წავიდა...
ყოველ დღე საათობით ელაპარაკებოდა ზუკას, უკვე 3 იყო, რამდნეიმე დღეც და სწავლა დაიწყებოდა..
ექვსი თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, ზუკამ ღამემშვიდობისა რომ არ უსურვა და მეორე დღესაც არ დაურეკა.. უკვე შუადღე იქნებოდა თვითონ რომ დარეკა, მაგრამ გაუთიშა.. აშკარად ეპარებოდა პანიკის და საზიზღარი წინათგრძნობის ნოტები.. ცოტა ხანში მოსულმა მესიჯმა საერთოდ შოკში ჩააგდო.. ცოტა ხანში იმდენად გამყინავი ხმით ესაუბრებოდა ზუკა, ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ამდენი თვის განმავლობაში სულ სხვა დამიანს იცნობდა..
_ზუკა რა დავაშავე ვერ ვხვდები..
_გაიხსენე რას წერდი კატოს და მიხვდები რაც დააშავე..
უკვე ღიზიანდებოდა ზუკას აგდებულ ტონზე..როგორც გინდა ყვარებოდა ტავმოყვარეობა არასდრპოს მისცემდა იმის უფლებას ზედ გადაეტარებინა ვინმე..
_ან ამიხსნი რა მოხდა, ან არადა ვთიშავ და შეგიძლია აღარასდროს გამიხსენო
_ტატა, ვფიქრობ ასეთ ტალღაზე არ უნდა იყო.. რას ნიშნავდა შენი საქციელი და ჩემი მეგობრების დაცინვა კატოსთან ერთად ?კოტემ და გიორგიმ ყველა თქვენი მიწერილი მესიჯი მაჩვენეს..
ტატას შიგნიდან ყველაფერი შეუტოკდა.. ეგონა თავში რაღაც ძალიან მძიმე ჩაარტყეს..ყველაფერს ჰქონდა საზღვარი, მითუმეტეს ცილისწამებას ვერ აიტანდა..
_მეგონა ამ თვეების განმავლობაში კარგად გამიცანი და იცოდი რას ვიკადრებდი და რას არა, იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა..
ყველაფერი წამებში დატრიალდა, ცრემლები კი არა სისხლის წვეთები მოსდიოდა თვალებიდან.. ყველაზე მეტად მტკივნეული იყო ღალატი, მითუმეტეს იმ ადამიანებისგან, ვისაც მეგობრებად მიიჩნევდი, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც ზუკამ გაუკეთა.. როგორ შეეძლო დაეჯერებინა, რომ მათ მეგობრებზე რამე ცუდს იტყოდა..
ბუხართან იჯდა და წითელ ღვინოს სვავდა.. კატოს მოსვლა არ შეუნიშნავს, თბილი ხელები რომ იგრძნო, თითქოს ძილბურანიდან გამოფხიზლდა.. გაღიმება სცადა, მაგრამ არაფრით გამოუვიდა, თავს ვერ აიძულა ტუჩები ოდნავ მაინც გაემოძრავებინა..
_ტატა , ყველაფერი მოგვარდება, ზუკა მიხვდება რომ შენ არაფერი დაგიშავებია
_ის კი არ მტკივა ახლა ზუკა რომ არ მირეკავს, ყველაზე მეტად მწყინს ჩემში ეჭვი რომ შეეპარა და იფიქრა, რომ მსგავს რამეს ვიკადრებდი..
_ხომიცი რომ ინანებს..
_არ მინდა არავის მონანიება..უბრალოდ ცოტა ხანს მარტო ყოფნა მჭირდება
_დარწმუნებული ხარ ?
_კი... თვალები დახუჭა და უფრო მჭიდროდ აკეცა ფეხები სავარძელზე..
მტკივნეული იყო ზუკას გარეშე გასული დღეები.. ყოველ დღე რამდენიმე ბაკალი შავი ღვინო და ბუხართან დაგროვილი ფიქრების კორიანტელი, გახსენებული ყველა ბედნიერი დღე და ცრემლების აუარება ჯარი...
_ტატა დედა შენთან არიან, ანერვიულებული შევიდა ნანო შვილის ოთახში და ფრთხილად შეაღვიძა..
_დედა ახლა არშემიძლია არავის ნახვა..
_არც ჩემი?
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ერთაიანად დაიჭიმა და ყბები ერთმანეთს დააჭირა.. როგორი მტკივნეული იყო ამდენი დღის შემდეგ პირველად მოსმენილი ნანატრი ხმა..ვეღარ გრძნობდა გული მუშაობდა თუ უბრალოდ გაჩერდა ამდენი სტრესისგან..თავით ანიშნა ნანოს მარტო დაგვტოვეო და საწოლში წამოჯდა..
ზუკას შიგნით რაღაც შეუტოკდა ტატას გათეთრებული სახე და ჩაშავებული თვალები რომ დაინახა.. ახლა უფრო მეტად იგრძნო როგორ დააშავა, პატიების თხოვნა არასდროს გაჭირვებია ასე.. უსამართლოდ,საკუთარი ძმაკაცების და ტატას ვითომ დაქალების სიბოროტის და შურის გამო ამხელა შეურაცხყოფა რომ მიაყენა ტატას, ვერაფრით მოენელებინა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს..
საუბრის დაწყება უზომოდ უჭირდა, მაგრამ ახლა სიმხდალის დრო არიყო.. სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა, მაინც უნდა მოეპოვებინა ისევ ტატას ნდობა..
