მავნე (2)
ბექა ნელ ნელა უკეთესად გავიცანი. ხშირად აკითხავდა ხოლმე ლილეს. -მავნეე.. ხვალ ბექას დაბადებისდღეა და ვქეიფობთ სასტავი და უეჭველი ჩემ გვერჩი უნდა იყო. -აუუ მეზარება რაა. თან თითქმის არავის ვიცნობ მანდ და. -კაი რა.. ნუ ხარ საძაგელი წამოო. -ჰო კაი. მაგრამ როგორც კი მომბეზრდება დავბრუნდები. -მიყვარხარ!! ლილე ძალიან ლამაზად იყო. მოკლე შავი კაბა ეცვა და მაღალქუსლიანები. მე კიდევ ჯინსებში და კედებში ჩაზმანული გამოვეცხადე. კინაღამ გაგიჟდა რომ დამინახა მაგრამ უკვე ვაგვიანებდით და ჩემდა საბედნიეროდ ვერ მოვასწრებდი გამოცვლას.იქ მისულებს თითქმის ყველა შეკრებილი დაგვხვდა. ბექას დაბადების დღე მივულოცე და საჩუქარიც ვაჩუქე. ხოლო შემდეგ სათითაოდ გავიცანი მისი და უკვე ლილეს მეგობრებიც.ყველაზე მეტად კი ლუკა, სანდრო, ელენე და გოგა მომეწონენ. როგორც ჩანდა ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ერთმანეთის გარეშე ერთ წუთსაც კი არ ატარებდნენ. ძაან ჯიგარი ბავშვები აღმოჩნდნენ და მაგრად შემიყვარდა ყველა. -ვის ეძებს ეს თვალები ვიისო? (ლილე) -ვის უნდა ეძებდეს (მე) -რავი, ვინმეს მაღალს, შავგვრემანს და სიმპატიურს. - არაფერიც! -ნუ გეშინია მალე მოვა და გაგაცნობ.- თვალი ჩამიკრა და ბექასკენ წავიდა. სულაც არ მინდა თქვენი შავი ბიჭი. საიდან მოიტანა რომ იმას ვეძებ? არა მართლა ნეტა დღეს რატო არ არის? მალე მოვა? მეშინოდა მასთან შეხვედრის მაგრამ აღიარება არ მინდოდა. თავის ტკივილი მოვიმიზეზე, ბავშვებს ბოდიში მოვუხადე და სახლში წამოვედი. ფეხი მინდოდა გასეირნება. იციით? ბევრს ეშინია ღამის, სიბნელის. მე კი მიყვარს. იქ ვერავინ ამჩნევს მოწყენილი ხარ, ტირი თუ იცინიხარ. დრო გადიოდა.. ლილე ხშირად ხვდებოდა ბავშვებს, მე -არც ისე ხშირად რადგან გაცვლით პროგრამაში ვიღებდი მონაწილეობას და ბევრი სამეცადინო მქონდა. მაგრამ ჩემი მათთან ყოფნის პერიოდი შავგვრემანი არც ერთხელ არ გამოჩენილა. - დღეს ბავშვები ამოვლენ ჩვენთან ბიჭებმა ნიძლავი წააგეს და ხაჭაპურები უნდა დაგვიცხონ. (ლილე) -ვაა რა მაგარია მართლლაა? თან მე უკვე მოვრჩი აპლიკაციის შევსებას და გადავაგზავნე. (მე) -ანუ დამიბრუნდა დაქალი? ვა რა მაგარია. აუუ შენ რო წახვიდე ხოო თავს მოვიკლავ. რა ვაკეთო უშენოდ. -ნუ გეშინია არ მიგატოვებ - ვუთხარი და კისერზე ჩამოვეკიდე. -არა ისე კი დავისვენებ შენგან მაგრამ.. -გოო მოდი მივალაგოთ ცოტა თორე საგიჟეთში მგონია თავი. -ოოკ.. სახლი მივალაგეთ და ბევრ რამეზე ვიჭორავეთ, თუმცა არც ერთხელ არ გვიხსენებია შავგვრემანი. ვიცოდი ზაკასად არ ლაპარაკობდა მასზე. უნდოდა მე წამომეწყო ლაპარაკი. მაგრამ ნურას უკაცრავად. მაგრამ რა ვქნა რომ ფიქრები სულ მისკენ გარბოდა? -ვაა სასტაავ მოოდით კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სამფლობელოში- სასტუმრო ოთახში შემოუძღვა ბავშვებს ლილე. -უფ ვერ ვითმენ ისე მინდა დემნას გამომცხვარი ხაჟაპური გავსინჯოო..(გოგა) -ტუჩები ააწკლაპუნა და ეშმაკურად ჩაიცინა. აჰაა ესეიგი დემნა გქვია შავგვრემანო? -ჰო მართლა, დემნა სადაა? (ლილე) -უკან მოგვყვებოდა და ჩამორჩა ეტყობა. ( ბექა) ამ დროს კარებზე ზარი გაისმა. -აუ მავნეე, მეზარება გაუღე რაა. (ლილე) -ვიცი ეს მოიმიზეზა რომ მე და დემნა შევეხვედრებიეთ ერთმანეთს. არ გამიპროტესტებია რადგან ბავშვები რამეს იეჭვებდნენ. ჰოდა მეც ავდექი და კარებისაკენ გავემართე. თან გულში ლილეს მოკვლის სტრატეგიებს ვსახავდი. კარებს მივუახლოვდი, ვიცოდი რომ მას კიდევ ერთხელ შევხვდებოდი და თან მეშინოდა, მეშინოდა რომ რამეს მწარედ მეტყოდა. ის ხომ ისე უზრდელი და მწარე ენის პატრონი იყო. მიყვარდა? არა რა სისულელეა! ეს უბრალოდ სიმპატიაა და მეტი არაფერი.ამაში დარწმუნებული ვარ. თან როგორ შეიძლება ადამიანი ერთი ნახვით შეგიყვარდეს. თანაც მე მისი უფრო მეშინოდა, ვიდრე მომწონდა. ძალა მოვიკრიბე და სახელური ჩამოვწიე, შემდეგ კი კარი ფართოდ გავაღე. შეცვლილი იყო, მაგრამ მისი შავი თვალები ისევ ისე ანათებდნენ... -კიდევ დიდხანს უნდა მიყურო ასე? (დემნა)- ახლაღა მივხვდი რომ იდიოტივით მივშტერებოდი. ღმერთო რა უტვინო ვარ. -რა? არა მე ისა.. შემობრძანდით. -ზაკასად ველაპარაკებოდი ასე ოფიციალური ტონით, ვიცოდი ეს აღიზიანებდა. რა უცნაური ადამიანი იყო, არც კი გასჩენია ჩემი გაცნობის სურვილი. ჰმ იდიოტი. ხოდა არც მე მინდა მაგის გაცნობა, რაში მარგია. -ოოჰოო ეს ვინ მოსულა!! აბა დაიკაპიწე ხელები და შეუდექი საქმეს საყვარელოო (გოგა) -რამდენჯერ გითხარი ერთხელაც გაილახები მაგ შენი ქალაჩუნური ქცევებისთვის! (დემნა) -კაი ცუნცუუულ. -გამოაჯავრა გოგამ. -დემნა ალბათ მოკლავდა ლილეს რომ არ დაელაპარაკა. -კარგით აღარ მოვიდა ხაჭაპურების დაცხობის დრო? ყველა სამზარეულოშ გავედით, ძლივს ვეტეოდით მაგრამ არავის უნდოდა ამ სანახაობას გამორჩენოდა. ლილემ ყველაფერი აუხსნა ბიჭებს. სულ დამავიწყდა, ხაჭაპური დემნასთან ერთად ბექას და სანდროს უნდა გაეკეთებინათ. ლილემ ინსტრუქციები მისცა რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. დემნას ცომის მოზელა შეხვდა, ბექას ყველის დაჭრა, ხოლო სანდროს ცომის გაბრტყელება და გამოცხობა. მოკლედ წინ საინტერესო საღამო გველოდა. დაიწყეს ბიჭებმა თავიანთი საქმიანობები. ლუკა და გეგა ერთმანეთს ასკდებოდნენ სიცილით. ნეტა დაგანახათ დემნა რა ტიპად ზელდა ცომს. ჯერ დზალიან სქელი გამოუვიდა, მერე ზედმეტად თხელი. კინაღამ თასი შემოატყდა ხელში ისე ზელდა. მე მის გვერძე ოღონდ ცოტა მოშორებით ვიდექი. და მეცინებოდა ამხელა კაცი ასე რომ წვალობდა. ერთი ორჯერ კი შემომიბღვირა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ლილე ბექასთან მიპარულა და ეხმარებოდა. ისეთი საყვარლები იყვნენ. სანდრო ჯერ უსაქმოდ იყო მაგრამ მალე დასაქმდებოდა. -მეტი კი არ მინდა ბებიაჩემზე ნაკლები ხაჭაპურები დაგიცხვიათ! (გოგა) - იფ იფ, რა გემრიელი იქნება (ლუკა) -საყვარელო ცოტა ნაზად! -გამოაჯავრა გოგამ დემნა, მიეპარა და ხელზე ხელი დაადო. საპასუხოდ კი ცომიანი მუშტი დაიმსახურა მუცელში. -რაარის რანაირი უხეშ ხეპრე ხარ. შენ გამირეცხავ ამას ახლა? (გოგა) -დაიმსახურე ქალაჩუნობისთვის! (დემნა) -მოკლედ რა უჟმური ხასიათი გაქ. ასეთი უჟმური იყო ბავშვობაშიც. (გოგა) -მახარაძე მოგკლავ! (დემნა) როგორც იქნა დიდი წამებით და წვალებით გამოაცხვეს ხაჭაპურები და გემრიელადაც გეახელით. ბევრიც ვიცინეთ და ვიხალისეთ. ვხვდებოდი ეს ბავშვები როგორ მახალისებდნენ და უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილები იყვნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი დემნასთვის არ შემეხედა და ამით მეჩვენებინა რომ არ მაინტერესებდა. უკვე გვიანი იყო და ბავშვებიც წავიდნენ. მე და ლილემ ოთახი მივალაგეთ, ყავები გავიკეთეთ და აივანზე გავედით. აივნის კუთხეებში ჯდომა და ლაპარაკი გვიყვარს ძალიან. -მავნე..(ლილე) -ჰოო -მოგწონს?? -ვინ? -მამაჩემის მამა!! -არაა, მამაშენის მამას რა მომაწონებს!! -კაი ჰოო.. დემნა. -არა, საიდან მოიტანე რო მომწონს? ახლოს მოვიდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებშ ჩამხედა. -შენ იცი ჩემთვის ვინ ხარ? მეტი ვიდრე საუკეთესო მეგობარი.. ჩემი ცხოვრების ნაწილი. შენ ხარ ადამიანი რომელიც უფრო მეტად ხვდება რა მინდა, ვიდრე თავად მე. უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე ჩემს თავს. და დარწმუნებული ვარ შენც ასეთ დამოკიდებულებაში ხარ ჩემთან. თან ამ ყველაფერს დამატებული, მოხარშულსაც გიცნობ ქალბატონო. ასე რომ რამდენიც არ უნდა უარყო, ვიცი შენს ტვინში და გულში რაც ხდება და ეს გაცილებით ადრე მივხვდი, ვიდრე შენ მიხვდებოდი. -კაი ჰოო.. არ ვიცი შეიძლება სულ ცოტათი. -თვალს გარიდებს. არ იცის რა ხდება მის თავს. ეშინია რომ შეუყვარდები და ამიტომ გარიდებს თავს. -აუუუ რა დასკვნები გაქვს! ხომ იცი რომ ეგრე არაა და არც იქნება. -აი ნახე ასე თუარ იყოს. -თანაც ისეთი უხეშია რომ მგონი აღარც მომწონს. -უჰ ვის ატყუებ ქალბატონო? შენ თავს მოატყუე თუ გინდა მაგრამ აი მე ვერ მომატყუებ. კაი აბა ჰეე ღამე მშვიდობისა. დიდხანს არ დარჩე აქ, გაცივდები... ისევ მე, ღამე, ავანი, თბილისის ცარიელი ქუჩა და ლამპიონები. ნეტა ლილე მართალია? ნეტა მართლა მომწონს? აუუ რა უკუღმართი ვარ ისიც ვერ გამიგია მომწონს თუ არა. მგონი უფრო მეშინია, ვიდრე მომწონს. ნელი სიო უბერავს. ის სიო, რომელიც ჩემს სოფელს მახსენებს.იცით რატომ მიყვარს აივანზე ჯდომა? სოფელში, ჩემი ოთახი მეორე სართულზე იყო და პირდაპირ აივანზე გადიოდა. საიდანაც მთელ სოფელს ვხედავდი. საათობით ვიჯექი და გავყურებდი სიბნელეში მოპარპალე შუქებს, სახლებიდან რომ გამოდიოდა. მე და აივნებს თითქოს რაღაც გვაკავშირებს. მე, აივნებს და ღამეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.