მე შენ სიზმარში შემიყვარდი
დილის 7:00 საათი იყო მაღვიძარამ რო დარეკა და ელენი გამოაფხიზლა იმ უცნაური სიზმრებიდან, რომელიც ისე რეალურად ეჩვენებოდა თვალები რომ გაახილა კიდევ რამოდენიმე წამი ცდილობდა დაეჭირა სიზმარში ნანახი კადრები.უკმაყოფილოდ დახედა მობილურს, საწოლზე წამოჯდა და თავის თავზე გაეცინა, ეს არაბული სიზმრები რამ დამასიზმრა ვითომ სხვა საფიქრალი არ მქონდესო.ნელ ნელა ისევ თვალწინ წარმოუდგა სიზმრის დეტალები, როგორ იდგა შუა საუკუნეების ეგვიპტის მდიდრული სასახლის აივანზე, სადაც ყველაფერი ოქროსფრად ანათებდა, ძირს ნაირ ნაირ ფერებში მოქარგული ხალიჩები ეფინა, არაბული მუსიკის ფონზე კი ნახევრად შიშველი გოგონები ცეკვავდნენ,რომლებიც ისე მოხდენილად ამოძრავებდნენ სხეულს,რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც კი აღტაცებაში მოყავდათ.ელენი აკვირდებოდა ხალიჩებზე მიწოლილ მამაკაცებს, რომლებიც თვალებით ჭამდნენ მოცეკვავე გოგონებს და თან ჩილიმს აბოლებდნენ.ელენის თვალს არ გამოპარვია იქ მჯდომი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შავი თვალებითა და სწორი გრძელი წარბებით, რომლიც ელენს ისეთი დაჟინებით უმზერდა თითქოს თვალებით აშიშვლებსო.სწორედ ამ დროს დარეკა მაღვიძარამ და გადაარჩინა ელენი უცნობი, მაგრამ ძალიან სიპმატიური მამაკაცის მზერას. ელენმა ფანჯარას გახედა, გარეთ ისეთი ნისლი იყო ჯერ კიდევ ღამე გეგონებოდა. მაგრამ წვივმის წვეთები ისე სასიამოვნოდ ხმაურობდნენ ფანჯრის მინებზე რომ ელენს ისევ თავის საბანში გახვევა და ამ სანახაობით დატკბობა მოუნდა. სამზარეულოში გავიდა და ყავის მომზადებას შუედგა. ამ დროს მობილური აწკრიალდა, ეკრანისთვის არც დაუხედავ ისე მიხვდა ვინც იქნებოდა. -მარუს შენი ხმა ყავას ისე უხდება როგორც შოკოლადის ნამცხვარი(გულიანად გაიცინა ელენმა) -შენ რო ენა არ გქონდეს რა ეშველებოდა მსოფლიოს.ეხლა ის მითხარი უცებ შვებულებას როდის გაძლევენ? -ოჰო რა იყო სადმე უნდა დამპატიჟო? -ზუსტადაც!დროზე მითხარი და ნუ გიყვარს ეს შენი სარკასტული იუმორი ყველაფერში. -ორ კვირაში ალბათ. ყოველშემთხვევაში ახალ წელს შემიძლია თავისუფალი ვიყო და მთელი ღამე შამპანიურებით ვიწუწაოთ. ისე თავდაჯერებულად თქვა ეს რომ მარიმ თავი ვეღარ შეიკავა და ისეთი ხარხარი მორთო ელენმა მობილურიც კი მოიშორა სახიდან. -უჰჰ შენ რა გითხარი ისეთი გამაცინე გიორგი აბაზანიდან გამოვარდა ხო მშვიდობააო. ნეტა შენი თავი მანახა მთვრალი და მზად ვარ ქმარიც მივატოვო. მარიმ ისევ ატეხა კისკისი. ამ დროს გიორგიც ჩაერთო საუბარში და ელენს სთხოვა მალე დამაყენე საშველიო,რასაც მარის უკმაყოფილო შეძახილი მოყვა და ოთახიდან სასწრაფოდ ისევ აბაზანაში გაგზავნა მეუღლე. -ხო კარგი ხო შიეძლება ერთხელ მეც დავთვრე ეგრე რამხელა ქოთქოთი ატეხეთ. -ახალ წელს ეგრეც უნდა ქნა. უკვე 23 წლის გოგო ხარ ხო უნდა დააანებო თავი ამ მსხლის ლიმონათის სმას მეზობლის ბავშვივით. მაგრამ ეხლა მე უფრო სხვა რამეზე ვრეკავდი და სანამ კითხვას დაგისვავ მანამდე უნდა მითხრა რო თანახმა ხარ. მარის სიჯიუტის ამბავი კარგად იცოდა ელენმა ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხმობა მისცა, ტუმცა იცოდა მარის ქარაფშუტა ხასიათის ამბავი და იმწამსვე გაუელვა თავში უკვე რაღაც შარში გამხვევსო. -მოკლედ გოგო გიორგის სამსახურში საახალწლოდ აჩუქეს ორ კაციანი საგზური ეგვიპტეში მარა ის ვერ გაითვალისწინეს მაგ უტვიონების ხროვამ რო შვებულებას არ აძლევენ და ეს საგზური "სტენკაში" გამოსადებად აჩუქეს, ხოდა მე უკვე გადავწყვიტე ეგვიპტეში მე და შენ მივდივართ! ელენს ამის გაგონებაზე ხმა ჩაუვარდა, დილის სიზმარი გაახსენდა, რომელიც მარისთან ლაპარაკში სულ გადაავიწყდა, მაგრამ აი წამს ის ისევ მის წინ გაცოცხლდა, ისევ თვალწინ დაუდგა იმ უცნაური ბიჭის თვალები და ეს ისე რეალურად ეჩვენა თითქოს საცაა ხელით შეეხებაო. მარის ხმამ გამოაფხიზლა რომელიც მოუთმენლად ელოდა მის პასუხს, ელენმა ძლივს ამოღერღა კარგიო და ტელეფონი გათიშა. სასწრაფოდ ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.