_ტატა, ყველაზე მეტად მიჭირს შენთვის ამის თქმა, უზომოდ დამნაშავე ვარ..ალბათ გამოუსწორებელი შეცდომაც კი დავუშვი თავიდანვე რომ არ გავარკვიე ყველაფერი და უბრალო ეჭვის გამო ასე მარტივად ვამთავრებდი ყველაფერს..შენ ისეთი ხარ, ვიცი ბოღმას მაინც არ ჩაიდებ გულში და ამის გამო ორმაგად მტკივა, ასეთ ზომამდე რომ მიგიყვანე..ზუკამ თავი ჩახარა და უცებ მთელი სიმძაფრით შეიგრძნო საკუთარი თავის მიმართ განცდილი ზიზღი..
_ზუკა აღარ მინდა ამაზე საუბრი..
_ გთხოვ მომისმინე ბოლომდე და მერე გადაწყვიტე ყველაფერი..
_იმ ღამეს გიოსთან ვსვავდით, კბილები გააღრჭიალა ზუკამ.. ისე იქცეოდნენ კოტეც და თვითონაც, მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდათ და არ მეუბნებოდნენ.. თავი რომ აღარ დავანებე ერთმანეთს გადახედეს და ნაწერები მაჩვენეს, სადაც შენ მათ გაუნათლებელ ხეპრეებს უწოდებდი და კიდევ ათას სხვა რაღაცას.. რა თქმა უნდა ვკითხე საიდან ჰქონდათ ეს ნაწერი და დამიჯერე ორმაგი შოკი იყო, რომ მითხრეს კატომ გამოუგზავნათ...
თითქოს თავში ურო ჩასცხეს, ყველაფრის დაჯერება შეეძლო, მაგრამ იმის არა, რომ კატო ამას იკადრებდა...ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მის გვერდით იდგა ამას ვერ გააკეთებდა.. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და წამიერად გაუჩნდა პირში რაღაც საზიზღარი გემო, რომელსაც ზიზღი უწოდა...ზუკასთან პირველი მიწერა გაახსენდა, მაშინ თვითონაც ხომ ასე დაიცვა კატო, რა თქმა უნდა ზუკაც იგივეს მოიმოქმედებდა როცა მის მეგობრებს შეურაცხოფას მიაყენებდნენ... უცებ მიხვდა რამ გამოიწვია ზუკაში ამხელა გაღიზიანება, და უფრო მეტად შეძულდა ადამიანები, რომელბიც ასე გულმოდგინედ ცდილობდნენ მისი ბენდიერების დანგრევას....
თავისდაუნებურად გადაიხარა ზუკასკენ და ხელები შემოხვია.. მონატრების სურნელმა წამში დაახვია თავბრუ...
_მინდა შენთან ერთად შთავინთქა გრძნობების ზღვაში.. ჩუმად ჩასჩურჩულა და ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია კისერზე..
_შენთვის საჩუქარი მაქვს, ღიმილი აუთამაშდა ზუკას სახეზე, ისევ გაეცინა საჩუქრის ხსენებაზე ტატას თვალებში ვარსკვლავები რომ აკიაფდნენ...
ბავშვის დამამშვიდებელი მანათობელი ჭიამაია რომ დაინახა, სიხარულისგან გაუაზრებლად დაიკივლა..
_ზუკა, ყველაზე დაუკეთესო მყავხარ..
_ხოდა ამ საკეთესოს ყველაზე მაგრად უყვარხარ ამ ცხოვრებაში და ხვდება როგორ არ გიმსახურებს, დარცხვენილმა ჩახარა თავი..
_ზუკა.. ეს ბოლოა როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ.. თვალებში ჩახედა და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა..
საღამოს საწოლზე იყვნენ წამოწოლილები და ჭიამაიას ბაკანზე განლაგებული მოციმციმე ვარსკვლავების კვალს უყურებდნენ ჭერზე...
_ზუკა..ჩუმად ჩაიჩურჩულა ტატამ
_ხო ჩემო პატარა
_მე მჯერა, რომ გავუძლებთ დროს და მართლა შთავინთქმებით სიყვარულის და გრძნობების ზღვაში...



№1  offline წევრი ana 11

აუუ ძაან მაგარი ისტორიაა ზაალიან მომეწონა კარგი იყოო სულ ბედნიერები ყოფილიყვნენ ტატა და ზუკა <3<3<3

 


№2  offline წევრი sallollo

ana 11
აუუ ძაან მაგარი ისტორიაა ზაალიან მომეწონა კარგი იყოო სულ ბედნიერები ყოფილიყვნენ ტატა და ზუკა <3<3<3

ძალიან დიდი მადლობა :* <3

 


№3  offline წევრი mariami12

auu is werilebi martla katom miwera? :/

 


№4  offline წევრი sallollo

mariami12
auu is werilebi martla katom miwera? :/

კი ის წერილები ნამდვილად კატომ მიწერა, ვეცადე ცოტა შემელამაზებინა, მაგრამ რეალურ ამბავს ვერაფრით გადავაკეთებდი..

 


№5  offline ადმინი შამანი

ძალიან,ძალიან მაგარი იყო!
ტატას დაქალის გაწიწკვნა მომინდა :დდ
მიხარია,რომ ასე კარგად დასრულდა! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline წევრი idm.4

Gawelilichanda..chanda iciratom?? Ai cota mravalferovani sityvebi aklda..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent